1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რონალდუ თუ მესი?

with 47 comments

ახლა საჭიროდ ვთვლი ამ მცირე წინასიტყვაობას – როცა ამ პოსტს ვწერდი მაშინვე ვაღიარებდი მესის უპირატესობას, როგორც ტალანტის(მაგრამ მარტო ტალანტზე რომ იყოს ფეხბურთში…). თუმცა ვაღიარებ იმასაც, რომ მაშინ ვერ წარმომედგინა თუ ასე ,ტოტალური ფეხბურთივით'(ირონია 2012 წლის ევროზე) ჩაისვრიდა რონალდუ. პიარი და შავი პიარი ისეთი რამეა და სტერეოტიპები, რომ ერთხელ თუ გავარდა, ძნელია მერე შეცვალო. ამიტომ მესი ყოველთვის ხალხის საყვარელ ბიჭუნად დარჩება და რეალურად როგორც ტალანტი ბევრად სჯობია კიდეც რონალდუს. რონალდუს, რომელიც ძალიან დიდი ფეხბურთელია და არ გაუმართლა რომ მესის ეპიოქაში(მესის კი პირიქით ძალიან გაუმართლა). რონალდუს, რომელსაც ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და ტყუილად ეზიზღებათ, მაგრამ ,ქერტლიანი’ ჯერ კიდევ ფაფხურობს. მესი რა… მესი გენიაა… მაგრამ რჩება ყბადაღებული ნაკრების თემა და ეს ყბა ვერაფრით ვერ დაიხურება, სანამ მესი ნაკრებში რამეს არ გვიჩვენებს.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ როდის არის დაწერილი პოსტი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ელ კლასიკოები. მესის ზეობა. რეალში გიჟურად ათამაშებული რონალდუ(შემ,ადგენლობამ მისცა საშუალება – მანჩესტერში რეალურად მარტო იყო, არ დაგვავიწყდეს😉 ) და ასე შემდეგ.

მოკლედ, რონალდუმ ბრძოლა წააგო. თუმცა რამდენიმე ნიუანსი კიდევ რჩება.
თავისთავად პოსტი მშვენიერია

მაშინ როცა ჰონდურასის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა ჩამორჩენილი გურჯები ისევ იმაზე კამათობდნენ მარადონა ჯობია თუ პელე. ეს უეინ რუნების დატოლება მე ძალიან არ მიყვარს და უაზრო კამათად მიმაჩნია. თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ ისიც, რომ ფეხბურთი უაზრო კამათის გარეშეც არ არსებობს, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და სხვანაირად არ შეიძლება. პირადად მე პელესაც და მარადონასაც დი სტეფანო, პუშკაში, პლატინი, ბეკენბაუერი, ზიდანი და ბაჯო მირჩევნია. თუმცა იმდენი ობიექტურობა მყოფნის, რომ ვაღიარო მათი სიდიადე, მაგრამ ჩემთვის დიდი სხვაობა არ არის ამ ფეხბურთელებს შორის და ჩემი უფლებაა რჩეული ავირჩიო. განა რამე სჯობია პუშკაშის გადავარცხნილ თმებსა და დახვეწილობას? თუ დი სტეფანოს სიცბიერე და არანაკლებ რთული გზაა რამით ნაკლები? ან იქნებ კაიზერ ფრანცი, ფეხბურთის კლინტ ისტვუდი არ არის დასაფასებელი? ვინ სჯობდა მიშელ პლატინის დახვეწილი, ტონკი ფეხბურთით? რობი ბაჯოს არამქვეყნიური თამაში? ან ზიზუ, ტექნიკით, გადამწყვეტი გოლებით… მე არც ტლუ პელე მიყვარს და არც არამქვეყნიურად მაგარი, მაგრამ დაქნეული მარადონა. ჩემი ლოთი მანე გარინჩა მირჩევნია ორივეს. რომ არაფერი ვთქვათ უგენიალურეს ჯორჯ ბესტზე🙂 თუმცა როგორც გითხარით მცირედი ობიექტურობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ ხოლმე.

დღეს და ბოლო წლებში აქტუალურია კითხვა მესი თუ რონალდუ? დავიწყოთ იმით, რომ როცა სეზონნახევრიან რონალდინიოს უკვე ზიდანზე წინ აყენებდნენ და მარადონას უტოლებდნენ, გულიანად ვიცინოდი. ახლაც ამ აზრზე ვარ, ჯერ ადრეა საუბარი მესისა და რონალდუს სიადიადეზე, მათ ბევრი აქვთ წინ და დროს უნდა გაუძლონ. თან ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელის გამოვლენისას რაღაც კრიტერიუმები ხომ არსებობს? პორტუგალია კიდევ ხო და კაცი როცა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ხარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფერს იზამ, გოლსაც რომ ვერ გაიტან, ჯერ ძალიან ადრეა შენს სიდიადეზე საუბარი… არ მინდა ახლა რიჟა ბაზარი მწვრთნელმა იქ დააყენა და აქ დააყენა, სადაც არ უნდა დაგაყენოს, მეტი უნდა გააკეთო, რადგან შენ ხარ ,სვაბოდნი ხუდოჟნიკი’, მაშინაც კი, როცა შენი მწვრთნელი, შენთვის ღმერთი მარადონაა.

ნაკრების პოტენციალიდან გამომდინარე, ცოტა ნაკლები მოეთხოვება რონალდუს, მაგრამ ის რაც მან მსოფლიოზე გააკეთა, არანაკლებ საკრიტიკოა. თითქოს არ უნდოდა თამაში. რუსის ნაშას ხერხავდა თუ უხასიათოდ იყო, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ფაქტია ჩააგდო მუნდიალი კრიშტიმ.

ოქროს ბურთი, რომელიც ბოლო წლებში ცოტა გაპაპსავებული იყო, მაგრამ მაინც დიდი ძალა ჰქონდა სანამ ფიფას სისულელეს შეურეთდებოდა, ორივემ მოიგო. რონალდუმ ეს პირველმა მოახერხა და მომკალით და უფრო დამსახურებული იყო მისი ეს ჯილდო, ვიდრე მესის, მიუხედავად, რომ კონკურენცია რონალდუს წელს უფრო დიდი იყო(სწორედ ამაშია საქმე😉 ).

ვისაც არ უნდა ვქომაგობდეთ, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ უშუალოდ ბუნებრივი ნიჭი და წმინდა ტექნიკური დახვეწილობა მესის უფრო შთამბეჭდავი აქვს(იტალიური სისხლი ურევია მაინც :D). ადგილზე შეუძლია 4 კაცი მოატყუოს, თავისი პატარა ფეხი არამქვეყნიურად ნაზად მოუსვას ბურთს და საოცარი ტრაექტორია მისცეს. პორტუგალიელის პლუსები სხვა რამეშია, სწრაფია, ფიზიკურად უფრო ძლიერია, დრიბლინგი არანაკლები აქვს და სახასიათო ფინტებით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტია და ტანჩიაა, თავით თუ საშუალება მიეცა მესი არასდროს დაგაღალატებს. თუმცა თავით რონალდუ უფრო მკვლელია. როგორც ასეთი ჯარიმების ოსტატად მე არცერთი მიმაჩნია, მაგრამ რონალდუმ უკეთ ისწავლა და ძალიან სახიფათოც გახდა. პასი მესისი სჯობია, დახვეწილობით, დარტყმა რონალდუსი მირჩევნია. ერთი სიტყვით, ძალიან თანაბარი სიტუაციაა პირადად ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ბრმა უნდა იყო, რომ სიტონკით მესის უპირატესობა ვერ დაინახო.

მაგრამ… აქ არის ერთი დიდი მაგრამ. სიტყვაზე დენის ბერხკამპზე დახვეწილი ფეხბურთელი ბევრი იყო? არა, მაგრამ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, დენისა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კიდევ ერთხელ – არა. ჩვენი გიო ქინქლაძე, ტექნიკით, ნიჭითა და დახვეწილობით ძალიან ბევრ დიდ ვარსკვლავს სჯობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დარჩა და ყველამ კარგად ვიცით რატომ.

მივედით, მთავართან – ხასიათი. ხასიათი რამდენიმე კუთხით შეგვიძლია გავიგოთ. ოღონდ რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ხასიათში, იმაში შევთანხმდეთ, რომ გურჯული ფრაზა – რაში მაინტერესებს როგორია, მთავარია ფეხბურთი ითამაშოს კარგად – არ გვინდა. უნდა გაინტერესებდეს, რადგან ხასიათი ყოველთვის განაპირობებს ფეხბურთელის თამაშს, რაღაც დოზით მაინც. ზოგს ხულიგნობა და აგრესია უხდება, ზოგს კი ღუპავს. ზოგს სიდინჯე და სიმშვიდე უხდება, ზოგს კი ღუპავს…

ვიღაცეებს(გურჯებს ახასიათებთ ასეთი მარაზმები) რონალდუ იმიტომ არ უყვართ, რომ თურმე ,პიჟონია’. მოდი ჯერ რომელიმე იყოს მისნაირი ,პიჟონი’ და მერე, გააკრიტიკოს. ისინი ბექჰემსაც მანეკენს ეძახდნენ, კაცს რომელსაც არაადამიანური პასი ჰქონდა და ბოლო ათწლეულებში უნიჭო ინგლისს მასზე ,კლასნი’ მოთამაშე არ ჰყოლია. გურჯებმა ვერ გაიგეს, რომ თუ ადამიანს უხდება ,პიჟონობა’, მარიაჟობა და პრანჭვა, პირიქით, ეს კარგიცაა და ეს სიტყვები მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს🙂 არა, გინდა თუ არა იბოღმებიან და ითხოვენ, რომ ყველა კანტონასნაირად აწეული საყელოთი გავიდეს მინდორზე და წიხლები იქნიოს ან რუნისნაირად დაღმეჭილი სიფათით ითამაშოს, მეტოქეებს ფეხებშუა აბიჯოს და დედა იგინოს ან როი კინივით ძალით დააშავოს მეტოქეები ან გატუზოსავით იცხოველოს. არა ჩემო ძვირფასო გურჯებო, თქვენ ისევ ცდებით, ასე არ არის ეს ცხოვრება, რო განათდება ეგებ გაიგოთ. უხდება ეს პიჟონობა ამ რონალდუს და ნუ შეე^ით.

არანაირად არ მოუხდებოდა მარიაჟობა მესის, არ ზის მის ბუნებაში და ამის გამო, ძალიან სიმპათიით ვარ ამ ფეხბურთელისადმი, მაგრამ თქვენ არ გესმით, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა😉 მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მას ქარიზმას სძენს, ქარიზმის გარეშე კი ჭეშმარიტად დიადი ვერ გახდები, რაც არ უნდა ტექნიკური ფორა გქონდეს…

საქმე ის არის, რომ მესის ხასიათი, მისი პლუსიც არის და მინუსიც. ერთადერთი რაც ამ მოთამაშეს აკლია ქარიზმაა. ოღონდ, ეს ერთადერთი ,ცოტა’ არ გეგონოთ🙂 ფეხბურთელის წარმატებულ კარიერაში 40% მაინც ქარიზმის წყალობაა, ვისაც ასე არ ჰგონია, გაიზრდება და მიხვდება. ამიტომ, მე აქედანვე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ მესი მარადონა ვერასდროს გახდება, რადგან იმის მეათედი ქარიზმაც არ აქვს. ხოლო თუ ოდესმე მოეშვებიან ყველას მარადონასთან შედარებას, მაშინ ეშველება არგენტინას🙂

ამით მე იმას არ ვამბობ, რომ უკვე დიდი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ჭეშმარიტად დიადი ვერასდროს გახდება… ვაცალოთ და ვნახოთ, მთავარი გამოცდა მას ალბათ მაშინ ექნება, როცა წესით კარიერის პიკში უნდა იყოს, თუ არ ვცდები, 27 წლის ასაკში უწევს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლა… ხვდებით რამხელა ამბავია?🙂 თუ ნაკრებში რამეს არ იზამს მნიშვნელოვანს, უნდა დაივიწყოს რუნების დატოლება, ისედაც არამგონია დიდი უეინი ჰქონდეს… მარტო მარადონას გოლების ნახვა და ხეტაფესთან მათი გამეორების მცდელობა(ხელით რო გაიტანა სამარცხვინო იყო), არ უშველის.

რასაც უგებს არსენალით რონალდუს, ორ იმდენს ქარიზმაში აგებს და ეს მნიშვნელოვანია. ოღონდ, ამით არც იმას ვამბობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მესის ჯობია. არა, რა სისულელეა, მაგრამ მესისაც გადაჭრით წინ ვერ დავაყენებდი. ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, სტაბილურობა და სხვადასხვა კრიტერიუმები ბევრს ნიშნავს ძალიან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რონალდუ უფრო მეტ პოზიციაზე თამაშობს ერთობლივი წარმატებით და ვნახოთ როგორ გააგრძელებს კრიშტიანა, გადაახტება თუ არა საკუთარ თავს, რაც ძნელი იქნება…

ერთხელ რონალდუ საკუთარ თავს უკვე გადაახტა. მადეირელი ღარიბი ბიჭი, გაცვეთილი ბურთით ტალახში თამაშობდა და დღეს ერთ-ერთიო ყველაზე აღიარებული, ძვირადღირებული და გამორჩეული ადმიანია. თქვენ კი ამ ბიჭს, რომელსაც უღარიბესი და ურთულესი გზა ჰქონდა და თავისი ნიჭით მიაღწია ყველაფერს, ეუბნებით რომ სარკის წინ თმა არ დაიყენოს? მით უმეტეს როცა უხდება? ძალიან სხვაგან ხართ მეგობრებო და ძალიან ცდებით. ამ უტვინო ბიჭის ძალა, სწორედ ამ ქარიზმაში და ,პიჟონობაშია’ პირველ რიგში.

მესი აბსოლუტურად სხვაა, მას რაც ბუნებრივად მოსდგამს იმას მიჰყვება ბოლომდე. ბავშვობიდან თბილად გაიზარდა ბარსელონას ინკუბატორში და ცოტა შეზღუდულიცაა ხასიათის მხრივ. დინჯი და არა რონალდოს სტილის, მაგრამ ასევე კაი ტიპია. ოღონდ ეს სიდინჯე და თბილი ბავშვობა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის? დიდი ეჭვი მაქვს რომ კი. რას ვიზამთ, მესის ხასიათს აწი ვეღარ შვეცვლით და ვნახოთ ამ თავისი მართლაც საოცარი ნიჭით თუ გაქაჩავს ბოლომდე.

ერთი ფაქტორიცაა, რონალდუმ მათხოვარი მანჩესტერი ათრია(არ დამიწყოთ ახლა რუნიც იყო, და სისულელეები, იმ გუნდში მთავარი კრიშტიანა გახლდათ). ახლა ბოლო წლებში დათარსულ რეალშიც ბრწყინავს(მადლობა მეროე გენისოსს – ჟოზეს). MU-ში განსაკუთრებით, ისეთი ოსტატები არ ჰყოლია გვერდზე, როგორებიც ისევ სითბოში მყოფ მესის ჰყავდა ბარსაში… თქვენ დაიგინებით, რომ მესი ბარსას გარდა სადმე სხვაგან ისეთივე ფეხბურთს ითამაშებს? მე ვერა… თუმცა ეს მესის არ აკნინებს, უბრალოდ რაღაც ფაქტორს უსვამს ხაზს.

ისიც ვთქვათ, რომ მესი ცოტა უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ნუ ეს მისი საყვარელი გუნდისგანაც გამომდინარეობს. რონალდუ კი უფრო ნაგლი და თამაშის ,საკუთარ თავზე ამღებია’. გარანტიას გაძლევთ, რომ ჰარმონიულობითა და დახვეწილობით რონალდუ ვერასდროს აჯობებს მესის. თუმცა იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ რონალდუ ვერასდროს ვერ გახდება ჯამში მესიზე დიდი მოთამაშე🙂 ამას დრო გვიჩვენებს.

და სიმულანტობაზე და სისულელებზე საუბარი არ გვინდა. ჯერ ერთი სამხრეთელი ხალხის სისხლში ზის ეს და ვერ შევცვლით ამ ფაქტს. მერე მეორე პორტუგალიელები ამის პირველი ოსტატები არიან, მაგრამ რონალდუს მაინც ზედმეტს აბრალებენ, მერწმუნეთ. მესამე, გინდა არ გინდა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია – რონალდუ მგელია, მესი ცხვარი, ვისი სჯობია, ცალკე თემაა. მეოთხე, მესი კი არის ცხვარი, მაგრამ სიმულანტობის ამბავში მთლად მამა აბრამის ბატკანი არ გახლავთ(აქაც ეს იტალიური სისიხლი😀 ან იტალია და არგენტინა რამ გაყო, მაგ საკითხშიც) და საერთოდ სიმულანტობა ბოლო დროს ბარსაში რომ იციან, ვითომ უწმინდეს და უნეტარეს გუნდში, ეგეთი უნდა😀 :სარწყავი სისტემა:🙂

ერთი სიტყვით, ვაღიარებ მესის დახვეწილ უპირატესობას და დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, სულ სიმპათიით ვიყავი, იქიდან მოყოლებული როცა მთლად ლაწირაკივე სჯობა ვიღაცეების მიერ უკვე მარადონასთან გატოლებულ რონალდინიოს. თუმცა გულითა და ქარიზმით რონალდუსკენ ვარ. წინ დიდი დროა…🙂

დაბოლოს, ეს მთელი საუბარი ამის გამო წამოვიწყე და ამის გამო გავაკეთე ამხელა შესავალი. აი ამ არაამქვეყნიურობის გამო, კარგად და ბევრჯერ უყურეთ, გაიხსენეთ ახლახან გამართული მადრიდული დერბი:

აი ამაშია რონალდუს უპირატესობა(გამგებები გაიგებთ🙂 ). ეს მცირე მონაკვეთი ჩინებულად ასახავს მის ხასიათს, ელეგენატურობას, მარიაჟობას, შესაძლებლობებს… ბარე ბევრ ოთხი კაცის მოტყუებას და ულამაზეს მოჭრილს პასს სჯობია ეს უწყინარი ,პიჟონობა’. დიახ, სჯობია! და არც ბრაზიულიური ზედმეტი ცირკაჩობაა.
ოხ როგორ ცდებიან ის ატლეტიკოს გაღიზიანებული ფეხბურთელები, რონალდუს რო ეჯუჯღუნებიან ამ ეპიზოდში… დაახლოებით ისე, როგორც თქვენ ცდებით რიგ საკითხებში ჩემო გურჯო და დახშული აზროვნების მქონე მეგობრებო🙂

მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც მშვენიერია.
მე ორივეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას.

და მაინც…

Fორცა იტალია!
Fორცა იუვე!
გრანდე ალე!

პ.ს.
ეს რონალდუს ხასიათში ზის, რონალდუს შეუძლია, მესის კი არა.
მახსენდება ნინელი ჭანკვეტაძის ცეტი პერსონაჟი, მშვენიერი ფილმიდან კუკარაჩა.
ინგა წიკვინა ხმით, რომ ეუბნება კუკარაჩას – ზამთარში ყოველდღე ამდენი და ამდენი ვარდის მოტანა შეგიძლიაო?
– აი მურტალოს კი შეუძლია…😉

Written by 1myway1

November 10, 2010 at 3:02 pm

47 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მას ქარიზმას სძენს

    Qarizma Maradonasac hqonda, Platinisac da shen sayvarel Del Pierosac… bevrs.. magram es qarizma ‘mariajobit’ ar iyo gamowveuli ))
    ase rom aq ver dagetanmxebit..

    ashkarad igrdznoba, rom tqveni simpatiebi cristianos mxarezea …

    p.s. a po-moemu oni adzinakovie ))

    VVV ( :D )

    November 10, 2010 at 3:45 pm

  2. თქვენ გინდა თქვათ, რომ რონალდოს ქარიზმა მხოლდო მარიაჟობაშია?😀 ძალიან ცდებით😛
    ისედაც აქვს რონალდუს ქარიზმა. პლუს რომ არ ჰქონდეს და მარიჟობით იყოს შეძენილი, მთავარი ხომ ის არის, რომ აქვს🙂

    იგრძნობა რა, ვთქვი კიდეც მაგისკენ ვარ გულითმეთქი, მაგრამ რაშიც საღიარებელია მესის უპირატესობას გონებით ვაღიარებ და საერთოდ ორივე მომწონს.

    რომელი ხარ მანდა?😀

    1myway1

    November 10, 2010 at 3:48 pm

  3. modit chemi vinaoba mag sami asoti shemoifarglos.. ( ogond xazi gavusvat, rom konkretulad mag sami asoti )

    ara me ubralod mindoda metqva, rom did fexburtelebs, gnebavt qarizmatulebs, mariajoba, rogorc aseti ar axasiatebdat.. da tqvenc ver chamomitvlit titebze visac uxdeboda da didi fexburteli iyo, gnebavt Maradonas kalibris da gnebavt Del Pieros kalibris..
    da shesabamisad ar getanxmebit imashi, rom
    “მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მაs ქარიზმას სძენს”

    VVV ( :D )

    November 10, 2010 at 4:10 pm

  4. საკამათოა… განა ზიზუ ცოტათი მარიაჟი არ იყო?😉
    ან პუშკაში, მარტო მისი ვარცნილობა იმ პერიოდში და ქცევები…

    მარიაჟობაცაა და მარიაჟობაც თან. რონალდუ გასახდელში სარკესთან თუ დგას, მინოდრზე არ ამეტებს ნამდვილად და ეს ზურგით პასი, კი ჩემი აზრით ქარიზმაა ერთგვარი.

    1myway1

    November 10, 2010 at 4:13 pm

  5. ბოლო მომეწონა: კრიშტი მურტალო😀

    ავე მამა!

    lomski

    November 10, 2010 at 4:32 pm

  6. რა მესი და რონალდუ, მთელი მსოფლიო იმაზე კამათობს კრისტანავალი ჯობია თუ ჰენინგ ბერგი. ჩემი აზირთ ორივე უდიადესი ფეხბურთელია. მარა მაინც ბერგს მივანიჭებ უპირატესობას.

    andria

    November 10, 2010 at 6:06 pm

  7. კარგი პოსტია.🙂

    ყველაზე მეტად ამ ნაწილში გეთანხმები: “ჩემი ლოთი მანე გარინჩა მირჩევნია ორივეს. რომ არაფერი ვთქვათ უგენიალურეს ჯორჯ ბესტზე.”

    პ.ს.-ც მაგარი იყო :)))

    muxo

    November 10, 2010 at 6:06 pm

  8. თუ მაგაშია რონალდუს უპირატესობა, ფეხბურთის ისტორიაში რონალდინიოე მაგარი ფეხბურთელი არ არსებობს.
    მაგას რომ ზურგით აქვს პასი გაკეთებული, ეგეთი ნამდვილად არავის აქვს, თავი შემიძლია დავდო. ისე, ზურგით ბევრს აქვს გაკეთებული, როგორც ამ პორტუგალიელს🙂

    barcaman

    November 10, 2010 at 6:28 pm

  9. ხო, იბრაჰიმოვიჩი გამომრჩა🙂

    barcaman

    November 10, 2010 at 6:36 pm

  10. ubralod sityvebi ar myofnis sagol!!!

    ZamBaxXX

    November 10, 2010 at 7:29 pm

  11. lomski
    andria😀

    muxo🙂

    barcaman
    კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა 😀

    ZamBaxXX
    გაიხარე🙂

    1myway1

    November 10, 2010 at 8:33 pm

  12. 1myway1
    დიდი ეჭვი მაქვს, კარგმა მთქმელმა აქცენტი ზურგით გაკეთებულ პასზე გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგი მთქმელი კი არა, ცუდი მხედველი ყოფილა🙂
    ხოდა თუ მაგ მოქმედებაში შენ შენთვის მისაღებ თვისებებს ხედავ და იგივეს ვერ ხედავ ვთქვათ რონალდინიოს ქმედებაში, ეს იმის ბრალია, რომ შენ ბრაზილიელები არ მოგწონს, სხვა არაფრის🙂
    ნუ, არის მეორე ვარიანტიც: კარგი მთქმელი კი არა, ცუდი მხედველი ხარ😀

    barcaman

    November 10, 2010 at 9:02 pm

  13. barcaman
    საერთოდ რა შუაშია რონალდინიო ან ვინ უკეთესი პასი გააკეთა ზურგით ეს ფაქტი? ძაან შორს ვართ😀
    აქ საუბარია მესიზა და რონალდუზე, მხოლოდ ამ ორზე და ამ შემთვევაში მე მხოლოდ რონალდუს ზურგით პასი მაინტერესებს, რაც რაღაცაზე მეტყველებს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფაქტორია და დანარჩენი კი წერია ქვემოთ. ზურგით პასით არ ისაზღვრება, ეს მაგალიტად გამოვიყენე

    1myway1

    November 10, 2010 at 10:10 pm

  14. 1myway1
    გასაგებია. უბრალოდ მეგონა, რომ ამ ზურგით პასის გამო გერჩივნა რონალდუ მესის. ნუ, ჩემთვის მაგას არც აქვს მნიშვნელობა😀

    რაც შეეხება ქვემოთ წერიაო, იქ რაღაც იტალია, იუვე და ალე წერია და ეგენი რა შუაშია არიან :ვითომვერვხვდებისმაილიკი:

    barcaman

    November 10, 2010 at 10:43 pm

  15. barcaman
    არა, ამგის გამო არა. მასე მესის ძუძუს თავით აქვს გოლი გატანილი, მაგრამ მერე რა? და თან ეგ სხვაა ვაბშე.
    ეს ზურგით პასი რაღაცეებზე მეტყველებს უბრალოდ და მასალად გამოვიყენე.

    და საერთოდ არც მითქვამს სადმე, როგორც ასეთი – რომ რონალდუ მესის მირჩევნია😀

    1myway1

    November 10, 2010 at 11:02 pm

  16. 1myway1
    ვერ გავიგე რა მაინც😀
    თუ ზურგით პასშია საქმე, რონალდუს ზურგი ზურგია და იბრაჰიმოვიჩის არა? (რონალდინიო რომ ბრაზილიელია და მაგის ზურგი ზურგი არაა, ეგ ვიცი)😀
    მივხვდი, რომ იმენა ზურგით პასზე კი არა, მაგ პასით გამოხატულ პიჟონობაზე, ელეგანტურობაზე, მარიაჟობასა და ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ინგასთან ვარდების გაგზავნაზეა საუბარი, მაგრამ ეგ ხომ იბრაჰიმოვიჩსაც შეუძლია და არა მარტო მურტალოსა და რონალდუს🙂

    barcaman

    November 10, 2010 at 11:08 pm

  17. barcaman
    ხო, მაგრამ ჩვენ ამ წუთას რონალდუზე და მესიზე ვსაუბრობთ და არა გარეშე პირებზე. თუ იბრაც ჩაერევა ამ ყველაფერში ერთხელ, მერე მასზე და მის ზურგზეც ვისაუბროთ(თორემ ვინ იცის ამ სამიდან ყველაზე მეტად იბრა მიყვარდეს). ყველაზე მოკლე პასუხი ეს მოვიფიქრე😀 მეზარება ვრცლად გაგრძელება, თორემ ბევრად უკეთაც შეიძლებოდა😀

    და იბრაჰიმოვიჩი-ც რა… იბრა ვინმეზე ნაკლებია ბევრით? ეგ რო ხასიათის იგროკი არ იყოს და როცა ხოში აქვს მაშინ რომ არ თამაშობდეს, დიდ ფეხბურთს ითამასებდა, ბევრად დიდს, ვიდრე ახლა თამაშობს. ყოვლად უჟმური და პოხუისტია უბრალოდ. თან იბრა აკრობატია პირველ რიგში და მერე პიჟონი😀😀

    1myway1

    November 10, 2010 at 11:16 pm

  18. ზურგი ჯობია თუ ძუძუს თავი?
    გავიგეთ, რო გუდმენას ზურგი ურჩევნია🙂
    თქვენ?🙂

    Soso

    November 11, 2010 at 2:14 pm

  19. 😀

    nu amaxinjebt faqtebs pativcemulo😛

    am shemtxvevashi zurgi bevrad ufro eleganturia😛

    1myway1

    November 11, 2010 at 2:28 pm

  20. ბრავო !
    ყველაფერში გეთანხმები

    Berona

    November 11, 2010 at 4:55 pm

  21. sheni chirime komentarebidanac vici ukve ro ronaldos aqeb da adideb am statiashi…. realobaShi vin vin aris eg tundac titulebze etyoba, tundac shedegebze : ) da pirvel rigshi adamianobaze… sarke gapranchva da gapijoneba fexburttan ra shuashia?? eg sxva faqtoria fexburti shemoifagleba burtit, da ara savarcxlit

    ise jobda statiistvis satauri dagerqva

    ”ronaldos uxdeba pijonoba”

    da rac ginda gelaparaka.

    ra shuashia aq messi???

    ერთხელ რონალდუ საკუთარ თავს უკვე გადაახტა. მადეირელი ღარიბი ბიჭი, გაცვეთილი ბურთით ტალახში თამაშობდა <<es ra vitom ronaldo shegvacode??
    cremli mogvadges tu rogor??

    mash messis mdgomareoba gaixsene🙂

    tundac statiashi erti videoa isic ronaldoze mash ra shuashia messi?

    ai ubralod gaognebuli var ra shuashia megobrebo aq messi???

    exla me ro avdge da davwero statia messize da vitom ronaldoze..

    avigo messis iseti video romelzec aisaxeba misi sidzliere da satauri davarqva messi tu ronaldo??
    iasna iq messis upiratesoba meqneba,,

    da eset uazrobas jobia yovel shaabtkviras uyurot xolme fexburts da iq gamochndeba vin ras warmoadgens

  22. ზანგურა_ბარსა😀
    mshvidad da koreqtulad Tu isaubeb, yvelaferi kargad iqneba

    elementarul ragaceebs ver avxsni, amitom ukomentarod vtoveb am komentars

    mesi mesia
    barselona yvelaze magari gundia
    movrigdit imedia😀

    1myway1

    November 14, 2010 at 4:28 pm

  23. გუდმენ რაღაცეებში კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები🙂

    მაგალითად ბარსას სიმულანტობაზე, ბოლოს როდის ნახე ბარსელონას ფეხბურთელს ესიმულიანტოს?🙂 მითუმეტეს მესის კარიერაში მგონი საერთოდ არ აქვს მსგავსი შემთხვევა, დელ ორნოსთან შეჯახებას თუ არ ჩავუთვლით სიმულიანტობად🙂

    რონალდო რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ლამის ყველა დადებითი მხარე ფიზიკური ხასიათის არის (სიმაღლე, სისწრაფე, დარტყმის სიძლიერე) და შენ გამოგრჩა მთავარი: აზროვნება.

    საერთოდ არაფერი გითქვამს საფეხბურთო აზროვნებაზე. მაგ საკითხში მესის იმხელა უპირატესობა აქვს რონალდოსთან, როგორც ინიესტას გატუზოსთან…

    და რაც შეეხება ინკუბატორში გამოზრდას: შენ გავიწყდება, რომ მესის ბავშვობაში ზრდის ჰორმონი აკლდა და ვერ იზრდებოდა სიმაღლეში, მშობლები კი ვერ მკურნალობდნენ, რადგან ძვირი ჯდებოდა და სწორედ ინკუბატორმა წაიყვანა მესი თავისთან და უმკურნალა რის შედეგადაც 10 სანტიმეტრი მოიმატა.

    ასე რომ არც მესის ქონდა მაინც და მაინც ზღაპრული ცხოვრება🙂

    პ.ს. და ერთი თემის გარეშე შინიშვნა: მკითხველის, ვინც არ გეთანხმება რაღაცაში გონებადახშულად მოხსენიება არაა მთლად კარგი🙂 (ჩემი თავი არ ჩამითვლია მაგათ რიცხვში, ისე მომხვდა უბრალოდ ცუდად თვალში)🙂

    Tato

    November 16, 2010 at 3:03 pm

  24. Tato
    ჩემთვის გურჯები გონებადახშულები არიან და არა ქართველები და არა მკითხველები(ნუ ზოგი მკითხველი გონებადახშულიც არის. თორემ ვერ დათანხმებაში არ არის პრობლემა.
    პლუს ბლოგი სუბიექტურია ხშირად და რასაც გინდა იმას წერ კაცი😀

    აზროვნებას ცალკე გამოოფა არ სურდა, გუნდურობაში და დახვეწილობაში ისედაც ითქვა ეგ ჩემი აზრით. პლუს რონალდუ არც ისეთი ტლუა😀

    ბავშვობა სულ პატარაობა მესისაც არ ჰქონდა კარგი, მაგრამ სხვა კუთხით და მერე ინკუბატორში იზრდება რა ხანია თბილად😀
    რონალდუს ბავშვობა სხვა რამის გასაპრავებლად მოვიყვანე და არა იმის სათქმელად, რომ მესიზე საცოდავი იყო.

    1myway1

    November 16, 2010 at 3:52 pm

  25. simulantoba gamomrcha😀
    busketsi ostatia mag saqmeshi😀
    da iniestas oskari ekutvnis 2010-shi😀 ha ha fernando toresi sheecilos
    mesisac aqvs erti-orjer

    1myway1

    November 16, 2010 at 4:02 pm

  26. აუ აუ გააკვეტა ეს თავისი ტილიანები არგენტინელებთან მაინც გააკვეტა :)))))))

    მარადონას და რიკელმეს დედა მოვტყან მე

    ერთი ჩვენ შევეცით 1981-ს და მეორე მაგათ მარადონას

    წლევანდელი თასი როგორ ვერ წავიდა სამხრეთ ამერიკაში, აი პროსტა რატომ, რატომ, როდემდე ? იმ ყვითელ მაიმუნებს რაღა ეტაკათ ბლიად

    ეეჰ, პაბლო😦

    მეორე

    November 16, 2010 at 6:47 pm

  27. loool, sanam bolo sityvas/saxels wavikitxavdi, ukve mivxvdi vin iyo meore😀😀

    vin arian tilianei bijo, italiam sheqmna argentina, tan garibma italiam😀😀

    kaia evropashi rom darcha😛

    1myway1

    November 16, 2010 at 7:30 pm

  28. ისე მართლა ლედესმამ როგორ გვიღალატა😦

    ბუსკეტსი არ სიმულიანტობს, აფორმებს უბრალოდ თითქოს მაგრად ტკივა, არა იდეაში ეგეც სიმულაციაა, მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი სიმულაციაში, არა ყველანაირ ტყუილს, არამედ ტყუილს როცა არავინ გეხება და შენ ეხეთქები🙂 რონალდო მაგ საქმეში მსოფლიოს უგვირგვინო მეფეა და ჩემს თვალში ძალიან მცირდება მაგის გამო…

    ისე კი, საბოლოო ჯამში მესის და რონალდოს შედარებას რაც შეეხება: აშკარად ჩანს ვინ არის დღესდღეობით უკეთესი… თან ამ უკეთესს მიუხედავად ყველაფრისა ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენი გაოცება, განსხვავებით მეორისგან, რომელიც თითქოს რაღაც თარგზეა მოჭრილი და თითქოს მისი ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს.

    Tato

    November 16, 2010 at 10:09 pm

  29. busketsi masteria, iniestac😀
    iset simulaciashi ronaldos shavi piari aqvs agorebuli, arc mtlad masea saqme. minaxavs bevrjer waukceviat da mag piaris gamo msajs jarima ar miucia

    ravi, me arc mtlad mase amowuruli mgonia ronaldu. marto nichi rom wyvetdes ki batonoi, maghram vnaxot vin ufro stabiluri iqneba momavalshi

    p.s.
    ledesmac chveneburia da…😛

    1myway1

    November 17, 2010 at 6:57 am

    • აუ მოდით შევთანხმდეთ რომ მესი სულ სხვაა რა რონალდუ გუშინ თამაშს არ უყურეთ? 8-0 მოიგეს ძაან მაგარია მესი და მორჩა ამაზე ლაპარაკი
      ტამაში რომ იწყებოდა მხიარული მუსიკით თქვენი კრიშტო გამოვიდა გახეული ტრუსიკით :):):):)

      გიო

      November 21, 2010 at 10:42 am

  30. მოდით შევთანხმდეთ რომ მესი ყველაზე მაგარი ფეხბურთელია და ვერავინ ვერ შეედრება🙂 მესი ხომ სულ სხვა🙂 ვინც ფეხბურთში ერკვევა ყველა დამეთანხმება და თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ რონალდუს მილიონჯერ ჯობია ხო და ამ პატარა ლექსაც გეტყვით
    თამაში რომ იწყებოდა მხიარული მუსიკით თქვენი კრიშტო გამოვიდა გახეული ტრუსიკით🙂 ბარსა განძია რეალი ბანძია🙂

    Anonymous

    November 21, 2010 at 10:34 am

  31. es ori komenti erti da igive IP-danaa
    mesem wavshale, radgan bilwsityvaoba iyo mesis mtrebis mimart😀😀

    ramdenime margaliti mainc daido
    barsa znelia…😀

    1myway1

    November 21, 2010 at 3:13 pm

  32. საკამათოა… განა ზიზუ ცოტათი მარიაჟი არ იყო?
    ან პუშკაში, მარტო მისი ვარცნილობა იმ პერიოდში და ქცევები…

    cotati ras qvia? ))

    pushkashs da mis varcxnilobas rac sheexeba, im dros es bunebrivi da chveulebrivi ‘prichoska’ iyo.. gaixsenet gnebat, piter o’tuli, gnebavt marti mc’flys mama ))

    ZZZ

    November 22, 2010 at 1:21 pm

  33. andro rvins nu burgav😀

    1myway1

    November 22, 2010 at 1:59 pm

  34. ისე გუდმენ ერთი რამეა საინტერესო
    შენი ორივე საყვარელი ფეხბურთელი ალე და რობი, არცერთი არ იყო ,, პიჟონი” და ამ რონალდოს ,,პიჟონობა” რატო გესიმპატიურება?🙂

    axlguns

    December 13, 2010 at 10:24 am

  35. fexburtekli, romelsac uxdeba pijonoba da tna kargi fexburtelia, yoveltvis mesimpatiureba😀

    pijoni maincdamainc cuds ar nishnavs

    zogadad mesis ufro nichierobasa da upiratesobas vagiareb da ert siamovnebad girs misi yureba. ubralod, mesi chemtvis zedmetad uqarizmoa

    1myway1

    December 13, 2010 at 11:46 am

  36. andro vinaa?😀

    LLL

    December 13, 2010 at 2:16 pm

  37. წავიითხე სტატია, და სიმართლე გითხრათ ვიცი , რომ მე რონალდუ მართლა იმიტომ არ მევასება რო ჩათლახია, მარა არც განსაკუთრებული არაა, არც მესია ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, განსაკუთრებით მუბნდიალის შემდეგ, მე ისეთი აზრი მაქვს როგორც ერთ დროს “ბროლის ბუ რაფავას !”, შეიძლება გასაკვიარია, რომ რეალის ფანი ამას ვამბობ მარა, უნდა გაეკეთებინათ მეორე ოქროს ბურთი და ხავი ინიესტავთვის უნდა მიეცათ ! რო არა ეგ ერთი, ორად გაჭრილი, კაცი ბარსა იმ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა რასაც თამაშობს, რა მესი რა რონალდუ🙂

    ProFe

    January 13, 2011 at 11:50 am

  38. rogorc blogistvis kai temaa… reitinguls xdis blogs.. mara magat araamqveyniuri robi bajo jobia😀 pativcemulo komen”D”atoro…😀

    daduna.dadiani

    February 10, 2011 at 11:21 am

  39. vin mesaubreba? )))

    1myway1

    February 10, 2011 at 6:04 pm

  40. ძალიან შეურაცხმყოფელი სტატიაა ჯერ ეს ერთი ბოლოში დახშული აზროვნებისას რო გვიწოდებ ყველა ადამიანს ვინც კი მაგას წაიკითხავს და მეორეც ის რომ მიკერძოებული ხარ და შეურაცხყოფას აყენებ სხვებს, ფეხბუთის გუნდი იქნება ეს თუ ფეხბურთელი. მემგონი ჩემი სახელიდან მიხვდება გამგები ვისი გულშემატკივარიც ვარ და მაგ შენ ჩამპალ იუვენტუსს მაინც ჯობია თუ ასე გინდა საქმე დადგეს.

    UNITED

    April 28, 2011 at 1:32 pm

  41. ასე გულთან ახლოს მიტანა არ შეიძლება – ყველაფერი კარგად იქნება.

    არანაირი შეურაცხყოფა არ არის, თუ არასწორად არ დაინახავს ვინმე რამეს.

    ფეხბურთის გუნდსა და მით უმეტეს ფეხბურთელს იშვიათად მივაყენებ შეურაცხყოფას, რადგან მიყვარს ფეხბურთი და უმეტესობას პატივს ვცემ. ბევრი თავისივე გუნდის მაგინებელი ვაიქომაგისგან განსხვავებით. ფეხბურთი კი ზოგადად ემოციური მოვლენაა, ხშირია კამათი, ბილწსიტყვაობა, აზრთა სხვადასხვაობა… მიკერზოებულიც ქინები ადამიანი ხანდახან, ცოტათი მაინც(Aქ მე დიდ მიკერძოებას ვერ ვხედავ), თუმცა ცოტა სუბიექტური ნაწერია, რადგან ეს ბლოგია და ბლოგს უხდება.

    მანჩესტერზე და იუვენტუსზე უბრალოდ გავიღიმებ🙂 აბა რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე🙂
    მანჩესტერი ნამდვილად კარგი გუნდია. ვიღაცისთვის პრესტონი ჯობია ყველა გრანდს, ვიღაცისთვის ესტრემადურა, გასაკვირი ამაში არაფერია. შენ მანჩესტერი გირჩევნია ყველას, დაე ასე იყოს.

    1myway1

    April 28, 2011 at 2:35 pm

  42. kriwtiano magaria

    Anonymous

    June 3, 2012 at 4:20 am

  43. საგოლლლ ავტორ შენ ფეხბურთის აზრზე არ ხარ…. რონალდო არაფრით ჩამოუვარდება მაგ ჯუჯას

    Anonymous

    March 13, 2013 at 11:07 pm

  44. Yvelaze magari fexburteli ariis mesi dxes 4 0 mougo reals dachaisvara ronaldom titqmis yvela adamiani barsaskenaa

    Vaso sheyladhvili

    November 23, 2015 at 5:06 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: