1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემი ტურნირი რსრ-ში

with 2 comments

ბოლო დროს ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და მიუხედავად წერის სურვილისა, როგორც ბლოგზე, ასევე ისე… ვერ ვახერხებ სამწუხაროდ. თუმცა ჩემი ბლოგის სტუმრებს ვპირდები, რომ საკმაოდ მალე, მე დავბრუნდები!😀😀

მანამდე კი, რა? სად? როდის?-ის მოყვარულბისთვის და მათთვის ვისაც ეს თამაში აინტერესებს, აუცილებლად უნდა დავდო ეს კითხვები.

ეს არის ტურნირი, რომელზეც ითამაშა 23-მა გუნდმა. ტურნირი გაიმართა ილიას უნივერსიტეტში 25 სექტემბერს 16:00 საათიდან 19:30 საათამდე. იყო 33 კითხვა. საწევრო გახლდათ 24 ლარი.

მოვრჩით ფორმალურ სისულელეებს და ჯიგრულად ვიბაზროთ ახლა😀 ტუნრირის ჩატარების იდეამ რამდენიმე თვის წინ გამკრა და გავაკეთე კითხვები, რომლებიც სხვათა შორის, ჯამში საკმაოდ მოკლე დროში იქნა შედგენილი. კითხვების დატესტვისთვის მადლობა გიორგი ბაქრაძეს(რაღაც ნაწილი დატესტა) და განსაკუთრებული მადლობა ირაკლი გუნიას🙂 სრული პაკეტი დატესტა მან, დამეხმარა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში და 3-4 კითხვის გვარიანად დატესტვაში. ერთი კითხვა მისიც იყო ამ პაკეტში.

ვფიქრობ იდეამ გაამართლა და მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ტურნირი შედგა და ცემი და ტურნირის მისია შესრულდა, რაც იყო ხალხის გართობა და სიამოვნების მიღება. ასევე რამდენჯერმე სერიოზულად გავარჯიშება გონების😀 ვფიქრობ, რამდენიმე კლასნი და მაღალი დონის კითხვა იყო ამ პაკეტში.

აი ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არაერთი კარგი კითხვა გავაფუჭე ზედმეტად გამარტივებით🙂 საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ღრმა ცოდნაზე აგებული კითხვებისა სა პიზდეცინტელექტუალობისა – ,ეს როგორ არ იცოდი’, ,ვაიმე ეს არ გაქვს წაკითხული?’ და ასე შემდეგ. მე ა რმინდა ცოდნაში შევეჯიბრო ვინმეს, რადგან ზოგადი ცოდნა არ მაქვს, რაც მინდა ის ვიცი და რაც მაქვს რარაც დოზით იმაში მინდა შეჯიბრი, იმას ჭკუა ჰქვია, ხოლო ჭკუაში შეჯიბრს ლოგიკაზე და აზროვნებაზე, ასევე ინტუიციაზე(მუღამისა და ადრენალინის ჭარბი დოზისთვის) აგებული კითხვები უნდა და არა რაღაც პიობები, რომლებზეც ხსირად გვიწევს თამაში. ამიტომ მსურდა პაკეტი ყოფილიყო შედარებიტ მარტივ, მარტივად რთUლი😀 და სახალისო. თუმცა ვაღიარებ, რომ გადავამლაშე და ვიმეორებ, არაერთი კარგი კითხვა გავაფუჭე ზედმეტი გამარტივებით.

რამდენიმე ხარვეზი იყო ფორმულირებაში. სადრაც უკეთ ჩამოყალიბება შეიძლებოდა, სადრაც უფრო მოკლედ დაწერა… მაგრამ მიყვარს ჭარბსიტყვაობა და რა ვქნა😀
პლუს პირველი ჯერისთვის არ იყო იმდენად ცუდი, დახვეწაა საჭირო🙂

პაკეტის ერთფეროვნებას ბოლომდე არ დავეთანხმები, რადგან იდეაში არ აქვს თემატიკას მნიშვნელობა თუ კითხვა იმ თემატიკის ღრმა ცოდნას არ მოითხოვს და ზოგად ფაქტზე და ლოგიკაზეა დაყრდნობილი. ამიტომ რა თემატიკიდან რამდენი კითხვა მოვა არაფერს ცვლის. მე კი ვთვლი, რომ სპორტის შედარებითი ჭარბი დოზით ყოფნა არ აფუჭებდა საქმეს, რადგან თითქმის ყველა შემტხვევაში, პასუხი იყო ისეთი, რაც სპორტის ცოდნას სულაც არ მოითხოვდა, მით უმეტეს ღრმა ცოდნას.

ვინმეს თამაში უნდა შეიძლება და არ დავასპოილერებ, ქარაგმებით დავწერ😀 ჩემს ნიკზე კითხვა იყო ღადაობა, ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით😀 2-3 კიტხვა იყო არასათანადო დონის ან ზედმეტად მარტივი, რაც ჩემი ბრალია, მაგრამ პივაზე მიდიოდა😀
ერთიცაა და უცნაური, იყო ერთი-ორი კიტხვა ყველა აიღებსთქო ვფიქრობდი და 2-3 აუჭირდებათთქო და პირიქით მოხდა🙂 ცოტა გასაკვირია.

რაც შეეხება ორ სკანდალურ კითხვას😀😀 საფეხბურთო ტაქტიკაზე კითხვას 99% პროცენტით ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ 1 პროცენტი მაინც არაა ჩემი ბრალი😛 რადგან თავიდან როგორც მქონდა, ისე არ მოიწონეს😛 მე მინდოდა პასუხი ყოფილიყო ინგლისურად! ზუსტად ისე როგორც ეძახიან ამ ტაქტიკას და არა ქართული ვარიანტი, მით უმეტეს, როცა ქართულად ორნაირად იხსენიებენ. ხოლო გადაკეთების ჟამს, რატომრაც ჩავიბეჭდე რომ ,ის სიტყვა’ ერთად იწერება და მერე უკანაც არ დავიხიე😀 (ახლა ჟურნალისტი კაცი ხარ და ეგ არ იცი და მსგავსები არ გვინდა😛 ეგ არაფერი, უარესები მოგვდის ხოლმე, ხდება🙂 ). მოკლედ ინგლისურად უნდა დამეტოვებინა. კარგი კითხვა გავაფუჭე.

მეორე კი უფრო ჩემი ტკივილია. ეს იყო კითხვა მგონი, რომელსაც ყველაზე მეტი დრო დავახარჯე, რადგან ძალიან ჯიგრული გახლდათ პირადად ჩემთვის. და აქაც იგივე უნდა მექნა😀 როგორც მეწერა თავიდან ისე უნდა გამეშვა კითხვადაც, მაგრამ ის ფორმულირებაც არ მოიწონა 2-მა 3-მმა ადამიანმა და გამოვიდა უარესი😛 არადა მართლა კარგი კითხვა იყო. მომიწია მოხსნა, რადგან რაც უმეტესობამ დაწერა, იმას ვერ ჩავთვლიდი, ბევრად უფრო ცუდი პასუხი იყო, ვიდრე სინამდვილეში😀 ამ კიტხვის მოხსნას მოჰყოლია გუნდ აისბერგის პროტესტი, რაც იმ არეულობაში სამწუხაროდ ვერ შევნიშნე და აისბერგმა დიდი საკმაოდ ნაწილი ტურნირისა არ ითამაშა.

აი ეს იყო ჩემი პირველადი ფორმულირება:

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე იყო. გეხსომებათ, რომ მისი ბრძანებით ტელეკომპანია რუსთავი ორში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შევიდნენ, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. მაშინ ამ ამბავს გამოეხმაურა არაპოლიტიკური გაზეთი ,სარბიელიც’. გაზეთის მეორე დღის პირველ გვერდზე იმ ამბის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოსურათს დართული ჰქონდა ორსიტყვიანი სათაური, რომელიც თქვენ უნდა აღადგინოთ. თუ გეტყვით, რომ მეორე სიტყვა, პირველისგან ორი ასოთი განსხვავდება

სამ გუნდს ეწერა სწორი პასუხი🙂 დანარჩენებმა, ბევრად უარესი პასუხი დაწერეს პირადად ჩემი აზრით, და იმის ჩათვლას ითხოვდნენ😛

ზოგი ძალიან ცუდად მოიქცა, უაზროდ, რაც თამაშ აჯანჯლებდა და არეულობას ქმნიდა, მაგრამ ჯანდაბას. მომავალში გავითვალისწინებთ😀 ისე, გადაღლილობას, საშინელი გაციებაც ემატებოდა და სუსტად ვიყავი, ცუდად… აღრენილი ამის ნიადაგზე და ერთი-ორი ნიპრიჩომ როჟის უაზრო ღადაობამ და ტვინის ბურღვამ კინაღამ წყობიდან გამომიყვანა, ბოლოს ძლივს შევიკავე თავი… მაგრამ არა უშავს )))

ხო, კიდევ გამოუცდელობისა და კეთილი გულის გამო ერთ-ორ გუნდს ისეთი ქულა ჩავუთვალე, რომელიც იდეაში არ უნდა ჩამეთვალა😀 თუმცა ამას საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია😛 რამდენჯერმე პრინციპულობაც გამოვიჩინე😀

საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, მე მხოლოდ კითხვების მოტანა, წაკიტხვა და პასუხის ფურცლების მოტანა(ესეც ძლივს ვიპოვნე :D) მევალებოდა. აი დანარჩენი, მიკროფონი, მაგიდა, სკამები, სეკუნდანტები, ლასტოჩკები… უნდა მოეგვარებინა ილოს😛 იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ილომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისით, გვიშოვნა დარბაზი(თან უსასყიდლოდ) და როგორც შეძლო ორგანიზება გაუწია დანარჩენსაც, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია და დიდი მადლობა მას.
ისევე როგორც დიდი მადლობა ორ სეკუნდანტ გოგონას, რომლებმაც გაუძლეს საგიჟეთს😀 და კარგად იშრომეს. 4-5 მშვენიერი ,მერცხლისა’ არ იყოს, რომლებმაც ასევე ბევრი იმუშავეს. დიდი მადლობა ამ ხალხს

ილოსთვის ამადლობელოდ მინიმალური შეიძლებოდა ის, რომ მის გუნდს უფასოდ ეთამაშა ))
ჩემი სურვილით ჩემს ტურნირზე ამჯერად უფასოდ ითამაშეს FF-მა, სხვათა შორის-მა და აია-მ.

მიშა სულ იმას იძახის გამჭვირვალეობა და რამე და ვისაც ძალიან აინტერესებს გეტყვით იმასაც, რომ დარჩენილი 20 გუნდიდა, 2-3-ს ფული დააკლდა, რაზეც რასაკვირველია ზედმეტი იყო საუბარი, სულ რომ არც ჰქონოდათ🙂 ერთსაც დაავიწყდა მოცემა. ბიჭებს მხოლოდ 20 ლარი დავუტოვე პივისთვის და ჯამში გამოვიდა 400 ლარის ფარგლებში. თქვენს მიერ კიტხვებში გადახდილ ამ თანხას ზეგ, უდიდესი სიამოვნებით მიირებს ტაობანკის რომელიმე მოლარე გოგონა, ჩემი საკრედიტო ბარათის ანგარიშის შესასვებათ, რისთვისაც წინასწარ მადლობა ტაობანკისგან😀😀

ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, ბოდიში მცრიედი ხარვეზებისთვის და იმედია, რაღაც დოზით მაინც ისიამოვნეთ🙂

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე😀
ჯერ კითხვები და ბოლოს შედეგები. დანარჩენი რაც გამომრჩა და გამახსენდება, კომენტარებში ვიტყვი😀
შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, რომელი კითხვა მოგეწონათ, რომელი არ მოგეწონათ და ასე შემდეგ🙂

კითხვები:

შენიშვნა: ძალიან დაღლილი და დროსი გაჭედილი ვარ ახლა, ამიტომ, კითხვებს აკლია წყარო, რასაც უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე აუცილებლად გამოვასწორებ🙂

პასუხებისადა კომენტარის სანახავად, როგორც ხდება… მაუსით მონიშნეთ ისინი შეკითხვების ქვემოთ.

I ტური

1). (დასარიგებელი მასალა)

ამ საკმაოდ მადისაღმძვრელი მკერდის სურათს ინტერნეტში გადავაწყდი. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ მითხრათ, რისი ლოგოა დაფარული სურათზე

პასუხი: მოზილა ფაირფოქსი

კომენტარი: უბრალოდ ძალიან ჰგავს

2). რონალდ უეინსა და სერგეი მიტროხინს შორის განხეთქილებაათქო რომ ვთქვათ, მოვიტყუებით. პირიქით, მათ X აკავშირებთ. ერთი წუთის მერე, მითხარით რა არის X

პასუხი: ვაშლი

კომენტარი: სიტყვა განხეთქილება მინიშნება იყო განხეთქილების ვაშლზე. სერგეი მიტროხინი არის რუსული დემოკრატიული პარტიის იაბლოკოს ლიდერი და თავმჯდომარე. რონალდ უეინი კი გახლავთ, კომპანია ეფლის ერთ ერთი დამაარსებელი სტივ ჯობსთან და სტივ ვოზნიაკთან ერთად.

3), ყურადღებით ჩაიწერეთ ამონარიდი: ,,ქალი იმთავითვე იქცა პოლემიკის საგნად, პიესას კი, რომელსაც ცენზურა ოთხი წლის მანძილზე არ უშვებდა სცენაზე, უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად…’’.

ამ ამონარიდში მე გამოვტოვე ერთი სიტყვა. თუ მიხვდით რომელი და სად, მაშინ, დაასახელეთ ზუსტად პიესის ავტორი.

პასუხი: ალექსანდრ დიუმა უმცროსი(შვილი)

კომენტარი: გამოტოვებული სიტყვა იყო ,კამელიებით. სუბარია ცნობილ ნაწარმოებზე ,ქალი კამელიებით’

4). (დასარიგებელი მასალა)

ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა

შალვა კარმელის ლექსი:

ჩვენი საღამო სურნელია  ქრიზანტემიდან,

ვხედავ მთვარიდან გადმოეშვა ცის ,,ანჟელიკა’’,

მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი.

ვიცი შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებად.

დაგედევნება ,,ანჟელიკას’’ ერთგულ მწევრებად: –

ჩემი სონეტი, ჩემირონდო და მადრიგალი.

მითხარით რა სახელი უნდა ეწეროს ანჟელიკას ნაცვლად, რაც არის კიდეც ლექსის სათაური

პასუხი: არტემიდა

კომენტარი: ლექსის შინაარსი აშკარა მინიშნებაა ნადირობის ქალღმერთ არტემიდაზე.

5). გუნიას საოხუნჯო კითხვა: 2007-2008 წლების NHL-ის სეზონში ჰოკეისტი მეკარე მარტინ გერბერი ატარებდა შავ მუზარადს, ამის გამო მას ხშირად იხსენიებდნენ ერთი მოკლე ტიტულით. დაასახელეთ ეს ტიტული.

პასუხი: დარტ

კომენტარი: მეკარეს ეძახდნენ დარტ მარტინ გერბერს. გუნიას კითხვა რომ არის ესეც მინიშნება იყო. გუნია-მუზარადი მარტივი კომბინაციაა ვარსკვლავურ ომებამდე მისასვლელად

6). (დასარიგებელი მასალა)

სურათის ქვემოთ გაკეთებული მინაწერი მე წავშალე. ქართულად თუ ვიტყვით, წერია დაახლოებით ასეთი რამ: ,,ამას არასოდეს ემუქრება, არასოდეს მოუვა ,ეს’ ”. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ,ეს’ მოუვიდათ 21-ე საუკუნეში გადაღებული ფილმის მთავარ პერსონაჟებს. დაასახელეთ ეს ფილმი, ქართულად ან ინგლისურად.

პასუხი: თარგმანში დაკარგულები/თარგმანის სიძნელეები – Lost In Translation

კომენტარი: 2003 წელს სოფია კოპოლამ გადაიღო ცნობილი ფილმი თარგმანში დაკარგულები/თარგმანის სიზნელეები, ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით. ფოტოზე გამოსახული ადამიანის სახელს კი თარგმანში დაკარგვა მართლაც არ ემუქრება.

7). 1962 წელს ჰოლანდიაში რუუდ დილის სახელით დაბადებულ ფერადკანიან ფეხბურთელს, ჟურნალისტები და ქომაგები მოიხსენიებდნენ ისე, როგორც ეწოდება მეცხრამეტე საუკუნის შუაში შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: შავი ტიტა (რუუდ გულიტის მეტსახელი)

კომენტარი: დილი გახლავთ რუუდ გულიტის დედის გვარი, რომელიც ჰქონდა მას დაბადებიდან და როგორც ცნობილია, ახლაც ოფიციალურ დოკუმენტებს ამ გავრზე აფორმებს.

8). X ხშირად სულთან ერთადაა და სულთნის კარს იცავს. Y კი თავად გახლდათ სულთანი. მათ საერთო ის აქვთ, რომ ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. დაასახელეთ X და Y ნებისმიერი თანმიმდევრობით

პასუხი: ალადინი და სალადინი

კომენტარი: სელაჰ ედინ იუსუფ იბნ ეუბს, ჩვენ სალადინად ვიცნობთ, ხოლო ცნობილი დისნეის პერსონაჟების ალადინისა და ჯინის შესახებ ასევე კარგად მოგეხსენებათ.

9). (შეკითხვაში ცვლილებაა) I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჩრდილოაღმოსავლეთით საკმაოდ დიდ ტერიტორიას ეძახდნენ ,,მწვანე ეთერს”. ,,მწვანე ეთერი” ჰქვია ასევე ამერიკულ ფეხბურთში  დამცველი გუნდის კარამდე დარჩენილ ბოლო 20-იარდიან მონაკვეთს. ასეთი სახელის გადაცემას თქვენ ტელესივრცეშიც ხვდებით. მითხარით რომელი ორი სიტყვა შევცვალე მე ,,მწვანე ეთერით”.

პასუხი: წითელი ზონა

კომენტარი: წითელი ზონა არის გოგი გვახარიას გადაცემა.

10). (დასარიგებელი მასალა)

 

თქვენს წინაშეა სურათი, რომელზეც ჩვენ ერთი პოპულარული არყის ბრენდის სახელი წავშალეთ. მერე რა რომ ეს ადამიანი არყის ბოთლშია გამომწყვდეული, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის ნამდვილად კარგი კაცია. ახლა კი მითხარით რომელი სიტყვა არის goodman-ის წინ წაშილილი

პასუხი: absolute

კომენტარი: ეს გახლავთ მშვენიერი შვედური არყის აბსოლუტურად კარგი რეკლამა.

11). საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისრაელთან თამაშის მერე განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ყანაში იბურთავეს, ეს მინდორი არ იყოო, და კატეგორიულად მოითხოვა ამ მხრივ ვითარების გამოსწორება. ერთ-ერთი საფეხბურთო რეპორტაჟისას კი სპორტულმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძეს ამ თემაზე საუბარში ხუმრობით ახსენა ნაწარმოები, რომელიც თქვენც უნდა გაიხსენოთ…

პასუხი: თამაში ჭვავის ყანაში

კომენტარი: კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს იყო თამაში ჭვავის ყანაში. საუბარია ჯერომ სელინჯერის ცნობილ ნაწარმოებზე.

II ტური

12). შეიძლება ითქვას, რომ X მართლაც ფეთქებადსაშიში ყუმბარასავითაა. ისეთი კომპაქტურია, რომ კლავიატურაზეც კი თავსდება და ისეთი სწრაფია, რომ გარკვეულ წილად, თავადვე წარმოადგენს სიჩქარის ფორმულას. დაასახელეთ X

პასუხი: F1

კომენტარი: სდაუბარია ფორმულა ერთზე, რომელსაც F1-ს ეძახიან. ასეთი ღილაკი კლავიატურაზე ნამდვილად მოიძებნება და არსებობს F1-ს ტიპის ყუმბარებიც.

13). X 1810 წელს საჰერცოგოში დაბადებული კომპოზიტორია. Y კი თანამედროვე ოსკაროსანი მსახიობი. თუ X-ს გვარში ჩავამატებთ ერთ ასოს, მივიღებთ Y-ს სახელსა და გვარს. დამისახელეთ X-ც და Y-ც

პასუხი: შოპენი, შონ პენი

კომენტარი: საუბარი იყო ვარშავის საჰერცოგოზე, იმ პერიოდში ბევრი საჰერცოგო არ ყოფილა, ხოლო შოპენზე გასვლის შემდეგ შონ პენზე ადვილი ხდება.

14). (დასარიგებელი მასალა)

კომპანია რიბოკი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. ასეთია იმ ბოტასების კომბინაციაც, რომელსაც თქვენ ამ ბოტასების ერთ-ერთი სარეკლამო სურათის ფრაგმენტზე ხედავთ, რომელზეც ჩვენ შავი ფონით დავფარეთ ერთფეროვანი, მაგრამ სხვადასხვა სიმბოლოები. ახლა კი დამისახელეთნ რა ჰქვია ამ ბოტასების კოლექციას, ორი სიტყვით

პასუხი: ფლეშ როიალი

კომენტარი: პოკერში უმაღლესი ხარისხის კომბინაცია ფლეშ როიალია, რომელიც ხუთ ერთმანეთის მიყოლებულ ერთი მასტის კარტს ეწოდება.

15). 1930-იან წლებში ნოტინგემში, ამ სფეროში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბრწყინვალე შეჯიბრში, საბოლოო გამარჯვება მიშამ მოიპოვა, რომლის გვარსაც მე არ გეტყვით. მას 14 მეტოქე ჰყავდა და ჯამში მიშა მათი დამმარცხებელი გახდა. ტურნირი მიშამ ათი ქულით მოიგო, თან ისე, რომ არცერთ მეტოქეს არ გაუკეთა ეს. დაასახელეთ ,ეს’ ერთი სიტყვით

პასუხი: შამათი

კომენტარი: კითხვაში ორჯერ იყო პასუხი – ,მი-შა მათი’ და ,მი-შამ ათი’. საუბარია 1936 წლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურნირზე, დადაც მიხაილ ბოტვინიკმა პირველი ადგილი მოიპოვა. შამათი არცერთი მეტოქისთვის არ ჩაუსვამს მოგებული პარტიებისას.

(ვწერ ისე, როგორც  თავიდან მინდოდა რომ დასმულიყო)
16). ფეხბურთში არსებობს ერთ-ერთი ასეთი ტაქტიკა: 4-3-2-1 ანუ იწყება 4 მცველით და სრულდება ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით. ტაქტიკას თავისი ორსიტყვიანი მეტსახელიც აქვს, რომელიც თქვენ ორი ინგლისური სიტყვით უნდა დაასახელოთ თუ გეტყვით, რომ ის რასაც ეძახიან ამ ტაქტიკას თითოეული ჩვენთაგანის სახლის პერიოდული სტუმარია

პასუხი: Christmas tree / საახალწლო ნაძვისხე / საშობაო ნაძვისხე

კომენტარი: ტაქტიკის წყობა მართლაც წააგავს საახალწლო ნაძვის ხეს, მით უმეტეს, როცა ნაჩვენებია ხოლმე მწვანე ფონზე ფერადი წერტილებით. სისტემა ტერი ვენეიბლზმა შემოიღო, ემდეგ ცოტა ხანი იყენებდა გლენ ჰოდლიც. ყველაზე პოპულარული და სრულყოფილი კი კარლო ანჩელოტის ხელში გახდა, რომლის საყვარელიც სქემა გახლავთ 4-3-2-1.

17). (დასარიგებელი მასალა)

(*** of compositions by ***   ***)

ინგლისურ ვიკიპედიაში არის სტატია, რომლის სათაურშიც ჩვენ პირველი და ბოლო ორი სიტყვა წავშალეთ. პირველი და ბოლო სიტყვა, რომლებიც თანაჟღერადნი არიან, ინგლისურად მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. თქვენ უნდა დაასახელოთ ადამიანი, რომელსაც ეძღვნება კონკრეტულად ეს სტატია

პასუხი: ფერენც ლისტი

კომენტარი: საუბარია ცნობილ უნგრელ კომპოზიტორზე და პიანისტზე. სრულად სტატიის სათაური ასეთია: List of compositions by Franz Liszt. როგორც იცით, ასეთი ტიპის ჩამონათვალი ერთნაირად სათაურდება List of… და ასე შემდეგ.

(გაუქმდა) 18). 2001 წელს რუსთავი ორის შენობაში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შევარდნენ, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. ამ მოვლენებს არაპოლიტიკური გაზეთი სარბიელიც გამოეხმაურა, ორსიტყვიანი მჟღერი სათაურით. აღადგინეთ სათაური, თუ ერთი სიტყვა პოლიტიკოსის გვარია, მეორე კი მისი მოქმედება.

პასუხი: შევარდნაძე შევარდნაზეა

პასუხი: მაშინ პრეზიდენტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე იყო და ეს ფაქტი მისი გადაწყვეტილებით მოხდა. შესაბამისად სხვა რომელი პოლიტიკოსი გვარი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, კითხვაში ნახსენები იყო სიტყვა შევარდა და ხაზი ჰქონდა გასმული ჯღერად სათაურს.

18). ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე გადავაწყდი სტატიას, რომელშიც რამდენჯერმე ნახსენებია ცნობილი გაზეთის სახელი. სტატია კი დასათაურებულია ასევე  ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებით. მართლაც, ამ გაზეთის ჟურნალისტების გამოჩენას, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ხოლმე ხსენებული ნაწარმოების დარად. დაასახელედ ეს 1969 წელს შექმნილი ნაწარმოები

პასუხი: here comes the sun

კომენტარი: საუბარი იყო ცნობილ ბრიტანულ ტაბლოიდ  the sun-ზე, ხოლო the beatles-ს, კერძოდ კი ჯორჯ ჰარისონის  ცნობილ სიმღერას წარდგენა არ სჭირდება.

19). (დასარიგებელი მასალა)

სურათზე, რომელსაც თქვენ ხედავთ, წაშლილია სასმელის სახელი. თუ დააკვირდებით, ეს სურათი გაგახსენებთ ერთი ნაწარმოების სახელს, შესაბამისად ნაწარმოების ავტორსაც, რომელიც ალბათ პირველ რიგში ფსევდონიმით გაგახსენდებათ. ხოლო თუ ფსევდონიმი გაგახსენდებათ, წესით მისი ნამდვილი გვარიც უნდა იცოდეთ. ხოლო თუ გასცემთ პასუხს კითხვას – ვინ არის ნაწარმოების ავტორი? გაეცემა პასუხი კითხვასაც თუ რა ჰქვია ამ სასმელს. მაშ დამისახელეთ სასმელის სახელი.

პასუხი: ბეილისი

კომენტარი: სურათზე დომინირებს ორი ფერი, წითელი და შავი წითელი და შავი არის სტენდალის ცნობილი ნაწარმოები. სტენდალის ნამდვილი სახელია ჟან ანრი ბეილი. სურათზე კი მოცემულია საკმაოდ პოპულარული ირლანდიური სასმელი ბეილისი

(ჩემი სხვა კითხვებიდან მხოლოდ ეს მომაგონდა, ფურცელი დამრჩა და, ამით ჩავანაცვლე გაუქმებული კითხვა შესაბამისად. უკეთესი ვარიანტებიც შეიძლებოდა😀 )
20). როგორც ირკვევა ამ სახელის მინიმუმ ერთი ქალაქი ყველა დასახლებულ კონტინენტზეა. შესაბამისად, ამიერიდან კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს ფრაზეოლოგიზმი – რომელი?

პასუხი: ყველა გზა რომში მიდის

21). ახლახან ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ბრედამ ფეიენოორდს უმასპინძლა. მატჩის ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ შეხვედრის 84-ე წუთზე ბრედამ გოლი გაიტანა, რასაც ბოლო წამებზე მეორეც მიაყოლა და ყოველგვარი იმედი მოუკლა ფეიენოორდსა და მის გულშემატკივრებს. რეპორტაჟის ერთ-ერთმა კომენტატორმა გიგა გვენცაძემ მიმართა სლენგს და საკმაოდ ლამაზადაც გამოუვიდა ჩანაფიქრი. თქვით ის ჟარგონული სიტყვა, რომელიც მან გამოიყენა

პასუხი: დაბრედვა/ დაბრედა/ დაბრიდა (ყველა ჩაითვლება)

კომენტარი: ჟარგონზე მოკლას მაგივრად ხშირად იხმარება სიტყვა დაბრიდა. ,მოუკლა’ იყო მინიშნება. ბრედას სახელიდან გამომდინარე სიტყვა ,დაბრედვა’ ძალიან კარგად ჯდებოდა იმ მომენტში.

22). აბსურდოპედიის თანახმად, ამ რეჟისორის შესახებ მსოფლიომ XIX საუკუნეში შეიტყო, როდესაც მან საზოგადოებას წარუდგინა რევოლუციური მეთოდი სასამართლოს  ჩატარების შესახებ. დაასახელეთ რეჟისორის გვარი

პასუხი: ლინჩი

კომენტარი: სასამართლოს რევოლუციური, სხვა, არატრადიციული მეთოდი არის ლინჩის წესით გასამართლება. რეჟისორ დევიდ ლინჩის შესახებ კი ალბათ ყველას გსმენიათ.

III ტური

23). (დასარიგებელი მასალა)

www…island.net

თქვენს წინაშეა ერთ ერთი კომპანიის ვებგვერდის მისამართი, რომელსაც ჩვენ წინ წავუშალეთ სამი ასო. შესაძლოა ეს კომპანია მართლაც კარგ პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ დიდი გამჭრიახობით მისი შეფები ვერ უნდა დაიკვეხნიდნენ, რადგან სახელი ცოტა უხერხული გამოუვიდათ. თუ მიხვდით რომელი სამი ასოა წაშლილი, მითხარით რას აწარმოებს ეს კომპანია

პასუხი: საწერ კალმებს

კომენტარი: საიტის მისამართია პენაილენდი ანუ საწერი კალმების კუნძული. თუმცა სხვანაირად თუ წავიკითხავთ გამოდის პენისლენდი…

24). ეს მიმდინარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ამჟამად უკვე ძალიან პოპულარულია. ამ მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი ფორმა, შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიურია. ასევე უნდა ვახსენოთ ამერიკული და აფრიკული. ერთი წუთის შემდეგ, მითხარით რაზეა საუბარი

პასუხი: სტეპი

კომენტარი: ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ კარგი და გამოკვეთილი მინიშნება იყო.

25). (დუპლეტი)

ა). X შეიძლება იყოს ოპერაში, ინტერნეტ ფორუმებზე, მობილურში… დაასახელეთ X

ბ). X-ს სახელწოდება შედგება X-ს პირველი და მეორე Y-ებისგან. ქართული ვიკიპედიის თანახმად, მსოფლიოში გავრცელებულია X-ების დაახლოებით 50 სახეობა. დაასახელეთ X

პასუხი: ა). ბანი

ბ). ანბანი

კომენტარი: მაგთიმ უკვე საკმაო ხანია შექმნა ,ბანი’. ინტერნეტში ბანის დადებაც გამოგიცდიათ ან გსმენიათ ამის შესახებ. ოპერაში ბანის მოსმენაზ რომ აღარ ვთქვათ. ანბანს კი ზედმეტი ახსნა აღარ სჭირდება.

26). (დასარიგებელი მასალა)

პირველ სურათზე თქვენ ხედავთ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კარიმ ჯექსონს. მეორე სურათზე კი ასევე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე აბდულ ჰოჯეა. აი მესამე სურათზე კი მათი კოლეგა შარმონ შაჰია, რომელსაც ფართო მასებში სულ სხვა, კერძოდ იმ სახელითა და გვარით იცნობენ, რომელიც მას თავისმა იმამმა მისცა. მითხარით რა გვარით ვიცნობთ ამ სპორტსმენს

პასუხი: ჯაბარი

კომენტარი: პირველ სპორტსმენს ჰქვია კარიმი, მეორეს აბდული, რაც მინიშნებაა კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კალათბურთელის კარიმ აბდულ ჯაბარის გასახსენებლად. საინტერესოა, რომ შაჰს თავისმა იმამმა სწორედ კარიმ აბდულ ჯაბარი უწოდა და ზოგიერთ კომენტატორს ის შეცდომით ლეგენდარული კალათბურთელის შვილიც კი ეგონა, მით უმეტეს, რომ შაჰიც 33-ნომრიანი მაისურით თამაშობდა

27). X 1984 წელს გამოჩენილი გამომძიებელია, Y კი არის ქალაქი რეგიონში, რომელთანაც მჭიდროდ დაკავშირებულია მისი საქმიანობა. დაასახელეთ X და Y, თუ ისინი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან

პასუხი: კატანი და კატანია

კომენტარი: საუბარია ცნობილი იტალიური სერიალის “რვაფეხას” პირველ ნაწილებში მთავარი როლის შემსრულებელ მიკელე პლაჩიდოზე, რომელიც კომისარ კორადო კატანის როლს ასრულებს. კატანია კი არის საკმაოდ ცნობილი ქალაქი სიცილიაზე

28). ერთ-ერთი ფილმის მთავარი პერსონაჟი მიდის ასაკოვან ბიზნესმენთან სახლში და აწყდება სარკეს, რომელზეც წითლად ოთხი ინგლისური ასო წერია და სავარაუდოდ, ბიზნესმენის ოცნებას წარმოადგენს. დაწერეთ ეს ოთხი ასო

პასუხი: TIME

კომენტარი: ფილმში ბიგ ლებოვსკი, ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟი აწყდება სარკეს, რომელზეც ჟურნალ თიმე-ს ლოგოა მიკრული, პერსონაჟის სეხნიასა და მოგვარეს ჯეფ ლებოვსკის ოცნება სავარაუდოდ პოპულარული ჟურნალის პირველ გვერდზე მოხვედრა და წლის ადამიანად დასახელებაა.

29). (დასარიგებელი მასალა)

ამ სურათის ზედა ნაწილში ჩვენ წავშალეთ სამი ინგლისური სიტყვა, რომელიც თქვენ უნდა აღადგინოთ. მჯერა ეს სამი სიტყვა, უმეტეს ჩვენგანს არაერთხელ აქვს გაგონილი, მით უმეტეს, რომ 1999 წლიდან მოყოლებული ამას გვეუბნება მერლინ მენსოსნიც.

პასუხი: rock is dead

კომენტარი: სურათზე ასახულია თამაში ქვა, ქაღალდი და მაკრატელი. მაკრატელსა და ქაღალდს უხარიათ, რომ ქვა მოკვდა. ინგლისურად თამაშს ჰქვია Rock-paper-scissors(ზოგჯერ როკის ნაცვლად stone-ს ამბობენ).  rock is dead არის ასევე მერლინ მენსონის სიმღერა

30). ის არც მავრია, არც გერმანელი და არც ნეაპოლური მაფიის წევრი. ის 1976 წელს არგენტინაში დაბადებული ადამიანია. დაასახელეთ იგი

პასუხი: Mauro German Camoranesi / მაურო ხერმან კამორანეზი

კომენტარი: მავრი მინიშნებაა სახელზე მაურო. გერმანია  გერმანზე ანუ ხერმანი, ხოლო ნეაპოლური მაფიის სახელი მოგეხსენებათ არის კამორა. კამორანეზი იტალიის ნაკრების რიგებსი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და აქვს კიდეც იტალიური სისხლი, მაგრამ დაბადებული და გაზრდილი არგენტინაშია.

31). X-ს შემქმნელად მიჩნეული ფრედი მააკი, იხსენებს, რომ ყველაფერი მისი ძველი ველოსიპედით დაიწყო. მან მოხსნა ველოსიპედს სიგნალი და X-ს სული ჩაჰბერა. დაასახელეთ X

პასუხი: ვუვუზელა

კომენტარი: გახსოვთ ვიზუალურად როგორია ძველებური ველოსიპედების სიგნალები? მააკიმ შემდეგ ამ სიგნალს მილიც გაუკეთა და ასე შეიქმნა ვუვუზელა, რომელმაც მსაჯებთან ერთად ჩაგვამწარა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.

32). ერთ-ერთ სარეკლამო სურათზე, საქორწინო ბეჭდების სპეციალურ ყუთში, მოჩანს რაღაც, რაც ერთი შეხედვით ბეჭედს წააგავს, მაგრამ ბეჭედი არ არის. წარწერა კი საკუთარი თავის დაცვისკენ მოგვიწოდებს. მითხარით რა რას არეკლამებს აღწერილი სურათი

პასუხი: პრეზერვატივს

კომენტარი: მშვენიერი რეკლამის იდეა გასაქებია, დაიცავით საკუთარი თავი, რათა არ მოგიხდეთ ქორწინება )))

33). რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთ საფეხბურთო მატჩში მინდორზე საუკეთესო მალხაზ ასათიანი გახლდათ და ამას გაზეთი სარბიელი პირველ გვერდზე გონებამახვილური სათაურით გამოეხმაურა. ფეხბურთელის გვარში, ჩამატებული იყო ერთი სიმბოლო. დაწერეთ ფეხბურთელის გვარი. სწორ ადგილას ჩასმული საჭირო სიმბოლოთი

პასუხი: ასათ%იანი

კომენტარი: ზედმეტია ))


ტურნირის შედეგები:

1. არგონავტები-27
2-3. სხვათა შორის-25
2-3. ექსკალიბური-25

4. 26-ე საათი -24
5-6. აია-23
5-6. ცუგცვანგი-23
7-8. ვიტამინი -22
7-8. ინტეგრალი-22
9-10. ავალონი -21
9-10. შაში-იაქე-21

11. დიპლომატი-20
12-13-14. ბრეინი-19
12-13-14. flush royal-19
12-13-14. franz ferdinand-19
15. ბლიცკრიგი-18
16-17. ბადაგი-17
16-17. ელვა-17
18. სოლო-15
19-20. აისბერგი-14
19-20. big brothers-14
21. ჩერნობილი-11
22. დრონი -10
23. old school-9

ვულოცავ არგონავტებს გამარჯვებას🙂

ესეც (ბადე)ცხრილი, აქ შეგიძლიათ ნახოთ:
http://www.link.ge/file/336757/shedegebi.xls.html

Written by 1myway1

September 26, 2010 at 1:31 am

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგად გიმუშავიალ, აფერუმ გუდმენ.

    ყველაზე მეტად რიბოკის ბოტასებზე მომეწონა, მაგარი კითვა იყო.
    არ მომეწონა ბეილისზე, ძალიან მარტივი იყო : )

    mate

    September 27, 2010 at 6:15 am

  2. xalxis rcheuli gaxda mgoni flesh roialze kitxva😀😀 mec momwons, magrama ra imdenad😀

    1myway1

    September 28, 2010 at 1:18 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: