1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for იანვარი 2011

პრინციპული ისტორია

with 7 comments

დღეს იყო ნათესავის ორმოცი და იმათმაც და ჩემებმაც ამოიწყვიტეს ყველაფერი უნდა წამოხვიდეო. თან პირდაპირ რესტორანში მოდიო ისინი ამბობდნენ. მე ისედაც ვერიდები ასეთ რაღაცეებს ბოლო წლებში და მით უმეტეს სასაფლაოზე აუსვლელად ვერ მივიდოდი ნამდვილად. უნდა შევკრებილიყავით სახლში, დადიანის ქუჩაზე, ძველ მერიასთან რომ ადის. მანამდე მე უნდა გავსულიყავი მზეში, რადგან მეცხრაასედ დაკარგეს ჩემი რეკვიზიტები და აერიათ(ორი გიორგი კაკაბაძე ვართ), ჰოდა უნდა მიმეტანა რეკვიზიტები, რათა ეგებ დეკემბრის ხელფასი 20 იანვარს მაინც ეღირსებინათ 🙂

ვერ ვისწავლე ჭკუა, ნეტა დილით კიდევ შემემოწმებინა ანგარიში. თურმე მოუძებნიათ ძველი მონაცემები და დღეს დაურიცხავთ ფული(ცოტა, მაგრამ სასწაული მოხდა და იმდენი დარიცხეს რამდენიც თქვეს, თორემ იმასაც აკლებენ ხოლმე). ასე რომ, სულ ტყუილად გადავიღე პირდაობისა და რეკვიზიტების ასლი.

ჩემებმა ტვინი გამიბურღეს სახლში, ვერ მოასწრებ, დროზე წადი, არ დააგვიანო და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მათი წიწინის მოსმენა შეუძლებელი იყო საჩქაროდ გამოვვარდი მზეში, დამავიწყდა წამლის დალევა და დამრჩა ორი საჭირო ნივთი. მზიდან გამოსულმა დავინახე, რომ უკვე 2-ის წუთები იყო და მივხვდი ვაგვიანებდი. ვნერვიულობდი, რადგან როცა რამეს ამბობ, მიყვარს რომ აკეთებ კიდეც. ბოლო ბოლო დავჯექი 85 ავტობუსში და მივედი ძველ მერიასთან. ჩემების ამბავი რომ ვიცი თავში გამკრა შეიძლება ესენი ჯერ არ მოსულან და დავურეკავთქო, მარტო შესვლა არ მინდოდა. დავრეკე და დედაჩემმა ხო აი ახლა გზაში ვართო, მე მივედი და გელოდებით-მეთქი.

ახლა როგორ მოვიქეცი… დავდექი ყოფილი მერიის კუთხეში, იქიდან იდეაში ყველაფერს ვაკონტროლებდი. აქედან ან კოლმეურნეობის მხრიდან რომ მოსულიყვნენ დავინახავდი და სამარშუტო ტაქსით თუ წამოვიდოდნენ, ეზოს თაღიც ჩანდა იმ ადგილიდან, მაგრამ ცოტა მოშორებით. თან ბოლო ბოლო დამირეკავენთქო ვიფიქრე, თუ ვერ დავინახე და რომ მივლენ და იქ არ დავხდებიმეთქი. იქ რომ დავდექი იყო 13:37.

გავიდა დრო, რამდენიმე წყვილმა ჩაიარა. რამდენიმე ძმაკაცი ზუსტად იმ ადგილას შეხვდა ერთმანეთს. ვიღაც პოლიციელმა თავისი ნათესავი, ბებერი ქალი დააკვალიანა. მოვიდნენ ჟურნალისტები, სადღაც რაღაც პრესკო იყო ალბათ, საკრებულოში ან პოლიციის დვიჟენიაში იქ. ვიღაც ორი გოგო და ბიჭი ჩამოსხდნენ სკამზე, დებილებივით მიყურებდნენ ხოლმე, როგორ ვიყინებოდი და ვაცეცებდი თვალებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩემები კი არ ჩანდნენ. ვიღაც კაცმა ლესელიძის ქუჩა მკითხა. მერე უცხოელი დამადგა, ოლდთბილისი საითააო, მივუთითე, აჰა ზეთ დირექშენო და რივერო? და-მეთქი და მერე უცებ იეს იესთქო და წავიდა ჩუვაკი. მერე ვიფიქრე, მარტო იქით რომ უშვებენ სადაც შელამაზებულია, მამენტ სოლოლაკიც ხო უნდა მოიარონ უცხოელებმათქო. ათას სისულელეზე ვფიქრობდი, დრო გადიოდა და ჯინაზე არ ვრეკავდი, მეთქი სადამდე გასტანს იმათი ნაგლობათქო. სულ ასეა, მე მეუბნებიან დააგვიანებ, ისა ესაო და თვითონ აგვიანებენ. ხოლო მე რო 5 წუთი დავაგიანო ამიკლებენ ხოლმე.

ბოლოს ვეღარ მოვითმინე 14:13-ზე დავრეკე და დედაჩემმა აი ახლა ამოვედითო. მაქსიმალურად ვეცადე მკაცრი ტონი მქონოდა და გავთიშე. ღრმად დარწმუნებული ვარ რომ სახლში ავიდნენ და მივაბიჯებ თაღისკენ. მირეკავს დედაჩემი, მე ვიწყებ ყვირილს, 40 წუთია გელოდებით, დროზე ჩამოდი და გასაღები ჩამომიტანე(ერთი გვაქვს ეგ ბურატინოს სამარცხვინო გასაღები – ვსიო ამ დღეებში ბოლო ბოლო უნდა გამოვცვალო საკეტი)… ამ დროს დედაჩემი მეუბნება, მოიცა შენ ქუჩაში გველოდები? აბა რო თქვეს გიორგი მარშუტკას გაჰყვაო…

როგორც ირკვევა, სამარშრუტო ტაქსით წამოსულან და ერთმანეთი ვერ დავინახეთ, იქ კი ვიღაც ჭკვიანს უთქვამს, რომ კი გიორგი მოვიდა და მარშუტკას გაჰყვა უკვე სასაფლაოზეო. ბებიამ და დედამაც ცოტა დააგვიანეს და საჩქაროდ წავიდნენ სხვებთან ერთად ისინიც სასაფლაოზე, ამიტომ აღარც დამირეკეს. ახლა დაიწყო დედაჩემმა დარწმუნება, რომ მოდი რესტორანშიო. ასე დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, ოღონდ პრინციპულობა გამომაჩენინე და… სულ რო საქმე ფუჭდებოდეს, რადგან ვინმეს რამე შეეშალა, მე არ დავთმობ, დაე კიდევ უფრო გაფუჭდეს საქმე 😀 არა, გასაღები მომიტანეთ დროზეთქო(იქ მისვლა და გამორთმევა რიჟა ბაზარია, რადგან აღარ გამომიშვებდნენ). დედაჩემი მეუბნება, რომ ხო ხვდები, რეალურად გასაღები აქ არის და ვერ მოგაწვდით, ამიტომ მოდიო, მე ვპასუხობ რომ ვერსად ვერ მივალ და ვთიშავ ტელეფონს… მერე ზარსაც ხმას ვუთიშავ და ვდებ ჯიბეში.

სანამ ძველი მერიიდან ტროლებიუსების ყოფილ ბოლო გაჩერებამდე მივიდოდი, დამხვდა 5 დარეკილი დედაჩემის და 2 უცხო ნომრიდან. ხოლო სანამ იქიდან რუსთაველის კინოთეატრამდე ჩავისეირნე, ეს ციფრები გაორმაგდა. რასაც ვერ ვიტან, დიშოვი პონტები წავიდა, სხვისი ნომრიდან დარეკვა და ბებიაჩემის პანიკა ალბათ იქ და იმ ოჯახის წევრებს არეკინებდნენ. მე კი ისეთი გაბრაზებული ვარ, ერთი ვინმე ჩამივარდეს ხელში იმ წუთას, ვინმემ ლარი ხომ არ გაქო ან რამე მითხრას და გავგლეჯ შუაზე.

სანამ ოპერამდე ჩავატასავე, ვფიქრობდი სად წავულისყავი და დრო როგორ გამეყვანა სადღაც შვიდამდე. პირველად ბაზარში ჩავედი, ჩერეზ-პლეხანოვი, ფეხით. მივედი სადგურზე და ვიყიდე როზეტის ,კარობკა’, მჭირდება გამოსაცვლელი მაქვს. კიდევ 11 ვატიანი თუ რაღაციანი ეკონომიური ნათურა სადარბაზოსთვის. ასევე დიდი გულმოდგინებით ვესაუბრე ,ატმორების’ გამყიდველ კაცს დაახლოებით 10 წუთი, თუ რომელი ატმორი ჯობია ვიყიდო. მან მეგრული აქცენტით მითხრა:

-აი დოლ’ჩე და გაბანა ხომ არის ბრენდი?

-ხო

-ჰოდა, ეს ისრაელის ატმორიც ასეთი ბრენდია, მაგი კომუნისტების დროსაც იყო და ათწლეულებია უკვე გაუძლო დროს, ამიტომაცაა უფრო ძვირი. ეს ქემსარები კიდევ 4-5 წლისაა, არა მაგიც გამძლეა მარა…

აწვებოდა იმას, რომ დამეკონკრეტებინა, როგორი ატმორი მინდა, ერთიანი თუ სისტემა. ,აი მაგალითად ეს სისტემაა’ იტყოდა ხოლმე და ამ სიტყვას – ,სისტემა’ – ისე გამოთქმით იტყოდა და ისეთ აქცენტს გააკეთებდა, რომ უნდა დაყლევებულიყავი და კაიფში ჩავარდნილიყავი, ეგრევე უნდა გეყიდა და მერე გეთქვა, რომ ატმორი ვიყიდეო. როგორიო რომ კითხავდნენ, სისტემაო უპასუხებდი!

როგორც გავიგე, სისტემა ნიშნავს იმას, რომ ორი ან სამი გამოსასვლელი აქვს და ცხელი წყალი შეგიძლია დააყენო როგორც სააბაზანოში, ასევე სამზარეულოში მაგალითად.

მე ჯერ ვერ მოვიფიქრე, ალბათ ჩვეულებრივს ვიყიდი, ძველი ატმორი გაფუჭდა, კარგად ვეღარ აცხელებს წყალს.

ჰო, კიდევ არის 7 კილოვატიანი და 9-იანი, სისტემაც და არასისტემაც. ისრაელის თუა და თან სისტემა თუა, რო გადაივლებ იმ ატმორით ეგრევე აგიდგება!

ისე ,კარობკა’ ვინც მომყიდა მაგარი აფერისტი კაცი იყო, ეგ ,კარობკა’ 30 თეთრი ღირს და მე სპეციალურად ისე ვიქცეოდი, რომ გონებოდა თითქოს აზრზე არ ვარ და სულერთია ყველაფერი, მთავარია ვიყიდო და ეს 50 თეთრი ღირსო მითხრა და თან რაღაც ცბიერად შემომხედა. მეც მივეცი 50 თეთრი და წამოვედი.

ბაზრის ტერიტორიაზე ტრადიციულად უამრავი მთხოვარი იყო. საერთოდ დღეს ქალაქში იმდენი მათხოვარი ვნახე, რომ ძალიან დავიგრუზე. ურო და უფრო იზრდება მათი რიცხვი. ასევე თვალში მომხვდა უაზროდ ბევრი პოლიციელი, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე ჯარიმას წერენ. სულ გაგიჟდნენ ამ ბოლო დროს, მართლა ფულის ამოღებაზე არიან გადასულები, თორემ მე წესრიგის მომხრეც ვარ და არც ასეთი რეჩები მახასიათებს.

პერიოდულად ვამოწმებდი ტელეფონს. უამრავი ზარი მხვდებოდა. ამაზეც ნერვები მეშლებოდა, ვერ ვიტან ასეთ რამეს, ხომ ხედავ არ გპასუხობს ადამიანი, თქვა არა და მორჩა, რას ,ეწიპწიპები’ ტო. მესიჯებიც იყო, დედაჩემი მწერდა ასე უფრო უხერხულია, მოდი აქო. მერე ნუ კიკიმორობ, ვახო(გარდაცვლილის ვაჟი) გირეკავს უპასუხეო. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიტყვას ფასი აქვს. გამოვრთე ცოტა ხნით ტელეფონი.

დისკების ყიდვა მინდოდა, დვდ დისკები გამითავდა და მალე ახალი ფილმები მექნება ჩასაწერი, 100 ცალი უნდა მეყიდა, მაგრამ ჩემი მაღაზია რატომღაც დაკეტილი დამხვდა. მერე, აი დიდი სკანდალით რო დაანგრიეს ბაზარი, სადაც ადრე იყო რა… იქ რომ თაღია იმაში გავიარე. სხვათ შორის, მაგ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მავან გენერალური ინსპექციის ცხვირმონგრეულ ლაწირაკ წარმომადგენელთან საინტერესო ინციდენტი შემემთხვა, მაგრამ მაგას სხვა დროს მოგიყვებით.

იმ თაღიდან რომ გამოდიოდი, ვიღაცამ დამიძახა, უკაცრავად ერთი წუთითო. მოვიხედე და ძალიან მთვრალი, მაღალი კაცი იყო. ველოდებოდი როდის მთხოვდა ფულს და პასუხიც მომზადებული მქონდა. რამდენიმე საწყალ ბებიას ვერ დავეხმარე და ამას რატომ მივცეთქო გავიფიქრე. ჰოდა, უცებ იმ კაცის სიტყვებმა ისე დამაბნია, რომ ნორმალური პასუხიც ვერ გავეცი – ერთი, კაცურად მითხარი დღეს მილანზე რას ფირქობ? აი ჯიგრულად, კაცურად მითხარი მილანი და ატლეტიკო რა გგონია? – სახტად დავრჩი, უცებ გადავხარშე, რომ იმედის ფსონიდან მიცნო და ერთადერთი რისი თქმაც მოვახერე, არ ვიცი, ნაღდად არ ვიცითქო… იმდენად სხვა რამეს ველოდი, რომ დაბნეული ვიყავი. კაი კაი გაიხარეო და ხელი ამიწია ზემოთ, გატოვი იყო უკვე მაგარი, მაგრამ ჩუაკი იყო! მეც გამეღიმე და ჩავედი გაჩერებასთან.

ავტობუსში გამახსენდა, რომ ნაცნობმა მითხრა პუმაში 70%-იანი ფასდაკლებაა, იტალიის ,ტავარი’ იაფად არისო. ჩამოვედი პეკინის დასაწყისში, მივედი პუმაში, მაგრამ არაფერი ვიყიდე. კეპი ღირდა 22 ლარი, ხარისხიანი იყო პრინციპში, მაგრამ ჩემი ბაზრობაზე ნაყიდი კეპი მერჩივნა იმას. აი რამდენიმე ქურთუკი კი მომეწონა, მაგრამ ფასდაკლების მიუხედავად მეძვირა. ბულაჩაურამდე ჩავისეირნე, მერე ჩავედი კოსტავაზე და გადავწყვიტე მეჭამა. შაურმის ქუჩად წოდებულ საბურთალოს ქუჩაზე, ვიყიდე შაურმა და მრავალფეროვნებისთვის ფანტა, თორემ კოკა კოლას როგორ ვუღალატებდი. იქ ერთი ძალიან სოფლელი ბიჭი კაჩაობდა ტელეფონზე და მეორე ცოტა ნაკლებად სოფლელი. ისე დადიოდა აქეთ-იქით, მეთქი ნეტა რამე მითხრასთქო. ისე ძაან ცუდი ადგილია ეგ, ადრე უფრო ცუდი იყო. ისე ვჭამე, რომ კბილი არ ჩამომტყდა, რაც ბოლო დროს გასაკვირია.

დანიურ სახლთან, ვიღაც ქალი ეჩხუბებოდა ,ერთი წუთით შეიძლება?’ ტიპებს, ხატებს რომ ყიდიან, დიდ ცოდვას ჩადიხართ ამ აფერისტობითო. ასე, მოვბრუნდი მზეში, ავიღე ოთახის გასაღები და უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე დროის გასაყვანად, ვიდრე ამის დაწერაა. რამდენიმე ნიუანსი გამახსენდა ახლა კიდევ, ბაზრობაზე რაც შემემთხვა და ჩემი საყვარელი კეჩუპი რომ ვიყიდე ეგეც არ მითქვამს, არა უშავს, მეზარება ჩამატება.

ტელეფონი შევამოწმე, ისევ უამრავი ზარი იყო და მესიჯი – კეკე(ალბათ კეკელა იგულისხმება :D) სად ხარ, დალი ნერვიულობს, სახლში რომ გავალთ დაგირეკავ, მიპასუხე ან დამირეკე. არ იციან რა ელით სახლში 😦

მე ვუპასუხე – სახლში რომ მიხვალ დამიმესიჯე. მერე კიდევ რეკავდნენ, აი ახლაც 2 წუთის წინ, არ მიპასუხია ცხადია.

ახლა უკვე ბრაზმა ცოტა გადამიარა, მაგრამ შოუს მაინც დავდგამ სახლში. უნდა იცოდნენ სიტყვის და პრინციპების ფასი 😀 თან ჯამში ნახევარზე მეტი დღე დავკარგე, მზიდან დაწყებული ნათესავით გაგრძელებული, ჩემი ოჯახის წევრებით დამთავრებული შეცდომების გამო. ასე რომ ასეთ ხასიათზე ვარ…

უყურეთ და ისწავლეთ 🙂 თუნდაც მხოლოდ ამ ნაწყვეტს, შედვრია 🙂

Written by 1myway1

იანვარი 20, 2011 at 1:58 PM

Parole Parole…

with 11 comments

ყველას გილოცავთ ახალ წელს! და გისურვებთ, რომ მინიმუმ წინა წელზე უკეთესი ყოფილიყოს. ჯანმრთელობაა მთავარი, დამიჯერეთ 😀 და თუ ჯანმრთელობა იქნება, დანარჩენს მოევლება ასე თუ ისე.

გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი ასეთი ყოფილიყო, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ სულ რაღაც ორწუთნახევრიანი ძალიან მაგარი ვიდეოთი, რომელსაც მჯერა თქვენი კარგ ხასიათზე დაყენება შეუძლია 🙂 ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ამიტომაც… პაროლე პაროლე პაროლე…!
‘პაროლე პაროლე პაროლე’-ს თარგმანი ‘სიტყვები სტიყვები სიტყვები’-ა და ვფიქრობ ეს სიტყვები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი 🙂

ვიდეოში მთავარია დააკვირდეთ ადრიანო ჩელენტანოს, მაგრამ იქამდე სულ მცირედით აუცილებლად უნდა ვთქვათ ამ მშვენიერი სიმღერის შექმნის შესახებ. სიმღერა ‘Parole Parole’ დაწერეს ჯანი ფერიომ, ლეო კიოსომ და ჯანკარლო დელ რემ. განსაკუთრებული წვლილი პირველ მათგანს მიუძღვის. სამივე ეს ნიჭიერი ადამიანი მუშაობდა პოპულარულ გადაცემაზე ‘ტეატრო 10′. სიმღერა 1972 წელს შეიქმნა და პირველად ამავე გადაცემაში გაიჟღერა. სწორედ იქ შედგა ეს შესანიშნავი პაროდიული ვარიანტიც, ასევე 1972 წელს.

სიმღერას იდეაში ორიგინალში ასრულებენ მინა და ალბერტო ლუპო. პაროდიაში კი ემატება ჩელე და წამყვანი ვიოლინოც ხდება ცხადია. ასევე ვინც არ იცნობდით სახეზე მშვენიერ ქალბატონს მინას, ამ ვიდეოთი გაიცნობთ.

თქვენ კი კარგად დააკვირდით ჩელენტანოს… გამოდის თუ არა პუბლიკა მისია უკვე, ხალხი მუჭაში უჭირავს იმ კარამელებივით, რომელსაც აფრქვევს ფერიოდულად სცენაზე. ან რა დგომა აქვს ან რა მოძრაობები ან რა მიმიკები. ეს არის უნიჭიერესი კაცი, მომღერალიც, მსახიობიც და ზოგადად ტიპიც. სულსამი მინუსი აქვს მას… კომუნისტია, საქომაგოდ ინტერი აირჩია 😀 და ამბობენ კალაძემ ქალიშვილი ისაო… ტეხავს. ხუმრობები და ნახევარხუმრობები იქით იყოს და მართლა გენიალური ტიპია. რო შეხედავ სულ რომ არაფერი გააკეთოს უკვე დონეა. მსახიობი რეალურად და დიდ წილად რა არის? ,მორდა’ ხომ?(დანარჩენიც მნიშვნელოვანია ცხადია, მაგრამ…) ჰოდა, ,მორდის’ ამბავში მხეცია ჩელე.

ნუ საწყისი წუთი ღადაობაა უბრალოდ, ნუ დაწყება გლიჯავს ჩელესი და ერთი წუთის მერე იწყებს მთავარ ,დარტყმებს’. ფეხებზე კიდია, სიგარეტსაც ეწევა და რასაც უნდა იმას აკეთებს, 1:30-ზე შეაბოლებს და დაიწყებს პაროლე პაროლე პაროლეეე… მინა დაახველებს, ეს შეიძლება ცოტა ხელოვნურია, მაგრამ ეგ არაფერი. ან როგორ ეწევა ან რეებს აკეთებს ვაბშე 😀 😀 და ცერა თითს რომ ჩაიდებს ხო საერთოდ… იქ უკვე მინას მართლა ეცინება და მხრებს იჩეჩავს, გიჟია და რა ვქნაო 😀 მერე შემოდის ლუპო, ცოტა დაქლიავებული მასტია 😀 ამ ,ანსამბლში’ მთლად ვერ ეწერება და რაღაც მომენტებსი დაბნეულია თითქოს, მაგრამ ეგეც უხდება რარაც პონტში. აი ჩელე კი იწყებს გრეხვას და აღარ ამტავრებს… ეს არის კულმინაცია, მინა ცდილობს თავის შეკავებას და თითქოს ახერხებს ამას, მაგრამ 2:02-ზე ჩელეს არანორმალური მოძრაობის მერე უკვე უზლურია და ეცინება ისე ალალად, რომ თუ კი რამე სიყალბე იყო იქამდე, ყველაფერს აქარწყლებს 🙂 მერე ცხადია, როგორც პროფესიონალი ცდილობს თავის შეკავებას და აგრძელებს სიმღერას, მაგრამ ღიმილის ფონზე. ჩელე კი კმაყოფილია და აქვს კიდეც საფუძველი, სულ რამდენიმე წამში შეუძლია უმარავ ადამიანს ღიმილი მოჰგვაროს და სიცოცხლე გაულამაზ-გაუხანგრძლივოს, ეს დიდი ნიჭია. ჰოდა დატკბით თქვენც.

ესეც ვიდეო(არის სხვა ვარიანტიც, რომელსაც 5 მილიონამდე აქვს მოსმენა, მაგრამ იქ ცუდად ჩანს უფრო, რაღაცეები ადევს ეკრანზე):

დაბოლოს, ,ორიგინალი’ http://www.youtube.com/watch?v=QI_lz0cFYes&feature=related. ტექსტი მსუბუქია და კარგია. ქალისა და კაცის ტრადიციული საუბარი(ინგლისური თარგმანი იხილეთ მაგალითად აქ: http://lyricstranslate.com/en/Paroles-Paroles-Words-words.html). მუსიკაც მშვენიერია. ნუ ენაზე ზედმეტია ლაპარაკი 🙂 ბწრყინვალე. და საერთოდ, ამ ვიდეობით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის რომ იტალიელები ზეხალხია 😀 🙂
წარმოიდგინეთ თითქმის 40 წელია გასული… 🙂

პ.ს.
სხვა რა დავამატო. 2010 წელი ჩემთვის საშუალო გამოვიდა. ბოლო პერიოდი ცუდი, რადგან პირველი ახალი წელია, როცა ვერ ვსვამ 😀 და ძალიან დამგრუზა ამან, ახალი წელი უსასმელოდ ძნელია… ჯანმრთელობას რომ არ დაერხია, ჯამში კარგი წელი იქნებოდა, ახლა ასე ვერ ვიტყვი. იმედია, რომ 2011 უკეთესი იქნება, პირველ რიგში ჩემ თავსა და თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად მთავარია. ასევე ვისურვებდი, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ბოლო ბოლო მოგვარებას, ვალების გასტუმრებას ბოლომდე და სამსახურში წარმატებასა და სამასახურის წარმატებას
ciao 😉

Written by 1myway1

იანვარი 1, 2011 at 1:12 PM

Posted in მუსიკა