1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ოსკარი (2011)

with 3 comments

ახლოვდება დაჯილდოვება და მაინც გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა, მაგრამ არა მგონია, ძალიან საინტერესო გამოვიდეს მეგობრებო, რადგან წლევანდელ ოსკარებს კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ამის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:

1. აღარა არის ისეთი კვერცხობა, როგორც იყო ავატარი, ამიტომ არავის პროტივზე დადგომა აღარ მიწევს და არც გათენებას ვაპირებ😀 მთავარია წინა წელს გადავრჩით

2. რაც მთავარი და ძალიან სასიხარულოა, წლევანდელ ოსკარებზე ბეეეევრად ძლიერი და კარგი ფილმებია წარდგენილი, ვიდრე წინაზე. ამიტომ, რომელმაც არ უნდა მოიგოს დიდად გული არ დაგწყდება კაცს, მაგრამ ცხადია, მყავს ჩემი ფავორიტები.

3. ჩემი საყვარელი ნომინაციიდან(საუკეთესო უცხოური ფილმი), რომლის გამოც კიდევ ოდნავ ვაქცევ ყურადღებას ოსკარს, მხოლოდ ორი მაქვს ნანახი, რადგან დანარჩენები არ იშოვება და ამიტომ 27 თებერვლის ღამის ინტერესიც შედარებით გამქრალი მაქვს.

მაინც არის ერთი პატარა საფრთხე, რომელსაც აუცილებლად უნდა ავცდეთ – ეს ჯესი აიზენბერგის ოსკარია მამაკაცის როლისთვის. ეს დაუშვებელია, ეს ტრაგედია იქნება, ეს იქნება ,სანდრა ბალოკი II’. დიდი იმედი, მაქვს, რომ ამას ავცდებით. ასევე ქალის მეორე ხარისხოვანი როლისთვის ბონემ კარტერის ოსკარს თუ ავცდებით ძალიან გამიხარდება, მაგრამ ეს უფრო სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე… არ მევასება ეს უწი პუწი ქალი და მისი ,ფანები’. მისი მეუღლის დიდი მოყვარულიც არ ვარ, მაგრამ პატივისმცემელი😀 და ისეც, ობიექტურად იმ როლში, იმ თამაშით არ ეკუთვნის ოსკარი.

მოკლედ, მოკლედ ჩამოვყვეთ ძირითად ნომინაციებს, რომლებიც მე მაინტერესებს:

საუკეთესო ფილმი:

1). “Black Swan” – შედევრამდე რაღაც, ცოტა აკლია ფილმს, მაგრამ ძალიან ძლიერია. უაღრესად ნასიამოვნები დავრჩი და არონოვსკიმ კვლავაც არ გამიწბილა იმედები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის რამდენიმე თვალში საცემი დეტალი, რომელიზეც შეიძლება არაერთგვაროვანი აზრი შეგექმნას კაცს და არ მოგეწონოსსავით. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დარენასაც ,დაეწყო’😀 მსგავსი სტილისა და სცენარის ფილმი… იმედია კლიმაქსისკენ არ მიდის და რეიჩელას გაუძლებს😀

ფილმი მართლაც კარგია, საოცრად არის გადმოცემული ყოველდღიური დაძაბული რეჟიმი, რომელიც მართლა აქვთ ბალერინებს. მილა კუნისი გლეჯს მე რო მკითხოთ თავის როლში(ნომინაციასაც მივცემდი და სხვა რამესაც). ნატალიც მაგრად ასრულებს, მაგრამ მისი უამრავი წიწინა ფანების გამო, ეს გოგოც ხშირად მაღიზიანებს, ნახევარი მეტრია ბოლო ბოლო სიმაღლეში. კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ვითომ ზრუნვით მშობელმა.  კასელი ჩუვაკია!

ფილმს რომ ამთავრებ, ძალიან ემოცეიბში ხარ და ეს კარგია. ფეხბურთი ცოტა მაინც ვისაც ესმის, ასეთი შედარება მოვიფიქრე – შავი გედი არის ლეო მესი, სოციალური ქსელი კრიშტიანუ რონალდუა😀 აი Fაითერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ!

2). “The Fighter” – ძალიან კარგი ფილმია. უპირველეს ყოვილსა ჩემი ორი საყვარელი ტიპია თავმოყრილი. ვოლბერგი ძალიან მიყვარს მე, მერე რა რომ აშკარად ჯაბნის ბეილი. ვოლბერგი მარტო ბუგის ღამეებისთვის მეყვარება ყოველთვის და ისედაც ჩუვაკია, ფილმიც ასეთია – ჩუვაკური! ბეილი ჩემი ერთ-ერთი ლიუბიმჩიკია და შეუდარებელი გახლავთ.

კიდევ ერთხელ დასტურდება რა დაქნეულები არიან ირლანდიელები, მაგრამ მაინც ბევრს სჯობნიან. ბევრი სახასიათო მომენტია. როგორ გამოჭერილი ჰყავს ოჯახს ვოლბერგი და უშლის ხელს განვითარებაში. რა ამაზრზენი დები ჰყავთ. მამა რომელიც ერთი ბულკი კაცია და ცოლი აზის თავზე. ცოლი გამაღიზიანებელია(ძაან მაგარად თამაშობს მელისა), მაგრამ რომ არა ეგ ქალი და ის განარკომანებული, თითქოს ბეზდელნიკი ბეილი, ჩემს ფეხებს გახდებოდა ჩემპიონი ვოლბერგი🙂 აი ეს არის რეალობა და ცხოვრება. ვითომ დაიწყო ვარჯიში, წესრიგი და ყველაფერი, მაგრამ ეს არის სხვაობა ბუნებრივობასა და ხელოვნურობას შორის. სანამ არ ამოიყენა თავისი ძმა გადამწყვეტ მომენტში გვერდით, არაფერი გამოვიდა… იმიტომ, რომ ბეილისნაირმა ტიპებმა ბუნებრივად იციან რა და როგორ და როგორც არ უნდა ცხოვრობდნენ, გავარტყი მათთან შედარებით ყველა გამოწკეპილ რესპექტაბელურ სლეს.

კარგად არის გადმოცემული დუხი რა. სტილიც მომეწონა ჩვენების. ქალაქში ზოგს რომ სძულს და ზოგს უყვარს ძმები. ლეგენდები რომ დადის ბეილზე, გაბერილი ლეგენდები. იმ სახლის ფანჯრიდან ნაგვის ყუთში რომ ხტება, ამ მომენტზე ცუდად ვხდები სიცილისგან😀 რაც შეეხება იმ უაპასნენს გოგოს, ეგეთი რომ გადაგეყრება ოჯახსაც დაგავიწყებს და ყველაფერს აბა რა იქნება… მაგრამ ეგეთიც საჭიროა სწორედ წინსვლისთვის, დიდ გავლენას ახდენენ კაცის ცხოვრებაზე ეს ოხრები და ჰა… მაგრამ თუ ზედმეტად გააბლატავებ დაგღუპავს, წკიპზე გაივლის ვოლბერგი. და ისე მაგ გოგოს მოვიგდებდი ერთი-ორი დღით ოთახში, მოვარჯულებდი ცოტა😀

Fაითერი ჩემი ფავორიტი ფილმია🙂 მაგრამ ოსკარს არ მისცემენ(ალბათ არც ეკუთვნის, მაგრამ ეს არ არის მთავარი)

3). “Inception” – ძალიან კარგია. ამ ფილმზე იმდენი დაიწერა და ითქვა, არა მგონია რაიმე ახალი გითხრათ. მიუხედავად მსახიობებისადმი დიდი პატივისცემისა, ოსკარს არ მივცემდი. ისე უ დი კაპრიოს ფილმებს შევადარებთ, ტეხავს ეს რომ არის წარდგენილი და დაწყველილთა კუნძული არა. მინდა მალე მოვრჩე და ამიტომ მოკლედ ვწერ, თან ფილმი მართლაც ყველას ნანახი გაქვთ ალბათ, თუ არა და ნახეთ, ისიამოვნებთ🙂

4). “The Kids Are All Right” – მოკლე შინაარსი და რეჟისორი რომ ვნახე, ნამდვილად მეგონა არ მომეწონებოდა ეს ფილმი. +ანეტ ბენინგზეც არ ვგიჟდები, მაგრამ მის კარგ მსახიობობას ზურგს ვერ ვაქცევთ, ამ როლში კი უბრალოდ შეუდარებელია. ერთი სიტყვით, ძალიან ძალიან მწარედ შევცდი, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია რომელიც წელს ვნახე. კი ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს უფრო სხვა მოსაზრებების გამო იქნება, ვიდრე უშუალოდ ფილმის ხარვეზებისა, რომელიც თითქმის არ არის. იქამდე დავდივარ, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი ის არის, ჯულიანა მური რუფალოს რომ ჰკოცნის პირველად, ზედმეტად ხელოვნური მეჩვენება, არადა იქამდე ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა(რაც სულაც არ იყო ადვილი გასაკეთებელი).

უამრავი ადამიანური მომენტია გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც ხდება. ბავშბებს უჩნდებათ ინტერესი. რუფალოც ცოტა აზრზე მოსულია. ჯულინა მური(უჩუვიხესი!), მე მგონი თავს უფრო ირწმუნებს რომ ლეზბიანკაა,ვიდრე სინამდვილეში არის. ისე ქალი ყველანაირ ურთიერთობაში რომ პრადაჟნაია შკურაა მაგაზე ვკაიფობ😀 ტიპშა იმასთანაც წევს, იმასთანაც, თან ამჯერად სქესი სხვადასხვაა და არ იმჩნევს😀 ანეტ ბენინგი ოჯახის უფროსს და გესტაპოს თამაშობს, თან ძალიან რეალურად და კარგად. ბავშვები, განსაკუთრებით გოგო, ცოტა გამაღიზიანებელია, თავისი კაპრიზებითა და პროტესტებით. რუფალო მაგარი კაცია.

სადილის სცენა, რუფალოსთან რომ მიდიან, საერთოდ შედევრია!

ფილმის ყურებისას გამიჩნდა ეჭვი, რომ ხოლოდენკომ თავის თავზე გადაიღო და მგონი არამარტო მე. დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, ალბათ საკუთარი ცხოვრებიდან აქვს გადმოტანილი. მას ურთიერთობა აქვს მუსიკოს ქალ Wendy Melvoin-თან და შვილიც გააჩინა ასე, ხელოვნური განაყოფიერებით. თან ბენინგს ზუსტად ლიზასნაირი ვარცხნილობა აქვს ფილმში. ნუ ხოლოდენკოს რომ შეხედავ შეუძლებელია არ გაგაღიზიანოს😀 მაგრამ ეს ფილმი ძალიან კარგი გამოუვიდა! მე მაგის High Art-იც მომწონს

სურათზე ნახეთ, სულ გაფუჭდა ჩემი ჯულიანა ბოლო დროს😦 ლიზას როგორ უნდა აკოცო ტო, FუF😦

5). “The King’s Speech” – ასევე ძალიან კარგი ფილმი. ცოტა გადამეტებული გაფორმებებით და შელამაზებებით, მაგრამ მაინც. მიუხედავად გამაღიზიანებელი და ,საკამათო’ ეპიზოდებისა, ბევრი კარგი მომენტია და დახვეწილი ნამუშევარია. ჯეფრი რაში არის მსახიობი, რომელიც ყველა როლში სიგიჟემდე მომწონს და აქაც მასტერკლასია. კოლინ ფერტის მშვენიერია. ფილმით ნამდვილად ისიამოვნებთ. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ დასტურდება რა სლეები არიან ბრიტანელები თავიანთი კომპლექსებით, ცრუეტიკეტით(ყველაზე გამაღიზიანებელი) და სხვა მარაზმებით. კინგ და ქვინ… და ეჰ😀

6). “127 Hours” – ფილმი აფეთქება, ფილმი ,საყვარელიიი ჯეიმს ფრანკოოოო’, წიკვინა და არაწიკვინა გოგოების და არამარტო გოგოების საყვარელი ფილმი. მიუხედავად ყველა ამ გამაღიზიანებელი და სუბიექტური ფაქტორებისა, ფილმი ძალიან კარგია. ცხოვრებაა, ადამიანობაა, არადამიანობაა… ოღмნდ ერთ რამეში დავიჭირე თავი, არც ისეთი კარგია, როგორც ნახვის შემდეგ ემოციებით გაბრუებულს გგონია(ასევე შევაფასებდი ,ცოცხლად დამარხულს’) და რეალურად ახალი არც არაფერია. კარგი ის არის, რომ რელაურ ამბავზეა და საერთოდ ყოჩაღ რეჟისორს და ფრანკოც ჩუვაკია. ბოლოს ტიპიური ამერიკული ოჯახი გლეჯს😀

7). “The Social Network” – ბოილი შევაქეთ და არანაკლებად ქება ფინჩერს ეკუთვნის ჩემი აზრით. ასეთი მშრალი მასალისგან, ასეთი კარგი ფილმი გააკეთო, ისე რომ თვალის მოწყვეტა არ მოგინდეს კაცს – ძალიან ძნელია. კი ბატონო, პაპსაა და ყველაფერი. თუმცა არც მთლად მასეა საქმე. ამ ფილმზე კიდევ უფრო დავიჭირე საკუთარი თავი იმაში, რომ რაც დრო გავიდა, მით უფრო მომწონს. მთავარ როლს თუ არ ჩავთვლით😀 მსახიობები სუპერია.

კარგად არის ნაჩვენები, თუ რა კომპლექსიანი სლეა ცუკერბერგი. რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს, სულ ასეთი იქნება, გენიოსი არა სამი ასო, პროგრამისტია ბოლო ბოლო🙂 ნურავის ეწყინება, მაგრამ ეს არ არის მსოფლიოს დასაწყისი და დასასრული. მაგალითად, ედუარდო სავერინი არის ბევრად მაგარი ტიპი, მერე რა რომ ფორმულებში და სლეობებში არ იყო ჩართული, ტიპი ცხოვრობს, ცოტას აფინანსებდა, უახლოესი მეგობარი იყო ამისი, უბრალოდ, კაი ტიპია და ეს ბოღმა საცოდაობა, როგორ მოექცა. ვის რა ჩემ სლედ უნდა ამდენი ფული, თუ ეგეთი ქლიავი იქნები ადამიანი. ის რაღაც ნაწილი, რომელიც სავერინმა მიიღო და მისი გვარის აღდგენა საიტზე, ბევრად ძვირად ფასობს ჩემთვის.

თან ტიპმა იმ ქლიავ ძმებს მოპარა იდეა – ,ცხოვრებაში მგელი უნდა იყო’-ს პრინციპით და გავკარი ასეთ აზროვნებას. პლუს ის ძმებიც არც ისეთი სლეები და ცუდი ტიპები არიან როგორც თავიდან ჩანან, მერეც ნელნელა ჩანს ეს. აი ის მესამე რო ჰყავთ ძმაკაცი, ის მაგარი ცუკერბერგია. ტიპი ისეთ დონეზე ბოღმაა, რომ რაღაც უაზრო კლუბში რომ არ უშვებენ ვერ ინელებს, სავერინსაც ამის გამო რას უზამს, პროსტა მაგრა პოდლად იქცევა.

ცალკე განზომილებაა შონ პარკერის პერსონაჟი. ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყო ჭკვიანიც(თანა რ გაჭედო შენს საქმეზე), ნიჭიერიც, გქონდეს შემოსავალიც, კაი ტიპადაც დარჩე და იცხოვრო ადამიანივით და არა სლესავით ან რობოტივით. აქვე არ ვამბობ იმას, რომ ნარკოტიკს უნდა ხმარობდე ან აფერისტი იყო. მთავარი ის არის, რომ დიდი წარმატების მიღწევაში, საბოლოო ჯამში სწორედ შონ პარკერის დარი ტიპები არიან მნიშვნელოვანები და არა რომელიღაც ქლიავი, რომელიც რაღაც ფორმულას წერს და განტიოლებას ხსნის. რომ არა პარკერი, ასე ვერანაირად ვერ გაიქაჩებოდნენ, მთავარი იდეაა🙂 ბოლოს ამასაც გაწირავს იქ ქლიავი.

ჯასტინ ტიმბერლეიკს კი საღოლ, მეორე ფილმში მომწონს უკვე საშინლად, არ ველოდი.

და ის შეხვედრის სცენა, რომ შეუსრულებს დაბოლების თეორიას ელეგანტურად, უუუმაგრესია! წასვლისას – უბირიტე the😀😀

8). “Winter’s Bone”


ეს არის ფილმი, რომლის ყურებასაც დაიწყებ და მყისვე მიხვდები, რომ მოგეწონება. პირადად ჩემთვის ასეა, გამგები გაიგებს😀 უმურტლესი სასტავია, მაგრამ ესეც რეალობიდანაა აღებული. ოსკარზე ვერ ქაჩავს, მაგრამა რანაირად არ ნიშნავს, რომ ცუდი ფილმია ან არ შეიძლება ვინმეს ერჩივნოს ნებისმიერ ფილმს ნომინირებულთაგან. მოკლედ, გაასწორა. ცუდი ის არის, რომ ახლაც კი მართლა არის ასეთი ,დაჯგუფებები’, რომელბიც ეგრე ცხოვრობენ. გოგო კაია. ბიძაც, თიარდროპი ჩუვაკია. ის ქალიც, ვინც გალახავს კარგად არის შერჩეული. საღოლ დებრა გრანიკი, ჩუვიხა გამოდგა, კაი ფილმი გადაიღო.

9). “True Grit” – ამ ფილმსი ნახვის მერე, ვიხუმრე ,კოენები გაიზარდნენმეთქი’😀 იქნებ სულ პატარა მარცვალი ამაშიც იყოს. ცოტა მეუცნაურა, ოდნავ სხვა სტილი იყო. ზოგს არ მოეწონა, მაგრამ მე ძალიან გამისწორდა და ძმები ისევ მასტერკლასს გვთავაზობენ. ბრიჯესი ძმაა. ის გოგო კი რო გაიზრდება, რაღაც საშინელი არსება იქნება, გავლახავდი სიამოვნებით ტაკუცებზე😀 დეიმონს არ უხდება ესეთი როლი, მაგრამ მაინც ჩემი ლიუბიმჩიკი და ჩუვაკია!

10). “Toy Story 3” – უბრალოდ, იმედს გამოვთქვამ, რომ ოსკარს არ აიღებს თოი სთორი. ისევ პირველ ჩვენებას ვაწვები – მულტფილმია😀 სამწუხაროდ ანიმაციას დროს ვერ ვუთმობ, თორემ ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგარი იქნება. თოი სთორი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპიუტერული თამაში იყო, და ისედაც ადრინდელი მომენტები მაქვს მგონი ნანახი და კაია, დაბრეცილ ტიპებს და რაღაცეებს ჯობია.

ვარაუდი და სურვილი: რა ვთქვა აბა. თოი სთორის გარდა, რომელმა არ უნდა მიიღოს, გული არ დამწყდება. ჯიგრულ პონტში Fაითერს მივცემდი, მაგრამ არ მისცემენ. ალბათ მაინც შავი გედი – ია ზა! მეფის სიტყვაც ასე თუ ისე სერიოზული კანდიდატია, მაგრამ ცოტა ნაკლებად გამიხარდება. სოციალურ ქსელს რომ მისცენ, ბევრს გაუტყდება, პაპსააო, მაგრამ ერწმუნეთ სულაც არ იქნება დაუმსახურებელი.

მამაკაცი:

Javier Bardem in “Biutiful”

Jeff Bridges in “True Grit”

Jesse Eisenberg in “The Social Network”

Colin Firth in “The King’s Speech”

James Franco in “127 Hours”

ფილმი რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად ველოდებოდი Biutiful-ია. ერთი რომ ხავიერ ბარდემი დიდი ხანია მევასება, სანამ გაპაპსავდებოდა იქამდეც მევასებოდა. მეორე კი ის არის, რომ ინიარიტუ, ჩემი ლიუბიმჩიკია ამჟამად. რადგან ამ ფილმის ნახვაც ჯერ ვერ ვეღირსე, ვერც ვიმსჯელებ სრულად. თუ ბიუტიფულ ის არის რასაც მე ველი, მაშინ ოსკარი ბარდემს😛 დაპიარების გარდა, მართლა ძალიან კარგი მსსახიობია.

დარჩენილი ოთხიდან სასწრაფოდ გამოვრიცხოთ აიზენბერგი. იმიტომ კი არა, რომ ცუკერბერგი როგორც როჟა არ მევასება(მაგრამ მისი Fეისბუქი ძალიან მომწონს), პროსტა ტიპია ვერ თამაშობს რა, რაში უნდა მისცენ ოსკარი?

ჯეფ ბრიჯესი არის ჩემი ძმა და მეგობარი, ყოველთვის მიყვარდა და შარშან ჩავაბარე ოსკარი სრულიად დამსახურებულად. ზედიზედ ორი ალბათ ბევრი იქნება, მაგრამ ცუდად არ თამაშობს, პირიქით მშვენივრად. არის მოსაზრება, უკვე მარტო ბომჟების როლის შესრულება შეუძლია… შეასრულოს ვინმემ ეგრე და მერე ვილაპარაკოთ, აბა თუ მაგარია იყოს ვინმე ყველა ფილმში ისეთი ერთნაირი როგორც ჯეკ ნიკოლსონია… ეს ბაზარია🙂

კოლინ ფერტი – აი ერთნაირობით ცოტა ეს ტიპი მაღიზიანებს, თან ისე ვერ იხურავს, როგორც სიტყვაზე ნიკოლსონი და თან ყველა ფილმში ძალიან ერთნაირი მეჩვენება. არ ვამბობ, რომ ცუდად ითამაშა ან იმას, რომ ცუდი ტიპია, პირიქით, ძალიან კარგი მსახიობია. თუმცა არ დავმალავ და ვიტყვი, რომ არ გამიხარდება დიდად, თუ ის აიღებს.

ჯეიმს ფრანკოს რაც შეეხება, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მშვენივრად გაისარჯა ბიჭუნა. თუმცა არც ისეა საქმე, როგორც გოგოცუნებს ჰგონიათ.

ქალი

Annette Bening in “The Kids Are All Right”

Nicole Kidman in “Rabbit Hole”

Jennifer Lawrence in “Winter’s Bone”

Natalie Portman in “Black Swan”

Michelle Williams in “Blue Valentine”

ბოლო პერიოდში ხშირად ნამდვილად არ მახსოვს, რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი იყოს ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებაზე.

ნუ მიშელ უილიამსი გამოვრიცხოთ Blue Valentine-დან, მარტო იმიტომ თუნდაც, რა წაკლასაც თამაშობს და ქალის სახე რომ არის😛 ისედაც, დიდი ვერაფერი. უხ რა ამაზრზენი პერსონაჟია, გულისამრევი. ვის აკლავს თავს ეს სულელი რაიანა, გაუშვი ნახ ეგრევე რა )))

შემდეგ უკვე ჩნდება კითხვა, რატომ არა რომელიმე დარჩენილი? ყველა ძალიან მაგარია. კარგი, თქვენი ხათრით, გამოვაკლოთ ჯენიფერ ლოურენსიც, მაგრამ მე არ გამოვაკლებდი.

ბევრს თუ ვიფიქრებთ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ქალი როცა ტომ კრუზის მერე ლენი კრავიცს დაუწვება, იმას ოსკარი კი არა ის აღარ უნდა დაანახო საერთოდ. ამიტომ კიდმანიც ამოვაგდოთ. ხო კაი, ვიცი რომ ლენი მაგარი ტიპია და გევასებათ, არ აწიწინდეთ ახლა. ნიკოლა მაგრად თამაშობს სხვათა შორის.

დარჩა ორი – ამ ორში როგორც თქვენ გგონიათ ისეთი უპირატესობაც არ აქვს პორტმანს. თუმცა ალბათ მაინც ნატალი აიღებს. დაე

მეორეხარისხოვანი მამაკაცი:

Christian Bale in “The Fighter”

John Hawkes in “Winter’s Bone”

Jeremy Renner in “The Town”

Mark Ruffalo in “The Kids Are All Right”

Geoffrey Rush in “The King’s Speech”

არანაკლებ ღირსეული კონკურენციაა აქაც. უბრალოდ ბეილი იმდენად არანორმალურად მაგარია, რომ უნდა აიღოს ოსკარი, უსამართლობა იქნება. თორემ ნებისმიერი სხვაც შესანიშნავია, ბრწყინვალე ჯეფრი რაშიდან დაწყებული, ჯერემი რენერით დამთავრებულიც კი.

ისე გარფილდი რატომ არ არის ნომინანტებში მიკვირს, ძალიან კაი ბოი A

მეორეხარისხოვანი ქალი

Amy Adams in “The Fighter”

Helena Bonham Carter in “The King’s Speech”

Melissa Leo in “The Fighter”

Hailee Steinfeld in “True Grit”

Jacki Weaver in “Animal Kingdom”

აქ უკვე ისეთი ღირსეული კონკურენციით ვერ დავიკვეხნით. მე ულაპარაკოდ მეილსა ლეოს მივცემდი ოსკარს. ძალიან მაგრად შეასრულა. არა უშავს ემი ადამსსაც, მაგრამ როგორც ვთქვი, მაგას ჯერ ბნელ ოთახში მორჯულება უნდა. მომაშორეთ Hailee Steinfeld ეს ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ითამაშა, კიკინებით უნდა მიიბა. ბონემ კარტერზე ვთქვი და Animal Kingdom ეს ფილმი სამწუხაროდ ჯერ არ მინახავს, დიდი ხანია დაქაჩული მაქვს და დრესაც ვაპირევბ ყურებას. რატომღაც მგონია, რომ მომეწონება.

რეჟისორი:

“Black Swan” Darren Aronofsky

“The Fighter” David O. Russell

“The King’s Speech” Tom Hooper

“The Social Network” David Fincher

“True Grit” Joel Coen and Ethan Coen

ვითომ დარენა? ეკუთვნის, მაგრამ მისცემენ?

პირადად მე, არონოვსკისა და ფინჩერს შორის ავარჩევდი.

სხვადასხვა სტილია, ორივეს თავისი პლუსი აქვს. ორივე კლასია

არ მინდა, რომ მეფის სიტყვამ მოიგოს აქ. კოენებს ამჯერად არ ეკუთვნით, მაგრამ კარგი ნამუშევარია.

ორასელის ფილმს ძალიან ვაფასებ და სტილიც ისეთია, მე რომ მიყვარს ზუსტად, მაგრამ არ მისცემენ.

საუკეთესო უცხოური ფილმი:

“Biutiful” Mexico

“Dogtooth” Greece

“In a Better World” Denmark

“Incendies” Canada

“Outside the Law (Hors-la-loi)” Algeria

როგორც აღვნიშნე, ჩემი საყვარელი ნომინაცია. თუმცა აქედან მხოლოდ Dogtooth და Outside the Law (Hors-la-loi)-ია ხელმისაწვდომი ამჟამად. აბა Biutiful-ს სანამ არ ვნახავ, როგორ ვთქვა რამე, მაგრამ თუ ამ ორს შორის იქნება არჩევანი, საუბარიც არ უნდა – Dogtooth!. ასეთი ძლიერი ნამუშევარი კაი ხანია არ მინახავს, ეს ბერძნული ფილმი რომაა. დიდი ხანი ვაჯანჯლებდი ნახვას და მერე მაგრად ვისიამოვნე, ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ არა უშავს😀

ძალიან კარგი ფილმია, მკვლელი დები, ქლიავი ძმა და შიზოიდი მშობლები. მამა ხურავს რასაც ჰქვია.

და რამდენად დიდი ადამიანია ფრენკ სინატრა😀 რომ თითქოს ნიპრიჩომაა და ამ ფილმშიც კი იჩითება. ცუდად გავხდი სიმღერა რომ დაიწყო😀

,ზომბი’, ,ბრიუს!’ … დონეა დონე.

ძალიან უნდა მოინდომონ სხვა ფილმებმა, რომ ამას ვამჯობინო, მაგრამ მე მაქვს ბიუტიფულის იმედი🙂 როდის მეღირსება ნეტა.

Outside the Law-ს რაც შეეხება. კარგია, მე რაც მიყვარს ის არის ანუ ისტორიაა მოყოლილი საინტერესოდ. ალჟირელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სიბნელე, ფანატიზმი, უსამართლობა, ადამიანობა… პალკოვნიკი ყველაზე კაი ტიპია – ტი პაბიდილ. უბრალოდ, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბევრი ფილმის მონაკვეთებია ამოჭრილი და შეერთებული. არა, მშვენიერია, მაგრამ ოსკარზე ნაღდად ვერ ქაჩავს🙂

სხვა დანარჩენი:

გითხარით უკვე, რომ ამ ოსკარებს ისეთ ყურადღებას არ ვაქცევ, თან დროში ცოტა გავიჭედე ახლა და ამიტომ, ბოლოს მივაფუჩეჩებ😀

დარჩენილებიდან, ნომინაციები, რომლებიც ასევე იქცევენ ხოლმე ჩემს ყურადღებას არის – მუსიკალური ნომინაციები, საუკეთესო ადაპტირებული და საუკეთესო ,ორიგინალური’ სცენარი. მუსიკაზე არ შევჩერდები, რადგან მინიმუმ 70% აკადემიის გადაწყვეტილება არ ემთხვევა ხოლმე მაინც ჩემს სიმპათიას და ტყუილა რატომ ვინერვიულო. მორიკონეს რომ ოსკარს არ მისცემენ იმათ რა უნდა ველაპარაკო😀 თან წელს არის კარგი მუსიკალური გაფორმება, მაგრამ საკმაოდ თანაბარ დონეზე და რამე ისეთი საოცარი, ვერ შევნიშნე.

რაც შეეხება სცენარს, სურათი ასეთია – ადაპტირებული: 1. 127 Hours 2. The Social Network 3. Toy Story 3 4. True Grit 5. Winter’s Bone. ამათმა შეიძლება თოი სთორის მისცენ, მაგრამ მე 3-სა და 4-ს ეგრევე ამოვაგდებდი. ჩემი სიმპათიის მიუხედავად 5-საც ნაკლები შანსი აქვს. პირველი ორი ნამდვილად ღირსეულია, ვნახოთ… უფრო ბოილი/127 საათი ალბათ.

რაც შეეხება ,ორიგინალურს’: 1. Another Year 2. The Fighter 3. Inception 4. The Kids Are All Right 5. The King’s Speech. მიჭირს ამორჩევა. ნუ პირველი არ მინახავს და დანარჩენში ყველა მომწონს. ინსეფშენს ხომ ერგება რაღაც და რავი… არც აქ ვარ მეფის სიტყვისკენ😀

აი ეფექტები და ეგ ნომინაციები თუ გინდათ წელსაც ავატარს მისცენ. მკიდია

დაუფასებლები:

გადაფასებულებზე ამჯერად არ შევჩერდეთ და ვისაუბროთ დაუფასებლებზე. ნუ რაც მე ვნახე და რაც თვალში მომხვდა.

ალბათ ცოტა ვინმე თუ შემეწინააღმდეგება იმაში, რომ ლეონარდო დი კაპრიო უნდა იყოს ნომინირებული და საერთოდ ოსკარი ეკუთვნის. გარდა ამისა, ფილმი ,დაწყევლილთა კუნძული’ პირადად მე ინსეპშენსაც მირჩევნია და არაერთ ნომინირებულ ფილმს. ამის დაჩაგვრა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც უსამართლობაა, თან დიდი.

ფილმებში პირველ რიგში Buried-ს ვიტყოდი, რადგან ძალიან მომეწონა, მარტო ბოლო წინადადებად ღირს ეს ფილმი და პერსონაჟად რომლის სახელიცაა დენ ბრენერი. ზარი სამსახურიდან, თავან რაიან რეინოლდსის თამაში(მაგრად მევასება ეს ბიჭი). არ ვიცი არ შეიძლებოდა წარდგენა თუ ვიღაცას პოლიტიკურად არ აწყობდა, მაგრამ ცოტა ნაკლებად შეფასებულ-დაფასებულად მეჩვენება ეს ფილმი.

ძალიან გადაიმასქნეს რაიან გოსლინგსაც, კიდევ ერთ ჩემს ლიუბიმჩიკს Half Nelson-ის მერე. კაი All Good Things-თვის თუ არა, Blue Valentine-სთვის ნამდვილად ეკუთვნოდა ნომინირება და საერთოდ თავად ეს ფილმიც  დაუფასებელი მგონია.

ასევე ცოტა მაღალი შეფასება არ აწყენდა Rabbit Hole-ს. კაი რამეა, ადამიანური და კარგად გაკეთებული. ვისიამოვნე. ის ბიჭი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, იდეალურად არის შერჩეული. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზუსტად ეგეთი ტიპი უნდა ყოფილიყო ამ პეროსნაჟის შემსრულებელი. კიდმანი დაბერებულა, ნერვებს მიშლის, მაგრამ კარგია ფილმში როგორც მსახიობი ოღონდ😀

ძალიან მომეწონა ეს ფილმიც Never Let Me Go. ემოობა, მაგრამ მეტი ყურადღება ეკუთვნის, კარგად არის გაკეთებული.

ბოლოს კი ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი ფილმია მარტინ ვინტერბერგის Submarino. ყველას გირჩევთ უყუროთ. ტრაგიკული ისტორია რეალური ცხოვრებიდან, რამდენიც გინდა იმდენია. ძალიან კარგი და საინტერესო ფილმია. მარტინი მეცოდება. ნიკი თან კაი ტიპია და თან ვერ ქაჩავს. აი ივანს რაც შეეხება, ბევრი რამის გაპრავება და ახსნა შემიძლია ცხოვრებაში, რადგან ვიცი, რომ ცხოვრებაა და ხდება, მაგრამ აი იმენნა ეგეთ პათოლოგებს ვერასდროს გავაპრავებ, მაგის დედა მოვდგან მე.

მოკლედ კაი ფილმია. ჯიგრული მინეტის სცენით, უყურეთ და ისწავლეთ😀🙂

ამ წუთას მეტი არაფერი მახსენდება და მეც თავს აღარ შეგაწყენთ, პოსტიც ისეთია როგორც ვივიარაუდე, ცოტა მშრალი, გაუვრცობელი და სიჩქარეში დაწერილი. სამსახურის გადამკიდე, ფილმებს ცოტა ჩამოვრჩი ბოლო დროს, რიტმიდან ამოვვარდი😀 მაგრამ მე დავბრუნდები😀🙂

გამომრჩებოდა ბევრი რამ, შემდეგ პოსტში გამოვასწორებ.

სასიამოვნო ოსკარებს და ბევრ Biutiful ფილმს გისურვებთ

პ.ს.
გიტოვებთ Blue Valentine-ს ორ საუკეთესო მუსიკალურ ჩანართსა და ,იმას’ )))

Written by 1myway1

February 23, 2011 at 3:25 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რააამხელა პოსტია😀

    ტაკ სხვა რამეებში გეთანხმები ნაწილობრივ , მაგრამ The Fighter მე არ მომეწონა.

    რაც შეეხება ბეილს , უდავოდ კარგი მსახიობია , ჯერ როგორია გამოხვიდე ბეტმენის და ჯონ კონორის როლიდან და გახდე აბსოლიტურად სულ სხვა ტიპი. ეკუთვნის უდავოდ ჯილდო.

    Andy

    February 23, 2011 at 3:46 pm

  2. ბეილი საოცარია🙂
    მე ფილმიც მომეწონა, ზუსტად მაგ სტილის გამო. დაიხვეწება უფრო ორასელი იმედია
    და საერთოს ეგეთი ფილმები მიყვარს

    რაც შეეხება პოსტს, კიდევ ძალიან პატარა და ცუდია, ფორმაში არ ვარ😀

    1myway1

    February 23, 2011 at 3:49 pm

  3. pirveli shemtxveva rom ar gavatene oscarebis molodishi😀

    blupika

    March 31, 2011 at 6:23 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: