1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Dream Come True…

with 12 comments

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხანდახან პატარ-პატარა ოცნებები ხდება და ამის მაგალითებს ქვემოთ მოგიყვანთ. რაოდენ ცუდადაც არ უნდა იყოს ყველაფერი, იმედი არასდროს არ დაკარგოთ…
ვაჟიკო კარგი ბიჭია და ახლა ესპანეთში ცხოვრობს, დაოჯახდა და კარტახენაში თავს მშვენივრად გრძნობს. ბევრ რამეზე ვხუმრობდით ერთად მე, ვაჟიკო და ცხონებული ლადო. მრავალი წლის მანძილზე ერთ ოთახში ვიჯექით გაზეთ სარბიელში. ჩემი და ვაჟას ერთ-ერთი მთავარი სახუმარო თემა ის იყო, რომ ფეხბურთელების აბსოლუტური უმეტესობა ამბობდა ამ სამ სიტყვას – Dream Come True. რომელ კლუბშიც არ უნდა გადასულიყვნენ, რამდენჯერაც არ უნდა გადასულიყვნენ და რა ასაკშიც არ უნდა გადასულიყვნენ, თითქმის ყვეკლა ამბობდა, რომ ეს მისთვის ახდენილი ოცნება იყო. ზოგი მართლა გულით ამბობდა, ზოგი კი ტყუილა. მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამბავი ბევრმა იცით, სადაც არ გადავიდა ყველა გუნდზე რომ თქვა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი გუნდი იყოო.

ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი ბოლოს უკვე აღარც მახსოვდა, რომ ერთ დროს სარბიელიც დიდი ოცნება იყო ჩემთვის და მე რომ იქ მოვხვდი ეს სწორედ – Dream Come True – იყო. ასე რომ, ზოგიერთი იმ ფეხბურთელის მესმის. რა დამავიწყებს იმას, პირველად რომ მივედი სარბიელში გასაუბრებაზე, რა ამაყი და ბედნიერი ვიყავი. თითქმის ყველა მიმდინარე ჩემპიონატის მოკლე, ბავშვურ მიმოხილვას რომ ვაკეტებდი ჩემს რვეულებში და ის რომ მივიტანე მერე, ერთ კარგ კაცს დრო არ ჰქონდა მგონი გადასახედად და არც მიუქცევია ყურადღება, მაგრამ მე ხომ მივიტანე, მე მიხაროდა, მე ერთი პატარა ოცნება ამიხდა🙂

ალბათ უცხო და გაურკვეველი ადამიანი ვერ გაიგებს, მაგრამ ყველამ თავის სფეროზე იფიქროს და თავისთვის სასურველ ორგანიზაციაში მისვლა გააიგივოს იმასთან, რაც მე განვიცადე 17 წლის ასაკში🙂 უბედნიერესი ვიყავი, რომ ასე პატარა მივედი იქ და 18 წლისა ფაქტობრივად დავმკვიდრდი კიდეც. დრო იყო გაკვეთილს ვაცდენდი იმისთვის რომ სარბიელისთვის მიმესწრო და ასე მარტო მე არ ვიყავი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი… ლამის ასეთი ამბავი იყო სარბიელზე. ამ გაზეთს დიდი ადგილი ეჭირა ქართულ სპორტულ და არამარტო სპორტულ ცხოვრებაში. ერთი გამყიდველი ქალი ჩავიამხანაგე ბავშვობიდან და ის უფასოდ მაკითხებდა სარბიელს, როცა ფული არ მქონდა. ახლა ბებიაჩემი ედაქალება იმ ქალს, რუსეთში(რუსია) რომ წავიდა სკაიპით ურეკავდა დაჟე, ახლა ჩამოვიდა და ისეც დიპლომატის გვერდზე ყიდის გაზეტებს, რამდენი ჩავივლი სულ ის ბავშვობის პერიოდი მახსენდება, მართლა თვალებში ცეცხლანტებული სარბიელისკენ რომ მივიწევდი.
ხვდებით რამხელა რამ იყო ჩემთვის იქ მოხვედრა? თუნდაც ამ კუთხით რომ მივუდგეთ – რამდენ ვინმეს დავუმტკიცე, რომ წერაც შემეძლო და ცოდნაც მქონდა? მაშინ, როცა გაკვეთილებზე სკოლაში არ მივლია 5-6 კლასის მერე, მხოლოდ ალაგ-ალაგ და საერთოდ თვითნასწავლი ვიყავი😀 ეგრე არ გამოვაო და აი თუ არ გამოვამეთქი🙂

სხვა საკითხია ის, რომ სარბიელს ბოლო წლებში გაუჭირდა და მერე დაიხურა საერთოდ(იმედია დროებით). მე იქ 6 წელზე მეტი გავატარე და ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ ამით. სხვა საკითხია ისიც, რომ შეიძლება ბევრი არ მომწონდა, შეიძლება ხელფასიც დაბალი იყო და პირობებიც არასათანადო. სამაგიეროდ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ზოგიც არც ისე კარგი🙂 მაგრამ ესაა ცხოვრება. ბევრს იქ არც უნდა ემუშავა, ზოგს იმიტომ რომ ის დონე არ იყო და არ ღირსა, ზოგსაც შესაძლოა ეზარებოდა და ამიტომ არ უნდა ემუშავა. მარა ასეთები მერე აქეთ გეტყვიან შენ არ მუშაობდი კარგად და შენნაირები რომ მუშაობდნენ იმიტომ გაფუჭდა გაზეთიო – ამასაც არა უშავს, ცხოვრებაა და ვერ გაექცევი, მთაავრია სიმართლე მე მაინც ვიცი😀 სხვა საქმეა, რომ იყო იმდენი ინტრიგა და არეული შიდა სამზარეულო, რომ ვერასდროს წარმომედგინა თუ რედაქციაში ოდესმე ასეთები ხდებოდა და შესაძლებელი იყო. სხვა საქმეა, რომ უფროსობამ რაღაც პონტში დაიკიდა და დიდ წილად ამის გამო მოხდა ყველაფერი ცუდი. სხვა საქმეა, რომ ძალიან ხშირად, ჩემის გარდა, სხვის საქმესაც ვაკეთებდი, თითქმის სულ და ზოგს ეს ჩვევაში გადაუვიდა, თვითონ დატღობა, გართობა ან რამე და მე სხვისი საქმის კეთება პატარა ხელფასით. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ცუდიც ხდებოდა და ბევრით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ეს ცალკე თემაა. სამაგიეროდ ბევრი ვისწავლე, გავიზარდე, გამოცდილება მივიღე და ჯამში ყოველთვის ნათელი წერტილი იქნება ჩემთვის სარბიელი.

მერე იყო წელიწადნახევარზე მეტი უმუშევრობის პერიოდი. მუშაობდნენ ისინი ვისაც ნათესავი და ახლოებლი ჰყავდა სადმე. შეიზლება წერა წესიერად სულ არ ცოდნოდა, მაგრამ იშვიატად უყურებენ ამას საქართველოში🙂 პლუს ასეთები ყველაზე მეტად დარწმუნებულნი არიან რომ ბევრი იციან, მეც მყავს გარშემო რამდენიმე😀 არ დავასახელებ. შედეგად, დამიგროვდა ბევრი ვალი, ბოლომდე განადგურდა ნერვები და სხვა პრობლემები სულ რომ არ ვახსენოთ, ცუდი სიტუაცია შეიქმნა.

და აი, ერთ დღესაც, მოულოდნელად გაირკვა რომ ტელეკომპანია მზეში(სადაც წელიწადზე მეტი, ათასში ერთხელ შევივლიდი სტაჟორად ვითომ და წელიწადში ჯამში სულ 250 ლარი ავიღე, რამდენიმე სცენარის დაწერისთვის :D) გადმოდიოდა გადაცემა იმედის ფსონი და დამირეკეს მის რედაქტორად შეიძლება ჩაგსვათ თუ წამყვანს მოეწონები და შეუთანხმდებიო. წამყვანი ლევან სალუქვაძე გახლავთ, ვნახე ლევანი და მოვრიგდით თითქოს. ხელფასზე და დანარჩენზე მზეს უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ… გარკვეულ მიზეზთა გამო, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ არის საჭირო, გადაცემის გაშვება გადაიდო… ხელი ჩავიქნიე და ვიფიქრე რომ არც აქედან გამოვიდოდა რამე, მაგრამ იღბალმა ისე ისურვა, რომ რამდენიმე თვეში გადაცემა მაინც გავიდა მზეზე და მეც მიმიღეს.

ჩემთვის ის მცირე ხელფასიც იმ დროს დიდი ფული იყო, რადგან ბანკის ვალებს, ხალხზე რომ არაფერ ვთქვა, უკვე კედელში მივემწყვდიე და იმ ფულით პროცენტს მაინც დავფარავდი. გავიდა ხანი და გაირკვა, რომ ახალი სპორტული არხები იხსნება, მაგრამ სანამ გაიხსნება, მანამდე ფეხბუღტები მზეზე უნდა გავიდეს და მე დამევალა რეპორტაჟების კოორდინატორობა და რედაქტორობა. ანუ ყველა რეპორტაჟის პროგრამების უფროსთან დაგეგმვა და ყველა რეპორტაჟზე მზეში ყოფნა და თუ რამეა კომენტატორებისთვის ყურში თქმა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე ხელფასად, სასაცილოდ მცირე ხელფასად🙂 მზეში მეტს რას მოგცემდნენ😀😛 თან გონიათ რომ ბევრს გაძლევენ და კმაყოფილი უნდა იყო და მაქსიმუმს ითხოვენ🙂 ნუ იმ იმედით, რომ ახალი არხები მალე გაიხნებოდა, გადავწყვიტე დათანხმება და თან გამოცდილებასაც მივირებ ამ კუთხითმეთქი. პლუს ლევანთან ერთად შეწყობილი ვიყავი უკვე და უარიც აღარ ვუთხარი მის პონტშიც.
ამას კიდევ ძალიან მოკლედ ვყვები😀

ასევე მითხრეს, ახალ არხზე ეგებ კომენტატორიც გახდეო… სარბიელის გარდა, ეს იყო კიდევ ერთი ჩემი ბავშვობის ოცნება. სულ ამაზე ვოცნებობდი და ვამბობდი გამომივამეთქი. ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა, როდესაც მითხრეს იმ ცემპიონატების მიმოხილვა, რაც მზეზე გადის შენ უნდა გაახმოვანოო. უზარმაზარ დატვირთვას და მცირე ხელფასს ვინღა ჩიოდა, მიხაროდა და იმაზე ვნერვიულობდი რამე ცუდად არ გამომსვლოდა. პირველ ჯერზე არანორმალურად დიდი დრო შევალიე, მაგალითად ჰოლანდიას 7 საათი ვარჩევდი, რათა ნერვიულობის ფონზე ერთი შეცდომაც არ გამპარვოდა, ბოლოს კი გაირკვა რომ მზის ძველი მაგნიტოფონი კასეტას ვერ კითხულობდა ისე, რომ ხმა დაედო და ის შვიდი საათი წყალში ჩამეყარა🙂 მაშინ განვიცადე ყველაზე მწარე სილა, რაც შეიძLება ტელევიზიაში მოგხვდეს😀 ძალიან გავბრაზდი, აბა რისთვის ვიმუშავემეთქი… მსგავსი სახის უამრავი პრობლემა რომ შეიქმნა კიდევ, ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან შორს წავალთ და ჯამში მზის მაინც მადლობელი ვარ ცხადია. თან ჩეულებრივი ხალხის უმეტესობა ძალიან კარგი მუშაობს იქ.

ჰოდა… როცა პირველად მივედი ჩემი საყვარელი იტალიის გასახმოვანებლად, ხომ ვიცოდი რომ პირდაპირი ეთერი არ იყო და არაფერი, მაგრამ ნაუშნიკები და მიკროფონი რომ გავიკეთე და ხმის დადების პროცედურა რომ დაიწყო – ერთი რომ ხმა ამიკანკალდა, მეორე აბსოლუტურად რაც ვიცოდი ყველაფერი დამავიწყდა(არადა ცოტა ნამდვილად არ ვიცი, ამ მხრივ თავმდაბლობას ვერ გამოვიჩენ), ვსუაბრობდი ძალიან ხმადაბლა, შეშინებული და თითქოს მოწყენილი. მერე რომ მოვუსმინე შემეშინდა😀 მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი თუ რა ადვილია შორიდან ლაპარაკი და რა ძნელია საქმეში, მაგრამ ესეც ფსიქოლოგიური მომენტია ყველაფერი. ნელნელა ალღო ავუღე და საქმეც უკეთ წავიდა წინ🙂
არაერთი თვის მანძილზე ვაკეთებ(დი) 4 მიმოხილვას და 3 შოუს(ანუ პრევიუს დაახლოებით) და რაც ყველაზე მთავარია ამ მიმოხილვებს სკრიპტი(ანუ რა ვიდეოც არის იმის ტექსტი გაშიფრული, კარში ვინ ურტყამს და ასე შემდეგ) არ ჰქონდა, მხოლოდ ესპანეთს. საფრანგეთსაც, მაგრამ ისეთი სკრიპტი რომ გინდ ჰქონია და გინდ არა😀 ისე კი ძალიან ძნელია კეთება, არავინ თქვას რომ ყველა ფეხბურთელს ცნობს სახეზე, მეორეხარისხოვან გუნდებშიც, ზღაპარია ეს. თა მიმოხილვის დროს, როცა კადრები ამოჭრილია, მატჩის დროს სხვაა კიდევ.
ამ პროცესის შუაში, მოხდა რარაც ,გაუგებრობა’ და შემპირდნენ ხელფასის ოდნავ მომატებას, რომ ჩემი ხელფას სულ ოდნავ ნაკლებად სასაცილო გამხდარიყო😀 მომიმატეს, მაგრამ რაც ითქვა, იმაზე 100 ლარით ნაკლები მაინც😀 ძალიან გავბრაზდი, ძალიან  დამაკლდა ეგ ფული, მაგრამ რას ვიზამდი, როცა ასე ნაგლად გექცევიან.

და მივედით ყველაზე მთავართან. სალუქვაძე ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ იყო და ასე თუ ისე, ამ არხების პროდიუსერს ბიძინა ბარათაშვილსაც ,მოვაწონე თავი’ და მან გადაწყვიტა ლივერეპორტაჟზეც დავესვი უკვე და შევემზადებინე ახალი არხისთვის კომენტატორად, თუ ცხადია გავამართლებდი. ხვდებით რამხელა ამბავი იყო ეს ჩემთვის? ბავშვივით გამიხარდა. აი სარბიელზე რაც დავწერე, დაახლოებით ისე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი. ის რაც რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო წარმოუდგენელი მეგონა, რეალობად იქცა🙂

ჩემი ლაივდებიუტი კომენტატორის რანგში კიევო-რომას მატჩში შედგა 4 დეკემბერს. ჩემთან ერთად ასევე დებიუტი ჰქონდა ტატო ბაციკაძეს, რომელსაც ჩემი ბლოგის ზოგიერთი მკიტხველი იცნობთ. მე და ტატომ კი ერთმანეთი სულ სხვა დვიჟენიაში გავიცანით ერთი წელიწადნახევრის წინ და ასე დაემთხვა. ცუდად ნამდვილად არ გამოგვივიდა🙂 რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლაივის დროს ბევრად ნაკლები ვინერვიულე, ვიდრე პირველი მიმოხილვის გაკეთებისას, რომელშიც რამე რომ შემშლოდა შესწორება პრობლემა არ იქნებოდა…

6 დეკემბერს უკვე ნაპოლი-პალერმო წაგვაყვანინეს. 11 დეკემბერს პატარა ჩეპე მოხდა და ზუსტად 2 წუთით ადრე გავიგე, რომ მე უნდა წამეყვანა რეპორტაჟი გიგა გვენცაძესთან ერთად. ამ ექსტრიმსაც თავი გავართვი😀 12-ში წავიყვანეთ რომა-ბარი. 13-ში კი პირველი არაიტალიური რეპორტაჟი – ვალენსია-ოსასუნა. ამას მოჰყვა 19-ში ჩემი საყვარელი გუნდის იუვენტუსის თამაში კიევოსთან🙂 მგონი დავმტკიცე რომ ობიექტურად ჩემი ფავორიტი გუნდის თამაშის გაძროლაც შემიძლია… მაგრამ იუვე კი დავთარსე😀 კაცი გაუგდეს, პენალტი დაუნიშნეს და დამატებულ წუტებზე გაუთანაბრეს – დებიუტიც ასეთი უნდოდა😀 ძალიან გამიტყდა, მეგონა ვერ მოიგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე უკვე ვირწმუნე მაინც მოიგესთქო, როცა… იმავე დღეს ჩანაწერში წავიყვანეთ მილანი-რომა. 21 დეკემბერს უკვე ლორიანი-მონპელიო გვერგო – როგორი წასაყვანია?😀 თან 0:0 მორჩა კარში სამჯერ დაარტყეს სულ, მაგრამ მაინც კარგი იყო, და ჩანაწერისა და ასეთი მძიმე მატჩის წაყვანის გამოცდილებაც მივიღეთმ, რომელიც გავაღრმავეთ 22-ში ლილი-სენტ ეტიენის ასევე ჩაკეტილი თამაშის წაყვანით. ამით 2010 წლის რეპორრტაჟები დასრულდა და ველოდებით 2011-სა და იდეაში იანვრის შუაში ან ბოლოში ახალი არცსი გახსნას… სანახევროდ მზესაც თავს დავაღწევ😀😀

შრომა არასდროს მეზარებოდა(და ხშირად ამით ბოროტად სარგებლობენ სამწუხაროდ🙂 ) და ახლაც მზად ვარ! ვნახოთ რა იქნება…

ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ერთ-ორ დაბოღმილ, მაგრამ არა ძალიან და ძალით კრიტიკულ პოსტს თუ არ ჩავთვლით. არცერთი ცუდი გამოხმაურება არ ჰქონია ჩემს წაყვანილს… არადა ათასი დაბოღმილი და უვიცი ტიპია ან მცოდნე და მაინც დაბოღმილი და ბოროტი😀 ქვეყანა ვიცი ტყუილა აქვს ამბიცია და ტყუილა ჰგონია რომ კომენტატორობა შეუძლია და გულში ბევრიც დაიბოღმა ალბათ, მაგრამ რაც მტავარია არცერთ უცნობს, დაჟე რო ვაკვირდები ფორუმებზე და სადღაც, აი ძაან ცუდი როჟები რო არიან, ეგეთსაც კი არ წამოცდენია ცუდი ჩემს წაყვანილ თამაშზე და ეს მესიამოვნა ყველაზე მეტად🙂 სულ დადებითი და კეთილგანწყობილი კომენარებია. მცირე და რაც მთავარია საფუძვლიან შენიშნვას კი მუდამ მივირებ, კომპეტენტური ადამიანებისგან – უშეცდომო არავინაა.
პლუს ბევრი იმას აღნიშნავს, რა სასიამოვნო და თბილი ხმა აქვსო და არადა, ცემი ხმა მაგრად არ მევასება მე, ამან გამაკვირვა დიდად😀

თუნდაც ცუდი თამაშის წაყვანასაც კი რაღაც უცნაური სიამოვნების გრძნობა მოაქვს და ძალიან საინტერესოა. უკვე დამოკიდებული გავხდი ამაზე და თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში🙂 ძალიან გახარებული ვარ და ამიტომაც გეუბნებით, რომ პატარ-პატარა ოცნებები სრულდება ხოლმე🙂 თუნდაც ასე მოულოდნელად, ამიტომ იოცნებეთ და თუ გეკუთვნით და ბედიც გაგიღიმებთ…

იმაშიც დავრწმუნდი, რომ ერთი ხელით გაძლევს და მეორეთი გართმევსო… ამაშიც არის რაღაც😀 იმის ფონზე რომ თვალში სისხლჩაქცევა მაქვს და მარცხენათი ძალიან ცუდად ვხედავ ლინზითაც კი(ულინზოდ ვერცერთით ვერ ვხედავ :D), რაც პრობლემას ქმნის ნებისმიერ დროს, რეპორტაჟის დროსაც თუ ახლოს არ ვარ და მობილიზებული, იმის ფონზე, რომ მითხრეს სათვალე თუ გინდა უკვე -22 მარცხენა თვალში და -20 მარჯვენაში უნდა ჩაისვაო(ანუ კიდევ იზრდება მინუსი და ძაან ცუდი მდგომარეობაა), იმის ფონზე, რომ თრომბინები და პროტთრომბინები თუ რაღაცეები მთლად წესრიგში არ მაქვს, იმის ფონზე, რომ კიდევ ერთი თვით გამიგრძელეს წალები და შესაბამისად სუხოი ზაკონი😀 რაც პირად ტრაგედიად მივიღე ამ ,ოქროს დაბადებისდღისა’ და ახალი წლის მოახლოების ამბავში თან. იმის ფონზე, რომ სახლში კიდევ რაღაც პრობლემებია და ვალებიდანაც ვერ ამოვძვერი… აგერ ამიხდა ერთ-ერთი მთავარი ოცნება🙂
ცხოვრება მშვენიერია!

ყველაფერი მოკლედ, უჯიგროდ და რარაც არა ისე მოვყევი როგორც მინდოდა, მაგრამ არსს გაიგებდით, დარწმუნებული ვარ🙂

ეს კი  არც რეკლამაა და არც რა შუაშიაო არ იკითხოთ. უბრალოდ თუ იგრძნობთ მიხვდებით:
ვინ იცის, იქნებ ახალ წელს თქვენს ქუჩაზეც ჩამოიაროს კოკა-კოლას დიდმა წითელმა და განათებულმა მანქანამ, თავისი სასიამოვნო მუსიკით…
Dreams Come True!

Written by 1myway1

December 24, 2010 at 5:07 pm

Posted in Uncategorized

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აჰა, ოცნებები მართლა სრულდება (ნუ, ვისთვის პატარ-პატარა და ვისთვის დიდი :))
    პ.ს. მარტო ამ რეკლამისთვის შეიძლება უყვარდეს კაცს კოკა-კოლა🙂

    deldeserto

    December 25, 2010 at 2:50 pm

  2. romeli xar? ))

    1myway1

    December 26, 2010 at 10:56 am

  3. როგორ გითხრა აბა რომელი ვარ:)))იტალიურ ფილმებზე ვსერჩავდი ქართულად და აქ მოვხვდი :)))ხო და კარგი ბლოგია მართლა, რაღაც ადამიანური :)ჯერ არ მცალია და მარტო რამდენიმე თემა წავიკითხე🙂 მერე უნდა ჩავუჯდე :)))ფეხბურთის თემატიკა კი სჭარბობს, მარა იტალიურის სიყვარულიც საკმარისია:))))))
    ხოდა კიდევ la vita e bella-ს სულისკვეთება მომწონს :))
    პ.ს. არ დამაწერინე ახსნა-განმარტება :D:D

    deldeserto

    December 27, 2010 at 10:26 am

  4. აა, მე მეგონა ნაცნობი იყავი )))
    ძალიან სასიამოვნო და მადლობა )) ხშირად შემოიარე ხოლმე😀
    ფეხბურთის თემატიკა კაია მერე😛
    ისე კი საიდუმლოდ გეტყვი, რომ კარგი პოსტები უფრო ძველი დაწერილებია )))
    ახლებსაც არა უშავს ზოგს და მე დავბრუნდები😀
    ,,ერთი წელია I’m on MY WAY” ეს პოსტი სარჩევივითაა ))

    1myway1

    December 27, 2010 at 1:29 pm

  5. გასაგებია:)
    ,,ერთი წელია I’m on MY WAY” ეს პოსტი < როგორ ვნახო? (ხამის სმაილი😀 )
    აი, ზუსტად ახალ წლებზე ეხლა დავისვენებ და კარგად გადავხედავ🙂 ნუ, ფეხბურთი რა ვიცი, რა ვიცი :):)

    deldeserto

    December 27, 2010 at 4:26 pm

  6. ეგ პოსტი მარჯვენა მხარეს ჩამონათვალში მეხუთე თუ მეექვსე, მაგის მერე კიდევ დავწერე რაღაცეები და რაც იქამდეა, ყველაფერი აღრიცხულია ჩემი ხედვით😀😀
    ცუდია ფეხბურთი რომ არ გიყვარს, მაგრამ რა გაეწყობა🙂 მიუხედავად ამისა, გემოვნებას არ უჩივი გეტყობა😀

    1myway1

    December 27, 2010 at 7:22 pm

  7. აა,კი,კი, ვნახე,რამ დამაბრმავა😀 არა, ფეხბურთი კარგია და ზოგჯერ სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ერთი ეს თამაშგარე მდგომარეობა რა არის, ზუსტად ვერ გავარკვიე და ესე უცებ რომ ხვდებიან ხოლმე და ამბობენ და მერე კიდევ რომ დავობენ იყო არ იყოო ხო საერთოდ :D:D:D

    deldeserto

    December 28, 2010 at 8:42 am

  8. 😀😀😀

    nu tu biochi xar da didad ar mogwons fexburti cudia😛 xolo tu gogo xar kidev ara ushavs😀

    1myway1

    December 28, 2010 at 11:13 am

  9. არაა, კაცს უნდა უყვარდეს ფეხბურთი და ლუდი :D:D:D მაგ მხრივ სუბიექტური ვარ😀 ჩემს შემთხვევაში კიდევ არა უშავს😀😀😀

    deldeserto

    December 28, 2010 at 6:04 pm

  10. 😀😀😀
    kaia

    1myway1

    December 28, 2010 at 11:27 pm

  11. კაროჩე, პოსტებს წერ და ამბებს ერთამენთთან ისე კარგად აბავ .. ადნო ცელოე :უპ:😀

    მეც მომწონს შენი წაყვანილი, ყველაზე დიდი პლიუსი რაც გაქვს ალბათ ის არის, რომ წინადადებებს ყოველთვის გამართულად და “მომზადებულად” ამბობ. აი ფორუმზე, რო თემაა “კომენტატორების მარგალიტები” იქ ალბათ არასდროს ვნახავ შენს ფრაზებს😀😀

    ერთი შენიშვნა მაქვს, აი ყოველთვის ნტვ–ზე ან სხვა რუსულ არხებზე, ან თუნდაც გეგელიას წაყვანილი მატჩები იმიტომ მისწორდებოდა, რომ ვიცოდი იუვეს მატჩების დროს ალექსას რაღაც განსაკუთრებულად მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, ანუ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ რა, როგორც ცალკე რაღაც დიდებულზე, შენ წაყვანილ იუვეს მატჩებში კი ალექსა იუვეს მეათე ნომერი ან ვეტერანი ფეხბურთელია…😉
    ხო ხვდები?😀 არვიცი, ალბათ არ გინდა სუბიექტური გამოჩნდე ))

    ika

    January 18, 2011 at 6:50 pm

  12. 😀 გაიხარე ))
    რასაც შენ ამბობ ალბათ ეგ მომენტიც არის და სავარაუდოდ, უფრო თავისუფლებაც, ცოტა ემოციურობაც და ყველაფერი ნელნელა მოვა

    1myway1

    January 18, 2011 at 11:14 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: