1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

გაჭედვა ჩვენც ვიცით…

with 2 comments

პარკში ბურთის გორება მინდა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო პირველ საათამდე ვერ გავალთ, ამიტომ ამ ერთ საათს განვლილი დღეების კინომარათონის მოკლე მიმოხილვით მოვკლავ, რადგან დავიწყე, ხომ უნდა მივყვე არა?😀

ნუ ჩემები ისევ დამცინიან, აი სულ ხო ძალიან გამხდარი იყავი, მაგრამ ბავშვობაში რომ პათოლოგიურად გამხდარი იყავი რაღაც პერიოდი ისე ხარ ახლა, ამ ფილმებმა და ფეხით სიარულმა სულ გაგაგიჟაო. თუმცა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და ნახევარი გზა უკვე გადალახულია, მარათონი უნდა გაგრძელდეს, თან როცა სიამოვნებას განიჭებს სანახევროდ მაინც. ამ შემთხვევაში ქანცგაწყვეტილ ცხენებს ნუ დავხოცავთ, უბრალოდ ვუყუროთ.

18 აგვისტოს სამსახურის საქმეების გამო რუსთაველში 5 წუთი დამაგვიანდა, ხოლო დაწყებული ფილმის ყურება არ მიყვარს, თუნდაც ნანახის. ამიტომ კაზინოს ხუთწუთიანი სიამოვნების მოკლებას, კვერცხობა იუთაარნზე შესვლა ვარჩიე. ამ ფილმში ერთადერთი მუსიკა მომწონს. ნუ პენი პენია და ასევე ხოაკინ ფენიქსისა და მისი გოგოს სოფლური წყვილია პრიკოლი.

დრო საკმარისი იყო და ამირანს მივაშურე(ეს კი ნამდვილად კარგი ქნეს ამირანის პირველი ფილმი 17:00-ზე რომ გადაიტანეს, სოლტმა გაიხაროს :D), სადაც ვიკუბრიკე და ვისიამოვნე ოდისეით. უბრალოდ ცოტა დამღალა, რადგან სულ ახლახანს მქონდა ბოლოჯერ ნანახი და…

ამას მოჰყვა ძია კლინტი. ისტვუდისეული ფილმით, შესაძლოა არასაუკეთესოთი, მაგრამ ასე თუ ისე კარგით და ისეთით გრძნობებზე რომ ითამასებს რა. ზოგი ზემოდან უყურებს ხოლმე, მაგრამ ეს მათი პრობლემაა🙂 გაასწორა, ახლა მისტიკ რივერივით ვერა, მაგრამ კარგი იყო. მასტერი მორგან ფრიმენი, თავად ისტვუდი, მღვდელს რო აგიჯებს ეგ ხიო ვაბშე პრიკოლია, მო კუშლა და რამე.

ღადაობა ის იყო, რომ კონტროლიორმა გოგომ, კაი საყვარელი პუტკუნა გოგოა, მაგრამ რაღაც ბავსვური. მორთო სასწაული ღრიალი, იმენნა ცრემლებს აღვარღვარებდა ბავშვი, მაგრამ ეჭვი მაქვს ამას დაცვის ბიჭისა და ფილმის გამშვების თუ რაღაც მსგავსის ყურადღების მისაქცევად აკეთებდა, რადგან ისინი გვერდზე ესხდნენ და ამშვიდებდნენ და ამასაც სიამოვნებდა, ნუ სურათი მარტივი იყო, იმ ბიჭებს მოსწონთ ეს გოგო, ამას კი ყურადღება სიამოვნებს და თან ეგეთი ტიპაჟია😀 ამავე ისტორიამ მოიტანა მეორე პრიკოლი, ჩემს წინ ისხდა ორი გოგო, სისტემატიურად დადიან, აბონიმენტები აქვთ და რამე. ერთი ქერაა, დახვეული გაშლილი თმებით, მეორე კი შედარებით მოსული, უფრო მუქი და იდუმალი😀😀 ჰოდა, მაგრა იკაიფეს ამ კონტროლიორშაზე, ამ ქერამ მორთო სიცილი, რა ჭირს ასეთიო და მოკლედ იმხიარულეს ძალიან ,მაგრამ რატომ ვერ მივხვდი, ვირაცა ტირის მერე შენ რა? არ შეიძლება? სენ თუ არ გხვდება გულზე, ეგებ იმას ხვდება.. ზოგი მასე ისტვუდის ბევრ ფილმს სისულელეს ეძახის, ამიტომ დავეთანხმოთ და 24 საათი სამეცნიერო ფანტასტიკას ვუყუროთ თუ რა?😀
ხო შეიძლება ისეთი სატირალი არ იყო ,მაგრამ სასაცილოც ვერ დავინახე ბევრი😀 (ნუ ის რომ ბავშვი დიდ წილად ალბათ ტრუხაზე ტიროდა, ცალკე თემაა😀 )

დღე დასრულდა რომაული არდადეგებით და ძალიან გული მეთანაღრებოდა ნათლიმამას რომ ვაცდენდი ამის გამო(თურმე ჯერ სად ხარ), მაგრამ ფილმი რომ ვნახე, ყოველგვარი ორჭოფობა და რაღაცეები გაქრა. კიდევ ერთხელ ძააალიან ვისიამოვნე ამ კლასიკით, საოცარია მართლაც რა და პეკი მიყვარს ძალიან, პირველ რიგში როგორც კარგი ტიპი😉 ოდრიზე არ ვგიჟდები, მაგრამ სუ[პერია. თარგმანსაც არა უშავდა.. ,ვადინ ვადინ’😀 კომპლიმენტი რომ ჰგონია. ფოტოგრაფი ზეკაცი და ბოლოს ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მომენტი – რიმ, ბეზუსლოვნა რიმ… იასნია,მ ყველა გზა რომში და იტალიაში მიდის😉😛

ბედის ირონია(ოღონდ არა გაამოთ), როგორც ყოველთვის მუშაობს.. აკი ვთქვი 5 წუთის დაწყებული რომ იყო კაზინო ამიტომ არ შევედითქო… მეორე დღეს კი აბსოლუტურად აბსურდული მიზეზის გამო დაახლოებით 15 წუთი მომიხდა დაგვიანება😀 და ვინანე, გუშინ რატომ არ შევედი კაზინოზემეთქი, მაგრამ არა უშავს. ნუ სკორსეზემ იცის თავისი საქმე(თუნდაც იმაზე ეტყობა, რომ 2011 წელს გამოვა მისი ფილმი, რომელსაც უბრალოდ ასე ერქმევა – სინატრა😀 ) და კაზინომ, რომელიც საკმაო ხანი არ მენახა, ჯიგრულად მოიტანა. ჯო პესი, დე ნირო, ჯიმი ვუდსი, შერონა… კაი რამეა.

კაზინოს მერე, ორი არჩევანი მქონდა ან  სადღაც 3 საათი როგორმე უნდა მომეკლა ან კარიბის ზღვის მეკობრეები 2-ზე შევსულიყავი. ვინაიდან, მოძრაობა ძალზედ მეზარებოდა, შევედი კარიბზე, მიუხედავად იმისა, რომ მოგახსენეთ – არ მევასება. თუმცა გასართობად არა უშავს და ცოტა კი ვიხალისე.

ამას მოჰყვა ტარანტინოს ,სისხლიანი დასაწყისი’ ანუ ცოფიანი ძაღლები, რომელსაც ძალიან ვაფასებ(თუმცა არა იმდენადაც, როგორც ზოგიერთი) და ძალიანაც მასიამოვნა ფილმმა, თავისი ჰარვი კეიტელის როჟით, ტიმ როტის მიმიკებით, კვენტინას აბსურდულად მაგარი სცენარ-რეჟისურით, მომაკვდინებლად ცუდი ბიჭი მაიკლ მედსენითა და ა.შ.

დღე ჩინებულად დასრულდა, კუბრიკის მამობა შაინინგით. უაღრესად ნასიამოვნები წამოვედი კინოთეტრიდან და ხასიათი ვერც იმან გამიფუჭა, რომ გზაში, როგორც თითქმის ყოველდღე, ისევ შემხვდა ცხვირმონგრეული მთვრალი ჩუვაკი, რომელმაც ხურდა მტხოვა და ისევ არ მივეცი. როგორც ჩანს ჭავჭავაძე-თავისუფლების მოედანის მარშრუტზე მოძრაობს, რადგან ხან სად მხვდება და ხან სად ამ ტერიტორიაზე ოღონდ. მერე მეორე წვრეიანი კაცი მოუშვეს, როგორც ჩანს ახალი ,საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად დანიშნეს'(რადგან ცხვირმონგრეულმა ბევრი ფული ვერ მოაგროვა), ეს უფრო აგრესიული და ცდილობს უცაბედი მოძრაობებით დაგაბნიოს, მაგრამ არც ამას გაუვიდა და შემდეგ კი გამოვცდი იქაურობას. ტექსტი რომ ყოველთვის იგივე აქვთ ეგ მაგარია.

მოვიდა 20-21-22-ც,რას იმ სასიხარულო ამბავს ვიშნავდა, რომ ამ სამი დღის მანძილზე, არცერთი ფილმის გამოტოვება არ მოგვიწევდა მსურველებს, მაგრამ მაინც ჩაგვაშხამეს😀 ნუ ჯერ ერთი, რომ კომერციულ პონტში შეცვალეს დარბაზები ანუ მეხუთე დარბაზის ფილმები მეოთხეში გადაიტანეს და თან ძალიან დარწმუნებულები არიან, რომ მართლები არიან🙂 ჰგონიათ რომ მათი ნებაა, ხოლო მარტივი არგუმენტი – რომ ეგებ ვინმეს მეხუთე დარბაზში(რომელიც გაცილებით კარგია) უნდოდა მაგალითად მატრიცას და კიდევ რამდენიმე ფილმის ნახვა და ამიტომ იყიდა აბონიმენტი, მაგრად ჰკიდიათ🙂 ნუ საქართველოა და თავი ხელშეუხებელი ჰგონიათ(მომინდომეს შონ კონერობა), ადმინისტრაციასთანაც არ გაკავშირებენ, მე გავბრაზდი, მაგრამ დიდად არ მაინტერესებდა ეს საკითხი, თუმცა ვისაც აინტერესებდა ისიც არ მიუშევს, დაცვასთან გადაამისამართეს, რომელიც ბლუყუნებდა რაღაცას, რა შუაშია დაცვა ვერ ვხვდები🙂 ეს ბოლო მოლარე კი ისეთი ნაგლია რომ იმ დღეს კინაღამ წყობიდან გამოვედი, ცოტა დამაკლდა. ჰგონიათ, რომ თუ მოინდომე ვერ ,შეაწუხებ’…🙂
გამწარება კი ამით არ მთავრდებოდა, ეს არ მიგულისხმია…

სახლში მოსულმა ნათლიმამა ჩავრთე იმ ადგილიდან და ბოლომდე ვნახე, აბა ამათ ხელში…🙂

20-ში ლამაზმანი ვნახე და შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ რატომღაც ძაანაც გამისწორდა😀 გადვწყვიტე მთელი დღე რუსთაველში გამეტარებინა. ვნახე კარიბის მეკობრეები 3(ამ ნაწილში ჩემი საყვარელი მომენტია, ლორდ ბეკეტის გემს რომ აფეთქებენ და ეს მშვიდად რომ ჩაილაპარაკებს და მოაბიჯებს) და ყველაფერი იქით მიდოდა რომ Fაით ქლაბი უნდა მიმეყოლებინა, მაგრამ…

დარბაზთან თავყრილობა და ყაყანი იყო. ავედი, რახდებამეთქი და Fაით ქლაბს ვერ გავუშვებთო დააბრუნეთ ბილეთები ან რამე თქვით და იმას გავუშვებთო😀😀😀 ხოლო თუ რატომ ვერ უშვებდნენ Fაით ქლაბს, უფრო სასაცილო მიზეზი იყო: დისკია დაზიანებულიო😀😀😀 რომელი საუკუნეა ხალხო? რეებს იმიზეზებთ, რა პრობლემები გექმნებათ, სირცხვილია ტო…

სახლში მისულს კი სინდისმა შემაწუხა და ღვთიური სასჯელი😀 რომ ამეცილებინა, სასწრაფოდ ჩავდე ნათლიმამას დისკი დ ვუყურე პირველ ნაწილს, რითაც უპატიებელი ცოდვა ოდნავ მაინც გამოვისყიდე😀

ნუ ბევრი ვიხალისეთ და ფლეშკაზე ჩავუწეროთ და მოვუტანოთ, სიკეთეს ვიზამთო და მსგავსი შუტკებიც დავდეთ და ვთხოვეთ მატრიცა გაეშვათ ბარემ, ახლაც და მერეც ანუ ახლავე მოვიშორებდი🙂 საბედნიეროდ, გაუშვეს და გავიხსენე ძველი დრო😀 მატრიცას ფანი არ ვარ, მაგრამ ვაღიარებ და ვაფასებ ასეთ ფანტასტიკებს და არა უაზრობებს, რომ აფეტისებენ ხოლმე და 500 მილიონს ახარჯავენ😀😀

მატრიცა გაასწორა (შემდეგ ნაწილებსაც სიამოვნებით ვნახავ, ნუ პირველი მაინც სულ სხვაა) და უნდ აგადამეწყვიტა, ბარემ ნათლიმამაზე დავრჩენილიყავი იმ დრესვე, თუ სახლისაკენ გამეწია, არა ფეხით არამედ ავტობუსით, როგორც იქნა😀 პირველმა ვარიანტმა იძალა და დიდი შეცდომაც დავუშვი ამით😀 ჯერ იყო და ნახევარზე მეტი ფილმისა გაული იყო, და იქიდან ჩართეს. ნუ ისეთი ხალხი ვისხედით, ვისაც უყვარს ეს ფილმი და ზეპირად იცის, ზოგს მართლა რო უყვარს, ზოგს უბრალოდ ,სროლები’ ევასება, ზოგს ,კაი ბიჭობა’ და ა.შ. ამიტომ მყისვე წამოიჭრა რამდენიმე წწ ახალგაზრდა და მიაკაჩავა ტიპი, რომელიც მგონი ამ ქვეყნად არ იყო საერთოდ.

შემდგომ, ჯიგრულად მუღამში შეგვიყვანეს და უცებ(მაიკლი რო როტთან ჩადის) გაჭედა და გადახტა 10 წუთით წინ… ხალხი აღფოტდა, მაგრამ უკვე ეზარებოდათ გასვლა. აქ გვერდზე მსხდომ სასტავს ვუთარი, ერთ-ერთი გამომყევით და ვუთხრათთქო… აბა რა პონტი იყო… მივედით და ვეუბნებით – გადახტა და ისე გაგრძელდათქო… ,რა გადახტა, სად გადახტა’ იყო პასუხი🙂 და მოპროვინციელო დაცვის ბიჭსა და კონტროლიორშასაც მეტი რა უნდოდათ, დიწყეს სიცილი. სანამ შევაგნებინეთ ერთი საი წუთი გავიდა. მერე დაგვიწყო ჯიუტად მტკიცება, რომ არა ძმაოო აგერ ვიჯექიო და არაფერი არ გადამხტარაომ, ვუყურებდიო, თან გვკითხა რომელი დარბაზიდან ხართო😀 ორივეს უყურებდა ალბათ, ოთხი თვალი აქვს…😀 ნუ როგორც იქნა დააბრუნა, მაგრამ იმ მომენტზე რომ მივიდა საქმე, ისევ გაჭედა და გადახტა, აქ უკვე ნერვებმა ვეღრა გამიძლო და კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით (თან კინოც დაჩეხილად რომ არ მენახა, მომენტების საყურებლად ხომ არ ვიყავი მისული, მერე რა რომ ბევრჯერ მაქვს ნანახი) ავდექი და წამოვედი, ტან ვიბურდღუნე რაღაცეები და რა ვქნა ძმაო ეგ ჩემი ბრალი არაა და რაღაცეებს მპსუხობდა, აღაც ვუსმენდი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასე თუ გაჭედა, ე.ი. გამოსწორების შანსიც არ არის🙂 შეემოწმებინათ მაინც ეს ფილმები, რა გაუჭირდათ… ამაზე ცუდი კი ის არის, რომ 12 საათი იყო, ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა და გმოვიდა, რომ ტყუილა დავრჩი და თან ფეხით წამოვედი😀

რუსთაველზე გაბრაზებულმა, მთელი 21 რიცხვი ამირანში გავატარე და ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ნამდვილად😀 თან ორმაგად იტალიური აურით გაჟღენთილი, რაც თავისთავად მაგარია😀

დავიწყე სკორსეზეს ცოფიანი ხარით, რომელიც ასევე კაი ხანს არ მენახა და ძალიან ძალიან მოიტანა. ხასიათი ვერც ჩემს უკან მსხდომმა გოგო-ბიჭმა გამიფუჭეს, რომლებიც ზალიან შორს იყვნენ და სასწაულ კომენტარებს აკეთებდნენ, მაგრამ ტრადიციულ ამ სტილის კასტასტან შედარებით, მაინც უკეთესი ტიპები ჩანდნე. თუმცა ბიჭი კი ამბობდა, უი შავ-ტეტღი თუ იყო არ ვიცოდი არ წამოვიდოდიო.

პეში-დე ნიროს განუმეორებელი წყვილი, სკორსეზეს რეჟისურა… რას სრვება იტალიური სისხლი😀 კაი ხორციანი ვიკი. თავად ჯეკი(ჯეიკ) ლა მოტა, რომელიც ასევე იტალიური სისხლის პატრონი🙂 თავისი პათოლოგიური ეჭვიანობით ძალიან მომაგონა საკუთარი თავი, თითქმის ორეული ვარ😀 ოღონდ მხოლოდ ამ კუთხით. მოკლედ მაგარია…

ამას მოჰყვა სოფია კოპოლას თარგმანში დაკარგულები(ან თუ გნებავთ თარგმანის სირთულეები). აცეტებული სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც ამ ფილმშიც მაღიზიანებს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად. ასეთი როლებისთვის განუმეორებელი ბილ მიურეი, თავისი სახის გამომეტყველებითა და ტიპაჟით… მშვენიერი ფილმია.

ბოლოს კი სპილბერგის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუსევარი, ორი თავის ამბავში მამა და მკვლელი მსახიობით. ტომ ჰენქსი და ლეონარდო დი კაპრიო(კაცს იტალიური და გერმანული სისხლი აქვს, მაგარი იქნება აბა რა იქნება :D). ნამდვილად ძალიან ხარისხიანი ფილმია და რაც მტავარია რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. პირადად მე უფრო მისწორდება ხოლმე რეალურ ამბავზე რომ არის ფილმი.

და მივადექით 22-საც. ამელიზე 2 წუთი დამაგვიანდა და არ ველოდი თუ გამისწორდებოდა. რაღაც დიდი წარმოდგენის არც ახლა ვარ ამ ფილმისადმი. თუმცა ისე სუბიექტურადაც არ შევაფასე, როგორც ადრე(მიზეზთა და მიზეზთა გამო) და კაი ფილმია რა. თავისი მუღამებით. იმ მომენტზე სულ მაგრა მეცინებოდა, გამანიაკებული ცუვაკი სულ კაფეში რომ ზის და ის ოფიციანტკა ნინოს ამელის წერილს რო ჩაუგდებს ჯიბეში და ეს რო გაიცინებს, აიო…😀 მუსიკა(ც) კაია.

ახლა რა ბედი ეწია Fაით ქლაბს… წინა დრეს მეგობარი შემცვდა ამირანში და მიტხრა Fაით ქლაბზე ვიყავი და გაჭედაო. მერე სხვებმაც მითხრეს, რამდენჯერმე გაჭედაო და ბოლოს შემოსულა გოგო და მორჩა კინო წადით ეხლა აქედანო😀 ყოფილა ერთი დაკა-დაკა, მოკლედ მართლა ყოველგვარ საზღვარს გასცდნენ.  ამიტომ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მაინც ვიკითხე იქნება თუ არა დრესტქო და კიო… როგორღაც მოხდა და გაგვიმართლა… ერთ ეპიზოდში კი გაჭედა, მაგრამ სულ ცოტა მოიპარეს ამჯერად და ბოლომდე ვუყურეთ მერე მშვიდობიანად. ნუ ბევრს არ ვილაპარაკებ მკვლელ ედვარდ ნორტონზე და მშვენიერ ბრედ პიტზე, ფინჩერზე და ზოგადად ფილმზე, ძალიან მაგარია.

მამა ფილმები მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რუსთაველი და ამირანი, ახალ-ახალ სიურპრიზებს აღარ შემოგვტავაზებენ🙂 კმარა უკვე, პერიოდულად ხმის გამორთვებს, კონდიციონერის პრობლემას, დარბაზების შეცვლას, დროის არევას და მსგავსებს აღარც ვახსენებთ და ფილმების ნახვა მაინც გვაცალეთ ისე, რომ 10-10 წუთი არ ამოჭრათ🙂 გაითვალისწინეთ, რომ მარტო დისკებმა კი არა, გაჭედვა ჩვენც ვიცით🙂

კიდევ რაღაც უნდა დამეწერა, მაგრამ გადამავიწყდა, თან პარკში გასვლის და ბურთის გაგორების დროა🙂 მომავალ ფილმებამდე.

Written by 1myway1

August 22, 2010 at 9:02 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “თავისი პათოლოგიური ეჭვიანობით ძალიან მომაგონა საკუთარი თავი, თითქმის ორეული ვარ😀 ოღონდ მხოლოდ ამ კუთხით. მოკლედ მაგარია…” 😀

    არასდროს მწყინდება მაგ ორი ტიპის ყურება. სუფთა ამერო–იტალიანსკი ამბავია, თავისი დამახასიათებელი ტრაგიზმით და რამე–რუმეებით.

    ikadoriano

    August 23, 2010 at 8:33 pm

  2. არასდროს მწყინდება მაგ ორი ტიპის ყურება. სუფთა ამერო–იტალიანსკი ამბავია, თავისი დამახასიათებელი ტრაგიზმით და რამე–რუმეებით.

    namdvilad da filmSi yvelanairad italiuri suli trialebs😀

    1myway1

    August 23, 2010 at 11:49 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: