1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მე მივხვდი, რომ… 2

with 15 comments

დიდი ხანი მინდოდა ამის დაწერა და ბევრი მასალაც დამიგროვდა, მაგრამ ვხვდები, რომ, ყველაფერს არ დავწერ ახლა, რადგან ვიღაც წაიკითხავს და ეწყინება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც მეჩუხბება და ეს არ მინდა. ის რომ ასეთი რამე ხდება და თან მე უკვე ამას ანგარიშს ვუწევ, ნათელი დასტურია იმისა, რომ მართლაც არაფერი გვეშვდელება გურჯებსა და გრუზინებს.

ვერ გაუწევს ეს მეორე ნაწელი პირველს კონკურენციას, ამის მრავალი მიზეზია. ჯერ ერთი პირველი ყოველთვის პირველია. მერე მეორე, ის უფრო დუხით, თავისუფლად, ბუნებრივად და მონდომებით იყო დაწერილი, ეს ასე არ იქნება, მაგრამ მაინც ღირს გადაკითხვათ მგონი.

,მე მივხვდი, რომ…’-ის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, გაგრძელების დაწერება რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, როცა TBC ბანკში ვიყავი. მერე სულ მეზარებოდა, ხან დრო არ მქონდა, ხან განწყობა. და აი დღესაც TBC-ში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე დამეწერა ბოლო ბოლო.

მას ასე… მაშინ, როცა თიბისი-ში აღმოვჩნდი ძალიან დიდი რიგი დამხვდა, მაგრამ მახსოვს ფულის გადახდის ბოლო დღე მქონდა და სხვა შანსი არ იყო, თუ  არა ლოდინი. ლოდინი კი ისე არ მიყვარს. რომ  შეიძლება ძალიან ბევრი დავკარგო, მაგრამ წასვლა, მოძრაობა, რამის კეთება ვამჯობინო, ვიდრე ლოდინი, თუნდაც კარგი რამის. თუმცა იმ დღეს სხვა გზა მართლაც არ მქონდა. ჩემს წინ კი რიგში 20 კაცამდე იყო.

როგორც ჩანს, ბევრს ეჩქარებოდა, ბევრსაც მობეზრდა და როგორც ხდება ხოლმე, ნაწილი ხალხისა წავიდა ანუ რეალურად 20 კაციდან დარჩა დაახლოებით 10-12, რაც ასევე არა არის ცოტა. შევნიშნე, რომ ბანკში ეკა ხოფერია იყო, და გავიფიქრე რა კარგად გამოიყურება, ფორმაშიამეთქი. იმ დროს ის აუდიტორია თუ რა ჰქვია მის ახალ გადაცემას არ ვიცი ზუსტად ჯერ არ ჰქონდა ანუ ეს ის ეკა ხოფერია არ გახლდათ, რომელიც ერთ დროს ,ხოდში იყო’, ,კაკ ბი’ კაი ხნის გამქრალი იყო ტელესივრციდან. ცხადია, ვიღაც ნაცნობი შეხვდა, კარგი მაკიაჟით, კარგად ჩაცმული ქალბატონი. მათ შორის შედგა ,უწი პუწი’ საუბარი და გადაწყდა, რომ ერთმანეთი დიდ ხანს არ უნახავთ და ერთად ჩაის დალევდნენ ამ დღეებში, რომელიმეს სახლში.

ამ საუბარს აღარ გავაფორმებ, მეზარება, ისევე იმის გადმოცემაც თუ რა აუტანლად იწელებოდა რიგი, რა ნერვებისმომშლელი და დამღლელი იყო ეს ყველაფერი, თან მეჩქარებოდა.
თუმცა მეც, ეკაც და სხვებიც, რიგში ვიდექით. ხალხი ბევრი იყო, ყველა თანამშრომელი გაქაფული იყო საქმეში. მალე ერთ-ერთი მიუახლოვდა ხოფერიას და ჰკითხა, რამით ხომ ვერ დაგეხმარებითო. ამან სიტუაცია აუხსნა ანუ არც აპარატით შეიძლებოდა გადახდა და არც არაფერი, უშუალოდ ოპერატორი სჭირდებოდა. ის კლიზმა გოგო წავიდა და მალე ისევ მობრუნდა… ამასობაში ბანკში შემოვიდა, ასე 30 წლის ქალი, შეიძლება 2-3 წლით ახალგაზრდა, აიღო ბილეთი და უკმაყოფილოდ დახედა, გაიაზრა რა, რომ ბევრი ვიყავით მის წინ რიგში.

დრო გადიოდა, ხალხი კი თითქოს არ მცირდებოდა, ჯინზე. მე ნერვიულად მობილურს ვათამაშებდი, ფეხებს ვაცანცარებდი და ვწრიალებდი. ამასობაში კლიზმა გოგო დაბრუნდა, ხოფერიასთან მივიდა და წამობრძანდითო უთხრა. ესეც დათანხმდა, აბა რას იზამდა. საქმეში ჩაერთო გურჯული მარაზმი და მატრაკვეცობა. ცნობადი სახე, ურიგოდ გაატარეს, რათა მას ცუდი წარმოდგენა არ შექნმოდა და ცუდი მოგონება არ დარჩენოდა ბანკზე. ამანაც დამატებით ნერვებზე იმოქმედა და მივხვდი, რომ გრუზინებს არაფერი ეშველებათ.

თითქოს არაფერი ხომ? თითქოს ვამუქებ არა? არადა, სინამდვილეში მაგარი ცუდი მომენტია და ხოფერია აქ არაფერ შუაშია, თავში არ არის ყოველ შემთხვევაში. თან ეს ყველას დასანახად გაკეთდა. პროტესტის გრძნობაც გაჩნდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ვარ… გახსოვთ ის ქალი, შუალედში შემოვიდათქო რომ გითხარით? ჰოდა ამ ქალმა, რომელსაც პირობითად მგელი შევარქვათ, მაგრად შეგვისრულა, ჩვენ – ცხვრებს.

ეკა წავიდა, ნერვიულად ვუყურებდი ბილეთს, ვითომ არ ვიცოდი რა ნომერი მეჭირა და მერე მობილურს, სადაც დროს ვამოწმებდი, ყოველ ნახევარ წუთში. ჩემს წინ რიგში კიდევ 7 ადამიანი რჩებოდა. ჩემი ნომერი 514 იყო, ტაბლოზე აინთო 507, არავინ გამოეხმაურა.. მეორედ დააჭირა ოპერატორმა, ის წიწინა ხმა გაისმა ისევ და კვლავაც არავინ გამოეხმაურა. აინთო უკვე 508, არც აქ არავინაა, წავიდა ხალხი, დაიღალნენ ლოდინით, მაგრამ აი 510 და სხვები ჩემამდე, უეჭველი ვიცი რომ არიან, ისევე როგორც მერე მოსულები, თვალითაც გადავთვალე და თან სახეზე დამამახსოვრდნენ. ჰოდა აქ სცენაზე შემოვიდა ,მგელი’. მაშინ როცა 509 აინთო, ნაგლად მიაჭრა ოპერატორთან, ვითომ თვითონ ჰქონოდა ეგ ნომერი, არადა საუკეთესო შემთხვევაში 521 ან 522 ეჭირებოდა.

ტიპშამ იმენნა ნაგლად მიაჭრა, წინ ჩამიარა და დაიკიდა ისიც რომ კარგად დაინახა, რომ მე დავინახე მისი შემოსვლა. ჩამეღიმა და უცებ მომესმა ორი ქალის საუბარი, რომლებიც ერთად იდგნენ – ამან ახლა ვითომ ჭკუაში გვაჯობა? – ასე ჩაილაპარაკეს ქალებმა და დაიბოღმნენ. ყველა ფეხბურთელს ერთად ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავბოღმილვარ, უბრალოდ გამეღიმა და მართლა მივხვდი რომ არაფერი გვეშველება, განსაკუთრებით რის მერე იცით? მას მერე, რაც ეს გოგო მოტრიალდა და ყურებამდე გაბადრულმა დატოვა ბანკი, სახეზე ეწერა კმაყოფილება, ვითომ საოცრად კარგი საქციელი ჩაედინოს და სხვები დებილები ვიყავით და ვერ მივხვდით ან გავაყვანინეთ. უბედნიერესი იყო, თავი ყველაზე ჭკვიანი და მართალი ეგონა.

მე კი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დედა ვატირე ყველა ამ ფსიქოლოგიის მქონე ადამიანის, ვინც თვლის, რომ ამ ცხოვრებაში მგელი უნდა იყო🙂 ეგ თუ მგელობა და კაი ტიპობაა და ცხვარი ვიყო სამუდამოდ. განსაკუთრებით ვგიჟდები ქალებს რომ ვხედავ ეგეთი ფსიქოლოგიით. არადა არიან მეგობრებო და როგორ ბევრნი რომ იცოდეთ…

ეს ახალი წელი ყველაზე მძიმე იყო, იმიტომ რომ ვერ ვსვამდი და როცა ვერ სვამ, ახალი წელი ყოფილა ყველაზე მძიმე. ღამე ტელეფონს ვრთავდი ხოლმე, რომ არავის დაერეკა და მიმალვაში ვიყავი ერთი სიტყვით. ვიჭყიპებოდი წამლებით, რომლებმაც დიდი ვერაფერი იმოქმედეს მაინც და ვბრაზდებოდი ამ სიტუაციაზე. ერთადერთხელ გავედი ვინმესთან, ისიც 5 იანვარს მგონი და ისიც დღე დამიკავშირდნენ და ისეთმა ადამიანმა მითხრა გამოდიო, რომლისთვისაც უარის თქმა გამიტყდა და ახსნა და პრანჭვაც არ დავიწყე. ამ ადამიანს ფართო საზოგადოება ,სვანი’-ს სახელით იცნობს. უბრალოდ, სვანი და ამით ყველაფერი ნათქვამია. გავედი(თ) სვანთან და რამდენიმე საათში მოვბრუნდი სახლში.

ეს პრევიუ საჭირო იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ – მე მივხვდი, რომ არაფერი გვეშველება. რამდენიმე დღეში, ახლადდაოჯახებულმა ძმაკაცმა გადაწყვიტა პარკში გასეირნება და მეორე ძმაკაცმა დამირეკა, გამოდი გავისეირნოთო. არ მახსოვს სახლსი არ ვიყავი თუ რაღაც საქმე მქონდა, მაგრამ, ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი ამ ჩემს უბნელებსა და ბავშვობის ძმაკაცებს. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ვაკის პარკში გასეირნება გავაპრავო და ვინმეს ავტობუსით მოსული სულით პროვინციელი არ ვეგონო, რომელსაც ვაკის პარკში გავლა მაგარი პონტი ჰგონია, უბრალოდ ახლოსაა ჩვენს სახლებთან.

მოკლედ, მოგვიანებით შევუერთდი ბიჭებს და იმ ახლადდაოჯახებულმა ძმაკაცმა, რომელსაც ახალ წელს სტუმრობაზე უარი ვუთხარი, რადგან არ გამიტყდა მასთან(საერთოდ ასე დროს უარის თქმა მაგარი გოიმობა და უზრდელობა მგონია), მკითხა – ჰა, რო ვერ სვამდი ძალიან დეპრესიაში იყავი თუ ისე რაო… ძალიანმეთქი ვუპასუხე და მოკლედ ავუხსენი სიტუაცია. აგერ მე და არჩილა(მეორე ძმაკაცი, რომელმაც დამირეკა და ჩვენთან ერთად იყო), ერთ კაცთან ვიყავით გასულები და ისიც იმისთვის უარის თქმა გამიტყდა თორემ არსაც ვაპირებდი გასვლასთქო. რატომ გაგიტყდა უარის თქმაო მკითხა… ამასობაში, რაგბისტებმა ჩაგვირბინეს, რომლებიც ვარჯიშობდნენ, ჩვენ კი იმ ჭიშკარში შევედით, ლოკომოტივისკენ გზაზე რომ არის ბილიკის დასრულებისას. ძნელი ასახსნელი იყო და მოკლედ ვუთხარი, ისეთმა კაცმა დამირეკა უარს ვერ ვეტყოდითქო, როგორ გინდა ,სვანს’ უარი უთხრა არ გამოდიოდათქო და თან არჩილას გავხედე, ის მიხვდებოდა უფრო, რადგან ეს ,სვანს’ არ იცნობს. ალბათ ხვდებით, რომ აქ საუბარი იყო ადამიანის მეტსახელზე და მასთან ურთიერთობაზე ანუ არა ისეთ ახლოზე, რომ მეთქვა გიჟი ხო არ ხარ სად გამოვიდე შემეშვითქო. თორემ რადგან სვანია წარმომავლობით ის კი არ მიგულისხმია. ამ დროს იქვე სიახლოვეს ორი ტიპი მოდიოდა და შევატყვე ერთი მიყურებდა… რაღაცას მივხვდი და მეც ჯინაზე უფრო ხმამაღლა ვთქვი, გამოთქმით – აბა სვანს უარი როგორ უნდა უთხრა!
ჰოდა ამ დროს, იმ ორიდან ერთის გაშეშებული სახე დავინახე და უცებ ამბობს – რა იყო, ხშირად გირეკავენ სვანები? თან ამ სიტყვებ ისე ამბობს, როგორც სვანებმა იციან. აი აქ კინაღამ გავჭედე, თან გამიხარდა რომ ჩემმა ინტუიციამ ისევ გაამართლა და თან გავბრაზდი, შე დედა მიდგმულო, სხვის საუბარს რა პონტში უსმენ ან რა პონტში ერევი, მით უმეტეს რომ შინაარსი ვერ გაგიგია და ან ვაბშე ვინ გიშვება რაღაც დასკვნას რომ აკეთებ და იწელები… მალევე ვუპასუხე – კი ხშირად მირეკავენ და კიდევ დამირეკავენ, ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ, რამე პრობლემა გაქვსმეთქი? – ამ დროს ის მეორე წინ გადაუდგა, იდეაში შეაკავა თუ რა ქნა არ ვიცი, მაგრამ იმას აბსოლუტურად შეუგნებლის სახე ჰქონდა და იდგა გაშეშებული, კაცი იყო 50-სჩემტა. კახნოს თუ ვენდობით, რაგბისტების მწვრთნელიო – ჩვენ სამნი ვიყავით. ის მეორე ცოტა შეგნებული გამოდგა. არჩილამ დაიწყო ბაზარი – შარია ეს კაცი, ჩვენთვის ვსეირნობდით, მოხვედი და წამებში ეგრევე შარი აიკიდეო. მე ჩემთვის მივიგინე და გავაგრძელეთ მსვლელობა ლოკომოტივის სტადიონისკენ და მის გარშემო.
აბა, ამის მერე გვეშველება რამე?

იმ დღეს ბაზრობიდან მოვდიოდი, როზეტკები და რაღაცეები ვიყიდე, რომ აფერისტი ხელოსანი დამეკმაყოფილებინა და მარშრუტკაში ჩემს უკან ორი გოგო იჯდა. იმათ ტყლარჭია საუბარს ვერ და არ გავიხსენებ ბოლომდე, ერთმა მეორეს ჩაუდო ჩანთაში რაღაც შენაძენები და ამან დაიწყო პრუწვა😀 ამივსო ჩანთა ,კარდონებიიით’ და თან ეს გატყლარჭული ,იიი’ რო მომხვდა ყურში კინაღამ მოვბრუნდი და ვუთხარი, ჰა მოდი მოგაკიდინებ და დამვშიდდები ცოტათქო. მერე მესამეს დაურეკეს, კანაპეში ჩამოდი 15 წუთში – დროზეეეეე. ცუდად ვხდებოდი, მათი საუბრის მოსმენისას. პიკი იყო, როცა გაარკვიეს, რომ მარშრუტკა პავლოვზე ვერ მოხვდებოდა ბულაჩაურიდან და ვაჟადან 200 მეტრის გავლა ფეხით მოუხდებოდათ, ერთმა დაიწყო წუწუნი – აუუუ, ფეხით უნდა გავიაროთ შენი გულისთვისო. ძალიან ძნელი იყო… მაგრამ მერწმუნეთ უარესებიც არსებობენ, ზოგისთვის საერთოდ მარშრუტკაც გრეხია, მარტო ტაქსი, თუ საკუთარი მანქანა, დედიკო ან მამიკო ანაც მძღოლი არ არსებობენ. კიდევ მესამე კასტაა, მამალი პროვინციელები, ერთმანეთზე უარესები არიან.

პროვინციელზე გამახსენდა, ერთი ასეთი ამოვიდა რამდენიმე დღის წინ ასევე მარშრუტკაში. ჩემს უკან დაჯდა და ისტერიულ რეკვას რო ატეხავენ ხოლმე. დაურეკა დაქალს, და – გოგო როგორ მომენატრეეეე, რაღაი შენი ხმა გავიგე, მეგონა მოკვდიიიიი – და ამ ტყლარჭვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა – გაგიგე ყველაფერი, ერთად არიანო ეხლაო, დიდი ხანი არ არისო, აბა აბაა… როგორც მივხვდი, იმ გოგოს აინტერესებდა ვიღაც ბიჭის ამბავი, რომელიც ამან დიდი მონდომებით გაუგო. რით არის ხალხი დაკავებული შეიძლება გაგიჟდე ან რას ჰგავდა ეს უბედური. მერე დაიწყო მთავარი – შენ რას შრვები? იმასთან ერთად ხარ ხო ისევ? ჰა, იმასთან ერთად ხარ? აუ რა ქვია? ხო იმასთან ერთად ხარ? – მსგავსი კითხვა დაუსვა ერთი ცხრაჯერ და იმანაც შეგნებულად არ უპასუხა მგონი. მერე იძულებული გახდა ეს ეთქვა, არ მახსოვს რა ჰქვია შენს შეყვარებულს, აი ის ბიჭი რომ მანახე, ხო ისევ იმასთან ერთად ხარო… რითი ცხოვრობს ტიპშა კაიფობთ? (აუ ისე ეს ,კაიფობ?/ღადაობ?’ ასევე უკვე ნერვებზე მოქმედებს, ოღონდ თუ გატყლარუჭული ამბობენ). ახლა რა ხდება, იმ მეორე გოგოს ალბათ მაგარი იმიჯი აქვს, რომ ბიჭებს მოსწონთ და ფეხებშუა იბამს და მაგრი ვინმეა და ეს ჰყავს დაბოლებული ამ თავისი იმიჯით, ეს კი ედაქალება და თან შურს… იმან უპასუხა, კისკისით რაღაც და ეს აფეთქდა… რააა? მომატყუე? არ გაპატიეეეებ… ამის გამო ერთი გაჩერებით ადრე ჩავედი და ფეხით ვიარე. მეც კაი დებილი ვარ, ხომ ვამბობ არაფერი გვეშველებამეთქი.

იქამდე მთვრალი სოფლელი გაიჩითა მარშრუტკაში, ურეკავდა ცოლს, რომელიც შორდება და ეკითხებოდა ბავშვი ხო კარგად არის, ჩემზე რამე ცუდს ხომ არ ეუბნები, გაგიხეთქავ თავს გოგოო… მერე ბავშვს ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, მამა მალე ჩამოვალ და მაგარ სათამაშოს ჩამოგიტანო. საწყალი, კაი გრადუსში იყო და დაუწყო მძღოლს გამოლაპარაკება, მძღოლი უარესი მარაზმატიკი გამოდგა და რაღაც მაგარი უთხრა, იქვე ჩავინიშნე, მაგრამ ის ფურცელი დამეკარგა მერე და არც მახსოვს. ერთი მახსოვს, სანამ ახალგაზრდა ხარ უნდა მოასწროო, მე ჰოპ-სტოპზე მყავს ქალი, როომლის ცოლად მოყვანაც გადავწყვიტეო. ამ ბიჭმა უთხრა, ეს მესამე ცოლია ჩემი და ცხადია მეოთხესაც მოვიყვან, დედაჩემი გიჟს გავს, რეკორდს მოხსნი შენო. ბიჭო ის პროვინციელი გოგოც კი ხვდება, რომ ამ კრეტინს ბავშვი უნდა აჩვენოს, ის მარაზმატიკი მძღოლიც კი უფრო შეგნებულ რეჩებს არტყამდა, მარაზმებთან ერთად და მე რა დავაშავე ესეთი ან ასეთი ჯიშის ხალხი სად ვიპოვე… აუცილებლად ძალა აღმართს ხნავს და რადიკალურ ზომებს უნდა მივმართო?

მარშრუტკებზე კიდევ ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ მეზარება მოყოლა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სამსახურ(ებ)ზე მაქვს ძაააალიან ბევრი მასალა, მაგრამ ვერ და არ მოვყვები, რადგან ვინმე წაიკითხავს და ეწყინება და პრობლემა შეიქმნება. ჰოდა უკვე ასეთ რაღაცას რომ ვაქცევ ყურადღებას და არ ვწერ, ესეც იმის მეტყველია, რომ არაფერი გვეშველება. უბრალოდ, გუშინ სამსახური არ გქონდეს და დღეს უკვე ამბიციები გახრჩობდეს და თავი მაგარი გეგონოს არ ვიცი… მაგიჟებს ასეთი ხალხი. კიდევ უფრო უარესია, უვიცები, რომლებსაც თავი პროფები ჰგონიათ, არავის შენიშვნებს არ ითვალისწინებენ და რადგან ტელევიზორში ,ჩანან’ თავი ზეადამიანები ჰგონიათ. თქვენ მსმენელ/მაყურებელი უკეთესი ხომ არ გგონიათ? ვიღაც უზრდელი უტვინო ბავშვები ან მარაზმატიკი, ბოღმა უფროსები, უმეტესობა ასეთია. რომლებსაც ჰგონიათ რომ მაგრა ერკვევიან საკითხში, ყველაფრით უკმაყოფილონი არიან, აბსურდულ შეიშვნებს იძლევიან და ბოღმა ახრჩობთ. რაღა შორს წავიდე, ზოგი ნაცნობია ასეთი და უცხოსი რატომ უნდა გამიკვირდეს. ამას ემატება, შენიშვნები შენიშვნებისთვის, უსაქმურების გაპრავებული საქმე, რომ რაღაცით თავისი ყოფნა გაამართლონ, მარაზმატიკული იდეები, უსამართლო გადაწყვეტილებები/მიდგომები… და ერთი სიტყვით სრული დომხალია, არც მინდა გაგრძელება. დამიჯერეთ ვისაც შანსი გაქვთ, გაიქეცით ამ ქვეყნიდან. დიდი ხანი არაფერი გვეშველება, ხოლო ვისაც ჰგონია, რომ მე საქართველო არ მიყვარს და სხვანაირად გაიგებს ამ მოწოდებას, გავარტყი ყველა ასეთს.

შეგპირდით, ზაკონ ნე პოდლოსტი-ში რომ ნიურნბერგზე რაღაც ისტორიას გავიხსენებ კიდევ ერთხელთქო და აგერაა: საფეხბურთო კლუბი ამერი ბელხატუვს მასპინძლობდა და პოლონეთში წაგებული მოუბრუნა, კარგად ითამაშა, მაგრა პენალტებში წავაგეთ მაინც. მეგობრებმა დამირეკეს მერიასთან რესტორანსი ვართ და მოდიო. ფული საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ასევე, სპორტულებში ჩაცმული წავედი, ძმაკაცმა გამიყოლა იქამდე. ვსვით, ვჭამეთ და გამოსვლისას ერთი მიხვდა, გზის ფულს მაძლევდა, არ გამოვართვი, არ მინდათქო. ფეხიით სიარული მაინც მიყვარს და მიხუედავად დაღლილობისა დავაწექი ფეხით სახლისკენ.

სადღაც კინოს სახლთან რომ მივედი, უცხოელი გამომელაპარაკა. ინტერნეტ კაფე სურდა. ცოტა დავიბენი და ჩემი დამტვრეული ინგლისურით რაღაცეები ვუთხარი, ყველაზე ახლო, თან ღამეც რომ მუშაობდეს, სითინეთი თუ რაღაც რომაა ვარაზის ხევთან ის გამახსენდა. ძალიან მახინჯურად გავაგებინე და მითხრა მეც იქით მოვდივარო და მაშინ ჩავისეირნოთთქო.

გაირკვა, რომ გერმანელი იყო. სწორედ ნიურნბერგიდან. გაიგო, რომ ფეხბურთზე ვიყავი და კარგად ვითამაშეთ. ვიცი აქ გიყვართ, მე არ ვგიჟდები, ჩვენებმა მოულოდნელად გერმანიის თასი რომ აიღეს ქალაქში დიდი სიხარული იყოო. რაღაც არასამთავრობოდან ყოფილა, დაკვირვებებს ვაწარმოებო, კარგად ვერ გავიგე. არ იყო ისე ცუდი ტიპი. ასე მითხრა, ბერლინი მაინც დედაქალაქიაო, მიუნხენიც კაიაო. ყველაზე კარგი მდინარის პირას ქალაქებია, იქ უფრო თბილი ხალხი ცხოვრობსო. აქაურობა მომწონსო.

მე ბოდიში მოვუხადე ჩემი ცუდი ინგლისურის გამო, თან პრაქტიკა მაკლია, მით უმეტეს ლაპარაკშიმეთქი. ძლივს ვპოულობდი სიტყვებს და ყველაფერს ვერ ვგებულობდი რასაც მეუბნებოდა. ცოტა ხანში მითხრა რა გინდა მშვენივრად ლაპარაკობ ინგლისურადო. კიდევ რაღაცეებზე ვიბაზრეთ, ვერ ვიხსენებ და მივუახლოვდით სითინეთს. გადაიყვანე, შევუშვი ნეტკაფეში, ჯიგრულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მადლობა გადამიხადა და მეც ამერის მაისურით შემოსილმა გავაგრძელე გზა, მაგრამ სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ…

ჩემს წინ ორი ბიჭი მოდიოდა, ერთს ეტყობოდა, რომ მაგარი მთვრალი იყო, უცებ ჩემსკენ წამოვიდა და ყელში მწვდა. ცოტა არ იყოს დავიბენი და რა გინდა მეთქი წარმოვთქვი, მერე ხელზე ხელი მოვკიდე და გაწიემეთქი. ჰო, სანამ შემეხებოდა, მოდი ააააქო იღრიალა. ისე დანა კი მედო ჯიბეში, შარია მაგ დროს ეგეთი რაღაც. ამ დროს მეორე მოვარდა და ხელი კრა. იმას უთხრა გაჩერდიო და მე მითხრა, მთვრალია წადი კაცურადო. მაგრად ნერვები მომეშალა და მიხედემეთქი ვუთხარი. ის ისტერიკაში იყო, და რაღაცეებს ლუღლუღებდა, ვინ ხარ, მოდი აქო… მოვტრიალდი, ამან კიდევ მითხრა წადიო, ცოტა უხეშად, უკვე ეს მეორეც არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნორმალური და შეგნებული ტიპი ჩანდა. სადრაც ორი წამი ვფიქრობდი, მოვტრიალდი და წამოვედი… თან ფეხს ვითრევდი, არ მიშვებდა… ძლივს ვყლაპე. იმ ყლემ წამოიძახა – ყლეებით აივსო ქალაქიო. დავეთანხმე და ჩვენს შორის ყლის დედაცმეთქი, არა მგონია რომ გაეგონათ. ახლაც არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად მოვიქეცი, რომ გავეცალე. მთელი დარჩენილი გზა ამაზე ვფიქრობდი. სამაგიეროდ, ის მახალისებდა რომ ზუსტად რამდენიმე წამით და ნაბიჯით მოვასწარი იმ გერმანელის შეცილება და ეს სამარცხვინო ფაქტი არ ნახა და ზედმეტად არ წაუხდა შთაბეჭდილება საქართველოზე. ეს კიდევ რა არის, უარესებით სავსეა ეს ქვეყანა და რა ვთქვა აბა, რომ გვეშველება? არა, არა და არა.

ექიმები შენს მოშორებაზე რომ არიან, თუ ფული არ გაქვს, თან ელემენტარულად რო ეზარებათ რჩევის მოცემა, მიუხედავად შენი მძიმე მდგომარეობისა და რო გეუბნებიან ყველაფერი კარგად არის, უკეთესობააო, მაშინ როცა ვეუბნები მარცხენა თვალით მაინც ვერ ვხედავ, ჯერ აქამდე რას ვხედავდი და მით უმეტეს ახლა, მიბრიცავს ტექსტსთქო და მაიცნ რომ ჰკიდიათ, ეგეც მაფიქრებინებს რომ არაფერი გვეშველება. ყველა სფეროში ასეა, იმიტომ რომ ზოგადად ხალხია ასეთი, ჩვენი ხალხი.

დღეს კი სამსახურის მერე გადავწყვიტე თიბისი-ში შემერბინა, რადგან კი ვიყავი დარწმუნებული, რომ შესატანი აპრილში მქონდა, მაგრამ მაინც გადავამოწმებმეთქი. ,შერბენა’ არ გამოვიდა, დიდი რიგი დამხვდა, მაგრამ კიდევ კარგი შევამოწმე, რადგან შესატანი 9-მდე მქონია, თან მობილურის ნომერიც შევაცვლევინე. შესულს ,კარისკაცი’ გოგო დამხვდა, თვალებს აჟუჟუნებს ხოლმე და ვიღაც ჩემსავით ნერვიულის მიერ დატოვებული ნომერი გადმომცა, ახალი არ აიღო, აგერ მაქვსო. 610 ნომერი იყო, თქვენ წინ რიგში 16 ადამიანიაო. წასვლა დავაპირე, მერე გადავიფიქრე, ხვალ დასვენებაა და როდისღა მოვალთქო.

მომაფიქრდა იდეა, პოპულიში გადავალ, ლუდს ვიყიდი და დაველოდები გარეთთქო. გადავედი, მეცხრეს წინ რომ პოპულია. ვიყიდე ლუდი ქარვა. ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში მცირე დეტალებს და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია მათ. გამყიდველმა გოგონამ გამოწერა ქვითარი, რომელსაც ხშირად იქვე ტოვებენ ხოლმე, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, რომ ვიფიქრე ეს ქვითარი აქ რომ დავტოვო უეჭველი მომაძახებს რამეს უკმაყოფილო ტონითთქო და ავიღე ქვითარი. გარეთ გამოსვლისთანავე ჩავაგდე იქვე ნაგვის ყუთში და მექანიკურად ის ბილეთიც მივაყოლე, რიგის ნომრით 610. უკვე მიწისქვეშასკენ რომ დავიძარი მივხვდი რაც გავაკეთე და დავიწყე ნაგვის ყუთში ყურება😀 ის ფურველი არ ჩანდა კარგად, აქაც მივხვდი რას ვაკეთებდი, უძინარი და გათიშული ვიყავი, მეპატიება და დავიძარი ისევ თიბისი-სკენ. ახლა უკვე პრინციპის საქმე იყო, უნდა შევსულიყავი იქ. სულ მეკიდა ვიღაცეების მზერები, შევაჭერი ლუდის ბოთლით, თვალებჟუჟუნას ვუთხარი კიდე ხომ არ გაქვს ახალი ნომერითქო… არ ჰქონდა და ახალი აიღო – ნომერი 627😀 აქ მივხვდი რომ დამერხა, მაგრამ გამოვედი გარეთ, გავაგრძელე ხლუდის წრუპვა და ლოდინი. დაახლოებით 25 წუთი ველოდებოდი ჩემს რიგს, საბედნიეროდ, ბევრი იქიდანაც წასული იყო და მართლა 17 კაცის ცდა არ მომიხდა, არადა ის 610 ძალიან მალევე აინთო ტაბლოზე. იმ 25 წუთშიც მოახერხეს გურჯებმა ხასიათის უფრო გაფუჭება, ვიღაც არც კომუნისტურად და არც გაპრანჭულად ჩაცმულმა ბიჭმა ჩამოიარა, ერთდჯერადი ხელსახოცით ცხვირი მოიხოცა და პირდაპირ ძირს დააგდო(ორი ნაგვის ყუთი იქვე იყო ეს დედა ატირებული ტო), მერე იქვე გემრიელად დააფურთხა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ ეს უნდა დამეწერა.

ჩემი ძმა და მეგობარი ზვიადა ხომ გახსოვთ წინა ,მე მივხვდი, რომ…’-იდან? ჰოდა, ეგ ზვიადა გორთან ავარიაში მოჰყვა, თავისი ბრალი იყო, მანქანა ამოუბრუნდა და მთლიანად დაილეწა, თავად კი ნაკაწრიც არ ჰქონდა, მსუბუქი ტვინის შერყევაა არ ითვლება, მაგაში ახალი არაფერი იყო ისედაც. აბა ზვიადას მანქანაზე დაჯდომა იქნებოდა?

Written by 1myway1

March 7, 2011 at 3:13 pm

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვაბშე რას ვატყობ იცი, განსაკუთრებით იმის მერე რაც წამოვედი და ვთქვათ აქაურ და ქართულ საზოგადოებას ვადარებ (ნუ ჰოლანდიური საზოგადოება კარგად ვიცი თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ელემენტარული ქუჩაში როგორ იქცევიან, იმაზე დაკვირვებით ვამბობ)

    1.ჩვენთან გაცილებით აგრესიული ხალხი დადის ქუჩაში (თუნდაც, შენ რაც მოყევი, ის მთვრალი ყელში გწვდა და გინება დაიწყო ხო? აქ კიდე, გუშინ ღამით მოვდიოდი სახლში და ვიღაც ნასვამი ტიპი მორბოდა ჩემი მიმართულებით, დამეჯახა და ჩამეხუტა😀, გამოვშტერდი, მეთქი გაიარე-თქო და წავიდა. ნუ ეს ერთი კონკრეტული მაგალითია, მაგრამ მაინც),

    2. ყველას სხვის საქმეში ერევა და გეგონება რო არავის თავისი საკუთარი ცხოვრება არ აქვს (თუნდაც, ის ვაკის პარკის ინციდენტი, რო მოყევი)

    და 3. საზოგადოებაში არსებულ წესებს ჩვენ არ ვიცავით ხშრად, ჰოლანდიელები კი (თუნდაც ის ‘მგელი’ ქალი თიბისიში, აქ კიდე ხშირად ქუჩა სულ ცარიელია, მაგრამ სანამ ფეხითმოსიარულეებისთვის მწვანე არ აინთება არ გადადიან, ან კიდე მანქანის მძღოლები, ყველა არა, მაგრამ 80% მაინც, რო დაგინახავს რომ ტროტუარზე დგახარ ქუჩის პირას და გადასვლას აპირებ, აჩერებს და გატარებს (თუ ვთქვათ იქვე ახლომახლო შუქნიშანი არაა).

    andria

    March 7, 2011 at 3:41 pm

  2. აი შენს მიერ მოყვანილი პატარა მაგალითი მთვრალ კაცზე, იდეალურად ასახვას სხვაობას, მოკლედ და კონკრეტულად. მიუხედავად იმისა, რომ კარგი და ცუდი ყველგანაა და ისიც გვსემის, რომ ჩვენთან მეტი მიზეზი აქვს ხალხის გაბოროტების, მაგრამ ესეც ჩვენი ბრალია.

    ეს არის მოწამლული საზოგადოება,. დაავადებული, რომელსაც მეტასტაზები აქვს წასული და მდგომარეობა უიმედო მეჩვენება მე.

    არც ის მინდა, რომ რობოტი ვიყო მთლად, კნოპკაზე დაჭერის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდე, ინგლისური ერთადერთი ენა მეგონოს ქვეყანაზე ან პოლონეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილი მეგონოს, მაგრამ ეს გურჯებს არ ამართლებს.

    1myway1

    March 7, 2011 at 4:01 pm

  3. კიდე დაწერე გუდმენ, შენი გერევიხადე წეხან და გეკუთვნს ძმაო!

    რაც შენია შენია, ფული ხო გერევიხადე?
    🙂

    lomski

    March 7, 2011 at 4:13 pm

  4. ეგ მაგარი კაცი იყო და კიდევ ჩუტლაშვილი, ავრანეთში რომ ომობდა😀

    1myway1

    March 7, 2011 at 4:17 pm

    • ეგ საიდან გახსოვს🙂

      გენერალი გარი🙂

      lomski

      March 7, 2011 at 4:19 pm

  5. ბიჯო, სად გადაეყრები ხოლმე ასეთ ხალხს და ამბებს?🙂

    მეც ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ?😀 თუ მეშლება რამე?😀

    მე მგონი ყრუ და ბრმა ვყოფილვარ🙂

    blumgardt

    March 7, 2011 at 4:22 pm

  6. ახლა ჩემი თავის მიკვირს, რატომ ვერ ვამჩნევ ამ ყველაფერს

    blumgardt

    March 7, 2011 at 4:26 pm

  7. უF, კიდევ რამდენია რომ იცოდე😀
    ხო ეგ მართლა შემიძლია მგონი, რაღაცეების შემჩნევა, მაგრამ ბევრს ვფანტავ, გამოყენება უნდა😀

    1myway1

    March 7, 2011 at 4:35 pm

  8. შენს აფერისტ სანტექნიკს თუ ვიღაცაა კიდე არ დაუმთავრებია საქმე თუ რა უნდა შენგან?😀

    nick_el_son

    March 7, 2011 at 6:21 pm

  9. 10 ლარი დამრჩა მაგის ვალი და კიდევ 5 როზეტკა აქვს გამოსაცვლელი, მაგაშიც გამწეწავს😀 ეს ამ ეტაპზე და მერე ვნახოთ, ათასი რამეა კიდევ
    მაგრამ მაინც ჩუვაკია კუწუნი, მე ასე შევარქვი ბავშVობაში ,ისე კარლოს ეძახიან, სინამდვილეში კი კარენი ჰქვია😀

    დღეს მოსულა, ხელფასი არ აუღიაო? რა კაცია, რო გჭირდება ვერ დაიჭერ და დღეს თავისით მოსულა

    1myway1

    March 7, 2011 at 6:27 pm

  10. რატი, შენ ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადატრიალდი ლოგინში და მაგრად შეამჩნევ😀

    ავტობუსში და მარშუტკაში მაგის მეტს კი არაფერს ვაკეთებ, გინდა-არგინდა სხვების საუბარი გხვდება ყურს.

    guniah

    March 7, 2011 at 6:38 pm

  11. ჩვენ ავაშენებთ….

    ოყნებიის ქალააქს, ოყნების ქალააქს. (music)

    p.s.ეძღვენა იმ კლიზმა ქალს :დ

    endeblogi

    March 7, 2011 at 9:03 pm

  12. ბუჯო ამ პოსტს მე მივხვდი კი არა მე ვიცი რომ უნდა ერქვას🙂 ან კაკ მინიმუმ მე დიდი ხანია მივხვდი რომ.

    “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” ყველაზე მეტად შეეფერება ამ სიტუაციას🙂

    ეს ისე და მე ფეხი მომირჩა😀 და ფეხბურთი მეთამაშება ვჰქმნათ რამე.

    cucqa

    March 11, 2011 at 7:27 am

  13. 😀
    რავა ხარ ცუცქა
    ბიჯო ფეხბურთი მეც მეთამაშება, მაგრამ ამიკრძალეს, ადრეც აკრძალული მქონდა, ახლა უფრო ამიკრძალეს😀😀 ჰოდა ისინი გამოაფხიზლე და შეიკრიბეთ

    1myway1

    March 11, 2011 at 8:30 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: