1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პრინციპული ისტორია

with 7 comments

დღეს იყო ნათესავის ორმოცი და იმათმაც და ჩემებმაც ამოიწყვიტეს ყველაფერი უნდა წამოხვიდეო. თან პირდაპირ რესტორანში მოდიო ისინი ამბობდნენ. მე ისედაც ვერიდები ასეთ რაღაცეებს ბოლო წლებში და მით უმეტეს სასაფლაოზე აუსვლელად ვერ მივიდოდი ნამდვილად. უნდა შევკრებილიყავით სახლში, დადიანის ქუჩაზე, ძველ მერიასთან რომ ადის. მანამდე მე უნდა გავსულიყავი მზეში, რადგან მეცხრაასედ დაკარგეს ჩემი რეკვიზიტები და აერიათ(ორი გიორგი კაკაბაძე ვართ), ჰოდა უნდა მიმეტანა რეკვიზიტები, რათა ეგებ დეკემბრის ხელფასი 20 იანვარს მაინც ეღირსებინათ🙂

ვერ ვისწავლე ჭკუა, ნეტა დილით კიდევ შემემოწმებინა ანგარიში. თურმე მოუძებნიათ ძველი მონაცემები და დღეს დაურიცხავთ ფული(ცოტა, მაგრამ სასწაული მოხდა და იმდენი დარიცხეს რამდენიც თქვეს, თორემ იმასაც აკლებენ ხოლმე). ასე რომ, სულ ტყუილად გადავიღე პირდაობისა და რეკვიზიტების ასლი.

ჩემებმა ტვინი გამიბურღეს სახლში, ვერ მოასწრებ, დროზე წადი, არ დააგვიანო და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მათი წიწინის მოსმენა შეუძლებელი იყო საჩქაროდ გამოვვარდი მზეში, დამავიწყდა წამლის დალევა და დამრჩა ორი საჭირო ნივთი. მზიდან გამოსულმა დავინახე, რომ უკვე 2-ის წუთები იყო და მივხვდი ვაგვიანებდი. ვნერვიულობდი, რადგან როცა რამეს ამბობ, მიყვარს რომ აკეთებ კიდეც. ბოლო ბოლო დავჯექი 85 ავტობუსში და მივედი ძველ მერიასთან. ჩემების ამბავი რომ ვიცი თავში გამკრა შეიძლება ესენი ჯერ არ მოსულან და დავურეკავთქო, მარტო შესვლა არ მინდოდა. დავრეკე და დედაჩემმა ხო აი ახლა გზაში ვართო, მე მივედი და გელოდებით-მეთქი.

ახლა როგორ მოვიქეცი… დავდექი ყოფილი მერიის კუთხეში, იქიდან იდეაში ყველაფერს ვაკონტროლებდი. აქედან ან კოლმეურნეობის მხრიდან რომ მოსულიყვნენ დავინახავდი და სამარშუტო ტაქსით თუ წამოვიდოდნენ, ეზოს თაღიც ჩანდა იმ ადგილიდან, მაგრამ ცოტა მოშორებით. თან ბოლო ბოლო დამირეკავენთქო ვიფიქრე, თუ ვერ დავინახე და რომ მივლენ და იქ არ დავხდებიმეთქი. იქ რომ დავდექი იყო 13:37.

გავიდა დრო, რამდენიმე წყვილმა ჩაიარა. რამდენიმე ძმაკაცი ზუსტად იმ ადგილას შეხვდა ერთმანეთს. ვიღაც პოლიციელმა თავისი ნათესავი, ბებერი ქალი დააკვალიანა. მოვიდნენ ჟურნალისტები, სადღაც რაღაც პრესკო იყო ალბათ, საკრებულოში ან პოლიციის დვიჟენიაში იქ. ვიღაც ორი გოგო და ბიჭი ჩამოსხდნენ სკამზე, დებილებივით მიყურებდნენ ხოლმე, როგორ ვიყინებოდი და ვაცეცებდი თვალებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩემები კი არ ჩანდნენ. ვიღაც კაცმა ლესელიძის ქუჩა მკითხა. მერე უცხოელი დამადგა, ოლდთბილისი საითააო, მივუთითე, აჰა ზეთ დირექშენო და რივერო? და-მეთქი და მერე უცებ იეს იესთქო და წავიდა ჩუვაკი. მერე ვიფიქრე, მარტო იქით რომ უშვებენ სადაც შელამაზებულია, მამენტ სოლოლაკიც ხო უნდა მოიარონ უცხოელებმათქო. ათას სისულელეზე ვფიქრობდი, დრო გადიოდა და ჯინაზე არ ვრეკავდი, მეთქი სადამდე გასტანს იმათი ნაგლობათქო. სულ ასეა, მე მეუბნებიან დააგვიანებ, ისა ესაო და თვითონ აგვიანებენ. ხოლო მე რო 5 წუთი დავაგიანო ამიკლებენ ხოლმე.

ბოლოს ვეღარ მოვითმინე 14:13-ზე დავრეკე და დედაჩემმა აი ახლა ამოვედითო. მაქსიმალურად ვეცადე მკაცრი ტონი მქონოდა და გავთიშე. ღრმად დარწმუნებული ვარ რომ სახლში ავიდნენ და მივაბიჯებ თაღისკენ. მირეკავს დედაჩემი, მე ვიწყებ ყვირილს, 40 წუთია გელოდებით, დროზე ჩამოდი და გასაღები ჩამომიტანე(ერთი გვაქვს ეგ ბურატინოს სამარცხვინო გასაღები – ვსიო ამ დღეებში ბოლო ბოლო უნდა გამოვცვალო საკეტი)… ამ დროს დედაჩემი მეუბნება, მოიცა შენ ქუჩაში გველოდები? აბა რო თქვეს გიორგი მარშუტკას გაჰყვაო…

როგორც ირკვევა, სამარშრუტო ტაქსით წამოსულან და ერთმანეთი ვერ დავინახეთ, იქ კი ვიღაც ჭკვიანს უთქვამს, რომ კი გიორგი მოვიდა და მარშუტკას გაჰყვა უკვე სასაფლაოზეო. ბებიამ და დედამაც ცოტა დააგვიანეს და საჩქაროდ წავიდნენ სხვებთან ერთად ისინიც სასაფლაოზე, ამიტომ აღარც დამირეკეს. ახლა დაიწყო დედაჩემმა დარწმუნება, რომ მოდი რესტორანშიო. ასე დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, ოღონდ პრინციპულობა გამომაჩენინე და… სულ რო საქმე ფუჭდებოდეს, რადგან ვინმეს რამე შეეშალა, მე არ დავთმობ, დაე კიდევ უფრო გაფუჭდეს საქმე😀 არა, გასაღები მომიტანეთ დროზეთქო(იქ მისვლა და გამორთმევა რიჟა ბაზარია, რადგან აღარ გამომიშვებდნენ). დედაჩემი მეუბნება, რომ ხო ხვდები, რეალურად გასაღები აქ არის და ვერ მოგაწვდით, ამიტომ მოდიო, მე ვპასუხობ რომ ვერსად ვერ მივალ და ვთიშავ ტელეფონს… მერე ზარსაც ხმას ვუთიშავ და ვდებ ჯიბეში.

სანამ ძველი მერიიდან ტროლებიუსების ყოფილ ბოლო გაჩერებამდე მივიდოდი, დამხვდა 5 დარეკილი დედაჩემის და 2 უცხო ნომრიდან. ხოლო სანამ იქიდან რუსთაველის კინოთეატრამდე ჩავისეირნე, ეს ციფრები გაორმაგდა. რასაც ვერ ვიტან, დიშოვი პონტები წავიდა, სხვისი ნომრიდან დარეკვა და ბებიაჩემის პანიკა ალბათ იქ და იმ ოჯახის წევრებს არეკინებდნენ. მე კი ისეთი გაბრაზებული ვარ, ერთი ვინმე ჩამივარდეს ხელში იმ წუთას, ვინმემ ლარი ხომ არ გაქო ან რამე მითხრას და გავგლეჯ შუაზე.

სანამ ოპერამდე ჩავატასავე, ვფიქრობდი სად წავულისყავი და დრო როგორ გამეყვანა სადღაც შვიდამდე. პირველად ბაზარში ჩავედი, ჩერეზ-პლეხანოვი, ფეხით. მივედი სადგურზე და ვიყიდე როზეტის ,კარობკა’, მჭირდება გამოსაცვლელი მაქვს. კიდევ 11 ვატიანი თუ რაღაციანი ეკონომიური ნათურა სადარბაზოსთვის. ასევე დიდი გულმოდგინებით ვესაუბრე ,ატმორების’ გამყიდველ კაცს დაახლოებით 10 წუთი, თუ რომელი ატმორი ჯობია ვიყიდო. მან მეგრული აქცენტით მითხრა:

-აი დოლ’ჩე და გაბანა ხომ არის ბრენდი?

-ხო

-ჰოდა, ეს ისრაელის ატმორიც ასეთი ბრენდია, მაგი კომუნისტების დროსაც იყო და ათწლეულებია უკვე გაუძლო დროს, ამიტომაცაა უფრო ძვირი. ეს ქემსარები კიდევ 4-5 წლისაა, არა მაგიც გამძლეა მარა…

აწვებოდა იმას, რომ დამეკონკრეტებინა, როგორი ატმორი მინდა, ერთიანი თუ სისტემა. ,აი მაგალითად ეს სისტემაა’ იტყოდა ხოლმე და ამ სიტყვას – ,სისტემა’ – ისე გამოთქმით იტყოდა და ისეთ აქცენტს გააკეთებდა, რომ უნდა დაყლევებულიყავი და კაიფში ჩავარდნილიყავი, ეგრევე უნდა გეყიდა და მერე გეთქვა, რომ ატმორი ვიყიდეო. როგორიო რომ კითხავდნენ, სისტემაო უპასუხებდი!

როგორც გავიგე, სისტემა ნიშნავს იმას, რომ ორი ან სამი გამოსასვლელი აქვს და ცხელი წყალი შეგიძლია დააყენო როგორც სააბაზანოში, ასევე სამზარეულოში მაგალითად.

მე ჯერ ვერ მოვიფიქრე, ალბათ ჩვეულებრივს ვიყიდი, ძველი ატმორი გაფუჭდა, კარგად ვეღარ აცხელებს წყალს.

ჰო, კიდევ არის 7 კილოვატიანი და 9-იანი, სისტემაც და არასისტემაც. ისრაელის თუა და თან სისტემა თუა, რო გადაივლებ იმ ატმორით ეგრევე აგიდგება!

ისე ,კარობკა’ ვინც მომყიდა მაგარი აფერისტი კაცი იყო, ეგ ,კარობკა’ 30 თეთრი ღირს და მე სპეციალურად ისე ვიქცეოდი, რომ გონებოდა თითქოს აზრზე არ ვარ და სულერთია ყველაფერი, მთავარია ვიყიდო და ეს 50 თეთრი ღირსო მითხრა და თან რაღაც ცბიერად შემომხედა. მეც მივეცი 50 თეთრი და წამოვედი.

ბაზრის ტერიტორიაზე ტრადიციულად უამრავი მთხოვარი იყო. საერთოდ დღეს ქალაქში იმდენი მათხოვარი ვნახე, რომ ძალიან დავიგრუზე. ურო და უფრო იზრდება მათი რიცხვი. ასევე თვალში მომხვდა უაზროდ ბევრი პოლიციელი, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე ჯარიმას წერენ. სულ გაგიჟდნენ ამ ბოლო დროს, მართლა ფულის ამოღებაზე არიან გადასულები, თორემ მე წესრიგის მომხრეც ვარ და არც ასეთი რეჩები მახასიათებს.

პერიოდულად ვამოწმებდი ტელეფონს. უამრავი ზარი მხვდებოდა. ამაზეც ნერვები მეშლებოდა, ვერ ვიტან ასეთ რამეს, ხომ ხედავ არ გპასუხობს ადამიანი, თქვა არა და მორჩა, რას ,ეწიპწიპები’ ტო. მესიჯებიც იყო, დედაჩემი მწერდა ასე უფრო უხერხულია, მოდი აქო. მერე ნუ კიკიმორობ, ვახო(გარდაცვლილის ვაჟი) გირეკავს უპასუხეო. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიტყვას ფასი აქვს. გამოვრთე ცოტა ხნით ტელეფონი.

დისკების ყიდვა მინდოდა, დვდ დისკები გამითავდა და მალე ახალი ფილმები მექნება ჩასაწერი, 100 ცალი უნდა მეყიდა, მაგრამ ჩემი მაღაზია რატომღაც დაკეტილი დამხვდა. მერე, აი დიდი სკანდალით რო დაანგრიეს ბაზარი, სადაც ადრე იყო რა… იქ რომ თაღია იმაში გავიარე. სხვათ შორის, მაგ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მავან გენერალური ინსპექციის ცხვირმონგრეულ ლაწირაკ წარმომადგენელთან საინტერესო ინციდენტი შემემთხვა, მაგრამ მაგას სხვა დროს მოგიყვებით.

იმ თაღიდან რომ გამოდიოდი, ვიღაცამ დამიძახა, უკაცრავად ერთი წუთითო. მოვიხედე და ძალიან მთვრალი, მაღალი კაცი იყო. ველოდებოდი როდის მთხოვდა ფულს და პასუხიც მომზადებული მქონდა. რამდენიმე საწყალ ბებიას ვერ დავეხმარე და ამას რატომ მივცეთქო გავიფიქრე. ჰოდა, უცებ იმ კაცის სიტყვებმა ისე დამაბნია, რომ ნორმალური პასუხიც ვერ გავეცი – ერთი, კაცურად მითხარი დღეს მილანზე რას ფირქობ? აი ჯიგრულად, კაცურად მითხარი მილანი და ატლეტიკო რა გგონია? – სახტად დავრჩი, უცებ გადავხარშე, რომ იმედის ფსონიდან მიცნო და ერთადერთი რისი თქმაც მოვახერე, არ ვიცი, ნაღდად არ ვიცითქო… იმდენად სხვა რამეს ველოდი, რომ დაბნეული ვიყავი. კაი კაი გაიხარეო და ხელი ამიწია ზემოთ, გატოვი იყო უკვე მაგარი, მაგრამ ჩუაკი იყო! მეც გამეღიმე და ჩავედი გაჩერებასთან.

ავტობუსში გამახსენდა, რომ ნაცნობმა მითხრა პუმაში 70%-იანი ფასდაკლებაა, იტალიის ,ტავარი’ იაფად არისო. ჩამოვედი პეკინის დასაწყისში, მივედი პუმაში, მაგრამ არაფერი ვიყიდე. კეპი ღირდა 22 ლარი, ხარისხიანი იყო პრინციპში, მაგრამ ჩემი ბაზრობაზე ნაყიდი კეპი მერჩივნა იმას. აი რამდენიმე ქურთუკი კი მომეწონა, მაგრამ ფასდაკლების მიუხედავად მეძვირა. ბულაჩაურამდე ჩავისეირნე, მერე ჩავედი კოსტავაზე და გადავწყვიტე მეჭამა. შაურმის ქუჩად წოდებულ საბურთალოს ქუჩაზე, ვიყიდე შაურმა და მრავალფეროვნებისთვის ფანტა, თორემ კოკა კოლას როგორ ვუღალატებდი. იქ ერთი ძალიან სოფლელი ბიჭი კაჩაობდა ტელეფონზე და მეორე ცოტა ნაკლებად სოფლელი. ისე დადიოდა აქეთ-იქით, მეთქი ნეტა რამე მითხრასთქო. ისე ძაან ცუდი ადგილია ეგ, ადრე უფრო ცუდი იყო. ისე ვჭამე, რომ კბილი არ ჩამომტყდა, რაც ბოლო დროს გასაკვირია.

დანიურ სახლთან, ვიღაც ქალი ეჩხუბებოდა ,ერთი წუთით შეიძლება?’ ტიპებს, ხატებს რომ ყიდიან, დიდ ცოდვას ჩადიხართ ამ აფერისტობითო. ასე, მოვბრუნდი მზეში, ავიღე ოთახის გასაღები და უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე დროის გასაყვანად, ვიდრე ამის დაწერაა. რამდენიმე ნიუანსი გამახსენდა ახლა კიდევ, ბაზრობაზე რაც შემემთხვა და ჩემი საყვარელი კეჩუპი რომ ვიყიდე ეგეც არ მითქვამს, არა უშავს, მეზარება ჩამატება.

ტელეფონი შევამოწმე, ისევ უამრავი ზარი იყო და მესიჯი – კეკე(ალბათ კეკელა იგულისხმება :D) სად ხარ, დალი ნერვიულობს, სახლში რომ გავალთ დაგირეკავ, მიპასუხე ან დამირეკე. არ იციან რა ელით სახლში😦

მე ვუპასუხე – სახლში რომ მიხვალ დამიმესიჯე. მერე კიდევ რეკავდნენ, აი ახლაც 2 წუთის წინ, არ მიპასუხია ცხადია.

ახლა უკვე ბრაზმა ცოტა გადამიარა, მაგრამ შოუს მაინც დავდგამ სახლში. უნდა იცოდნენ სიტყვის და პრინციპების ფასი😀 თან ჯამში ნახევარზე მეტი დღე დავკარგე, მზიდან დაწყებული ნათესავით გაგრძელებული, ჩემი ოჯახის წევრებით დამთავრებული შეცდომების გამო. ასე რომ ასეთ ხასიათზე ვარ…

უყურეთ და ისწავლეთ🙂 თუნდაც მხოლოდ ამ ნაწყვეტს, შედვრია🙂

Written by 1myway1

January 20, 2011 at 1:58 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა ნაგლობაა, აქეთ მომაწვნენ😀

    იმდენად არ გინდოდა წამოსვლა, რომ იმიტომ მოხდა ასეო. უჯიშო და უჯიგრო მიწოდეს, ნაგავიც კი😀 გენი მაინც თავისას შრვებაო და ასე შემდეგ, ქალური ტექსტები😀 მერე იუმორში გატარეს. საუკეთესო დაცვა, თავდასხმაას პრინციპი აამუშავეს😀

    ცხონებულის ქალიშვილს თავის შვილ გიორგიზე უთქვამს უკვე წავიდა მარშრუტკითო😀 მოდი ვთქვათ ასე, რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ

    1myway1

    January 20, 2011 at 4:28 pm

  2. პრინციპულობა ნახე რა😀😀

    deldeserto

    January 20, 2011 at 4:34 pm

  3. უი ახლა შეცდომები ჩავასწორე და მექანიკურად დროც შემშლია, ჩავასწორე🙂
    15:13 ეწერა 14:13-ს ნაცვლად

    deldeserto
    აბა როგორ გინდა😛

    1myway1

    January 20, 2011 at 4:50 pm

  4. გასვენებები, ქორწილები, ორმოცები და ნათესავების დაბადების დღეები არ მომწონს არც მე😀

    “გენი მაინც თავისას შრვებაო ”

    ვაიმე, რამდენჯერ მომისმენია ეს ტექსტი მეც😀

    ყველაზე საგულისხმოა, მერე შენ ხარ დამნაშავე, ყველა პონტში რა.

    blumgardt.wordpress.com

    January 21, 2011 at 6:59 am

  5. ძალიან მაგარი იყო, აი ატმორებმა ვაბშე დაგლიჯა, სააღოლ

    andria

    January 21, 2011 at 1:50 pm

  6. შემეცოდე😦

    ერთხელ მეც აღმოვჩნდი დაახლოებით მსგავს სიტუაციაში და მთელი დღე დავბოდიალობდი “გასაგრილებლად ”😀

    knuti

    January 21, 2011 at 4:04 pm

  7. blumgardt
    ,,ყველაზე საგულისხმოა, მერე შენ ხარ დამნაშავე, ყველა პონტში რა.”
    xo egaa😀

    andria
    ))

    knuti😀 ))

    1myway1

    January 21, 2011 at 4:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: