1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მთვრალი აზრები

with 8 comments

რატომ ხდება რომ ნასვამზე უკეთ გამოდის სექსიც, წერაც და აზროვნებაც. კი ფანტაზიას, თან ჩემნაირი ფანტაზიის მქონდე ადამიანისთვის(არა როგორ შევიქე თავი), უფრო ხსნის სასმელი და ამითაცაა კარგი, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ უნდა იყო. არადა, ნელნელა ვარ… პახმელიაზე უფრო მოდის იდეები, უფრო მოდის სურვილი და ნასვმაზეც უკეთ გამოდის სექსი, ლოთი ვარ? კაი ლოთი? მერე ვინ თქვა რომ ლოთობა ცუდია. ვინც თქვა იმას რა უნდა ველაპარაკო, ცხოვრებისა არაფერი გაეგება.

რატომ გგონია რომ რამდენიმე გოგოს ხანდახან ძალიან ალალად მოსწონხარ ან უყვარხარ და მათთან, კი არა და მასთან რომ იყო ძალიან ხბედნიერი იქნება და შენც კმაყოფილი იქნები, მშვიდად… მაგრამ რატომ არასდროს არ მიგდის გული ასეთ გოგოზე და რატომ ირთულებ კაცი ცხოვრებას? რატომ უყადრებ ვიღაც ,დიშოვკებს’ თავს და რატომ აშლევინებ ნერვებს? ალბათ ამაშიც არის რაღაც. უცნაურები ვართ ადამიანები, ქალი კი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, ძაღლის შემდეგ.
მიყვარს ნეკნები

რატომ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ლადიო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს უეჭველი იუვენტუსის(და იტალიის) ქომაგი იქნებოდა? აი ასე ნაღდად ცოტა რამე ვიცი ამ ქვეყანაზე, როგორც ეს. წარმოუდგენელია ლადო იუვეს ფანი არ იყოს, თან თავგადაკლული. გეცინებათ? ეჰ, აბა თქვენ რა გელაპარაკოთ მართლაც… არ გესმით და აზრიც არ აქვს ახსნას🙂 ვისაც გესმით, კაი ხალხი ხართ. შეუძლებელია ის გრძნობა, ის ფანატიზმი, ის პატრიოტიზმი, ის ,დუხი’, ის გრძნობა და ის სიყვარული გქონდეს, რაც ლადოს აქვს და სხვა გუნდს ქომაგობდე. ეს ყველაფერი ხომ იუვენტუსია.
სულაც არ ვარ სუბიექტური, გალაკტიონზე ხომ არ ვამბობ ან ვინმე უფრო დიდ პოეტად მიჩნეულზე რამეს, არც მინდა, მე ლადო მინდა, ლადო ჩემია, ჩემი პირველი, როგორც ჩემი იუვე. ლადო თავად არის იუვე, ეს უნდა იგრძნო, ამან ტანში უნდა დაგიაროს… ვეღარ გადმოვცემ.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა…

კაცის გული ისეთია ვით მორევი შავი ზღვისა…

კიდევ ვერ გაიგეთ?🙂

ფიროსმანის მეგობრებთან

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“

— ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

1940

ფიროსმაზე გამახსენდა. ბაზრობაზე ერთი ტოჩკა გავაძრე ადრე, დისკებს ვყიდულობდი, მათ შორის პორნოებსაც. ახალგაზრდა ბიჭები ყიდდნენ, მგონი უცნაური წარმოშობისა, მთლად ქართველები არა, ერთხელ მაგარი ჩხუბიც მოუვიდათ ვიღაც ფსევდო ფაშისტებთან. ჰოდა, ეს ბიჭები შეიძლება ითქვას ჩემს ხელში გაიზარდნენ. მწვანილებს ვეძახდი(რადგან მწვანილების გამყიდველების გვერდზე იდგნენ თავიდან). დინამოს წინ ვაჭრობდნენ ჯერ ბომჟურად. ოსეთიდან ჩამოქონდათ გასაყიდი ,საქონელი’ როგორც საუბრიდან გავიგე და ერთი პერიოდი რო ჩაიკეტა იქაურობა დარხეული ჰქონდათ. ჯამში კი ბიზნესი ისე ააწყვეს, რომ შენობაში გადავიდნენ და დახეული შარვლებისა და გახეული ფეხსაცმელების ნაცვლად უგემოვნებოდ გაზმანულები იჩითებოდნენ, გაყიდვასაც აღარ კადრულობდნენ, ვირაც გოგო დასვეს. ცოტა თავშიც აუვარდათ, მაგრამ რა იყო ნეტა ასავარდნი. ნუ მე კარგად ვიყავი მათთან. დაჟე ერთხელ პორნო დისკი რომ ავირე ცოლ-ქმარი იყო შემოსული და იმ კაცმა გამომართვა შევხედავო და ცოლმა ისეთი ზიზღით შემომხედა დისკი რომ დაინახა, ახლაც არ დამავიწყდება მისი გამომეტყველება. ჰოდა მოკლედ, ერთ-ერთმა ბიჭმა ერთ დღეს, რომელიც ყველაზე მეტად არ მევასებოდა, აი სუფთა ცარიელი ტიპი იყო, გამოაცხადა გუშინ მაგარი დავთვერითო, მარა იმან გაჭედაო, ფიროსმანის სახით დაგვალევინა კარგი ხალხის და გაჭირვებულეის სადღიგრძელოო, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს, რატომ ჰყავთ ამოჩემებული, ვინ ჩემი ყლე იყო ფიროსმანიო, ნიუდაჩნიკი ლოთიო. სულ ყლეზე არ მკიდიაო? ამას ძალიან გრძნობით ყვებოდა, რავი თავი შევიკავე, გამეცინა, დინჯად გადავათვარიელე დისკები, არადა არცერთისთვის აღარ შემიხედავს რეალურად და იმის მერე იქ არ მივსულვარ.
არა მე იმას კი არ გეუბნებით რომ ფიროსმანის სადღიგრძელო უნდა დალიოთ, თავადაც არ დამილევია მგონი, ახლა რომ დავფიქრდი… მაგრამ…

ერთხელ ბარნოვამ მითხრა დელ პიერომ დიდებულად რომ სცადა ქუსლით თავზე გადაეგდო ბურთი ტოლდოსთვის, დაუკვირდით -ქუსლით თავზე გადაეგდო – ეგრე რატომ დააარტყა ხომ შეეძლო მიეღო და დაერტყა ნორმალურად, უეჭველი გოლი იყო, ასე კიდევ ტოლდომ აუღოო. ტელეფონი დავუკიდე.

რატომ უჩნდებათ ადამიანებს უშნო ამბიციები და რატომ ჰგონიათ თავი მაგარი? ბოლო დროს ბევრი შემძულდა ამის გამო, სამწუხაროა. ბარნოვა არაფერ შუაშია კაცო, ოქრო კაცია.

რატომ ჰგონია ზოგს რომ რადგან წყნარად იქცევი და ზოგჯერ მომთმენი ხარ, ჭკუაში გჯობნის და ბოლომდე უნდა გამოგიყენოს? ვ ტიხამ ბალოტე თუ რაღაცას როგორ ამბობენ რუსები? ეგ არ იციან როგორც ჩანს.

ზოგი ღიმილით უყურებს ხოლმე იმას, ფეხბურთი ცხოვრების წესიათქო რომ ეტყვი. ეგ გართობა და თავის მოტყუებააო. ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა, არ აინტერესებს კაი, მაგრამ შეფასებისა და დაფასების უნარიც რომ არ აქვს. ოხ ლადო ლადო…

ნასვამზე ორმაგად მინდება ხოლმე ეს ლექსი. ერთი მართლა მაგრა მოარტყა მუხრანამ.

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და … მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ … ოჰ …ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არის!-

საბას კაბა დაუსველა რამ?!

– თოვლი არ არის!-

საბას თავი გაუთეთრა რამ ?!

– ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს

– რამ დაასველა?!

-რამ დაათეთრა?!

-რა აკანკალებს?!-

საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!

… მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-

სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.

უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?

საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან…

საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…

მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!

განა დღეს ზუსტად იგივე არ არის?

მძულს ეს ფულიანი მძღნერბიები, თავისი ჯიპებით და მძულს რომ ვხედავ როგორ მოაცლიან ხოლმე სიგარეტს შეფუთვას და პირდაპირ ქუჩაში დააგდებენ, ხელის ელეგანტური მოძრაობით, ვითომ რა მაგარი როჟა ვარო რომ გამოხატავს. დღეს გოგომ დააგდო ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ბილეთი ტროტუარზე და კინაღამ გული ამერია, ისედაც მურტალ პახმელიაზე ვიყავი. აი ეგეთები უნდა დააჯარიმონ, ალალია! მაგრამ ეს მთავრობაც ნერვებს მიშლის უკვე.

ხშირად რა უსამართლოა ცხოვრება, მოყოლაც მეზარება. მაგრამ მაინც – ცხოვრება მშვენიერია! ეს ჭეშმარიტებაა, მარტივი და გენიალური.

სიგარეტზე გამახსენდა, რა დასვენებული ვარ რაც აღრა ვეწევი, რა კარგი ყოფილა. 8 თვე გახდება მალე. ხანდახან კი მომენატრება და მომინდება ძალიან ერთი ღერი, ზოგჯერ არაფერი სჯობია… მაგრამ არ გამოდის ეგრე, ამიტომ, სულ უნდა შეეშვა კაცი, ნაგავია.
აი სასმელს არასდროს შევეშვები, დაე მომკლას.

მიყვარს მე ნოემბერი, მაგრამ უფრო დეკემბერი. მალე უკვე 26 წლის გავხდები ტო

FORZA JUVE!

Written by 1myway1

November 2, 2010 at 5:09 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მდაა…ნეტა გამეგო ტელეფონის ხმა წუხელ რაა (წუხელ კიარადა დილით)…

    lomski

    November 2, 2010 at 5:21 pm

  2. 😀

    1myway1

    November 2, 2010 at 5:23 pm

  3. მაგრამ ეს მთავრობაც ნერვებს მიშლის უკვე.

    ზნა4იტ არ მეჩვენება და აურიეს ხო ნაღდად? 😦

    პ.ს. გესმის ვოლ. 4

    მეორე

    November 2, 2010 at 7:17 pm

  4. romeli xar shen bolo bolo😀

    1myway1

    November 2, 2010 at 7:44 pm

    • მეორე ვარ კაცო

      მეორე

      November 5, 2010 at 12:19 pm

      • romeli meore, romelic pirvelia tu mesame?

        1myway1

        November 5, 2010 at 4:24 pm

  5. ara seqsi ashkarad fxizelze mirchevnia😀

    skiamakia

    November 4, 2010 at 9:46 pm

  6. getanxmebi😀

    normalurad nasvamzec tavisi mugami aqvs, msmeli kacistvis tan😀

    1myway1

    November 4, 2010 at 9:54 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: