1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for დეკემბერი 2010

# რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) #

with 20 comments

მაშ ასე, ძვირფასო მკითხველო… პირველ რიგში კიდევ ერთი ბოდიში ჩემი ბლოგის ისეთ სტუმარს, რომელსაც რა? სად? როდის?-თან და კერძოდ მის ,შიდა სამზარეულოსთან’ არანაირი შეხება არ აქვს. ეს პოსტი თქვენთვის არ არის მეგობრებო 🙂 მაგრამ მთელი გულით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას, მიგეღოთ ყველაფერი ის, რასაც იმსახურებთ 😀 🙂 ვინ იცის, იქნებ წელს ეს ჩემი ბოლო პოსტია, ამიტომ თადარიგი დავიჭირე.

რაც შეეხება დანარჩენს. რსრ-ელებს კარეგად მოგეხსენებათ ჩემი სერიის შესახბ – რსრ რსრ-ზე. ვთვლი, რომ სამი საკმაოდ წარმატებული ნაწილი შემოგთავაზეთ. დღეს ღამე კი პატივცემულ ირაკლი გუნიასთან საუბრისას გაჩნდა სახალისო რაღაცეების დაწერისა და გაკეთების აზრი. რამდენიმე იდეა ერთმანეთს გავუზიარეთ, მაგრამ რადგანაც ის ძალიან ეშხში შევიდა და ,გეტოს ისტორიის’ დაწერა ითავა და ვერაფრით დავასწრებდი, მე პარალელურ რეჟიმში დავიწყე საახალწლო ,რსრ რსრ-ზე’-ს წერა 😀 პარალელურად ვესაუბრებოდი გუნიას და არ მითქვამს რას ვწერდი. ახლა კი ველოდები როდის მორჩება და მხოლოდ მერე იხილავს ნათელს ეს სიტყვები, რომლებსაც ახლავ წერ 😀 იმედია სულ მალე, 4 დაიწყო უკვე 😀

ამ საახალწლო პაკეტზე რა გითხრათ, მისი მიზანი კვლავაც ძველია, ცოტა გახალისება და გონების როგორც ჩვეულებრივი, აევე არაჩვეულებრივი დაძაბვა. წინებს შესაძლოა კონკურენცია ვერც იუმორით გაუწიოს და ვერც სხვა ,ფასეულობებით’, მაგრამ მკაცრად ნუ განსჯით, საკმაოდ მცირე დროში შექმნილი რამეა და ლაით განწყობაზე დაყენება აქვს განზრახული. იმედია, ცოტათი მაინც გაერთობით და ისიამოვნებთ, მაშ დავიწყოთ…

ტრადიციულად… პასუხებს, კომენტარსა და წყაროს ნახულობთ მაუსით ტექსტის მონიშვნის შემდეგ:

1). როგორც გაირკვა ცნობილ დანიელ მეცნიერს ნილს ბორს ბევრი მიმდევარი ჰყავს. ასეთია ჩვენს მიერ ჩაფიქრებული მოაზროვნეც, რომელიც ბორის გზას ადგას და ამაზე მისი მეტსახელი ყველაზე უკეთ მეტყველებს. დაასახელეთ იგი.

პასუხი: ბორგეზა / ლორდი ბორგეზი

კომენტარი: ბორის გზას ადგას ანუ ბორის გეზს. ამბობენ, მუსიკალური გემოვნება სხვანაირი ჰქონდა ნილს ბორსო, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

წყარო: დანიური დესმეტალ ჯგუფის ,კორპუს მორტალეს’ წევრი რასმუს შმიდტი, რომელმაც მისი სულიერი მეგობარი ბორგეზა თბილად მოიკითხა და საქართველოს ინტელექტ კლუბს საახალწლოდ ეს სიმღერა მიუძღვნა http://www.youtube.com/watch?v=nIiTV_5WMw8

2). თუ სვირინგს დავამატებთ ერთ ასოს, მივიღებთ იმ ადგილს, სადაც არის ჩვენს მიერ ჩაფიქრებული მოაზროვნე. დაწერეთ ეს ადგილი

პასუხი: ტარტუ

კომენტარი: სვირინგი იგივე ტატუ, როცა გადის ადამიანი ტატუზე და ეძებს ქალაქს, ერთ-ერთი პირველი თავში რაც უნდა მოუვიდეს, წესით ასო რ-ს ჩამატებაა. შედეგად მივიღეთ ესტონეთის ცნობილი ქალაქი ტარტუ, სადაც ამჟამანდ სასწავლებლად იმყოფება ირაკლი გუნია. მარტო სწავლით არ იფარგლება და სხვა ქალქენშიც დაბოდიალობს პატივცემული

წყარო: გუნიას მარჯვენა ცერა თითი და მისი თურქი მეზობელი მურატა

მე ვულოცავ გუნიას ახალ წელს და თქვენც, ამ კომპოზიციით http://www.youtube.com/watch?v=bHRbEhLj540

3). ეს გუნდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გუნდად ითვლება კლუბში. მათზე თამამად ითქმის ერთი ცნობილი გამოთქმა – რაც ზემოთ არიან, ათი ამდენი კიდევ ქვემოთააო. დაასახელეთ ეს გუნდი

პასუხი: აისბერგი

კომენტარი: მოგეხსენებათ, აისბერგი ზუსტად ასეა, რაც ზევით არის მთლად ათი მაგდენი არა, მაგრამ დაახლოებით ამდენი კიდევ ქვემოთაა. აისბერგი კი უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, თან 6-ზე მეტი კაცი ჰყავთ 😀

წყარო: ატლანტის ოკეანე.

ლეონარდო დი კაპრიოს აჩრდილი და ქეით უინსლეტი, რომელიც ამ სიმღერით გვილოცავს ახალ წელს http://www.youtube.com/watch?v=zmbw8OycJrE&feature=related

4). არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ეს კითხვა დაწერამდე კინაღამ მოიხსნა, რადგან ერთმა გუნდმა შემოიტანა აპელაცია მისი მოხსნის შესახებ, ამ არგუმენტაციით: ,,არ ვიცით რატომ, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს კითხვა მოსახსნელი იყო!”. დაასახელეთ ეს გუნდი

პასუხი: ვიცი

კომენტარი: კითხვას მარტივად აიღებდნენ ისინი, ვისაც მცირე წარმოდგენა მაინც აქვს თბილისის ბოლო ჩემპიონატში I ლიგაში განვითარებულ პერიპეტიებზე. ვიცის ლეგენდარული აპელაციებიშ შესახებ ბევრმა გაიგო და ორიცვე აპელაცია დაკამყოფილებული იქნა, ეს მესამე არა.

წყარო: ვენი და ვიდი

ისინი ამ სიმღერით გვილოცავენ დამდეგ 2011 წელს http://www.youtube.com/watch?v=gNI5eAWCWHI

5). (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ,მარშრუტკის’ მძღოლის ჯუმბერ ჯგერენაიას საყვარელ’ი მანქანა, ყველა სხვა ,მანქნებს’ შორის. ამ მანქანას ბატონი ჯუმბერი მოფერებით ეძახის ისევე, როგორც ეძახიან ჩემს მიერ ჩაფიქრებულ მოაზროვნეს, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ. თუ გეტყვით რომ… ეს მანქანა გამოირჩევა უდიდესი და წარმატებული პრინციპულობით შეჯახებებისას და თავის მგზავრებს მუდამ სწორ გზაზე ატარებს, მოსახვევებშიც და სწორ გზაზეც, რასაც ხშირად ფინიშზე პირველი მიჰყავს.

პასუხი: დავით რაფავა (რაფო)

კომენტარი: ამ სამარშრუტო ტაქსებს ჩვენ ვიცნობთ რაფ-ებად. რაფოს კი დავით რაფავას ეძახიან, რომელმაც ბოლო დროს და არამარტო ბოლო დროს შესაშური კაპიტნობით მრავალ წარმატებას მიაღწია და სწორ გზებზე იარა.

წყარო: ჰარისონ ფორდი, რომელიც ითამაშებს რაფავას როლს ჰოლივუდურ ფილმში ‘კაპიტნის თვითმფრინავი’ აკა ‘შავი ყუთი’. თვითმფრინავში ერთ-ერთ მოწინააღმდეგე გუნდში მოთამაშე მოაზროვნე, რაფავაზე თავდასხმის განხორციელებას შეეცდება. ლევან უჩანეიშვილი ისევ ტერორისტის როლში მოგვევლინება

ამ სიმღერით გვილოცავენ http://www.youtube.com/watch?v=PdgvcZe_hag&feature=related

6). ამბობენ, რომ როცა მან განაახლა კითხვების დასმა. კულუარებში ბოროტმა ენებმა გაიხსენეს 2003 წლის ეს ფილმი, რომელსაც შეუცვალეს პირველი სიტყვა. თუ მიხვდით ვინ არის ის და თუ ასევე მიხვდით ქილიკ და მარცვალნარევ ხუმრობას, დაასახელეთ ამ ფილმის სახეცვლილი ვარიანტი

პასუხი: კითხვების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

კომენტარი: გაბუტული ვახტანგ ელერდაშვილის მთლიანი თუ არა, მაინც დაბრუნება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე მაგალითად მე ვვარაუდობდი. სწორედ ამას მოჰყვა ხსენებული ხუმრობაც. კითხვების ამბავში მეფედ ელერდაშვილს მხოლოდ საკუთარი თავი არ მიიჩნევს. თუმცა ვიგო მორტენსენი ბევრად უფრო სიმპათიურია

წყარო: გნომი გიმლი. ფროდომ გასაუბრებისგან თავი შეიკავა, მას ულაპარაკოდ დაეთანხმნენ სემი და გოგორა. ელფმა კი გნომს დასცინა, მაგრამ ელერდაშვილი მეფედ აღიარა და საახალწლოდ სიმღერა მოგვიძღვნა

http://www.youtube.com/watch?v=2AisONDi4dE

7). ეს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული მოაზროვნეა, რომელიც სცენაზე ჯერ ბოლომდე არ გამოსულა. სიმბასავითაა და ნელნელა დიდ ლომად იზრდება. თავისი თავის მოხსენიება ხშირად დამსახურებულად უყვარს ისე, როგორც იხსენიებს მაგალითად შარლ გუნო მარიას. დაასახელეთ ეს მოაზროვნე

პასუხი: დავით ლომინაძე

კომენტარი: გუნო არის ავე მარიას ერთ-ერთი ავტორი. ლომსკის კი ხშირად უყვარს წამოყვირება ,ავე მე’ და ძირითადად დამსახურებულად.

წყარო: ვერკა აჭარიდან და ტოლსტოის ანა

კლუბში ამ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ კაცს და თქვენ გილოცავთ ახალ წელს http://www.youtube.com/watch?v=Z24gwIthfGM

8). ჩაფიქრებულია კიდევ ერთი მაგარი კაცი და მშვენიერი მოაზროვნე. ის არაქართულად კაი ტიპია და ამას პასპორტითაც ადასტურებს. ერთხელ, როდესაც ფრანგებს ვაკრიტიკებდი, ლაკონურად ჩამეჭრა – არა ქალები კარგი ჰყავთო. ერთი შეხედვით მიამიტი და მორცხვი მოაზროვნე, გვარიანი მუსუსია და ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეული გოგოსკენ გაურბის თვალები და წარბები. თავად ვარ მოწმე. დაასახელეთ იგი

პასუხი: დარიუს ვალა

კომენტარი: მართლაც ძალიან კარგი ტიპი. პასპორტით არაქართველობა(ანუ სახელითა და გვარით) + საფრანგეთის ხსენება, სადაც იყო წასული ახლახან, ვფიქრობ საკმარისი მინიშნება იყო. ქალებთან მისი დამოკიდებულება კი ვინძლო ბოლომდე კარგად არ იცოდეთ, ნამდვილი დონ ჟუანია

წყარო: პარიზის მაცხოვრებელი მიმზიდველი ,ღამის პეპელა’ ქალბატონი ,მაღი’

გვილოცავს http://www.youtube.com/watch?v=gE33eH6lMBc

9). (დასარიგებელი მასალა)

ვაპროსნიკთა ვიწრო ხიდზე

მიდის ერთი 3,14/პი მეკითხვე

კითხვას რაც უნდა დაწეროს

ეძახიან – *** ***

თქვენს წინაშეა კოკი კანდელაკის ჩანახატი, რომელიც თქვენ გამოტოვებული ორი სიტყვით უნდა დააბოლოვოთ

პასუხი: ტრაკში პერო(ს)

კომენტარი: მოგეხსენებათ, ხშირია კლუბში ე.წ. პი კითხვები და ტრაკში პერო კითხვები. მათ ხშირად სხვადასხვა ავტორები წერენ, მაგრამ განსაკუთრებით ერთი-ორი. ჰოდა ესეც მათზე, ზოგადი ჩანახატი იყო.

წყარო: შარლ პერო და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

იმათ არ სცალიათ და მე მოგიძღვნით http://www.youtube.com/watch?v=6E2hYDIFDIU

10). (დასარიგებელი მასალა)

ეს თამარ გახოკიძის წიგნების თარო და ყველაზე საყვარელი ადგილია. ამ ტერიტორიას იგი იხსენიებს ორი სიტყვით. ამ ორ სიტყვას თქვენ მიიღებთ მაშინ, თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილის ასევე ორსიტყვიანი გავრცელებული დასახელების პირველ სიტყვაში ჩაამატებთ ერთ ასოს, ხოლო ერთ ასოსაც ადგილს შეუცვლით. მაშ, მითხარით რას ეძახის ჯინჯიკო იმ ტერიტორიას

პასუხი: ნაზღას სექტორი

კომენტარი: ნაზღა+სიყვარული=წიგნები

წყარო: წიგნების ცარიელი თარო

რჩევა: წიგნები წაიკითხეთ!

ეძღვნებათ სიმღერა: http://www.youtube.com/watch?v=yXQViqx6GMY

**********************************************************************************************************

ბევრთან ერთად, კიდევ ამ ხუთი სიმღერით მომინდა მომელოცა ახალი წელი:

(რატომღაც) http://www.youtube.com/watch?v=nMxKMIC__jo

(იმიტომ) http://www.youtube.com/watch?v=jRAmuMKzrbQ

(ნამდვილად) http://www.youtube.com/watch?v=im2SoltmZEc

(უბრალოდ) http://www.youtube.com/watch?v=Bn5tiuZU4JI

(ზუსტად ეს ვერსია) http://www.youtube.com/watch?v=dbWHEM1sn0Y

Written by 1myway1

დეკემბერი 29, 2010 at 12:14 AM

Posted in Uncategorized

Dream Come True…

with 12 comments

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხანდახან პატარ-პატარა ოცნებები ხდება და ამის მაგალითებს ქვემოთ მოგიყვანთ. რაოდენ ცუდადაც არ უნდა იყოს ყველაფერი, იმედი არასდროს არ დაკარგოთ…
ვაჟიკო კარგი ბიჭია და ახლა ესპანეთში ცხოვრობს, დაოჯახდა და კარტახენაში თავს მშვენივრად გრძნობს. ბევრ რამეზე ვხუმრობდით ერთად მე, ვაჟიკო და ცხონებული ლადო. მრავალი წლის მანძილზე ერთ ოთახში ვიჯექით გაზეთ სარბიელში. ჩემი და ვაჟას ერთ-ერთი მთავარი სახუმარო თემა ის იყო, რომ ფეხბურთელების აბსოლუტური უმეტესობა ამბობდა ამ სამ სიტყვას – Dream Come True. რომელ კლუბშიც არ უნდა გადასულიყვნენ, რამდენჯერაც არ უნდა გადასულიყვნენ და რა ასაკშიც არ უნდა გადასულიყვნენ, თითქმის ყვეკლა ამბობდა, რომ ეს მისთვის ახდენილი ოცნება იყო. ზოგი მართლა გულით ამბობდა, ზოგი კი ტყუილა. მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამბავი ბევრმა იცით, სადაც არ გადავიდა ყველა გუნდზე რომ თქვა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი გუნდი იყოო.

ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი ბოლოს უკვე აღარც მახსოვდა, რომ ერთ დროს სარბიელიც დიდი ოცნება იყო ჩემთვის და მე რომ იქ მოვხვდი ეს სწორედ – Dream Come True – იყო. ასე რომ, ზოგიერთი იმ ფეხბურთელის მესმის. რა დამავიწყებს იმას, პირველად რომ მივედი სარბიელში გასაუბრებაზე, რა ამაყი და ბედნიერი ვიყავი. თითქმის ყველა მიმდინარე ჩემპიონატის მოკლე, ბავშვურ მიმოხილვას რომ ვაკეტებდი ჩემს რვეულებში და ის რომ მივიტანე მერე, ერთ კარგ კაცს დრო არ ჰქონდა მგონი გადასახედად და არც მიუქცევია ყურადღება, მაგრამ მე ხომ მივიტანე, მე მიხაროდა, მე ერთი პატარა ოცნება ამიხდა 🙂

ალბათ უცხო და გაურკვეველი ადამიანი ვერ გაიგებს, მაგრამ ყველამ თავის სფეროზე იფიქროს და თავისთვის სასურველ ორგანიზაციაში მისვლა გააიგივოს იმასთან, რაც მე განვიცადე 17 წლის ასაკში 🙂 უბედნიერესი ვიყავი, რომ ასე პატარა მივედი იქ და 18 წლისა ფაქტობრივად დავმკვიდრდი კიდეც. დრო იყო გაკვეთილს ვაცდენდი იმისთვის რომ სარბიელისთვის მიმესწრო და ასე მარტო მე არ ვიყავი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი… ლამის ასეთი ამბავი იყო სარბიელზე. ამ გაზეთს დიდი ადგილი ეჭირა ქართულ სპორტულ და არამარტო სპორტულ ცხოვრებაში. ერთი გამყიდველი ქალი ჩავიამხანაგე ბავშვობიდან და ის უფასოდ მაკითხებდა სარბიელს, როცა ფული არ მქონდა. ახლა ბებიაჩემი ედაქალება იმ ქალს, რუსეთში(რუსია) რომ წავიდა სკაიპით ურეკავდა დაჟე, ახლა ჩამოვიდა და ისეც დიპლომატის გვერდზე ყიდის გაზეტებს, რამდენი ჩავივლი სულ ის ბავშვობის პერიოდი მახსენდება, მართლა თვალებში ცეცხლანტებული სარბიელისკენ რომ მივიწევდი.
ხვდებით რამხელა რამ იყო ჩემთვის იქ მოხვედრა? თუნდაც ამ კუთხით რომ მივუდგეთ – რამდენ ვინმეს დავუმტკიცე, რომ წერაც შემეძლო და ცოდნაც მქონდა? მაშინ, როცა გაკვეთილებზე სკოლაში არ მივლია 5-6 კლასის მერე, მხოლოდ ალაგ-ალაგ და საერთოდ თვითნასწავლი ვიყავი 😀 ეგრე არ გამოვაო და აი თუ არ გამოვამეთქი 🙂

სხვა საკითხია ის, რომ სარბიელს ბოლო წლებში გაუჭირდა და მერე დაიხურა საერთოდ(იმედია დროებით). მე იქ 6 წელზე მეტი გავატარე და ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ ამით. სხვა საკითხია ისიც, რომ შეიძლება ბევრი არ მომწონდა, შეიძლება ხელფასიც დაბალი იყო და პირობებიც არასათანადო. სამაგიეროდ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ზოგიც არც ისე კარგი 🙂 მაგრამ ესაა ცხოვრება. ბევრს იქ არც უნდა ემუშავა, ზოგს იმიტომ რომ ის დონე არ იყო და არ ღირსა, ზოგსაც შესაძლოა ეზარებოდა და ამიტომ არ უნდა ემუშავა. მარა ასეთები მერე აქეთ გეტყვიან შენ არ მუშაობდი კარგად და შენნაირები რომ მუშაობდნენ იმიტომ გაფუჭდა გაზეთიო – ამასაც არა უშავს, ცხოვრებაა და ვერ გაექცევი, მთაავრია სიმართლე მე მაინც ვიცი 😀 სხვა საქმეა, რომ იყო იმდენი ინტრიგა და არეული შიდა სამზარეულო, რომ ვერასდროს წარმომედგინა თუ რედაქციაში ოდესმე ასეთები ხდებოდა და შესაძლებელი იყო. სხვა საქმეა, რომ უფროსობამ რაღაც პონტში დაიკიდა და დიდ წილად ამის გამო მოხდა ყველაფერი ცუდი. სხვა საქმეა, რომ ძალიან ხშირად, ჩემის გარდა, სხვის საქმესაც ვაკეთებდი, თითქმის სულ და ზოგს ეს ჩვევაში გადაუვიდა, თვითონ დატღობა, გართობა ან რამე და მე სხვისი საქმის კეთება პატარა ხელფასით. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ცუდიც ხდებოდა და ბევრით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ეს ცალკე თემაა. სამაგიეროდ ბევრი ვისწავლე, გავიზარდე, გამოცდილება მივიღე და ჯამში ყოველთვის ნათელი წერტილი იქნება ჩემთვის სარბიელი.

მერე იყო წელიწადნახევარზე მეტი უმუშევრობის პერიოდი. მუშაობდნენ ისინი ვისაც ნათესავი და ახლოებლი ჰყავდა სადმე. შეიზლება წერა წესიერად სულ არ ცოდნოდა, მაგრამ იშვიატად უყურებენ ამას საქართველოში 🙂 პლუს ასეთები ყველაზე მეტად დარწმუნებულნი არიან რომ ბევრი იციან, მეც მყავს გარშემო რამდენიმე 😀 არ დავასახელებ. შედეგად, დამიგროვდა ბევრი ვალი, ბოლომდე განადგურდა ნერვები და სხვა პრობლემები სულ რომ არ ვახსენოთ, ცუდი სიტუაცია შეიქმნა.

და აი, ერთ დღესაც, მოულოდნელად გაირკვა რომ ტელეკომპანია მზეში(სადაც წელიწადზე მეტი, ათასში ერთხელ შევივლიდი სტაჟორად ვითომ და წელიწადში ჯამში სულ 250 ლარი ავიღე, რამდენიმე სცენარის დაწერისთვის :D) გადმოდიოდა გადაცემა იმედის ფსონი და დამირეკეს მის რედაქტორად შეიძლება ჩაგსვათ თუ წამყვანს მოეწონები და შეუთანხმდებიო. წამყვანი ლევან სალუქვაძე გახლავთ, ვნახე ლევანი და მოვრიგდით თითქოს. ხელფასზე და დანარჩენზე მზეს უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ… გარკვეულ მიზეზთა გამო, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ არის საჭირო, გადაცემის გაშვება გადაიდო… ხელი ჩავიქნიე და ვიფიქრე რომ არც აქედან გამოვიდოდა რამე, მაგრამ იღბალმა ისე ისურვა, რომ რამდენიმე თვეში გადაცემა მაინც გავიდა მზეზე და მეც მიმიღეს.

ჩემთვის ის მცირე ხელფასიც იმ დროს დიდი ფული იყო, რადგან ბანკის ვალებს, ხალხზე რომ არაფერ ვთქვა, უკვე კედელში მივემწყვდიე და იმ ფულით პროცენტს მაინც დავფარავდი. გავიდა ხანი და გაირკვა, რომ ახალი სპორტული არხები იხსნება, მაგრამ სანამ გაიხსნება, მანამდე ფეხბუღტები მზეზე უნდა გავიდეს და მე დამევალა რეპორტაჟების კოორდინატორობა და რედაქტორობა. ანუ ყველა რეპორტაჟის პროგრამების უფროსთან დაგეგმვა და ყველა რეპორტაჟზე მზეში ყოფნა და თუ რამეა კომენტატორებისთვის ყურში თქმა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე ხელფასად, სასაცილოდ მცირე ხელფასად 🙂 მზეში მეტს რას მოგცემდნენ 😀 😛 თან გონიათ რომ ბევრს გაძლევენ და კმაყოფილი უნდა იყო და მაქსიმუმს ითხოვენ 🙂 ნუ იმ იმედით, რომ ახალი არხები მალე გაიხნებოდა, გადავწყვიტე დათანხმება და თან გამოცდილებასაც მივირებ ამ კუთხითმეთქი. პლუს ლევანთან ერთად შეწყობილი ვიყავი უკვე და უარიც აღარ ვუთხარი მის პონტშიც.
ამას კიდევ ძალიან მოკლედ ვყვები 😀

ასევე მითხრეს, ახალ არხზე ეგებ კომენტატორიც გახდეო… სარბიელის გარდა, ეს იყო კიდევ ერთი ჩემი ბავშვობის ოცნება. სულ ამაზე ვოცნებობდი და ვამბობდი გამომივამეთქი. ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა, როდესაც მითხრეს იმ ცემპიონატების მიმოხილვა, რაც მზეზე გადის შენ უნდა გაახმოვანოო. უზარმაზარ დატვირთვას და მცირე ხელფასს ვინღა ჩიოდა, მიხაროდა და იმაზე ვნერვიულობდი რამე ცუდად არ გამომსვლოდა. პირველ ჯერზე არანორმალურად დიდი დრო შევალიე, მაგალითად ჰოლანდიას 7 საათი ვარჩევდი, რათა ნერვიულობის ფონზე ერთი შეცდომაც არ გამპარვოდა, ბოლოს კი გაირკვა რომ მზის ძველი მაგნიტოფონი კასეტას ვერ კითხულობდა ისე, რომ ხმა დაედო და ის შვიდი საათი წყალში ჩამეყარა 🙂 მაშინ განვიცადე ყველაზე მწარე სილა, რაც შეიძLება ტელევიზიაში მოგხვდეს 😀 ძალიან გავბრაზდი, აბა რისთვის ვიმუშავემეთქი… მსგავსი სახის უამრავი პრობლემა რომ შეიქმნა კიდევ, ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან შორს წავალთ და ჯამში მზის მაინც მადლობელი ვარ ცხადია. თან ჩეულებრივი ხალხის უმეტესობა ძალიან კარგი მუშაობს იქ.

ჰოდა… როცა პირველად მივედი ჩემი საყვარელი იტალიის გასახმოვანებლად, ხომ ვიცოდი რომ პირდაპირი ეთერი არ იყო და არაფერი, მაგრამ ნაუშნიკები და მიკროფონი რომ გავიკეთე და ხმის დადების პროცედურა რომ დაიწყო – ერთი რომ ხმა ამიკანკალდა, მეორე აბსოლუტურად რაც ვიცოდი ყველაფერი დამავიწყდა(არადა ცოტა ნამდვილად არ ვიცი, ამ მხრივ თავმდაბლობას ვერ გამოვიჩენ), ვსუაბრობდი ძალიან ხმადაბლა, შეშინებული და თითქოს მოწყენილი. მერე რომ მოვუსმინე შემეშინდა 😀 მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი თუ რა ადვილია შორიდან ლაპარაკი და რა ძნელია საქმეში, მაგრამ ესეც ფსიქოლოგიური მომენტია ყველაფერი. ნელნელა ალღო ავუღე და საქმეც უკეთ წავიდა წინ 🙂
არაერთი თვის მანძილზე ვაკეთებ(დი) 4 მიმოხილვას და 3 შოუს(ანუ პრევიუს დაახლოებით) და რაც ყველაზე მთავარია ამ მიმოხილვებს სკრიპტი(ანუ რა ვიდეოც არის იმის ტექსტი გაშიფრული, კარში ვინ ურტყამს და ასე შემდეგ) არ ჰქონდა, მხოლოდ ესპანეთს. საფრანგეთსაც, მაგრამ ისეთი სკრიპტი რომ გინდ ჰქონია და გინდ არა 😀 ისე კი ძალიან ძნელია კეთება, არავინ თქვას რომ ყველა ფეხბურთელს ცნობს სახეზე, მეორეხარისხოვან გუნდებშიც, ზღაპარია ეს. თა მიმოხილვის დროს, როცა კადრები ამოჭრილია, მატჩის დროს სხვაა კიდევ.
ამ პროცესის შუაში, მოხდა რარაც ,გაუგებრობა’ და შემპირდნენ ხელფასის ოდნავ მომატებას, რომ ჩემი ხელფას სულ ოდნავ ნაკლებად სასაცილო გამხდარიყო 😀 მომიმატეს, მაგრამ რაც ითქვა, იმაზე 100 ლარით ნაკლები მაინც 😀 ძალიან გავბრაზდი, ძალიან  დამაკლდა ეგ ფული, მაგრამ რას ვიზამდი, როცა ასე ნაგლად გექცევიან.

და მივედით ყველაზე მთავართან. სალუქვაძე ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ იყო და ასე თუ ისე, ამ არხების პროდიუსერს ბიძინა ბარათაშვილსაც ,მოვაწონე თავი’ და მან გადაწყვიტა ლივერეპორტაჟზეც დავესვი უკვე და შევემზადებინე ახალი არხისთვის კომენტატორად, თუ ცხადია გავამართლებდი. ხვდებით რამხელა ამბავი იყო ეს ჩემთვის? ბავშვივით გამიხარდა. აი სარბიელზე რაც დავწერე, დაახლოებით ისე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი. ის რაც რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო წარმოუდგენელი მეგონა, რეალობად იქცა 🙂

ჩემი ლაივდებიუტი კომენტატორის რანგში კიევო-რომას მატჩში შედგა 4 დეკემბერს. ჩემთან ერთად ასევე დებიუტი ჰქონდა ტატო ბაციკაძეს, რომელსაც ჩემი ბლოგის ზოგიერთი მკიტხველი იცნობთ. მე და ტატომ კი ერთმანეთი სულ სხვა დვიჟენიაში გავიცანით ერთი წელიწადნახევრის წინ და ასე დაემთხვა. ცუდად ნამდვილად არ გამოგვივიდა 🙂 რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლაივის დროს ბევრად ნაკლები ვინერვიულე, ვიდრე პირველი მიმოხილვის გაკეთებისას, რომელშიც რამე რომ შემშლოდა შესწორება პრობლემა არ იქნებოდა…

6 დეკემბერს უკვე ნაპოლი-პალერმო წაგვაყვანინეს. 11 დეკემბერს პატარა ჩეპე მოხდა და ზუსტად 2 წუთით ადრე გავიგე, რომ მე უნდა წამეყვანა რეპორტაჟი გიგა გვენცაძესთან ერთად. ამ ექსტრიმსაც თავი გავართვი 😀 12-ში წავიყვანეთ რომა-ბარი. 13-ში კი პირველი არაიტალიური რეპორტაჟი – ვალენსია-ოსასუნა. ამას მოჰყვა 19-ში ჩემი საყვარელი გუნდის იუვენტუსის თამაში კიევოსთან 🙂 მგონი დავმტკიცე რომ ობიექტურად ჩემი ფავორიტი გუნდის თამაშის გაძროლაც შემიძლია… მაგრამ იუვე კი დავთარსე 😀 კაცი გაუგდეს, პენალტი დაუნიშნეს და დამატებულ წუტებზე გაუთანაბრეს – დებიუტიც ასეთი უნდოდა 😀 ძალიან გამიტყდა, მეგონა ვერ მოიგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე უკვე ვირწმუნე მაინც მოიგესთქო, როცა… იმავე დღეს ჩანაწერში წავიყვანეთ მილანი-რომა. 21 დეკემბერს უკვე ლორიანი-მონპელიო გვერგო – როგორი წასაყვანია? 😀 თან 0:0 მორჩა კარში სამჯერ დაარტყეს სულ, მაგრამ მაინც კარგი იყო, და ჩანაწერისა და ასეთი მძიმე მატჩის წაყვანის გამოცდილებაც მივიღეთმ, რომელიც გავაღრმავეთ 22-ში ლილი-სენტ ეტიენის ასევე ჩაკეტილი თამაშის წაყვანით. ამით 2010 წლის რეპორრტაჟები დასრულდა და ველოდებით 2011-სა და იდეაში იანვრის შუაში ან ბოლოში ახალი არცსი გახსნას… სანახევროდ მზესაც თავს დავაღწევ 😀 😀

შრომა არასდროს მეზარებოდა(და ხშირად ამით ბოროტად სარგებლობენ სამწუხაროდ 🙂 ) და ახლაც მზად ვარ! ვნახოთ რა იქნება…

ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ერთ-ორ დაბოღმილ, მაგრამ არა ძალიან და ძალით კრიტიკულ პოსტს თუ არ ჩავთვლით. არცერთი ცუდი გამოხმაურება არ ჰქონია ჩემს წაყვანილს… არადა ათასი დაბოღმილი და უვიცი ტიპია ან მცოდნე და მაინც დაბოღმილი და ბოროტი 😀 ქვეყანა ვიცი ტყუილა აქვს ამბიცია და ტყუილა ჰგონია რომ კომენტატორობა შეუძლია და გულში ბევრიც დაიბოღმა ალბათ, მაგრამ რაც მტავარია არცერთ უცნობს, დაჟე რო ვაკვირდები ფორუმებზე და სადღაც, აი ძაან ცუდი როჟები რო არიან, ეგეთსაც კი არ წამოცდენია ცუდი ჩემს წაყვანილ თამაშზე და ეს მესიამოვნა ყველაზე მეტად 🙂 სულ დადებითი და კეთილგანწყობილი კომენარებია. მცირე და რაც მთავარია საფუძვლიან შენიშნვას კი მუდამ მივირებ, კომპეტენტური ადამიანებისგან – უშეცდომო არავინაა.
პლუს ბევრი იმას აღნიშნავს, რა სასიამოვნო და თბილი ხმა აქვსო და არადა, ცემი ხმა მაგრად არ მევასება მე, ამან გამაკვირვა დიდად 😀

თუნდაც ცუდი თამაშის წაყვანასაც კი რაღაც უცნაური სიამოვნების გრძნობა მოაქვს და ძალიან საინტერესოა. უკვე დამოკიდებული გავხდი ამაზე და თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში 🙂 ძალიან გახარებული ვარ და ამიტომაც გეუბნებით, რომ პატარ-პატარა ოცნებები სრულდება ხოლმე 🙂 თუნდაც ასე მოულოდნელად, ამიტომ იოცნებეთ და თუ გეკუთვნით და ბედიც გაგიღიმებთ…

იმაშიც დავრწმუნდი, რომ ერთი ხელით გაძლევს და მეორეთი გართმევსო… ამაშიც არის რაღაც 😀 იმის ფონზე რომ თვალში სისხლჩაქცევა მაქვს და მარცხენათი ძალიან ცუდად ვხედავ ლინზითაც კი(ულინზოდ ვერცერთით ვერ ვხედავ :D), რაც პრობლემას ქმნის ნებისმიერ დროს, რეპორტაჟის დროსაც თუ ახლოს არ ვარ და მობილიზებული, იმის ფონზე, რომ მითხრეს სათვალე თუ გინდა უკვე -22 მარცხენა თვალში და -20 მარჯვენაში უნდა ჩაისვაო(ანუ კიდევ იზრდება მინუსი და ძაან ცუდი მდგომარეობაა), იმის ფონზე, რომ თრომბინები და პროტთრომბინები თუ რაღაცეები მთლად წესრიგში არ მაქვს, იმის ფონზე, რომ კიდევ ერთი თვით გამიგრძელეს წალები და შესაბამისად სუხოი ზაკონი 😀 რაც პირად ტრაგედიად მივიღე ამ ,ოქროს დაბადებისდღისა’ და ახალი წლის მოახლოების ამბავში თან. იმის ფონზე, რომ სახლში კიდევ რაღაც პრობლემებია და ვალებიდანაც ვერ ამოვძვერი… აგერ ამიხდა ერთ-ერთი მთავარი ოცნება 🙂
ცხოვრება მშვენიერია!

ყველაფერი მოკლედ, უჯიგროდ და რარაც არა ისე მოვყევი როგორც მინდოდა, მაგრამ არსს გაიგებდით, დარწმუნებული ვარ 🙂

ეს კი  არც რეკლამაა და არც რა შუაშიაო არ იკითხოთ. უბრალოდ თუ იგრძნობთ მიხვდებით:
ვინ იცის, იქნებ ახალ წელს თქვენს ქუჩაზეც ჩამოიაროს კოკა-კოლას დიდმა წითელმა და განათებულმა მანქანამ, თავისი სასიამოვნო მუსიკით…
Dreams Come True!

Written by 1myway1

დეკემბერი 24, 2010 at 5:07 PM

Posted in Uncategorized

გაყიდული მსოფლიო

with 7 comments

არ მსურს ეს ისტორია, უკვალოდ გაქრეს, არა უკვალოდ არც გაქრება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ამოვატივტივო… გახსოვთ ლორდი ტრისმანი? თუ გახსოვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, ხოლო თუ არ გახსოვთ და არ იცით ვინ არის, მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ ისტორიას. არამარტო ფეხბურთის მოყვარულებისთვისაა საინტერესო.

დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს ტრისმანი. იგი გახლავთ ინგლისელი ლორდი, საკმაოდ ცნობილი, პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება. იგი მთავრობაში ტრიალებდა და საბოლოოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჩააბარესმ რათა იქაური არეულობისთვის მიეხედა და თან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ემUშავა, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს მასპინძლობა ინგლისს რომ სურდა ეს დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი დაერთ დროს იმასაც ამბობდნენ, გადაწყვეტილი ამბავიაო. ერთი სიტყვით, ვიღაც ცვეულებრივი გამვლელი და უცებ ძალაუფლების მოხვეჭით პროვინციულად აჟიტირებული არ გეგოოთ ჩვენი ტრისმანი, ლორდია(გავკლარი მაგათ ლორდებს და დედოფალს და ქვეყანას, მაგრამ მაინც).

2010 წლის მაისში შუა რიცხვებში, პრესაში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია… ლორდმა ტრისმანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ესპანეთს შესთავაზა ასეთი ვარიანტი – 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კიდევ ერთ მთავარ მსურველს, ესპანეთს ნელნელა უკან დაეხია და ემუშავა იმაზე, რომ მისი ხმები რუსეთისკენ წასულიყო, რაც რუსეთს ინგლისის კანდიდატურის დამარცხებასი დაეხმარებოდა. რას მიიღებდა ესპანეთი სანაცვლოდ? ძალიან ბევრს! 2010 წლის მუნდიალს. რუსეთი ესპანელებს მსაჯების მოსყიდვასა და დახმარებას დაპირდა, ამას როგორ გავაკეთებთ ჩვენი საქმეა. რუსეთი რომ ასეთებზე წამსვლელი და თან შემსრულებელია, ვფიქრობ არ გაგიკვირდებათ 🙂
ესპანეთს კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძააალიან ძაააალიან სჭირდებოდა, ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის პოლიტიკურითაც.

კარგად გაიაზრეთ, რომ ასეთი რამ კაცმა თქვა 2010 წლის მუნდიალის დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე. არაფრის მტკიცება არ გვინდა, მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯებმა იმაზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს, ვიდრე 2002, ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს 🙂 ეს რომ ვინმეს სერიოზულად ეთქვა თქვენთვის, რამდენი ადამიანი დაიჯერებდით? 🙂 განსაკუთრებით მეორე ამბავს… ტრისმანმა კი იცოდა და სანდო წყაროებიდან 🙂
განსაკუთრებით ფიფა, ასევე უეფა და საერთოდ ყველაფერი კორუმპირებული და გასრვილი რომ არის, ესეც არახალი უნდა იყოს წესით თქვენთვის და ფეხბურთშიც ხშირად რომ ხდება სამწუხაროდ მაიმუნობები.

ახლა საიდან გასკდა ეს ამბავი… როცა პატივცემული ბარონი დევიდ ტრისმანი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, მინისტრად მუშაობდა, ამნ პირად მდივნად აიყვანა ქალბატონი მელისა ჯეიკობსი. მდივნებისა და მათი უფროსების ხშირი თბილი ურთიერთობების შესახებაც ალბათ გსმენიათ, მით უმეტეს, რომ ტრისმანის გარეგნობისა და ასაკის კაცისთვის 37 წლის მის ჯეიკობსი საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო. ჰოდა, მათ სორისაც გაჩაღდა ის რაც უნდა გაჩაღებულიყო და საკმაო ხნის მანძილზე გრძელდებოდა კიდეც.

ამბობენ, უკვე დაშორებულნი იყვნენ, ქალბატონ მელისას თურმე მოულოდნელად სინდისმა შეაწუხა ამდენი ხნის მანძილზე ცოლიან კაცთან ურთიერთობის გამო 😀 მაგრამ მეგობრებად რჩებოდნენო… და ერთ დღესაც ტრისმანმა ჯეიკობსთან ერთად სადილობა გადაწყვიტა. ეს 2010 წლის 16 მაისს მოხდა. სწორედ იმ სადილზე მოყვა პატივცემულმა ეს და სხვა საინტერესო ამბები. მელისამ კი ქალების დიდი ნაწილის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და როგორც სულით მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეეფერება, მთელი ეს საუბარი ჩაიწერა და უმალვე ,გაასაღა’. აი ასე გასკდა ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი 🙂

შემდეგ, კი როგორც ინგლისელ ჯენტლმენს ეკადრება, რომელიც წინა დღეს პრინც უილიამთან ერთად დასეირნობდა, ჯონ ტერის უეინ ბრიჯის გერლფრენდის გაბახების გამო აკრიტიკებდა და ინგლისური კდემამოსილება ეჭირა, ლორდი ტრისმანი გადადგა. გაუმკლავდა იმ აჟიოტაჟს რომელიც ატყდა მისი მოყოლილი ამბების შემდეგ და ახლა ალბათ ცხოვრობს თავისთვის. დრომ კი აჩვენა, რომ რაც ამ კაცმა თქვა, ყველაფერი ასრულდა 🙂

მოდი ახლა ნუი დავიწყებთ მიამიტურად იმის მტკიცებას, რომ ესპანეთი ისედაც გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და რუსეთი ისედაც მოახერხებდა ყველას მოსყიდვას. ნუ დავემსგავსებით ბირჟაზე მდგარ 17 წლის ბიჭს, რომელმაც არ იცის ვინ იყო ლუის სუარესი, სამაგიეროდ ჰგოპნია რომ ფეხბურთში ერკვევა და იტყვის ეს რა სისულელეებს წერს, ესპანეთი ისედაც ყველაზე მაგარი იყო  – ჩავი, ინიესტა, პედრო, პიკე ბარსელონა! და მაინც მოიგებდა ან მსაჯები სად დაეხმარენ ჩმდდშვც-იო(ეს ამ კატეგორიის ყველაზე ლაითი ვარიანტი შემოგთავაზეთ).

მე იმას არ უარვყოფ, რომ შეიძლება ესპანეთს ისედაც მოეგო. არციმას უარვყოფ, რომ ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ კარგით რა… 1954 წელს უნგრეთი აშკარად ყველაზე უკეთესი იყო, მოიგო? 1982-ში ბრაზილიას ვისზე ნაკლები ნაკრები ჰყავდა – მოიგო? კრუიფის ჰოლანდია ვინმეს ჩამორჩებოდა? არა, მაგრამ ვერ მოიგო. 2004-ში საბერძნეთი ყველაზე კარგი ნაკრები იყო? რბილად რომ ვტქვათ ალბათ არა, მაგრამ მოიგო. არაერთი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
არც ისე უნდა გაიგოს ვინმემ, რომ ადგნენ და ყველა თამაშო ჩააწყვეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ერთი პატარა დახმარებაც კი ძალიან მნშივნელოვანია, მით უმეტეს თუ ერთზე მეტთან გვაქვს საქმე.

გაგახსენოთ ესპანეთის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომები? მოდი ზოგიერთების სიმულანტობების გამო გაძევებულ ფეხბურთელებს და ასეთ წვრილმანებს არ გაგახსენებთ(არადა არ არის წვრილმანები, მაგრამ ამჯერად ასე ჩავთვალოთ). პარაგვაისთან მატჩში, როცა ჩემი აზრით, მოიგო კიდეც ესპანეთმა მუნდიალი, ეგ იყო გადამწყვეტი თამაში, ნელსონ ვალდესს ხომ აბსოლუტურად წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს? იმავე მატჩში, კარდოზომ პენალტი ვერ შეაგდო და პარაგვაიმ თავის ტავსაც უნდა დააბრალოს ყველაფერი, მაგრამ კარდოზოს არ გადაარტყმევინა პენალტი, არადა ზუსტად იგივე მიზეზით, ცოტა ხანში ხაბი ალონსოს გადაარტყმევინა. ჩნდება კითხვა რატომ მოხდა ეს? იქნებ ეგონათ, რომ ისევ გაიტანდა, იქნებ მხოლოდ ლაინსმენი იყო მოსყიდული. იქნებ, რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც მოაგებინდებდნენ ამ თამაშ ესპანეთს ან იქნებ, კი ბატონო… ამ მატჩში არც არავინ იყო მოქრთამული. ფაქტი კი ის არის, რომ ის ურთულესი და არეული თამაში ესპანეთმა მოიგო.

დავიდ ვილია თამაშგარეში იყო, როცა ასევე მძიმე თამაშში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი გაიტანა. რაღა ვილიაზე ლაპარაკობთ, როცა სამმეტრიანი თამაშგარე იყო ტევესზე და ლამპარდს სუფთ გოლი არ ჩაუთვალესო? და არ გიფიქრიათ, რომ ის რამდენიმე მყვირალა შეცდომა სწორედ იმიტომ იყო დაშვებული, რომ ყურადღება მათზე გადატანილიყო და ,შედარებით პატარა’ შეცდომები აღარ გამოჩენილიყო? აბა ჩაწყობა როცა ხდება, თქვენი აზრით ისე ხდება, როგორ ნაგლადაც კორეამ ქნა ან ისე რომ ყველა მიხვდეს? არა, ეს ოსტატურად უნდა გაკეთდეს და რაც ცოტა მონაწილეს ეცოდიენაბ, მით უკეთესი.

იქნებ ამავე მიზეზით ბათილდება თქვენი ის არგუმენტი, რომელსაც აუცილებლად მოიყვანთ – რატომ არ გაუგდეს ჰოლანდიას კაცი ფინალის დებიუტშივე. იქნებ ფინალში აღარ იყო ჩაწყობა, მაგრამ იქნებ იყო, და უბრალოდ საჭირო მომენტებს ელოდებოდნენ და მხოლოდ შეუმჩნევლად ეხმარებოდნენ ესპანეთს. გოლის დროს ჰოლანდიელი ძირს ეგდო, ეუხეშნენო, ამით ჰოლანდიური პრესა გადაჭრელებული იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეგ ეპიზოდი წესიერად. იქნებ ის კუთხური, რომელმაც დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი, მართლა არ დაინახა მსაჯმა და არა ვერ დაინახა(იმის ვერდანახვა ძალიან ძნელი იყო). იქნებ თამაშგარეს კი არ ჰგავდა საგოლე იერიშისას, არამედ იყო.
რა ვიცით,,, იქნებ… ფაქტი კი ის არის, რომ კაცმა დიდი ხნით ადრე თქვა თუ რა მოხდებოდა მომავალ თვეებში და კვამლი უცეცხლოდ არ არსებობოს, აი ამჯერად კი ვეთანხმები ამ გამოთქმას 🙂

ესპნაეთმა ჩემთვის მსაჯების შეცდომებით 2002-ზე მეტად გაფუჭებული(მაგრამ 2002-ზე ხარისხიანი ცხადია) ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი აშკარად ცოტა უკან დაიხია 2018 წლის მსოფლიოს მასპინძლობაზე. ერთ დროს აშკარა ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა კი წააგო და შედეგად 2018 წლის მუნდიალი, საუბედუროდ რუსეთში გაიმართება. ამ გადაწყვეტილებას ყველანაირად ,გაგიპრავებენ’ – გეტყვიან, რომ რუსეთში, ამხელა ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა, რუსეთი მზად არის ამისთვის და ასე შემდეგ 🙂 ისევე როგორც გაამართლებენ ყატარის გადაწყვეტილებას, 2022 წელს ყატარში უნდ გაიმართოს მუნდიალი და ეს არანაკლებ სასაცილო და ამაზრზენია. ამ ყველაფრის გამო კი ზეპ ბლატერის თამადობით, სამარცხვინო ფიფას კორუმპირებული და ბიძნური დედა კიდევ არაერთხელ უნდა მოვიკითხოთ, მათი კოშმარული პოლიტიკისა და გაუმაძღარი მუცლების გამო, მაგრამ ამით რას შევცვლით? სამწუხაროდ ვერაფერს და უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმას თუ რა მოხდება იქამდე, დრო დიდია 🙂 და იოქამდე 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოა, რომელიც წესით კარგი უნდა გამოვიდეს.

ისე, არ მიყვარს ასეთი საუბრები და ყველგან ჩაწყობასა და შეთმულების თეორიას არ ვხედავ, მაგრამ ბოლო დროს რამდენი რამე მისცეს რუსეთს ხომ აკვირდებით? და მართლა მოგეჩვენება კაცს, სულ რომ არ გინდოდეს, რომ ჰაერში მომწამვლელი გაზისა და ბინძური ფულის სუნი ტრიალებს.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ძალიან მადლიერი ვარ დევიდ ტრისმანის. ისევე იმ წაკლა მელისა ჯეიკობსის, რადგან ამჯერად მის ცუდ საქციელს ,კარგი ამბის’ გახეთქვა მოჰყვა.

პ.ს.
http://www.dailymail.co.uk/sport/worldcup2010/article-1278759/World-Cup-2010-FA-chief-Lord-Triesman-accuses-Spain-Russia-bid-bribe-referees-South-Africa.html
ეს არის ერთ-ერთი ლინკი, სადაც სეგიძლიათ გადაიკითხოთ ტრისმანის ჯეიკობსთან საუბრის დეტალები. სხვა საინტერესო ფაქტებზეც ლაპარაკობს კაცი და დაგაინტერესებთ 🙂
ესეც მისი ბიოგრაფია
http://en.wikipedia.org/wiki/David_Triesman,_Baron_Triesman

ასე რომ Sasha, wake up ეჰ…

Written by 1myway1

დეკემბერი 13, 2010 at 1:22 PM