1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პროფილი, როცა ცხოვრება მშვენიერია

with 5 comments


დღეს კიდევ ერთხავრწმუნდი, რომ… არც კი იცის ნინო ქაჯაიამ რამდენად კარგი სახელი დაარქვა თავის გადაცემას. ცხოპვრება მშვენიერია – ეს მარტივი და გენიალური ჭეშმარიტება და ამავე დროს რობერტო ბენინის ბრწყინვალე და ბევრ კითხვაზე პასუხისგამცემი ფილმია.

სანამ ძირითადამდე მივალ თუ რისი თქმაც მინდა, იქამდე შესავალი უნდა გავაკეთო: ყველაფერი შაბათს დაიწყო, როცა მომქანცველი სამუშაო დღის მიწურულს, სადღაც ღამის პირველისკენ ჩემი საყვარელი იუვენტუსის თამაშს ვუყურებდი რომასთან. მოულოდნელად, ფეხბურთელები სხვანაირად დავინახე და დავაკვირდი, რომ მარცხენა თვალში სხვანაირად ვხედავდი, ზყსტად ცენტრში რომ ვიხედებოდი ფეხბურთელები პატარად ჩანდნენ, ხოლო წარწერაზე შეხედვისას შუაში აწვრილებდა ტექსტს. დაახლოებით ისე იყო ბოთლიდან რომ გაიხედავ და გამოსახულებას რომ ცვლის. ,ინგლისური ხუმრობა’ იტალიურ სვარკას უყურებდი და თვალი იმიტომ აგტკივდაო არ გაჭრის, რადგან ბრწყონვალე თამაში იყო😀

მარცხენა ლინზა ვერ იყო ჯანზე და მყისვე იმას დავაბრალე, 3 საათამდე სახლში ვერ მივედი და ბოლო ბოლო, როცა ლინზა ამოვიღე და მის გარეშეც სათვალეზე იგივე რეაქცია მომცა ეს უკვე აღარ მომეწონა(უსათვალოდ და ულინზოდ კი ისედაც ვერაფერს ვხედავ). ისევ იმის იმედი მქონდა, რომ გადამივლიდა, თან კვირას სად წავიდოდი… არ გადამიარა.

ორშაბათს წავედი ექიმთან, რომელთანაც ერთი 3-4 წელია არ ვყოფილვარ. გაუხარდათ, სალაპარაკო მიეცათ – გაგიჭირდა და მოხვედიო, ახალგაზრდა ხარ და მეცოდები, თორემ არ მიგიღებდი, აბა ლინზებს სხვაგან ყიდულობ და აქ გასასინჯად მოდიხარო… არადა, იქ რატომ ვიყიდო ლინზა, როცა იგივე ფირმის ლინზას 25 ლარად ყიდიან ცალს, რომელსაც მე წყვილს 24 ლარად ვყიდულობ. უცნაური ხალხია და კიდევ წყინთ😀

მოკლედ ექიმმა დამიბარა მეორე დღეს, მეორე ექიმთან, ზეპირად ვერაფერს გეტყვი და გამოკვლევა უნდა ჩაიტაროო. ის მეორე ექიმი ჩემ მეზობლად ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცნობ ფაქტობრივად. დღეს დილით სამი დღის ნამუშევარი და უძინარი წამოვდექი და გავარკვიე, რომ სპეციალურ ფიცარზე და სპეციალურ წებოზე ბოლო თვეში უკვე მესამე ვირთხა/თაგვი/წრუწუნა დაწეპებულა. პატარა იყო და დიდი კუდი ჰქონდა, წრიპინებდა რომ მიუახლოვდებოდი. ერთი ხანობა შემეცოდა და ვიფიქრე ქვემოთ რომ ჩავალ წებოს მოვაძრობ ჯოხით კუდს და გავუშვებთქო, მაგრამ გზად დავინახე კუდი ცოტა მოგლეჯილ-მოჭმულივით ჰქონდა, თან ძალიან დიდი კუდის პატრონი იყო, საშინელი მოზრდილი ვირთხის ასოციაცია გამოიწვია, აღარ შემეცოდა და ნაგვის ყუდსი ჩავუძახე ფიცარზე დაწეპებულს.

ექიმმა მალოდინა, შეპირებულის მიუხედავად უნაკეტოდ ვიჩალიჩებთო, ანკეტა მაინც გამახსნევინეს. თუმცა იქამდე ისევ ლინზას მტენიდნენ ძვირად და რო არ ვიყიდე გაბრაზდნენ, აქ შენს ანკეტას გავაუქმებთო და მარტო კონსულტაციის ფული გამომართვეს. რა ვქნა, კი გამოიჩინა რაღაც ყურადღება იმ ქალმა, მაგრამ რატომ უნდა მივცე ორმაგზე მეტი ლიზანში?

მეორე ექიმმა თავიდან ცივად მიმიღო, ანკეტაც გამახსნევინა და 50 ლარში ჩავეტევითო შემპირდა. მერე გამოკვლევებზე გამიშვა. სხვათა სორის სინათლე არ იყო რაღაც პერიოდი, გენერატორზე მუშაობდნენ. ნუ იქ იყო ერთი საცოდაობა, რაღაცეებს რომ მაკეთებინებდნენ, მე ულინზებოთ ძლივს რომ ვმოძრაობდი და ტექსტები – ახალგაზრდა ბიჭს ამხელა მინუსი როგორ გაქვს, რა საცოდაობაა… და ასე შემდეგ. ეს კაი დრამატული კინოს მომენტებია და იმისთვის შემოვინახავ. ერთმა ექიმმა რაღაც დანადგარი ისეთ სიდიდეზე დააყენა, რომ მერე ძლივს გადააწყო უკან, ამხელა მინუსის გასინჯვა როგორც წესი არ მიწევსო😀

მას მერე რაც ჩავეტიეთ შეპირებულ 50 ლარში და მიუხედავად რამდენიმე გამოკვლევისა 49 გადავიხადე. იმ ქალს ვუთხარი რომ ჩემი მეზობელი იყო. ცოტა მოთბა. ბევრი იწვალა რაღაც ფანრიანი ჯოხით სანამ თვალში მიყურებდა, ამხელა მინუსზე ძნელია ძალიანო იმანაც გაიმეორა და მეც ვიწვალე, თვალს ვერ ვაჩერებდი დიდ ხანს. ძლივს დაინახა ფსკერი და გარკვია, რომ სისხლჩაქცევა მაქვს, ფუხსის თუ რაღაცის ლაქას ეძახიანო ამასო.

მოკლედ მარცხენა თვალს სულ დანძრევია, -18დან -20მდეა ასული დაახლოებით, არც მარჯვენაა დიდად ყოჩაღად -15 ყველაზე კაი ვარიანტში. ამ ლაქას საბედნიეროდ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება, რაღაც წამლებს დაგინიშნავ, მაგრამ ამ ასაკში არანაირად არ უნდა გქონდესო. მწვავე მიპოიაო თუ რაღაცა მითხრა.

შეცვლითაც ვერაფერს შევცვლითო, ბადურის გამაგრება გვიან, მაგრამ მაინც გაიკეთე და ამჟამად არ შწირდებაო, ერთადერთი გამოსავალი თვალსი გაფრთხილებააო. ეს კი პირველ რიგში თურმე სიმძიმის არ აწევას მოიცავს. ეს ისედაც ვიცოდი და ფეხბუღთის თამაშისას არც თავს ვურტყამდი და არაფერი, მაგრამ 2-3 კილოც მოქმედებს ალბათ შენზე და სიმძიმე გამორიცხე მაქსიმალურადო. მოკლედ, უბედური რამეა ეს თვალი, ბადურა, ღერძი და ძუძუები.

ხვალ კიდევ ორ გამოკვლევაზე უნდა მივიდე და მერე დამინიშნავს წამლებს. ასევვე უნდა ვკიტხო ფეხბურთი თუ შეიძლება. დალევა მკურნალობის პერიოდში არაო. აი სახლში რომ ტვინს ბურღავდნენ კომპიუტერის ბრალია ყველაფერიო, მაგაზე თქვა არაფერ შუაშია აქ კომპიუტერიო თან შენ აწი ვერაფერს ვეღარ გავნებსო. ორი ვარიანტია ან ტრავმა ან სიმძიმის აწევაო,. რადგან ბოლო დროს როგორც მახსოვს თვალში არაფერი მომხვედრია😀 ალბათ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ასე ჩაიქცა ის სისხლი თუ რაღაც. ღერძს კი რა ეშველება არ ვიცი.

მერე გამომკითხა რაღაცეები. მეც მოვუყევი. ვახ, ყველაფერი მოგისწრია, სად გეჩქარებოდაო. მეთქი აგერ ვბრმავდები და ვჩქარობმეთქი😀😀 არა შვილო რა დაბრმავება, არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ დაბრმავებაზე ნუ ლაპარაკობო.

მოკლედ, ხვალ კიდევ ერთი ფინანსური გაპარსვისა და საბოლოო განაჩენის მოლოდინში ვარ. ჩემი შესავალიც პრინციპში ამით დასრულდა და ახლა გადავალ იმაზე, რისი თქმაც მინდოდა საბოლოო ჯამში…

სამწუხაროდ არის ხალხი, ვისაც შურს ყველაფერი და კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ჩემს გარშემოც არიან ასეთები. კი ბატონო წამიერად მეც შემშურებია, უზრდელი, ბოროტი და სულით მახინჯი ადამიანების, რომლებსაც ვირაცის დანაროვარი ან ნაჩალიჩარი ფული აქვთ, იმათ რატო და მე იმის მეათედი რატომ არათქო. ან წამით ასეთივე ცუდი ტიპების ცხოვრებისეული არნახული წარმატების და ,კრიშებისაც’ შემშურებია, მაგრამ ეს მხოლოდ წამით და ვიღაცის, მით უმეტეს ახლობლის მცირე წარმატება არასდროს შემშურებია და არც არასდროს შეგშურდეთ, მოგიწოდებთ და გირჩევთ😀 შორიდან ხსირად ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ყველას თავისი გაჭირვება ეყოფა – ისევე როგორც ხსენებულ ცუდ ტიპებს, ის ეყოფათ, რომ ეგეთები არიან.

არიან ადამიანები, ვისაც იმისაც კი შეშურდათ თურმე, რომ ხანდახან ტელევიზორსი ვჩანვარ ან ჩემი ხმა ისმის იქ. არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც ჰგონია, რომ ტელევიზორში თუ გამოჩნდი, ესე იგი მაგარი ხელფასი გაქვს და აწყობილი გაქვს ცხოვრება. არადა ყოველთვის ასე არაა ხალხო… აგერ მაგალითად, საქმესთან მიმაღთებაში ისედაც სასაცილო ხელფასზე შეპირებული ძღინკიანი 100 ლარიც არ მოგვიმატეს, ისევ მოგვატუეს და მოთხოვნები მაღალი აქვთ.

მოკლედ, ზოგიერთის წარმოდგენა სხვანაირია, კომიკური რეალობა კი ასეთი – სხვადასხვა დაწესებულებებში ნასიარულები, აბსოლუტურად უძინარი და ნასვამიც ვმჯდარვარ ეთერსი და ჩეპეც ყოფილა, მაგრამ მსგავსი არ მახსოვს დღეს რომ იყო. როგორც იცით, ყველას თავისი საქმე და თავისი პრობლემები აქვს, სხვა ხშირად არ ახსოვთ, სწორედ ამიტომ, ასე ნახევრადდაბრმავებულ პირობებში წინა დღესაც ვიმუშავე, დღეს კი გადაცემაში სტუმარი უნდა ვყოფილიყავი და ამაზეც ვნერვიულობდი ექიმები მომესწრო. არა რო რამე არ მივიდოდი, მართლა ქვეყანა არ დაიქცეოდა, მაგრამ მაინც…

ჰოდა, ასე გუგებგაფართოებული, ვერ ვხედავდი ვერაფერს გარკვევით, ვერც გადაცემის წამყვანს, ვერც ნაწერსა და ვერც პლაზმას. სამაგიეროდ, გაღიმებული ვლაპარაკობდი იმაზე თუ რამდენი გოლი გავა იამაიკა-კოსტა რიკის შეხვედრაში და მოუგებს თუ ვერა ალბანეთი მაკედონიას. სადღაც შორს კი მიტრიალებდა აზრები იმის შესახებ, მაგალითად 5 წლის მერე რა მდგომარეობა მექნება და მოიგონებენ თუ არა ექიმები რამე ისეთს, ბოლომდე რო მოგვარდეს მსგავსი პრობლემები თვალთან… ვიღაცას კი შეხედავდა და90%-თ ვერც მიხვდებოდა რა ხდება ან იფიქრებდა რას უგავს თვალები, კაიფში ხომ არ არის ესო😀 მოკლედ, ხალხო ხშირად რომ გგონიათ, ეგრე არ არის.

ვგავდი ფსევდოინტელექტუალს, რომელიც ხელოვნებაზე საუბრობს და სადრაც განუსაზღვრელ სივრცეში იყურება😀 სინამდვილეში კი ჩემი ასეთი მზერის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ ვერაფერს ვხედავდი😀 და ღიმილით კი სულ მეღიმება, მით უმეტეს, როცა ისეთ სასიამოვნო თემაზე ვლაპარაკობ, როგორიც ფეხბურთია.

მორალი კი ის არის რომ… ცხოვრება მშვენიერია! ეს არისსიბრმავეში დანახული ჭეშმარიტება – გადაცემის დასრულების შემდეგ, რაღაც საქმეზე რომ წავედი, გუგები ცოტა რომ დაწყნარდნენ და სულ ოდნავ გამოვიხედე თვალში, პირველი რაც ტრანსპორტიდან დავინახე მრავალნალანძღი მტკვარი გახლდათ, რომელსაც გახუნებული ფოთლებით შემოსილი ხეები გადაჰყურებდნენ და რაოდენ ამაღელვებლად და ,პროფილურადაც’ არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, თბილისის სევდიანი ფერების შემყურე, კიდევ ერთხელ გულწრფელად დავრწმუნდი, რომ… ცხოვრება მშვენიერია. ასეთ დროს უფრო და უფრო მყარად ვრწმუნდები ხოლმე ამ მართლაც მარტივ და გენიალურ ჭეშმარიტებაში.

ახლა კი ამ ვარაუდით და ცალი თვალით დაწერილს ვასრულებ, სეცდომები მაპატიეთ, მერე გავასწორებ უკეთ რომ გამოვიხედები თვალში😀 და წავედი  გადაცემისთვის გაკეთებულ გრიმს მოვიშორებ, მსახიობივით.

პ.ს.
რაც უნდა მელაპარაკა გადაცემაში, ზეპირად მქონდა დამახსოვრებული და ერთი-ორჯერ მაინც დამჭირდა რაღაცაზე ჩახედვა, მაგრამ ამაოდ ჩავიხედე… აი ბოლოსკენ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა, სულ ოდნავ და რა ბედნიერი ვიყავი თქვენ არ იცით, იამაიკა-კოსტა რიკა რომ ამოვიკითხე გაჭირვებით😀

პ.პ.ს.
მეთქი 3D-ზე კინოში ახლა ერთადერთი თუ რამეზე წავალ ხერხი იქნებათქო და ველოდები(ველოდებოდი), მაგრამ რად მინდა კინო, ამჟამად თავად მაქვს თვალში 3D😀

პ.პ.პ.ს.
ცხოვრებაში 2-3 რამეზე მენანებოდა სულ ფული, აქედან ერთი ტანსაცმელია და მეორე, იმ ადამიანებისთვის გადახდა, რომლებმაც რაღაცა ცუდი უნდა გიტხრან(ანუ ექიმები :D). ვიცი, რომ დიდად სწორი არცერთი არაა, მაგრამ რა ვქნა😀

Written by 1myway1

November 16, 2010 at 2:07 pm

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაიცა რა, რა დროს მკურნალობაა…23 ნოემბრის მერე ვსვამთ! მერე ჯეირანა და მერე ვერკა!

    მერე ავე🙂

    lomski

    November 16, 2010 at 2:42 pm

  2. მართლაც რომ მშვენიერია ……..

    ეჰჰ……….

  3. ეს პ.ს.-ები ტრადიციულად გამომრჩა და ჩავამატე😀

    lomski
    iqamde vin icis ra xdeba😀 ramden xanshi gaivlis an ra moxdeba😀

    ადმინისტრაცია
    yvelaferi kargad iqneba

    1myway1

    November 16, 2010 at 2:48 pm

  4. 🙂

    ალქაჯი

    November 24, 2010 at 8:26 pm

  5. bleridan?

    1myway1

    November 24, 2010 at 8:45 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: