1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ცხოვრება მშვენიერია

leave a comment »

23 აგვისტო ორგაზმის დღე გახლდათ. არადა სულაც არაეროტიულად დაიწყო, როცა რუსთაველში მისულებს ინდიანა ჯონსის პირველი ნაწილის მაგივრად მეორე ჩაგვირთეს. ბუნებრივია ყველა აღშფოთდა და ზოგიერთი მივიდა, გეშლებათო. ალბათ ისიც აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რუსთაველის მცოდნე თანამშრომელმა თავი გაიგიჟა რა სისულელეა, თქვენ გეშლებათო და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო. გაიჟღერა ლეგენდარულმა ფრაზამაც – ,ადმინისტრაციას მიმართეთ’. ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება, რომ ადმინისტრაცია საერთოდ არ არსებობს, მოგონილია😀


ნუ ინდის გახსენებამ წარმატებულად ჩაიარა და წესით დოგვილზე უნდ აგვქცეულიყავი, მაგრამ სამწუხარო ამბავი მაცნობეს, რომ ამირანი ამიერიდან 5-ზე კი აღარ 4-ზე გავა ფილმებიო. ეს ძალიან ცუდი გააკეთეს, დაეტოვებინათ ისევ 5-ზე არაფრის გაწირვა არ მოგვიწევდა, ახლა კი ისევ დღის ერთი ფილმის გაწირვაც ხდებოდა აუცვილებელი. შესაბამისად, ხელფეხის კანკალით, მაგრამ მაინც დოგვილი გავწირე და მოვიმიზეზე, რომ ბოლოს ვნახე ახლახან, თან გინდა თუ არა დიდ ეკრანზე სანახავი ფილმი არ არის, სხვა ფილმები კი უფრო დიდ ხანს არ მენახა. ლარს ფონ ტრიერს ჰაეროვანი ბოდიში გავუგზავნე და მოგვიანებით მივაშურე ამირანს.

ამირანში კი ,მძიმე არტილერია’ მელოდებოდა… 7 საათზე რობერტო ბენინის ცხოვრება მშვენიერია დაიწყო და მთელი დარბაზი ჩაითრია, როგორც მოსალოდნელი იყო🙂 თუ ვინმე იკითხავს როგორი უნდა იყოს შედევრი, ცხოვრება მშვენიერია ნამდვილად ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამისა. და ვის თუ არა იტალიელებს, შეუძლიათ ასეთი შედევრების შექმნა და სხვაგან სად, თუ არა იტალიაში, მოხდებოდა ასეთი ამბავი🙂

ფილმი არანორმალურად მაგარია და ყოველ ნახვაზე ერთნაირად შეგძრავს. არადა, თავიდან ზოგიერთი ჭკვიანი შეიძლება წავიდეს, ზოგს უაზრო კომედია შეიძლება ეგონოს. პირველი ერთი საათი სიცილი სჭარბობს, მეორე ერთი საათი გრუზი მოაქვს და მოაქვს. მთლიანობაში იმ ტრაგიკომედიულ ბრწყინვალე ელფერას თავიდან ბოლომდე არ კარგავს ფილმი და ბრავო ამისთვის ბენინის.

რომელი ერთი მომენტი უნდა ჩამოვთვალოთ. ჩუვაკს რომ ჰკკითხავს როგორი პოლიტიკური ხედვა გაქვსო და ის შვილებს რო დაუძახებს – ადოლფ ბენიტო…😀 პრინცესა, კვერცხები, სკოლა, ოფიციანტი, ,შოპენჰაუერის თეორია’… შემდეგ იწყება ,მეორე განყოფილება’. როგორ საოცრად მოიფიქრებს ყველაფერს ბავშვი რომ გაართოს. ბართოლომეო რა კაცია😀 ბიძაც უმაგრესია, ცოლიც კარგია და ბავშვი ხო ხურავს. ყველაფერი ტინგიცის ზღვარზეა გალეთებული, ოღონდ ზღვარს არ ცდება და ამას მარტო ბენინი თუ შეძლებდა, გენიალურია.

იმ მომენტზე ყოველთვის ვჭედავდი, გერმანელი ექიმი რომ გაეჩითება და დახმარების პონტი რო ჰგონია და ახალ ამოცანას რომ ეტყვის. პირველად რომ ვნახე ეგ მომენტი შიგნიდან ვიწვოდი სიამოვნებისგან😀 ბავშვს რომ იმ პატარა ჯიხურში მალავს და იქ ვერ შევალ შვანცი არ ზის იქო…😀😀 მერე მილზე ღამურასავით ჩამოკიდებულ ბენინის იპოვნიან😀 და მერე მოხდება… და ეგ სცენაც რა დიდებულად არის გაკეთებული, ვითომც არაგფერი – ცხოვრება მშვენიერია – და მართლაც ასეა🙂
სულ ბოლოს კი ბავშვი მიიღებს თავის ტანკს, 1000 ქულა ტყუილა ხომ არ დააგროვა🙂

და კიდევ ერთი მომენტი. გერმანელების მიერ ებრაელების ჩაგვრაზე ხომ მილიარდი ფილმია და ყველგან ცდილობენ გერმანელების ცუდობის გამოჩენას. ზოგჯერ ეს უკუღმა გამოდის, რადგან ბევრი ნაცისტი დასტოინადაც კი ჩნდება და თან ისეთი ფორმები აცვიათ, ვჭედავ ამაზე(როგორც დი კაპრიოს მამასისი ასწავლის კეჩ მი იF იუ ქენში – პაჩიმუ იანკი ვსიგდა ვიიგრივაიუტ? პატამუ ჩტო უ ნიხ ფორმი იარკიე :D), ბენინის ფილმში კი სულაც არ არის ნაცისტების მაინცდამაინც ცუდად გამოყვანის მცდელობა, უბრალოდ ისტორიაა და გერმანელები თითქოს მეორე პლანზე არიან, მაგრამ იშვიათია ფილმი სადაც მომენტში ფაშისტები ისე შეგზიზღდება როგორც აქ(და ამას მე ვამბობ, იტალიის ემრე, გერმანიის გვარიანი ტრფიალი :D).

ერთი ჩუვაკის აცრემლებული და დანარჩენების ნასიამოვნები სახეების ნახვა ფილმის დამთავრების მერე, ერთ სიამოვნებად ღირდა ჩემთვის. ორი რამის დაყვირება მომინდა – Fორცა იტალია! და ცხოვრება მშვენიერია😀


ერთ შედევრს მოჰყვა, მეორე, ცოტა სხვა ტიპის, მაგრამ მაინც შედევრი… თანამედროვე რეჟისორებს შორის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტის ალეხანდრო გონსალეს ინ(ი)არიტუს ამორეს პეროს ანუ როგორც აქეთ თარგმნიან – ძუკნა სიყვარული. სხვათა შორის, ინიარიტუ სწორედ ის კაცია, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ძალიან მაგარი კლიპი რომ გადაიღო. ასევე კიდევ არაერთი ნმაგარი ფილმი აქვს და წინ არის კიდევ ბევრი, იმედია🙂

ამორეს პეროს პირველად რომ ვნახე შოკირებული ვიყავი. შეიძლება ითქვას საკმაოდ მძიმე ფილმია, მაგრამ გაუთავებლად შემიძლია ვუყურო და ვუყურო. ჯერ სულ მინდება ოქტავიოს ადგილას ვიყო😀 სუზანა რომ არის, ეგეთი სტილის გოგომ შეიძლება ჭკუიდან შემშალოს, მაქაურ ქალებზე ვაფანატებ, რაღაც სხვანაირები არიან რა, ცეცხლივით😀
სარეცხ მანქანაზე რო ხდება ამებები, უსცენესია.

მერე ასევე მშვენიერი ვალერიას ისტორია მოდის და განუმეორებელი რიჩის😀 რიჩი რიჩი რიჩი… კატასტროფაა იმენა😀 არადა რა მაგრად არის გაკეთებული. ზოგადად ძაღლები მთავარ როლში არიან ფილმშI🙂 და საერთოდ დააკვირდით რა იდეები და რამდენი რამე დევს ფილმში.

ამ ორ ურთლეს ისტორიას მოჰყვება, ზეკაცი ელ ჩივო🙂 მის მიერ გადარჩენილი ოქტავიოს ძაღლის საქციელი. დიდი ხნის უნახავი ქალიშვილი და მორიგი შეკვეთილი მკვლელობა, ბოლოს ერთმანეთს რომ შეატოვებს შემკვეთსა და შეკვეთილს. თქვენი არ ვიცი და მე შეკვეთილის მხარეს ვარ, შემკვეთზე ბევრად კაი ტიპია თითქოს😀

ჩემს წინ ქალი და კაცი ისხნდნე და ეს რა საშინელება იყო, რამ წამოგვიყვანაო😀 მეთქი საააღოლ საააღოლ. ბენინის და ინიარიტუს მერე, ნამდვილად ორგაზმი განვიცადე😀 და სიამოვნების კაიფში მყოფი მივედი სახლში. ასეთ დროს რწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია🙂 ამ ფილმებთან სპილბერგის ჩინებული ნამუშევარიც პატარა გამოჩნდა და სხვა ბევრი რამაც😛

შემდეგი დღე ოლივერ სტოუნის Platoon-ით დაიწყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი ფილმი წარმოდგენილი ფილმებიდან(- ერთი მულტფილმი :D), რომელიც ნანახი არ მქონდა🙂 მომეწონა, იმ დროს ოსკარი არ ეკუთვნოდაო ძნელი სათქმელია. ვიეტნამის თემაზე ერთ-ერთი სუაკეთესო ფილმია. უილიამ დეფო აქაც ზეკაცია, ელაის🙂 ბერენჯერსა და შინსაცა რა უშავთ.ფორესტ ვაიტეკერი, ახალგაზრდა დეპი და რამე.

შემდგომ იყო ძია სკორსეზეს ოსკაროსანი The Departed. ბოლო პერიოდში უკვე მესამედ მომიხდა ყურება, მაგრამ მაინც გაასწორა. დი კაპრიო, დეიმონი, ვოლბერგი და ნიკოლსონი შეუდარებელნი არიან. ასუქებული ალეკ ბოლდვინიც კი კარგად ჯდება. ვერ აფარმიგა ტიპიური ქლის სახით ნმერვებს მიშლის, პუტანკა ეგა, ორივეს აზლევს, ვითომც არაფერიო.

აქვე აუცილებლად გირჩევთ ასე ვთქვათ ორიგინალს Infernal Affairs -ს. სწორედ ამ ფილმის მიხედვით არის The Departed გადაღებული და აზიური ვერსია სკორსეზესას სულ მცირე არ ჩამოუვარდება. თან იკ ზეკაცი ცოცხალი რჩება(თუმცა დაჩეხილად მაქვს ფილმი ნანახი და თავადაც უნდა ვნახო ახლო მომავალში წესიერად🙂 ). აქაც ვოლბერგი რომ არ ესროდეს და ვინმე სხვა იყოს მაგრა გამიტყდებოდა, რომ კვდება. პროსტა ვოლბერგიც მაგარი კაცია😀

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რუსთაველმა ისევ ჩაატარა. ჯერ ერთი ფილმის დასაწყისს გვარიანი ნაწილი მოაჭრეს, მერე კი ბოლოსაც გაჭედა და ვინმეს ნანახი რომ არ ჰქონოდა აბსოლუტურად სხვა დასასრული გამოუვიდოდა😀 მოკლედ არაა საშველი🙂

დღე Big Fish-ით გაგრძელდა. მშვენიერი ფილმია, ზუსტად მეორედ მინდოდა ნახვა, ამას წინათ კი ვუყურე, მაგრამ ცოტა დაუკვირვებლად და ამიტომ მეორედ ნახვამაც გაასწორა. თავის პონტში მაგარი საკაიფოა და ივენ მაკგრეგორი მევასება მე საერთოდ. ტავად ისტორიაც კაია, ნორმა.

წესითა და რიგით დღე მატრიცა 2-თ უნდა დამესრულებინა, მაგრამ… დამირეკა დიდი ხნის უნახავმა ძმაკაცმა, სადაც ასევე ისეთი ხალხი იყო შეკრებილი, რომლებიც დიდი ხანი არ მენახა. თან უნდა ვაღიარო, რომ რატომღაც მატრიცას ყურება ძალიან მეზარებოდა, არ ვიცი რატომ და თან საერთოდ ისევ ცხოვრება მშვენიერია და ამორეს პეროს მქონდა გამოყოლილი და ასეთი ფილმების მერე, ფანტასტიკის ნახვა მიჭირს ხოლმე😀 თუნდაც მატრიცასნაირისაც. ამიტომ, თავს უფლება მივეცი, რომ ეს ერთი ფილმი ასე უნამუსოდ გამეწირა.

ადგილზე მისულმა ბუნებრივია გვარიანად დავლიე(სხვათა შორის არაყი დიდი ხანი არ დამელია და მონატრებულიც მქონდა). თან სამდორიას ვქომაგობდით ვერდერთან და გენუელებმა აშკარად დაიმსახურეს გასვლა, მაგრამ ბოლო წამზე ჩაგვეჯვა საშინლად. ამის გასაქარწყლებლად მეტი მონდომებით დავლიეთ, მართლა ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, სამპას ვქომაგობდი მთელი არსებით. მერე კი მე და ეს ძმაკაცი მთელი ღამე, დილის 8 საათამდე, ბოჰემური ცხოვრების წესით ვიყავით დაკავებულნი.

მეძინა მხოლოდ 4 საათი, ეს კი ნიშნავდა, რომ მძიმე დღე მელოდა და ამიტომ ლოგიკურად ვარჩიე ეს დღე არაოთხ, არამედ სამფილმიანი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ტავიდანვე გადავწყვიტე ის, რომ ჯაზსი მხოლოდ ქალიშვილებია არიან-ს გავწირავდი, არადა დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვნახავდი ამ შედევრს. თუმცა სხვა, უფრო ნაკლებად ნანახი ფილმები ემთხვეოდა და…

მოკლედ, ინდიანა ჯონსზე წავედი და ძალიან მაინტერესებდა ამჯერად რომელ ნაწილს აჩვენებდნენ, პირველს თუ მესამეს😀 აფიშაზი ისევ ჯიუტად მეორე ნაწილი ეჩვენა(ნუ ისიც არ გამიკვირდებოდა ისევ მეორე ნაწილი რომ ეჩვენებინათ😀 ერთი კაცი ძალიან ეჩხუბებოდა, ისევ მეორე ნაწილი არ ჩაგვირთოთ ახლაო). როგორც იქნა, გვაღირსეს პირველი ნაწილი.

ამის მერ, გეგმაში ტიტუსის ,მოშორება’ იყო😀 ცუდი ფილმი არ არის, მაგრამ რთული საყურებელია და თან იმ მდგომარეობაში როგორშიც მე ვიყავი😀 დრო მქონდა გასაყვანი და ფეხით ჩავედი სამსახურში ეთი საათით, თან სიარულში გამოვალთქო. გული მიჭერდა, მაგრამ ნელნელა უკეთ ვხდებოდი, სამაგიეროდ, ძილი მიტევდა სასტიკად.


სერ ენტონისა და ჯესიკას სახეებსა და მურტალ ისტორიას გმირულად გავუძელი. რასაც 12 მაიმუნი მოსდევდა და აქ უკვე ძალიან დამერხა, რადგან საშინლად მეძინებოდა. ორ-სამჯერ კინაღამ ჩავყვინთე კიდეც, მაგრამ ეს წინაღობაც დავძლიე და ფილმითაც გავისწორე. ძააალიან დიდი ხანი არ მენახა 12 მაიმუნი. კაი რამეა🙂 ბევრისგან ,ცუდ მსახიობას’ შერაცხული ბრედ პიტიც მშვენიერია და ბრიუს უილისიც დონე შტაბეჭდილებას ტოვებს. ტერი გილიამზე ნამდვილად არ ვაფანატებ, მაგრამ ძლიერი ნამუშევრები აქვს და ეს ერთ-ერთია.

ასე თუ ისე გამოვიძინე და ბევრად დიდი შემართებით გავეშურე 4 ფილმის სანახავად რუსთაველში. პირველი Eternal Sunshine of the Spotless Mind გახლდათ. დაახლოებიტ ბიგ Fიშის დარად, ამ ფილმის მეორედ ნახვასაც ვაპირებდი და ზუსტად კინოთეატრში დაემთხვა და ვისიამოვნე კიდეც. მით უმეტეს, აბსოლუტურად ყველა მევასება(მეტ-ნაკლებად) ვინც მტავარ როლშია. მაიკლ რუფალო ჩუვაკია და კირსტენ დანსტს სიამოვნებით მოვიმწყვდევდი ჩაკეტილ ოთხაში😀 ნუ ჯიმ ქერი, ქეით უინსლეტი, ელაიჯა ვუდი და ტომ უილკინსი უმაგრესები რომ არიან რად უნდა საუბარი.

მოვემზადე კაიფის დასაჭერად, რადგან In Bruges მოდიოდა, მაგრამ რად გინდა… კაიფის ნახევარი მოგვპარეს😀 აქამდე მეგონა, ცუდი თარგმანი უკვე მოსმენილი გვქონდა, მაგრამ რუსტაველის გულმოდგინე შეფობა არ ეშვება ჩვენთვის სიურპრიზების კეთებას. სად იშოვეს ასეთი მარაზმატიკული ტარგმანი აბსოლუტურად ყველა კუთხით, ძალიან მაინტერესებს. ჯერ განსაწმენდელზე რომ საუბრობენ და ლაიქ ტოტენჰემო რომ ამბობს ფარელი, ეგ არ თარგმენს, რარაზე უნდა ილაპარაკო ამის მერე😀 გარდა ამისა, მთლიანად საშინელი თარგმანი და პლუს, ქალს ახმოვანებდა ვიღაც მეორე კაცი, რომელიც ძალიან ცდილობდა ქალის ხმა მიეღო და რარაც კატასტროფა გამოდიოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ფილმი გენიალურია, ჩემი საყვარელი შავი იუმორით.

99 ფრანკის დროც მოვიდა და ასევე გვარიანი სიამოვნებისა. კი მაღიზიანებს უაზრო გოგო-ბიჭების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი ამ ფილმზე, სულ სხვა რამის გამო რომ მოსწონთ, მაგრამ გფილმი უდავოდ ძალიან კარგია. ზუსტად ერთი ასეთი ტიპი მეჯდა გვერდზე და ძმაკაცი ჰყავდა წამოყვანილი და თან ცოტა ხნით ადრე ეუბნებოდა რა მოხდებოდა, კოკაინი, ქალები და რამე, ეს პონტი უსწორდებოდა ძმას😀 ჰოდა თავიდან ოქტავი სარკეში რომ იყურება და წიგნის ავტორი(რომელი წიგნის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი) ფრედერიკ ბეგბედერი ჩანს სარკეში, ძმამ ძმაკაცს უთხრა, ნახე ვიღაც სხვა ელანდება ისე გაჭედაო… მერე რა რომ არ იცოდა ბეგბედერი რომ არის ის ვიღაც სხვა, თავიდან მეც არ ვიცოდი, უბრალოდ თავად მიდგომაა სასაცილო😀

ბოლოს კი ბედკრული მატრიცა საბოლოოდ გავწირე(ნუ მეორე და მესამე ნაწილს როგორმე სხვა დროს ვნახავ დიდ ეკრანზე) და ჩვენ ანგელოზები არ ვართ-ზე შევედი. ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და ამ პონტში  ვერ გავმაზავდი. თან დე ნირო, პენი, მური… ჯონ რაილის პერსონაჟI გლიჯავს(გლეჯს) კიდევ😀 ნილ ჯორდანი რა კაცია, ტოპ 101-ში რო მოახვედრეს 😀😀😀

ხო, კინაღამ დამავიწყდა. რუსთაველიდან სახლამდე წვიმამ ჩამომასეირნა და ძალიან გამისწორდა ეს ამბავი🙂

ასე ნელნელა წავედით დასასრულისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კარგი ფილმი და 10 დღე დარჩა მარათონის დამთავრებამდე🙂 გახსოვდეთ – ცხოვრება მშვენიერია(სიყვარული კი ძუკნა :D).

Written by 1myway1

August 27, 2010 at 10:31 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: