1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

It’s shite being Scottish! & Post TOP 101

with 6 comments

მორჩა, ეს მართლა ბოლო პოსტია ტოპ 101-ზე, არ მესროლოთ😀 უბრალოდ, გუშინ რამდენიმე შეცდომა მომსვლია და ჩავასწოერე წინა პოსტში. გარდა ამისა, რარაცეები გამომრჩენია და ვერ დავტოვებდი ისე ამ საქმეს, ახლა გამოვასწორებ…😀🙂


თავიდან პოსტის მთავარ მიზანს მოგახსენებთ. ეს არის ჩემს მიერ მრავალგზის ნახსენები Trainspotting-ის ერთ-ერთი სცენა, რომელზეც სულ მინდოდა დამეწერა და სულ მავიწყდებოდა. ჯერ ცალკე ფილმი რომ მიმოვიხილე იქ დამავიწყდა. მერე ტოპ 100-ზე რომ ვნახე, მეთქი ახლა ვიზამთქო და იქაც დამავიწყდა. გუშინაც დამავიწყდა და აღარ შეიძლება ასე😀 სცენა ეხება ინგლისელების ძაგებას, რაც ძალიან მსიამოვნებს და გულს მფხანს😀 ამიტომაც მიყვარს და მართლა მაგარია🙂 თან ინგლისელი რეჟისორის, თანაც მანჩესტერში დაბადებულის მიერ არის გადაღებული, ეს ორმაგად კაიფია😀 სცენა რა, ტექსტია მთავარი.

გეხსომებათ სცენა. როცა ბიჭები ბუნებაში გასვლას გადაწყვეტენ და აშკარად ვერ გრძნობენ თავს კარგად. თუმცა ტომი ცდილობს გაანეიტრალოს სიტუაცია და ამბობს – რა გჭირთ, ნახეთ რა ჰაერია და იამაყეთ რომ შოტლანდიელები ხართო😀 სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში რენტონი და უტექსტესს მოარტყამს😀 ძალიან რეჩია, იმენნა ზე😀 ასეთი მართალი სიტყვები იშვიათია😀 ჩემი ფეხები ვართ ეს შოტრლანდიელები, ნეხვები ვართო. ზოგს ინგლისელები არ ევასება, მაგრამ მე სულაც არა, ისინი უბრალო (მ)ნძრეველები არიანო. მეორეს მხრივ კი, სწორედ ამ ანანისტებმა დაგვიპყრეს ჩვენო, დაჟე იმადაც ვერ ვივარგეთ რომ მაგ სლეებზე უკეთესი ოკუპანტი გვეშოვაო და ვერანაირი ჰაერი/ჰავა ამას ვერ უშველისო😀 :D  ამ სცენამ და რეჩმა დიდ ეკრანზე ორმაგად მოიტანა და… აგერ შემოგთავაზებთ, რუსული გახმოვანებითაც და ინგლისურითაც:

ახლა კი, ორი სიტყვით, მარათონის მართლა  ბოლო დღესაც მიმოვიხილავ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ დღეს კიდევ წავედი რუსთაველში და მართლა, ოფიციალურად დავასრულე კინომარათონი. როგორც გუშინ ვთქვი, love actually-ზე შევედი მეორედ და არც მინანია🙂 მართლაც ტკბილი და კარგი ფილმია. იმდენ მომენტზე ვიკაიფე ხელახლა, რომ ყველა რომ ჩამოვწერო კაი დრო დამჭირდება და თითქმის მთელი ფილმის მოყოლა მომიწევს, ამიტომ არ ვიზამ🙂 ისე მუსიკალური ჩანართები მართლაც მაგარია ფილმში, ისევე როგორც სხვა დანარჩენი🙂

დედაჩემიც შევიყვანე მეორედ😀 რომ მივედი, ჩუვაკმა რამეზე თუ არ სედიხარ მომეცი ის ბილეთიო. მე ვუთხარი, პირველზე შევდივარ, ქილ ბილის ბილეთი დედაჩემს უნდა მივცე და მეექვსე გრძნობას მოგცემთთქო😀 მერე აიტეხა, გინდა თუ არა ერთად შესვლა არ გინდათო? შეიყვანე დედა, უკან წაიღე ბილეთი და გადაცვალეო. იმდენი ქნა, სანამ არ გადაგვარწმუნა😀 მერე დედაჩემმა მითხრა, სანამ შენ მოხვიდოდი, კაი ბლომად ბილეთები მოაგროვაო😀 ჩუვაკი მგონი უბრალდო ინტერესში შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ აბონიმენტი ჰქონდა, ყველას ართმევდა თავისუფალ ბილეთებს, ცვეტში ინტერესში ჩავარდა😀

მოლარემ ნერვები მომიშალა, არადა ეს ერთ-ერთი იშვიათი მოლარე იყო, რომელიც მომწონდა ასე თუ ისე. თქვენ სამივე ბილეთი ხო აიღეთ და ამას ვერ გადაგიცვლითო. მე ვუთხარი, აქამდე გადამიცვალეს რამდენჯერმე და თან კარლიტოს გზა საერთოდ ამოიღეთ და ბილეთი მომეცითქო ))) მერე დარეკა სადღაც და უთხრა – ,სხვებსაც უნდათ გადაცვლა და რა ვქნაო’ (ანუ აქამდე ვიღაცას გადაუცვალა უკვე, სავარაუდოდ ჩუვაკს, რომელიც დაჟინებით მოთხოვდა :D). მერე მომიბრუნდა და ამიხსნა: ,,ასე მიტხრეს, რადგან ბოლო დღეა არ არის პრობლემა, თორემ ისე არ შეილძლებაო”. ადალჟენია გამიკეთა რა😀 ტიპებმა ყველანაირი წესი დაარღვიეს, ერთი ფილმი რამდენიმე ფილმი საერთოდ მოგვაკლეს და აქეთ პრეტენზიები ჰქონდათ. უკვე იწყებოდა ფილმი და აღარაც არაფერი ვუთხარი, მთავარი იყო, რომ ბილეთი მომცა.

ასეთი იყო, ტოპ 101-ს შტრიხები. მიხარია, რომ აღარ მომიწევს მომქანცველი გზის გავლა, იმ ლოთების აგრესიულ ,ბანდასთან’ შეხვედრა ხან ხურდას რომ ითხოვენ და ხან დასარეკს და სულ მთვრალები არიან და ერთმანეთში ჩხუბობენ. ისიც მიხარია, ბოლო პერიოდში უაზროდ აღზნებული პატრულის მიერ გადაყენებულ მრავალ მანქანას რომ არ ვნახავ გზაში და პატრულმა უკვე ტიპების გაჩერებაც დაიწყო(აქამდე ოპერები თუ მათი ახალი ვარიაციები შრვებოდნენ), გუშინ შევესწარი მსგავსს. კონტროლი კაია, მაგრამ ტყუილა გაჩერება, ცუდი(სად მუშაობ და წვერი რატომ არ გაქვს გაპარსული კითხვებით). ბითლზკლუბთან ყოველდღიურ ჩხუბსაც ვეღარ მოვუსმენ, ნაცნობ უსახლკაროებსა და მათხოვრებსაც(საწყლები ძალიან მომრავლდნენ, გული მიწუხს ხოლმე) აღარ ვნახავ ცოტა ხანი.

სხვათა შორის, ავიწონე დღეს, ამ ფილმებმა სულ გაგაგიჟეს და რას დაემსგავსეო მეძახდნენ და მეც ვატყობდი😀 მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ისეთივე 76 კილო აღმოვჩნდი, როგორიც ვიყავი ივლისის შუაში. როგორც ჩანს სახეზე ვხდები ხოლმე მარტო😀😀 77 და რაღაცა აჩვენა და ქალმა გამოაკლო ტანსაცმელი და 76-იო. კაია, მე მეგონა მაგრად დავიკელითქო.

გუშინ არონოვსკიზე რომ ვამბობდი, სულ დამავიწყდა მეთქვა, კი მიყვარს, მაგრამ უფრო მეყვარება ერთი ღამით მის მეუღლეს თუ მათხოვებსთქო😀😀 მოგეხსენებათ, მისი ცოლი რეიჩელ ვაისია(კარგი წყვილია) და სიამოვნებით გავატარებდი ერთ ღამეს ამ მშვენიერ ქალთან😀 მშურს ცოტა დარენასი და იმედია არ გამოაშტერებს ეს ქალი და კარგი ფილმების გადაღებას გააგრძელებს😀 თავად რეიჩელი კი კარგ ფილმებში კარგად თამაშს🙂

ხო, კიდევ რა… რეჟისორებიდან აშკარად დომინირებდნენ სკორსეზე, ტარანტინო და სპილბერგი. მსახიობებიდან, დე ნირო და ჯო პეში😀 ასევე დი კაპრიო. ნიკოლსონი, ალ პაჩინო, ბრედ პიტი და ელაიჯა ვუდიც არ გამოჩენილან ცოტაჯერ😀

ესეც ჩემს მიერ ნანახი ყველა ფილმი:
http://forum.ge/?showtopic=34146734&view=findpost&p=21450144
6 ფილმი, რომ არ გამემაზა სხვადასხვა მ,იზეზების გამო, ზუსტადმ 101 იქნებოდა😀

და ესეც გამომრჩა. დაგროვილი ბილეთებისგან უცებ რაღაცა ავაწყვე, არ იმსახურებენ, მაგრამ მაინც😀

Written by 1myway1

September 5, 2010 at 6:04 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თრეინსფოთინში მეც სწორედ ეგ ეპიზოდი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად

    კარგი სერია გამოვიდა შენი მარათონული პოსტების და მიუხედავად იმისა რომ ‘უკან მომავალის’ გარდა ვერაფერს ვუყურე (და კიდე უცხოს ვუყურე), შენი ბლოგის წყალობით მეც გავიარე მთელი კინომარათონი🙂

    რამდენიმე ფილმს სახლში ვუყურე და შენი მიმოხილვის მიხედვით ვარჩევდი ხშირად რას მეყურებინა და რას არა – ლეონი, თრეინსფოთინი, რომაული არდადეგები და კიდე ერთი-ორი რაღაც ვნახე მასე

    andria

    September 5, 2010 at 10:07 pm

  2. andria
    Great Scott!😀
    გაიხარე, დიდი მადლობა🙂
    ხომ კარგად მიდის მანდ საქმეები?

    1myway1

    September 5, 2010 at 10:46 pm

  3. მშვენივრად, პატარა ქალაქია და უკვე ავუწყვე ფეხი (და ველიკაც) აქაურ ცხოვრებას

    andria

    September 6, 2010 at 11:08 pm

  4. ძალიან კარგი
    ველიკა მაგარია😀

    1myway1

    September 7, 2010 at 12:49 am

  5. აქ თუ ველიკა არ გაყვს, ზედაც არ გიყურებენ
    ყველა ველიკით დადის, 80 წლის ბებოები ისეთ ტრიუკებს აკეთებენ, მე რო არც დამესიზმრება

    andria

    September 7, 2010 at 4:20 pm

  6. va ra magaria🙂 magari qveyanaa ))

    1myway1

    September 7, 2010 at 5:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: