1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ყველაზე ფილმიანი ზაფხული

with 2 comments

არ ვიცი ჯინი ქონდათ, რომ ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან და დოგვილი, რომ არ მენახა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ფაქტია, ამირანში პირველი ფილმი ისევ 5 საათზე გადმოუტანიათ. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ წინა დღეებს რას ერჩოდნენ ვერ მივხვდი.

მე კი 27 აგვისტო ამირანში კი არა, რუსთაველში გავატარე. ყველაფერი ოთხი ოთახით დაიწყო და მონატრებულზე ძალიანაც გაასწორა. თუმცა მოგატყუებთ, რომ ვთქვა ამ ფილმზე ვგიჟდებითქო, ამიტომ, არ ვიტყვი და არ მოგატყუებთ😀 ყველაზე მეტად ტარანტინოს ჩანახატი მომწონს, თავისი გენიალური დასასრულით. თავად ტარანტინოს ტიპაჟი, ტრადიციული საუბრები ძველ ფილმებსა და მსახიობებზე. სახალისო სცენარი და ბრწყინვალე ბოლო მომენტი, ჯერ ასდოლარიანებს რო გადაუთვლის, ტონკად დაიყოლიებს და მერე ეს შაკალი ტიმ როტი ცივსისხლიანად რო ჩაარტყამს თითში, საოცარია😀 და თან პირველივე ანთებაზე როხდება, კვენტინაა რა😀

აი სიცილი და სიამოვნება თუ იყო, ამის მერე გახლდათ. გაი რიჩი გვეწვია თავისი დიდი კუშით😀 ლოქ სტოკთან ერთად, სნეჩი უმაგრესი ფილმია და რიჩის კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ჩემგან. მთლად ლოქ სტოქის დოზებიტ ვერა, მაგრამ იმდენი ვიცინე, რომ ამ შემთხვევაშიც ცუდად გავხდი და ძალიან მოიტანა. ბრედ პიტის პერსონაჟზე ხო ვაფანატებ აქ და იმ მომენტზე ,ტი ნეკუდა ნე იდოშ’-ო(სხვათა შორის თარგმანი მოიკოჭლებდა, რამაც მცირე დაღი დაასვა ფილმს) ციგნურად რო ეუბნება იმ ვერზილას თავიდან და მერე მშვენიერი საუნდტრეკი რომ ირთვება. ასევე მაგარია რიჩის ამოჩემებული მსახიობები რომ ფიგურირებენ. ნუ ვინი ჯონსი სტიქიაშია, დაჟე სტეტჰემი უხდება თვის როლს😀 ბორის ბრიტვა, დაგ გალავა, ოთხთითა ფრენკი, ავი, ტომი, ,კირპიჩი’ და ა.შ. უბრალოდ გენიალურია😀 ერთი მაგარი რჩევაც არის ფილმში – ნეკაგდა ნე ხადიტი ვ ანგლიუ😀 ,ლონდონ, მერი მატ იო პოპინს’😀

ყოველთვის ვჭედავდი იმ მომენტზე სტეტჰემი რომ ეკიტხება ჩუვაკს სოსისი რამდენ ხანში იქნებაო და ის რომ პასუხობს 2 წუთშიო, კაი ხანი რო გავა და რას შრვება სოსისი მზად არ არისო და 5 წუთშიო რო ეტყვის😀😀😀 კიდევ რომელი ერთი გავიხსენო, ზანგები ბრწყინვალე მონაკვეთები, ძაღლი, დელ ტორო რო ბორისს ეკაიფება და რუსული აქცენტით ელაპარაკება… ბევრის გახსენება შეიძლება კიდევ, სუპერია მოკლედ🙂 გული დამწყდა, რომ შემდეგ დღეებში მეორედ შესვლა ვერ მოვახერხე. სნეჩსაც და ლოქ სტოქსაც ახლო მომავალში კიდევ ვუყურებ დიდი სიამოვნებით.

და სინ სიტის დროც მოვიდა. კომიქსები არ მიყვარს, მაგრამ ამ ფილმს ვაღიარებ. მართლაც კარგია, მაგრამ ზედმეტი გაჭედვაც არ ვარგა, ზოგმა იცის და აქვს კიდეც ზედმეტად გაჭედილი🙂 სერიოზული შემადგენლობაა ფილმში მსახიობების და ყველა კარგად ასრულებს თან. რეჟისორული ნამუშევარიც 5-იანზე. ტარანტინოს მოწვევაც გაამართლებდა თავისთავად😀

ელაიჯა ვუდი უმაგრესია თავისი პერსონაჟით. კლაივ ოუენიც კაი ტიპია. რურკი და უილისი თავისთავად. მედსენიც კარგად ზის მოკლე ეპიზოდებში, ჯეკი ბოი და ყველა. ჯოშ ჰარტნეტზე ვკაიფობ თავიდან და ბოლოში, მაგარია😀 და საერთოდ მევასება ეგ ლაწირაკი.

ამ სამი ფილმის მერე სულ სხვა განზომილებაში გადავინაცვლეთ – გლადიატორი. დიდ ეკრანზე ნამდვილად ძალიან გაასწორა ფილმმა და კიდევ უფრო მომეწონა. ადრეც მომწონდა, მაგრამ ცოტა გადაფასებულად ვთვლიდი. ახლა უფრო ნაკლებად ვთვლი😀 თუმცა ცოტა გადაფასებული ალბათ მაინც არის. მთავარი კი ის არის, რომ ძალიან ვისიამოვნე და დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები🙂

28 აგვისტო უკვე ამირანს მივუძღვენი და დღე ფორმანის შედევრით ,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’-თი დავიწყე. ერთადერთი რაც ამ ფილმთან დაკავშირებით მაღიზიანებს, ბევრს არც ესმის რეალურად და წესიერად და ისე ამბობს უმაგრესი ფილმიაო, შედევრიაო და ამასთან სხვა როგორ მოვაო და მსგავსებს, იყენებს ნიკოლსონის ავატარს, ირქმევს მაკმერფის და თავი მაგარი ჰგონია😀 ასეა თუ ისე, ფილმი ბრწყინალეა, მაგრამს ხვანაირი ფინალი რომ ყოფილიყო, ცოტა სხვანაირი, მაინც ბრწყინვალე იქნებოდა😀😀 წიგნი კი სულ სხვანაირია, როგორც ვიცი, იქ მთავარი ინდიელია🙂

ნიკოლსონი ცემ ფავორიტ მსახიობებსი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და მასზე ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო🙂 შეუდარებელია კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟი ტაბერი, ის მომენტი კი თვალებს რო ქაჩავს, როცა მაკმერფი ექიმ ქალს ახრჩობს, საერთოდ საოცარია. ლოიდზე გული კი მწყდება ცოტა, ვფიქრობ ბევრად უფრო შეეძლო გაქაჩვა და ვერ გაიქაჩა ან ,არ გაქაჩეს’. დენი დე ვიტოს მარტინიც სუპერია და ყველა და ყველაფერი მოკლედ.

ამას მოჰყვა მულტფილმია, ფანტასტიური მისტერ ფოქსი. კი ბატონო, უმაღლეს დონეზეა გრაფიკულად შესრულებული და არამარტო გრაფიკულად. როალდ დალის ისტორიაც მშვენიერია, გახმოვანებაც, ქვეტექსტები და ჩადებული აზრიც. ყველაფერი ერთად კარგია, მაგრამ არაა ჩემთვის ეს ანიმაციები და რა ვქნა😀 არ ვარ ჯერჯერობით მათ მუღამზე და მხოლოდ რამდენიმე მომწონს. ალალად ვიტყვი გული შემეკუმშა სანამ დამთავრდა მულტფილმი, თან მაინტერესებდა რა მოხდებოდა და ველოდებოდი და თან ვეღარ ვსუნთქვადი უკვე😀😀

ბოლოს კი ამირანმა ნერვები მომიშალა(და ამას შემდეგი დღეებიც დაამატა, მგონი რუსთაველს გადაუსწრეს უკვე გაჭედვებში სამწუხაროდ). დენი ბოილის პლაჟს ვუყურებდით და ერთი საათი ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე… ჯერ ერთ კარგ მომენტზე გაჭედეს, მერე მეორეზე… და უკვე ვეღარ მოვითმინე, ავდექი და გამოვედი. მოგვიანებით სახლში დავასრულე ფილმის ყურება. ბოილს უკეთესი ფილმებიც აქვს, მაგრამ მე პლაჟიც მევასება. თავისი დი კაპრიოთი, რობერტ კარლაილით, ტრადიციული ქალის ნიმუში ფრანსუაზათი😀 და სხვანით.

მხოლოდ ერთფილმიანი გამოდგა 29 აგვისტო. ეს ერთი ფილმი კი ინდიანა ჯონსის მესამე ნაწილი გახლდათ, რომელშიდაც შონ კონერის გამოჩენა დამატებით პეწს სძენს ნამუშევარს. დღის მეორე ფილმი იდეაში ცხრანახევარი კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა გულახდილნი თუ ვიქნებით, ფილმი არ ვარგა და ღამე ფეხით სიარულიც მეზარებოდა, თან დიდ ეკრანზე სულაც არ არის აუცილებელი ამ ფილმის ნახვა, ამიტომ გავაცდინე და ბურთი ვაგორავე ამის ნაცვლად, მერე კი დაუგეგმავად გომი ორიგინალით დასრულდა ყველაფერი😀 ამ ფილმს კი, ჯანდაბას ერთხელ კიდევ ვნახავ ახლო მომავალსი. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობის ფილმია და კიმ ბესინგერი ჩემი ბავშვობის საოცნებო ქალი😀

30-ში საქმეები გამომიჩნდა და რუსთაველის ნაცვლად ამირანში გავიქეცი ბოლო წამს, იმ მიზეზის გამო, რომ უფრო ახლოს იყო😀 საბედნიეროდ, პიანისტს ზუსტად მივუსწარი და მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ხარისხით გვაჩვენეს და რამდენჯერმე გაჭედა ცოტა, მაინც ძალიან გაასწორა ამ ჩინებული ფილმის კიდევ ერტხელ ნახვამ.

ბრავო პოლანსკი, ბრავო ბროუდი და კომპანია. მუსიკაც ჩინებულია. კარგად არის ნაჩვენები ებრაელების ტიპაჟი. ასევე ფაშისტების რაღაც მომენტში. ერთადერთი რაც მაღიზიანებს პარადოქსია და კაპიტნისა და პიანისტის მაგარ სცენას უკავშირდება. ჯერ ერთი ძალიან პრიმიტიულად არკვევს კაპიტანი, რომ ბროუდი პიანისტია, ეგრევე რატომ ჰკითხავდა რა პროფესისს ხარო. მერე მეორე, კიტრის კონსერვის თრევა ძალიან მაგარია და უნდ აიყოს კიდეც, მაგრამ ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება, ზედმეტი აქცენტია და სულ ყველგან აღარ წაათრევდა ეხლა😀 ხოლო მესამე, რომ ვეღარ შველიან ამ გერმანელ კაპიტანს მაგრა მიტყდება, დონე როჟაა😀🙂
ვიცი გავახურე ცოტა, მაგრამ არა უშავს😀

ამას მოჰყვა ფორმანის ამადეუსი, რომელზეც გაჭედვები კიდევ უფრო ხსირი იყო. თუმცა ფილმი იმდენად გენიალურია, რომ ბოლომდე მაინც ვერ ჩაგვამწარეს. ალალი იყოს ის 8 ოსკარი. ტიპაჟები მართლაც მშვენივრადაა შერჩეული. მუსიკის გენიალურობა თავისთავად. გაფორმება, ისტორია, რეჟისურა… ყველაფერი ბრწყინვალეა.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მიურეი აბრაჰამის შესრულებული ანტონიო სალიერით. ნამდვილად დამსახურებულად მიIღო ოსკარი. მან გამოაჩინა ის იტალიური ელეგანტურობა, რომელიც სალიერის აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ეს კარგი თამაშის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო. ხოლო როცა არ ხარ იტალიელი, კარგად ითამაშო იტალიელი ძალიან ბევრს ნიშნავს😀😀 აბრაჰამმა ეს მინიმუმ 8 ბალზე შეასრულა და საერთოდ საოცარი სალიერი გვაჩვენა.

ფსიქოზე აღარ დავრჩი. გადავწყვიტე ჰიჩკოკის შედევრი გამეწირა, დი ეკრანზე მისი ნახვა აუცილებელი არ არის ცემი აზრით. თან ვივარაუდე ცუდი ხარისხით ექნებათ და თან გაჭედავენ და ნერვები დამაწყდებათქო. ასე აგიხდეთ ყველაფერი, თურმე მრავალჯერ გაიწედა და ნახევარი დარბაზი ნაადრევად წავიდა :D  მე კი მანამდე რუსთაველში გავეშურე და კიდევ ერთხელ ბავშვობა გავიხსენე ანუ ტერმინატორის I ნაწილს ვუყურე🙂 კაი იყო.

ზაფხულის ბოლო დღეს დიდი სიამოვნება მელოდა, რადგან მარტინ სკორსეზეს Goodfellas-ს ძალიან დიდ ხანს ველოდი, თან მონატრებული მქონდა და მოლოდინმაც არ მიმრყუნა. ბუნებრივია, გაჭედვის და რამდენიმე წუთის მოპარვის გარეშე აქაც ვერ გაძლეს ჩვენმა დიადმა კინოთეატრის მუშაკებმა, მაგრამ რა გაეწყობა…

დე ნიროსა და ჯო პეშის შეუდარებელ დუეტს აქ რეი ლიოტა ემატება, რომელიც პირადად მე მაგრად მევასება. რეი კაი ტიპია და ვერ ვიტყვი ბევრად მეტი შეეძლოთქო, რადგან რაც არის ეს არის, მაგრამ ცოტა მეტი ალბათ კი შეეძლო. თუმცა ცუდი მსახიობი ნამდვილად არ არის და ისედაც საკმაოდ წარმატებული კარიერა გამოუვიდა. თან რაც მთავარია კაი ტიპია😉 ნუ თავად ფილმი რომ მაგარია თქმა არ სჭირდება ამას, მოგეხსენებათ🙂

კაიფია ლიოტას მომავალი ცოლი რომ ეუბნება, თავიფრენკ ვალი ხომ არ გგონიაო😀 ფრენკ ვალი იგივე ფრენსის სტეფან კასტელუჩოა, კიდევ ერთი წარმატებული იტალიელი ამერიკაში🙂 ყველაზე უკეთ შესაძლოა Can’t Take My Eyes off You-ს შესრულებით იცნობდეთ. ასევე ახსენებენ სემი დევის ჯუნიორს, ნატ კოულს, ჰენრი იანგმენს… მე კი ყველაზე მეტად ვკაიფობ ზოგადად ფილმების 80% მაინც დიადი ფრანკ სინატრა რომაა ხსენებული ან მისი სიმღერა ჟღერს ან ხშირად ორივე ერტად😛

არც ამჯერად მოგატყუებთ და Across the Universe მიყვარსმეთქი არ გეტყვით, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ  მშვენივრად გავერთე. ჯეკ კერუაკის ხსენება განსაკუთრებით ასწორებს😀 ამ ფილმზე წინა დღესაც ბევრი ხალხი ყოფილა(თი-ბი-სი ბანკის რეკლამის მუიკა რო უყვართ და მობილურზე ზარად უყენიათ ეგეთებიც ბევრნი იყვნენ იმ ბევრში, რომლებსაც გაუკვირდათ თი-ბი-სის რეკლამას ამ ფილმში რა უნდაო) და 31-შიც ბლომად მოვიდა მაყურებელი, სწორედ ამან გამაღიზიანა მე😀 ნუ კაი, უკეთეს ფილმებზე არ დადიან და ეს უსწორდებათ, კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც უსწორდებოდეთ ალალად და ესმოდეთ რამე. ბევრი უაზრო იყო მოსული და სწორედ ამ უწი პუწების გამო მყავდა ბითლზი თავის დროზე შეძულებული😀 ნუ ეს ჩემი პერიოდული და ადგილ-ადგილ პროტესტანტული ბრძოლები კიდევ ცალკე თემაა😀

დღე ღირსეულად დაგვირგვინდა -მამაცი გულით. Fრიდომ არა სლე😀 უფრო სწორად, Fრიდომს ვემხრობი და ყველაფერი, მაგრამა რის რამდენიმე გადამლაშებული მომენტი😀 სოფლელი, გოიმი შოტლანდიელებიც არ მევასებიან, მამაცი მშიშრები😀 მაგრამ ამაზრზენი, ღორი ინგლისელები რასაც ჰქვია მეზიზღებიან. ეს ლირიული გადახვევა😀 იქით იყოს და ეს ყველაფერი არ ცვლის იმას, რომ ფილმი ჯამში ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ გამისწორა.

ყველაზე მაგარი კაცი შერეკილი ირლანდიელია😀 ასევე რობერტ ბრიუსი, მაინც კაი ტიპი რომ გამოდის🙂 სილა იესტ უმა ნე ნადა ტიპებს ვერ ვიტან და ის გიჟმაჟი შოტლანდიელი, მამამისითურთ ზუსტად ასეტები არიან, მაგრამ ორივე პერსონაჟი პრიკოლია. ნუ თავად უოლესი, უოლესია რა😀 ღალატის მომენტები საშინელია, როგორ გაწირავენ ის სლეები. პრინცესა სტიქიაშია, ქალის სახე კიდევ ერთხელ ჩანს😛

აი ასეთ მაჟორულ ნოტაზე დასრულდა ზაფხული🙂 მე თუ მკითხავთ, ძალიან უცებ გაიარა. ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. მერე ბათუმში რსრ-ს ამიერკავკასია. მერე ეს კინომარათონი დაიწყო და თვალიც ვერ დავახამხამე რომ ზაფხული გაქრა😀 ალბათ ასევე უცებ მოვა უსაშველო სიცივეები…

იქამდე კი, წინ კიდევ 5 კინომარათონის დღეა. უფრო სწორად კიდევ მხოლოდ 5 დღე😀 არ მჯერა რომ ასე ცოტა დარჩა😀

Written by 1myway1

September 1, 2010 at 12:59 am

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” mainc genialuria, ar vici rogor agvtero is grdznoba tu shegrdzneba, an orive ertad roca am xalxis, realurad arc ise gijebis gijuri cxovrebis titqos gabruebuli nakvetebi chemsas rom emtxveva, is winadadebebi romlebic idealurad ergeba chvens. da tu ramdenime aseuli tlis merec “dom kimos” msgavs adgilas vigac chems msgavs, marto mjdoms uchveneben am films isic gaavlebs paralelebs mis agqmasa da filmis gmirebis agqmas shoris.
    shemdegi pianistia, titebi, titebi, titebi, titebi … 10jer titebi… romlebsac chveni sazogadoebis umetesoba shehnatris. tumca am filmshic aris gadatamashebuli scena, romelic ragac momentshi arc tu ise sasiamovno aris. anu ai kitris (:D) momenti. magram musika imdenad sasiamovnoa…
    nu gai richis filmi da tarantinosi xom “vne konkursax”!!!!!!!
    da erti rcheva minda tqvengan!🙂 icit rogori filmis naxva minda? bolos ragac tinsvlis survils rom gitovebs da amastan ertad girebul adamianad rom gagrdznobinebs tavs, qalurad da agmatebulad.🙂 ar vici rogor avgtere, magram tu rame azri gagichndebat siamovnebit gaviziarebdi🙂

    anabell

    October 22, 2010 at 7:32 pm

  2. თქვენობით რატომ მელაპარაკები?😀 და რომელი ხარ, საიდან მოხვდი ჩემს ბლოგზე🙂

    აი ბოლომ ამჭრა ძალიან, თორემ კიდევ მოვიფიქრებდი რამეს, სიტყვა ,ქალურად’-მა დამაბნია😀 ძნელია საპოვნელია თან ქალური და თან აღმატებული😛😀

    1myway1

    October 22, 2010 at 7:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: