1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მოპარული 9 წუთი და ,ვარსკლაური’ ომები

leave a comment »

დღესაც დაღლილი მოვედი, სხვადასხვა საქმეებისა და 4 ფილმის მერე, მაგრამ აღარ შემეძლო არ დამეწერა. სახლში მოსვლისთანავე იცით რა ვქენი? The Game-ის ერთი მონაკვეთი ვნახე ანუ იმ ფილმის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კინოში ვიხილე, იდეაში თავიდან ბოლომდე. ამ დროს კი რუსთაველის თანამშრომლებმა მთელი 9 წუთი მოგვპარეს ფილმიდან🙂 ეს უკვე მართლა ყოველგვარ საზღვარს სცდება…

უბრალოდ აიღეს და ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნაწილი ამოაგდეს🙂 აი ის, დუგლასთან მისი ძმა ანუ შონ პენი რომ მიდის და მერე ტაქსიში რომ ტოვებს მძღოლი და სახელურით რო გააღებს კარებს. მთელი ეს სცენა გამოტოვებს ტიპებმა🙂 სახლი არეული რომ დახვდება და ბოლოს თოჯინას პირში წერილს რომ უპოვნის მანდ გაეჭედათ(ან გაჭედეს) და უცებვე ჩართეს უკვე ეს სცენა რომ მთავრდება და პოლიციას ესაუბრება დუგლასი იქიდან. ვერ გავიგე, ფილმის სცენარს ავყვეთ და გავათამაშოთ მაყურებლებიო თუ რა იყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არავინ არ მივედით და არ ვუთხარით არაფერი (არადა ფილმი პირველად რომ ვნახე, რატომღაც ყველაზე გამორჩეულად სწორედ ტაქსის სცენა დამამახსოვრდა). თავს არ ვიმართლებ, მაგრამ უბრალოდ მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და დამეზარა გასვლა, თან სიბნელეში მხედველობის ამბავში პრობლემები რომ მაქვს, რმაგად დამეზარა😀 ჩემს გვერდზე მყოფი ორი ბიჭიც გაგიჟდა, დააპირეს გასვლა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და ეს სულაც არ არის კარგი, შერჩათ ასე ვთქვათ. ხვდებით რამხელა არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე? ვთქვატ ფილმი არ უნახავთ, კაი ჯანდაბას, კიდე უარესი თუ მსვლელობას საერთოდ არ ადევნებნენ თავს და ბოლოს ის მაინც ხომ უნდა ემჩნეოდეს იქ როდის გაიჭედა და რამე… ყველაზე ცუდი ვარიანტია, ძალით თუ მოიპარეს ეს ნაწილი, აქაოდა ადრე მოვრჩეთო. ჰო, ის სულ დამავიწყდა, რომ ფილმი დაწერილზე გვიან დაიწყო ისევ… მოკლედ რასაც ჰქვია – გლეჯენ…

ახლა კი დავბურნდეთ იქ, სადაც წინა პოსტში შევჩერდით. 13 აგვისტოს ჩემი საყვარელი უკან მომავალში გავამგზავრე უკან მომავალში. როგორც ბევრჯერ ვთვი, მესამე ნაწილი ყველაზე ნაკლებად მიყვარს,. მაგრამ მაინც ძალიან ვისიამოვნე და ბევრჯერ გავიმეორე მართლაც გენიალური ფილმიათქო. როგორ მოახერხა ზემეკისმა ასე ბრწყინვალედ ყველაფრის გაკეთება და მსგავსი სიუჟეტის ტრიალი სამ სერიაში, ისე რომ ოდნავაც არ გაღიზიანდე… ნამდდვილად საოცარია.

რა გავიხსენოთ აბა… ძაღლების სახელები – კოპერნიკი და აინშტაინი. ჟულ ვერნის სიყვარული, ემეტის შვილები ჟული და ვერნი თუ ის მომენტი კლარას რომ ეუბნება ბავშვობაში რომ წავიკითხეო და კლარა პასუხობს ბავშვობაში როგორ წაიკითხე 10 წლის წინ დაიწერაო😀 რა გასაკვირია რომ გაფუჭდა იაპონური ყოფილაო და მარტი რომ ეტყვის, რას ამბობ საუკეთესო ტექნიკა იქ მზადდებაო. კლინტ ჰუ ხომ საერთოდ ცალკე ღადაობაა, ისტვუდი მაგარი დაღეჭეს. უშელია ისტვუდა ძაან მაგარია, წესით კლარას სახელობის უნდა ყოფილიყო, მაგრამ იდეაში მარტი რომ ჩავარდება მისი სახელობის რომ ხდება მერე. ყინულის გულისთვის რამხელა ჯაბახანა აქვს აწყობილი ემეტს😀 არცერთ დროში რომ არ ეშვება ექსპერიმენტებს. მაკეტზე სულ რომ ებოდიშება, დახვეწილი არ არისო😀 ბიფორდ ტანენს მეგობრები რომ გაყიდიან ამ დღეს არ გვცალია ბანკს ვქურდავთო :D  მარტი რომ დე ნიროს აშარჯებს ტაქსი დრაივერის სარკის სცენის პონტში. მარტი და ემეტი რომ გაცვლიან ,სვიტიი უგოდნიკისა’ და ,მძიმე შემთხვევას’… ერთი სიტყვით ლეპოტა😀

ვეეელ ჯორჯი ბოი…😀 ანუ ალბათ მიხვდით, რომ ამას მოჰყვა მექანიკური ფორთოხალი, რომლითაც დიდი სიამოვნება მივიღე, ძალიან დიდი. ბოლოსკენ გავმხიარულდი, რადგან ბევრს ფილმშ მხოლოდ ის მოეწონა, სულ ბოლოს შოშიასავით რომ უღებს პირს მერს, მეტი ვერაფერი ვერ გაიგეს და მე მათზე ვხალისობდი😀 ფ ილმი კი მართლაც მაგარია, უკუბრიკესი. როგორ დატოვეს უოსკაროდ ფარჩაკებმა. მალკოლმ მაკდაუელი ჩინებულად ასრულებს, თავისი წამწამებით😀

დღის ბოლოს კი იყო მართლაც რომ დიდი დიდი ლებოვსკი. რასაც ჰქვია ჩუვაკი. კოენების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ბოლოჯერ ახლახან მქონდა ნანახი და მიუხედავად ამისა, ძალიან ძააალიან ბევრი ვიცინე, თითქმის იმდენი, რამდენიც ბაქნო, ფული და 2 ლულაზე(ეს მონატრებული მქონდა უბრალოდ). ჯეფ ბრიჯესი რომ მიყვარს არახალია. ჯონ გუდმენის პერსონაჟი კი ნამდვილად განუმეორებელია. დღემდე რო მათხოჯი ყოფილი ცოლის(რომელმაც მიატოვა) ძაღლს უვლის და იმის მუღამში უაზროდ იცავს შაბატს და ა.შ. ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ სულ ყველგან ვიეტნამს ტენის, შეიძლება მოკვდე სიცილით, ბოლოს ხომ საერთოდ პანიკაა, საწყალი სტივ ბუშემის ფერფლს რომ სახეში შეაყრის ბრიჯესს და თან იქამდე ვიეტნამზეც შეუბერავს😀 ხესუსის სცენა სუპერია. ნუ ჯულიანა მურიც ხომ ყველგან შეტენილი უნდა იყოს😀 თუმცა არ მაღიზიანებს ეს ქალი, პირიქით და საერთოდ, ერთ-ერთი იშვიათი ჭორფლიანი ქალია, რომელიც მომწონს😛

14 აგვისტო ამერიკაში მოგზაურობით დაიწყო. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბებერი, კეთილი ედი მერფი. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ედი მერფიზე არანაკლები პრიკოლი მისი მსახურია. საპარიკმახეროს სასტავი ხურავს. სულ ბოქსზე რომ კამათობენ, ვინ ვის სჯობია და აბსურდულ ვარაუდებს აკეთებენ, ერთი კი დიად ფრენკ სინატრას რომ ახსენებს, შევხვდი და ასე და ასე მიტხრაო😀 ასევე მარტინ ლუთერ კინგს. ფოსტის ქალი მერფის მსახურს წერილზე რო ეგადავება ეგეც პრიკოლია, გიჟი რომ ჰქგონია. ისე თუ შემჩნეული გაქვთ, მათხოვრების როლს, მერფი რომ ბევრ ფულს მისცემს, მისი ძველი ფილმიდან, ორი მილიონერი თამაშობს, აი დოლარზე რო დანიძლავდებიან… ეგ ფილმი მერფის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მიყვარს მგონი😀 სემუელ ელ ჯექსონის გამოჩენაც კაიფია.

შემდგომ მოვიდა აპოკალიპტოს დროც. მე გიბსონის საყვარელი ბევრი სისხლები. მოჭრილი თავები. მთელი ფილმის მანძIლზე მორბენალი რონალდინიოს მსგავსი ჩუვაკი და ა.შ. ნორმალური ფილმია, დიდ ეკრანზე უფრო მუღამი აქვს. აი თარგმანი კი ცუდი ხარისხისა იყო. ღადაობაა ის მომენტი, ტიპია რომ არის შვილი რომ არ უჩნდება და ყველა რომ ეკაიფება. ვითომ რაღაც წამალს რომ მისცემენ, წაისვი და ეგააო. მერე რო აეწვება და გამოვარდება თვითონ რუნის ჩაყოფს წყალში და ცოლი, პირში რომ ივლებს წყალს😛

როგორც რუსები იტყოდნენ – დოჟილი. კინოთეატრში უბრწყინვალესი შვიდეული გადიოდა და ორი კაცი ვისხედით დარბაზში. მე და ვიღაც პატარა ბიჭი, ბედის ირონიით გვერდიგვერდ. ცოტა ხანში, ოდნავ საეჭვო ტიპი მოვიდა ბავშვთან ერთად და სულ ეს იყო, სამი, სამნახევარი ადამიანი დავესწარით ამ ბრწყინვალე ბრწყინვალე შვიდეულს. მე ისევ დიდი სიამოვნება მივიღე, ისევ გავბრაზდი ტლუ ბავშვებზე ბერნარდოს რომ ტყუილა შეიწირავენ(ბავშვობიდან ყველაზე მეტად ბერნარდო მეცოდებოდა და მევასებოდა, ჩარლზ ბრონსონის ბრალია). ისევ ვაპრიკოლე ჩიკო, რომელიც რჩება ბოლოს საჭირო ადგილას. ვისიამოვნე შერეკილი ჰარით და მშიშარა ლით. ასევე ბრინერის პახოდკითა და ვინის დახვეწილი ქცევა-მოზგაობითა და ბრიტის დანებით. ბუნებრივია, განუმეორებელი ელი ვოლახის კალვერობითაც.

დღე სათანადოდ ვერ დაგვირგვინდა, რადგან ,ახალი’ რომეოსა და ჯულიეტას დიდი მოყვარული არ ვარ. მაინც ვცდილობდი გამემართლებინა, ეგებ ცუდად ჩამყვა რამეთქო, მაგრამ ვერ ქაჩავს ფილმი რა… ყველაზე კარგი რედიოჰედის საუნდტრეკებია, ამით ნამდვილად ვისიამოვნე😀

მესამე დღეს მცირე დასვენება მოვიწყვე. ვარსკვალვური ომები II ეპიზოდის მერე ისედაც გაწირული მქონდა და აღარც მეექვსეს ვუყურე, თან სამსახურშიც საქმე მქონდა. სამაგიეროდ, ამირანისგან მორიგი შედევრი მოგიტანეთ, ვინც არ იცით იმათ – ,ვარსკლაური’ ომები😀😀😀 მაგარი ჩუვაკ-ჩუვიხები ჰყავთ სახელების ამბავში, ლებოვსკის შეშურდებოდა იმენნა😀 ის არის კიდევ კაიფი, ბანერზე ,სოლტი’ უწერიათ, ხოლო  გამოკრულ ფურცლებზე ,ზოლტი’.. ალბათ რო რამე ვერავი რო ვერ მიედავოთ😀

მოკლედ 15-ში მხოლოდ ღამის ფილმზე, ანუ დარქ ნაითზე ვიყავი და როგორც მოსალოდნელი იყო, დი ეკრანზე კიდევ უფრო გაასწორა. ერთ-ერთი საუკეთესო ბეტმენია, ყოჩაღ ნოლანსა და მსახიობების ჩინებულ ნაკრებს. ეჰ, ჰიტ ლეჯერზე კიდევ ერთხელ ძალიან დამწყდა გული😦

მთელი ორი დღე ძალიან გაბრაზებული გახლდით. ჯერ ეს სია ხომ ცალკე ტემაა, მგონი ვიღაც დაჯდა და უბრალოდ რა ფილმებიც ევასებოდა ისინი ამოკრიბა და თან ყველა ჟანრიდან ასე თუ ისე ცნობილები დაურთო, რომ ვერავინ მიდავებოდა… აი ასე სამოყვარულო დონეზე გაკეთებულ სიას ჰგავს. თუმცა ჯამში არა უშავს და ვინ დაეძებს  ტოპს 101-ს დაარქმევენ თუ რას, მაგრამ აი ვინ გადაწყვიტა რომელი ფილმები გავიდეს სამ-სამი დღე და რომელი ორ-ორი, ძალიან საინტერესოა ან რა პრინციპით იხელმძღვანელა… რატომ უნდა გადიოდეს სამი დღე რომეო და ჯულიეტა, ხოლო მაგნოლია და თამაში ერთმანეთს ემთხვეოდეს(ჯურასიკ პარკითურთ)? ან რატომ უნდა გადიოდეს სტარ ვორსის  V ეპიზოდი ორი დღე, ხოლო VI ერთი? ან სამი დღე რატომ უნდა გადიოდეს მოგზაურობა ამერიკაში, ხოლო ნემსზე, ამერიკული სილამაზე და ლეონი ერთმანეთს აჯდებოდეს?
აი ამ ბოლოში მაინც გაგვიმართლა საბედნიეროდ.. სოლტის გამო, ლეონი 5-ზე გადმოიტანეს და მოვასწარი, არადა სამწუხაროდ გასაწირად მქონდა გადადებული.

16 აგვისტო უაღრესად სასიამოვნო დღე გამოდგა, ამერიკული სილამაზით დავიწყე და გეტყვით, რომ მესამედ ვნახე ეს ფილმი და ყოველ ნახვაზე უფრო და უფრო მომწონს🙂 მახსოვს პირველად ბავშვური პროტესტი მქონდა, მწვანე მილს რომ არ მისცეს ოსკარი და ამას მისცეს გავბრაზდი და არაობიექტურად ვუყურებდი, მერე კი გადამიარა და დავაფასე(თუმცა მწვანე მილზე მაინც ვაფანატებ :D). ძალიან ძლიერი ფილმია ამერიკული სილამაზე და უაღრესად მასიამოვნა. ბრავო კევინ სპეისის(ალალი იყოს ოსკარი) და ყველას. ცუდია რომ სემ მენდესი ცოტა ფილმს იღებს.

დავუბრუბდით კოენებს და მათი მორიგი მოშედევრო მოხუცების ადგილი აქ არ არაა ვიხილეთ. ასევე ძალიან მოიტანა. ხავიერ ბარდემის არანორმალურად ძლიერი ტიპაჟით, ბებერი მგელი ტომი ლი ჯონსით, ვუდი ჰარელსონითა და კაი ტიპი ლიუველინ მოსით(ჯოშ ბროლინი). კაიფი იყო სასტავმა რომ  ვერ გაიგო, არ მოეწონათ და ასეთი ფრაზაც დადეს – ფილმში რომ მარტო ორი ქსლი იქნება…

ბოლოს კი, დესერტად მაგნოლია მივიღე. სამწუხაროდ, საშინელი გახმოვანებით. ძალიან მიყვარს ეს ფილმი თავისი ნაცნობი ისტორიებითა და ყველა დეტალით. ფილიპ სეიმურ ჰოფმანის მიერ ჟურნალების შეკვეთითა და ჯულიანა მურის ტაბლეტებით, ტომ კრუზის თეორიებითა და ჯონ რაილის პატრულირებით. ჯიმი გატორის კლოდიათი და ერლ პარტრიჯით. ვსიოზნაიკა დონი სმიტის კბილებითა და ალფრედ მოლინას სოლომონ & სოლომონით. დაბოლოს, ბაყაყების წვიმით.

არანაკლები იყო 17 აგვისტო. განრიგს გადავხედე და შემდეგი კარიბის ზღვის მეკობრეების გამოტოვება მაინც მიწევდა მგონი, ამიტომ, პირველიც გამოვტოვე, რბილად რომ ვთქვათ, მაინც არ ვგიჟდები ამ ფილმზე და… 3 საათზე ,ნემსზე’-ს ვუყურე(ნუ ტრეინსპოტინგზე ცალკეც მაქვს ბლოგზე დაწერილი), რომელიც ასევე ახლახან მქონდა ნანახი, მაგრამ მაინც მოიტანა. ბრიტანელებმა ერთ-ერთი იშვიათი😛 რაც იციან კინოა, თუ გამოსდით, ძალიან კარგი გამოსდით. დენი ბოლილი მანჩესტერში დაბადებული კი არის, მაგრამ…😀 ივენ მაკგრეგორს პირადად მე პატივს ვცემ, ისევე როგორც მიყვარს რობერტ კარლაილი.

მივუსწარი ლეონს და ძალიან ვინანე, რომ მის გამაზვას ვაპირებდი. მონატრებულზე საოცარი სიამოვნება მომანიჭა. ჯერ ამრტო დასაწყისი რად ღირს😀 ,ველქამ თუ ლითლ იტალი’ გენიალურია😀 პატარა ნატალი პორტმანი. დიდებული ჟან რენო. გარი ოლდმენის ამაზრზენი და ერთ-ერთი საუკეთესო უარყოფითი პერსონაჟი, დონე. და ცხადია, იტალიელი ტონი, დენი აიელოს პერსონაჟი🙂 ლეონისნაირი კილერი მხოლოდ იტალიელი იქნებოდა😛
ფილმის საუნდტრეკი ამეკვიატა, ახლაც ამას ვუსმენ🙂 მოკლედ, ზალიან მაგარი იყო.

გავიქეცი ისევ რუსთაველში და შიში და სიძულვილი ლას ვეგასში ვნახე. მომიწევს ისევ გავიმეორო მრავალჯერ ნახსენები ფრაზა – ეს ფილმიც ახლახან მქონდა ნანახი ბოლოჯერ – და ალბათ ამიტომ არ გაასწორა სათანადოდ, თუმცა ძალიან მაგარია. ხალხზე კი ვიკაიფე, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა ამ კინომარათონზე. სადღაც 6 კაცი/ქალი ადგა და გავიდა დაწყებიდან მალევე, ერთი-ორი შუაში, არ მოეწონათ😀😀 გვერდზე აზერები თუ სომხები მესხდნენ, ორი პატარა გოგო და ბებია. ენა არ გაუჩერებიათ ამ ბავშვებს მთელი ფილმი, გავგიჟდი კინაღამ, ერთი გამუდმებით იმეორებდა ,ტუპოი ფილმო’ თუ რაღაც ასეტს. ბებია ყველაზე მაგარი ჩუვიხა იყო, ამშვიდებდა, ბოლომდე ვუყუროთო.  ფილმის ბოლო ფრაზაზე ყოველთვის ვაფანატებდი – ზედმეტად ველური იმისთვის რომ იცხოვროს და ზედმეტად იშვიათი, იმისთვის რომ გადაშენდეს.

ბოლოს კი იყო ის, რითიც დავიწყეთ ანუ თამაში🙂 და ცხადია, კარგი იყო🙂 როგორც ამბობენ, ცხოვრებაც ხომ თამაშია…

Written by 1myway1

August 18, 2010 at 12:21 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: