1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for მარტი 2011

აჯაბსანდალი

with 4 comments

ბავშვობაში სულ მაინტერესებდა აჯაბსანდალი იყო სწორი თუ აჯაფსანდალი, ზოგი რას მეუბნებოდა ზოგი რას, მერე გამიქრა ინტერესი, თან ბადრიჯანი არ მიყვარდა სანამ წამოვიზრდებოდი და… შემთხვევით გავიგე, რომ ორივე მოსულა, ამიტომ მე აჯაბსანდალს ვიტყვი, ეჭვი მაქვს ცოტა უკეთ ჟღერს 😀 ეს პოსტი ზუსტად ეგეთია, აჯაბსანდალური, თან ცოტა უხარისხო ამიტომ იყოს ფსანდალური. უბრალოდ, მარტში ორი პოსტი დამრჩენოდა არ მინდოდა, ისედაც გავზარმაცდი.

დავიწყოთ იმით, რომ აქტიური ინტერნეტ-ცხოვრებისგან პატარა პაუზას ვიღებ, მცირეს. აი უკვე ერთი კვირაა ლამის, არც Fეისბუქზე ვწერ და არც ფორუმებზე. ნუ ფორუმ.გე-ზე უკვე კაი ხანია აღარც შევდივარ, სულ აირია, მაგრამ მაინც მშობლიური ფორუმია! გეიმთივისგანაც ვისვენებ ცოტა ხანი, თორემ რამდენიმე ახლობელზე გული ავიცრუე, ზოგს იქამდე ვიცნობდი ზოგი მერე გავიცანი და ისე შეიცვალნენ და დაქლიავდნენ, რომ გადავიღალე, ცოტა თვალი მოვარიდო ჯობია. სულ რომ ხაზი არ გადავუსვა 😀 ნამეტანი არაფერი ვარგა, არც ეს სექტა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით მეც ჩაბმული ვარ და ვაღიარებ ძალიან აზარტულია, მაგრამ უსაფუძვლო ან თუნდაც საფუძვლიან, მაგრამ მახინჯ ამბიციებში არ უნდა გადავიდეს ეს. არადა, აქტიურად გადადის სამწუხაროდ და რეალობის გრძნობას აკარგვინებს ხალხს. განსაკუთრებით სვაიაკი, ადამიანის ბუნებას აჩენს თან 😀 გამგებები გაიგებთ და დანარჩენებს რსრ-ს ღმერთებმა გაშორონ ამის გაგება 😀

Fეისბუქისგანაც პაუზა ავიღე, გადავიღალე ამ დაშეარებებით, კომენტარებითა და ლაიქებით. უწი პუწი გოგოებით, თავადაც რო არ იციან რა უნდათ. ზოგი გაბოროტებული როა, ზოგს გემოვნება ღალატობს, ზოგი ზედმეტად საყვარელს თამაშობს. აქეთ ძალით ათეისტები ტვინს ბურღავენ, იქით ჭეშმარიტი მორწმუნეები. ძნელია… მიუხედავად იმისა,რომ Fეისბუქი მაგარი ვეშია, ცოტა ხანი ვისვენებ. თან კსტატი მართვის მოწმობის დვიჟენიაზე დავიწყე სიარული, ეგდოს მაინც 😀 ჯერ მარტო თეორიაზე დავდივარ და იმაზე გადამაქვს დრო. მაინც ვზარმაცობ, რამდენი რამის დაწერა მინდა, მომაწვება, მაგრამ არ ვშვები და ვკარგავ მერე… აი რაღაც მომოთხრობო დავიწყე ვითომ და ვნახოთ…

გავაგრძელოთ ყველაზე ცუდით, სამი დღე ამ ბოლო კვირაში ვეწეოდი, ესეც ჩემი ერთი წელი და არამწეველობა 😀 ჩემი თავის ამბავი ხო ვიცი… სამწუხაროდ მომინდა ბოლო თვეში და ერთ დათრობაზე იმან მიშველა, რომ ერთი წელი ჯერ გასული არ იყო და ასეთ თარიღებს ყურადღებას ვაქცევ, პრინციპის საკითხია. ჰოდა არ მოვწიე. აი მერე კი ვეღარ გავქაჩე… ეს მოხდა 23 მარტს ღამე. 26-ში ისევ დავლიე და ისევ მოვწიე, თან ხინჯად ჩამრჩა, რომ ყვითელი ქემელი არ მოვწიე 23-ში და… იF გაასწორა, ხანდახან კაია ტო, თავისებური არომატი რომ აქვს ამ ქემელს მართლა და სხვანაირად რომ იწვის… მეორე დღეს კი მძულდა თავი, მაგრამ ნეტა მარტი რამდენიმე ღერზე ჩერდებოდე კაცი. ჰოდა, ბოლოს 28-შიც დავლიე და მოვწიე. ახლა იდეაში მინდა რომ გავძლო და გადავაგორო ეს კრიზისული პერიოდი, პაუზა გავაგრძელო, ვნახოთ როგორ გამომივა.

ჩემი ძველი პოსტი ზაკონ ნე პოდლოსტი გამახსენდა კლასიკური მდგომარეობისას – გაჩერებაზე ავედი, თხლად მეცვა და მეჩქარებოდა, ქარი იყო მაგარი. ზუსტად 15 წუთი არც 4, არც 15, არც 195 ნომერი მარშუტკა არ მოვიდა, ყველაზე პაპსა ნომრები რომლებიც დადის ყოველ 2 წუთში… გავიყინე და დამაგვიანდა კიდეც. ყელიც წამომტკივდა, ფეხბურთზე ნაღრიალები თან, ცოტა ხმაც დაიკარგა, იმედია შაბათამდე მოგვარდება, სამსახურში დამჭირდება ხმა 😀 ჰოდა იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან მართლა ზაკონ ნე პოდლოსტია, მაგრამ ხშირად როგორი ზაკონ პოდლოსტია… ნერვები დაგაწყდება კაცს.

მარშუტკის თემა გავაგრძელოთ, ეს უკვე ,მე მივხვდი, რომ…’-ს მოუხდებოდა. სამსახურში მივდიოდი ამას წინად და ფალიაშვილზე ვიღაც ქალი ამოვიდა შუბით, კარგად ჩაცმული ბებია. ხურდა არ მაქვსო მძღოლს უთხრა და თუ შეიძლება კონსტანტინეს ძეგლამდე გამოგყვებიო. მძღოლი ამძღნერებული, სოფლელი, გაბოროტებული, ბანჯგვლიანი და ქონიანი კაცი იყო, დაიჯღანა, მაგრამ არაფერი უთხრა. ნუ თუ ქალს ფული ჰქონდა და მოიტყუა თავისი გაჭირვენაც ეყოფა ხო? და თუ არ ჰქონდა ან პროსტა ხურდა არ ჰქონდა მართლა რა მოხდა ამის დედა ვატირე, ძნელია გაიყოლო? 50 თეთრებივით რო გვიყურებენ ეს სლეები და მაგათი დიდი ნაწილი საშინელი ვინმე როა. არ წაიღეს ტვინი… კაროჩე ქალმა ჩასვლისას 7 მადლობა მოიხადა, თან უხერხულად გრძნობდა თავს და ყველამ ვიგრძენით, რომ ერთადერთი რაც უნდოდა გაეგო სიტყვა ,არაფერს’. ნუ იმ ქალის ადგილას დავიკიდებდი და ჩავიდოდი, მაგრამ სანამ ჩავიდა მოასწრო ამდენი მადლობის თქმა… მეთქი ეხლა ეტყვის რამეს, ეხლა ეტყვი… არა ტო, ეს უჟმური სლე, დაჯღანული სახით დაელოდა კარის დახურვას, ხმა არ ამოუღუია და ნერვიულად დაძრა, თავისი ბინძური, მოუვლელი მანქანა. საშინლად მომინდა მეცემა, თან ისე მწარედ რო ყველა უჟმური მძღოლის ჯავრი მაგაზე მეყარა და მაშინ კიდევ ერთხელ დავწრმუნდი, რომ არაფერი გვეშველება, დიდი ხანი მაინც.

სმით რაც არ მქონდა დალეული ერთიანად ავინაზღაურე მგონი 😀 არა მართლა ზედმეტად დიდი სიამოვნებაა და სანამ ბოლომდე არ წავიტეხ კისერს, რას რას და სმას ვერ შევეშვები. ერთი დოზების შემცირებაზე უნდა ვიფიქრო და ვცადო ეს, თორემ რაც ჩავიდინე ამ დღეებში ცხოველობა იყო. თუმცა ამ დალევების დიდი წილი ჩემთვის უკვე ძალიან ახლო და ძვირფას ადამიანთან ლომსკისთან ერთად გავატარე, რაღაც უსიამოვნო ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ მალევე სასიამოვნოთი შეიცვლება და მაგრა ვისიამოვნეთ საერთო ჯამში. ასევე ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად დავლიე სხვა დღეებშიც, ანდროსა და ძებოს თამადობით. ასე რომ კაი იყო. თუმცა დოზირების შემცირებაზე ფიქრი მართლაც კაია, თორემ ჯანმრთელ ადამიანს წააქცევს ამდენი, მე კი არა 😀

ვნახეთ უკრაინელები, ვნახეთ ფინელი, ვნახეთ ხორვატები! უკრაინელებს არა უშავდათ, ერთი სლე იყო, ერთი კარგი ქლიავი და ერთიც ეშმაკი გოგო. ფინელი მაგარი ცივი და კვერცხი მასტი იყო, თან პროგრამისგტი ვარო რო მითხრა, რაღაცას მივხვდი (ბეზ აბიდ :D), ერთადერთი კარგი რაც თქვა, იტალიელებს და ესპანელებს გამსგავსებთო, გამისწორდა. მერე ხელთათმანები დარჩა, გატრეტილი იყო. გავეკიდე და მივეცი, ძლივს მიბანცალებდა და გამოვკითხე სად მიდიხართქო. მობილურში მაჩვენა მარჯანიშვილზე მიდიოდა ნომრისთვის სურათი ჰქონდა გადაღებული და აქ როგორ მოვხვდები ახლაო, მარტო ტაქსითმეთქი. ოღონდ ჰამბურგერი მინდაო. ტაქსი გავუჩერე და ავუხსენი მძღოლს სიტუაცია, მაკდონალდში წაიყვანე და მერე სახლშითქო, იმედია არ გაქურდავდა )))

აი ხორვატები ცალკე თემაა. უჯიგრესი ხალხია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 5-6 კაცი იყო, აქედან 3 აქტიურად გვეკონტაქტებოდა, მამენტ მეოთხეც. დახვეწილი ტიპი იყო ერთი განსაკუთრებით, არც სხვები იყვნენ ყანიდან, უდიდესი სიამოვნება მივიღე მათთან საუბრით, ჩემი დამტვრეული ინგლისურით, ძლივს ვაგებინებდი რაღაცეებს. გუშინ მცხეთაში ვიყავითო, ვნახეთ აქაურობა და მართლა ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ, ვგავართ ერთმანეთსო… სერბები არ ევასებათ ცხადია, მაგრამ პატივს ცემენ როგორც ნიჭიერ ხალხს, სპორტში განსაკუთრებით. რუსებიც არ ევასებათ და ბერძნებს ვერ იტანენ 😀 ოღონდ თქვენ მაგათ მოუგეთო და… იმდენი ქნეს ამ ბერძნებმა თავისი უაზრო ამპარტავნობითა და სიმყრალით რომ ყველას შეაძულეს თავი 😀 დადო პრსოთი დაწყებული მაფიით დამთავრებული რაზე აღარ ვილაპარაკეთ, ყველაფერს ვერ მოვყვები, მიუხედავად იმისა, რომ კარგი რაღაცეები იყო. გეკუთვნოდათ მოგება, იმიტომ რომ ჩვენზე მეტი შემართებით და გულით ითამაშეთო! ასე თუ ითამაშებთ შეიძლება ხორვატიაშიც მოიგოთ და წარმატებებიო. 28-ში დილის ოთხზე მიფრინავდნენ უკან, ისრაელთან წარმატებები გვისურვეს და წავიდნენ.

სიტყვამ მოიტანა და ხვდებით რა მოხდა? იაზრებთ? ხორვატებს მოვუგეთ, უბედნიერესი ვიყავი, ერთ-ერთი საუკეთესო წუთები იყო. იმდენი ვიღრიალე გოლზე, რომ დამეძაბა ყველაფერი, შემეშინდა არ დავბრმავდეთქო 😀 საბედნიეროდ გადავრჩი. მეგონა სტადიონი არ შეივსებოდა, ისევ ტყუილა ლაპარაკობენთქო, მაგრამ შევცდი, ერთი პატარა ადგილი იყო თავიდან ცარიელი და ისიც გაივსო მერე. საოცარი ატმოსფერო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქომაგობის კულტურა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე შესვლა ისევ საშინელი ტანჯვაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისეთი ტიპი მოდის ფეხბურთს კი არა ყველაფერს შეგაზიზღებს და კიდევ მიუხედავად ბევრი უარყოფითისა, საოცრება იყო მაინც. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, გარეგნულად შეიძლება ვერ გამოვხატავდი, მაგრამ შინაგანად… საერთოდ ეგეთი ვარ მე, მიჭირს ხშირად გამოხატვა 😀

მთავარია ხალხი გულგატეხილი არ წავიდა და სტიმული მიეცათ, ეს კარგია! ქეცბაია საოცარი იღბალაა, მაგრამ შრომის და ნიჭის გარეშე იღბალი ყოველთვის არ მოდის. ვაფასებ ამ კაცს. ძალინ ძლიერ გუნდს მოვუგეთ, ძალიან ძლიერს! შემადგენლობას გადახედეთ უბრალოდ. კიდე გულის სიღრმეში ისიც გამიხარდა, რომ ხაზი გაესვა რაღაც-რაღაცეებს… ხელოვნურად ვერავინ ვერაფერს ჩაანაცვლებს, ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ და ერთი უ-ს დაძახებაზე ხალხი გიჟს გავს სიხარულისგან. ყველა სპორტის სახეობაში წარმატებები ჩვენებს და მხურვალედ ვუქომაგებ, მაგრამ მოდი ნურავინ მოინდომებს ფეხბურთის ოლიმპოდან ხელოვნურად ჩაჩოჩებას 🙂 არ გამოვა…

იქამდეც მივედით რომ გოგუა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. კი ჟილკით თამაშობს. ის და მარცვალაძე კარგად შემოვიდნენ. გურჯებსაც მეტი რა უნდათ, გოგუას სკანდირება დაიწყეს, მაგათგან რაღა გამიკვირდეს სადაც მატერაცის დანახვაზე ზიზუ ზიზუო და ეამაყებათ თან 🙂 ჰოდა, ქეცბამაც შემოუშვა ეგრევე, გოგუა კი ერთი პროვინციელი ბიჭია და ალბათ ცოტა თავსი აუვარდა, იჩხუბესო და აღარ წაიყვანა ისრაელში ქეცბაიამ… ჩვენ ხო ვერაფერს ვერ ვირგებთ 🙂 ამიტომ არ არის საჭირო ეს სკანდირებები, ხამობა და გოიმობა… ჯერ გაიაზრეთ, რომ ასეთი ცუდი შემადგენლობა არ გვყოლია და ფაქტობრივად საუკეთესო სერია გვაქვს ამ შემადგენლობით… ეს უდიდესი პროცენტით მწვრთნელის, მისი გააზრებული ტაქტიკის და დაცვაში ფრთხილი თამაშის დამსახურებაა. ამიტომ მოეშვით ,ჩვენ ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით’ და რაღაც აბსურდების ძახილს და სკანდირებებს, აცალეთ კაცს და ყველაფერი უცებ ნუ მოგვინდა ეხლა.

აუ რო არ წავაგოთ ისრაელთან რა მაგარი იქნება ამის დედა ვატირე… თუმცა იმას ვამბობდი ოღონდ ხორვატებთან არ წავაგოთ სერია არ შეგვიწყდეს და ისრაელს აღარ ვჩივითქო. ეგ განწყობა მაქვს ისევ, მაგრამ მადაც გამეხსნა 😛 ვნახოთ, წარმატებები ბიჭებს, ძალიან გაუგებარი თამაშია და ყველაფრისთვის მზად ვარ.

პ.ს.
იმდენი მარაზმი შევნიშნე კიდევ ამ დღეებში, ისევ კომუნიზმში ვცხოვრობთ და ისევ ბნელა, დამიჯერეთ ხალხო 😦 მაგრამ ამას მოვეშვათ და ასე დავასრულოთ,  ასეთ განწყობაზე ვარ და ორი ჩუვაკი უნდა დაგიტოვოთ, ერთად და ცალცალკე

ამანაც რა ქნას, უბერავს ცოტა, მაგრამ ალაგალაგ მაინც ჩუვაკია

ეს საერთოდ გენიალური ვიდეოა. სიმღერა მევასება ეს ერთი და მერლინას გამოჩენაა არის ღადაობა, გაუგებრობაში როა, რო არ იცის რა ქნას და უხერხულ მოძრაობებს რომ აკეთებს, თან რო უნდა რო ემინემს მიბაძოს. ძალიან უნიჭოდ რო შემოდებს ფეხს და იგივეს გამეორებს ცდილობს რასაც ემინემი აკეთებს, მაგრად ვკაიფობ ამაზე. ბოლომდე უყურეთ გაერთობით. ის ზანგი რო გამოწევს ტონკად მენსონი რო ხალხს მიუახლოვდება ძალიან, ეე სად მიდიხარო 😀

ემინემი პროსტა მიყვარს! ხანდახან შეუცვლელია, ამასაც თავისებურად და კარგად მღერის

Written by 1myway1

მარტი 28, 2011 at 11:38 PM

Posted in Uncategorized

ბოლო ნახევარი ღერი

with 7 comments

11 მარტს სიგარეტისთვის თავის დანებების წლისთავს აღვნიშნავ ))) როგორც ყველა ამბავში, რეკორდში, სერიაში… აქაც არის რაღაც მცირე ლაფსუსი. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე ნაფაზი 2010 წლის 14 მარტს დავარტყი და არა 11-ში. თუმცა რადგან კიდევ ერთხელ გადაგდება 11-ში პახმელიაზე მყოფმა გადავწყვიტე და 14-ში ჩემივე გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირე, ამ დიადი მოვლენის დღედ 11 მარტს მივიჩნევ, თან მართლაც ხომ უნდა იყოს რამე ლაფუსისი )))

ყველაფერი ასე მოხდა: 11-ში პახმელიაზე გავიჭვიძე, გული მეკუმშებოდა და ნიკოტინი მახრჩობდა, იმდენი მქონდა მოწეული სმის დროს. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის გგონია, რომ აღარც სიგარეტს გაეკარები არასდროს და აღარც სასმელს, მაგრამ ეგ რიჟა ბაზარია. მე მართლა მინდოდა დანებება და დიდი ხანი მივდიოდი ამისკენ. თან სულ ჩემი პრინციპულობითა და ნებისყოფით ვბლატაობ, ვითომ დიდად საქები და სასარგებლო იყოს, ჰოდა როგორ ვერ უნდა დავანებომეთქი…

ჩემი მთავარი პრობლემა სიგარეტთან მიმართებაში ყოველთვის უქმად ყოფნა ან რამის ლოდინი იყო. ასეთ დროს ვგიჟდები, მირჩევნია მთელი დღე რამე კონკრეტული საქმე მქონდეს, ვიდრე ვიჯდე და რაღაცას ველოდო, სწორედ ასეთ დროს ვიტაკებდი ხოლმე სიგარეტს. 14 მარტს რა? სად? როდის?-ის პირველი ლიგის ტურზე ვიყავი, რამდენადაც მახსოვს. მარტისთვის ჩვეული უაზრო ამინდი იყო, წვიმა და სუსხი. რაღაც პაუზა იყო დარბაზში, გაიწეალ, მეც სიგარეტი მომინდა და ეშმაკივით თანამოაზრე გამიჩნდა – ჩიქო.

ჩიქოს ზოგი იცნობთ, ბევრი არა. იმ ბევრს გეტყვით რომ ჩიქო ჭეშმარიტად ,დიდი კაცია’, ოქროს ქორწილში თამადა იყო, მაგრამ თავად ლუდის ბაკალის ხელაა, ჩვეულებრივის კი არა, აი დიდი ბაკლები როა. დაზიპულია და შიგნით ეტევა ბევრი კარგი რამ, სეხლგვარიც მქუხარე აქვს – მურთაზ ჩიქოვანი!
სიგარეტი ცხადია არ გვქონდა და ერთი ღერი ვიშოვეთ, გავედით შემოსასვლელთან, უკვე ჩამობნელებული იყო, ციოდა. ჩვენ კი ეს ერთი ღერი სიგარეტი გვქონდა გასათბობად, მაგრამ მესამე თუ მეოთხე ნაფაზზე, როცა საშინლად ჩამიწვა ისევ ყელი 2 დღის მოუწეველზე, გავიფიქრე ამის დედაც მოვდგან, არ მინდა და რატომ ვეწევი ისევ? მივეცი ჩიქოს, არაფერიც მითქვამს, რომ არ დავთარსულიყავი და მერე მეგობრების დაცინვა არ დამემსაცურებინა – ვის დანებებია რომ შენ დაანებო… მერამდენედ ანებებ? – და ასე შემდეგ. მხოლოდ 2-3 კვირის მერე გახდა აშკარა რომ აღარ ვეწეოდი, მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ, მალე დაიწყებო, მაგრამ აგერ, ერთი წელი გავიდა… ასე ჩვეულებრივად დავანებე მოწევას თავი და კიდევ ერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ როცა მინდა, შემიძლია ამის გაკეთება.

მახსოვს როგორ მოვწიე პირველად 9 წლის ასაკში(მოყოლილიც მაქვს). ცოტა ხანი ვმაიმუნობდი, მაგრამ მერე შევწყვიტე, თუმცა 11 წლისამ ისევ განვაახლე და 13-სამ ისევ შევწყვიტე. ოღონდ მაშინ მსუბუქი დატვირთვით ვეწეოდი ცხადია. მახსოვს როგორ ჩამიშვა ვიღაც მეზობელმა, რომელმაც აივანზე დამინახა ასტრად როგორ ვაბოლემდი და მერე ქამრით როგორ გამლახა ბებიაჩემმა. მახსოვს როგორ მოვწუიე სიგარეტი 80 და ისე გავბრუივდი რომ დამეძინა. მახსოვს სახლში რა ხერხებდით ვანიავებდი და ვფარავდი კვამლის სუნს.  მერე, 15 წლიდან 20 წლამდე ასე 10-15 ღერი თუ მექნებოდა მოწეული. მოზრდილი ყუთი მქონდა და იმაში ვაგროვებდი ღერებს, ამასაც რაღაც მუღამი დავუჭირე. გავავსე თითქმის ის ყუთი და მერე როცა მოწევა განვაახლე, რამდენიმე დღეში სულ დავცალე, ახლა გული მწყდება, სხვა ხიბლი ჰქონდათ იმ შეგროვილ ღერებს – მაგნა, მორი, კონგრესი… რა სიგარეტები აღარ მქონდა იქ.

20 წლისამ დავიწყე სერიოზული დატვირთვით მოწევა, პაჩკაზე აცდენებით და რამე. თან ჩემი აყვარელი სიგარეტი ყოველთვის ქემელი იყო (ცოტა მერჩივნა მარლბოროს) და ვეწეოდი ყვითელ ქემელს, პირდაპირ არ აწერია ფაქტობრივად ცოტა ხანში მოგკლავსო, მაგრამ მაინც ვეწეოდი 😀 ჩვენთან ყალბია უმეტესობა სიგარეტებისა, მაგრამ ამის კვალობაზეც კი, ქემელს აქვს თავისი სხვა არომატი და ჯიგრობა რა. თუმცა გულზე მირტყამდა ეგრევე.

სარბიელში ვმუშაობდი მაშინ და საქმე არასდროს მაკლდა, მაგრამ იყო ნახევარწლიანი პერიოდი, როცა 12-დან ღამის 2-3მდე მაინც იქ ვიყავი. თავის უაზრო შუალედეით, რაღაცის დამთავრებას რომ ელოდები… ჰოდა ეს შუალედები მკლავდა და ძალიან ბევრს ვეწეოდი. მოვიდა დრო, როცა ქემელთან განშორება მომიხდა, რადგან მართლა ცუდად მხდიდა. ხან რას ვეწეოდი მერე და ხან რას, უფრო ლაითებს. იყო სიგარეტები რომლებსაც ვერ ვეგუებოდი და ცუდად მხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნიკოტინი და ძუUძები ბევრი არ ჰქონოდათ, მაგალითად ჩესტერფილდი… ძალიან ცუდად მხდიდა, ამავე სიძლიერის სხვა სიგარეტთან შედარებით.

მთავარი მავნებლობა სიგარეტისა ისაა, რომ ჩვეულებაში გადაგდის და რასაც ჰქვია მავნე ჩვევა ჰქვია. უაზროდ ეწევი ბევრს, როცა არ გინდა მაშინაც. თორემ რო ვიცოდე, რომ სტაბილურად დღეში 3-4 ღერის მოწევას მოვახერხებ და ამას არ ავცდები, ახლავე განვაახლებდი მაგ შხამის მიღებას 😀 თუმცა ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მქონია ხანგრძლივი პერიოდი მსგავსი, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გადააჭარბებ და მერე აირევა ყველაფერი. მერე შემცირება და შეშვება გაგიჭირდება და ასე…

დადგა მომენტი, როცა გადავწყვიტე გადაგდება, მცირე, რამდენიმედღიან პაუზებს თუ არ ჩავთვლით. ყველაზე ხანგრძლივი იყო ორი პაუზა, ერთი დაახლოებით სამკვირიანი და მეორე ზუსტად სამთვიანი. ახლა იკითხავთ, სამი თვე რომ აღარ მოწევ, მერე როგორრა უნდა მოწიოო? 😀 რაღაც მომენტში მართალიც არის. თუმცა როცა ბევრ გიჟს გადაეყრები, წყობიდან გამოგიყვანენ და სანერვიულო გექნება მოწევ… ვინც რა არ უნდა თქვას, რაღაც პონტში გეხმარება ასეთ დროს სიგარეტი, შეიძLება თავის მოტყუებაა, მაგრამ ჭრის და ჰა… ჰოდა, მეც მოვწიე, თან იმ დღეს სამი ღერი. მეორე და მესამე დღესაც მოვწიე და ისევ დაიწყო და დაიწყო…

გადაგდების მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ რიჟა ბაზარია დოზების შემცირება, ნელნელა გადაგდება და მსგავსი ცნებები, ბევრჯერ მაქვს გამოცდილი და დამიჯერეთ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს, ფისქოლოგიურად შეიძლება დაეხმაროს ეს, მაგალითად მე დამეხმარა. ანუ უშუალოდ ნიკოტინის მოთხოვნილება ისედაც გენქება, დღეს რო თქვა აღარ მოვწევო და ისედაც ნელნელა რო მოაკლო ღერები და ერთი თვის მერე თქვა აღარ ვეწევიო. თუმცა ფსიქოლოგიურად თავის შესამზადებლად შეიძლება დაგეხმაროს კაცს ეს რაოდენობის შემცირება.

არის კიდევ რამდენიმე ხერხი. მთავარი არის სახლში არმოწევა ან ძალიან იშვიათად მოწევა(ბევრი მწეველიც არ ეწევა სახლში). რომ ვნახე საფერფლეებს ვავსებდი სახლში, ამით დავიწყე მე… სახლში აღარ ვეწეოდი(იშვიათი გამონაკლისების გარდა). მერე სლიმებზე გადავედი. მერე რაოდენობა შევამცირე. მივხვდი ვმაიმუნობდი, ამის შედეგი მარტო რამდენიმედღიანი დანებებები იყო. მერე რაღაც პერიოდი სიგარეტ პირველს ვეწეოდი, რათა შემძUლებოდა სიგარეტი. ბოლო საფეხური ყველზე უსაიმოვნო და უხერხულია – სიგარეტს აღარ ვყიდულობდი და სხვებს ვთხოვდი ხოლმე. ეს გეხმარება, ფსიქოლოგიურ ბარიერს გიქმნის, რომ თხოვნით ბევრს ვერ და არ თხოვ. ცუდია, როცა ძალიან ახლო ძმაკაცებთან ხარ, რომლებთანაც არ გიტყდება არაფერი. ძალიან დიდ ხანს ვიყავი ასე ანუ სახლში არ ვეწეოდი და საერთოდ არ ვყიდულობდი სიგარეტს. ბოლო ბოლო ჩემსას მივაღზიე კიდეც.

უი, მანამდე სამკვირიანი პაუზა რატომ შევწყვიტე ისიც გამახსენდა. საშინლად მიმიზიდა სიგარეტმა ,სს’ ჯერ სახელი ჰქონდა მაგარი 😀 მერე ყავისფერი ღერი რომ იყო მეძერსკებოდა. ეგ ვიყიდე პაჩკა და უბრალოდ დავდე სახლში. ვითომ ისე ვიყიდე, ამ დროს ყიდვის მომენტშივე ვიცოდი, რომ მოვწევდი. 2 დღე გავიდა და მოვწიე კიდეც, თან კონიაკს მივაყოლეთ და კონიაკზე მართლა მაგრად მიდის ეგ სიგარეტი, სხვა არომატი აქვს და მგონი მართლა შერებილია 😀 ყოველთვის ვერ მოწევ ისეთია. აი ესეთი ზაიობებიც უნდა დაძლიო კაცმა, ყუთი რო მოგეწონება და ა.შ.

დანებება კი ხდება მარტივად – უბრალოდ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ეს გინდა, თქვა და არ მოწიო. უცებ უნდა მოხდეს თან ეს. აი 17-დან აღარ მოვწევ და ეგეთები რიჟა ბაზარია. ძმაკაცი რო გაგეკაიფება, სიგარეტი რომ მოგინდება, ტყუთი რომ მოგეწონება… ეს ყველაფერი უნდა დაიკიდო. საწუწნი კამფეტი, საღეჭი რეზინი ან რამე უნდა დაითრიო, ესეც საწყის ეტაპზე, მერე აღარც არის საჭირო. თუ ატყობ, რომ გარეთ გასვლა გიქმნის პრობლემას, არ უნდა გახვიდე რამდენიმე დღე სახლიდან.

როგორც ვთქვი, სადრაც პირველი თვე არის ძალიან ძნელი. მერე უკვე ადვილდება საქმე. ყველაზე მეტად გინდება, ჭამის შემდეგ. ისედაც საუბრისას, მეგობრებთან ერთად. ხოლო ვინც მსმელები ხართ, გეტყვით რეალურ საზომს როცა შეგეძლებათ დარწმუნდეთ, რომ მართლაც გადააგდეთ – თუ 3-4 კვირა გავიდა და დალევისას, მთვრალზე არ მოწევთ, ჩათვალეთ, რომ მორჩა. ძალით თუ აღარ იტაკებთ მერე სიგარეტს პირში, გადაგდებულია.

იმ პირველი სამთვიანი პაუზის დროს ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ახლა. პროგრამა მინიმუმად ,იმ რეკორდის’ გაუმჯობესება დავისახე, მაგრამ 4-5 თვე ისე გავიდა, ვერც შევნიშნე, ამოვიგდე ეს ჩვეულება 🙂 ოღონდ რაშია ახლა პრობლემა… როგორც ჩანს, ისევ დატვირთულმა რეჟიმმა და ხშირად რაღაცის უაზრო ლოდინმა გამოიწვია, რომ თებერვლის დასაწყისში, მარტის პირველ რიცხვებამდე რომ კრიზისი მქონდა, ასეთი ამ წლის მანძილზე არცერთხელ არ მქონია, სასტიკად მინდებოდა, კინაღამ ხელიც წამიცდა ერთი-ორჯერ. ამ შემტხვევაში მიშველა იმან, რომ გადაგდების ,წლისთავი’ 😀 ახლოვდებოდა და ჩემთვის ამ პრინციპებს, სიჯიუტეებს, დათქმებსა და ეგეთებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გავუძელი, ახლა შედარებით ისევ გადამიარა. ვნახოთ რა იქნება 11(14) მარტის მერე. ბოლო დროს მინდება ხოლმე, მაგრამ განახლება ნამდვილად არ მსურს.

ალბათ ჯანმრთელობის პრობლემები, ნერვიულობა, რეჟიმი და პლუს ალკოჰოლის ხანგრძლივი დროით აკრძალვაც არის იმაში დამნაშავე, რომ სიგარეტი მომინდა ისევ. ყველაზე დამპალი რაღაცაა, თითქოს ყველა ექიმი კრძალავს და ამ დროს არცერთი 😀 მაგალითად ალკოჰოლზე არის ხოლმე, რომ დალევ და გაიტრუპები ან წამალს გაანეიტრალებს, გაგირთულდება და მაინც გაიტრუპები… ანუ დალევა გამორიცხულია და სიგარეტზე ასე არასდროს არ არის (თითქმის არასდროს). მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან ექიმებმა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მოწევა ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე სისტემატიური სმა(მთლად ლოთის დონეზეც არა).

რამდენი წელია დაკვირვებული ვარ, როცა არ ვეწეოდი, ყავა მინდებოდა. ჰოდა ძალიან მივეჩDვიე ყავას, მიუხედავად იმისა, რომ არ მაძინებს, ძალიან ხშირად ვსვამ უყვე. არ ვიცი რას შეიცავს საერთოს ყავა და სიგარეტი, მაგრამ სულ ასე იყო, თუ რაღაც პერიოდი არ მოვწევდი, ყავას მთხოვდა ორგანიზმი რასაც ჰქვია.

მახსენდება წვიმაში მოწევა, რო გცივა და სიბნელეში ვარსკვლავებს უყურებ, თან სველდები, ღერიც გისველდება, მაგრამ მაინც რომ ასწორებს. მოწევა ჭამის შემდეგ, რაღაც საოცარ სიამოვნებას რომ განიჭებს – პოსლე ვკუსნავა აბედა, პო ზაკონუ არხიმედა, პალაგაიტსა კურიტ 😀 მახსენდება, ალკოჰოლურ სასმელს რომ მიაყოლებ სიგარეტს და თავი სამყაროს ბატონ-პატრონი გგონია. მახსენდება ქემელის ის საოცარი არომატი და ზოგჯერ ნერწყვებს ვყლაპავ, ხანდახან მართლა კარგია ეს ოხერი! მაგრამ იმდენივე ცუდი და გულისამრევი მახსენდება, რომ არ ღირს. რო ჩაგიწამლავს მთელ ყელს, რო გახრჩობს ნიკოტინი და მინც ეწევი… ფუ… სამწუხაროდ, შეუძლებელია(ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) 3-4 ღერით შემოფარგვლა და მარტო მაშინ მოწევა, როცა ძალიან გისწორდება(თან ეგეც მავნებელია), ამიტომ არ მინდა, დაე გაიწიროს არაერთი სასიამოვნო წამი ამის გამო.

ოღონდ ერთიც ვიცი, აუცილებლად მოვწევ ოდესმე 🙂 ნუ გარდა შემთხვევისა თუ გაუთვალისწინებელი სიკვდილით არ მოვკვდები და ვერ მოვასწრებ 😀 იქამდე კი ვნახოთ, სადამდე ვიქნები არამწეველი.

Written by 1myway1

მარტი 10, 2011 at 3:27 PM

Posted in Uncategorized

მე მივხვდი, რომ… 2

with 15 comments

დიდი ხანი მინდოდა ამის დაწერა და ბევრი მასალაც დამიგროვდა, მაგრამ ვხვდები, რომ, ყველაფერს არ დავწერ ახლა, რადგან ვიღაც წაიკითხავს და ეწყინება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც მეჩუხბება და ეს არ მინდა. ის რომ ასეთი რამე ხდება და თან მე უკვე ამას ანგარიშს ვუწევ, ნათელი დასტურია იმისა, რომ მართლაც არაფერი გვეშვდელება გურჯებსა და გრუზინებს.

ვერ გაუწევს ეს მეორე ნაწელი პირველს კონკურენციას, ამის მრავალი მიზეზია. ჯერ ერთი პირველი ყოველთვის პირველია. მერე მეორე, ის უფრო დუხით, თავისუფლად, ბუნებრივად და მონდომებით იყო დაწერილი, ეს ასე არ იქნება, მაგრამ მაინც ღირს გადაკითხვათ მგონი.

,მე მივხვდი, რომ…’-ის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, გაგრძელების დაწერება რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, როცა TBC ბანკში ვიყავი. მერე სულ მეზარებოდა, ხან დრო არ მქონდა, ხან განწყობა. და აი დღესაც TBC-ში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე დამეწერა ბოლო ბოლო.

მას ასე… მაშინ, როცა თიბისი-ში აღმოვჩნდი ძალიან დიდი რიგი დამხვდა, მაგრამ მახსოვს ფულის გადახდის ბოლო დღე მქონდა და სხვა შანსი არ იყო, თუ  არა ლოდინი. ლოდინი კი ისე არ მიყვარს. რომ  შეიძლება ძალიან ბევრი დავკარგო, მაგრამ წასვლა, მოძრაობა, რამის კეთება ვამჯობინო, ვიდრე ლოდინი, თუნდაც კარგი რამის. თუმცა იმ დღეს სხვა გზა მართლაც არ მქონდა. ჩემს წინ კი რიგში 20 კაცამდე იყო.

როგორც ჩანს, ბევრს ეჩქარებოდა, ბევრსაც მობეზრდა და როგორც ხდება ხოლმე, ნაწილი ხალხისა წავიდა ანუ რეალურად 20 კაციდან დარჩა დაახლოებით 10-12, რაც ასევე არა არის ცოტა. შევნიშნე, რომ ბანკში ეკა ხოფერია იყო, და გავიფიქრე რა კარგად გამოიყურება, ფორმაშიამეთქი. იმ დროს ის აუდიტორია თუ რა ჰქვია მის ახალ გადაცემას არ ვიცი ზუსტად ჯერ არ ჰქონდა ანუ ეს ის ეკა ხოფერია არ გახლდათ, რომელიც ერთ დროს ,ხოდში იყო’, ,კაკ ბი’ კაი ხნის გამქრალი იყო ტელესივრციდან. ცხადია, ვიღაც ნაცნობი შეხვდა, კარგი მაკიაჟით, კარგად ჩაცმული ქალბატონი. მათ შორის შედგა ,უწი პუწი’ საუბარი და გადაწყდა, რომ ერთმანეთი დიდ ხანს არ უნახავთ და ერთად ჩაის დალევდნენ ამ დღეებში, რომელიმეს სახლში.

ამ საუბარს აღარ გავაფორმებ, მეზარება, ისევე იმის გადმოცემაც თუ რა აუტანლად იწელებოდა რიგი, რა ნერვებისმომშლელი და დამღლელი იყო ეს ყველაფერი, თან მეჩქარებოდა.
თუმცა მეც, ეკაც და სხვებიც, რიგში ვიდექით. ხალხი ბევრი იყო, ყველა თანამშრომელი გაქაფული იყო საქმეში. მალე ერთ-ერთი მიუახლოვდა ხოფერიას და ჰკითხა, რამით ხომ ვერ დაგეხმარებითო. ამან სიტუაცია აუხსნა ანუ არც აპარატით შეიძლებოდა გადახდა და არც არაფერი, უშუალოდ ოპერატორი სჭირდებოდა. ის კლიზმა გოგო წავიდა და მალე ისევ მობრუნდა… ამასობაში ბანკში შემოვიდა, ასე 30 წლის ქალი, შეიძლება 2-3 წლით ახალგაზრდა, აიღო ბილეთი და უკმაყოფილოდ დახედა, გაიაზრა რა, რომ ბევრი ვიყავით მის წინ რიგში.

დრო გადიოდა, ხალხი კი თითქოს არ მცირდებოდა, ჯინზე. მე ნერვიულად მობილურს ვათამაშებდი, ფეხებს ვაცანცარებდი და ვწრიალებდი. ამასობაში კლიზმა გოგო დაბრუნდა, ხოფერიასთან მივიდა და წამობრძანდითო უთხრა. ესეც დათანხმდა, აბა რას იზამდა. საქმეში ჩაერთო გურჯული მარაზმი და მატრაკვეცობა. ცნობადი სახე, ურიგოდ გაატარეს, რათა მას ცუდი წარმოდგენა არ შექნმოდა და ცუდი მოგონება არ დარჩენოდა ბანკზე. ამანაც დამატებით ნერვებზე იმოქმედა და მივხვდი, რომ გრუზინებს არაფერი ეშველებათ.

თითქოს არაფერი ხომ? თითქოს ვამუქებ არა? არადა, სინამდვილეში მაგარი ცუდი მომენტია და ხოფერია აქ არაფერ შუაშია, თავში არ არის ყოველ შემთხვევაში. თან ეს ყველას დასანახად გაკეთდა. პროტესტის გრძნობაც გაჩნდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ… გახსოვთ ის ქალი, შუალედში შემოვიდათქო რომ გითხარით? ჰოდა ამ ქალმა, რომელსაც პირობითად მგელი შევარქვათ, მაგრად შეგვისრულა, ჩვენ – ცხვრებს.

ეკა წავიდა, ნერვიულად ვუყურებდი ბილეთს, ვითომ არ ვიცოდი რა ნომერი მეჭირა და მერე მობილურს, სადაც დროს ვამოწმებდი, ყოველ ნახევარ წუთში. ჩემს წინ რიგში კიდევ 7 ადამიანი რჩებოდა. ჩემი ნომერი 514 იყო, ტაბლოზე აინთო 507, არავინ გამოეხმაურა.. მეორედ დააჭირა ოპერატორმა, ის წიწინა ხმა გაისმა ისევ და კვლავაც არავინ გამოეხმაურა. აინთო უკვე 508, არც აქ არავინაა, წავიდა ხალხი, დაიღალნენ ლოდინით, მაგრამ აი 510 და სხვები ჩემამდე, უეჭველი ვიცი რომ არიან, ისევე როგორც მერე მოსულები, თვალითაც გადავთვალე და თან სახეზე დამამახსოვრდნენ. ჰოდა აქ სცენაზე შემოვიდა ,მგელი’. მაშინ როცა 509 აინთო, ნაგლად მიაჭრა ოპერატორთან, ვითომ თვითონ ჰქონოდა ეგ ნომერი, არადა საუკეთესო შემთხვევაში 521 ან 522 ეჭირებოდა.

ტიპშამ იმენნა ნაგლად მიაჭრა, წინ ჩამიარა და დაიკიდა ისიც რომ კარგად დაინახა, რომ მე დავინახე მისი შემოსვლა. ჩამეღიმა და უცებ მომესმა ორი ქალის საუბარი, რომლებიც ერთად იდგნენ – ამან ახლა ვითომ ჭკუაში გვაჯობა? – ასე ჩაილაპარაკეს ქალებმა და დაიბოღმნენ. ყველა ფეხბურთელს ერთად ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავბოღმილვარ, უბრალოდ გამეღიმა და მართლა მივხვდი რომ არაფერი გვეშველება, განსაკუთრებით რის მერე იცით? მას მერე, რაც ეს გოგო მოტრიალდა და ყურებამდე გაბადრულმა დატოვა ბანკი, სახეზე ეწერა კმაყოფილება, ვითომ საოცრად კარგი საქციელი ჩაედინოს და სხვები დებილები ვიყავით და ვერ მივხვდით ან გავაყვანინეთ. უბედნიერესი იყო, თავი ყველაზე ჭკვიანი და მართალი ეგონა.

მე კი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დედა ვატირე ყველა ამ ფსიქოლოგიის მქონე ადამიანის, ვინც თვლის, რომ ამ ცხოვრებაში მგელი უნდა იყო 🙂 ეგ თუ მგელობა და კაი ტიპობაა და ცხვარი ვიყო სამუდამოდ. განსაკუთრებით ვგიჟდები ქალებს რომ ვხედავ ეგეთი ფსიქოლოგიით. არადა არიან მეგობრებო და როგორ ბევრნი რომ იცოდეთ…

ეს ახალი წელი ყველაზე მძიმე იყო, იმიტომ რომ ვერ ვსვამდი და როცა ვერ სვამ, ახალი წელი ყოფილა ყველაზე მძიმე. ღამე ტელეფონს ვრთავდი ხოლმე, რომ არავის დაერეკა და მიმალვაში ვიყავი ერთი სიტყვით. ვიჭყიპებოდი წამლებით, რომლებმაც დიდი ვერაფერი იმოქმედეს მაინც და ვბრაზდებოდი ამ სიტუაციაზე. ერთადერთხელ გავედი ვინმესთან, ისიც 5 იანვარს მგონი და ისიც დღე დამიკავშირდნენ და ისეთმა ადამიანმა მითხრა გამოდიო, რომლისთვისაც უარის თქმა გამიტყდა და ახსნა და პრანჭვაც არ დავიწყე. ამ ადამიანს ფართო საზოგადოება ,სვანი’-ს სახელით იცნობს. უბრალოდ, სვანი და ამით ყველაფერი ნათქვამია. გავედი(თ) სვანთან და რამდენიმე საათში მოვბრუნდი სახლში.

ეს პრევიუ საჭირო იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ – მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება. რამდენიმე დღეში, ახლადდაოჯახებულმა ძმაკაცმა გადაწყვიტა პარკში გასეირნება და მეორე ძმაკაცმა დამირეკა, გამოდი გავისეირნოთო. არ მახსოვს სახლსი არ ვიყავი თუ რაღაც საქმე მქონდა, მაგრამ, ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი ამ ჩემს უბნელებსა და ბავშვობის ძმაკაცებს. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ვაკის პარკში გასეირნება გავაპრავო და ვინმეს ავტობუსით მოსული სულით პროვინციელი არ ვეგონო, რომელსაც ვაკის პარკში გავლა მაგარი პონტი ჰგონია, უბრალოდ ახლოსაა ჩვენს სახლებთან.

მოკლედ, მოგვიანებით შევუერთდი ბიჭებს და იმ ახლადდაოჯახებულმა ძმაკაცმა, რომელსაც ახალ წელს სტუმრობაზე უარი ვუთხარი, რადგან არ გამიტყდა მასთან(საერთოდ ასე დროს უარის თქმა მაგარი გოიმობა და უზრდელობა მგონია), მკითხა – ჰა, რო ვერ სვამდი ძალიან დეპრესიაში იყავი თუ ისე რაო… ძალიანმეთქი ვუპასუხე და მოკლედ ავუხსენი სიტუაცია. აგერ მე და არჩილა(მეორე ძმაკაცი, რომელმაც დამირეკა და ჩვენთან ერთად იყო), ერთ კაცთან ვიყავით გასულები და ისიც იმისთვის უარის თქმა გამიტყდა თორემ არსაც ვაპირებდი გასვლასთქო. რატომ გაგიტყდა უარის თქმაო მკითხა… ამასობაში, რაგბისტებმა ჩაგვირბინეს, რომლებიც ვარჯიშობდნენ, ჩვენ კი იმ ჭიშკარში შევედით, ლოკომოტივისკენ გზაზე რომ არის ბილიკის დასრულებისას. ძნელი ასახსნელი იყო და მოკლედ ვუთხარი, ისეთმა კაცმა დამირეკა უარს ვერ ვეტყოდითქო, როგორ გინდა ,სვანს’ უარი უთხრა არ გამოდიოდათქო და თან არჩილას გავხედე, ის მიხვდებოდა უფრო, რადგან ეს ,სვანს’ არ იცნობს. ალბათ ხვდებით, რომ აქ საუბარი იყო ადამიანის მეტსახელზე და მასთან ურთიერთობაზე ანუ არა ისეთ ახლოზე, რომ მეთქვა გიჟი ხო არ ხარ სად გამოვიდე შემეშვითქო. თორემ რადგან სვანია წარმომავლობით ის კი არ მიგულისხმია. ამ დროს იქვე სიახლოვეს ორი ტიპი მოდიოდა და შევატყვე ერთი მიყურებდა… რაღაცას მივხვდი და მეც ჯინაზე უფრო ხმამაღლა ვთქვი, გამოთქმით – აბა სვანს უარი როგორ უნდა უთხრა!
ჰოდა ამ დროს, იმ ორიდან ერთის გაშეშებული სახე დავინახე და უცებ ამბობს – რა იყო, ხშირად გირეკავენ სვანები? თან ამ სიტყვებ ისე ამბობს, როგორც სვანებმა იციან. აი აქ კინაღამ გავჭედე, თან გამიხარდა რომ ჩემმა ინტუიციამ ისევ გაამართლა და თან გავბრაზდი, შე დედა მიდგმულო, სხვის საუბარს რა პონტში უსმენ ან რა პონტში ერევი, მით უმეტეს რომ შინაარსი ვერ გაგიგია და ან ვაბშე ვინ გიშვება რაღაც დასკვნას რომ აკეთებ და იწელები… მალევე ვუპასუხე – კი ხშირად მირეკავენ და კიდევ დამირეკავენ, ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ, რამე პრობლემა გაქვსმეთქი? – ამ დროს ის მეორე წინ გადაუდგა, იდეაში შეაკავა თუ რა ქნა არ ვიცი, მაგრამ იმას აბსოლუტურად შეუგნებლის სახე ჰქონდა და იდგა გაშეშებული, კაცი იყო 50-სჩემტა. კახნოს თუ ვენდობით, რაგბისტების მწვრთნელიო – ჩვენ სამნი ვიყავით. ის მეორე ცოტა შეგნებული გამოდგა. არჩილამ დაიწყო ბაზარი – შარია ეს კაცი, ჩვენთვის ვსეირნობდით, მოხვედი და წამებში ეგრევე შარი აიკიდეო. მე ჩემთვის მივიგინე და გავაგრძელეთ მსვლელობა ლოკომოტივის სტადიონისკენ და მის გარშემო.
აბა, ამის მერე გვეშველება რამე?

იმ დღეს ბაზრობიდან მოვდიოდი, როზეტკები და რაღაცეები ვიყიდე, რომ აფერისტი ხელოსანი დამეკმაყოფილებინა და მარშრუტკაში ჩემს უკან ორი გოგო იჯდა. იმათ ტყლარჭია საუბარს ვერ და არ გავიხსენებ ბოლომდე, ერთმა მეორეს ჩაუდო ჩანთაში რაღაც შენაძენები და ამან დაიწყო პრუწვა 😀 ამივსო ჩანთა ,კარდონებიიით’ და თან ეს გატყლარჭული ,იიი’ რო მომხვდა ყურში კინაღამ მოვბრუნდი და ვუთხარი, ჰა მოდი მოგაკიდინებ და დამვშიდდები ცოტათქო. მერე მესამეს დაურეკეს, კანაპეში ჩამოდი 15 წუთში – დროზეეეეე. ცუდად ვხდებოდი, მათი საუბრის მოსმენისას. პიკი იყო, როცა გაარკვიეს, რომ მარშრუტკა პავლოვზე ვერ მოხვდებოდა ბულაჩაურიდან და ვაჟადან 200 მეტრის გავლა ფეხით მოუხდებოდათ, ერთმა დაიწყო წუწუნი – აუუუ, ფეხით უნდა გავიაროთ შენი გულისთვისო. ძალიან ძნელი იყო… მაგრამ მერწმუნეთ უარესებიც არსებობენ, ზოგისთვის საერთოდ მარშრუტკაც გრეხია, მარტო ტაქსი, თუ საკუთარი მანქანა, დედიკო ან მამიკო ანაც მძღოლი არ არსებობენ. კიდევ მესამე კასტაა, მამალი პროვინციელები, ერთმანეთზე უარესები არიან.

პროვინციელზე გამახსენდა, ერთი ასეთი ამოვიდა რამდენიმე დღის წინ ასევე მარშრუტკაში. ჩემს უკან დაჯდა და ისტერიულ რეკვას რო ატეხავენ ხოლმე. დაურეკა დაქალს, და – გოგო როგორ მომენატრეეეე, რაღაი შენი ხმა გავიგე, მეგონა მოკვდიიიიი – და ამ ტყლარჭვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა – გაგიგე ყველაფერი, ერთად არიანო ეხლაო, დიდი ხანი არ არისო, აბა აბაა… როგორც მივხვდი, იმ გოგოს აინტერესებდა ვიღაც ბიჭის ამბავი, რომელიც ამან დიდი მონდომებით გაუგო. რით არის ხალხი დაკავებული შეიძლება გაგიჟდე ან რას ჰგავდა ეს უბედური. მერე დაიწყო მთავარი – შენ რას შრვები? იმასთან ერთად ხარ ხო ისევ? ჰა, იმასთან ერთად ხარ? აუ რა ქვია? ხო იმასთან ერთად ხარ? – მსგავსი კითხვა დაუსვა ერთი ცხრაჯერ და იმანაც შეგნებულად არ უპასუხა მგონი. მერე იძულებული გახდა ეს ეთქვა, არ მახსოვს რა ჰქვია შენს შეყვარებულს, აი ის ბიჭი რომ მანახე, ხო ისევ იმასთან ერთად ხარო… რითი ცხოვრობს ტიპშა კაიფობთ? (აუ ისე ეს ,კაიფობ?/ღადაობ?’ ასევე უკვე ნერვებზე მოქმედებს, ოღონდ თუ გატყლარუჭული ამბობენ). ახლა რა ხდება, იმ მეორე გოგოს ალბათ მაგარი იმიჯი აქვს, რომ ბიჭებს მოსწონთ და ფეხებშუა იბამს და მაგრი ვინმეა და ეს ჰყავს დაბოლებული ამ თავისი იმიჯით, ეს კი ედაქალება და თან შურს… იმან უპასუხა, კისკისით რაღაც და ეს აფეთქდა… რააა? მომატყუე? არ გაპატიეეეებ… ამის გამო ერთი გაჩერებით ადრე ჩავედი და ფეხით ვიარე. მეც კაი დებილი ვარ, ხომ ვამბობ არაფერი გვეშველებამეთქი.

იქამდე მთვრალი სოფლელი გაიჩითა მარშრუტკაში, ურეკავდა ცოლს, რომელიც შორდება და ეკითხებოდა ბავშვი ხო კარგად არის, ჩემზე რამე ცუდს ხომ არ ეუბნები, გაგიხეთქავ თავს გოგოო… მერე ბავშვს ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, მამა მალე ჩამოვალ და მაგარ სათამაშოს ჩამოგიტანო. საწყალი, კაი გრადუსში იყო და დაუწყო მძღოლს გამოლაპარაკება, მძღოლი უარესი მარაზმატიკი გამოდგა და რაღაც მაგარი უთხრა, იქვე ჩავინიშნე, მაგრამ ის ფურცელი დამეკარგა მერე და არც მახსოვს. ერთი მახსოვს, სანამ ახალგაზრდა ხარ უნდა მოასწროო, მე ჰოპ-სტოპზე მყავს ქალი, როომლის ცოლად მოყვანაც გადავწყვიტეო. ამ ბიჭმა უთხრა, ეს მესამე ცოლია ჩემი და ცხადია მეოთხესაც მოვიყვან, დედაჩემი გიჟს გავს, რეკორდს მოხსნი შენო. ბიჭო ის პროვინციელი გოგოც კი ხვდება, რომ ამ კრეტინს ბავშვი უნდა აჩვენოს, ის მარაზმატიკი მძღოლიც კი უფრო შეგნებულ რეჩებს არტყამდა, მარაზმებთან ერთად და მე რა დავაშავე ესეთი ან ასეთი ჯიშის ხალხი სად ვიპოვე… აუცილებლად ძალა აღმართს ხნავს და რადიკალურ ზომებს უნდა მივმართო?

მარშრუტკებზე კიდევ ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ მეზარება მოყოლა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სამსახურ(ებ)ზე მაქვს ძაააალიან ბევრი მასალა, მაგრამ ვერ და არ მოვყვები, რადგან ვინმე წაიკითხავს და ეწყინება და პრობლემა შეიქმნება. ჰოდა უკვე ასეთ რაღაცას რომ ვაქცევ ყურადღებას და არ ვწერ, ესეც იმის მეტყველია, რომ არაფერი გვეშველება. უბრალოდ, გუშინ სამსახური არ გქონდეს და დღეს უკვე ამბიციები გახრჩობდეს და თავი მაგარი გეგონოს არ ვიცი… მაგიჟებს ასეთი ხალხი. კიდევ უფრო უარესია, უვიცები, რომლებსაც თავი პროფები ჰგონიათ, არავის შენიშვნებს არ ითვალისწინებენ და რადგან ტელევიზორში ,ჩანან’ თავი ზეადამიანები ჰგონიათ. თქვენ მსმენელ/მაყურებელი უკეთესი ხომ არ გგონიათ? ვიღაც უზრდელი უტვინო ბავშვები ან მარაზმატიკი, ბოღმა უფროსები, უმეტესობა ასეთია. რომლებსაც ჰგონიათ რომ მაგრა ერკვევიან საკითხში, ყველაფრით უკმაყოფილონი არიან, აბსურდულ შეიშვნებს იძლევიან და ბოღმა ახრჩობთ. რაღა შორს წავიდე, ზოგი ნაცნობია ასეთი და უცხოსი რატომ უნდა გამიკვირდეს. ამას ემატება, შენიშვნები შენიშვნებისთვის, უსაქმურების გაპრავებული საქმე, რომ რაღაცით თავისი ყოფნა გაამართლონ, მარაზმატიკული იდეები, უსამართლო გადაწყვეტილებები/მიდგომები… და ერთი სიტყვით სრული დომხალია, არც მინდა გაგრძელება. დამიჯერეთ ვისაც შანსი გაქვთ, გაიქეცით ამ ქვეყნიდან. დიდი ხანი არაფერი გვეშველება, ხოლო ვისაც ჰგონია, რომ მე საქართველო არ მიყვარს და სხვანაირად გაიგებს ამ მოწოდებას, გავარტყი ყველა ასეთს.

შეგპირდით, ზაკონ ნე პოდლოსტი-ში რომ ნიურნბერგზე რაღაც ისტორიას გავიხსენებ კიდევ ერთხელთქო და აგერაა: საფეხბურთო კლუბი ამერი ბელხატუვს მასპინძლობდა და პოლონეთში წაგებული მოუბრუნა, კარგად ითამაშა, მაგრა პენალტებში წავაგეთ მაინც. მეგობრებმა დამირეკეს მერიასთან რესტორანსი ვართ და მოდიო. ფული საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ასევე, სპორტულებში ჩაცმული წავედი, ძმაკაცმა გამიყოლა იქამდე. ვსვით, ვჭამეთ და გამოსვლისას ერთი მიხვდა, გზის ფულს მაძლევდა, არ გამოვართვი, არ მინდათქო. ფეხიით სიარული მაინც მიყვარს და მიხუედავად დაღლილობისა დავაწექი ფეხით სახლისკენ.

სადღაც კინოს სახლთან რომ მივედი, უცხოელი გამომელაპარაკა. ინტერნეტ კაფე სურდა. ცოტა დავიბენი და ჩემი დამტვრეული ინგლისურით რაღაცეები ვუთხარი, ყველაზე ახლო, თან ღამეც რომ მუშაობდეს, სითინეთი თუ რაღაც რომაა ვარაზის ხევთან ის გამახსენდა. ძალიან მახინჯურად გავაგებინე და მითხრა მეც იქით მოვდივარო და მაშინ ჩავისეირნოთთქო.

გაირკვა, რომ გერმანელი იყო. სწორედ ნიურნბერგიდან. გაიგო, რომ ფეხბურთზე ვიყავი და კარგად ვითამაშეთ. ვიცი აქ გიყვართ, მე არ ვგიჟდები, ჩვენებმა მოულოდნელად გერმანიის თასი რომ აიღეს ქალაქში დიდი სიხარული იყოო. რაღაც არასამთავრობოდან ყოფილა, დაკვირვებებს ვაწარმოებო, კარგად ვერ გავიგე. არ იყო ისე ცუდი ტიპი. ასე მითხრა, ბერლინი მაინც დედაქალაქიაო, მიუნხენიც კაიაო. ყველაზე კარგი მდინარის პირას ქალაქებია, იქ უფრო თბილი ხალხი ცხოვრობსო. აქაურობა მომწონსო.

მე ბოდიში მოვუხადე ჩემი ცუდი ინგლისურის გამო, თან პრაქტიკა მაკლია, მით უმეტეს ლაპარაკშიმეთქი. ძლივს ვპოულობდი სიტყვებს და ყველაფერს ვერ ვგებულობდი რასაც მეუბნებოდა. ცოტა ხანში მითხრა რა გინდა მშვენივრად ლაპარაკობ ინგლისურადო. კიდევ რაღაცეებზე ვიბაზრეთ, ვერ ვიხსენებ და მივუახლოვდით სითინეთს. გადაიყვანე, შევუშვი ნეტკაფეში, ჯიგრულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მადლობა გადამიხადა და მეც ამერის მაისურით შემოსილმა გავაგრძელე გზა, მაგრამ სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ…

ჩემს წინ ორი ბიჭი მოდიოდა, ერთს ეტყობოდა, რომ მაგარი მთვრალი იყო, უცებ ჩემსკენ წამოვიდა და ყელში მწვდა. ცოტა არ იყოს დავიბენი და რა გინდა მეთქი წარმოვთქვი, მერე ხელზე ხელი მოვკიდე და გაწიემეთქი. ჰო, სანამ შემეხებოდა, მოდი ააააქო იღრიალა. ისე დანა კი მედო ჯიბეში, შარია მაგ დროს ეგეთი რაღაც. ამ დროს მეორე მოვარდა და ხელი კრა. იმას უთხრა გაჩერდიო და მე მითხრა, მთვრალია წადი კაცურადო. მაგრად ნერვები მომეშალა და მიხედემეთქი ვუთხარი. ის ისტერიკაში იყო, და რაღაცეებს ლუღლუღებდა, ვინ ხარ, მოდი აქო… მოვტრიალდი, ამან კიდევ მითხრა წადიო, ცოტა უხეშად, უკვე ეს მეორეც არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნორმალური და შეგნებული ტიპი ჩანდა. სადრაც ორი წამი ვფიქრობდი, მოვტრიალდი და წამოვედი… თან ფეხს ვითრევდი, არ მიშვებდა… ძლივს ვყლაპე. იმ ყლემ წამოიძახა – ყლეებით აივსო ქალაქიო. დავეთანხმე და ჩვენს შორის ყლის დედაცმეთქი, არა მგონია რომ გაეგონათ. ახლაც არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად მოვიქეცი, რომ გავეცალე. მთელი დარჩენილი გზა ამაზე ვფიქრობდი. სამაგიეროდ, ის მახალისებდა რომ ზუსტად რამდენიმე წამით და ნაბიჯით მოვასწარი იმ გერმანელის შეცილება და ეს სამარცხვინო ფაქტი არ ნახა და ზედმეტად არ წაუხდა შთაბეჭდილება საქართველოზე. ეს კიდევ რა არის, უარესებით სავსეა ეს ქვეყანა და რა ვთქვა აბა, რომ გვეშველება? არა, არა და არა.

ექიმები შენს მოშორებაზე რომ არიან, თუ ფული არ გაქვს, თან ელემენტარულად რო ეზარებათ რჩევის მოცემა, მიუხედავად შენი მძიმე მდგომარეობისა და რო გეუბნებიან ყველაფერი კარგად არის, უკეთესობააო, მაშინ როცა ვეუბნები მარცხენა თვალით მაინც ვერ ვხედავ, ჯერ აქამდე რას ვხედავდი და მით უმეტეს ახლა, მიბრიცავს ტექსტსთქო და მაიცნ რომ ჰკიდიათ, ეგეც მაფიქრებინებს რომ არაფერი გვეშველება. ყველა სფეროში ასეა, იმიტომ რომ ზოგადად ხალხია ასეთი, ჩვენი ხალხი.

დღეს კი სამსახურის მერე გადავწყვიტე თიბისი-ში შემერბინა, რადგან კი ვიყავი დარწმუნებული, რომ შესატანი აპრილში მქონდა, მაგრამ მაინც გადავამოწმებმეთქი. ,შერბენა’ არ გამოვიდა, დიდი რიგი დამხვდა, მაგრამ კიდევ კარგი შევამოწმე, რადგან შესატანი 9-მდე მქონია, თან მობილურის ნომერიც შევაცვლევინე. შესულს ,კარისკაცი’ გოგო დამხვდა, თვალებს აჟუჟუნებს ხოლმე და ვიღაც ჩემსავით ნერვიულის მიერ დატოვებული ნომერი გადმომცა, ახალი არ აიღო, აგერ მაქვსო. 610 ნომერი იყო, თქვენ წინ რიგში 16 ადამიანიაო. წასვლა დავაპირე, მერე გადავიფიქრე, ხვალ დასვენებაა და როდისღა მოვალთქო.

მომაფიქრდა იდეა, პოპულიში გადავალ, ლუდს ვიყიდი და დაველოდები გარეთთქო. გადავედი, მეცხრეს წინ რომ პოპულია. ვიყიდე ლუდი ქარვა. ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში მცირე დეტალებს და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია მათ. გამყიდველმა გოგონამ გამოწერა ქვითარი, რომელსაც ხშირად იქვე ტოვებენ ხოლმე, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, რომ ვიფიქრე ეს ქვითარი აქ რომ დავტოვო უეჭველი მომაძახებს რამეს უკმაყოფილო ტონითთქო და ავიღე ქვითარი. გარეთ გამოსვლისთანავე ჩავაგდე იქვე ნაგვის ყუთში და მექანიკურად ის ბილეთიც მივაყოლე, რიგის ნომრით 610. უკვე მიწისქვეშასკენ რომ დავიძარი მივხვდი რაც გავაკეთე და დავიწყე ნაგვის ყუთში ყურება 😀 ის ფურველი არ ჩანდა კარგად, აქაც მივხვდი რას ვაკეთებდი, უძინარი და გათიშული ვიყავი, მეპატიება და დავიძარი ისევ თიბისი-სკენ. ახლა უკვე პრინციპის საქმე იყო, უნდა შევსულიყავი იქ. სულ მეკიდა ვიღაცეების მზერები, შევაჭერი ლუდის ბოთლით, თვალებჟუჟუნას ვუთხარი კიდე ხომ არ გაქვს ახალი ნომერითქო… არ ჰქონდა და ახალი აიღო – ნომერი 627 😀 აქ მივხვდი რომ დამერხა, მაგრამ გამოვედი გარეთ, გავაგრძელე ხლუდის წრუპვა და ლოდინი. დაახლოებით 25 წუთი ველოდებოდი ჩემს რიგს, საბედნიეროდ, ბევრი იქიდანაც წასული იყო და მართლა 17 კაცის ცდა არ მომიხდა, არადა ის 610 ძალიან მალევე აინთო ტაბლოზე. იმ 25 წუთშიც მოახერხეს გურჯებმა ხასიათის უფრო გაფუჭება, ვიღაც არც კომუნისტურად და არც გაპრანჭულად ჩაცმულმა ბიჭმა ჩამოიარა, ერთდჯერადი ხელსახოცით ცხვირი მოიხოცა და პირდაპირ ძირს დააგდო(ორი ნაგვის ყუთი იქვე იყო ეს დედა ატირებული ტო), მერე იქვე გემრიელად დააფურთხა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ ეს უნდა დამეწერა.

ჩემი ძმა და მეგობარი ზვიადა ხომ გახსოვთ წინა ,მე მივხვდი, რომ…’-იდან? ჰოდა, ეგ ზვიადა გორთან ავარიაში მოჰყვა, თავისი ბრალი იყო, მანქანა ამოუბრუნდა და მთლიანად დაილეწა, თავად კი ნაკაწრიც არ ჰქონდა, მსუბუქი ტვინის შერყევაა არ ითვლება, მაგაში ახალი არაფერი იყო ისედაც. აბა ზვიადას მანქანაზე დაჯდომა იქნებოდა?

Written by 1myway1

მარტი 7, 2011 at 3:13 PM