1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ერთი წელია I’m on MY WAY

with 5 comments

Ciao – ას დავიწყე ერთი წლის წინ ანუ 2009 წლის 4 ნოემბერს და ახლაც ამ მშვენიერი იტალიური სიტყვით დავიწყებ ჩემი ბლოგისთვის დაბადებისდღის მილოცვას🙂 ასევე შევეცდები თავადვე გაგიმარტივოთ საქმე და მიგახვედროთ ყველა დაინტერეებულ მნახველს თუ რა უნდა წაიკიტხოთ ჩემს ბლოგზე და კონკრეტულად რომელი პოსტები დაგაინტერესებთ.

უკვე ერთი წელია I’m on MY WAY და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე მაშინ, არადა განვმეორდები, ბლოგერებს ძალიან დავცინოდი ერთ დროს(ნუ ზოგი ახლაც დასაცინია :D). არადა, ძალიან ძააალიან კარგი რამე ყოფილა🙂 მით უმეტეს, რომ ვთვლი, რაც მქონდა ჩანაფიქრი, რაღაც კუთხით მაინც განვახორციელე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მაინც არის კმაყოფილი და ინტერესით შემოდის ხოლმე ჩემს ვებ-გვერდზე. ნუ ახლა რაღაც შეკვეთილ პოსტებს რომ არ ვდებ და ჯაან ინფორმაციული, დაპიარებული და სვეტსკი ბლოგების სიაში რომ ვერ შევდივარ დღეში 500 მნახველითა და მაღალი ფსევდორეიტინგით, მე მაპატიეთ. ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა ეს😀 მთავარი რაოდენობა არ არის ამ შემთხვევაშიც😉

მთავარი მიზანი ამ პოსტის დაწერისა ის გახლავთ, რომ ერთად მოვუყარო თავი ჩემს ყველა პოსტს და დავახარისხო ისინი. ასევე წარმოგიდგინოთ, რასაკვირველია, პირადად ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესო პოსტები. ეს საჭიროა, რადგან ბევრს შეიძლება ახალი პოსტი არ მოეწონოს და ამის გამო ძველი არ წაიკითხოს ან სულ კინოზე გადააწყდეს პოსტებს და არ აინტერესებდეს ეს კინო, ჩათვალოს რომ ბლოგიც სულ კინოზეა და სხვებს აღარ შეხედოს… მოკლედ ხვდებით მიზეზებს🙂 მაგალითად, ივნის-ივლისი თითქმის მთლიანად ფეხბურთს მიეძღვნა. აგვისტო სულ კინოს, ვისაც არცერთი აინტერესებს და არც მეორე, სხვა პოსტებს სულ აღარ გადახედავხა. ხოლო როცა იქნება მცირე სტატისტიკა და დახარისხება – ყველაფერი კარგად იქნება😀

ამ დახარისხებისას ძირითადი კატეგორიები იქნება ,აუცილებლად წასაკითხი’ პოსტები… ნუ აუცილებლად რა, სასურველი, ჩემი აზრით🙂 კარგი პოსტები, რაც პირველ კატეგორიასთან ახლოსაა და ისე რა პოსტები, რაც მეორე კატეგორიასთანაა ახლოს😀 ცუდი პოსტები ჩემმს ბლოგზე არ არის😀😀 დანარჩენი ჩანახატები, უკვე უშუალოდ თემატიკის მიხედვით იქნება დალაგებული და ასე წარმოგიდგენთ ჩემს ყველა ანუ აქამდე დაწერილ 65 პოსტს.

აუცილებლად წასაკითხი:

ცრემლები, კინო და ფეხბურთი
(ეს ჩემი პირველი შედარებით ზოგადი და ,ჯიგრიანი’ პოსტია, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს. არც სულ ფეხბურთზეა და არც სულ კინოზე, ასეთი ნაწერებით, ავტორის ცოტა მაინც შეცნობაა შესაძლებელი😉 )

ეჰ, კარლსონ კარლსონ…
(კარგია🙂 )

არასერიოზული კაცი
(თითქოს არაფერი, მაგრამ გრძნობითაა დაწერილი და გულს ხვდება. მთავარიც ხომ ესაა🙂 )

ამბავი ბადრი ზარანდიასი
(თავისთავად საინტერესო ფაქტია)

ისტორია X ქალზე ანუ ფათური სამარშრუტო ტაXში
(ამას ვერასდროს დავივიწყებ)

ისტორია ფანჯრიდან დანახული მუშაობისა
(ამასაც ვერ დავივიწყებ)

ვინ არის ნამდვილი ლუზერი?
(კარგი რამეა ნამდვილად, თავს ვიქებ რა😀 )

მაგარი კაცები
(ერთ-ერთი საუკეთესო)

მე მივხვდი, რომ…
(ეს კი ზოგადად რაც ბლოგებზე წამიკითხავს მათ შორისაც ერთ-ერთი საუკეთესოა😛 )

მაგარი კაცები 2
(მაგარი კაცების მეორე სერია)

MY WAY (ჩემი ხუთეული)
(ამ დიდებული სიმღერის შექმნის ისტორიაა მოყოლილი. ჩემი აზრით, მოკლედ, საინტერესოდ და სასიამოვნოდ. პლუს ჩემი ვერსიით საუკეთესო შესრულებები)

გოსე მაყანა
(პირველი მოთხრობა ასეთი გამომივიდა :D)

ჩასარეცხები
(კიდევ ერთი ,გაბრაზებული’ პოსტი. ძნელია გურჯისტანში ცხოვრება)

Mr. Bojangles TOP 3
(ასევე მშვენიერი სიმღერის სამი ჩემეული ვერსია და მისი ისტორია)

უჩკუდუ (ანუ სამი ქურდობის ისტორია)
(პირველი შედარებით ვრცელი მოთხრობა, მომწონს)

ვაკე
(გამგებები გაიგებენ, მშვენიერი რამეა)

კარგი

კატერინა და სამი ფერი… კშიშტოფ კიშლოვსკი
(კატერინას ბედი მართლა მაინტერესებს)

ჯიმ ქერის პაროდიები
(იხალისებთ)

Do you like me now? +კინო 2009+
(ჩემთვის ჯიგარს წვავს, ზოგს არ უყვარს და ასე)

წვიმიანი ოცწუთეული
(კაია კაი)

Pagliacci
(ესეც გულზე ხვდება კაცს)

I’m Fucking Matt Damon
(კიდევ ერთი გასართობი)

Caruso…
(მშვენიერია. ეს და პალიაჩი, აუცილებლად წასაკითხებშიც შეიძლებოდა )))) )

მთვრალი აზრები
(მხოლოდ იმიტომ არის აქ და არა აუცილებლებში, რომ მაშინ რასაც ვფიქრობდი ყველაფერი და კარგად ვერ გადმოვეცი)

ისე რა

პოლიტნოსტალგია
(პოლიტნოსტალგია. ვიხსენებთ,ძველ გვარდიას’ და არამარტო)

თმა უნდა შევიჭრა, წვიმს…
(ის არ გამოვიდა რაც მინდოდა, მაგრამ ერთმა-ორმა კაი ადამიანმა გაიგო და მოიწონა, მეც კმაყოფილი ვარ)

პაემანი პირბადით
(ეძღვნება პირბადეების ცნობილ ისტერიას)

ჩემი კინო-კოლექცია
(ცოტა უკეთ მინდოდა, მაგრამ ასეც არა უშავს. არქივია რა)

სამდიპლომიანი ბიჭი და ფეხბურთის ისტორიკოსი
(ნორმა. ყველასთვის არა😀 )

შეიმს ბონდო ანუ ქართველი ჯეიმს ბონდი
(ბატონი შ ბონდო)

საოცარო სამყარო
(ემოციაზე დაწერილი, უკეთაც შეიძლებოდა. ორი კაი ვიდეო)

კინომოყვარულთათვის

The Mambo Kings ანუ შუშისთვალება არმან ასანტე
(ეს არის პოსტი, რომელითაც შემოვიჭერი ბლოგსივრცეში, გამარჯობის მერე :D)

Il postino
კარგ ფილმზე ნორმალური ჩანახატი)

Becket & Malcolm X
(ორო მშვენიერი კინოს შესახებ ემოციები)

Trainspotting და დომხალი
(ყველა კაი ფილმია, თავის ამბავში)

Inglourious Basterds (2009, 1978)
(ტარანტინოს შედევრი და ორიგინალი ვერსია)

ოსკარი (2010)
(სათაური მეტყველებს ყველაფერზე :D)

post-oscar
(ოსკარის შემდეგ აზრები და ემოციები)

კინო 2009
(2009 წლის გამორჩეული ფილმები, ყველა ვერ ჩავტიე, გამომრჩა ზოგი. მერე რამდენიმე დავამატე, სხვა პოსტში, მაგრამ იქაც გამომრჩა ზოგი :D)

კინომარათონი
აგვისტოს კინომარათონი
(5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კინოთეატრებში ვცხოვრობდი და აგვისტოში დაწერილი 7-ვე პოსტი კინომარათონს ეხება. ცალცალკე აღარ დავაკოპირე)

ყველაზე ფილმიანი ზაფხული

THE /love actually\ END

It’s shite being Scottish! & Post TOP 101
(ესეც კინომარათონის გამოძახილია. ამ პოსტებში წერია რა ფილმებს ვუყურებდი, რა გადამხდა თავს და ა.შ. დღიურივითაა)

ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა
(რა ვიცოდი მაშინ თუ ,ასეთი’ ჩემპიონატი გველოდა)

უგვირგვინო მეფეები

უგვირგვინო მეფეები 2

უგვირგვინო მეფეები 3

უგვირგვინო მეფეები 4
(ეს არის მშვენიერი ,ბლოგრუბრიკა’, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად აღვადგენ🙂 )

11.06.10-ს მოლოდინი

უცნაური მსოფლიო(2010)

შეცდომებში ვიდეო-გამეორებით დანახული ვიდეო-გამეორება(გარემოება) და ჩიტუნა ბაუტისტა

განდაგანა

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი

2010 წლის მუნდიალი ანუ ტრაგიკომედია
(ყველა ეს პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე და მის გარშემო მომხდარ ამბებზეა. აზრები, შეფასებები, ფაქტები…)

რა? სად? როდის?

რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე)

2 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 2

3 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 3
(ეს არის რსრ-ს მოყვარულთათვის. ოღონდ, ვინც სპორტული და სატელევიზიო რსრ-ს ცხოვრებაში ასე თუ ისე ათქვეფილია და კარგად ერკვევა. ასეთი ხალხისთვის შედევრზეც კი ქაჩავს ეს ჩემი სამი პოსტი😛 )

ჩემი ტურნირი რსრ-ში
(ეს კი სათამაშო კითხვებია. ჩემი დებიუტი ,მეკითხვეობაში’. ნორმალური ტურნირი გამოვიდა)

პირველი პოსტი

Ciao ))

მაშინვე დაწერილი ჩემს შესახებ – My Way😀 რაღაცეები კი შეიცვალა მას მერე, ბევრი არაფერი. ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ სიგარეტს აღარ ვეწევი, გადავგდე ბოლო ბოლო.

ამ პოსტისა და ,ჩემს შესახებ’-ის გარდა, 65 ჩანახატი მაქვს. მოკლედ, დაახლოებით 5-5,5 პოსტი გამოდის თვეში. არა უშავს შედეგია. ზუსტად ამ წუთისთვის, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ჩემს ბლოგზე დაფიქსირებულია 13558 შემოსვლა, რაც საშუალოდ, დაახლოებითა და უხეშად, დღეში 37 მნახველს ნიშნავს. კომენტარი მაქვს 502 და აქედან დიდი ნაწილი ჩემი პასუხებია სხვების კომენტებზე.

დაბადებისდღეს გილოცავ https://1myway1.wordpress.com/ და წარმატებებს გისურვებ😀🙂

Ciao

Written by 1myway1

November 3, 2010 at 8:32 pm

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბლოგავ დსმა?

    ძებო

    November 3, 2010 at 8:49 pm

  2. გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს:) ესე იგი,უნდა ვთქვა,რომ მე მომწონს შენი ბლოგი. ხანდახან ძალიან,ხანდახან ისე რა,მაგრამ სულ სულ ყოველთვის ვკითხულობ. არადა,ძალიან ცოტა ბლოგს ვკითხულობ და ერთ-ერთი შენია.

    ჩემი საყვარელი პოსტია კატერინა და სამი ფერი.შეიძლება იმიტომ,რომ პირველი ეგ წავიკითხე. წარმატებებს ვუსურვებ მაივეისაც და შენც🙂

    mariefille

    November 3, 2010 at 8:54 pm

  3. haaaaa, zebos komentari yvelaze magaria blogze😀😀😀

    madloba mari🙂

    1myway1

    November 3, 2010 at 8:57 pm

  4. მშვენიერია🙂 ჩემი ბლოგიც ერთი წლისაა, მაგრამ სულ დამავიწყდა აღმენიშნა
    ადრეც დაგიწერე და კიდევ გეტყვი, რომ მომწონს შენი სწრაფად დაწერილი გრძელი პოსტები, რომლებიც თავისდაუნებურად შემომეკუთხება ხოლმე😀
    გილოცავ – you are realy good man and it’s Your Way

    I love my Archilife

    November 3, 2010 at 9:43 pm

  5. დიდი მადლობა, კაქი გოგო ხარ😀🙂

    1myway1

    November 3, 2010 at 9:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: