1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მომეცით ლიკანი!

with 5 comments

ხდება ხოლმე ცხოვრებაში ასეთი რამეები, თან ხშირად – აი რამდენიმე წამი რომ გაითიშები, ფიქრებში წახვალ და გარშემო რაც ხდება არაფერი არ გესმის, სანამ ვინმე ან რამე არ გამოგაფხიზლებს. ფილმებში მაინც ხომ გინახავთ? არ გეგონოთ ამეტებდნენ იქ. ზუსტად მსგავსი რამ შემემთხვა ცოტა ხნის წინ.

ბებიაჩემმა გამაგზავნა ყიფშიძეზე აფთიაქში, დიდი სიით შევიძინე ვალერიანები და რაღაცეები. მერე ეკლესიაში ათი სანთელი მიყიდეო, რომ შევედი ეკლესიის ეზოში, უცებ თავში გამიელვა – როდის ვიყავი ბოლოს ეკლესიაში? არც მახსოვს, დიდი ხნის წინ, პახოდში რომ ვიყავით იქ. სანთლების ყიდვის მერე სომხური ქადის(მევასება) ყიდვა განვიზრახე და ერთ-ერთ საცხობს მივაშურე, სადაც არ იყო, და მითხრეს აი ახლა ღუმელშია და სულ მალე იქნება, დაელოდეო. ცხადია, 5-7 წუთი ტყუილა ველოდე და ახლა ამოვა ახლა მოვას ძახილი აღარ მოვისურვე და წამოვედი. ისე ეს ქართველები ყველაფერში უცნაური ხალხი როგორ ვართ? აი სულ საცხობის მაგალითი რომ ავიღოთ, გაიხსნება თავიდან, აკეთებენ კარგ რაღაცეებს, ხალხი ყიდულობს, ე.ი. ეს კარგია ხომ? ბიზნესი წინ მიდის ხალხიც კმაყოფილია… შანსი არაა რომ ეგრე დატოვონ, აფუჭებენ პროდუქტს და თან აძვირებენ, უბრალოდ რატომ? ვერაფრით ვერ ვხვდები ამის დედა ვატირე. ეგ საცხობიც ეგრე იყო, ძაან მაგარ კექსებს აცხობდნენ, მაგრამ რა ხანია გააფუჭეს. სხვა რამეებსაც ეხება ეს ან კიდევ ეს სომხური ქადა, ხედავ იყიდება ხო? გამოაცხვე რა ბევრი, რაც არ იყიდება იმას მოაკელი. ვერ ვიგებ იმენნა. ტყუილებზე ხო ზედმეტია ლაპარკი, თუ 15 წუთში იქნება, რატომ მეუბნები რომ 5 წუთში იქნება? ამის მერე ხო ჯინაზე არ დაველოდები და არ ვიყიდი… ეჰ გურჯისტან გურჯისტან.

ნელნელა მივდივრთ მთავარ ამბავთან, მაგრამ იქამდე დიპლომატში შევიარე და ამაზეც გამახსენდა, რომ ბოლო დროს დაბნეულობა დამჩემდა, ალბათ რეჟიმის ბრალია. ამას წინად აღმოვაჩინე, რომ ბანკის ბარათი დავკარგე, კიდევ ერთხელ… ამ მხრივ რეკორდსმენთა შორის ვარ მგონი. 2 ვარიანტი იყო ჩემი აზით, ერთი რომ უბრალოდ ჯიბეში ჩავიდე და ამომივარდა. მეორე კი დიპლომატში ბანკომატში დამრჩა და იქ ჩაიყლაპა, რადგან ბოლოს იქ ავიღე ფული. რამდენიმე დღე ვრეკავდი ბანკში და არ არის მიტანილიო. ახალი ბარათი რომ აიღოთ და იმავე ანგარიშზე დაგიჯდეთ თანხა, საიდანაც ხელფასი გერიცხებათ, რამდენი ადგილიც არ უნდა იყოს იქიდან ხელფასის ცნობა უნდა მოიტანიოთო. ცალკე ამაზე გავჭედე, თუ თავიდან ანგარიშს რომ ხსნი, არანაირი ცნობა არაა საჭირო, უკვე გახსნილი რომ გაქვს და უბრალოდ ახალ ბარათს იღებ, რატომ უნდა მიიტანო ხელფასის ცნობები… კაროჩე რა. ავდექი და წავედი დიპლომატში, მახსოვს მაშინ ფული რომ გამოვიტანე ,სხვა თანხას’ დავაჭირე და ბანკომატმა მიჩვენა რომ 1100 რაღაც ლარია აქო, შესაბამისად მეორე ბარათით შევამოწმებ ახლა რამდენი ლარი აქვს და ამის მიხედვით შევიტყობ მომარაგება მისული იყო თუ არათქო, თუ მისული იყო ე.ი. ჩაყლაპულ ბარათებსაც ნახავდა და თუ კიდევ არ იქნებოდა მიტანილი, სხვა გზა არ მრჩებოდა თუ არა ახალი ბარათის აღება. ბანკომატმა მაჩვენა რომ შიგნით 1500 რაღაც ლარი იყო, ახლა თავის მოტყუება ჩავრთე საქმეში, იქნებ მაშინდელი თანხა კარგად არ მახსოვსთქო… და იქვე გამყიდველ გოგოს ვკითხე – უკაცრავად ამ ბანკომატთან ბანკიდან მომმარაგებლები იყვნენ ბოლო 3-4 დღეში? – რა გაინტერესებთო მკითხა, მეთქი ესე ესეთქო, რამდენი დღის წინ დაკარგეო, ერთი 4 დღის წინმეთქი. სახელი და გვარი მომთხოვა და მას მერე რაც მოისმინა, მე რომ მოგცე რას იკისრებო და თან ბოლოს თითქოს დაიმორცხვა, წაიღე წაიღეო და ბარათი გამომიწოდა. ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა მოვუხადე და წამოვედი. არა უშავს გოგოა, ვუკისრებდი რამეს, რომ არ მეზარებოდეს.

დიპლომატიდან გამოსული წავედი ე.ი. ,გოგოების მაღაზიაში’ აქ ეგრე ვეძახი(თ), თეონასთან ვიყიდე 2 პური, 5 კვერცხი, პატარა მაიონეზი არ იყო. სახლში ამოვედი და მითხრეს კუთხის მაღაზიაში წადი, იქ იქნება პატარა მაიონეზიო. ,კუთხის მაღაზია’ არანაკლებ გოგოების მაღაზიაა, ერთი ქალია მთავარი და რამდენიმე პატარა გოგო მუშაობს, ერთი მისი ქალიშვილია მგონი, პროვინციელი გოგოები არიან, წითელი ლოყებით და რამე. ერთ-ერთი კაი ტიპშაა, პროვინციულ პონტში. თავს დავდებ, რომ არ მეჩვენება და ერთ-ერთს მოვწონვარ მანდ, რადგან ჩემს ყოველ შესვლაზე, რომელმაც არ უნდა შემომხედოს, სიცილი უტყდებათ. ერთხელ ვიღაც ახალი გოგო იყო და იმასაც აუტყდა რაღაც ჩურჩულის მერე. თავიდან მეგონა, რომ აი მე რომ კაი ტიპშა ვუწოდე იმას მოვწონდე. მერე მეორეზე გამიჩნდა ეჭვი, რადგან ერთ-ერთ შესვლაზე ლიმონათი ვიყიდე, ცოტა გაწებილი იყო ბოთლი და ცელოფანს მიეკრო, ამ გოგომ კაი ხანი იწვალა სანამ მოაცილა და პარკში ჩადო და ამასობაში ის ,კაი ტიპშა’ კრუნჩხვებში იყო ისე იცინოდა – უკვე პარკში ვეღარ დებს ვერაფერსო და ეს პასუხობდა ნუ ხარ დებილიო მორცხვად😀 მერე ერთხელ რომ შევედი კიდევ მომესმა რაღაც მოვიდა, მიდი მიდიო და ერთმანეთს უშლიდნენ ნერვებს. მეც ვხალისობ ხოლმე და თუ ადრე 90% .გოგოების მაღაზიაში’ შევდიოდი ახლა 50/50-ზეა მეტიც ექიმმა დღეში 1,5 სითხე გამომიწერა და ლიკანს და წვენებს სულ მანდ ვყიდულობ ძირითადად, შევდივარ და ვერთობი რა😀

მოკლედ, შევედი ამ მაღაზიაში, სადაც ვიღაც ზესტაფონელმა დაარწმუნა მთავარი ქალი იმაში, რომ ნისიად წაეღო რაღაცეები. ამასობაში მე ავიღე ლიკანი და დავდექი ჩემი რიგის მოლოდინში. შემოვიდა ორი გოგო, ერთმა მიიქცია ჩემი ყურადღება, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ რაღაცა ჰქონდა. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ მას ვუყურებდი და ამან გამაოცა, მაგრამ ფაქტია, რომ რატომღაც ასე ერთ ადგილას დავდექი, ლიკანის ბოთლი ხელში მეჭირა და მზერა გავაშტერე ერთ წერტილში, რაღაც ფიქრებში წავედი. ამასობაში დაცლილა ჩემს წინ ხალხი. სამჯერ ჩამესმა ძაააალიან შორიდან, აი ზუსტად ისე როგორც ფილემბშია – მომეცით ლიკანი, მომეცით ლიკანი… ბოლოს უკვე გაღიზიანდა და შეყვირებითა და ბრაზით – მომეცით ლიკანი, პარკში ჩაგიდებთ. ეს ყველაფერი ძააალიან შორიდან მესმოდა და ისე სხვათა შორის, ვერც რომ გაიაზრებ რომ შენ გეხება ან იქ ხდება ეს ყველაფერი. ამასობაში ჩემს წინ იმ ორი გოგოდან ერთი შემოტრიალდა, ის არა, რომელსაც ყურადღება მივაქციე. მაღალი გოგო იყო, სათვალეებით, ასევე არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ზუსტად იმ წერტილში მოხვდა, სადაც მე მქონდა თვალი გაშტერებული და მომაკვდინებელი მზერით ვიყურებოდი. იმან გადაწყვიტა რომ მას ვუყურებდი და შეცბა, მეც რაღაც მომენტში გავიფიქრე, ხომ არ ვიცნობთქო და უცებ მეუბნება – მიეცი ლიკანი… აი აქ დამერხა, დავიბენი, შემრცხვა, რა ვიცი… და სიტუაციიდან ვითომ უცებ გამოსასვლელად, ეგრევე ავლაპარაკდი, უი ბოდიში, ფიქრებში წავედი, პატარა მაიონეზი გააქვთ? ისე სწრაფად ვთქვი ეს ყველაფერი, რომ იმ მთავარ გამყიდველ ქალს გაეცინა, ამ გოგოებმა არ შეიმჩნიეს. პატარა გამყიდველი გოგოები კი იბღვირებოდნენ.

ახლა ხომ 100% ცხადია, რომ იმ გოგომ იფიქრა, რომ ისე მოვიხიბლე მისით, რომ ენა ჩამივარდა, მზერა გამიშეშდა და დავიბენი ბრინჯივით. ვერც გაამტყუნებ და გადაარწმუნებ, ასე ჩანდა… მაგრამ ასე არ იყო გოგონა, დამიჯერე. შენი დაქალი კი შევათვალიერე ერთი და ეგ იყო სულ.

პ.ს.
სხვა რა გითხრათ მეგობრებო, ძალიან ვწუხვარ, რომ ბლოგისთვის სათანადო დროს ვერ ვპოულობ ბოლო დროს. ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, ტელევიზიას ეს მინუსი აქვს, ერთი შეხედვით შეიძლება რეჟიმი სულაც არ იყოს დატვირთული, მაგრამ იმდენი კუდები მოჰყვება, რომ სულ საქმეში ხარ და მერე გამოფიტულს დასვენება გინდა უბრალოდ. უამრავი იდეა მომსვლია ბოლო პერიოდში – სამი მოთხრობის სცენარი დამესახა, საბლოგედაც არაერთი რამის დაწერე მომინდა, მაგრამ ხან სიზარმაცე იყო, ხან უდროობა და ხან დაღლილობა. მერე კი მუხტი იკარგება და რომც დაწერო, ისეთი აღარ გამოვა, როცა მაშინ გამოვიდოდა, როცა მოგაწვა… აი ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული, ბევრ მასალას ვკარგავ და როგორმე უნდა შევცვალო ამ მხრივ რამე. წერა მინდა, წერას ატანილი ვიყავი სულ და…😀

ჯანმრთელობა ისევ ურევს. მარცხენა თვალში კვლავ მიწვრილებს გამოსახულებას, ბოლომდე არ მიშველა წამლებმა, პატარა ასოებით დაწერილ ტექსტს მარცხენა თვალით ვერ ვკითხულობ. ვუთხარი ექიმს და რა გიყო აშკარად უკეთესობაა და უნდა გიხაროდესო, კაიმეთქი… ორივე ექიმმა მომიშორა და აღარ ვიცი რა ვქნა, სხვასთან უნდა მივიდე ვინმესთან, დაე გამპარსოს ფინანსურად. მიუხედავად ამისა, ჩასაწვეთებელი წამლები მომიხსნა, არადა არ გაუწოვია იმ ჩაქცევას ბოლომდე და… რაღაც სისხლის შედედების პრობლემაც მაქვს, ალბათ მაგან გამოიწვიაო, ამიტომ დამინიშნეს დღეში 1,5 ლიტრი სითხე. კუაგულუგრამა თუ რაღაც იკეთე ხოლმე, აკონტროლე ეგ ამბავიო, განსაკუთრებით ზაფხულშიო. კავინტონს ვსვამ დღეის ჩათვლით და ისიც აღარ ვიცი უნდა გავაგრძელო თუ აღარ, წესიერად ხომ არაფერს გეტყვიან ეგენი. სამაგიეროდ ალოევამ(კარგი ექიმია) მითხრა და კანცა სვაიხ დნეი 1-2 სტაკანა ინაგდაო… ისიც ღვინო, თან კარგიო, არაყზე ალერგია აქვთ. თუ არ გინდა დაბრმავდე ეგრე უნდა ქნაო თუ არა და ზრდასრული ადამიანი ხარ შვილო და გადაწყვეტილება თავად მიიღე, ჩვენ გაფრთხილებთო😀 სულ მაგათ მოვუსმენ ახლა😀 დაახლოებით 4 თვეა 3 ჭიქა კონიაკის, 2 ჭიქა შამპანურისა და 1 ბაკალი ლუდის გარდა არაფერი დამილევია, ესაა ცხოვრება? მალე ჩავდგები ფორმაში, ამ დღეებში განვაახლებ დალევას, გემრიელი დათრობა მომენატრა, გათიშვამდე, თუნდაც გულის რევა გმოიწვიოს! თუმცა შევეცდები, ძველებურად ბევრი აღარ დავლიო ხოლმე.

ახლა მომავალში ბლოგისთვის ორი პოსტის დაწერა მინდა მომავალ ოსკარებზე(ძალიან მშრალი და ვერლავეს პოსტი იქნება, წინასწარ ვიცი) და ,მე მივხდვი რომ…’-ის მეორე ნაწილი, სამწხურადო ესეც ვერ გაუწევს წინა ნაწილს ცოტა კონკურენციას მაინც, მაგრამ რაღაც მასალა მომიგროვდა მცირედი და დავწერ როცა არ დამეზარება.
სხვა რა, სამსახურში ნელნელა წინ მიდის საქმე. ისიამოვნეთ ჯმჯ-ს პროდუქტით, განსაკუთრებით ფეხბურთით🙂

ხო, კიდევ რა გამახსენდა, რაც სიგარეტი გადავაგდე ასეთი კრიზისი არასდროს მქონია, არცერთ პერიოდში, ახლა მინდება საშინლად, ბოლო დღეებში, რაც თებერვალი დაიწყო. თუმცა 11 მარტს ერთი წელი ხდება რაც აღარ ვეწევი და იქამდე ნამდვილად მივატან, მერე კი იმედია გადამივლის ისევ.

ესეც ერთ-ერთი საუკეთესო საუნდტრეკი(ები), ორივე ნაწილს მოუსმინეთ🙂 და ესეც ზეჯგუფი და ზესიმღერა, ორივე ვერსია, ჩემგან თქვენ:

Written by 1myway1

February 17, 2011 at 12:56 pm

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ლიკანიც გააფუჭეს :S :S ნაბეღლავზე გადამიყვანეს.

    Psycho

    February 17, 2011 at 1:51 pm

  2. გიო, დავსხდეთ სადმე, 1 ბოთლი წითელი ღვინო შევუკვეთოთ და ვწრუპოთ…მომენატრა შენთან საუბარი🙂

    lomski

    February 17, 2011 at 1:52 pm

  3. Psycho
    nabeglavi pirvelia😀 me likans imitom vsvam, rom ufro musbuqia da ise yoveldge minarealuri wyalic ar aris sasargeblo, amitom likani😀

    lomski
    davsxdet bijo, mec momenatra, magram egre skromnad ar vapireb sul, gavakrepkot😀

    1myway1

    February 17, 2011 at 2:53 pm

    • სკრომნად დავიწყოთ კაცო, მტერი კი არ ვარ შენი🙂

      lomski

      February 17, 2011 at 2:59 pm

  4. hoda mteri tu ar xar, ar viskromnod xolme yoveltvis😀

    aba imat ki ar movusmen yvelafers, mainc is moxdeba rac mosaxdenia😀

    1myway1

    February 17, 2011 at 3:39 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: