1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემი ტურნირი რსრ-ში II

with 5 comments

მაშ ასე, ესეც ჩემი მეორე ტურნირი რა? სად? როდის?-ში🙂

33 გუნდი ძალიან მინდოდა😀 მაგრამ საბოლოოდ ითამაშა 28 გუნდმა – უპირველეს ყოვლისა, ყველას ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა კომროვსა და დავით სიჭინავას, იგივე სიჭის კიდევ ერთხელ დარბაზის ამბავში. ამ მხრივ ყველაფერი ძალიან კარგად იყო ჩემი აზრით. აი რაშიც გავIჭედე(თ) ეს იყო ლასტოჩკები. რამდენიმე უნდა მოსულიყო წესით და არცერთი არ მოვიდა, არცერთი მხრიდან ))) მხოლოდ ერთი მშვენიერი გოგონა დავიყოლიეთ, მისი ალბათ შეყვარებულის დახმარებით და დიდი მადლობა მათ. მერე მეორე გოგონაც დაიყოლიეს ძლივსძლივობით, რომელიც ბოლომდე შემორჩა და მასაც მადლობა. ასევე მადლობა ბიჭეს, რომელიც არ ვიცი ვინ იყო და ბოლოს აქტიურად გვეხმარებოდა ფურცლების მოგროვებაში. ხოლო მოთამაშეებიდან ლომსკის თამადობით, რომელმაც ბევრი  იშრომა და ავე ლომსკის😀 უკლებლივ ყველას მადლობა და ბოდიში ამ უხერხულობისთვის, იმედია მომავალში მსგავსი რამ არ შეგვემთხვევა. სამაგიეროდ წინა ტურნირთან შედარებით დარბაზის ამბავი იყო და სივრცე უკეთესი და დიდი🙂

ჯამში კმაყოფილი ვარ, მეორე ტურნირიც შედგა! პირველი მაინც პირველია და პირველ ტურნირს სხვა მუხტი და ეფექტი ჰქონდა. სწორედ ის ქარიზმა და ცოტა მარილი აკლდა ამ მეორე ტურნირს. თუმცა ჯამში, მეორე პაკეტი უკეთესი იყო, და იდეაში წინ გადაგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. უბრალოდ, რამოდენიმე ქარიზმატული კაი კითხვა წინა პაკეტიდან და სატელევიზიოსთვის გადადებული 3 კითხვაც რომ მქონოდა, სულ დამხატავდა )))

მთავარ პრობლემად რჩება ალბათ ზედმეად გამარტივება კითხვებისა, რამდენიმე მსგავსი ახლაც იყო. მაგალითად 22-ე კითხვა და კიდევ რამდენიმე. ერთი-ორიც ცოტა დასახვეწი იყო. ყველამ აიღო მხოლოდ ერთი კითხვა, მაგრამ კიდევ 3-4 დაახლოებით ასეთი იყო. ,გრობად’ მე მხოლოდ ერთს ვვარაუდობდი(და ისიც არ მეგონა), მაგრამ 3 გრობი გამოვიდა🙂 არ ველოდი 29-ე კითხვის გაგრობებას, რომელიც ახლაც ძალიან კარგი კიხვა მგონია. საშინლად გამიკვირდა მე-7 კითხვის გაგრობება და აი მეოთხეზე ვვარაუდობდი, მაგრამ მეგონა რომ აიღებდა ვინმე მაინც და ვერსიაც ჰქონდა ერთ-ორ გუნდს, მაგრამ…

რამდენიმე კითხვა დიდად არ მომწონდა პაკეტში. თუმცა გასაკვირად აქედან რამდენიიმე მოეწონა ბევრს სწორედ. ჩემი ფავორიტი კითხვაა 28 და ასევე 32.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირაკლი გუნიას ჩემი 33 კიტხვის დატესტვისთვის და რამდენიმეს დახვეწისთვის, რომელიც ქულებს ითვლიდა და ასევე ბევრი იშრომა შესაბამისად. მავანნი კი თავზე ადგებოდნენ და ხელს უშლიდნენ😀 სწორედ ამის გამო, ლასტოჩკების პრობლემისა და მოთამაშეების ნაადრევად წამოშლის გამო მოხდა 2-3 შეცდომა, რომლებსაც დიდი გავლენა პრინციპში არაფერზე მოუხდენიათ. სახლსი ჩავასწორე თითქოს ყელაფერი, მაგრამ ჩახედეთ ბადე-ცრილსაც და თუ რაიმე შენიშვნა გექნებათ თქვით, მერე მე ფურცლებს ჩავხედავ და შევამოწმებ🙂 მე მგონი რომ ახლა სწორი ვარიანტი გვაქვს.

პაკეტი დიდად არ მოიწონა გოგორამ და კიდევ რამდენიმე ამხანაგმა, რაც კვლავაც მინდა აღვნიშნო, იმის მანისნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ😀
ხოლო თუ ოდნავ მაინც გაერთეთ, ე.ი. ურნირი მართლაც სედგა🙂
ეს ,ვაპროსნიკობა’ კომენტატორობასავიტაა😀 30-40%-ს თუ მოსწონხარ, ე.ი. ძაან მაგარი შედეგი გაქვს😀

ვულოცავ ფლეშ როიალს დამსახურებულ გამარჯვებას!

ბადე-ცხრილი:
http://www.link.ge/file/349086/Book1.xls.html

კითხვები:

I ტური

1). არსებობს ოფისში გამოსაკრავი ასეთი წარწერა: ,,ამ ოფისში ყველას ხალისი შემოაქვს. ზოგს – და ზოგს -. დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა ნებისმიერი თანმიმდევრობით

პასუხი: წასვლით, მოსვლით

კომენტარი: ამ სახალისო წარწერას ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება

წყარო: http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs391.snc3/23862_1340925295996_1617117117_845445_1416930_n.jpg

http://www.kleargear.com/1284.html

2). რეპერ ბრედ ჯორდანს თავიდან ექშენის მეტსახელით იცნობდნენ. ბევრი იარა თუ ცოტა, მან კარიერისთვის სახის შეცვლა გადწყვიტა და იმიჯის ცვლილება მეტსახელით დაიწყო. დაწერეთ ეს მეტსახელი თუ გეტყვით, რომ 1980-იანი წლების ამავე სახელწოდების ფილმი ფართოდაა ცნობილი

პასუხი: ნაიარევი სახე

კომენტარი: კითხვაში ნახსენება სახეც და იარაც. ,ნაიარევი სახე’ კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რიმეიქია კინემატოგრაფიაში

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Scarface_(rapper)

http://en.wikipedia.org/wiki/Scarface_(1983_film)

3). რამდენიმე თვის წინ ხელოვანმა მარინა აბრამოვიჩმა ყველას კრუელა დე ვილი გაახსენა, რადგან მას ეცვა 101 ,დალმატინელისგან’ დამზადებული მოსაცმელი. ჩვენ კი შეგვიძვლია ვთქვათ, რომ აბრამოვიჩს ეცვა მეოცე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოები. თუ მიხვდით რა შევცვალეთ ჩვენ ,დალმატინელით’ დაასახელეთ ეს ნაწარმოები

პასუხი: გველის პერანგი

კომენტარი: კრუელა დე ვილს იმიტომ შეადარეს, რომ მანაც ცოცხალი არსებისგან შეიკერა ტანსაცმელი. შესაბამისად უნდა მოვძებნოთ ნაწარმოები სადაც ფიგურირებს ცხოველი.

წყარო: http://www.styleite.com/media/marina-abramovic-wears-snakes-that-died-of-natural-causes/

4). (დასარიგებელი მასალა)

თუ მიხვდით რისი ლოგოა თქვენს წინაშე, დაასახელეთ ადამიანი, ვისი მეტსახელიც მის ქვეშაა

პასუხი: ცეზარ რიცი

კომენტარი: არსებობს ამ კითხვის აღების სამი ხერხი. პირველი – ერთ-ერთი ლოგოს ან მეტსახელის ცოდნა. მეორე – ცხადია, რომ მეტსახელიდან გამომდინარე რომელიმე ცნობილ სასტუმროების ქსელზეა საუბარი, ხოლო კითხვაში სიტყვა ,რისი’ აშკარა მინიშნებაა რისი=რიცი. მესამე – რიცის სახელის ცოდნა, რომელიც ნათელს მოჰფენს მის მეტსახელს😀 ცეზარ

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/C%C3%A9sar_Ritz

http://pandemiclabs.com/blog/wp-content/uploads/2007/12/ritz_logo.jpg

5). ერთ-ერთ იუმოირინაში იუმორისტმა ბიძინა მახარაძემ თქვა, რომ ამერიკა ნამდვილად ეხმარება საქართველოს, ეხმარება X-ბით, მაგრამ საქართველოც ეხმარება ამერიკას Y-ებით. დაწერეთ X და Y თუ გეტყვით, რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ასოა

პასუხი: X-გრანტი, Y –ემიგრანტი

კომენტარი: დახმარებას ხშირად გრანტების ფორმა აქვს, ემიგრანტი კი ბევრი გვყავს ნამდვილად

წყარო: იუმორინა (მგონი 2010 წლის😀 იმედზე გადიოდა ამ ახალ წელს და შემთხვევით ვუსმენდი :D)

6). პირველი 1964 წელს უმბრიაში დაბადებული მოდელი და მსახიობი ქალბატონია. მეორე 1954 წელს ამერიკაში დაბადებული მსახიობი, კომიკოსი და მუსიკოსი კაცია და მისი გვარი პირველის გვარისგან ერთი ასოთი განსხვავდება. აი მესამე კი 1937 წელს დაბადებუი რეჟისორია, რომლისთვისაც ქალისა და კაცის ურთიერთობები კარგადაა ნაცნობი და მესამის გვარი, მეორისგან ასევე ერთი ასოთი განსხვავდება. დაასახელეთ პირველიც, მეორეც და მესამეც.

პასუხი: პირველი _ მონიკა ბელუჩი, მეორე _ ჯეიმს ბელუში, მესამე _ კლოდ ლელუში

კომენტარი: უმბრია იტალიაშიის ცნობილი მხარეა, იტალიელი მსახიობი ქალბატონი კი ამჟამად და ასაკის მიხედვით, პირველ რიგში მონიკა ბელუჩია. ჯეიმს ბელუში ასევე საკმაოდ ცნობილი მსახიობია, მაგრამ მისი არცოდნის შემტხვევაშიც, შეიძლებოდა პასუხზე გასვლა თუ ბელუჩისა და ასევე ძალიან ცნობილ რეჟისორს კლოდ ლელუშს გამოიცნობდით, რომელსაც გადაღებული აქვს ყველასთვის ნაცნობი ფილმი ქალი და მამაკაცი

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Monica_Bellucci

http://en.wikipedia.org/wiki/James_Belushi

http://en.wikipedia.org/wiki/Claude_Lelouch

7). ავტორბოლების უკმაყოფილო მოყვარულებს ფეისბუქზე სპეციალური გვერდი აქვთ გახსნილი, რომელსაც ორსიტყვიანი სათაური აქვს. სათაურის პირველი სიტყვა, მეორეში მეორდება და ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან სამი ასოთი განსხვავდება. აღადგინეთ სათაური

პასუხი: ფია ფიასკო

კომენტარი: ავტომობილები საერთაშორისო ფედერაციის აბრევიატურაა ფია. შესაბამისად მათდამი პრეტენზიის მქონე გულშემატკივრებმა გახსნეს გვერდი სათაურით ფია ფიასკო

წყარო: http://www.facebook.com/group.php?gid=62883283350

8). როდესაც ჯეკ მაკკოლმა უილდ ბილ ჰიკოკი მოკლა, ეს უკანასკნელი ბანქოს თამაშობდა. ამ ინციდენტის შემდეგ დამკვიდრდა ერთი იდიომა, რომელიც თქვენ სამი სიტყვით უნდა დაასახელოთ, გნებავთ ქართულად, გნებავთ ინგლისურად.

პასუხი: dead man’s hand/მკვდარი კაცის ხელი

კომენტარი: ჰიკოკი პოკერის კარგ მოთამაშედ იყო ცნობილი. იგი სწორედ პოკერს თამაშობდა, როდესაც მოკლეს და ხელში კარტი შერჩა. კერძოდ ყვავისა და ჯვრის ტუზი და ყვავისა და ჯვრის 8-იანი. მას მერე, პოკერში ამ კომბინაციას ,მკვდარი კაცის ხელს’ ეძახიან

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Dead_man’s_hand

http://en.wikipedia.org/wiki/Wild_Bill_Hickok

http://www.deadmanshand.us/

9). (დასარიგებელი მასალა)

Tonight, *** Can Watch *** On YouTube, Live

თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ლაივკონცერტის რეკლამა. ფიფქების ადგილას დაფარულია ორი სიტყვა და შემდეგ ჯგუფის სახელი. ეს ორი სიტყვა და ჯგუფის სახელი თანაჟღერადია. დასახელეთ ჯგუფი, რომლის კონცერტსაც ეხებოდა ეს რეკლამა

პასუხი: U2

კომენტარი: სიტყვები Can Watch და YouTube პასუხამდე მისასვლელი გზაა. პირველი იმიტომ, რომ ლოგიკურად შეიძლება მიხვდე თუ რა ორი სიტყვაა გამოტოვებული, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ფაქტობრივად პასუხი წერია.

წყარო: http://techcrunch.com/2009/10/25/tonight-you-too-can-watch-u2-on-youtube-live/

10). საქართველოს ფეხბურთელთა გამარჯვებამ რუსეთზე, ხალხი ძალიან გაახარა. შეიძლება ითქვას, ფეხბურთელები გმირებად იქცნენ, ნაკრების მაშინდელი თავკაცი ივო შუშაკი კი მეფედ მოგვევლინა. გაზეთმა სარბიელმა ხორვატ სპეციალისტს მადლობა ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე, ორსიტყვიანი სათაურით გადაუხადა. ეს ორი სიტყვა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართვის ვარიაციას. დაწერეთ ეს მიმართვა ორიგინალში ან სარბიელის ვერსიით

პასუხი: Иво Величество / Его Величество

კომენტარი: ვფიქრობ, მეფიდან ივო ველიჩესტვოზე გასვლა ადვილი იყო

წყარო: გაზეთ სარბიელის ის ნომერი😀 სათაურის ავტორი თამაზ მიგრიაული და უამრავი ადამიანი დაადასტურებს😀

11). ერთ-ერთი ფილმის მთავარი პერსონაჟები ხვდებიან წარსულში, გამოგონილ ქალაქში. ისინი ნელნელა საინტერესოს ხდიან და აფერადებენ ამ ქალაქის ყოველდღიურ შავ-თეთრ ცხოვრებას. თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ძველებურად ცხოვრება ურჩევნია და ახალწვეულებსა და მათ თანამოაზრეებს დევნის. ამის გამო, მაღაზიებზე ჩნდება წარწერა, რომელიც ჩვენთვის სულ სხვა სოციალური პრობლემიდანაა ცნობილი. დაწერეთ ეს წარწერა აბსოლუტურად ზუსტად.

პასუხი: ფერადკანიანები არ დაიშვებიან / no colored

კომენტარი: ფილმ პლეზენტვილში ახალგაზრდა და-ძმა ხვდებიან სერიალისთვის შექმნილ შავ-თეთრ ქალაქში, რომელსაც მნიშვნელოვნად ცვლიან და მის უფერულ ცხოვრებას აფერადებენ. ვინც მათ აზრზეა, შავ-ტეტღის ნაცვლად ფერადი ხდება და ამის მოწინააღმდეგეები აკრავენ წარწერას .ფერადკანიანები არ დაიშვებიან’. ეს წარწერა და მისი არსი თვქნთვის კარგად უნდა იყოს ნაცნობი

წყარო: ფილმ პლეზენტვილის ის მომენტი😀

http://en.wikipedia.org/wiki/Pleasantville_(film)

II ტური

12). ერთ ტრანსპარანტზე არის ასეთი წარწერა: ,,ომი ერთადერთი გზაა ამერიკელთათვის ისწავლონ X’’. სიტყვა X პირველად ქალაქ კირენეს ერთმა ბინადარმა იხმარა. მითხარით რა არის X

პასუხი: გეოგრაფია (ერატოსთენე კირენეელი)

კომენტარი: ცნობილია, რომ გერმანელებმა ძალიან ცუდად იციან გეოგრაფია. ამ თემაზე ბევრი ხუმრობა არსებობს და მათ შორის ასეთიც. ერატოსთენე კი ცნობილი ბერძენი მეცნიერია, რომელსაც მიწერება სიტყვა გეოგრაფიის პირველად ხმარება.

წყარო: http://www.paxmundo.org/war.jpg

http://en.wikipedia.org/wiki/Eratosthenes

13). ეს არის ერთგვარი მისალმება, მოწოდება. ეს გახლავთ 1959 წლის ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებიც, რომელიც თავისუფლად გამოდგებოდა ნაციონალური მოძრაობის ჰიმნად. დაასახელეთ ეს მუსიაკლური ნაწარმოები

პასუხი: take five

კომენტარი: უცხოეთში გავრცელებულია მსგავსი ჟესტი, რომელსაც ეძახიან თეიქ Fაივს. ეს ასევე ყველა დროის ერთ-ერთის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების სახელია. ხოლო უხეში თარგმნიათ ,აიღე ხუთი’ შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერი სლოგანი და სიმღერაა😀

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Take_Five

http://idioms.yourdictionary.com/take-five

14). ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ვებ-გვერდი ძალიან იაფად, სულ რაღაც დოლარად გვთავაზობს ამის შეცვლას. თუ მიხვდით საიტის მისამართს, მითხარით რის შეცვლაზეა საუბარი

პასუხი: სქესის (http://www.dollarsexchange.com/)

კომენტარი: როდესაც საუბარია დოლარზე და რაიმის ცვლილებაზე, წესით უნდა იფიქრო ვალუტის გადაცვლაზე. ამით კი შეიძლებოდა გასვლა საიტის მისამართზე dollarsexchange. თუ ამ მისამართს წავიკითხავთ ასე – dollar sexchange, გამოვა რომ სქესის შეცვლას ამ საიტზე ეთ დოლარად გვთავაზობენ. საიტი გახლავთ ყველაზე სახალისო სათაურების მქონე ვებ-გვერდების სიაში შესული.

წყარო: http://www.dollarsexchange.com/

15).  ინგლისურენოვან საიტზე მე გადავწყდი სტატიას, სადაც ავტორი ერთ-ერთი ფილმის ნახვის შემდეგ, საუბრობს ამ ფილმის სხვადასხვა ნაწილებზე. სტატია დასათაურებულია გონებამახვილურად – მე X X. თუ მიხვდით რა არის X დაასახელეთ ეს ფილმი

პასუხი: ხერხი (სტატიას ჰქვია I saw saw)

კომენტარი: ინგლისურ ენაზე სიტყვა ნახვა(ერთ-ერთ დროში) და ხერხი ერთნაირად ჟღერს და იწერება

წყარო: http://werewolf.co.nz/2010/07/i-saw-saw/

16). აბსურდოპედიის თანახმად, ეს ორგანიზაცია სინამდვილეში კომუნისტური იდეოლოგიისა იყო, რადგან პარტიაშიც შედიოდა და საერთოდ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. დაასახელეთ ორგანიზაცია

პასუხი: სს (КПСС – СССР)

კომენტარი: საბჭოთა კავშირშიც (სსსრ) და პარტიის სახელშიც (კპსს) ფიგურირებს სს, რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება😀 აბსურდოპედია კი ავრცელებს ასეთ აბსურდულ და სახალისო ინფორმაციას.

წყარო: http://absurdopedia.wikia.com/wiki/%D0%A1%D0%A1

17). ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩისას, დე ლა ბელამ, უხეში ილეთით შეაჩერა რონალდუ, მაგრამ მსაჯს ეს ეპიზოდი გამოეპარა და დე ლა ბელას არც წითელი და არც ყვითელი ბარათი არ უჩვენა. ამან კომენტატორი აღაშფოთა, რომელმაც განაცხადა, რომ… მსაჯს დე ლა ბელასთვის ბარათი ან პირდაპირ ,წითელი ყელსახვევი’ უნდა მიეცა. მითხარით რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ ,წითელი ყელსახვევით’, თუ გეტყვით რომ იგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოიფიქრეს

პასუხი: შავი ქამარი

კომენტარი: სიტყვა ილეთი საკმარისი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებზე გასასვლელათ. ქამრებით მოჩხუბრების შეფასება ძიუდოს დამაარსებელმა კენო ძიგორომ მოიფიქრა.

წყარო: რეალი-სოსიედადის მატჩი, ბიძინა ბარათაშვილის სიტყვები

18). (დასარიგებელი მასალა)

ამ კარიკატურულ სურათზე მე რამდენიმე სიტყვა წავშალე. ბავშვი თავისებურ საქციელს მასწავლებელს უხსნის 1960-იანი წლების ბოლოს გამოჩენილი იმ სიმღერის სიტყვებით, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ.

პასუხი: my way

კომენტარი: სიტყვა ,თავისებურ’ მინიშნებაა სიმღერის სახელზე. ბავშვი მასწავლებელს ეუბნება – მე ეს გავაკეთე ჩემებურად.

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/My_Way_(song)

http://www.cartoonstock.com/lowres/epa0044l.jpg

19). ბრაზილიელი რეჟისორის ვალტერ სალესის ახალი ფილმი დამთავრების გზაზე დგას. ფილმი 2011 წელს გამოვა და მეოცე საუკუნის ამ ნაწარმოების მიხედვით იქნება გადაღებული. თუ მიხვდით რომელ ნაწარმოებზეა საუბარი დაასახელეთ მისი ავტორი

პასუხი: ჯეკ კერუაკი

კომენტარი: გზაზე დგას არის მინიშნება on the road-ზე, რაც ჯეკ კერუაკის ძალიან ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენს

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/On_the_Road

http://en.wikipedia.org/wiki/On_the_Road

20). რამდენიმე წლის წინ სერია ა-ში აღზევებულმა კიევომ თავისი კარგი თამაშით ყველა გააოცა. ამ წარმატებული და იღბლიანი პერიოდისას გუნდის ლიდერი ბრაზილიელი ლუსიანო გახლდათ. ერთ–ერთმა ინგლისურენოვანმა საფეხბურთო საიტმა მას მიუძღვნა ჩანახატი, რომელიც იტალიაში დაბადებული ერთი პიროვნების მეტსახელით დაასათაურა. დაასახელეთ ეს პიროვნება.

პასუხი: ლაკი ლუჩიანო

კომენტარი: გვაქვს სამი ენა იტალიური-ინგლისური და პორტუგალიური. ბრაზილიაში რომ ითქმის ლუსიანო, შესაბამისად იწერება (Luciano) ისე, რომ იტალიურად ეს ჟღერს ლუსიანოდ. ინგლისურ ენოვანმა საიტმა კი მიმართა ჭკვიანურ ხერხ, ვისაც როგორ სურდა ისე წაიკითხავდა. სიტყვა იღბლიანი საკმარისი მინიშნება იყო ლაკი ლუჩიანოზე გასასვლელად.

წყარო: http://www.football-italia.net/blogs/jh115.html

21). (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ,სტრიპტიზის მოცეკვავეთა’’ სარეკლამო სურათი. თუ მიხვდით რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით ,სტრიპტიზის მოცეკვავე’’ დაასახელეთ კონკრეტული პროფესია, რომელი პროფესიის ადამიანებსაც ეხებათ ეს პოსტერი.

პასუხი: თვალის ექიმი/ოფთალმოლოგი

კომენტარი: მოგეხსენებათ, ოფთალმოლოგების ერთ-ერთი მთავარი დამხმარე არის დაფა, რომელზეც ასოები და სიმბოლოები ზემოდან ქვემოთ ნელნელა წვრილდება და ასე ისინი პაციენტის მხედველობას სინჯავენ

წყარო: http://fotos.imagensporfavor.com/img/pics/glitters/o/oftalmologia-9178.jpg

22). რამდენიმე წლის წინ შვეიცარიული თუნის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დიდი მოულოდნელობა იყო. ახალბედა, გამოუცდელ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გუნდს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სასწავლი, გაზეთი სარბიელი გამოეხმაურა სათაურით, რომელის ერთი გამოგონილი სიტყვისგან შედგებოდა. ამ სიტყვას მიიღებთ თქვენც თუ ახალგაზრდულად იფიქრებთ და საჭირო სიტყვაში ერთ ასოს შეცვლით. აღადგინეთ სათაური

პასუხი: თუნეიჯერი

კომენტარი: კითხვაში საკმარისი მინიშნება იყო სიტყვა თინეიჯერზე გასასვლელად, ხოლო თინეიჯერში თუნის ჩასმა უკვე ადვილია.

წყარო: გაზეთ სარბიელის ის ნომერი😀 სათაურის ავტორი თამაზ მიგრიაული და უამრავი ადამიანი დაადასტურებს😀

III ტური

23). ერთ-ერთ ვებ-გვერდზე დევს მულტფილმის სხვადასხვა სერიები, მათ შორის ერთ-ერთში კატა ელოდება თაგვს. თუ მიხვდით რომელ მულტფილმზეა საუბარი, დამისახელეთ მომღერალი, რომლიც მოხსენიებულია იმავე გვერდზე.

პასუხი: ტომ უეითსი (Tom waits Jerry)

კომენტარი: როცა მულტფილმზე და კატა-თაგვზეა საუბარი, ცხადია ყველას აგონდება ტომი და ჯერი. ხოლო კითხვაში მოცემულ მასალას ,კატა ელოდება თაგვს’ თუ ვთარგმნით, მივიღებთ ,ტომ უეიტს ჯერი’-ს. შესაბამისა, პასუხიც სახეზეა.

წყარო: იმ ლინკზე რომლის გამოც კითხვა დავწერე კარგად იყო ძალიან და ვეღარ ვპოულობ😦

თუმცა ესენიც წავა, მაგრამ ესენი მაინც სხვაა

http://acecostanalyzer.com/index.php?key=tom

http://video.filestube.com/to/tom+and+jerry+cartoon+.html

24). 2008 წელს ბარაკ ობამას გოდების კედელთან მისვლის შემდეგ, ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი რეიტინგი დაეცა. ამ ფაქტმა ერთ რუსულენოვან ვებ-გვერდს გაუჩინა ალუზია 1980 წლის ერთ ნაწარმოებზე. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა

კომენტარი: რუსებმა იხუმრეს, რომ ამერიკას ცრემლების არ სჯერა. ეს იყო ალუზია ცნობილ რუსულ ფილმზე.

წყარო: http://www.yaroslavova.ru/main.mhtml?Part=15&PubID=227

25). თანამედროვე მწერალი ქალის ლორა გილმანის 2010 წლის წიგნში „ნოსტრადამუსის ამბები“ მოთხრობილია სამყაროზე, სადაც მაგია თანაარსებობს კრიმინალთან. ნაწარმოების სათაურში კითხვის ავტორმა გამოტოვა რამდენიმე ასო. აღადგინეთ ნაწარმოების სათაური.

პასუხი: კოზა ნოსტრადამუსის ამბები

კომენტარი: მოგეხსენებათ, რომ კოზა ნოსტრა ალბათ ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფებაა

წყარო: http://www.smashwords.com/b/12960

26). (დასარიგებელი მასალა)

off side my offside

ჰოლივუდურ ფილმში შეიძლება შეგხვედრიათ კიდეც ფრაზა, როცა ერთი მეგობარი ურჩევს მეორეს წაიყვანოს მისი მანქანა. თუ მიხვდით რა სიტყვები შევცვალე სიტყვებით off, side და offside მაშინ მითხარით რა ტიპის მანქანაზეა საუბარი

პასუხი: პიკაპი (pick up my pickup)

კომენტარი: ამერიკელები ხშირად ამბობენ ,პიქ აპ მაი ქარ’. ,პიქ აპ’ სხვანაირად კი იწერება, მაგრამ ზუსტად ისე ჟღერს, როგორც პიკაპი

წყარო: არაერთი ჰოლივუდური ფილმი😀

27). ხუმრობის მიხედვით, ერთმა მხატვარმა შექმნა თავისი ცნობილი ნახატის 32 ასლი, რომელიც იმდენად მოეწონა გარი კასპაროვს, რომ უკანონოდ მიითვისა და გაავრცელა იგი. დაასახელეთ ეს მხატვარი.

პასუხი: კაზიმირ მალევიჩი

პასუხი: ჭადრაკის კლასიკური დაფა შედგება შავ-თეტღი უჯრებისგან. 32 თეთრი და 32 შავი უჯრა. ხუმრობის თანახმად, კაზიმირ მალევიჩი იმდენად ჩაიციკლა თავის შავ კვადრატზე, რომ დახატა კიდევ ჭადრაკის დაფა და გამოუვიდა 32 შავი კვადრატი. ცნობილმა მოჭადრაკემ კი მას მოჰპარა ეს ნახატი.

წყარო: http://absurdopedia.wikia.com/wiki/%D0%9A%D0%B0%D0%B7%D0%B8%D0%BC%D0%B8%D1%80_%D0%9C%D0%B0%D0%BB%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87

(თუ მთლიანად გადაიკითხავთ და სხვა სურათებს ნახავთ, ბევრს იცინებთ)

28). რამდენიმე წლის წინ სპელინგის ტრადიციულ კონკურსში 14 წლის გოგონა საკმაო წარმატებით ასპარეზობდა. პასადენელ პატარა დედოფალს მეხუთე ეტაპამდე არაფერი დამუქრებია. მეხუთე ეტაპში კი იგი ჩაჭრა ერთმა ფრანგული წარმოშობის სიტყვამ. დაწერეთ ეს სიტყვა

პასუხი: გარდე

კომენტარი: კითხვაში არსებული ცოტა ინფორმაციიდან გამომდინარე, მინიშნების პოვნა თავისუფლად შესაძლებელია ,პატარა დედოფალს მეხუთე ეტაპამდე არაფერი დამუქრებია’. ხოლო როცა დედოფალს ემუქრებიან, ჭადრაკში ამას გარდეს ეძახიან(ადრე უფრო იყენებდნენ ამ სიტყვას). გარდე კი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და სწორედ მან ჩაჭრა ის პატარა გოგონა

წყარო: http://www.highbeam.com/doc/1G1-164362103.html

http://www.worldlingo.com/ma/dewiki/en/Gardez_(Schach)

29). ამ სკანდინავიური ჯგუფის ფანები, ხშირად თავიანთ სიყვარულს მარტივად და ჭკვიანურად გამოხატავენ, ცვლიან რა მათი ფავორიტი ჯგუფის სახელში მხოლოდ ერთ ასოს. დაასახელეთ ეს ჯგუფი

პასუხი: Cardigans (ფანებს მოიხსენიებენ როგორც Cardifans)

კომენტარი: ბევრი პოპულარული და მასისთვის აყვარელი სკანდინავიური ჯგუფი არ არსებობს(მეტალი ზოგადი მასის მუსიკა არ არის :D), აბას გამორიცხვის მერე, ერთ-ერთი პირველი წესითა და რიგით ქერთიგანსი უნდა მოგივიდეს თავში კაცს. მერე კი ,დელა ტეხნიკი;😀

წყარო: http://travel.webshots.com/photo/1077261741047412529LnTOmt

30). ერთ-ერთი საფეხბურთო მიმოხილვისას სპორტულმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ინტერს არ გასჭირვებია დაეძლია X-ს Y. დამისახელეთ X-ც და Y-ც თუ გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ სამი ასოთი განსხვავდებიან.

პასუხი: X – ბარი, Y – ბარიერი

კომენტარი: ინტერი არის იტალიური გუნდი, შესაბამისად დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ინტერის მონაწილეობით თამაში ყოფილიყო იტალიის ჩემპიონატის მიმოხილვიდან. ბარი ცნობილი იტალიური ქალაქი და გუნდია. სიტყვა დაძლევაც მინიშნება იყო ბარიერზე

წყარო: მე ვთქვი ეს სიტყვები მიმოხილვაში😀 არის ჩანაწერიც ცხადია.

31). ანა ახმატოვა იხსენებს – ღამე მისი ნაბიჯების ხმას გავიგებდი და ჩემს ფანჯარასთან მივიდოდი, საიდანაც ჩანდა, მოხეტიალე აჩრდილი მოდის. ახმატოვას თქმით, სწორედ X-მა გააცნო და თვალწინ დაუხატა მას ნამდვილი პარიზი. დაასახელეთ X

პასუხი: ამადეო მოდილიანი

კომენტარი: კითხვაში იყო მინიშნება მხატვარზე. მთავარი მინიშნება კი გახლდათ ,მოხეტიალე აჩრდილი მოდის’ მოდილიანის ეძახდნენ შემოკლებით ,მოდის’. ანა ახმატოვასა და ამადეო მოდილიანის სასიყვარულო ისტორია საკმაოდ ცნობილია. მოდილიანის შიშველი ახმატოვას 16 ჩანახატიც აქვს გაკეთებული.

წყარო: http://www.akhmatova.org/proza/modi.htm (წაიკითხეთ, ისიამოვნებთ)

32). (დასარიგებელი მასალა)

ეს რეკლამა წარმოადგენს ალუზიას ერთ ცნობილ პერსონაჟზე. სურათზე ჩვენ დავფარეთ მიმართვა აიპოდისადმი. თუ მიხვდით პერსონაჟის ვინაობას, დაწერეთ ეს მიმართვა

პასუხი: მე მამაშენი ვარ

კომენტარი: ეს კასეტა წააგავს დარტ ვეიდერის მუზარადს, ხოლო მთლიანად სურათი წარმოადგენს ერთ-ერთი რადიოს სახალისო და მშვენიერ რეკლამას, რომელზეც კასეტა ეუბნება აიპოდს, რომ ის მამაისია, ისევე როგორც ვარსკვლავურ ომებში დარტ ვეიდერი ლიუკ სკაივოკერს.

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Darth_Vader

http://scaryideas.com/i/6345.jpg

33). ამას ჩვენი უმეტესობა თითქმის ყოველდღიურად აკეთებს ვირტუალურად, ინტერნეტის მეშვეობით. სტერეპტიპული წარმოდგენით, ძველ რომში იმპერატორები სწორედ ამის გაკეთებით წყვეტდნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ბედს. თუ მიხვდით რის გაკეთებაზეა საუბარი, დაწერეთ ის სიტყვა, რასაც ჩვენ ვირტუალურად ვაკეთებთ ხოლმე

პასუხი: like /დალაიქება

კომენტარი: პირველ რიგში ფილმების მეშვეობით ჩვენს წარმოდგენაში იმპერატორები გლადიატორების ბედს ცერა ითის აწევ-დაწევით წყვეტდნენ. ჩვენ Fეისბუქზე ვირტუალურად ხშირად ვართ დაკავებული მსგავსი ქმედებით😀

წყარო: ფილმები და Fეისბუქი😀

Written by 1myway1

February 6, 2011 at 7:36 pm

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 30-40%_ს მოსწონხარ თუ არა, გაარკვიე თუ ვერ?😀

    aleqsi

    February 6, 2011 at 8:32 pm

  2. vera😀

    1myway1

    February 6, 2011 at 10:32 pm

  3. თუ სტატისტიკას აწარმოებ, შეგეშველები, და გეტყვი, რომ მე იმ 9-19ან სულაც 29%_ს ვეკუთვნი, რომელთაც არც მოსწონთ შენი კითხვები და არც არ მოსწონთ; და ეს იმის გამო არაა ასე, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. უბრალოდ არ მაძლევ საშუალებას, მომეწონო ან არ მომეწონოს შენი კითხვები.
    რაც შეეხება ორგანიზებას… აუტანლად ცუდი იყო ორგანიზება, ერთსაათიანი დაგვიანება, კითხვებს შორის ხანგრძლივი პაუზები, რომლებიც გაწელილ დროს წელავდა და ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა, რომ არასდროს დასრულდებოდა ტურნირი..😀
    თუმცა ”ბატონი წამყვანივით” ”ხალხში გასვლა” და ”ლასტოჩკობის” ერთჯერადი რიტუალით გამოხატული სიმბოლური ჟესტი ძალიან ეფექტური და, ამავდროულად,ეფექტიანი იყო! როგორც ჩანს ყველა გიორგის ”იმთავითვე” ეძლევა ნიჭი!😛
    დასასრულ, საკუთრივ შეკითხვების შესახებ… შენ რომ თხუთმეტ, ან თვრამეტკითხვიანი ტური ჩაგეტარებინა და მხოლოდ ის კითხვები ჩაგერთო პაკეტში, რომელიც ყველამ ვაღიარეთ გუნდში და არამხოლოდ გუნდში, რომ კარგია, ძალიან მომეწონებოდა; მარა ასე უბრალოდ ნორმალური ტურნირი გამოვიდა ჩემი აზრით; ნორმალური, ანუ ისეთი, მასზე ბევრად უარესები და ბევრად უკეთესებიც რომ ჩატარებულა.

    ეჰ… შენ გული არ გაიტეხო და ყველაფერს ეშველება!
    ყველას გვეშველება; ყველა დავისვენებთ…

    ვიზ ლავ სინსერ’ლი იორზ!😀

    aleqsi siukathi

    February 7, 2011 at 9:50 am

  4. დიდი მადლობა ბატონო ალექს ასეთი ვრცელი და ობიექტური გარჩევისთვის😀
    ლასტოჩკობას რაც შეეხება, მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა, მოუხერხებელი იყო და დავბრუნდი ისევ იქ😀
    დანარჩენშI მეტ-ნაკლებად გეთანხმები

    1myway1

    February 7, 2011 at 11:56 am

  5. მე-18-ში წელი ვერ გავიგე და რედიოჰედზე ფიქრით და “ვერ ვუსაბამებ-ით” ნერვები დამაწყდა😀 მაინც ვერ ავიღეთ =))

    Psycho

    February 17, 2011 at 1:54 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: