1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

закон (не) подлости

with 3 comments

ყველას კარგად მოგეხსენებათ ფენომენი ,ზაკონ პოდლოსტი’. ეს მოვლენა არსებობს ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში და ცხადია, მეტ-ნაკლებად, ზოგისთვის მეტად, ზოგითვის კი ნაკლებად. ხშირად არის რომ გეჩვენება, თითქოს ყვლაფერი შენს წინააღმდეგაა და გებრძვის. თუმცა ხშირად არც გეჩვენება ადამიანს, ელემენტარული რომ გავიხსენო, ერთ-ერთი ყველაზე ,პაპასა’ – რამდენიმე დღის წინ გაჩერებაზე მარშრუტკას ველოდებოდი, რომელიც ძალიან ხშირად მოდის, 20 წუთი არ მოვიდა, ყველა სხვა მარშრუტკა მოვიდა ორ-ორჯერ და სასურველი მიმართულებით მიმავალი ავტობუსიც არ მოვიდა… რის გამოც დავაგვიანე ცოტა საქეზე, ეს ზაკონ პოდლოტია, აბა რა არის… ოღონდ, გვავიწყდება, რომ ხშირად გვიმართლებს კიდეც, მაგალითად ავალთ გაჩერებაზე და წამშივე მოდის ის ტრანსპორტი, რომელიც გვინდა. კი ბატონო, ეს შეიძლება უფრო იშვიათად ხდება, მაგრამ სხვა ფაქტორიცაა… ადამიანი ყველაფერ კარგს მარტივად იღებს, თითქოს ასეც უნდა იყოს, 1 კარგი მოხდება თუ 10, არ აქვს მნიშვნელობა, განა ასე არ უნდა იყოს? განა არ იმსახურებს ამას? მაგრამ 1 და მით უმეტეს მეტი ცუდი თუ მოხვდება, ეს მტკივნეულად აღიქმება და უფრო ყვირის. ელემენტარულია (ვოტსონ)

საინტერესო და სახალისო მოკლე ამბავი შემემთხვა პაასკევს. გამოძინების შანსი მომეცა და მეც ცოტა გვიან ავდექი. წავედი ბაზრობაზე, სადაც ,ატმორთან’ დაკავშირებული აქსესუარები უნდა მეყიდა. რაღაცეები უკვე ნაყიდი მქონდა, მაგრამ ჩვენს უბანში ლეგენდარულმა სანტექნიკმა კარლომ დამატებითი ნაწილები მოითხოვა, ფულიც აიღო და რეალურად არაფერიგააკეთა. პარასკევს კი ბევრი რაღაცეები ვიყიდე, 5-სკენ კარლოც მოვიდა და წარამარა მეძახდა, თან იმეორებდა – მომინათე გიორგიჯან, ახლავე ყველაფერი იქნება უმაღლესად, სახლი ძველია და ყველაფერი ძველია, წვეთავს ეს სვოლოჩი, ახლა წავალ, რაღაც ნაწილს მოვიტან და ისევ შემოვიარებ… ერთი სამჯერ წავიდა თავის ,კაბინეტში’, მობრუნდა და სულ ჩემ დახმარებას საჭიროებდა, სახლი მართლაც ძველია და ბევრი რამ არ მUშაობს, ამიტომ ხან სინათლე უნდა მიმეწვდინა საჭირო ადგილას, ხან ,კლუჩები’ მიმეწოდებინა და ხან რა, გიბსიც კი დავამზადე და ერთ ადგილას ჩემი ხელით წავუსვი კედელს(ულამაზოდ). ამ ხუმრობა ხუმრობაში დიდი დრო გასულა და შდეგი? ორივე ატმორი ისე არ მუშაობს, კარლომ სამჯერ მეტი ფული აიღო, ვიდრე წინა დღეს და კიდევ სამი ნაწილის ყიდვა დამავალა(!!!) ფულის მახეა რა. არა მთლიანობაში მაინც კარგი ჩუვაკია კარლო, თან ჩვენ შეღავათს გვიწევს ხოლმე. ბოლოს მითხრა, დანარჩენი ორშაბათს გავაგრძელოთო მითხრა და სად გეჩქარება, ჯერ არც ისე გვიანიათქო ვუთხარი – არა გიორგიჯან, 11 დაიწყოო… აქ უკვე შევცბი, რას წარმოვიდგენდი თუ 5 საათი გავიდა ამ ყველაფერში, 23:30-ზე რეპორტაჟი მქონდა და ტრანსპორტის შოვნაც გამიძნელდებოდა.

ტრანსპორტსაც ომ შევეშვათ, სახლიდან სამსახურამდე საკმაო გზაა და სასწრაფოდ გამოვიცვალე და ავირბინე ფალიაშვილზე, თან გავთვალე რომ 4 ნომერ მარშრუტკას შეიძლება აღარ ემუშავა და დავძარი ვაკის პარკის გაჩერებისკენ, თან იმიტომ ფალიაშვილით, რომ მაინც რომ ჩამოეარა 4-ს არ გამომპარვოდა. მოსაშვილიდან ჭავჭავაძეზე ამართი რომ ადის, ის ძალიან ჩქარა ავირბინე, 4-ს რომ არ ჩამოევლო😀 თორემ აღმართზე არ გამიჩერებდა და შემიკურთხებდა მძღოლი, გიჟიაო. სანამ ავიდოდი არც ჩამოუვლია, არც იქამდე სანამ გაჩერებაზე მივედი. შემცივდა და არც ავტობუსი ჩანდა და არც მარშრუტკა, ავტობუსი გადაჯდომით მაწყობდა, მეტრომდე. მაშინ როცა უკვე ტაქსის ვარიანტს განვიხილავდი, გამოჩნდა მარშრუტკა, ძალიან ახლოს რომ მოვიდა მხოლოდ მაშინ დავინახე ჩემი თვალების გადამკიდებ, ხელი ავიქნიე და გახარებული მოვტრიალდი, სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ გაჩერებას არ აპირებდა… არ ვიცი რა არ მოეწონა, ახლოს რომ მოვიდა მაშინ რომ დავუქნიე ხელი, ცუდ ადგილას ვიდექი, თუ დაეზარა, მაგრამ ძალიან კი გამაბრაზა იმ მძღოლმა და აბა როგორ არ შემეგინა?

ცოტაც და ტაქსს გავაჩერებდი(ასეთ დროს ფულის დაზოგვა არის იდიოტობა, მაშინ როცა ტოტალიზატორში ბევრად მეტს ვაგებ ხოლმე, უცნაური ხალხი ვართ გურჯები რა :D), მაგრამ მოვიდა 61 ავტობუსი, საათს დავხედე 22:28 იყო. მოვასწრებ ნამდვილად რეპორტაჟამდე და დანარჩენს არა უშავსთქო ვიფიქრე. დანარცენი რა არის? რაც არ უნდა კარგად იცოდე ფეხბურთი, ნებისმიერი რეპორტაჟი სანერვიულოა და რაღაც მომზადებას მოითხოვს, პლუს შემადგენლობების ამობეჭდვა, სასტარტო შემადგენლობის ამოწერა ან ასევე ამობეჭდვა და მსგავსი ელემენტარული საკიტხები 10-15 წუტს მაინც მოითხოვს, მე კი უკვე ამ დროშიც ვიჭედებოდი. მატჩი კი გახლდათ: ნიურნბერგი-აინტრახტი.

ესე იგი ეს 61 ისე მიღოღავდა, რომ  გული შემიწუხდა. აი სწორედ ეს გახლავთ ზაკონ პოდლოსტი. ერთადერთი დადებითი ის გახლდათ, რომ მოძრაობა არ იყო დიდი და საოცბები არ უწევდა. მივაღწიეთ კინოსსახლამდე, ავტობუსში რამდენიმე სიმპათიური გოგო იყო, მათ შორის ერთი ,მეტმასნებოდა’😀 ისიც იქ ჩამოვიდა, მაგრამ ვის ეცალა ასეთებისთვის,როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი ისეთი სირბილი ავტეხე ბოლტს შეშურდებოდა, რამდენიმე გამლელმა გაიცინა კიდეც, რა ეტაკაო. ექსკალატორზეც ჩავირბინე, მაგრამ რად გინდა გავიდა 2-3 წუთი და მეტრო არ ჩანს… იმ წუთების ათVლაც არ იყო რატომღაც, რომ აჩვენებს ხოლმე თყრამდენი ხნის წინ მოვიდა ბოლოსმეტრო. არადა იქაურიგარემო არ მიყვარს, პრაქტიკული ტრანპორტია, მაგრამ ისეთი საზოგადოებაა ხშირად და ისეთი სიტუაცია, რომ ცუდად ვხდები. გავიფიქრე, ტავს რას ვიკლავდი, ჩემთან ერთად ვინც ჩამოვიდნენ ისინი მშვიდად მოვლენ აქამდე და მე ჯერ წასული კიდევ არ ვიქნებითქო. ასეც მოხდა, ის გოგონა მონარნარდა და ისევ მზერა მესროლა. მეც საქმე რა მქონდა დავუწყე ყურება, მაგრამ მაჯაზე ოქროსფერი საათი რომ შევნიშნე, პროსტესტის ნიშნად აღარ ვუყურებდი მერე😀 ისე ვიდზე არა უშავდა.

ბოლო ბოლო მეტრო მოვიდა, მრავლად იყვნენ საწყალი მათხოვრები, არასაწყალი მათხოვრები, ძონძი როჟები და ასე შემდეგ. ეთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი, ორივე გაგებით. 300 არაგველზე, მგონი მარტო მე ჩამოვედი. ისე ჯამში მარშრუტკაზე გვიან არ მივედი სამსახურამდე, თუ უფრო ადრე არა. თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი შავი ზღვის ქუჩისკენ და მოსახვევში როგორც კი შემოვედი შევნიშნე ორი ბიჭიმოდიოდა, მინიმუმ ერთი ძალიან მთვრალი იყო, მიუხედავად იმისა,რომ გავრბოდი, წამებშიდავაფიქსირე ეს და ყური მოვკარი მსგავსი პატოსის ტექსტს – ვიის ბიჭოვიის, ჩეეემი დედას შევე…(ჩაცინებით), ქუჩა ვიწროა, ამიტომ იქვე ჩავირბინე და შევატყვე, რომ ეს ქლიავი მიყურებდა, გვერდზე რომ ჩავიქროლე, ჩემსკენ გადმოიხარა და იღრიალა, ზუსტად ასე – აააააა. არ შევჩერებულვარ, ჩუმად ჩავილაპარაკე დედის ტყ…ააა  მეთქი  და გავაგრძელე სირბილი, სად მეცალა მაგისთვის, მაგრამ ეგეთები არ უნდა არსებობდნენ საერთოდ. ასე მიზანსწრაფული და მისწრების იდეით შებყრობილი რომ არ ვყოფილიყავი იმ მომენტში შარი იყო…

ოფისში 23:06-ზე შემოვედი. თამაში კი იწყებოდა 23:30-ზე, მაგრამ ეთერში 23:25-ზე უნდა შევსულიყავით. სული მოვითქვი, ელემენტარული მასალ დავბეჭდე და სასტარტო შემადგენლობებიც მოვიდა, ვხედავ, რომ 23:25-ია, შემადგენლობების ამოწერას ვერ ვასწრებ, რაც ცოტა უხერხულია და რამდენიმე წუთი დისკომფორტში და დაძაბულობაში გამყოფებს… ამ დროს ვუყურებ პლაზმას, სადაც სიგნალი მოდის და იქ წერია – ,სატრანსპორტო პრობლემების გამო, მატჩი დაიწყება 15 წუთით გვიან’. ჩემს თვალებს არ დავუჯერე, რა დაეჯერებათ მაგათ, მაგრამ სხვებმაც იგივე დაინახეს აშკარად. აქ ჩამეღიმა და ამის მერე ვინმე იტყვის რომცხოვრება მშვენიერიარ არის?😀 გერმანიის ჩემპიონატში, ერთ-ერთიყველაზე მოწესრიგებული ერის უაღრესად ორგანიზებულ ჩემპიონატში შეხვედრის დაწყება გადაიდო 15წუთით, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და ეს მე მაწყობა, თითქოს სულცუდად აწყობილი ამბავი, აი ასე ,სასიკეთოდ’დასრულდა. მიზეზი? თურმე როცა მე აქ ვაგვიანებდი, იქ ფრანკფურტელ ქომაგებს დაუგვიანებიათ სტადიონზე და ნიურნბერგელებიც დაელოდნენ. ეს იყო ნამდვილი ,ზაკონ ნე პოდლოსტი’ ,თუ მოინდომებთ ხოლმე, ნახავთ რომ ცხოვრებაშიასეთი ცნებაც არსებობს🙂

მატჩი 23:45-ზე დაიწყო, ელემენტარული ,პროცედურები’ მოვასწარი. თამაში დიდი გადასარევი ვერა, მაგრამ რეპორტაჟი ნორმალური გამოვიდა🙂 ნიურნბერგზე, ნიურნბერგეზე და იმ ღრიალა ქლიავზე კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა, სახასიათო😀 მაგრამ იმას ,მე მივხვდი, რომ…’-ში მოგიყვებით. აი ასე დასრულდა ამბავი ესა. ახლა სამსახურის მანქანას ველოდები და დროის გაყვანის მიზნითგიამბეთ, თორემ, ისე უფრო ლამაზად ეგების ამ ისტორიას მოყოლა, მაგრამ რაც არის არის.

სხვათა შორის, იმ 15 წუთის მანძილზე სანამ ფრანკფურტელი ქომაგები სტადიონზე მოვიდოდნენ, ადგილობრივებს საკმაოდ კარგი მუსიკალური ფონით ართობდნენ. ყველაზე დიდიმოწონება, ცემი მხრიდანაც და იქაურებისგანაც, ამან დაიმსახურა:

Written by 1myway1

February 19, 2011 at 10:50 pm

Posted in Uncategorized

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. kide magari zakon podlistia karaqiani puri rom yoveltvis karaqit qvemot vardeba ))

    MMM

    February 19, 2011 at 11:00 pm

  2. სიგნალი დაგვიანების შესახებ სხვა დროს რა გამაღიზიანებელი იქნებოდა, აი ადრე რომ მისულიყავი მაშინ🙂
    ასეთი მომენტები გარწმუნებს რომ ჩეიზის “დათარსული კაცი” არ ხარ და ისე უბრალოდ არაფერი ხდება

    mkitxveli

    February 22, 2011 at 9:59 pm

  3. namdvilad, yvelaferi ragacas ukavshirdeba ))

    1myway1

    February 22, 2011 at 10:26 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: