1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

# რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) #

with 20 comments

მაშ ასე, ძვირფასო მკითხველო… პირველ რიგში კიდევ ერთი ბოდიში ჩემი ბლოგის ისეთ სტუმარს, რომელსაც რა? სად? როდის?-თან და კერძოდ მის ,შიდა სამზარეულოსთან’ არანაირი შეხება არ აქვს. ეს პოსტი თქვენთვის არ არის მეგობრებო 🙂 მაგრამ მთელი გულით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას, მიგეღოთ ყველაფერი ის, რასაც იმსახურებთ 😀 🙂 ვინ იცის, იქნებ წელს ეს ჩემი ბოლო პოსტია, ამიტომ თადარიგი დავიჭირე.

რაც შეეხება დანარჩენს. რსრ-ელებს კარეგად მოგეხსენებათ ჩემი სერიის შესახბ – რსრ რსრ-ზე. ვთვლი, რომ სამი საკმაოდ წარმატებული ნაწილი შემოგთავაზეთ. დღეს ღამე კი პატივცემულ ირაკლი გუნიასთან საუბრისას გაჩნდა სახალისო რაღაცეების დაწერისა და გაკეთების აზრი. რამდენიმე იდეა ერთმანეთს გავუზიარეთ, მაგრამ რადგანაც ის ძალიან ეშხში შევიდა და ,გეტოს ისტორიის’ დაწერა ითავა და ვერაფრით დავასწრებდი, მე პარალელურ რეჟიმში დავიწყე საახალწლო ,რსრ რსრ-ზე’-ს წერა 😀 პარალელურად ვესაუბრებოდი გუნიას და არ მითქვამს რას ვწერდი. ახლა კი ველოდები როდის მორჩება და მხოლოდ მერე იხილავს ნათელს ეს სიტყვები, რომლებსაც ახლავ წერ 😀 იმედია სულ მალე, 4 დაიწყო უკვე 😀

ამ საახალწლო პაკეტზე რა გითხრათ, მისი მიზანი კვლავაც ძველია, ცოტა გახალისება და გონების როგორც ჩვეულებრივი, აევე არაჩვეულებრივი დაძაბვა. წინებს შესაძლოა კონკურენცია ვერც იუმორით გაუწიოს და ვერც სხვა ,ფასეულობებით’, მაგრამ მკაცრად ნუ განსჯით, საკმაოდ მცირე დროში შექმნილი რამეა და ლაით განწყობაზე დაყენება აქვს განზრახული. იმედია, ცოტათი მაინც გაერთობით და ისიამოვნებთ, მაშ დავიწყოთ…

ტრადიციულად… პასუხებს, კომენტარსა და წყაროს ნახულობთ მაუსით ტექსტის მონიშვნის შემდეგ:

1). როგორც გაირკვა ცნობილ დანიელ მეცნიერს ნილს ბორს ბევრი მიმდევარი ჰყავს. ასეთია ჩვენს მიერ ჩაფიქრებული მოაზროვნეც, რომელიც ბორის გზას ადგას და ამაზე მისი მეტსახელი ყველაზე უკეთ მეტყველებს. დაასახელეთ იგი.

პასუხი: ბორგეზა / ლორდი ბორგეზი

კომენტარი: ბორის გზას ადგას ანუ ბორის გეზს. ამბობენ, მუსიკალური გემოვნება სხვანაირი ჰქონდა ნილს ბორსო, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

წყარო: დანიური დესმეტალ ჯგუფის ,კორპუს მორტალეს’ წევრი რასმუს შმიდტი, რომელმაც მისი სულიერი მეგობარი ბორგეზა თბილად მოიკითხა და საქართველოს ინტელექტ კლუბს საახალწლოდ ეს სიმღერა მიუძღვნა http://www.youtube.com/watch?v=nIiTV_5WMw8

2). თუ სვირინგს დავამატებთ ერთ ასოს, მივიღებთ იმ ადგილს, სადაც არის ჩვენს მიერ ჩაფიქრებული მოაზროვნე. დაწერეთ ეს ადგილი

პასუხი: ტარტუ

კომენტარი: სვირინგი იგივე ტატუ, როცა გადის ადამიანი ტატუზე და ეძებს ქალაქს, ერთ-ერთი პირველი თავში რაც უნდა მოუვიდეს, წესით ასო რ-ს ჩამატებაა. შედეგად მივიღეთ ესტონეთის ცნობილი ქალაქი ტარტუ, სადაც ამჟამანდ სასწავლებლად იმყოფება ირაკლი გუნია. მარტო სწავლით არ იფარგლება და სხვა ქალქენშიც დაბოდიალობს პატივცემული

წყარო: გუნიას მარჯვენა ცერა თითი და მისი თურქი მეზობელი მურატა

მე ვულოცავ გუნიას ახალ წელს და თქვენც, ამ კომპოზიციით http://www.youtube.com/watch?v=bHRbEhLj540

3). ეს გუნდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გუნდად ითვლება კლუბში. მათზე თამამად ითქმის ერთი ცნობილი გამოთქმა – რაც ზემოთ არიან, ათი ამდენი კიდევ ქვემოთააო. დაასახელეთ ეს გუნდი

პასუხი: აისბერგი

კომენტარი: მოგეხსენებათ, აისბერგი ზუსტად ასეა, რაც ზევით არის მთლად ათი მაგდენი არა, მაგრამ დაახლოებით ამდენი კიდევ ქვემოთაა. აისბერგი კი უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, თან 6-ზე მეტი კაცი ჰყავთ 😀

წყარო: ატლანტის ოკეანე.

ლეონარდო დი კაპრიოს აჩრდილი და ქეით უინსლეტი, რომელიც ამ სიმღერით გვილოცავს ახალ წელს http://www.youtube.com/watch?v=zmbw8OycJrE&feature=related

4). არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ეს კითხვა დაწერამდე კინაღამ მოიხსნა, რადგან ერთმა გუნდმა შემოიტანა აპელაცია მისი მოხსნის შესახებ, ამ არგუმენტაციით: ,,არ ვიცით რატომ, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს კითხვა მოსახსნელი იყო!”. დაასახელეთ ეს გუნდი

პასუხი: ვიცი

კომენტარი: კითხვას მარტივად აიღებდნენ ისინი, ვისაც მცირე წარმოდგენა მაინც აქვს თბილისის ბოლო ჩემპიონატში I ლიგაში განვითარებულ პერიპეტიებზე. ვიცის ლეგენდარული აპელაციებიშ შესახებ ბევრმა გაიგო და ორიცვე აპელაცია დაკამყოფილებული იქნა, ეს მესამე არა.

წყარო: ვენი და ვიდი

ისინი ამ სიმღერით გვილოცავენ დამდეგ 2011 წელს http://www.youtube.com/watch?v=gNI5eAWCWHI

5). (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ,მარშრუტკის’ მძღოლის ჯუმბერ ჯგერენაიას საყვარელ’ი მანქანა, ყველა სხვა ,მანქნებს’ შორის. ამ მანქანას ბატონი ჯუმბერი მოფერებით ეძახის ისევე, როგორც ეძახიან ჩემს მიერ ჩაფიქრებულ მოაზროვნეს, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ. თუ გეტყვით რომ… ეს მანქანა გამოირჩევა უდიდესი და წარმატებული პრინციპულობით შეჯახებებისას და თავის მგზავრებს მუდამ სწორ გზაზე ატარებს, მოსახვევებშიც და სწორ გზაზეც, რასაც ხშირად ფინიშზე პირველი მიჰყავს.

პასუხი: დავით რაფავა (რაფო)

კომენტარი: ამ სამარშრუტო ტაქსებს ჩვენ ვიცნობთ რაფ-ებად. რაფოს კი დავით რაფავას ეძახიან, რომელმაც ბოლო დროს და არამარტო ბოლო დროს შესაშური კაპიტნობით მრავალ წარმატებას მიაღწია და სწორ გზებზე იარა.

წყარო: ჰარისონ ფორდი, რომელიც ითამაშებს რაფავას როლს ჰოლივუდურ ფილმში ‘კაპიტნის თვითმფრინავი’ აკა ‘შავი ყუთი’. თვითმფრინავში ერთ-ერთ მოწინააღმდეგე გუნდში მოთამაშე მოაზროვნე, რაფავაზე თავდასხმის განხორციელებას შეეცდება. ლევან უჩანეიშვილი ისევ ტერორისტის როლში მოგვევლინება

ამ სიმღერით გვილოცავენ http://www.youtube.com/watch?v=PdgvcZe_hag&feature=related

6). ამბობენ, რომ როცა მან განაახლა კითხვების დასმა. კულუარებში ბოროტმა ენებმა გაიხსენეს 2003 წლის ეს ფილმი, რომელსაც შეუცვალეს პირველი სიტყვა. თუ მიხვდით ვინ არის ის და თუ ასევე მიხვდით ქილიკ და მარცვალნარევ ხუმრობას, დაასახელეთ ამ ფილმის სახეცვლილი ვარიანტი

პასუხი: კითხვების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

კომენტარი: გაბუტული ვახტანგ ელერდაშვილის მთლიანი თუ არა, მაინც დაბრუნება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე მაგალითად მე ვვარაუდობდი. სწორედ ამას მოჰყვა ხსენებული ხუმრობაც. კითხვების ამბავში მეფედ ელერდაშვილს მხოლოდ საკუთარი თავი არ მიიჩნევს. თუმცა ვიგო მორტენსენი ბევრად უფრო სიმპათიურია

წყარო: გნომი გიმლი. ფროდომ გასაუბრებისგან თავი შეიკავა, მას ულაპარაკოდ დაეთანხმნენ სემი და გოგორა. ელფმა კი გნომს დასცინა, მაგრამ ელერდაშვილი მეფედ აღიარა და საახალწლოდ სიმღერა მოგვიძღვნა

http://www.youtube.com/watch?v=2AisONDi4dE

7). ეს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული მოაზროვნეა, რომელიც სცენაზე ჯერ ბოლომდე არ გამოსულა. სიმბასავითაა და ნელნელა დიდ ლომად იზრდება. თავისი თავის მოხსენიება ხშირად დამსახურებულად უყვარს ისე, როგორც იხსენიებს მაგალითად შარლ გუნო მარიას. დაასახელეთ ეს მოაზროვნე

პასუხი: დავით ლომინაძე

კომენტარი: გუნო არის ავე მარიას ერთ-ერთი ავტორი. ლომსკის კი ხშირად უყვარს წამოყვირება ,ავე მე’ და ძირითადად დამსახურებულად.

წყარო: ვერკა აჭარიდან და ტოლსტოის ანა

კლუბში ამ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ კაცს და თქვენ გილოცავთ ახალ წელს http://www.youtube.com/watch?v=Z24gwIthfGM

8). ჩაფიქრებულია კიდევ ერთი მაგარი კაცი და მშვენიერი მოაზროვნე. ის არაქართულად კაი ტიპია და ამას პასპორტითაც ადასტურებს. ერთხელ, როდესაც ფრანგებს ვაკრიტიკებდი, ლაკონურად ჩამეჭრა – არა ქალები კარგი ჰყავთო. ერთი შეხედვით მიამიტი და მორცხვი მოაზროვნე, გვარიანი მუსუსია და ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეული გოგოსკენ გაურბის თვალები და წარბები. თავად ვარ მოწმე. დაასახელეთ იგი

პასუხი: დარიუს ვალა

კომენტარი: მართლაც ძალიან კარგი ტიპი. პასპორტით არაქართველობა(ანუ სახელითა და გვარით) + საფრანგეთის ხსენება, სადაც იყო წასული ახლახან, ვფიქრობ საკმარისი მინიშნება იყო. ქალებთან მისი დამოკიდებულება კი ვინძლო ბოლომდე კარგად არ იცოდეთ, ნამდვილი დონ ჟუანია

წყარო: პარიზის მაცხოვრებელი მიმზიდველი ,ღამის პეპელა’ ქალბატონი ,მაღი’

გვილოცავს http://www.youtube.com/watch?v=gE33eH6lMBc

9). (დასარიგებელი მასალა)

ვაპროსნიკთა ვიწრო ხიდზე

მიდის ერთი 3,14/პი მეკითხვე

კითხვას რაც უნდა დაწეროს

ეძახიან – *** ***

თქვენს წინაშეა კოკი კანდელაკის ჩანახატი, რომელიც თქვენ გამოტოვებული ორი სიტყვით უნდა დააბოლოვოთ

პასუხი: ტრაკში პერო(ს)

კომენტარი: მოგეხსენებათ, ხშირია კლუბში ე.წ. პი კითხვები და ტრაკში პერო კითხვები. მათ ხშირად სხვადასხვა ავტორები წერენ, მაგრამ განსაკუთრებით ერთი-ორი. ჰოდა ესეც მათზე, ზოგადი ჩანახატი იყო.

წყარო: შარლ პერო და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

იმათ არ სცალიათ და მე მოგიძღვნით http://www.youtube.com/watch?v=6E2hYDIFDIU

10). (დასარიგებელი მასალა)

ეს თამარ გახოკიძის წიგნების თარო და ყველაზე საყვარელი ადგილია. ამ ტერიტორიას იგი იხსენიებს ორი სიტყვით. ამ ორ სიტყვას თქვენ მიიღებთ მაშინ, თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილის ასევე ორსიტყვიანი გავრცელებული დასახელების პირველ სიტყვაში ჩაამატებთ ერთ ასოს, ხოლო ერთ ასოსაც ადგილს შეუცვლით. მაშ, მითხარით რას ეძახის ჯინჯიკო იმ ტერიტორიას

პასუხი: ნაზღას სექტორი

კომენტარი: ნაზღა+სიყვარული=წიგნები

წყარო: წიგნების ცარიელი თარო

რჩევა: წიგნები წაიკითხეთ!

ეძღვნებათ სიმღერა: http://www.youtube.com/watch?v=yXQViqx6GMY

**********************************************************************************************************

ბევრთან ერთად, კიდევ ამ ხუთი სიმღერით მომინდა მომელოცა ახალი წელი:

(რატომღაც) http://www.youtube.com/watch?v=nMxKMIC__jo

(იმიტომ) http://www.youtube.com/watch?v=jRAmuMKzrbQ

(ნამდვილად) http://www.youtube.com/watch?v=im2SoltmZEc

(უბრალოდ) http://www.youtube.com/watch?v=Bn5tiuZU4JI

(ზუსტად ეს ვერსია) http://www.youtube.com/watch?v=dbWHEM1sn0Y

Written by 1myway1

დეკემბერი 29, 2010 at 12:14 AM

Posted in Uncategorized

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. postis kiTxva, rom daviwue darwmunebuli viyavi, rom kiTxva iqneboda VICI-ze. xdeba xolme. magram albaT esac garkveuli warmatebaa shenze Tundac raimes weren.

    Mindeli

    დეკემბერი 29, 2010 at 12:58 AM

  2. bolos smaili damaviwyda 🙂

    Mindeli

    დეკემბერი 29, 2010 at 1:01 AM

  3. ვიხალისე გემრიელად 🙂
    რამდენიმე კითხვაზე პასუხი მეადვილა, ნაცნობი თემატიკაა, 7.8, 10 განსაკუთრებით :))
    გაიხარე, გიალოო!

    აუ იუთუბი დაბლოკილია ჩემთან 😦

    შოშანა

    დეკემბერი 29, 2010 at 6:22 AM

  4. au, nazgas seqtori iyo yvelaze magari 😀 auuuuu magaria 😀

    LOL LOL LOL magari iyo 😀

    blumgardt

    დეკემბერი 29, 2010 at 12:16 PM

  5. მაგარია 🙂
    კომენტარებზე და წყაროებზე ვიხალისე 🙂

    muxo

    დეკემბერი 29, 2010 at 12:20 PM

  6. გუდმენ საღოლ გამოგივიდა 😀

    longbowman

    დეკემბერი 29, 2010 at 12:32 PM

  7. გაიხარეთ გაიხარეთ, მადლობა

    ხო რატო 9 და 10 ჩემი ფავორიტი კითხვებია 😀

    გოგორ როდის არ გამომსვლია რო 😀 😀

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 12:40 PM

  8. კარგი იყო, წყაროები განსაკუთრებით :))

    IR

    დეკემბერი 29, 2010 at 12:41 PM

  9. sagol goodman! 😀

    gambinno79

    დეკემბერი 29, 2010 at 1:49 PM

  10. gambinno79
    gaixare 🙂 saaxalwlod araushavs, magram winebi sjobda 😀

    IR
    yochag kubecia 😀

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 2:07 PM

  11. lord borgez, aisbergi da mefis dabruenba gamovicani, rafava gavartyi 😀
    sg kai iyo 😀

    profe

    დეკემბერი 29, 2010 at 2:45 PM

  12. ესეც ძალიან მაგარი გამოვიდა 😀 😀

    10 იყო გენიალური 😀

    chiqo

    დეკემბერი 29, 2010 at 2:53 PM

  13. 😀 😀 😀

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 3:51 PM

  14. ყოჩაღ შენ, წინებიც მომეწონა და ესეც 🙂

    IngaRafa

    დეკემბერი 29, 2010 at 4:23 PM

  15. madloba kubecia 😀

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 4:27 PM

  16. არაფრის და გვარით რატომ მომმართავ?

    IngaRafa

    დეკემბერი 29, 2010 at 5:26 PM

  17. imitom kubecia

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 5:34 PM

  18. ამომწურავი პასუხია, ok

    IngaRafa

    დეკემბერი 29, 2010 at 6:06 PM

  19. ავე გუდიკ! მაგარი ხარ!

    ვერკა სკუჩაეტ…ანამ (ქე იცი რომელმაც), რას შემეცითო 😀

    პ.ს. გამეხარდა ჩემზეც რომ დაწერე 🙂

    lomski

    დეკემბერი 29, 2010 at 6:11 PM

  20. IngaRafa
    kai, kubecia

    lomski
    ave mamaah ave 😉
    ia toje skuchaiu 😀

    1myway1

    დეკემბერი 29, 2010 at 6:56 PM


Leave a reply to 1myway1 კომენტარის გაუქმება