1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

(მისტიური კი არა) მისტუირი მდინარე

leave a comment »

რიგითი რაიანის გადასარჩენად მისტიური მდინარე გადავლახე, გზად სიყვარულის ისტორია გადამხდა თავს, მაგრამ ელეგანტურ თაღლით თომას ქრაუნთან შეხვედრას თავი ავარიდე, ისევე როგორც ვარსკვლავურ ომებში მონაწილეობის მიღება ვიუარე, სამაგიეროდ მფარველებს შევხვდი და ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებრივი ეჭვმიტანილების სახით ოუშენის 13 მეგობარი წარვუდგინე, რის შემდეგაც მშვიდად დავბრუნდი უკან მომავალში…
11 აგვისტო დაიწყო უკან მომავალში 2-თ და როგორც მოსალოდნელი იყო, ორგაზმი განვიცადე😀 ეს ფილმი თავისი ყველა დეტალით ჩემი უსაყვარლესია(პირველი ორი სერია განსაკუთრებით) და მართლაც გენიალურია🙂 არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ნანახი და სემიძლია გაუთავებლად ვუყურო და ვუყურო. არის ფილმები, რომელიც ზოგს რომ არ მოსწონს იმ ადამიანს სხვანაირად ვუყურებ, რაღაც ეჭვის თვალით😀😀 ამ ფილმზეც ასე ვარ, გოგოების მესმის ვთქვათ და ბიჭს რო არ მოსწონს უკან მომავალში, სხვა თვალით ვუყურებ ხოლმე მერე, არადა ბევრს არ მოსწონს გარშემო😀
როგორ ვთქვა, ,სულიანი ფილმები’ ვისაც არ მოსწონს და სპეცეფექტებზე აფანატებენ, იმათ რომ ვუყურებ ხოლმე, აი ისეთი თვალით ვუყურებ ამ ხალხსაც😀
დეტალებში არ გავარჩევ, გამიგრძელდება. მოკლე რაღაცეებს შეგახსენებთ – მერი უილსონ ჯუნიორი. ლეგენდარული ლოთი ბომჟი, რომელიც ამბობს, რომ ,ხოდიატ ტუტ პიანნიე’. უკვე ნახსენები სვიტიე უგოდნიკი(ორიგინალში Great Scott! რის შესახებაც აქ http://fleuredelise.wordpress.com/2010/08/11/%D1%81%D0%B2%D1%8F%D1%82%D1%8B%D0%B5-%D1%83%D0%B3%D0%BE%D0%B4%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%B8/ ყველაფერს გაიგებთ), ამ ფრაზას მეორე სერიის ბოლოს რო ამბობს და ის მომენტი მთლიანად დაუვიწყარია. მთლიანად ემეტ ბრაუნი, ბიფი, მაკფლაი… ჰეი მაკფლაიი ენიბადი ჰოუმ😀 ტონკი რაღაცეები. ,ნე უდივიტილნა შტო უ ვას აქტიორ სტალ პრეზიდენტამ’😀 მარტის მიერ ხშირად ხსენებული ,მძიმე შემთხვევის’ ინგლისური ვარიანტი. მის მიერ წყობიდან გამოსვლა ყოველ ჯერზე, როცა ჩმორს/ლაჩარს, ინგლისურად კი ქათამს დაუძახებენ😀 რომელი ერთი ჩამოვთვალოთ… მოკლედ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად იმოგზაურეთ უკან მომავალში. მე კიდევ მესამე სერია მელის. უღმესი მადლობა რობერტ ზემეკისს, არაერთი კარგი ფილმისთვის, ამის თამადობით😛 ასევე მადლობა ალან სილვესტრის (გვარი რომელი სისხლის ქონას მიუთითებს ხვდებით ალბათ :P) ჩინებული და ფილმის შესაფერისი მუსიკისთვის, მარტო ის ორწამიანი ჩანართები რად ღირს… ხვდებით რომელიც😉 ისე, სილვესტრი ძირითადად ზემეკისთან თანამშრომლობითაა ცნობილი.
საერთოდ 11 აგვისტო ძალიან ნაყოფიერი დრე იყო. უკან მომავალში-ს მოჰყვა ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი ფილმი, კლინტ ისტვუდის მისტიური მდინარე. ეს ფილმი ვისაც არ უყვარს და მსგავსები, მათაც ალმაცერად ვუყურებ ხოლმე😀 არადა ვიცნობ არაერთ ადამიანს, თან კინო მოყვარულს. ისეთ ცარიელ სისულელეზე და ეფექტებზე გეტყვის მაგარიაო და ამაზე დიდი არაფერიო, რომ გაოცდები😀 ნუ კაცია და გუნება, გემოვნების ამბავია და ადამიანური მომენტია რა🙂
კლინტ ისტვუდს მე ძალიან ვაფასებ, როგორც უნიჭიერეს ადამიანს და ,დასტოინ’ ტიპს(ოღონდ არ ნიშნავს რომ მისი ყველა ნამუშევარი მომწონს). ეს ფილმი კი მის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია და საერთოდ ძალიან ახლოსაა ჩემთან და ისტვუდს, საშინლად შეუძლია ჩემს გრძნობებზე თამაში😀
მებევრედ ვუყურე და მებევრედვე ამეშალა ნერვები. ფილმის ბოლო განსაკუთრებით მოქმედებს ნერვებზე, უშუალოდ დეივის სიკვდილი კი არა, მას მერე…
ძალიან კარგად არის გოგონა შერჩეული, ზუსტად ეგეთი ტიპშა უნდა ყოფილიყო და გული რო გეწვება რატო დაემართაო, მიუხედავად იმისა, რომ აცეტებული იყო. ბავშვებიც კარგია, ბრენდონიც, მოკლედ დონე რამეა. ტიმ რობინსზე და შონ პენზე ხომ ოსკარები ალალი იყო, დაიმსახურეს. კევინ ბეიკონიც კარგად ჯდება. ელი ვოლახის ეპიზოდური როლიც ასწორებს. ბოლოს ცოტა გაურკვეველ პონტზე მეტად ნერვებზე პენის ცოლის ტექსტი მოქმედებს, მისი ბოლო მონოლოგი გეხსომებათ, სუფთა გურჯული ტექსტია, მინდა ხოლმე რომ ტელევიზორში შევძვრე და გავხეთქო შუაზე😀 სელესტაც ნერვებს მიშლის, მესმის სიტუაცია, მაგრამ გამაღიზიანებელი ტიპშაა, საქციელებითურთ. ის ხომ მკვლელი მომენტია, ბეიკონისა დ აპენის ბოლოსწინა სცენა და კითხვა საერთოდ – დეივი ბოლოს როდის ნახეო და 25 წლის წინო🙂
ტრაგიკულია ისიც, რომ ამირანში ფილმს ,მისტუირი მდინარე’ დარქვეს, რისი უკვდავსაყოფი ფოტოც მყისვე გადავიღე და აგერ გაახლეთ. ამირანზე გამახსენდა და ფილმისწინა რეკლამებს ძირითადად მანდ ვუყურებ ხოლმე და როგორც ჩემი, ასევე სხვების ფავორიტი ,სოლტის’ რეკლამაა, ხალხმა აიტაცა :დ უფრო სწორად კონკრეტული მომენტი, როცა აქცენტით ეუბნებიან ჯოლის, სოლტი აგენტიაო და ის პასუხობს – მაი ნეიმ იზ ეველინ სოლტ – და აქ კულმინაციური მომენტი – ზენ იუ არ ე რაშან სპაი😀😀😀
აქვე მეორე ფილმზეც ვთქვათ, ყველა ერთად რომ შეუყრიათ, სტალონე, რურკი, ვილისი, ლუნდგრენი, დაჟე შვარცნეგერი, ერთი ვან დამი აკლია კომპანიას😀 ეს სტეტჰემიც ჩატენილია და სხვანიც… მაგარი ნოსტლაგია მოაქვს ამ ფილმს.
ამირანის მერე კი, რიგითი რაიანის გადასარჩენად წავედი რუსთავლეში და სულ ტყუილად ვიჩქარე, რადგან კიევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ორგანიზაციულ საკითხებში ნულს ქვემოთ არის საქმე… ჯერ ერთი, რომ ფილმი 22:15-ზე უნდა დაწყებულიყო და დაიწყო 22:39-ზე. მერე მეორე, უამრავი ადამიანის წუხილი სიცივესთან დაკავშირებით არახალია, მოსაცმელებით დავიწყეთ სიარული და რაღაცნაირად შევეგუეთ იმ გაუგებრობას, მაგრამ იმ დღეს რაღაც საოცრება ტრიალებდა. რამდენიმე ნაცნობი გაყინული გამოვიდა დარბაზიდან, მეც შემცივდა, მაგრამ მზად ვიყავი ამ პირობებისთვის და მოსაცმელმა მიშველა, თუმცა საშინელი სიცივე იყო, ყველა ზღვარს გადააცილეს.
სიცივეს ხელი არ შეუძლია იმით, რომ რაიანის ყურებით დავმტკბარიყავი. სუპერფილმს ვერ დავარმევდი, მაგრამ ძალიან კარგი ნამუშევარია და ტავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო. თან დაახლოებით 10 წელი არ მექნებოდა ნანახი და ბევრი რამ აღარც კი მახსოვდა, ამიტომ ძალიან ვისიამოვნე. კარგი მომენტებია ფილმში. გაშვებული საზიზღარი გერმანელი რად ღირს თუნდაც. მკვლელობათა სცენები. მეტ დეიმონი ჰანტინგის მერე პირველ გამორჩეულ როლში. თავად ჰენკსი. სნაიპერი ჯექსონი, ე.წ. მაკარონიკები😀 და ა.შ.
12 აგვისტოს 4 ფილმი უნდა მენახა და ვეჭვოპბდი ისევ ძალიან დავიღლებითქო, მაგრამ როგორღაც ასე არ მოხდა, თან გამოუძინებელიც ვიყავი, მაგრამ წინა დღეებთან შედარებით ნაკლებად დავიღალე. თომას ქრაუნს რომ ვწირავდი გადავწყვიტე, მაგრამ, ვწუხდი ოუშენს ვერ მოვასწრებ, რადგან ვოჩმენი არ მორჩება იქამდეთქო. ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა ვოჩმენისთვის ბოლომდე არ მეყურებინა, მაგრამ მოუსაზრებიათ(ვინ იცის ეგებ ჩემი წინა დღის წუწუნიც იღეს ყურად) და გადაუტანიათ ოუშენი, ამიტომ ყველაფერი კარგად მოვასწარი. ერთადერთი იმ წვერებიან და მოხუც ჩუვაკს ვერ მივეცი დღეს ბილეთი, რადგან ყველა ფილმზე შევდიოდი, სამაგიეროდ წინა დღეს მივეცი და ბევრი მადლობები მიხადა, ჩუვაკია😀 სხვებიც აძლევენ ხოლმე, როცა არ შედიან რამე ფილმზე.
ყველაფერი კარგად კი დასრულდა, მაგრამ დაწყებისა რა მოგახსენოთ… უცებ გავიგე, რომ ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები 3-დან 4 საათზე გადაუტანიათ, რისი მიზეზიც ვერ გავიგე და აღარც ჩავეძიე. ამიტომ ერთი საათი მოსაკლავი მქონდა და ამ დროის მოკლვა ტუალეტში შესვლით დავიწყე. რა დასამალია და მოშარდვა მინდოდა. როცა ტუალეტის კარი მივიხურე, მოხუცმა, კლიმაქსიანმა დამლაგებელმა მომაძახა – კარგად ჩარეცხე, ქუჩის ტუალეტად რომ გადააქციე აქაურობა, კინოში არ დადიხარ და ტუალეტში ისე შემოდიხარო… და კიდევ რაღაც დააყოლა, ვერ გავიგე. ეს მეორე შემტხვევა იყო როცა მსგავსი რამ მითხრა და იქამდე, ვიღაც ბიჭსაც უთხრა. პირველად მოვითმინე, მაგრამ ამჯერად ამასხა უცებ. თან ბავშვობიდან ვერ ვიტან გაბოროტებულ და როყიო ასაკოვან ქალებს, რო არ იციან რა ერჩით და უსამართლოდ გერჩიან.
კინოებში რომ ბოროტი ტიპები არიან ისე მოვიქეცი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე რა… მივედი და მე მითხარით რამეთქო? ხო, არ იცი რაც უნდა გითხრაო და იგივე გამიმეორა. მეთქი ქალბატონო თქვენ კლიმაქსი გქონდეთ ეს ჩემი ბრალი არ არის, ამიტომ ჩუმად აკეთეტ თქვენი საქმე, რასაც აკეთებთ და რაშიც ფულს გიხდიან და მე თავი დამანებეთ, დღეში 4 ფილმზე დავდივარ და რაღაც სისულელეებს ნუ ბოდავთთქო. ყოვლად გაურკვეველი პასუხი გამცა – ვნახოთ როგორ 4 ფილმზე დადიხარო. მერე იქვე მდგომ ახალგაზრდა ქალებთანდ ა გოგოებთან მივედი, თანამშრომლებთან რა და მეთქი იმ ქალს მგონი კლიმაქსი აქვს და ყურადღება მიაქციეთ, ასე და ასეა საქმეთქო. ვსმისლე ჩისტა ყურადღება მიაქციეთის პონტში ვუთხარი, თორემ ჩემს გამო ვიღაც სერეკილი რომ გააგდონ ეგ კი არ მინდა(მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად ნერვებზე იმოქმედა და მომენტალურად წყობიდან გამოვდივარ, როცა უსამართლიოდ მაბრალებენ რამეს). ჰოდა, არ მიაქციო ყურადღებაო. რო წამოვედი, ის მიიჭრა და რა გითხრათო, ამათამ ესე და ესეო და მაგარი რამე უთხრა იმ ქალმა – ხო, იმიტომ მივეცი სენიშვნაო, რომ შედის იქო და ტუალეტში იკეტებაო და რაღაცეები, აღარც მისმენია…😀 მარტო მე არ მერჩის ის ქალი, მაგრამ მაინც… ყველა გიჟი მე როგორ უნდა ავიკიდო😀 ან საიდან მოიგონა ეს სისულელეები ან ჩემი ბრალი ტუალეტის დასუფთავება რომ უწევს? მოკლედ ძნელია…
კოლმეურნეობის მოედანთან დავუყევი, ლობიანი და ბუტერბროდები ვჭამე, მერე ნაჩალიჩარი კვასი დავაყოლე და ,პატარა გაზეთი’ ვიყიდე, სადაც საფეხბურთო ცხრილებია. ტაქსის მძღოლების სადგომთან ერთმა ჩვეულებრივმა გოგომ ჩაიარა, ხორციანი კი იყო და ნორმალური რა, ისეთი არაფერი, ჰოდა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, აქცენტით დაუძახა – ვახ შენ შემოგევლეო. იმ გოგომ კი ფუ შენიო, ჩაილაპარაკა. ალექსანდროვის ბაღში დავჯექი და პატარა გაზეთში სავიქენდოთ ვიმეცადინე, რაღაც კუშები ამოვარჩიე. პროცესში რომ ვიყავი, ბებერი ქალი მოფლატუნდა მზესუმზირით ხელში, ეგრე დადის ხოლმე. დამადგა თავზე და გამიღიმა, თავი რომ ავწიე, გავაქნიე, არამეთქი. მომბეზრდა მზესუმზირა. გამიღიმა და რას აკეთებო, ისე საყვარლად მკიტხა, რომ ნამდვილად დაიმსახურა ერთი ჭიქის გაყიდვა. გაზეთში ვიქექებითქო. მერე თამამდ მითხრა, ,სემიჩკა’ იყიდეო, ჰოდა მეც ვიყიდე😀
მოვიდა 4 საათიც და კიდევ ერთხელ ვიხილე კაიზერ სოზეს ისტორია, რომელიც მევასება. ამას უკვე სულ სხვა, სიყვარულის ისტორია მოჰყვა, რომელმაც ამაღელვა, იმის მიუხედავად, რომ არაერტთხელ მაქვს ნაანხი და შედევრსაც ვერ ვუწოდებთ. თუიმცა მაინც მეტ-ნაკლებად კარგი ფილმია და რეალობასთან ახლოს მყოფი ისტორიაც, მშვენიერი მუსიკით. ჯენიფერი თან კაი ტიპშაა და თან ნერვებზე მოქმედებს. აი მამამისი ზეჩუვაკია, ბებერი იტალიელი😛 ოლივერი მაგარი კაცია🙂
მესამე ფილმი ვოჩმენი გახლდათ, რომელიც დიდ ეკრანზე კიდევ უფრო მომეწონა. სასწაული არ არის ნამდვილად, მაგრამ კარგი ფილმია🙂 კომედიანტი ძმაა, რორშახი კი მაგარი კაცი.  მუსიკალური გაფორმება აქვს ფილმს მშვენიერი.
დღე ოუშენის ბოლო ნაწილით დავაბოლოვე. კარგი გამოუვიდა სოდერბერგს, ბევრი ღადაობაცაა. ქლუნი სინატრა ვერ არის, მაგრამ არა Uშავს. რასრი რაიანი მშვენიერია, ისევე როგორც ლაინუსი და სხვანი. ენდი გარსია მიყვარს😀 ალ პაჩინოც კარგად ზის. ფილმი იწყება და მთავრდება ჩემთვის გასახარი და თან მაგარი ფრაზით, ფრენკ სინატრათვის ხელის ჩამორთმევისა და დაუწერელი წესის თაობაზე🙂
ნელნელა გამოვუყევი სახლისკენ და არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია, ვიღაც მთვრალმა პროვინციელებმა ხურდა მთხოვეს, ხურდა ან რამეო😀 რაზეც უარი მიიღეს პასუხად, არ მაქვს სახლში ფეხით მივდივართქო😀😀 წინა დღეებში, პატარა გოგოებმა მთხოვეს(მოდაშია), ძალით კაი ბიჭებმა და ვიღაც ახოვანმა კაცმა(ნუ მთახოვრები არ ითვლება). ასევე მემილიონედ ჩავუარე ბელინსკის ასახვევთან, ბაზბისბანკის წინ მოკალათებულ ბომჟ ქალბატონს. რამე მოუხერხონ იქნებ და სადმე დააბინავონ ან გადაიყვანონ, ძალიან ცუდ ადგილას არის, უხერხულია უბრალოდ🙂 სკამზე იწვა ადრე, ახლა სკამზე ნივთებს ტოვებს და ბაზისბანკის ბორდიურზე იძინებს ხოლმე.
უხერხულობაზე და ქალაქის დაბინძურებაზე კიდევ ერთი დღევანდელი ისტორია გამახსენდა, რომლისდ აწერაც მინდოდა. სახლში რომ მოვდიოდი, სადღაც ოპერის პირდაპირ ხელსახოცის ნაგვის ურნაში ჩაგდება მოვინდომე, აი ის შედარებიტ ახალი, სავი და მაღალი ყუთები რომ არის რუსთაველზე, მივედი ახლოს და… ამას ნაღდად აღარ ველოდი, ამობრუნებული დამხვდა ყუთი😀 თავით ქვემოთ, ზემოდან კი რაღაცეები ელაგა, ჭუჭყიანი ხელსახოცები ეყარა და ა.შ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცამ მაგიდად გამოიყენა… რა გაუჭირდათ ასეთი😀 უცნაური ხალხი ვართ გურჯები.
ჯერ ისედაც რა ვიყავი და უფრო გავხდი😀 გადავიღალე, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი დღეა წინ, დღეში მინიმუმ სამი ფილმით😀 ღირს! ახლა კი მომავალ შეხვედრამდე ანუ 2-3 დღით დაგემშვიდობებით(კარგი 3 დღე კი მოდის, სამ დრეზეა გადანაწილებული ფილმები ანუ არცერთს არ გამოტოვებ კაცი, თითო დღეს თითო დარბაზში მიხვალ🙂 ) და ბოლოს მესამე ოუშენიდან სინატრაზე ფრაზებსა და მეორე ოუშენის სულ ბოლო კადრის სურათს დავტოვებ, რომელიც იდეალურად ასახავს ახლა ჩემს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას😀🙂
There’s a code amongst guys who shook Sinatra’s hand!
You shook Sinatra’s hand. You should know better.

Written by 1myway1

August 13, 2010 at 12:12 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: