1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for ნოემბერი 2010

რა დააშავა ნანუკას შოუმ?

with 6 comments

არა, ნანუკას შოუმ ბევრი დააშავა ძალიან, მაგრამ ჩემს წინა დღიურისმაგვარ ჩანაწერში ვახსენე სხვა ორი გადაცემა და ეს არ მიხსენებია. ჰოდა ჩავთვალოთ, რომ ამჯერად ნანუკას შოუში ვარ სტუმრად(ჯვარი აქაურობას – აი ტუკო რომ აკეთებს ,კარგი,ცუდი,ბოროტში’ ისე). კიდევ ერთხელ გავადღიურებ, შუაში შეწყვეტილი ისტორია რომ არ გამომივიდეს და მერე კაი ხანი თავს აღარ შეგაწყენთ ამ სახის პოსტებით.

თუ რა ქაოსი და პირობებია თვალის კლინიკაში ამ დეტალებით თავს აღარ მოგაბეზრებთ.როგორ წუწუნებენ მობერებული და მოპროვინციელო ექიმები, არამოპროვინციოელებთან ერთად ახალი, ცუდი ხელშეკრულებების თაობაზე და ითხოვენ ხელფასებს და მათი რომ არავის ესმის და კომპიუტერიზაცია რომ ცუდია და ასე შემდეგ. რაღაცაში ისინიც მართლები არიან და რაღაცაში მტყუანები, ბევრი ტექსტი მოვისმინე იქ და ახლა მაინც ვერ გაიგებთ, იმ სერიიდანაა – იქ უნდა ყოფილიყავი.

მოკლედ ანალიზი რომ ავიღე უზმოზზე შაქარმა აჩვენა 6,8, როცა კაცებში ნორმის მაქსიმუმი 6,1-ია. ეს უკვე არ მოეწონათ და მეც კინაღამ გავგიჟდი, მეთქი შაქარიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვისთქო. დამიბარეს მეორე დღეს ნაჭამზე. მეორე დღეს ბოლო ბოლო დამხვდა ჩემი მეზობელი ექიმი, ვერ იყო იმ დღეს ხასიათზე და სწერვობდა. ხელები დაიბანა, ჩემი პაციენტი თითქმის აღარ ხარ, გამოდის შაქარი გქონია და ენდოკრინოლოგთან და ნევროპთოლოგთან უნდა იარო ძირითადადო, მე ფსკერზე ჩაგხედავ ერთ თვეშიო. თუმცა… ჰოი საოცრებავ 😀 როცა მეც უკვე გამოვიტირე ჩემი თავი და გადავხარშე რამდენ რამეზე მომიწვდა უარის თქმა… მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა ბედისწერამ. იქამდე კი გეტყვით, რომ ჩემი პირველი კითხვა იყო – როგორ, კოკა-კოლას ვეღარ დავლევ ესე იგი? 😀 😀 😀 ქალი გაგიჟდა ალბათ, იფიქრა ეს მთლად დაქნეული ყოფილაო, მაგრამ მოდი და გააგებინე რას ნიშნავს ჩემთვის კოკა კოლა 😀

სიურპრიზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ნაჭამზე შაქარმა აჩვენა 5,8 ანუ აბსოლუტურად ნორმა 🙂 შესაბამისად უჭმელზე უფრო ნაკლები იქნებოდა იმ დღეს. არადა, ექიმმა ყველაფერი შაქარს დააბრალა, აბა ამ ასაკში რატომ უნდა გქონოდა ჩაქცევა, მიუხედავად მაღალი მიოპიისაო. ახლა შაქარს ვერ დააბრალა და ვერც მიზეზი დაასახელა ისევ. ხო, კიდევ სხვა ექიმებმა უკვე ამასავით დაბრო არ მომცეს კომპიუტერზე, შეზღუდე მაქსიმალურად და დაასვენე თვალიო. მაგრამ ის მაინც მაგიჟებს რა… ნუ თუ სამსახურში გიწევს რას იზამ და ისე ნუ დაჯდებიო 😀 რას ნიშნავს ეს, თუ არ შეიძლება ე.ი. არ შეიძლება ბლიად 😀 რადგან სამსახურში გიწევს ე.ი. შეიძლება? 😀 ოდნავ ცუდად თუ ვიყავი სულ პატარაობაში ფეხბურთზე არ მიშვებდნენ და სკოლის გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა… იმიტომაც მიიღეს პროტესტი და კარგი შედეგი სკოლის ამბავში 😀 არ შეიძლება ასე 😛

არადა, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ცხოვრების წესისა და სამსახურის გადამკიდე, კომპიუტერთან ძააალიან დიდი ხანი მიწევს ყოფნა. მეთქი მაშინ უნდა ვიკითხო აბა რა ვაკეთო და ეგეც ხომ აზიანებს თვალსთქო. არა სად კომპიუტერი და სად კითხვა, ის ნაკლებად ვნებსო. მოკლედ, ვერ შეთანხმდნენ ამ კომპიუტერზე საბოლოოდ. ერთი რაც ფაქტია, ასეთ ჩაქცევებსა და კატასტროფებს კომპიუტერი არ იწვევს. ეს უფრო სხვანაირად აზიანებს.

რაც შეეხება შაქარს. ორ კვირაში მაინც უნდა გადაამოწმო, რომ საბოლოოდ გამოირიცხოსო. გაუგებრობა დააბრალეს საღეჭ რეზინს. მე რა ვიცოდი თუ არ უნდა მეღეჭა და ეგეც საჭმელად ითვლებოდა 😀 😀 😛 არის მეორე ვარიანტიც – სისხლი აერიათ 😀 რასაც იქ არსებული ქაოსის გამო არ გამოვრიცხავ. ხო კიდევ ამ მეზობელ ქალს რომ შევაპარე ფეხბურთი არ შეიძლებათქო? გაბრაზდა, რა ფეხბურთი შვილო ცოტა ჭკუა დაატანე, ერთი თავში რომ მოგხვდეს ბურთი შეიძლება ბადურა ჩამოგეშალოს და დაბრმავდეო. ნუ ადრეც ასე ამიკრძალეს სადღაც 17-ს რომ ვიყავი, მგრამ იმის მერე ვთამაშობდი და რამდენჯერმე კი მომხვდა ბურთი, მაგრამ გადავრჩი 😀 ამ დროს გამიელვა ორმა მომენტმა თავში, სადაც ორი ძალიან ძლიერი დარტყმული თმებზე გამეხახუნა და ისე ჩამიარა… აი თავისით გაცოცხლდა ეს მოგნებები გონებაში. რომელიმე რომ მომხვედროდა, მე კი არა, შეიძლება თვალების მხრივ ჯანმრთელ კაცსაც შექმნოდა პრობლემები. მაინც აპასნია მოკლედ. ზოგი ისეთი, თავის რესკად ქვემოთ დაწევას და რესკი მოძრაობებსაც კრძალავს.

ამიშვეს ნევროპათოლოგ ვინმე ალოევასთან. ასეთი კარგი ექიმი ძალიან იშვიათად მინახავს მართლა. ასაკოვანი ქალი, თავის დროზე ძალიან ლამაზი, ახლაც რომ ეტყობა. ნახევრად რუსულად ნახევრად ქართულად ლაპარაკობს. თავიდან უხეში გეგონება, მაგრამ რამდენიმე წამშივე შეატყობ რომ უჯიგრესია. იცის პაციენტთან მოპყრობა, საუბარი, ხუმრობა… აი ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. აღვფრთოვანდი!
მან მითხრა, რომ კარგია შაქარი რომ ირიცხება თითქმის ბოლომდე, მაგრამ მაინც გავაკონტროლოთო, თუმცა ფაქტია რარაც მონაცემები თრომბინები თუ რაღაცეები მაინც ვერ არის მთლად მწყობრშიო და ზოგადი მკურნალობა დამინიშნა, სამი წამალი. მართლა კარგი წამლები, რომ წავიკითხე. მერე ვნახოთო.
ცუდი რაც მითხრა ის არის, რომ შესაძლოა ბოლომდე მართლაც არ გაიწოვოსო 😦 და დრო უნდაო. ანუ რადგან იყო სისხლჩაქცევა, რაღაც მცირე ლაქა შეიძლება დარჩესო. ეს ნამდვილად ვერ არის კარგი ამბავი, მაგრამ დაველოდოთ, ჯერ სულ არ აპირებს გაწოვას და 😀 😀 😀

რამდენიმე მომენტში ძალიან შემეშინდა. წარმოვიდგინე მარჯვენა თვალშიც რომ ჩამექცეს სისხლი(თან არ ვიცი მე მოფრთხილება და რა ვქნა). გამოდის რომ კი ვხედავ რაღაცას, მაგრამ დაღმეჭილად და რა აზრი აქვს 😀 ასევე ბავშვობიდან ერთადერთი რამის მეშინია – სიბრმავის. იმ პერიოდიდანაც კი როცა სერიოზულად არ მაწუხებდა, მართლა ყველაზე საშინელებაა. ყრუ ხედავს, კითხულობს, წერს, ლაპარაკობს. მუნჯს ესმის, ხედავს წერს… სულაც ყრუმუნჯი რომ იყოს ერთად, ხედავს და წერს, მოძრაობს თავისუფლად და ყველაფერი. აი ბრმა ადამიანს კი მაგრა აქვს დანძრეული… 🙂 ღმერთმა დაიფაროს რომ სანამ ცოცხალი ვარ ბოლომდე დამერხეს… მარა მაინც რაც იქნება იქნება და ტყუილა ვნერვიულობ ახლა 😀 ხო, მეორე რაღაც გამახსენდა რისიც მეშინია კიდე ცხოვრებაში, მიწისძვრაა. უფრო სწორად კი არ მეშინია და ვპანიკდები, პროსტა ვბრაზდები, ყველაზე უაზრო სიკვდილია 😀 მანქანა რო გეჯახება, იმაშიც კი არის რაღაც აზრი 😀 😀 😀

ზუსტად არ იციან რა კვალიფიკაცია აქვს ამ ჩაქცევას, მაგრამ ეს არისო ამბობენ  http://en.wikipedia.org/wiki/Fuchs’_dystrophy 🙂 ავსტრიელი ჩუვაკი ერნს ფუხსი ჩითავს. მაინცდამაინც კარგი რამე ვერ არის მოკლედ 🙂 30,40 წლებამდე იშვითად ემართებათო 😀 მე ხო ყველაფერი განსაკუთრებული უნდა მქონდეს. პლუს უფრო ხშირი ქალებშიაო 😀 რაც არ მომეწონა ისაა, რომ ორივე თვალზე იცისო 😀 ყველაფერი ვეღარ გავიგე, მაგდენი ინგლისურიც არ ვიცი. მერე ბარნოვამ ,დამაშვიდა’ – განსაკუთრებული არ არის რაღაცო და წერია არ აბრმავებს როგორც წესი 50 წლამდეო 😀 😀 😀 ასე ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მამუკა გუბელაძემ მიულოცა ერთხელ დაბადებისდღე ვაჟიკოს, 30 წლის რომ გახდა – ერთი ამდენი კიდევ გეცოცხლოსო 😀
50 წელი კაი იყო, მაგრამ საქმე ისე მიდის 50 წლამდე მაცოცხლა და ვხედავდე და მერე ვინღა ჩივის… როგორც ჩემი უბნელი, თითქოს წყნარი და წესიერი კაცი ზ.მაყაშვილი მიაწვა ერთხელ რომ დათვრა – 50 წელზე მეტი რომ ვიცხოვრო მე, მაინც გრეხი იქნებაო 😀

მერე შევედი მაგათ ოპტიკაში და იქ გამომიცხადეს -20ზე და -15ზე აღარ ვაკეთებთ სათვალესო(თან მათი სათვალე დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა ისედაც), რონიკოში მიბრძანდითო. რონიკოში გამომიცხადეს, რომ თუ სრული დაცვით და ნავაროტკებით გინდათო 300-400 ლარი დაგიჯდებათ შუშები, ამხელა მინუსი არ გვაქვს და უნდა გამოვიწეროთ საფრანგეთიდან და სამ კვირაში ჩამოვაო. რაც შეეხება აპრავას თუ ამხელა თანახას გადაიხდით აპრავასაც კარგს გირჩევთ, თანამ შუშებისთვის სპეციფიური უნდა იყოსო და 235 ლარიანი აპრავა შემომთავაზეს 😀 გამოვიდა რომ სათვალე ჯდება 600-700 ლარი, რავარი გადასახდელია სათვალეში? 😀 😀 მე ვუთხარი მარტო სახლისთვის მინდა და სასურველი არ არის ვალებში წავიდე დამატებით მაგის გამო, ისედაც არ მაკლიათქო. მერე რაღაც 60 ლარიანი აპრავა მაჩვენა. მოკლედ ეს უნდა მოვიფიქრო და შორი პერსპექტივაა. თუმცა კიდევ უხარისხო სათვალის ყიდვას ჯობია ხარისხიანი და ერთხელ, რამდნეიმე წელი მაინც რო გაქაჩოს. მაგრამ ერთი კლიაზნო მომენტიცაა, აპრავა რომ გაგიტყდეს, მერე ზუსტად ისეთი უნდა იპოვნო, იმ ზომის, რაც არცთუ იოლია 😀 ეს პლუსი ჰქონდა ამ ძველი ოპტიკის სათვალეს, ეგეთი რააცეების არ გეშინოდა, ჯამში 60 ლარად გამოდიოდი.

და აი კიდევ ერთი მომენტი, როცა მინდა დაგარწმუნოთ რომ ეს დედანაქაჩი ცხოვრება მართლა მშვენიერია და თქვენ არ გჯერათ, ბევრს, თორემ ზოგმა იცის და ზოგს სჯერა. გამოვედი კლინიკიდან, ხელში მიჭირავს რეცეპტები, ორი ჩასაწვეთებელი წამალი, სამი ტაბლეტები. მარცხენა თვალში 3დ მაქვს, ამდენი საშიშროება და პრობლემაა და მე ვარ გაბადრული, ბედნიერი და კმაყოფილი იმით რომ შაქარს მაინც გადავრჩი და ნამცხვარსაც შევჭამ და კოკა კოლასაც დავლევ! იმ დროს ჩემზე ბედნიერი ცოტა იყო დედამიწაზე და ისე გაღიმებული ვიყავი, რომ რამდენიმე ადამიანმა გაკვირვებით შემომხედა, გიჟია ალბათო. მერე მივხვდი და დავიყენე სერიოზული სახე. აი ამიტომ გეუბნებით რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია, ნებისმიერი პატარა დეტალით :yes:

ნუ ზაკონ პოდლოსტის შესახებ ალბათ გსმენიათ და იცით, რომ ყველაფერი ერთად უნდა მოხდეს… სახლში მისულს აბსოლუტურად ყველა ონკანი გაფუჭებული დამხვდა ერთის გარდა 😀 და მხოლოდ ერთი ჭაღი დარჩა რომელიც მუშაობს. ყველაფერს დედა აეხა. მერე ახლახან რესტავრირებულ კბილზე კიდე ჩამომტყდა, გამისწორეს და ისევ ჩამომტყდა… და ახლა ხვალ-ზეგ განსაკუთრებული წებოთი უნდა სცადონ 😀 ან უფრო მოქლიბონ და კაროჩე… და რაც მთავარია! ახალი ჩასმული წინა კბილი ჩამომტყდა, ანკერი ჩატყდა და ფესვის ნაწილიც მიიყოლა. არადა სამსახურში ვიყავი წასავლელი ბლიად და ორშაბათამდე ვერ გავიკეთებდი. კბილის ექიმმა გამომიცხადა – მაგრად არ დააჭირო კბილები ერთმანეთსო, მაგარი არ დაღეჭოო, ეს დღეები სავლები იკეთე და მოუფრთხილდიო ძალიანო.

ახლა ეს ყველაფერი გავაანალიზე და დავფიქრდი – სიმძიმის აწევა ამიკრძალეს(დაჟე 2-3 კილო), ხტუნვა,რესკი მოძრაობები და ფეხბურთი ამიკრძალეს(ცურვას აძლევენ დაბროს სხვათა შორის, რომელიც ფაქტობრივად არ ვიცი :D), სასმელი კურსის დროს მაინც აკრძალული მაქვს, სიგარეტს საბედნიეროდ აღარ ვეწევი(არადა ჩემს მდგომარეობაში ეგ შხამი რჩება მხოლოდ ხელმისაწვდომი :D), კომპიუტერი დიდ ხანს ამიკრძალეს, კითხვა დიდ ხანს ამიკრძალეს, კბილის ექიმმა უკვე ღეჭვაც ამიკრძალა, ონკანები არ მუშაობს, ცივა, ჭაღებს დედა აქვს მოხნული… რაღა დარჩა? ერთი თუ იხელცქვიტებ რა 😀 😀 😀 ვიქნები მეთქი ცოტა ხანი კევინ სპეისივით ამერიკული სილამაზიდან 😀 ნუ ეს ისე, ხუმრობით.

სამსახურის და სხვა პრობლემებს აღარც ვახსენებ. მოკლედ. ასეთი იყო ჩემი ისტორია და ნანუკას შოუ. ველოდები ერთი თვის გასვლას და ბუნდოვან შედეგს და იმედს ვიტოვებ, რომ მარჯვენა თვალი მაინც იცოცხლებს. ორი ჩასაწვეთებელი წამლიდან ერთს EMOქსიპინი ჰქვია, რაც სიმბოლური და სასაცილოა 😀 ძალიან მწარე კი არის ეგ დედამიემოვებული. მალე მოვიდეს ნეტა 20-21 დეკემბერი და თუნდაც მსუბუქად დალევის უფლება დამიბრუნონ, თორემ დავიხრჩობი 🙂 პაჟივიომ უვიდიმ…

Written by 1myway1

ნოემბერი 25, 2010 at 3:40 PM

Posted in Uncategorized

პროფილი, როცა ცხოვრება მშვენიერია

with 5 comments


დღეს კიდევ ერთხავრწმუნდი, რომ… არც კი იცის ნინო ქაჯაიამ რამდენად კარგი სახელი დაარქვა თავის გადაცემას. ცხოპვრება მშვენიერია – ეს მარტივი და გენიალური ჭეშმარიტება და ამავე დროს რობერტო ბენინის ბრწყინვალე და ბევრ კითხვაზე პასუხისგამცემი ფილმია.

სანამ ძირითადამდე მივალ თუ რისი თქმაც მინდა, იქამდე შესავალი უნდა გავაკეთო: ყველაფერი შაბათს დაიწყო, როცა მომქანცველი სამუშაო დღის მიწურულს, სადღაც ღამის პირველისკენ ჩემი საყვარელი იუვენტუსის თამაშს ვუყურებდი რომასთან. მოულოდნელად, ფეხბურთელები სხვანაირად დავინახე და დავაკვირდი, რომ მარცხენა თვალში სხვანაირად ვხედავდი, ზყსტად ცენტრში რომ ვიხედებოდი ფეხბურთელები პატარად ჩანდნენ, ხოლო წარწერაზე შეხედვისას შუაში აწვრილებდა ტექსტს. დაახლოებით ისე იყო ბოთლიდან რომ გაიხედავ და გამოსახულებას რომ ცვლის. ,ინგლისური ხუმრობა’ იტალიურ სვარკას უყურებდი და თვალი იმიტომ აგტკივდაო არ გაჭრის, რადგან ბრწყონვალე თამაში იყო 😀

მარცხენა ლინზა ვერ იყო ჯანზე და მყისვე იმას დავაბრალე, 3 საათამდე სახლში ვერ მივედი და ბოლო ბოლო, როცა ლინზა ამოვიღე და მის გარეშეც სათვალეზე იგივე რეაქცია მომცა ეს უკვე აღარ მომეწონა(უსათვალოდ და ულინზოდ კი ისედაც ვერაფერს ვხედავ). ისევ იმის იმედი მქონდა, რომ გადამივლიდა, თან კვირას სად წავიდოდი… არ გადამიარა.

ორშაბათს წავედი ექიმთან, რომელთანაც ერთი 3-4 წელია არ ვყოფილვარ. გაუხარდათ, სალაპარაკო მიეცათ – გაგიჭირდა და მოხვედიო, ახალგაზრდა ხარ და მეცოდები, თორემ არ მიგიღებდი, აბა ლინზებს სხვაგან ყიდულობ და აქ გასასინჯად მოდიხარო… არადა, იქ რატომ ვიყიდო ლინზა, როცა იგივე ფირმის ლინზას 25 ლარად ყიდიან ცალს, რომელსაც მე წყვილს 24 ლარად ვყიდულობ. უცნაური ხალხია და კიდევ წყინთ 😀

მოკლედ ექიმმა დამიბარა მეორე დღეს, მეორე ექიმთან, ზეპირად ვერაფერს გეტყვი და გამოკვლევა უნდა ჩაიტაროო. ის მეორე ექიმი ჩემ მეზობლად ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცნობ ფაქტობრივად. დღეს დილით სამი დღის ნამუშევარი და უძინარი წამოვდექი და გავარკვიე, რომ სპეციალურ ფიცარზე და სპეციალურ წებოზე ბოლო თვეში უკვე მესამე ვირთხა/თაგვი/წრუწუნა დაწეპებულა. პატარა იყო და დიდი კუდი ჰქონდა, წრიპინებდა რომ მიუახლოვდებოდი. ერთი ხანობა შემეცოდა და ვიფიქრე ქვემოთ რომ ჩავალ წებოს მოვაძრობ ჯოხით კუდს და გავუშვებთქო, მაგრამ გზად დავინახე კუდი ცოტა მოგლეჯილ-მოჭმულივით ჰქონდა, თან ძალიან დიდი კუდის პატრონი იყო, საშინელი მოზრდილი ვირთხის ასოციაცია გამოიწვია, აღარ შემეცოდა და ნაგვის ყუდსი ჩავუძახე ფიცარზე დაწეპებულს.

ექიმმა მალოდინა, შეპირებულის მიუხედავად უნაკეტოდ ვიჩალიჩებთო, ანკეტა მაინც გამახსნევინეს. თუმცა იქამდე ისევ ლინზას მტენიდნენ ძვირად და რო არ ვიყიდე გაბრაზდნენ, აქ შენს ანკეტას გავაუქმებთო და მარტო კონსულტაციის ფული გამომართვეს. რა ვქნა, კი გამოიჩინა რაღაც ყურადღება იმ ქალმა, მაგრამ რატომ უნდა მივცე ორმაგზე მეტი ლიზანში?

მეორე ექიმმა თავიდან ცივად მიმიღო, ანკეტაც გამახსნევინა და 50 ლარში ჩავეტევითო შემპირდა. მერე გამოკვლევებზე გამიშვა. სხვათა სორის სინათლე არ იყო რაღაც პერიოდი, გენერატორზე მუშაობდნენ. ნუ იქ იყო ერთი საცოდაობა, რაღაცეებს რომ მაკეთებინებდნენ, მე ულინზებოთ ძლივს რომ ვმოძრაობდი და ტექსტები – ახალგაზრდა ბიჭს ამხელა მინუსი როგორ გაქვს, რა საცოდაობაა… და ასე შემდეგ. ეს კაი დრამატული კინოს მომენტებია და იმისთვის შემოვინახავ. ერთმა ექიმმა რაღაც დანადგარი ისეთ სიდიდეზე დააყენა, რომ მერე ძლივს გადააწყო უკან, ამხელა მინუსის გასინჯვა როგორც წესი არ მიწევსო 😀

მას მერე რაც ჩავეტიეთ შეპირებულ 50 ლარში და მიუხედავად რამდენიმე გამოკვლევისა 49 გადავიხადე. იმ ქალს ვუთხარი რომ ჩემი მეზობელი იყო. ცოტა მოთბა. ბევრი იწვალა რაღაც ფანრიანი ჯოხით სანამ თვალში მიყურებდა, ამხელა მინუსზე ძნელია ძალიანო იმანაც გაიმეორა და მეც ვიწვალე, თვალს ვერ ვაჩერებდი დიდ ხანს. ძლივს დაინახა ფსკერი და გარკვია, რომ სისხლჩაქცევა მაქვს, ფუხსის თუ რაღაცის ლაქას ეძახიანო ამასო.

მოკლედ მარცხენა თვალს სულ დანძრევია, -18დან -20მდეა ასული დაახლოებით, არც მარჯვენაა დიდად ყოჩაღად -15 ყველაზე კაი ვარიანტში. ამ ლაქას საბედნიეროდ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება, რაღაც წამლებს დაგინიშნავ, მაგრამ ამ ასაკში არანაირად არ უნდა გქონდესო. მწვავე მიპოიაო თუ რაღაცა მითხრა.

შეცვლითაც ვერაფერს შევცვლითო, ბადურის გამაგრება გვიან, მაგრამ მაინც გაიკეთე და ამჟამად არ შწირდებაო, ერთადერთი გამოსავალი თვალსი გაფრთხილებააო. ეს კი პირველ რიგში თურმე სიმძიმის არ აწევას მოიცავს. ეს ისედაც ვიცოდი და ფეხბუღთის თამაშისას არც თავს ვურტყამდი და არაფერი, მაგრამ 2-3 კილოც მოქმედებს ალბათ შენზე და სიმძიმე გამორიცხე მაქსიმალურადო. მოკლედ, უბედური რამეა ეს თვალი, ბადურა, ღერძი და ძუძუები.

ხვალ კიდევ ორ გამოკვლევაზე უნდა მივიდე და მერე დამინიშნავს წამლებს. ასევვე უნდა ვკიტხო ფეხბურთი თუ შეიძლება. დალევა მკურნალობის პერიოდში არაო. აი სახლში რომ ტვინს ბურღავდნენ კომპიუტერის ბრალია ყველაფერიო, მაგაზე თქვა არაფერ შუაშია აქ კომპიუტერიო თან შენ აწი ვერაფერს ვეღარ გავნებსო. ორი ვარიანტია ან ტრავმა ან სიმძიმის აწევაო,. რადგან ბოლო დროს როგორც მახსოვს თვალში არაფერი მომხვედრია 😀 ალბათ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ასე ჩაიქცა ის სისხლი თუ რაღაც. ღერძს კი რა ეშველება არ ვიცი.

მერე გამომკითხა რაღაცეები. მეც მოვუყევი. ვახ, ყველაფერი მოგისწრია, სად გეჩქარებოდაო. მეთქი აგერ ვბრმავდები და ვჩქარობმეთქი 😀 😀 არა შვილო რა დაბრმავება, არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ დაბრმავებაზე ნუ ლაპარაკობო.

მოკლედ, ხვალ კიდევ ერთი ფინანსური გაპარსვისა და საბოლოო განაჩენის მოლოდინში ვარ. ჩემი შესავალიც პრინციპში ამით დასრულდა და ახლა გადავალ იმაზე, რისი თქმაც მინდოდა საბოლოო ჯამში…

სამწუხაროდ არის ხალხი, ვისაც შურს ყველაფერი და კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ჩემს გარშემოც არიან ასეთები. კი ბატონო წამიერად მეც შემშურებია, უზრდელი, ბოროტი და სულით მახინჯი ადამიანების, რომლებსაც ვირაცის დანაროვარი ან ნაჩალიჩარი ფული აქვთ, იმათ რატო და მე იმის მეათედი რატომ არათქო. ან წამით ასეთივე ცუდი ტიპების ცხოვრებისეული არნახული წარმატების და ,კრიშებისაც’ შემშურებია, მაგრამ ეს მხოლოდ წამით და ვიღაცის, მით უმეტეს ახლობლის მცირე წარმატება არასდროს შემშურებია და არც არასდროს შეგშურდეთ, მოგიწოდებთ და გირჩევთ 😀 შორიდან ხსირად ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ყველას თავისი გაჭირვება ეყოფა – ისევე როგორც ხსენებულ ცუდ ტიპებს, ის ეყოფათ, რომ ეგეთები არიან.

არიან ადამიანები, ვისაც იმისაც კი შეშურდათ თურმე, რომ ხანდახან ტელევიზორსი ვჩანვარ ან ჩემი ხმა ისმის იქ. არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც ჰგონია, რომ ტელევიზორში თუ გამოჩნდი, ესე იგი მაგარი ხელფასი გაქვს და აწყობილი გაქვს ცხოვრება. არადა ყოველთვის ასე არაა ხალხო… აგერ მაგალითად, საქმესთან მიმაღთებაში ისედაც სასაცილო ხელფასზე შეპირებული ძღინკიანი 100 ლარიც არ მოგვიმატეს, ისევ მოგვატუეს და მოთხოვნები მაღალი აქვთ.

მოკლედ, ზოგიერთის წარმოდგენა სხვანაირია, კომიკური რეალობა კი ასეთი – სხვადასხვა დაწესებულებებში ნასიარულები, აბსოლუტურად უძინარი და ნასვამიც ვმჯდარვარ ეთერსი და ჩეპეც ყოფილა, მაგრამ მსგავსი არ მახსოვს დღეს რომ იყო. როგორც იცით, ყველას თავისი საქმე და თავისი პრობლემები აქვს, სხვა ხშირად არ ახსოვთ, სწორედ ამიტომ, ასე ნახევრადდაბრმავებულ პირობებში წინა დღესაც ვიმუშავე, დღეს კი გადაცემაში სტუმარი უნდა ვყოფილიყავი და ამაზეც ვნერვიულობდი ექიმები მომესწრო. არა რო რამე არ მივიდოდი, მართლა ქვეყანა არ დაიქცეოდა, მაგრამ მაინც…

ჰოდა, ასე გუგებგაფართოებული, ვერ ვხედავდი ვერაფერს გარკვევით, ვერც გადაცემის წამყვანს, ვერც ნაწერსა და ვერც პლაზმას. სამაგიეროდ, გაღიმებული ვლაპარაკობდი იმაზე თუ რამდენი გოლი გავა იამაიკა-კოსტა რიკის შეხვედრაში და მოუგებს თუ ვერა ალბანეთი მაკედონიას. სადღაც შორს კი მიტრიალებდა აზრები იმის შესახებ, მაგალითად 5 წლის მერე რა მდგომარეობა მექნება და მოიგონებენ თუ არა ექიმები რამე ისეთს, ბოლომდე რო მოგვარდეს მსგავსი პრობლემები თვალთან… ვიღაცას კი შეხედავდა და90%-თ ვერც მიხვდებოდა რა ხდება ან იფიქრებდა რას უგავს თვალები, კაიფში ხომ არ არის ესო 😀 მოკლედ, ხალხო ხშირად რომ გგონიათ, ეგრე არ არის.

ვგავდი ფსევდოინტელექტუალს, რომელიც ხელოვნებაზე საუბრობს და სადრაც განუსაზღვრელ სივრცეში იყურება 😀 სინამდვილეში კი ჩემი ასეთი მზერის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ ვერაფერს ვხედავდი 😀 და ღიმილით კი სულ მეღიმება, მით უმეტეს, როცა ისეთ სასიამოვნო თემაზე ვლაპარაკობ, როგორიც ფეხბურთია.

მორალი კი ის არის რომ… ცხოვრება მშვენიერია! ეს არისსიბრმავეში დანახული ჭეშმარიტება – გადაცემის დასრულების შემდეგ, რაღაც საქმეზე რომ წავედი, გუგები ცოტა რომ დაწყნარდნენ და სულ ოდნავ გამოვიხედე თვალში, პირველი რაც ტრანსპორტიდან დავინახე მრავალნალანძღი მტკვარი გახლდათ, რომელსაც გახუნებული ფოთლებით შემოსილი ხეები გადაჰყურებდნენ და რაოდენ ამაღელვებლად და ,პროფილურადაც’ არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, თბილისის სევდიანი ფერების შემყურე, კიდევ ერთხელ გულწრფელად დავრწმუნდი, რომ… ცხოვრება მშვენიერია. ასეთ დროს უფრო და უფრო მყარად ვრწმუნდები ხოლმე ამ მართლაც მარტივ და გენიალურ ჭეშმარიტებაში.

ახლა კი ამ ვარაუდით და ცალი თვალით დაწერილს ვასრულებ, სეცდომები მაპატიეთ, მერე გავასწორებ უკეთ რომ გამოვიხედები თვალში 😀 და წავედი  გადაცემისთვის გაკეთებულ გრიმს მოვიშორებ, მსახიობივით.

პ.ს.
რაც უნდა მელაპარაკა გადაცემაში, ზეპირად მქონდა დამახსოვრებული და ერთი-ორჯერ მაინც დამჭირდა რაღაცაზე ჩახედვა, მაგრამ ამაოდ ჩავიხედე… აი ბოლოსკენ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა, სულ ოდნავ და რა ბედნიერი ვიყავი თქვენ არ იცით, იამაიკა-კოსტა რიკა რომ ამოვიკითხე გაჭირვებით 😀

პ.პ.ს.
მეთქი 3D-ზე კინოში ახლა ერთადერთი თუ რამეზე წავალ ხერხი იქნებათქო და ველოდები(ველოდებოდი), მაგრამ რად მინდა კინო, ამჟამად თავად მაქვს თვალში 3D 😀

პ.პ.პ.ს.
ცხოვრებაში 2-3 რამეზე მენანებოდა სულ ფული, აქედან ერთი ტანსაცმელია და მეორე, იმ ადამიანებისთვის გადახდა, რომლებმაც რაღაცა ცუდი უნდა გიტხრან(ანუ ექიმები :D). ვიცი, რომ დიდად სწორი არცერთი არაა, მაგრამ რა ვქნა 😀

Written by 1myway1

ნოემბერი 16, 2010 at 2:07 PM

Posted in Uncategorized

რონალდუ თუ მესი?

with 47 comments

ახლა საჭიროდ ვთვლი ამ მცირე წინასიტყვაობას – როცა ამ პოსტს ვწერდი მაშინვე ვაღიარებდი მესის უპირატესობას, როგორც ტალანტის(მაგრამ მარტო ტალანტზე რომ იყოს ფეხბურთში…). თუმცა ვაღიარებ იმასაც, რომ მაშინ ვერ წარმომედგინა თუ ასე ,ტოტალური ფეხბურთივით'(ირონია 2012 წლის ევროზე) ჩაისვრიდა რონალდუ. პიარი და შავი პიარი ისეთი რამეა და სტერეოტიპები, რომ ერთხელ თუ გავარდა, ძნელია მერე შეცვალო. ამიტომ მესი ყოველთვის ხალხის საყვარელ ბიჭუნად დარჩება და რეალურად როგორც ტალანტი ბევრად სჯობია კიდეც რონალდუს. რონალდუს, რომელიც ძალიან დიდი ფეხბურთელია და არ გაუმართლა რომ მესის ეპიოქაში(მესის კი პირიქით ძალიან გაუმართლა). რონალდუს, რომელსაც ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და ტყუილად ეზიზღებათ, მაგრამ ,ქერტლიანი’ ჯერ კიდევ ფაფხურობს. მესი რა… მესი გენიაა… მაგრამ რჩება ყბადაღებული ნაკრების თემა და ეს ყბა ვერაფრით ვერ დაიხურება, სანამ მესი ნაკრებში რამეს არ გვიჩვენებს.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ როდის არის დაწერილი პოსტი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ელ კლასიკოები. მესის ზეობა. რეალში გიჟურად ათამაშებული რონალდუ(შემ,ადგენლობამ მისცა საშუალება – მანჩესტერში რეალურად მარტო იყო, არ დაგვავიწყდეს 😉 ) და ასე შემდეგ.

მოკლედ, რონალდუმ ბრძოლა წააგო. თუმცა რამდენიმე ნიუანსი კიდევ რჩება.
თავისთავად პოსტი მშვენიერია

მაშინ როცა ჰონდურასის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა ჩამორჩენილი გურჯები ისევ იმაზე კამათობდნენ მარადონა ჯობია თუ პელე. ეს უეინ რუნების დატოლება მე ძალიან არ მიყვარს და უაზრო კამათად მიმაჩნია. თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ ისიც, რომ ფეხბურთი უაზრო კამათის გარეშეც არ არსებობს, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და სხვანაირად არ შეიძლება. პირადად მე პელესაც და მარადონასაც დი სტეფანო, პუშკაში, პლატინი, ბეკენბაუერი, ზიდანი და ბაჯო მირჩევნია. თუმცა იმდენი ობიექტურობა მყოფნის, რომ ვაღიარო მათი სიდიადე, მაგრამ ჩემთვის დიდი სხვაობა არ არის ამ ფეხბურთელებს შორის და ჩემი უფლებაა რჩეული ავირჩიო. განა რამე სჯობია პუშკაშის გადავარცხნილ თმებსა და დახვეწილობას? თუ დი სტეფანოს სიცბიერე და არანაკლებ რთული გზაა რამით ნაკლები? ან იქნებ კაიზერ ფრანცი, ფეხბურთის კლინტ ისტვუდი არ არის დასაფასებელი? ვინ სჯობდა მიშელ პლატინის დახვეწილი, ტონკი ფეხბურთით? რობი ბაჯოს არამქვეყნიური თამაში? ან ზიზუ, ტექნიკით, გადამწყვეტი გოლებით… მე არც ტლუ პელე მიყვარს და არც არამქვეყნიურად მაგარი, მაგრამ დაქნეული მარადონა. ჩემი ლოთი მანე გარინჩა მირჩევნია ორივეს. რომ არაფერი ვთქვათ უგენიალურეს ჯორჯ ბესტზე 🙂 თუმცა როგორც გითხარით მცირედი ობიექტურობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ ხოლმე.

დღეს და ბოლო წლებში აქტუალურია კითხვა მესი თუ რონალდუ? დავიწყოთ იმით, რომ როცა სეზონნახევრიან რონალდინიოს უკვე ზიდანზე წინ აყენებდნენ და მარადონას უტოლებდნენ, გულიანად ვიცინოდი. ახლაც ამ აზრზე ვარ, ჯერ ადრეა საუბარი მესისა და რონალდუს სიადიადეზე, მათ ბევრი აქვთ წინ და დროს უნდა გაუძლონ. თან ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელის გამოვლენისას რაღაც კრიტერიუმები ხომ არსებობს? პორტუგალია კიდევ ხო და კაცი როცა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ხარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფერს იზამ, გოლსაც რომ ვერ გაიტან, ჯერ ძალიან ადრეა შენს სიდიადეზე საუბარი… არ მინდა ახლა რიჟა ბაზარი მწვრთნელმა იქ დააყენა და აქ დააყენა, სადაც არ უნდა დაგაყენოს, მეტი უნდა გააკეთო, რადგან შენ ხარ ,სვაბოდნი ხუდოჟნიკი’, მაშინაც კი, როცა შენი მწვრთნელი, შენთვის ღმერთი მარადონაა.

ნაკრების პოტენციალიდან გამომდინარე, ცოტა ნაკლები მოეთხოვება რონალდუს, მაგრამ ის რაც მან მსოფლიოზე გააკეთა, არანაკლებ საკრიტიკოა. თითქოს არ უნდოდა თამაში. რუსის ნაშას ხერხავდა თუ უხასიათოდ იყო, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ფაქტია ჩააგდო მუნდიალი კრიშტიმ.

ოქროს ბურთი, რომელიც ბოლო წლებში ცოტა გაპაპსავებული იყო, მაგრამ მაინც დიდი ძალა ჰქონდა სანამ ფიფას სისულელეს შეურეთდებოდა, ორივემ მოიგო. რონალდუმ ეს პირველმა მოახერხა და მომკალით და უფრო დამსახურებული იყო მისი ეს ჯილდო, ვიდრე მესის, მიუხედავად, რომ კონკურენცია რონალდუს წელს უფრო დიდი იყო(სწორედ ამაშია საქმე 😉 ).

ვისაც არ უნდა ვქომაგობდეთ, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ უშუალოდ ბუნებრივი ნიჭი და წმინდა ტექნიკური დახვეწილობა მესის უფრო შთამბეჭდავი აქვს(იტალიური სისხლი ურევია მაინც :D). ადგილზე შეუძლია 4 კაცი მოატყუოს, თავისი პატარა ფეხი არამქვეყნიურად ნაზად მოუსვას ბურთს და საოცარი ტრაექტორია მისცეს. პორტუგალიელის პლუსები სხვა რამეშია, სწრაფია, ფიზიკურად უფრო ძლიერია, დრიბლინგი არანაკლები აქვს და სახასიათო ფინტებით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტია და ტანჩიაა, თავით თუ საშუალება მიეცა მესი არასდროს დაგაღალატებს. თუმცა თავით რონალდუ უფრო მკვლელია. როგორც ასეთი ჯარიმების ოსტატად მე არცერთი მიმაჩნია, მაგრამ რონალდუმ უკეთ ისწავლა და ძალიან სახიფათოც გახდა. პასი მესისი სჯობია, დახვეწილობით, დარტყმა რონალდუსი მირჩევნია. ერთი სიტყვით, ძალიან თანაბარი სიტუაციაა პირადად ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ბრმა უნდა იყო, რომ სიტონკით მესის უპირატესობა ვერ დაინახო.

მაგრამ… აქ არის ერთი დიდი მაგრამ. სიტყვაზე დენის ბერხკამპზე დახვეწილი ფეხბურთელი ბევრი იყო? არა, მაგრამ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, დენისა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კიდევ ერთხელ – არა. ჩვენი გიო ქინქლაძე, ტექნიკით, ნიჭითა და დახვეწილობით ძალიან ბევრ დიდ ვარსკვლავს სჯობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დარჩა და ყველამ კარგად ვიცით რატომ.

მივედით, მთავართან – ხასიათი. ხასიათი რამდენიმე კუთხით შეგვიძლია გავიგოთ. ოღონდ რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ხასიათში, იმაში შევთანხმდეთ, რომ გურჯული ფრაზა – რაში მაინტერესებს როგორია, მთავარია ფეხბურთი ითამაშოს კარგად – არ გვინდა. უნდა გაინტერესებდეს, რადგან ხასიათი ყოველთვის განაპირობებს ფეხბურთელის თამაშს, რაღაც დოზით მაინც. ზოგს ხულიგნობა და აგრესია უხდება, ზოგს კი ღუპავს. ზოგს სიდინჯე და სიმშვიდე უხდება, ზოგს კი ღუპავს…

ვიღაცეებს(გურჯებს ახასიათებთ ასეთი მარაზმები) რონალდუ იმიტომ არ უყვართ, რომ თურმე ,პიჟონია’. მოდი ჯერ რომელიმე იყოს მისნაირი ,პიჟონი’ და მერე, გააკრიტიკოს. ისინი ბექჰემსაც მანეკენს ეძახდნენ, კაცს რომელსაც არაადამიანური პასი ჰქონდა და ბოლო ათწლეულებში უნიჭო ინგლისს მასზე ,კლასნი’ მოთამაშე არ ჰყოლია. გურჯებმა ვერ გაიგეს, რომ თუ ადამიანს უხდება ,პიჟონობა’, მარიაჟობა და პრანჭვა, პირიქით, ეს კარგიცაა და ეს სიტყვები მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს 🙂 არა, გინდა თუ არა იბოღმებიან და ითხოვენ, რომ ყველა კანტონასნაირად აწეული საყელოთი გავიდეს მინდორზე და წიხლები იქნიოს ან რუნისნაირად დაღმეჭილი სიფათით ითამაშოს, მეტოქეებს ფეხებშუა აბიჯოს და დედა იგინოს ან როი კინივით ძალით დააშავოს მეტოქეები ან გატუზოსავით იცხოველოს. არა ჩემო ძვირფასო გურჯებო, თქვენ ისევ ცდებით, ასე არ არის ეს ცხოვრება, რო განათდება ეგებ გაიგოთ. უხდება ეს პიჟონობა ამ რონალდუს და ნუ შეე^ით.

არანაირად არ მოუხდებოდა მარიაჟობა მესის, არ ზის მის ბუნებაში და ამის გამო, ძალიან სიმპათიით ვარ ამ ფეხბურთელისადმი, მაგრამ თქვენ არ გესმით, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა 😉 მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მას ქარიზმას სძენს, ქარიზმის გარეშე კი ჭეშმარიტად დიადი ვერ გახდები, რაც არ უნდა ტექნიკური ფორა გქონდეს…

საქმე ის არის, რომ მესის ხასიათი, მისი პლუსიც არის და მინუსიც. ერთადერთი რაც ამ მოთამაშეს აკლია ქარიზმაა. ოღონდ, ეს ერთადერთი ,ცოტა’ არ გეგონოთ 🙂 ფეხბურთელის წარმატებულ კარიერაში 40% მაინც ქარიზმის წყალობაა, ვისაც ასე არ ჰგონია, გაიზრდება და მიხვდება. ამიტომ, მე აქედანვე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ მესი მარადონა ვერასდროს გახდება, რადგან იმის მეათედი ქარიზმაც არ აქვს. ხოლო თუ ოდესმე მოეშვებიან ყველას მარადონასთან შედარებას, მაშინ ეშველება არგენტინას 🙂

ამით მე იმას არ ვამბობ, რომ უკვე დიდი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ჭეშმარიტად დიადი ვერასდროს გახდება… ვაცალოთ და ვნახოთ, მთავარი გამოცდა მას ალბათ მაშინ ექნება, როცა წესით კარიერის პიკში უნდა იყოს, თუ არ ვცდები, 27 წლის ასაკში უწევს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლა… ხვდებით რამხელა ამბავია? 🙂 თუ ნაკრებში რამეს არ იზამს მნიშვნელოვანს, უნდა დაივიწყოს რუნების დატოლება, ისედაც არამგონია დიდი უეინი ჰქონდეს… მარტო მარადონას გოლების ნახვა და ხეტაფესთან მათი გამეორების მცდელობა(ხელით რო გაიტანა სამარცხვინო იყო), არ უშველის.

რასაც უგებს არსენალით რონალდუს, ორ იმდენს ქარიზმაში აგებს და ეს მნიშვნელოვანია. ოღონდ, ამით არც იმას ვამბობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მესის ჯობია. არა, რა სისულელეა, მაგრამ მესისაც გადაჭრით წინ ვერ დავაყენებდი. ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, სტაბილურობა და სხვადასხვა კრიტერიუმები ბევრს ნიშნავს ძალიან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რონალდუ უფრო მეტ პოზიციაზე თამაშობს ერთობლივი წარმატებით და ვნახოთ როგორ გააგრძელებს კრიშტიანა, გადაახტება თუ არა საკუთარ თავს, რაც ძნელი იქნება…

ერთხელ რონალდუ საკუთარ თავს უკვე გადაახტა. მადეირელი ღარიბი ბიჭი, გაცვეთილი ბურთით ტალახში თამაშობდა და დღეს ერთ-ერთიო ყველაზე აღიარებული, ძვირადღირებული და გამორჩეული ადმიანია. თქვენ კი ამ ბიჭს, რომელსაც უღარიბესი და ურთულესი გზა ჰქონდა და თავისი ნიჭით მიაღწია ყველაფერს, ეუბნებით რომ სარკის წინ თმა არ დაიყენოს? მით უმეტეს როცა უხდება? ძალიან სხვაგან ხართ მეგობრებო და ძალიან ცდებით. ამ უტვინო ბიჭის ძალა, სწორედ ამ ქარიზმაში და ,პიჟონობაშია’ პირველ რიგში.

მესი აბსოლუტურად სხვაა, მას რაც ბუნებრივად მოსდგამს იმას მიჰყვება ბოლომდე. ბავშვობიდან თბილად გაიზარდა ბარსელონას ინკუბატორში და ცოტა შეზღუდულიცაა ხასიათის მხრივ. დინჯი და არა რონალდოს სტილის, მაგრამ ასევე კაი ტიპია. ოღონდ ეს სიდინჯე და თბილი ბავშვობა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის? დიდი ეჭვი მაქვს რომ კი. რას ვიზამთ, მესის ხასიათს აწი ვეღარ შვეცვლით და ვნახოთ ამ თავისი მართლაც საოცარი ნიჭით თუ გაქაჩავს ბოლომდე.

ერთი ფაქტორიცაა, რონალდუმ მათხოვარი მანჩესტერი ათრია(არ დამიწყოთ ახლა რუნიც იყო, და სისულელეები, იმ გუნდში მთავარი კრიშტიანა გახლდათ). ახლა ბოლო წლებში დათარსულ რეალშიც ბრწყინავს(მადლობა მეროე გენისოსს – ჟოზეს). MU-ში განსაკუთრებით, ისეთი ოსტატები არ ჰყოლია გვერდზე, როგორებიც ისევ სითბოში მყოფ მესის ჰყავდა ბარსაში… თქვენ დაიგინებით, რომ მესი ბარსას გარდა სადმე სხვაგან ისეთივე ფეხბურთს ითამაშებს? მე ვერა… თუმცა ეს მესის არ აკნინებს, უბრალოდ რაღაც ფაქტორს უსვამს ხაზს.

ისიც ვთქვათ, რომ მესი ცოტა უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ნუ ეს მისი საყვარელი გუნდისგანაც გამომდინარეობს. რონალდუ კი უფრო ნაგლი და თამაშის ,საკუთარ თავზე ამღებია’. გარანტიას გაძლევთ, რომ ჰარმონიულობითა და დახვეწილობით რონალდუ ვერასდროს აჯობებს მესის. თუმცა იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ რონალდუ ვერასდროს ვერ გახდება ჯამში მესიზე დიდი მოთამაშე 🙂 ამას დრო გვიჩვენებს.

და სიმულანტობაზე და სისულელებზე საუბარი არ გვინდა. ჯერ ერთი სამხრეთელი ხალხის სისხლში ზის ეს და ვერ შევცვლით ამ ფაქტს. მერე მეორე პორტუგალიელები ამის პირველი ოსტატები არიან, მაგრამ რონალდუს მაინც ზედმეტს აბრალებენ, მერწმუნეთ. მესამე, გინდა არ გინდა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია – რონალდუ მგელია, მესი ცხვარი, ვისი სჯობია, ცალკე თემაა. მეოთხე, მესი კი არის ცხვარი, მაგრამ სიმულანტობის ამბავში მთლად მამა აბრამის ბატკანი არ გახლავთ(აქაც ეს იტალიური სისიხლი 😀 ან იტალია და არგენტინა რამ გაყო, მაგ საკითხშიც) და საერთოდ სიმულანტობა ბოლო დროს ბარსაში რომ იციან, ვითომ უწმინდეს და უნეტარეს გუნდში, ეგეთი უნდა 😀 :სარწყავი სისტემა: 🙂

ერთი სიტყვით, ვაღიარებ მესის დახვეწილ უპირატესობას და დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, სულ სიმპათიით ვიყავი, იქიდან მოყოლებული როცა მთლად ლაწირაკივე სჯობა ვიღაცეების მიერ უკვე მარადონასთან გატოლებულ რონალდინიოს. თუმცა გულითა და ქარიზმით რონალდუსკენ ვარ. წინ დიდი დროა… 🙂

დაბოლოს, ეს მთელი საუბარი ამის გამო წამოვიწყე და ამის გამო გავაკეთე ამხელა შესავალი. აი ამ არაამქვეყნიურობის გამო, კარგად და ბევრჯერ უყურეთ, გაიხსენეთ ახლახან გამართული მადრიდული დერბი:

აი ამაშია რონალდუს უპირატესობა(გამგებები გაიგებთ 🙂 ). ეს მცირე მონაკვეთი ჩინებულად ასახავს მის ხასიათს, ელეგენატურობას, მარიაჟობას, შესაძლებლობებს… ბარე ბევრ ოთხი კაცის მოტყუებას და ულამაზეს მოჭრილს პასს სჯობია ეს უწყინარი ,პიჟონობა’. დიახ, სჯობია! და არც ბრაზიულიური ზედმეტი ცირკაჩობაა.
ოხ როგორ ცდებიან ის ატლეტიკოს გაღიზიანებული ფეხბურთელები, რონალდუს რო ეჯუჯღუნებიან ამ ეპიზოდში… დაახლოებით ისე, როგორც თქვენ ცდებით რიგ საკითხებში ჩემო გურჯო და დახშული აზროვნების მქონე მეგობრებო 🙂

მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც მშვენიერია.
მე ორივეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას.

და მაინც…

Fორცა იტალია!
Fორცა იუვე!
გრანდე ალე!

პ.ს.
ეს რონალდუს ხასიათში ზის, რონალდუს შეუძლია, მესის კი არა.
მახსენდება ნინელი ჭანკვეტაძის ცეტი პერსონაჟი, მშვენიერი ფილმიდან კუკარაჩა.
ინგა წიკვინა ხმით, რომ ეუბნება კუკარაჩას – ზამთარში ყოველდღე ამდენი და ამდენი ვარდის მოტანა შეგიძლიაო?
– აი მურტალოს კი შეუძლია… 😉

Written by 1myway1

ნოემბერი 10, 2010 at 3:02 PM

ერთი წელია I’m on MY WAY

with 5 comments

Ciao – ას დავიწყე ერთი წლის წინ ანუ 2009 წლის 4 ნოემბერს და ახლაც ამ მშვენიერი იტალიური სიტყვით დავიწყებ ჩემი ბლოგისთვის დაბადებისდღის მილოცვას 🙂 ასევე შევეცდები თავადვე გაგიმარტივოთ საქმე და მიგახვედროთ ყველა დაინტერეებულ მნახველს თუ რა უნდა წაიკიტხოთ ჩემს ბლოგზე და კონკრეტულად რომელი პოსტები დაგაინტერესებთ.

უკვე ერთი წელია I’m on MY WAY და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე მაშინ, არადა განვმეორდები, ბლოგერებს ძალიან დავცინოდი ერთ დროს(ნუ ზოგი ახლაც დასაცინია :D). არადა, ძალიან ძააალიან კარგი რამე ყოფილა 🙂 მით უმეტეს, რომ ვთვლი, რაც მქონდა ჩანაფიქრი, რაღაც კუთხით მაინც განვახორციელე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მაინც არის კმაყოფილი და ინტერესით შემოდის ხოლმე ჩემს ვებ-გვერდზე. ნუ ახლა რაღაც შეკვეთილ პოსტებს რომ არ ვდებ და ჯაან ინფორმაციული, დაპიარებული და სვეტსკი ბლოგების სიაში რომ ვერ შევდივარ დღეში 500 მნახველითა და მაღალი ფსევდორეიტინგით, მე მაპატიეთ. ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა ეს 😀 მთავარი რაოდენობა არ არის ამ შემთხვევაშიც 😉

მთავარი მიზანი ამ პოსტის დაწერისა ის გახლავთ, რომ ერთად მოვუყარო თავი ჩემს ყველა პოსტს და დავახარისხო ისინი. ასევე წარმოგიდგინოთ, რასაკვირველია, პირადად ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესო პოსტები. ეს საჭიროა, რადგან ბევრს შეიძლება ახალი პოსტი არ მოეწონოს და ამის გამო ძველი არ წაიკითხოს ან სულ კინოზე გადააწყდეს პოსტებს და არ აინტერესებდეს ეს კინო, ჩათვალოს რომ ბლოგიც სულ კინოზეა და სხვებს აღარ შეხედოს… მოკლედ ხვდებით მიზეზებს 🙂 მაგალითად, ივნის-ივლისი თითქმის მთლიანად ფეხბურთს მიეძღვნა. აგვისტო სულ კინოს, ვისაც არცერთი აინტერესებს და არც მეორე, სხვა პოსტებს სულ აღარ გადახედავხა. ხოლო როცა იქნება მცირე სტატისტიკა და დახარისხება – ყველაფერი კარგად იქნება 😀

ამ დახარისხებისას ძირითადი კატეგორიები იქნება ,აუცილებლად წასაკითხი’ პოსტები… ნუ აუცილებლად რა, სასურველი, ჩემი აზრით 🙂 კარგი პოსტები, რაც პირველ კატეგორიასთან ახლოსაა და ისე რა პოსტები, რაც მეორე კატეგორიასთანაა ახლოს 😀 ცუდი პოსტები ჩემმს ბლოგზე არ არის 😀 😀 დანარჩენი ჩანახატები, უკვე უშუალოდ თემატიკის მიხედვით იქნება დალაგებული და ასე წარმოგიდგენთ ჩემს ყველა ანუ აქამდე დაწერილ 65 პოსტს.

აუცილებლად წასაკითხი:

ცრემლები, კინო და ფეხბურთი
(ეს ჩემი პირველი შედარებით ზოგადი და ,ჯიგრიანი’ პოსტია, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს. არც სულ ფეხბურთზეა და არც სულ კინოზე, ასეთი ნაწერებით, ავტორის ცოტა მაინც შეცნობაა შესაძლებელი 😉 )

ეჰ, კარლსონ კარლსონ…
(კარგია 🙂 )

არასერიოზული კაცი
(თითქოს არაფერი, მაგრამ გრძნობითაა დაწერილი და გულს ხვდება. მთავარიც ხომ ესაა 🙂 )

ამბავი ბადრი ზარანდიასი
(თავისთავად საინტერესო ფაქტია)

ისტორია X ქალზე ანუ ფათური სამარშრუტო ტაXში
(ამას ვერასდროს დავივიწყებ)

ისტორია ფანჯრიდან დანახული მუშაობისა
(ამასაც ვერ დავივიწყებ)

ვინ არის ნამდვილი ლუზერი?
(კარგი რამეა ნამდვილად, თავს ვიქებ რა 😀 )

მაგარი კაცები
(ერთ-ერთი საუკეთესო)

მე მივხვდი, რომ…
(ეს კი ზოგადად რაც ბლოგებზე წამიკითხავს მათ შორისაც ერთ-ერთი საუკეთესოა 😛 )

მაგარი კაცები 2
(მაგარი კაცების მეორე სერია)

MY WAY (ჩემი ხუთეული)
(ამ დიდებული სიმღერის შექმნის ისტორიაა მოყოლილი. ჩემი აზრით, მოკლედ, საინტერესოდ და სასიამოვნოდ. პლუს ჩემი ვერსიით საუკეთესო შესრულებები)

გოსე მაყანა
(პირველი მოთხრობა ასეთი გამომივიდა :D)

ჩასარეცხები
(კიდევ ერთი ,გაბრაზებული’ პოსტი. ძნელია გურჯისტანში ცხოვრება)

Mr. Bojangles TOP 3
(ასევე მშვენიერი სიმღერის სამი ჩემეული ვერსია და მისი ისტორია)

უჩკუდუ (ანუ სამი ქურდობის ისტორია)
(პირველი შედარებით ვრცელი მოთხრობა, მომწონს)

ვაკე
(გამგებები გაიგებენ, მშვენიერი რამეა)

კარგი

კატერინა და სამი ფერი… კშიშტოფ კიშლოვსკი
(კატერინას ბედი მართლა მაინტერესებს)

ჯიმ ქერის პაროდიები
(იხალისებთ)

Do you like me now? +კინო 2009+
(ჩემთვის ჯიგარს წვავს, ზოგს არ უყვარს და ასე)

წვიმიანი ოცწუთეული
(კაია კაი)

Pagliacci
(ესეც გულზე ხვდება კაცს)

I’m Fucking Matt Damon
(კიდევ ერთი გასართობი)

Caruso…
(მშვენიერია. ეს და პალიაჩი, აუცილებლად წასაკითხებშიც შეიძლებოდა )))) )

მთვრალი აზრები
(მხოლოდ იმიტომ არის აქ და არა აუცილებლებში, რომ მაშინ რასაც ვფიქრობდი ყველაფერი და კარგად ვერ გადმოვეცი)

ისე რა

პოლიტნოსტალგია
(პოლიტნოსტალგია. ვიხსენებთ,ძველ გვარდიას’ და არამარტო)

თმა უნდა შევიჭრა, წვიმს…
(ის არ გამოვიდა რაც მინდოდა, მაგრამ ერთმა-ორმა კაი ადამიანმა გაიგო და მოიწონა, მეც კმაყოფილი ვარ)

პაემანი პირბადით
(ეძღვნება პირბადეების ცნობილ ისტერიას)

ჩემი კინო-კოლექცია
(ცოტა უკეთ მინდოდა, მაგრამ ასეც არა უშავს. არქივია რა)

სამდიპლომიანი ბიჭი და ფეხბურთის ისტორიკოსი
(ნორმა. ყველასთვის არა 😀 )

შეიმს ბონდო ანუ ქართველი ჯეიმს ბონდი
(ბატონი შ ბონდო)

საოცარო სამყარო
(ემოციაზე დაწერილი, უკეთაც შეიძლებოდა. ორი კაი ვიდეო)

კინომოყვარულთათვის

The Mambo Kings ანუ შუშისთვალება არმან ასანტე
(ეს არის პოსტი, რომელითაც შემოვიჭერი ბლოგსივრცეში, გამარჯობის მერე :D)

Il postino
კარგ ფილმზე ნორმალური ჩანახატი)

Becket & Malcolm X
(ორო მშვენიერი კინოს შესახებ ემოციები)

Trainspotting და დომხალი
(ყველა კაი ფილმია, თავის ამბავში)

Inglourious Basterds (2009, 1978)
(ტარანტინოს შედევრი და ორიგინალი ვერსია)

ოსკარი (2010)
(სათაური მეტყველებს ყველაფერზე :D)

post-oscar
(ოსკარის შემდეგ აზრები და ემოციები)

კინო 2009
(2009 წლის გამორჩეული ფილმები, ყველა ვერ ჩავტიე, გამომრჩა ზოგი. მერე რამდენიმე დავამატე, სხვა პოსტში, მაგრამ იქაც გამომრჩა ზოგი :D)

კინომარათონი
აგვისტოს კინომარათონი
(5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კინოთეატრებში ვცხოვრობდი და აგვისტოში დაწერილი 7-ვე პოსტი კინომარათონს ეხება. ცალცალკე აღარ დავაკოპირე)

ყველაზე ფილმიანი ზაფხული

THE /love actually\ END

It’s shite being Scottish! & Post TOP 101
(ესეც კინომარათონის გამოძახილია. ამ პოსტებში წერია რა ფილმებს ვუყურებდი, რა გადამხდა თავს და ა.შ. დღიურივითაა)

ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა
(რა ვიცოდი მაშინ თუ ,ასეთი’ ჩემპიონატი გველოდა)

უგვირგვინო მეფეები

უგვირგვინო მეფეები 2

უგვირგვინო მეფეები 3

უგვირგვინო მეფეები 4
(ეს არის მშვენიერი ,ბლოგრუბრიკა’, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად აღვადგენ 🙂 )

11.06.10-ს მოლოდინი

უცნაური მსოფლიო(2010)

შეცდომებში ვიდეო-გამეორებით დანახული ვიდეო-გამეორება(გარემოება) და ჩიტუნა ბაუტისტა

განდაგანა

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი

2010 წლის მუნდიალი ანუ ტრაგიკომედია
(ყველა ეს პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე და მის გარშემო მომხდარ ამბებზეა. აზრები, შეფასებები, ფაქტები…)

რა? სად? როდის?

რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე)

2 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 2

3 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 3
(ეს არის რსრ-ს მოყვარულთათვის. ოღონდ, ვინც სპორტული და სატელევიზიო რსრ-ს ცხოვრებაში ასე თუ ისე ათქვეფილია და კარგად ერკვევა. ასეთი ხალხისთვის შედევრზეც კი ქაჩავს ეს ჩემი სამი პოსტი 😛 )

ჩემი ტურნირი რსრ-ში
(ეს კი სათამაშო კითხვებია. ჩემი დებიუტი ,მეკითხვეობაში’. ნორმალური ტურნირი გამოვიდა)

პირველი პოსტი

Ciao ))

მაშინვე დაწერილი ჩემს შესახებ – My Way 😀 რაღაცეები კი შეიცვალა მას მერე, ბევრი არაფერი. ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ სიგარეტს აღარ ვეწევი, გადავგდე ბოლო ბოლო.

ამ პოსტისა და ,ჩემს შესახებ’-ის გარდა, 65 ჩანახატი მაქვს. მოკლედ, დაახლოებით 5-5,5 პოსტი გამოდის თვეში. არა უშავს შედეგია. ზუსტად ამ წუთისთვის, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ჩემს ბლოგზე დაფიქსირებულია 13558 შემოსვლა, რაც საშუალოდ, დაახლოებითა და უხეშად, დღეში 37 მნახველს ნიშნავს. კომენტარი მაქვს 502 და აქედან დიდი ნაწილი ჩემი პასუხებია სხვების კომენტებზე.

დაბადებისდღეს გილოცავ https://1myway1.wordpress.com/ და წარმატებებს გისურვებ 😀 🙂

Ciao

Written by 1myway1

ნოემბერი 3, 2010 at 8:32 PM

Posted in Uncategorized

მთვრალი აზრები

with 8 comments

რატომ ხდება რომ ნასვამზე უკეთ გამოდის სექსიც, წერაც და აზროვნებაც. კი ფანტაზიას, თან ჩემნაირი ფანტაზიის მქონდე ადამიანისთვის(არა როგორ შევიქე თავი), უფრო ხსნის სასმელი და ამითაცაა კარგი, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ უნდა იყო. არადა, ნელნელა ვარ… პახმელიაზე უფრო მოდის იდეები, უფრო მოდის სურვილი და ნასვმაზეც უკეთ გამოდის სექსი, ლოთი ვარ? კაი ლოთი? მერე ვინ თქვა რომ ლოთობა ცუდია. ვინც თქვა იმას რა უნდა ველაპარაკო, ცხოვრებისა არაფერი გაეგება.

რატომ გგონია რომ რამდენიმე გოგოს ხანდახან ძალიან ალალად მოსწონხარ ან უყვარხარ და მათთან, კი არა და მასთან რომ იყო ძალიან ხბედნიერი იქნება და შენც კმაყოფილი იქნები, მშვიდად… მაგრამ რატომ არასდროს არ მიგდის გული ასეთ გოგოზე და რატომ ირთულებ კაცი ცხოვრებას? რატომ უყადრებ ვიღაც ,დიშოვკებს’ თავს და რატომ აშლევინებ ნერვებს? ალბათ ამაშიც არის რაღაც. უცნაურები ვართ ადამიანები, ქალი კი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, ძაღლის შემდეგ.
მიყვარს ნეკნები

რატომ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ლადიო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს უეჭველი იუვენტუსის(და იტალიის) ქომაგი იქნებოდა? აი ასე ნაღდად ცოტა რამე ვიცი ამ ქვეყანაზე, როგორც ეს. წარმოუდგენელია ლადო იუვეს ფანი არ იყოს, თან თავგადაკლული. გეცინებათ? ეჰ, აბა თქვენ რა გელაპარაკოთ მართლაც… არ გესმით და აზრიც არ აქვს ახსნას 🙂 ვისაც გესმით, კაი ხალხი ხართ. შეუძლებელია ის გრძნობა, ის ფანატიზმი, ის პატრიოტიზმი, ის ,დუხი’, ის გრძნობა და ის სიყვარული გქონდეს, რაც ლადოს აქვს და სხვა გუნდს ქომაგობდე. ეს ყველაფერი ხომ იუვენტუსია.
სულაც არ ვარ სუბიექტური, გალაკტიონზე ხომ არ ვამბობ ან ვინმე უფრო დიდ პოეტად მიჩნეულზე რამეს, არც მინდა, მე ლადო მინდა, ლადო ჩემია, ჩემი პირველი, როგორც ჩემი იუვე. ლადო თავად არის იუვე, ეს უნდა იგრძნო, ამან ტანში უნდა დაგიაროს… ვეღარ გადმოვცემ.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა…

კაცის გული ისეთია ვით მორევი შავი ზღვისა…

კიდევ ვერ გაიგეთ? 🙂

ფიროსმანის მეგობრებთან

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“

— ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

1940

ფიროსმაზე გამახსენდა. ბაზრობაზე ერთი ტოჩკა გავაძრე ადრე, დისკებს ვყიდულობდი, მათ შორის პორნოებსაც. ახალგაზრდა ბიჭები ყიდდნენ, მგონი უცნაური წარმოშობისა, მთლად ქართველები არა, ერთხელ მაგარი ჩხუბიც მოუვიდათ ვიღაც ფსევდო ფაშისტებთან. ჰოდა, ეს ბიჭები შეიძლება ითქვას ჩემს ხელში გაიზარდნენ. მწვანილებს ვეძახდი(რადგან მწვანილების გამყიდველების გვერდზე იდგნენ თავიდან). დინამოს წინ ვაჭრობდნენ ჯერ ბომჟურად. ოსეთიდან ჩამოქონდათ გასაყიდი ,საქონელი’ როგორც საუბრიდან გავიგე და ერთი პერიოდი რო ჩაიკეტა იქაურობა დარხეული ჰქონდათ. ჯამში კი ბიზნესი ისე ააწყვეს, რომ შენობაში გადავიდნენ და დახეული შარვლებისა და გახეული ფეხსაცმელების ნაცვლად უგემოვნებოდ გაზმანულები იჩითებოდნენ, გაყიდვასაც აღარ კადრულობდნენ, ვირაც გოგო დასვეს. ცოტა თავშიც აუვარდათ, მაგრამ რა იყო ნეტა ასავარდნი. ნუ მე კარგად ვიყავი მათთან. დაჟე ერთხელ პორნო დისკი რომ ავირე ცოლ-ქმარი იყო შემოსული და იმ კაცმა გამომართვა შევხედავო და ცოლმა ისეთი ზიზღით შემომხედა დისკი რომ დაინახა, ახლაც არ დამავიწყდება მისი გამომეტყველება. ჰოდა მოკლედ, ერთ-ერთმა ბიჭმა ერთ დღეს, რომელიც ყველაზე მეტად არ მევასებოდა, აი სუფთა ცარიელი ტიპი იყო, გამოაცხადა გუშინ მაგარი დავთვერითო, მარა იმან გაჭედაო, ფიროსმანის სახით დაგვალევინა კარგი ხალხის და გაჭირვებულეის სადღიგრძელოო, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს, რატომ ჰყავთ ამოჩემებული, ვინ ჩემი ყლე იყო ფიროსმანიო, ნიუდაჩნიკი ლოთიო. სულ ყლეზე არ მკიდიაო? ამას ძალიან გრძნობით ყვებოდა, რავი თავი შევიკავე, გამეცინა, დინჯად გადავათვარიელე დისკები, არადა არცერთისთვის აღარ შემიხედავს რეალურად და იმის მერე იქ არ მივსულვარ.
არა მე იმას კი არ გეუბნებით რომ ფიროსმანის სადღიგრძელო უნდა დალიოთ, თავადაც არ დამილევია მგონი, ახლა რომ დავფიქრდი… მაგრამ…

ერთხელ ბარნოვამ მითხრა დელ პიერომ დიდებულად რომ სცადა ქუსლით თავზე გადაეგდო ბურთი ტოლდოსთვის, დაუკვირდით -ქუსლით თავზე გადაეგდო – ეგრე რატომ დააარტყა ხომ შეეძლო მიეღო და დაერტყა ნორმალურად, უეჭველი გოლი იყო, ასე კიდევ ტოლდომ აუღოო. ტელეფონი დავუკიდე.

რატომ უჩნდებათ ადამიანებს უშნო ამბიციები და რატომ ჰგონიათ თავი მაგარი? ბოლო დროს ბევრი შემძულდა ამის გამო, სამწუხაროა. ბარნოვა არაფერ შუაშია კაცო, ოქრო კაცია.

რატომ ჰგონია ზოგს რომ რადგან წყნარად იქცევი და ზოგჯერ მომთმენი ხარ, ჭკუაში გჯობნის და ბოლომდე უნდა გამოგიყენოს? ვ ტიხამ ბალოტე თუ რაღაცას როგორ ამბობენ რუსები? ეგ არ იციან როგორც ჩანს.

ზოგი ღიმილით უყურებს ხოლმე იმას, ფეხბურთი ცხოვრების წესიათქო რომ ეტყვი. ეგ გართობა და თავის მოტყუებააო. ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა, არ აინტერესებს კაი, მაგრამ შეფასებისა და დაფასების უნარიც რომ არ აქვს. ოხ ლადო ლადო…

ნასვამზე ორმაგად მინდება ხოლმე ეს ლექსი. ერთი მართლა მაგრა მოარტყა მუხრანამ.

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და … მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ … ოჰ …ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არის!-

საბას კაბა დაუსველა რამ?!

– თოვლი არ არის!-

საბას თავი გაუთეთრა რამ ?!

– ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს

– რამ დაასველა?!

-რამ დაათეთრა?!

-რა აკანკალებს?!-

საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!

… მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-

სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.

უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?

საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან…

საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…

მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!

განა დღეს ზუსტად იგივე არ არის?

მძულს ეს ფულიანი მძღნერბიები, თავისი ჯიპებით და მძულს რომ ვხედავ როგორ მოაცლიან ხოლმე სიგარეტს შეფუთვას და პირდაპირ ქუჩაში დააგდებენ, ხელის ელეგანტური მოძრაობით, ვითომ რა მაგარი როჟა ვარო რომ გამოხატავს. დღეს გოგომ დააგდო ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ბილეთი ტროტუარზე და კინაღამ გული ამერია, ისედაც მურტალ პახმელიაზე ვიყავი. აი ეგეთები უნდა დააჯარიმონ, ალალია! მაგრამ ეს მთავრობაც ნერვებს მიშლის უკვე.

ხშირად რა უსამართლოა ცხოვრება, მოყოლაც მეზარება. მაგრამ მაინც – ცხოვრება მშვენიერია! ეს ჭეშმარიტებაა, მარტივი და გენიალური.

სიგარეტზე გამახსენდა, რა დასვენებული ვარ რაც აღრა ვეწევი, რა კარგი ყოფილა. 8 თვე გახდება მალე. ხანდახან კი მომენატრება და მომინდება ძალიან ერთი ღერი, ზოგჯერ არაფერი სჯობია… მაგრამ არ გამოდის ეგრე, ამიტომ, სულ უნდა შეეშვა კაცი, ნაგავია.
აი სასმელს არასდროს შევეშვები, დაე მომკლას.

მიყვარს მე ნოემბერი, მაგრამ უფრო დეკემბერი. მალე უკვე 26 წლის გავხდები ტო

FORZA JUVE!

Written by 1myway1

ნოემბერი 2, 2010 at 5:09 PM