1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

უკან მომავალში

with 2 comments

ფილმებში როგორც არის ხოლმე ისე უნდა ვიწყებდე წესით: ,,დღე მეექვსე. 2010 წლის (უკვე) 11 აგვისტო, ღამის 3 საათი და 29 წუთი. ექსპერიმენტი გრძელდება. პაციენტი დღეს სამ ფილმს დაესწრო. მას დაღლილობა ეტყობა და ნელნელა აგრესიული ხდება, მაგრამ ვითარება ჯერჯერობით ისევ კონტროლს ექვემდებარება. თუმცა დაკვირვებას მოითხოვს”.😀

მაშ ასე მეგობრებო… 9 აგვისტოს დღე ,სხვატკით’ გავხსენი და კარგი მონატრებული მქონია. ამის ფონზე ის ხარვეზებიც ვაპატიე ფილმს, რომლებიც აქვს და ხარისხის უვარგისობამაც მეორე პლანზე გადაინაცვლა. ჯამში კარგი ფილმი რომ არის უნდა შევთანხმდეთ წესით, თან იმ პერიოდში… გემრიელია😀

ბავშვობაში, როცა პირველად ვნახე ეს ფილმი, დიდი ხანი ჩამრჩა ბანკის გაქურდვის მერე ,დევნის’ სცენა მეხსიერებაში, უფრო სწორად, უბრალოდ კი არ ჩამრჩა, ხშირად მაგონდებოდა ხოლმე. უცნაურია, თითქოს დიდი არაფერი სცენაა, მაგრამ რაღაცნაირია რა.
ცხადია, დე ნირო ცუდად კვდება, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია ქურდი კაცის ბედი😀 იმ სლე ვენგროს მოსაკლავად აღარ უნდა დაბრუნებულიყო, პოლიცია მაინც იხმარდა იმას🙂 მესმის რატომაც დაბრუნდა, მაგრამ მაინც.  ვოიტის პერსონაჟი გლიჯავს(გლეჯს). ველ კილმერის გადარჩენა რაღაცით სასიამოვნოც კია და მახარებს მისი პუტანკა ცოლის ბოლო საქციელის, ერთადერთი სწორი რამ რაც ცხოვრებაში გააკეთა😀 თუმცა სწორიც იმ კუთხრით, რომ ვალში იყო კილმერთან, რომელსაც უაზროდ სთხოვდა ფულს, თან ღალატობდა და მოკლედ, ცუდი ქალია. ამიტომ, ბოლო საქციელი კარგია, თორემ ისე, სწორი საქციელი სულაც არ არის. ამაზრზენია ალ პაჩინოს ცოლი თავისი შვილითურთ ანუ ახალგაზრდა ნატალი პორტმანის ემოური პერსონაჟით. მოკლედ, გაასწორა გახსენებამ და ძალიან შორსაც აღარ წავალ.

ამას მოჰყვა კიდევ ერთი ძველი ფილმის გახსენება, კერძოდ რიდლი სკოტის უცხო ვიხილე. ნოსტალგია აქაც შემომაწვა და ამავე დროს გამეღიმა, რა მიამიტური იყო ძველი ამ სტილის სტრაშილკები😀😀 თუმცა კლასიკა კლასიკაა. კაი იყო, მაგრამ აქაც იგივე პრობლემა გვქონა – ცუდი ხარისხი. ისე, იან ჰოლმი ვერ მოვიშორე ეს ღეებია😀 მეხუთე ელემენტში, ბეჭდების მბრძანებელში, უცხოში…😀

იმ დღეს მთლიანად რუსთაველის მეხუთე დარბაზში მქონდა ბანაკი გაშლილი და შესაბამისად მესამე ფილმად ღმერთის ქალაქი ვნახე. ბრაზილიურ ფილმებს ყოველთვის პატივს ვცემდი, თუ გამოსდით კარგი ფილმი, მართლა ძალიან კარგია ხოლმე და ნიჭიც აქვთ. ესეც ერთ-ერთი ასეთია(მეორე ამასთან ახლოს ვერც მივა, ცრუ ღმერთის ქალაქია ის :D).  მაგარია ტავისი კარატიშკას ისტორიით, გახურებულ ბანანზე და სექსზე, მადისაღმძვრელ ანჟელიკაზე, რაკეტაზე და ზოგადად ყველაზე და ყველაფერზე🙂 ეს უბრალოდ უნდა ნახო, გაითავისო და შეიგრძნო, კაი რამეა. ბენეს სიკვდილი არის უცუდესი მომენტი ფილმში, ყოველ ნახვაზე სასტიკად მიტყდება.

დღის დამაგვირგვინებელი ფილმი, ბეჭდების მბრძანებლის მესამე ნაწილი გახლდათ. მეფის დაბრუნება, ჩემი საყვარელი ნაწილია და სასტიკად დაღლის მიუხედავად მაინც ვისიამოვნე, მაგრამ ჩამამწარეს კიდეც. ესე იგი, ჩემს უკან რა ჯიშის ხალხი ისხდა ვერ ამოვხსენი, თითქმის მთელი ფილმი აბსოლუტურად უაზროდ იცინოდნენ და აღაც საშინელ კომენტარებს აკეთებდნენ, ძალით იუმორი, სოფლური. რისთვის მოვიდნენ კინოში ვერ მივხვდი, ის ფული სხვა რამეში დაეხარჯათ უფრო გაუსწორდებოდათ. გონზე არ იყვნენ ტიპები. უმეტესობა გოგო იყო და ერთი თუ ორი ბიჭი ახლდათ. ერთი გოგო ჰყავდათ გლავარშა, რომელსაც რაღაც მომენტში ჩემს რიგში მჯდომი მოსტერვო, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად მართალი ქერა გოგონა მოუტრიალდა და უთხრა: ,,ცოტა ჩუმად რაა, ტვინი შეჭამეთ უკვე დედას ვციფავააარ”. ვიფიქრე, აქ დაიწყება რაც დაიწყებათქო, მაგრამ არაფერი არ მოხდა, საკმაო ხნით გაჩუმდნენ, ნაცნობები არიანთქო ვივარაუდე, მაგრამ შევცდი. ბოლოსკენ მაინც ვეღარ მოითმინეს და ისევ ახმაურდნენ, თან ამ ფრაზის ტრიალიც დაიწყეს და თავის პონტში კაიფი, ხო კაი ტვინი ნუ შეჭამე და რამე😀 ბოლოსკენ სხვა სასტავმაც გაჭედა, ფორუმელები იყვნენ და ძალიან დაიღალნენ როგორც ჩანს, იმათამც დაიწყეს სიცილი😀 მოკლედ, მართლა ძნელი იყო და გათიშულები გამოვედით – აღარანაირი ბეჭდების მბრძანებელი! 😀 რომ მორჩა დავალივერე ის სასტავი, მეთქი როგორ გამოიყურებიანთქო და ჯობდა არ გამეხედა, ერთმანეთზე უარესები იყვნენ, გული გამიხდა ცუდად და ერთი გამოთქმის სისწორეში დავრწმუნდისავით.

10 აგვისტო უფრო ამირანისკენ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ სხვაგვარად გამოვიდა😀 ნუ დღის ფილმზე ცხადია ,უკან მომავალში’-ზე შევედი და უკიდეგანო სიამოვნება მივიღე ))) სასტიკად მონატრებული მქონდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გენიალური ფილმია. ახლა მეორე სერიას მივაყოლებ და მთლად მაგარი იქნება.
,,ა კტო ვიცე-პრეზიდენტ, ჯერი ლიუის?”😀😀 ზანგი მერი, ჩაკ ბერის ნათესავი, ძიაძია ჯო მანეჟში… და უამრავი ასეთი წვრილი და ტონკი რაღაცა ფილმის სხვა ჯიგრობებთან ერთად, მაგარია რა – სვიტიი უგოდნიკი!😀
კრისტოფერ ლოიდი არნახულია ამ ფილმში და მარტი მაკფლაიც ხურავს. ფოქსის ცხოვრება და კლარიერა ვერ აეწყო სათანადოდ, ვფიქრობ, მეი შეეძლო.

ამასობაში, ვიღაც წვერიანი და მოხუცი ჩუვაკი შევუშვი უცხოზე, მთხოვა და მეც აღარ შევდიოდი და… თავად კი საღამოს ვნახე ოლდბოი და ასევე ვისიამოვნე, ერთადერთი მინუსი ამ ფილმის არის აბსოლუტურად უაზრო ჩხუბის სცენა, დერეფანში რო ჩხუბობს, ის სცენა. ზედმეტად კარგი ფილმია, რომ ამან გააფუჭოს, მაგრამ მაინც აფუჭებს რა, ნერვები მეშლებვა, რა საჭირო იყო ამ სცენის ჩაკვეტება. ნუ ასეა თუ ისე, როგორც აღვნიშნე, მაინც გაასწორა. მაგარია თავისი ისტორიით, მუსიკით, პერსონაჟებით… თვით იუჯინით და თითქმის ყველაფრით. ოღონდ, ბოლოსკენ გაეჭედათ ფილმი და ერთი 5 წუთი გვაცდევინეს.

ოლდბოის წინა ისტორია იყო მაგარი, უკვე ისე ვართ გათიშულები ყოველდღიური მომქანცველი რეჟიმით, რომ მე და ფორუმ.გე-ს ერთერთი იუზერი ნეო777(იუვეს და იტალიის ქომაგი და შესაბამისად გემოვნებიანი ადამიანი :D) გამწარებულები კისრისტეხით მივედით ამირანში 6-ს რომ 10 აკლდა, არ დაგვაგვიანდესო.. დარბაზიდან სტარ ვორსის ხმები გამოდიოდა და მეთქი რა გაახურა ამ სტარ ვორსმა საქმე, რით ვეღარ მორჩათქო. ერთი 10-12 წუთი სერიოზულად ვიდექით და ვწუდით, ნეომ უცნაურია მარტო ჩვენ რომ ვართ, ერთი-ორი კაცი ხო უნდა იყოს კიდეო… მერე კი მობილურს დახედა და ისე ახლა 6 საათია იცი და ფილმი 7-ზეაო😀 იქამდე ვერ მოვიფიქრეთ ეს ამბავი… ბეჭდების მბრძანებელმა იცის😀

დღე და ღამე კი ოუშენით დავასრულე. მართალია ოუშენის პირველი ნაწილი ვერ/არ ვნახე და ამიტომ მთლიანად გამოტოვებას ვაპირებდი და ამჯერად, ჯო ბლექზე შესვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე და გადავწყვიტე სისულელე ჯო ბლექი კომპიუტერში ვნახო, ახლა რო დავიძინებ და რო გავიღვიძებ მერე😀 უბრალოდ, რომ გავიხსენო და ნიხვატკაც არ დამრჩეს, თან გაბრაზებულმა ბრედ პიტმა რომ არ მომაკითხოს და არ წამიყვანოს😀

სანამ რუსთაველამდე ჩავისეირნებდი, ერთ-ერთ სკამზე ქალი, პატარა ბავშვი და კაცი ისხდნენ და საინტერესო საუბრის მონაკვეთს მოვკარი ყური – ქალი იფიცებოდა რაღაცაზე არ ცმიაო, კაცი კი ჯიუტად, ძერსკად და აქცენტით ეუბნებოდა მომისმინეო და მერე მოაყოლა მთავარი ფრაზა – პუტანკასავით აცვია, თან ღამის პირველ საათზე… კინაღამ მივედი და ვუთხარი, ნუ თუ ღამის პირველ საათზე აცვია არ შეიძლება და ისე არა უშავსთქო. დარწმუნებული ვარ იმ გოგოს, რომელზეც იყო საუბარი სულაც არ აცვია პუტანკასავით, უბრალოდ ეს გურჯისტანია და შეზღუდული აზროვნების მქონე ჩუვაკი შუაზე იხეოდა, ის ქალიც უაზროდ იფიცებოდა. ბევრი ვარიანტია, მაგრამ ვივარაუდე, რომ ეს კაცი იმ ქალის ყოფილი ქმარი იყო და უჩმახებდა გოგოზე.

ოუშენმა გაასწორა, კლასნი ნამუშევარია მაინც და სავარაუდოდ მესამესაც ვნახავ, მაგრამ მაშინ თომას ქრაუნის საქმის გაწირვა მომიწევს, რადგან რიგითი რაიანის გადასარჩენად აუცილებლად წავალ რუსთაველში. შესაბამისად, ავირჩევ ქრაუნსა და ოუშენს შორის, ორივე ნანახი მაქვს არაერთხელ და ბოლოსკენ თან.

დღის ფილმებზე ჯერჯერობით პრობლემა არ მაქვს, ისევ სტარ ვორსს ვწირავ, თან გამოსავალი ვიპოვე. ხვალ-ზეგ ვნახავ III და IV ეპიზოდებს კომპში კიდევ ერთხელ და მერე, სამ დღეზე ანაწილებენ ფილმებს და ყველაფერი ესწრება ანუ V და VI ეპიზოდებს ისევ კინოში ვნახავ.

კიდე წინა პოსტში იმის თქმა გამომრა მგონი, რომ ერთხელ ამერიკაშიც გამოვტოვე დიდ ეკრანზე, მაგრამ არა უშავს, რამდენჯერ უნდა ვნახო😀

დიდი გამყინვარების პრობლემაც მოვაგვარე, მოსახური მიმაქვს და წელზე შემოვიკრავ ხოლმე.

Written by 1myway1

August 11, 2010 at 12:10 am

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :shurianismaili:

    garxoza

    August 11, 2010 at 9:35 am

  2. რას გიშავებს ოლდბოიში ეგ სცენა კაცო… კი არის ძალიან ნაცნობი ქალიშვილური მოქცევები იმ “ცუდი ბიჭების” მხრიდან, მაგრამ მარტო მუსიკა რად ღირს მაგ სცენაში… და ჩაქუჩი ვაბშე ხურავს🙂

    chiqo18

    August 17, 2010 at 10:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: