1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რა დააშავა ნანუკას შოუმ?

with 6 comments

არა, ნანუკას შოუმ ბევრი დააშავა ძალიან, მაგრამ ჩემს წინა დღიურისმაგვარ ჩანაწერში ვახსენე სხვა ორი გადაცემა და ეს არ მიხსენებია. ჰოდა ჩავთვალოთ, რომ ამჯერად ნანუკას შოუში ვარ სტუმრად(ჯვარი აქაურობას – აი ტუკო რომ აკეთებს ,კარგი,ცუდი,ბოროტში’ ისე). კიდევ ერთხელ გავადღიურებ, შუაში შეწყვეტილი ისტორია რომ არ გამომივიდეს და მერე კაი ხანი თავს აღარ შეგაწყენთ ამ სახის პოსტებით.

თუ რა ქაოსი და პირობებია თვალის კლინიკაში ამ დეტალებით თავს აღარ მოგაბეზრებთ.როგორ წუწუნებენ მობერებული და მოპროვინციელო ექიმები, არამოპროვინციოელებთან ერთად ახალი, ცუდი ხელშეკრულებების თაობაზე და ითხოვენ ხელფასებს და მათი რომ არავის ესმის და კომპიუტერიზაცია რომ ცუდია და ასე შემდეგ. რაღაცაში ისინიც მართლები არიან და რაღაცაში მტყუანები, ბევრი ტექსტი მოვისმინე იქ და ახლა მაინც ვერ გაიგებთ, იმ სერიიდანაა – იქ უნდა ყოფილიყავი.

მოკლედ ანალიზი რომ ავიღე უზმოზზე შაქარმა აჩვენა 6,8, როცა კაცებში ნორმის მაქსიმუმი 6,1-ია. ეს უკვე არ მოეწონათ და მეც კინაღამ გავგიჟდი, მეთქი შაქარიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვისთქო. დამიბარეს მეორე დღეს ნაჭამზე. მეორე დღეს ბოლო ბოლო დამხვდა ჩემი მეზობელი ექიმი, ვერ იყო იმ დღეს ხასიათზე და სწერვობდა. ხელები დაიბანა, ჩემი პაციენტი თითქმის აღარ ხარ, გამოდის შაქარი გქონია და ენდოკრინოლოგთან და ნევროპთოლოგთან უნდა იარო ძირითადადო, მე ფსკერზე ჩაგხედავ ერთ თვეშიო. თუმცა… ჰოი საოცრებავ😀 როცა მეც უკვე გამოვიტირე ჩემი თავი და გადავხარშე რამდენ რამეზე მომიწვდა უარის თქმა… მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა ბედისწერამ. იქამდე კი გეტყვით, რომ ჩემი პირველი კითხვა იყო – როგორ, კოკა-კოლას ვეღარ დავლევ ესე იგი?😀😀😀 ქალი გაგიჟდა ალბათ, იფიქრა ეს მთლად დაქნეული ყოფილაო, მაგრამ მოდი და გააგებინე რას ნიშნავს ჩემთვის კოკა კოლა😀

სიურპრიზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ნაჭამზე შაქარმა აჩვენა 5,8 ანუ აბსოლუტურად ნორმა🙂 შესაბამისად უჭმელზე უფრო ნაკლები იქნებოდა იმ დღეს. არადა, ექიმმა ყველაფერი შაქარს დააბრალა, აბა ამ ასაკში რატომ უნდა გქონოდა ჩაქცევა, მიუხედავად მაღალი მიოპიისაო. ახლა შაქარს ვერ დააბრალა და ვერც მიზეზი დაასახელა ისევ. ხო, კიდევ სხვა ექიმებმა უკვე ამასავით დაბრო არ მომცეს კომპიუტერზე, შეზღუდე მაქსიმალურად და დაასვენე თვალიო. მაგრამ ის მაინც მაგიჟებს რა… ნუ თუ სამსახურში გიწევს რას იზამ და ისე ნუ დაჯდებიო😀 რას ნიშნავს ეს, თუ არ შეიძლება ე.ი. არ შეიძლება ბლიად😀 რადგან სამსახურში გიწევს ე.ი. შეიძლება?😀 ოდნავ ცუდად თუ ვიყავი სულ პატარაობაში ფეხბურთზე არ მიშვებდნენ და სკოლის გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა… იმიტომაც მიიღეს პროტესტი და კარგი შედეგი სკოლის ამბავში😀 არ შეიძლება ასე😛

არადა, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ცხოვრების წესისა და სამსახურის გადამკიდე, კომპიუტერთან ძააალიან დიდი ხანი მიწევს ყოფნა. მეთქი მაშინ უნდა ვიკითხო აბა რა ვაკეთო და ეგეც ხომ აზიანებს თვალსთქო. არა სად კომპიუტერი და სად კითხვა, ის ნაკლებად ვნებსო. მოკლედ, ვერ შეთანხმდნენ ამ კომპიუტერზე საბოლოოდ. ერთი რაც ფაქტია, ასეთ ჩაქცევებსა და კატასტროფებს კომპიუტერი არ იწვევს. ეს უფრო სხვანაირად აზიანებს.

რაც შეეხება შაქარს. ორ კვირაში მაინც უნდა გადაამოწმო, რომ საბოლოოდ გამოირიცხოსო. გაუგებრობა დააბრალეს საღეჭ რეზინს. მე რა ვიცოდი თუ არ უნდა მეღეჭა და ეგეც საჭმელად ითვლებოდა😀😀😛 არის მეორე ვარიანტიც – სისხლი აერიათ😀 რასაც იქ არსებული ქაოსის გამო არ გამოვრიცხავ. ხო კიდევ ამ მეზობელ ქალს რომ შევაპარე ფეხბურთი არ შეიძლებათქო? გაბრაზდა, რა ფეხბურთი შვილო ცოტა ჭკუა დაატანე, ერთი თავში რომ მოგხვდეს ბურთი შეიძლება ბადურა ჩამოგეშალოს და დაბრმავდეო. ნუ ადრეც ასე ამიკრძალეს სადღაც 17-ს რომ ვიყავი, მგრამ იმის მერე ვთამაშობდი და რამდენჯერმე კი მომხვდა ბურთი, მაგრამ გადავრჩი😀 ამ დროს გამიელვა ორმა მომენტმა თავში, სადაც ორი ძალიან ძლიერი დარტყმული თმებზე გამეხახუნა და ისე ჩამიარა… აი თავისით გაცოცხლდა ეს მოგნებები გონებაში. რომელიმე რომ მომხვედროდა, მე კი არა, შეიძლება თვალების მხრივ ჯანმრთელ კაცსაც შექმნოდა პრობლემები. მაინც აპასნია მოკლედ. ზოგი ისეთი, თავის რესკად ქვემოთ დაწევას და რესკი მოძრაობებსაც კრძალავს.

ამიშვეს ნევროპათოლოგ ვინმე ალოევასთან. ასეთი კარგი ექიმი ძალიან იშვიათად მინახავს მართლა. ასაკოვანი ქალი, თავის დროზე ძალიან ლამაზი, ახლაც რომ ეტყობა. ნახევრად რუსულად ნახევრად ქართულად ლაპარაკობს. თავიდან უხეში გეგონება, მაგრამ რამდენიმე წამშივე შეატყობ რომ უჯიგრესია. იცის პაციენტთან მოპყრობა, საუბარი, ხუმრობა… აი ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. აღვფრთოვანდი!
მან მითხრა, რომ კარგია შაქარი რომ ირიცხება თითქმის ბოლომდე, მაგრამ მაინც გავაკონტროლოთო, თუმცა ფაქტია რარაც მონაცემები თრომბინები თუ რაღაცეები მაინც ვერ არის მთლად მწყობრშიო და ზოგადი მკურნალობა დამინიშნა, სამი წამალი. მართლა კარგი წამლები, რომ წავიკითხე. მერე ვნახოთო.
ცუდი რაც მითხრა ის არის, რომ შესაძლოა ბოლომდე მართლაც არ გაიწოვოსო😦 და დრო უნდაო. ანუ რადგან იყო სისხლჩაქცევა, რაღაც მცირე ლაქა შეიძლება დარჩესო. ეს ნამდვილად ვერ არის კარგი ამბავი, მაგრამ დაველოდოთ, ჯერ სულ არ აპირებს გაწოვას და😀😀😀

რამდენიმე მომენტში ძალიან შემეშინდა. წარმოვიდგინე მარჯვენა თვალშიც რომ ჩამექცეს სისხლი(თან არ ვიცი მე მოფრთხილება და რა ვქნა). გამოდის რომ კი ვხედავ რაღაცას, მაგრამ დაღმეჭილად და რა აზრი აქვს😀 ასევე ბავშვობიდან ერთადერთი რამის მეშინია – სიბრმავის. იმ პერიოდიდანაც კი როცა სერიოზულად არ მაწუხებდა, მართლა ყველაზე საშინელებაა. ყრუ ხედავს, კითხულობს, წერს, ლაპარაკობს. მუნჯს ესმის, ხედავს წერს… სულაც ყრუმუნჯი რომ იყოს ერთად, ხედავს და წერს, მოძრაობს თავისუფლად და ყველაფერი. აი ბრმა ადამიანს კი მაგრა აქვს დანძრეული…🙂 ღმერთმა დაიფაროს რომ სანამ ცოცხალი ვარ ბოლომდე დამერხეს… მარა მაინც რაც იქნება იქნება და ტყუილა ვნერვიულობ ახლა😀 ხო, მეორე რაღაც გამახსენდა რისიც მეშინია კიდე ცხოვრებაში, მიწისძვრაა. უფრო სწორად კი არ მეშინია და ვპანიკდები, პროსტა ვბრაზდები, ყველაზე უაზრო სიკვდილია😀 მანქანა რო გეჯახება, იმაშიც კი არის რაღაც აზრი😀😀😀

ზუსტად არ იციან რა კვალიფიკაცია აქვს ამ ჩაქცევას, მაგრამ ეს არისო ამბობენ  http://en.wikipedia.org/wiki/Fuchs’_dystrophy🙂 ავსტრიელი ჩუვაკი ერნს ფუხსი ჩითავს. მაინცდამაინც კარგი რამე ვერ არის მოკლედ🙂 30,40 წლებამდე იშვითად ემართებათო😀 მე ხო ყველაფერი განსაკუთრებული უნდა მქონდეს. პლუს უფრო ხშირი ქალებშიაო😀 რაც არ მომეწონა ისაა, რომ ორივე თვალზე იცისო😀 ყველაფერი ვეღარ გავიგე, მაგდენი ინგლისურიც არ ვიცი. მერე ბარნოვამ ,დამაშვიდა’ – განსაკუთრებული არ არის რაღაცო და წერია არ აბრმავებს როგორც წესი 50 წლამდეო😀😀😀 ასე ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მამუკა გუბელაძემ მიულოცა ერთხელ დაბადებისდღე ვაჟიკოს, 30 წლის რომ გახდა – ერთი ამდენი კიდევ გეცოცხლოსო😀
50 წელი კაი იყო, მაგრამ საქმე ისე მიდის 50 წლამდე მაცოცხლა და ვხედავდე და მერე ვინღა ჩივის… როგორც ჩემი უბნელი, თითქოს წყნარი და წესიერი კაცი ზ.მაყაშვილი მიაწვა ერთხელ რომ დათვრა – 50 წელზე მეტი რომ ვიცხოვრო მე, მაინც გრეხი იქნებაო😀

მერე შევედი მაგათ ოპტიკაში და იქ გამომიცხადეს -20ზე და -15ზე აღარ ვაკეთებთ სათვალესო(თან მათი სათვალე დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა ისედაც), რონიკოში მიბრძანდითო. რონიკოში გამომიცხადეს, რომ თუ სრული დაცვით და ნავაროტკებით გინდათო 300-400 ლარი დაგიჯდებათ შუშები, ამხელა მინუსი არ გვაქვს და უნდა გამოვიწეროთ საფრანგეთიდან და სამ კვირაში ჩამოვაო. რაც შეეხება აპრავას თუ ამხელა თანახას გადაიხდით აპრავასაც კარგს გირჩევთ, თანამ შუშებისთვის სპეციფიური უნდა იყოსო და 235 ლარიანი აპრავა შემომთავაზეს😀 გამოვიდა რომ სათვალე ჯდება 600-700 ლარი, რავარი გადასახდელია სათვალეში?😀😀 მე ვუთხარი მარტო სახლისთვის მინდა და სასურველი არ არის ვალებში წავიდე დამატებით მაგის გამო, ისედაც არ მაკლიათქო. მერე რაღაც 60 ლარიანი აპრავა მაჩვენა. მოკლედ ეს უნდა მოვიფიქრო და შორი პერსპექტივაა. თუმცა კიდევ უხარისხო სათვალის ყიდვას ჯობია ხარისხიანი და ერთხელ, რამდნეიმე წელი მაინც რო გაქაჩოს. მაგრამ ერთი კლიაზნო მომენტიცაა, აპრავა რომ გაგიტყდეს, მერე ზუსტად ისეთი უნდა იპოვნო, იმ ზომის, რაც არცთუ იოლია😀 ეს პლუსი ჰქონდა ამ ძველი ოპტიკის სათვალეს, ეგეთი რააცეების არ გეშინოდა, ჯამში 60 ლარად გამოდიოდი.

და აი კიდევ ერთი მომენტი, როცა მინდა დაგარწმუნოთ რომ ეს დედანაქაჩი ცხოვრება მართლა მშვენიერია და თქვენ არ გჯერათ, ბევრს, თორემ ზოგმა იცის და ზოგს სჯერა. გამოვედი კლინიკიდან, ხელში მიჭირავს რეცეპტები, ორი ჩასაწვეთებელი წამალი, სამი ტაბლეტები. მარცხენა თვალში 3დ მაქვს, ამდენი საშიშროება და პრობლემაა და მე ვარ გაბადრული, ბედნიერი და კმაყოფილი იმით რომ შაქარს მაინც გადავრჩი და ნამცხვარსაც შევჭამ და კოკა კოლასაც დავლევ! იმ დროს ჩემზე ბედნიერი ცოტა იყო დედამიწაზე და ისე გაღიმებული ვიყავი, რომ რამდენიმე ადამიანმა გაკვირვებით შემომხედა, გიჟია ალბათო. მერე მივხვდი და დავიყენე სერიოზული სახე. აი ამიტომ გეუბნებით რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია, ნებისმიერი პატარა დეტალით :yes:

ნუ ზაკონ პოდლოსტის შესახებ ალბათ გსმენიათ და იცით, რომ ყველაფერი ერთად უნდა მოხდეს… სახლში მისულს აბსოლუტურად ყველა ონკანი გაფუჭებული დამხვდა ერთის გარდა😀 და მხოლოდ ერთი ჭაღი დარჩა რომელიც მუშაობს. ყველაფერს დედა აეხა. მერე ახლახან რესტავრირებულ კბილზე კიდე ჩამომტყდა, გამისწორეს და ისევ ჩამომტყდა… და ახლა ხვალ-ზეგ განსაკუთრებული წებოთი უნდა სცადონ😀 ან უფრო მოქლიბონ და კაროჩე… და რაც მთავარია! ახალი ჩასმული წინა კბილი ჩამომტყდა, ანკერი ჩატყდა და ფესვის ნაწილიც მიიყოლა. არადა სამსახურში ვიყავი წასავლელი ბლიად და ორშაბათამდე ვერ გავიკეთებდი. კბილის ექიმმა გამომიცხადა – მაგრად არ დააჭირო კბილები ერთმანეთსო, მაგარი არ დაღეჭოო, ეს დღეები სავლები იკეთე და მოუფრთხილდიო ძალიანო.

ახლა ეს ყველაფერი გავაანალიზე და დავფიქრდი – სიმძიმის აწევა ამიკრძალეს(დაჟე 2-3 კილო), ხტუნვა,რესკი მოძრაობები და ფეხბურთი ამიკრძალეს(ცურვას აძლევენ დაბროს სხვათა შორის, რომელიც ფაქტობრივად არ ვიცი :D), სასმელი კურსის დროს მაინც აკრძალული მაქვს, სიგარეტს საბედნიეროდ აღარ ვეწევი(არადა ჩემს მდგომარეობაში ეგ შხამი რჩება მხოლოდ ხელმისაწვდომი :D), კომპიუტერი დიდ ხანს ამიკრძალეს, კითხვა დიდ ხანს ამიკრძალეს, კბილის ექიმმა უკვე ღეჭვაც ამიკრძალა, ონკანები არ მუშაობს, ცივა, ჭაღებს დედა აქვს მოხნული… რაღა დარჩა? ერთი თუ იხელცქვიტებ რა😀😀😀 ვიქნები მეთქი ცოტა ხანი კევინ სპეისივით ამერიკული სილამაზიდან😀 ნუ ეს ისე, ხუმრობით.

სამსახურის და სხვა პრობლემებს აღარც ვახსენებ. მოკლედ. ასეთი იყო ჩემი ისტორია და ნანუკას შოუ. ველოდები ერთი თვის გასვლას და ბუნდოვან შედეგს და იმედს ვიტოვებ, რომ მარჯვენა თვალი მაინც იცოცხლებს. ორი ჩასაწვეთებელი წამლიდან ერთს EMOქსიპინი ჰქვია, რაც სიმბოლური და სასაცილოა😀 ძალიან მწარე კი არის ეგ დედამიემოვებული. მალე მოვიდეს ნეტა 20-21 დეკემბერი და თუნდაც მსუბუქად დალევის უფლება დამიბრუნონ, თორემ დავიხრჩობი🙂 პაჟივიომ უვიდიმ…

Written by 1myway1

November 25, 2010 at 3:40 pm

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გლუკოზაზე ანალიზის აღებამდე, დილით კბილების გახეხვაც კი აკრძალულია [მე ასე მითხრეს ადრე] და შენ კევი დაღეჭე? :დ

    Natalia

    November 25, 2010 at 3:55 pm

  2. აუ ეგ კაი მითხარი😀
    თორემ გავაფუჭებდი ისევ საქმეს😀 იმ პარასკევს მიწევს ანალიზი და იმედია გამახსენდება

    1myway1

    November 25, 2010 at 4:05 pm

  3. ცხოვრება კი მშვენიერია, მაგრამ “ზაკონ პოდლასწი” რაღაც ძალიან დიდი და ამოუცნობი ცხოვრებისეული ფენომენია..😀
    ერთხელ თუ ტრაკისკენ წავიდა საქმე, მერე უკვე ვსო..😀

    ხო “შაქარი” ხშირად შეიძლება ძლიერი სტრესის ან უბრალოდ ნერვიულობის დროსაც კი აიწიოს, ალბათ თვალზე ინერვიულე და..😀

    ika

    November 30, 2010 at 1:55 pm

  4. aramarto tvalebze, shens mier xsenebuli fenomenit kidev ertxel yvelaferi ertad moxda da…😀

    unda gavuzlot!😀

    1myway1

    November 30, 2010 at 3:13 pm

  5. ეეეეეე…… მეგონა გააბახებდი მაგ შოუს შენეული პოსტებით🙂

    ისე კი საწყენია ეგეთი პრობლემები, რომ გაქვს, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს

    axlguns

    December 13, 2010 at 1:26 pm

  6. madloba )))
    vse budit ok

    da mere iqneb shouebsac mivdge😀

    1myway1

    December 13, 2010 at 2:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: