1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Parole Parole…

with 11 comments

ყველას გილოცავთ ახალ წელს! და გისურვებთ, რომ მინიმუმ წინა წელზე უკეთესი ყოფილიყოს. ჯანმრთელობაა მთავარი, დამიჯერეთ😀 და თუ ჯანმრთელობა იქნება, დანარჩენს მოევლება ასე თუ ისე.

გადავწყვიტე ჩემი პირველი პოსტი ასეთი ყოფილიყო, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ სულ რაღაც ორწუთნახევრიანი ძალიან მაგარი ვიდეოთი, რომელსაც მჯერა თქვენი კარგ ხასიათზე დაყენება შეუძლია🙂 ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ამიტომაც… პაროლე პაროლე პაროლე…!
‘პაროლე პაროლე პაროლე’-ს თარგმანი ‘სიტყვები სტიყვები სიტყვები’-ა და ვფიქრობ ეს სიტყვები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი🙂

ვიდეოში მთავარია დააკვირდეთ ადრიანო ჩელენტანოს, მაგრამ იქამდე სულ მცირედით აუცილებლად უნდა ვთქვათ ამ მშვენიერი სიმღერის შექმნის შესახებ. სიმღერა ‘Parole Parole’ დაწერეს ჯანი ფერიომ, ლეო კიოსომ და ჯანკარლო დელ რემ. განსაკუთრებული წვლილი პირველ მათგანს მიუძღვის. სამივე ეს ნიჭიერი ადამიანი მუშაობდა პოპულარულ გადაცემაზე ‘ტეატრო 10′. სიმღერა 1972 წელს შეიქმნა და პირველად ამავე გადაცემაში გაიჟღერა. სწორედ იქ შედგა ეს შესანიშნავი პაროდიული ვარიანტიც, ასევე 1972 წელს.

სიმღერას იდეაში ორიგინალში ასრულებენ მინა და ალბერტო ლუპო. პაროდიაში კი ემატება ჩელე და წამყვანი ვიოლინოც ხდება ცხადია. ასევე ვინც არ იცნობდით სახეზე მშვენიერ ქალბატონს მინას, ამ ვიდეოთი გაიცნობთ.

თქვენ კი კარგად დააკვირდით ჩელენტანოს… გამოდის თუ არა პუბლიკა მისია უკვე, ხალხი მუჭაში უჭირავს იმ კარამელებივით, რომელსაც აფრქვევს ფერიოდულად სცენაზე. ან რა დგომა აქვს ან რა მოძრაობები ან რა მიმიკები. ეს არის უნიჭიერესი კაცი, მომღერალიც, მსახიობიც და ზოგადად ტიპიც. სულსამი მინუსი აქვს მას… კომუნისტია, საქომაგოდ ინტერი აირჩია😀 და ამბობენ კალაძემ ქალიშვილი ისაო… ტეხავს. ხუმრობები და ნახევარხუმრობები იქით იყოს და მართლა გენიალური ტიპია. რო შეხედავ სულ რომ არაფერი გააკეთოს უკვე დონეა. მსახიობი რეალურად და დიდ წილად რა არის? ,მორდა’ ხომ?(დანარჩენიც მნიშვნელოვანია ცხადია, მაგრამ…) ჰოდა, ,მორდის’ ამბავში მხეცია ჩელე.

ნუ საწყისი წუთი ღადაობაა უბრალოდ, ნუ დაწყება გლიჯავს ჩელესი და ერთი წუთის მერე იწყებს მთავარ ,დარტყმებს’. ფეხებზე კიდია, სიგარეტსაც ეწევა და რასაც უნდა იმას აკეთებს, 1:30-ზე შეაბოლებს და დაიწყებს პაროლე პაროლე პაროლეეე… მინა დაახველებს, ეს შეიძლება ცოტა ხელოვნურია, მაგრამ ეგ არაფერი. ან როგორ ეწევა ან რეებს აკეთებს ვაბშე😀😀 და ცერა თითს რომ ჩაიდებს ხო საერთოდ… იქ უკვე მინას მართლა ეცინება და მხრებს იჩეჩავს, გიჟია და რა ვქნაო😀 მერე შემოდის ლუპო, ცოტა დაქლიავებული მასტია😀 ამ ,ანსამბლში’ მთლად ვერ ეწერება და რაღაც მომენტებსი დაბნეულია თითქოს, მაგრამ ეგეც უხდება რარაც პონტში. აი ჩელე კი იწყებს გრეხვას და აღარ ამტავრებს… ეს არის კულმინაცია, მინა ცდილობს თავის შეკავებას და თითქოს ახერხებს ამას, მაგრამ 2:02-ზე ჩელეს არანორმალური მოძრაობის მერე უკვე უზლურია და ეცინება ისე ალალად, რომ თუ კი რამე სიყალბე იყო იქამდე, ყველაფერს აქარწყლებს🙂 მერე ცხადია, როგორც პროფესიონალი ცდილობს თავის შეკავებას და აგრძელებს სიმღერას, მაგრამ ღიმილის ფონზე. ჩელე კი კმაყოფილია და აქვს კიდეც საფუძველი, სულ რამდენიმე წამში შეუძლია უმარავ ადამიანს ღიმილი მოჰგვაროს და სიცოცხლე გაულამაზ-გაუხანგრძლივოს, ეს დიდი ნიჭია. ჰოდა დატკბით თქვენც.

ესეც ვიდეო(არის სხვა ვარიანტიც, რომელსაც 5 მილიონამდე აქვს მოსმენა, მაგრამ იქ ცუდად ჩანს უფრო, რაღაცეები ადევს ეკრანზე):

დაბოლოს, ,ორიგინალი’ http://www.youtube.com/watch?v=QI_lz0cFYes&feature=related. ტექსტი მსუბუქია და კარგია. ქალისა და კაცის ტრადიციული საუბარი(ინგლისური თარგმანი იხილეთ მაგალითად აქ: http://lyricstranslate.com/en/Paroles-Paroles-Words-words.html). მუსიკაც მშვენიერია. ნუ ენაზე ზედმეტია ლაპარაკი🙂 ბწრყინვალე. და საერთოდ, ამ ვიდეობით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის რომ იტალიელები ზეხალხია😀🙂
წარმოიდგინეთ თითქმის 40 წელია გასული…🙂

პ.ს.
სხვა რა დავამატო. 2010 წელი ჩემთვის საშუალო გამოვიდა. ბოლო პერიოდი ცუდი, რადგან პირველი ახალი წელია, როცა ვერ ვსვამ😀 და ძალიან დამგრუზა ამან, ახალი წელი უსასმელოდ ძნელია… ჯანმრთელობას რომ არ დაერხია, ჯამში კარგი წელი იქნებოდა, ახლა ასე ვერ ვიტყვი. იმედია, რომ 2011 უკეთესი იქნება, პირველ რიგში ჩემ თავსა და თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად მთავარია. ასევე ვისურვებდი, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ბოლო ბოლო მოგვარებას, ვალების გასტუმრებას ბოლომდე და სამსახურში წარმატებასა და სამასახურის წარმატებას
ciao😉

Written by 1myway1

January 1, 2011 at 1:12 pm

Posted in მუსიკა

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაგარია, მაგარი :)იტალიურის სწავლა რომ დავიწყე, პირველად ამ სიმღერის სიტყვების გარჩევით დავიწყე (პაროლეს გარდა ბევრს არაფერს ამბობენ და ადვილი იყო :D:D )ორიგინალი ძაან კარგია და ჩელენტანოს მანჭვა-გრეხვა არ მქონდა ნანახი :))) იტალიური აბა რა, ეს სიმღერა სხვა ენაზე გადამღერებული არც ერთი ისეთი არ არის, როგორც იტალიურად:)

    deldeserto

    January 1, 2011 at 2:58 pm

  2. deldeserto
    ყოჩაღ😀
    მე ჯერაც ვერ მოვიყვანე სისრულეში ეგ აუცილებელი ჩანაფიქრი😀 უნდა ვისწავლო იტალიური მაინც ადრე თუ გვიან🙂
    ჩელენტანოს მანჭვა-გრეხვა ღირს ყველაფრად

    1myway1

    January 1, 2011 at 3:09 pm

  3. ვაიმე იტალია, იტალიური, იტალიელები, ჩელენტანო, ეს სიმღერა , და ბევრი სხვა რამ იტალიური ძალიან მიყვარს
    მადლოაბ შენ ამის შეხსენებისთვის

    Buon anno

    pelagiaa

    January 1, 2011 at 4:32 pm

  4. arafers🙂

    Buon anno!

    1myway1

    January 1, 2011 at 4:45 pm

  5. მართლა კარგ ხასიათზე დამაყენა. ოღონდ ერთი ვერ გავიგე, კომუნისტობა მინუსი რატომ არის?🙂 სხვათაშორის იტალიაში კომუნიზმი შედარებით პოპულარულია

    lobzhanidze

    January 2, 2011 at 3:45 am

  6. dae iyos popularuli, shedarebit😀
    chems warmodgenashi didi minusia

    1myway1

    January 2, 2011 at 10:57 am

  7. kaco, komunizmi minusia aba ra, gadamrevs es xalxi

    deldeserto

    January 2, 2011 at 6:26 pm

  8. mtvrali xar axla shen da buinob😀

    1myway1

    January 2, 2011 at 7:02 pm

  9. აბაა, რას გადამირჩით😀😀😀

    deldeserto

    January 3, 2011 at 8:25 am

  10. თურმე ორიგინალის ლინკშიც, იგივე მედო ანუ ჩელეს ვერსია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს😀 ახლა ვნახე და გავასწორე😀

    1myway1

    January 3, 2011 at 1:17 pm

  11. gio es ra iyo ra arxi gaxsenit ra chvenebis xarisxi aq kingam guli gamiskda am arxs rogor velodebodi iseti xarisxi qonda shemadgenloba ver wavikitxe tu amit apireben ntv chanaacvlebas dzaan shemcdaraaan

    gio-sani

    January 14, 2011 at 10:15 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: