1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

გაყიდული მსოფლიო

with 7 comments

არ მსურს ეს ისტორია, უკვალოდ გაქრეს, არა უკვალოდ არც გაქრება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ამოვატივტივო… გახსოვთ ლორდი ტრისმანი? თუ გახსოვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, ხოლო თუ არ გახსოვთ და არ იცით ვინ არის, მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ ისტორიას. არამარტო ფეხბურთის მოყვარულებისთვისაა საინტერესო.

დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს ტრისმანი. იგი გახლავთ ინგლისელი ლორდი, საკმაოდ ცნობილი, პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება. იგი მთავრობაში ტრიალებდა და საბოლოოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჩააბარესმ რათა იქაური არეულობისთვის მიეხედა და თან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ემUშავა, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს მასპინძლობა ინგლისს რომ სურდა ეს დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი დაერთ დროს იმასაც ამბობდნენ, გადაწყვეტილი ამბავიაო. ერთი სიტყვით, ვიღაც ცვეულებრივი გამვლელი და უცებ ძალაუფლების მოხვეჭით პროვინციულად აჟიტირებული არ გეგოოთ ჩვენი ტრისმანი, ლორდია(გავკლარი მაგათ ლორდებს და დედოფალს და ქვეყანას, მაგრამ მაინც).

2010 წლის მაისში შუა რიცხვებში, პრესაში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია… ლორდმა ტრისმანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ესპანეთს შესთავაზა ასეთი ვარიანტი – 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კიდევ ერთ მთავარ მსურველს, ესპანეთს ნელნელა უკან დაეხია და ემუშავა იმაზე, რომ მისი ხმები რუსეთისკენ წასულიყო, რაც რუსეთს ინგლისის კანდიდატურის დამარცხებასი დაეხმარებოდა. რას მიიღებდა ესპანეთი სანაცვლოდ? ძალიან ბევრს! 2010 წლის მუნდიალს. რუსეთი ესპანელებს მსაჯების მოსყიდვასა და დახმარებას დაპირდა, ამას როგორ გავაკეთებთ ჩვენი საქმეა. რუსეთი რომ ასეთებზე წამსვლელი და თან შემსრულებელია, ვფიქრობ არ გაგიკვირდებათ🙂
ესპანეთს კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძააალიან ძაააალიან სჭირდებოდა, ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის პოლიტიკურითაც.

კარგად გაიაზრეთ, რომ ასეთი რამ კაცმა თქვა 2010 წლის მუნდიალის დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე. არაფრის მტკიცება არ გვინდა, მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯებმა იმაზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს, ვიდრე 2002, ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს🙂 ეს რომ ვინმეს სერიოზულად ეთქვა თქვენთვის, რამდენი ადამიანი დაიჯერებდით?🙂 განსაკუთრებით მეორე ამბავს… ტრისმანმა კი იცოდა და სანდო წყაროებიდან🙂
განსაკუთრებით ფიფა, ასევე უეფა და საერთოდ ყველაფერი კორუმპირებული და გასრვილი რომ არის, ესეც არახალი უნდა იყოს წესით თქვენთვის და ფეხბურთშიც ხშირად რომ ხდება სამწუხაროდ მაიმუნობები.

ახლა საიდან გასკდა ეს ამბავი… როცა პატივცემული ბარონი დევიდ ტრისმანი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, მინისტრად მუშაობდა, ამნ პირად მდივნად აიყვანა ქალბატონი მელისა ჯეიკობსი. მდივნებისა და მათი უფროსების ხშირი თბილი ურთიერთობების შესახებაც ალბათ გსმენიათ, მით უმეტეს, რომ ტრისმანის გარეგნობისა და ასაკის კაცისთვის 37 წლის მის ჯეიკობსი საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო. ჰოდა, მათ სორისაც გაჩაღდა ის რაც უნდა გაჩაღებულიყო და საკმაო ხნის მანძილზე გრძელდებოდა კიდეც.

ამბობენ, უკვე დაშორებულნი იყვნენ, ქალბატონ მელისას თურმე მოულოდნელად სინდისმა შეაწუხა ამდენი ხნის მანძილზე ცოლიან კაცთან ურთიერთობის გამო😀 მაგრამ მეგობრებად რჩებოდნენო… და ერთ დღესაც ტრისმანმა ჯეიკობსთან ერთად სადილობა გადაწყვიტა. ეს 2010 წლის 16 მაისს მოხდა. სწორედ იმ სადილზე მოყვა პატივცემულმა ეს და სხვა საინტერესო ამბები. მელისამ კი ქალების დიდი ნაწილის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და როგორც სულით მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეეფერება, მთელი ეს საუბარი ჩაიწერა და უმალვე ,გაასაღა’. აი ასე გასკდა ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი🙂

შემდეგ, კი როგორც ინგლისელ ჯენტლმენს ეკადრება, რომელიც წინა დღეს პრინც უილიამთან ერთად დასეირნობდა, ჯონ ტერის უეინ ბრიჯის გერლფრენდის გაბახების გამო აკრიტიკებდა და ინგლისური კდემამოსილება ეჭირა, ლორდი ტრისმანი გადადგა. გაუმკლავდა იმ აჟიოტაჟს რომელიც ატყდა მისი მოყოლილი ამბების შემდეგ და ახლა ალბათ ცხოვრობს თავისთვის. დრომ კი აჩვენა, რომ რაც ამ კაცმა თქვა, ყველაფერი ასრულდა🙂

მოდი ახლა ნუი დავიწყებთ მიამიტურად იმის მტკიცებას, რომ ესპანეთი ისედაც გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და რუსეთი ისედაც მოახერხებდა ყველას მოსყიდვას. ნუ დავემსგავსებით ბირჟაზე მდგარ 17 წლის ბიჭს, რომელმაც არ იცის ვინ იყო ლუის სუარესი, სამაგიეროდ ჰგოპნია რომ ფეხბურთში ერკვევა და იტყვის ეს რა სისულელეებს წერს, ესპანეთი ისედაც ყველაზე მაგარი იყო  – ჩავი, ინიესტა, პედრო, პიკე ბარსელონა! და მაინც მოიგებდა ან მსაჯები სად დაეხმარენ ჩმდდშვც-იო(ეს ამ კატეგორიის ყველაზე ლაითი ვარიანტი შემოგთავაზეთ).

მე იმას არ უარვყოფ, რომ შეიძლება ესპანეთს ისედაც მოეგო. არციმას უარვყოფ, რომ ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ კარგით რა… 1954 წელს უნგრეთი აშკარად ყველაზე უკეთესი იყო, მოიგო? 1982-ში ბრაზილიას ვისზე ნაკლები ნაკრები ჰყავდა – მოიგო? კრუიფის ჰოლანდია ვინმეს ჩამორჩებოდა? არა, მაგრამ ვერ მოიგო. 2004-ში საბერძნეთი ყველაზე კარგი ნაკრები იყო? რბილად რომ ვტქვათ ალბათ არა, მაგრამ მოიგო. არაერთი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
არც ისე უნდა გაიგოს ვინმემ, რომ ადგნენ და ყველა თამაშო ჩააწყვეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ერთი პატარა დახმარებაც კი ძალიან მნშივნელოვანია, მით უმეტეს თუ ერთზე მეტთან გვაქვს საქმე.

გაგახსენოთ ესპანეთის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომები? მოდი ზოგიერთების სიმულანტობების გამო გაძევებულ ფეხბურთელებს და ასეთ წვრილმანებს არ გაგახსენებთ(არადა არ არის წვრილმანები, მაგრამ ამჯერად ასე ჩავთვალოთ). პარაგვაისთან მატჩში, როცა ჩემი აზრით, მოიგო კიდეც ესპანეთმა მუნდიალი, ეგ იყო გადამწყვეტი თამაში, ნელსონ ვალდესს ხომ აბსოლუტურად წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს? იმავე მატჩში, კარდოზომ პენალტი ვერ შეაგდო და პარაგვაიმ თავის ტავსაც უნდა დააბრალოს ყველაფერი, მაგრამ კარდოზოს არ გადაარტყმევინა პენალტი, არადა ზუსტად იგივე მიზეზით, ცოტა ხანში ხაბი ალონსოს გადაარტყმევინა. ჩნდება კითხვა რატომ მოხდა ეს? იქნებ ეგონათ, რომ ისევ გაიტანდა, იქნებ მხოლოდ ლაინსმენი იყო მოსყიდული. იქნებ, რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც მოაგებინდებდნენ ამ თამაშ ესპანეთს ან იქნებ, კი ბატონო… ამ მატჩში არც არავინ იყო მოქრთამული. ფაქტი კი ის არის, რომ ის ურთულესი და არეული თამაში ესპანეთმა მოიგო.

დავიდ ვილია თამაშგარეში იყო, როცა ასევე მძიმე თამაშში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი გაიტანა. რაღა ვილიაზე ლაპარაკობთ, როცა სამმეტრიანი თამაშგარე იყო ტევესზე და ლამპარდს სუფთ გოლი არ ჩაუთვალესო? და არ გიფიქრიათ, რომ ის რამდენიმე მყვირალა შეცდომა სწორედ იმიტომ იყო დაშვებული, რომ ყურადღება მათზე გადატანილიყო და ,შედარებით პატარა’ შეცდომები აღარ გამოჩენილიყო? აბა ჩაწყობა როცა ხდება, თქვენი აზრით ისე ხდება, როგორ ნაგლადაც კორეამ ქნა ან ისე რომ ყველა მიხვდეს? არა, ეს ოსტატურად უნდა გაკეთდეს და რაც ცოტა მონაწილეს ეცოდიენაბ, მით უკეთესი.

იქნებ ამავე მიზეზით ბათილდება თქვენი ის არგუმენტი, რომელსაც აუცილებლად მოიყვანთ – რატომ არ გაუგდეს ჰოლანდიას კაცი ფინალის დებიუტშივე. იქნებ ფინალში აღარ იყო ჩაწყობა, მაგრამ იქნებ იყო, და უბრალოდ საჭირო მომენტებს ელოდებოდნენ და მხოლოდ შეუმჩნევლად ეხმარებოდნენ ესპანეთს. გოლის დროს ჰოლანდიელი ძირს ეგდო, ეუხეშნენო, ამით ჰოლანდიური პრესა გადაჭრელებული იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეგ ეპიზოდი წესიერად. იქნებ ის კუთხური, რომელმაც დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი, მართლა არ დაინახა მსაჯმა და არა ვერ დაინახა(იმის ვერდანახვა ძალიან ძნელი იყო). იქნებ თამაშგარეს კი არ ჰგავდა საგოლე იერიშისას, არამედ იყო.
რა ვიცით,,, იქნებ… ფაქტი კი ის არის, რომ კაცმა დიდი ხნით ადრე თქვა თუ რა მოხდებოდა მომავალ თვეებში და კვამლი უცეცხლოდ არ არსებობოს, აი ამჯერად კი ვეთანხმები ამ გამოთქმას🙂

ესპნაეთმა ჩემთვის მსაჯების შეცდომებით 2002-ზე მეტად გაფუჭებული(მაგრამ 2002-ზე ხარისხიანი ცხადია) ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი აშკარად ცოტა უკან დაიხია 2018 წლის მსოფლიოს მასპინძლობაზე. ერთ დროს აშკარა ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა კი წააგო და შედეგად 2018 წლის მუნდიალი, საუბედუროდ რუსეთში გაიმართება. ამ გადაწყვეტილებას ყველანაირად ,გაგიპრავებენ’ – გეტყვიან, რომ რუსეთში, ამხელა ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა, რუსეთი მზად არის ამისთვის და ასე შემდეგ🙂 ისევე როგორც გაამართლებენ ყატარის გადაწყვეტილებას, 2022 წელს ყატარში უნდ გაიმართოს მუნდიალი და ეს არანაკლებ სასაცილო და ამაზრზენია. ამ ყველაფრის გამო კი ზეპ ბლატერის თამადობით, სამარცხვინო ფიფას კორუმპირებული და ბიძნური დედა კიდევ არაერთხელ უნდა მოვიკითხოთ, მათი კოშმარული პოლიტიკისა და გაუმაძღარი მუცლების გამო, მაგრამ ამით რას შევცვლით? სამწუხაროდ ვერაფერს და უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმას თუ რა მოხდება იქამდე, დრო დიდია🙂 და იოქამდე 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოა, რომელიც წესით კარგი უნდა გამოვიდეს.

ისე, არ მიყვარს ასეთი საუბრები და ყველგან ჩაწყობასა და შეთმულების თეორიას არ ვხედავ, მაგრამ ბოლო დროს რამდენი რამე მისცეს რუსეთს ხომ აკვირდებით? და მართლა მოგეჩვენება კაცს, სულ რომ არ გინდოდეს, რომ ჰაერში მომწამვლელი გაზისა და ბინძური ფულის სუნი ტრიალებს.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ძალიან მადლიერი ვარ დევიდ ტრისმანის. ისევე იმ წაკლა მელისა ჯეიკობსის, რადგან ამჯერად მის ცუდ საქციელს ,კარგი ამბის’ გახეთქვა მოჰყვა.

პ.ს.
http://www.dailymail.co.uk/sport/worldcup2010/article-1278759/World-Cup-2010-FA-chief-Lord-Triesman-accuses-Spain-Russia-bid-bribe-referees-South-Africa.html
ეს არის ერთ-ერთი ლინკი, სადაც სეგიძლიათ გადაიკითხოთ ტრისმანის ჯეიკობსთან საუბრის დეტალები. სხვა საინტერესო ფაქტებზეც ლაპარაკობს კაცი და დაგაინტერესებთ🙂
ესეც მისი ბიოგრაფია
http://en.wikipedia.org/wiki/David_Triesman,_Baron_Triesman

ასე რომ Sasha, wake up ეჰ…

Written by 1myway1

December 13, 2010 at 1:22 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უბრალოდ სირცხვილია რომ სპორტულს უწოდებ თავს და ფეხბურთში კარგად გათვიცნობიერებულ ადამიანად მოგაქვს თავი🙂 სულითხორცამდე სუბიექტური ხარ, ყველაფერს ერთი კლუბის და ნაკრების საზომით უდგები, სამწუხაროა..

    just

    December 13, 2010 at 2:02 pm

  2. friad saxaliso komentaria😀😀

    tavi ar momaqvs, var😀 bevrisgan ganmsxvavebit, romlebsac martla moaqvs😀

    an erti klubi an erti nakrebi ra shuashia aq ver mivxvdi, magram ar aushavs😀

    1myway1

    December 13, 2010 at 2:29 pm

  3. zviada ar gikomentebs xolme aq?😀

    GeorgianFan

    December 13, 2010 at 4:47 pm

  4. ჩაწყობილი იყო ტოოო

    მაგიტო არ წაიყვანეს აიმარიც, უცებ თავის სტილში რომ შემოეტრიალებინა თამაში რა ექნათ მერე?

    და ვაბშე ბრაზილიამ რატომ წააგო ამიხსენით რა

    მეორე

    December 13, 2010 at 7:43 pm

  5. zviadaga maklia😀

    ehh kosta kosta😀

    1myway1

    December 13, 2010 at 10:50 pm

  6. რუსების დდშვც!!!

    andria

    December 15, 2010 at 11:57 am

  7. და ბლატერის და მისი კორკუპირებული თანამშრომლების!

    andria

    December 15, 2010 at 11:58 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: