1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ბოლო ნახევარი ღერი

with 7 comments

11 მარტს სიგარეტისთვის თავის დანებების წლისთავს აღვნიშნავ ))) როგორც ყველა ამბავში, რეკორდში, სერიაში… აქაც არის რაღაც მცირე ლაფსუსი. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე ნაფაზი 2010 წლის 14 მარტს დავარტყი და არა 11-ში. თუმცა რადგან კიდევ ერთხელ გადაგდება 11-ში პახმელიაზე მყოფმა გადავწყვიტე და 14-ში ჩემივე გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირე, ამ დიადი მოვლენის დღედ 11 მარტს მივიჩნევ, თან მართლაც ხომ უნდა იყოს რამე ლაფუსისი )))

ყველაფერი ასე მოხდა: 11-ში პახმელიაზე გავიჭვიძე, გული მეკუმშებოდა და ნიკოტინი მახრჩობდა, იმდენი მქონდა მოწეული სმის დროს. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის გგონია, რომ აღარც სიგარეტს გაეკარები არასდროს და აღარც სასმელს, მაგრამ ეგ რიჟა ბაზარია. მე მართლა მინდოდა დანებება და დიდი ხანი მივდიოდი ამისკენ. თან სულ ჩემი პრინციპულობითა და ნებისყოფით ვბლატაობ, ვითომ დიდად საქები და სასარგებლო იყოს, ჰოდა როგორ ვერ უნდა დავანებომეთქი…

ჩემი მთავარი პრობლემა სიგარეტთან მიმართებაში ყოველთვის უქმად ყოფნა ან რამის ლოდინი იყო. ასეთ დროს ვგიჟდები, მირჩევნია მთელი დღე რამე კონკრეტული საქმე მქონდეს, ვიდრე ვიჯდე და რაღაცას ველოდო, სწორედ ასეთ დროს ვიტაკებდი ხოლმე სიგარეტს. 14 მარტს რა? სად? როდის?-ის პირველი ლიგის ტურზე ვიყავი, რამდენადაც მახსოვს. მარტისთვის ჩვეული უაზრო ამინდი იყო, წვიმა და სუსხი. რაღაც პაუზა იყო დარბაზში, გაიწეალ, მეც სიგარეტი მომინდა და ეშმაკივით თანამოაზრე გამიჩნდა – ჩიქო.

ჩიქოს ზოგი იცნობთ, ბევრი არა. იმ ბევრს გეტყვით რომ ჩიქო ჭეშმარიტად ,დიდი კაცია’, ოქროს ქორწილში თამადა იყო, მაგრამ თავად ლუდის ბაკალის ხელაა, ჩვეულებრივის კი არა, აი დიდი ბაკლები როა. დაზიპულია და შიგნით ეტევა ბევრი კარგი რამ, სეხლგვარიც მქუხარე აქვს – მურთაზ ჩიქოვანი!
სიგარეტი ცხადია არ გვქონდა და ერთი ღერი ვიშოვეთ, გავედით შემოსასვლელთან, უკვე ჩამობნელებული იყო, ციოდა. ჩვენ კი ეს ერთი ღერი სიგარეტი გვქონდა გასათბობად, მაგრამ მესამე თუ მეოთხე ნაფაზზე, როცა საშინლად ჩამიწვა ისევ ყელი 2 დღის მოუწეველზე, გავიფიქრე ამის დედაც მოვდგან, არ მინდა და რატომ ვეწევი ისევ? მივეცი ჩიქოს, არაფერიც მითქვამს, რომ არ დავთარსულიყავი და მერე მეგობრების დაცინვა არ დამემსაცურებინა – ვის დანებებია რომ შენ დაანებო… მერამდენედ ანებებ? – და ასე შემდეგ. მხოლოდ 2-3 კვირის მერე გახდა აშკარა რომ აღარ ვეწეოდი, მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ, მალე დაიწყებო, მაგრამ აგერ, ერთი წელი გავიდა… ასე ჩვეულებრივად დავანებე მოწევას თავი და კიდევ ერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ როცა მინდა, შემიძლია ამის გაკეთება.

მახსოვს როგორ მოვწიე პირველად 9 წლის ასაკში(მოყოლილიც მაქვს). ცოტა ხანი ვმაიმუნობდი, მაგრამ მერე შევწყვიტე, თუმცა 11 წლისამ ისევ განვაახლე და 13-სამ ისევ შევწყვიტე. ოღონდ მაშინ მსუბუქი დატვირთვით ვეწეოდი ცხადია. მახსოვს როგორ ჩამიშვა ვიღაც მეზობელმა, რომელმაც აივანზე დამინახა ასტრად როგორ ვაბოლემდი და მერე ქამრით როგორ გამლახა ბებიაჩემმა. მახსოვს როგორ მოვწუიე სიგარეტი 80 და ისე გავბრუივდი რომ დამეძინა. მახსოვს სახლში რა ხერხებდით ვანიავებდი და ვფარავდი კვამლის სუნს.  მერე, 15 წლიდან 20 წლამდე ასე 10-15 ღერი თუ მექნებოდა მოწეული. მოზრდილი ყუთი მქონდა და იმაში ვაგროვებდი ღერებს, ამასაც რაღაც მუღამი დავუჭირე. გავავსე თითქმის ის ყუთი და მერე როცა მოწევა განვაახლე, რამდენიმე დღეში სულ დავცალე, ახლა გული მწყდება, სხვა ხიბლი ჰქონდათ იმ შეგროვილ ღერებს – მაგნა, მორი, კონგრესი… რა სიგარეტები აღარ მქონდა იქ.

20 წლისამ დავიწყე სერიოზული დატვირთვით მოწევა, პაჩკაზე აცდენებით და რამე. თან ჩემი აყვარელი სიგარეტი ყოველთვის ქემელი იყო (ცოტა მერჩივნა მარლბოროს) და ვეწეოდი ყვითელ ქემელს, პირდაპირ არ აწერია ფაქტობრივად ცოტა ხანში მოგკლავსო, მაგრამ მაინც ვეწეოდი😀 ჩვენთან ყალბია უმეტესობა სიგარეტებისა, მაგრამ ამის კვალობაზეც კი, ქემელს აქვს თავისი სხვა არომატი და ჯიგრობა რა. თუმცა გულზე მირტყამდა ეგრევე.

სარბიელში ვმუშაობდი მაშინ და საქმე არასდროს მაკლდა, მაგრამ იყო ნახევარწლიანი პერიოდი, როცა 12-დან ღამის 2-3მდე მაინც იქ ვიყავი. თავის უაზრო შუალედეით, რაღაცის დამთავრებას რომ ელოდები… ჰოდა ეს შუალედები მკლავდა და ძალიან ბევრს ვეწეოდი. მოვიდა დრო, როცა ქემელთან განშორება მომიხდა, რადგან მართლა ცუდად მხდიდა. ხან რას ვეწეოდი მერე და ხან რას, უფრო ლაითებს. იყო სიგარეტები რომლებსაც ვერ ვეგუებოდი და ცუდად მხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნიკოტინი და ძუUძები ბევრი არ ჰქონოდათ, მაგალითად ჩესტერფილდი… ძალიან ცუდად მხდიდა, ამავე სიძლიერის სხვა სიგარეტთან შედარებით.

მთავარი მავნებლობა სიგარეტისა ისაა, რომ ჩვეულებაში გადაგდის და რასაც ჰქვია მავნე ჩვევა ჰქვია. უაზროდ ეწევი ბევრს, როცა არ გინდა მაშინაც. თორემ რო ვიცოდე, რომ სტაბილურად დღეში 3-4 ღერის მოწევას მოვახერხებ და ამას არ ავცდები, ახლავე განვაახლებდი მაგ შხამის მიღებას😀 თუმცა ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მქონია ხანგრძლივი პერიოდი მსგავსი, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გადააჭარბებ და მერე აირევა ყველაფერი. მერე შემცირება და შეშვება გაგიჭირდება და ასე…

დადგა მომენტი, როცა გადავწყვიტე გადაგდება, მცირე, რამდენიმედღიან პაუზებს თუ არ ჩავთვლით. ყველაზე ხანგრძლივი იყო ორი პაუზა, ერთი დაახლოებით სამკვირიანი და მეორე ზუსტად სამთვიანი. ახლა იკითხავთ, სამი თვე რომ აღარ მოწევ, მერე როგორრა უნდა მოწიოო?😀 რაღაც მომენტში მართალიც არის. თუმცა როცა ბევრ გიჟს გადაეყრები, წყობიდან გამოგიყვანენ და სანერვიულო გექნება მოწევ… ვინც რა არ უნდა თქვას, რაღაც პონტში გეხმარება ასეთ დროს სიგარეტი, შეიძLება თავის მოტყუებაა, მაგრამ ჭრის და ჰა… ჰოდა, მეც მოვწიე, თან იმ დღეს სამი ღერი. მეორე და მესამე დღესაც მოვწიე და ისევ დაიწყო და დაიწყო…

გადაგდების მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ რიჟა ბაზარია დოზების შემცირება, ნელნელა გადაგდება და მსგავსი ცნებები, ბევრჯერ მაქვს გამოცდილი და დამიჯერეთ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს, ფისქოლოგიურად შეიძლება დაეხმაროს ეს, მაგალითად მე დამეხმარა. ანუ უშუალოდ ნიკოტინის მოთხოვნილება ისედაც გენქება, დღეს რო თქვა აღარ მოვწევო და ისედაც ნელნელა რო მოაკლო ღერები და ერთი თვის მერე თქვა აღარ ვეწევიო. თუმცა ფსიქოლოგიურად თავის შესამზადებლად შეიძლება დაგეხმაროს კაცს ეს რაოდენობის შემცირება.

არის კიდევ რამდენიმე ხერხი. მთავარი არის სახლში არმოწევა ან ძალიან იშვიათად მოწევა(ბევრი მწეველიც არ ეწევა სახლში). რომ ვნახე საფერფლეებს ვავსებდი სახლში, ამით დავიწყე მე… სახლში აღარ ვეწეოდი(იშვიათი გამონაკლისების გარდა). მერე სლიმებზე გადავედი. მერე რაოდენობა შევამცირე. მივხვდი ვმაიმუნობდი, ამის შედეგი მარტო რამდენიმედღიანი დანებებები იყო. მერე რაღაც პერიოდი სიგარეტ პირველს ვეწეოდი, რათა შემძUლებოდა სიგარეტი. ბოლო საფეხური ყველზე უსაიმოვნო და უხერხულია – სიგარეტს აღარ ვყიდულობდი და სხვებს ვთხოვდი ხოლმე. ეს გეხმარება, ფსიქოლოგიურ ბარიერს გიქმნის, რომ თხოვნით ბევრს ვერ და არ თხოვ. ცუდია, როცა ძალიან ახლო ძმაკაცებთან ხარ, რომლებთანაც არ გიტყდება არაფერი. ძალიან დიდ ხანს ვიყავი ასე ანუ სახლში არ ვეწეოდი და საერთოდ არ ვყიდულობდი სიგარეტს. ბოლო ბოლო ჩემსას მივაღზიე კიდეც.

უი, მანამდე სამკვირიანი პაუზა რატომ შევწყვიტე ისიც გამახსენდა. საშინლად მიმიზიდა სიგარეტმა ,სს’ ჯერ სახელი ჰქონდა მაგარი😀 მერე ყავისფერი ღერი რომ იყო მეძერსკებოდა. ეგ ვიყიდე პაჩკა და უბრალოდ დავდე სახლში. ვითომ ისე ვიყიდე, ამ დროს ყიდვის მომენტშივე ვიცოდი, რომ მოვწევდი. 2 დღე გავიდა და მოვწიე კიდეც, თან კონიაკს მივაყოლეთ და კონიაკზე მართლა მაგრად მიდის ეგ სიგარეტი, სხვა არომატი აქვს და მგონი მართლა შერებილია😀 ყოველთვის ვერ მოწევ ისეთია. აი ესეთი ზაიობებიც უნდა დაძლიო კაცმა, ყუთი რო მოგეწონება და ა.შ.

დანებება კი ხდება მარტივად – უბრალოდ, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ეს გინდა, თქვა და არ მოწიო. უცებ უნდა მოხდეს თან ეს. აი 17-დან აღარ მოვწევ და ეგეთები რიჟა ბაზარია. ძმაკაცი რო გაგეკაიფება, სიგარეტი რომ მოგინდება, ტყუთი რომ მოგეწონება… ეს ყველაფერი უნდა დაიკიდო. საწუწნი კამფეტი, საღეჭი რეზინი ან რამე უნდა დაითრიო, ესეც საწყის ეტაპზე, მერე აღარც არის საჭირო. თუ ატყობ, რომ გარეთ გასვლა გიქმნის პრობლემას, არ უნდა გახვიდე რამდენიმე დღე სახლიდან.

როგორც ვთქვი, სადრაც პირველი თვე არის ძალიან ძნელი. მერე უკვე ადვილდება საქმე. ყველაზე მეტად გინდება, ჭამის შემდეგ. ისედაც საუბრისას, მეგობრებთან ერთად. ხოლო ვინც მსმელები ხართ, გეტყვით რეალურ საზომს როცა შეგეძლებათ დარწმუნდეთ, რომ მართლაც გადააგდეთ – თუ 3-4 კვირა გავიდა და დალევისას, მთვრალზე არ მოწევთ, ჩათვალეთ, რომ მორჩა. ძალით თუ აღარ იტაკებთ მერე სიგარეტს პირში, გადაგდებულია.

იმ პირველი სამთვიანი პაუზის დროს ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ახლა. პროგრამა მინიმუმად ,იმ რეკორდის’ გაუმჯობესება დავისახე, მაგრამ 4-5 თვე ისე გავიდა, ვერც შევნიშნე, ამოვიგდე ეს ჩვეულება🙂 ოღონდ რაშია ახლა პრობლემა… როგორც ჩანს, ისევ დატვირთულმა რეჟიმმა და ხშირად რაღაცის უაზრო ლოდინმა გამოიწვია, რომ თებერვლის დასაწყისში, მარტის პირველ რიცხვებამდე რომ კრიზისი მქონდა, ასეთი ამ წლის მანძილზე არცერთხელ არ მქონია, სასტიკად მინდებოდა, კინაღამ ხელიც წამიცდა ერთი-ორჯერ. ამ შემტხვევაში მიშველა იმან, რომ გადაგდების ,წლისთავი’😀 ახლოვდებოდა და ჩემთვის ამ პრინციპებს, სიჯიუტეებს, დათქმებსა და ეგეთებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გავუძელი, ახლა შედარებით ისევ გადამიარა. ვნახოთ რა იქნება 11(14) მარტის მერე. ბოლო დროს მინდება ხოლმე, მაგრამ განახლება ნამდვილად არ მსურს.

ალბათ ჯანმრთელობის პრობლემები, ნერვიულობა, რეჟიმი და პლუს ალკოჰოლის ხანგრძლივი დროით აკრძალვაც არის იმაში დამნაშავე, რომ სიგარეტი მომინდა ისევ. ყველაზე დამპალი რაღაცაა, თითქოს ყველა ექიმი კრძალავს და ამ დროს არცერთი😀 მაგალითად ალკოჰოლზე არის ხოლმე, რომ დალევ და გაიტრუპები ან წამალს გაანეიტრალებს, გაგირთულდება და მაინც გაიტრუპები… ანუ დალევა გამორიცხულია და სიგარეტზე ასე არასდროს არ არის (თითქმის არასდროს). მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან ექიმებმა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მოწევა ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე სისტემატიური სმა(მთლად ლოთის დონეზეც არა).

რამდენი წელია დაკვირვებული ვარ, როცა არ ვეწეოდი, ყავა მინდებოდა. ჰოდა ძალიან მივეჩDვიე ყავას, მიუხედავად იმისა, რომ არ მაძინებს, ძალიან ხშირად ვსვამ უყვე. არ ვიცი რას შეიცავს საერთოს ყავა და სიგარეტი, მაგრამ სულ ასე იყო, თუ რაღაც პერიოდი არ მოვწევდი, ყავას მთხოვდა ორგანიზმი რასაც ჰქვია.

მახსენდება წვიმაში მოწევა, რო გცივა და სიბნელეში ვარსკვლავებს უყურებ, თან სველდები, ღერიც გისველდება, მაგრამ მაინც რომ ასწორებს. მოწევა ჭამის შემდეგ, რაღაც საოცარ სიამოვნებას რომ განიჭებს – პოსლე ვკუსნავა აბედა, პო ზაკონუ არხიმედა, პალაგაიტსა კურიტ😀 მახსენდება, ალკოჰოლურ სასმელს რომ მიაყოლებ სიგარეტს და თავი სამყაროს ბატონ-პატრონი გგონია. მახსენდება ქემელის ის საოცარი არომატი და ზოგჯერ ნერწყვებს ვყლაპავ, ხანდახან მართლა კარგია ეს ოხერი! მაგრამ იმდენივე ცუდი და გულისამრევი მახსენდება, რომ არ ღირს. რო ჩაგიწამლავს მთელ ყელს, რო გახრჩობს ნიკოტინი და მინც ეწევი… ფუ… სამწუხაროდ, შეუძლებელია(ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) 3-4 ღერით შემოფარგვლა და მარტო მაშინ მოწევა, როცა ძალიან გისწორდება(თან ეგეც მავნებელია), ამიტომ არ მინდა, დაე გაიწიროს არაერთი სასიამოვნო წამი ამის გამო.

ოღონდ ერთიც ვიცი, აუცილებლად მოვწევ ოდესმე🙂 ნუ გარდა შემთხვევისა თუ გაუთვალისწინებელი სიკვდილით არ მოვკვდები და ვერ მოვასწრებ😀 იქამდე კი ვნახოთ, სადამდე ვიქნები არამწეველი.

Written by 1myway1

March 10, 2011 at 3:27 pm

Posted in Uncategorized

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეც არ ვყიდულობ😀
    სულ ვიღაცას ვთხოვ😀 თუმცა, არ ვთვლი თავს მწეველად, ერთი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, არც მომინდეს, უბრალოდ სიტუაცია რომ იჩითება, რომ სვამ და სვოიაკს თამაშობ, რა პონტში არ მოგინდება რა😀

    blumgardt

    March 10, 2011 at 3:44 pm

  2. “მახსენდება წვიმაში მოწევა, რო გცივა და სიბნელეში ვარსკვლავებს უყურებ, თან სველდები, ღერიც გისველდება, მაგრამ მაინც რომ ასწორებს. მოწევა ჭამის შემდეგ, რაღაც საოცარ სიამოვნებას რომ განიჭებს – პოსლე ვკუსნავა აბედა, პო ზაკონუ არხიმედა, პალაგაიტსა კურიტ😀 მახსენდება, ალკოჰოლურ სასმელს რომ მიაყოლებ სიგარეტს და თავი სამყაროს ბატონ-პატრონი გგონია.”

    Exactly!

    andria

    March 10, 2011 at 4:03 pm

  3. თუ ეგრე ბოლომდე გაქაჩავ კაია, მაგრამ შეიძLება მომუატო დოზებს და მწეველი გახდე

    კიდევ სადმე რომ მიდიხარ ქალაქგარეთ, ისედაც და ავტოსტოპით მით უმეტეს და რო ეწევი, სულ სხვაა )))

    1myway1

    March 10, 2011 at 4:16 pm

  4. ვაჰ, ვაჰ! ახლა წავიკითხე ესა კაცო😀 ე.ი. რა პატივი მქონია! :O ცჰემი ტუცჰები იმ გერს შეეხო, რომელსაც გუდმენას ტუჩები უკანასკნელად!🙂

    chiqo18

    March 26, 2011 at 9:49 pm

  5. o raoden xanmokle agmochnda sixaruli tqveni, chiqo chemo😀
    otxshabats gavilewe da welic ukce gasuli iyo… hoda movwie
    gusin moviget da davlie da isev movwie

    ase tu gagrzelda ganvaaxleb, amitom unda davastopo

    1myway1

    March 27, 2011 at 12:20 pm

  6. მე მჯერა, რომ არ განაახლებ და ის ქოქოსის არომატული რაღაც სიგარის მინამსგავსი იყო ბოლო.

    Freddie Krueger

    April 1, 2011 at 9:15 am

  7. აუ იმან წამაქცია😀

    რა ვიცი რა ვიცი… ორი დღეა ძლივს ვუძლებ, მინდება და ვნახოთ როგორ გავქაჩავ
    აპრილია ახლა მთავარი

    1myway1

    April 1, 2011 at 3:14 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: