1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

აჯაბსანდალი

with 4 comments

ბავშვობაში სულ მაინტერესებდა აჯაბსანდალი იყო სწორი თუ აჯაფსანდალი, ზოგი რას მეუბნებოდა ზოგი რას, მერე გამიქრა ინტერესი, თან ბადრიჯანი არ მიყვარდა სანამ წამოვიზრდებოდი და… შემთხვევით გავიგე, რომ ორივე მოსულა, ამიტომ მე აჯაბსანდალს ვიტყვი, ეჭვი მაქვს ცოტა უკეთ ჟღერს😀 ეს პოსტი ზუსტად ეგეთია, აჯაბსანდალური, თან ცოტა უხარისხო ამიტომ იყოს ფსანდალური. უბრალოდ, მარტში ორი პოსტი დამრჩენოდა არ მინდოდა, ისედაც გავზარმაცდი.

დავიწყოთ იმით, რომ აქტიური ინტერნეტ-ცხოვრებისგან პატარა პაუზას ვიღებ, მცირეს. აი უკვე ერთი კვირაა ლამის, არც Fეისბუქზე ვწერ და არც ფორუმებზე. ნუ ფორუმ.გე-ზე უკვე კაი ხანია აღარც შევდივარ, სულ აირია, მაგრამ მაინც მშობლიური ფორუმია! გეიმთივისგანაც ვისვენებ ცოტა ხანი, თორემ რამდენიმე ახლობელზე გული ავიცრუე, ზოგს იქამდე ვიცნობდი ზოგი მერე გავიცანი და ისე შეიცვალნენ და დაქლიავდნენ, რომ გადავიღალე, ცოტა თვალი მოვარიდო ჯობია. სულ რომ ხაზი არ გადავუსვა😀 ნამეტანი არაფერი ვარგა, არც ეს სექტა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით მეც ჩაბმული ვარ და ვაღიარებ ძალიან აზარტულია, მაგრამ უსაფუძვლო ან თუნდაც საფუძვლიან, მაგრამ მახინჯ ამბიციებში არ უნდა გადავიდეს ეს. არადა, აქტიურად გადადის სამწუხაროდ და რეალობის გრძნობას აკარგვინებს ხალხს. განსაკუთრებით სვაიაკი, ადამიანის ბუნებას აჩენს თან😀 გამგებები გაიგებთ და დანარჩენებს რსრ-ს ღმერთებმა გაშორონ ამის გაგება😀

Fეისბუქისგანაც პაუზა ავიღე, გადავიღალე ამ დაშეარებებით, კომენტარებითა და ლაიქებით. უწი პუწი გოგოებით, თავადაც რო არ იციან რა უნდათ. ზოგი გაბოროტებული როა, ზოგს გემოვნება ღალატობს, ზოგი ზედმეტად საყვარელს თამაშობს. აქეთ ძალით ათეისტები ტვინს ბურღავენ, იქით ჭეშმარიტი მორწმუნეები. ძნელია… მიუხედავად იმისა,რომ Fეისბუქი მაგარი ვეშია, ცოტა ხანი ვისვენებ. თან კსტატი მართვის მოწმობის დვიჟენიაზე დავიწყე სიარული, ეგდოს მაინც😀 ჯერ მარტო თეორიაზე დავდივარ და იმაზე გადამაქვს დრო. მაინც ვზარმაცობ, რამდენი რამის დაწერა მინდა, მომაწვება, მაგრამ არ ვშვები და ვკარგავ მერე… აი რაღაც მომოთხრობო დავიწყე ვითომ და ვნახოთ…

გავაგრძელოთ ყველაზე ცუდით, სამი დღე ამ ბოლო კვირაში ვეწეოდი, ესეც ჩემი ერთი წელი და არამწეველობა😀 ჩემი თავის ამბავი ხო ვიცი… სამწუხაროდ მომინდა ბოლო თვეში და ერთ დათრობაზე იმან მიშველა, რომ ერთი წელი ჯერ გასული არ იყო და ასეთ თარიღებს ყურადღებას ვაქცევ, პრინციპის საკითხია. ჰოდა არ მოვწიე. აი მერე კი ვეღარ გავქაჩე… ეს მოხდა 23 მარტს ღამე. 26-ში ისევ დავლიე და ისევ მოვწიე, თან ხინჯად ჩამრჩა, რომ ყვითელი ქემელი არ მოვწიე 23-ში და… იF გაასწორა, ხანდახან კაია ტო, თავისებური არომატი რომ აქვს ამ ქემელს მართლა და სხვანაირად რომ იწვის… მეორე დღეს კი მძულდა თავი, მაგრამ ნეტა მარტი რამდენიმე ღერზე ჩერდებოდე კაცი. ჰოდა, ბოლოს 28-შიც დავლიე და მოვწიე. ახლა იდეაში მინდა რომ გავძლო და გადავაგორო ეს კრიზისული პერიოდი, პაუზა გავაგრძელო, ვნახოთ როგორ გამომივა.

ჩემი ძველი პოსტი ზაკონ ნე პოდლოსტი გამახსენდა კლასიკური მდგომარეობისას – გაჩერებაზე ავედი, თხლად მეცვა და მეჩქარებოდა, ქარი იყო მაგარი. ზუსტად 15 წუთი არც 4, არც 15, არც 195 ნომერი მარშუტკა არ მოვიდა, ყველაზე პაპსა ნომრები რომლებიც დადის ყოველ 2 წუთში… გავიყინე და დამაგვიანდა კიდეც. ყელიც წამომტკივდა, ფეხბურთზე ნაღრიალები თან, ცოტა ხმაც დაიკარგა, იმედია შაბათამდე მოგვარდება, სამსახურში დამჭირდება ხმა😀 ჰოდა იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან მართლა ზაკონ ნე პოდლოსტია, მაგრამ ხშირად როგორი ზაკონ პოდლოსტია… ნერვები დაგაწყდება კაცს.

მარშუტკის თემა გავაგრძელოთ, ეს უკვე ,მე მივხვდი, რომ…’-ს მოუხდებოდა. სამსახურში მივდიოდი ამას წინად და ფალიაშვილზე ვიღაც ქალი ამოვიდა შუბით, კარგად ჩაცმული ბებია. ხურდა არ მაქვსო მძღოლს უთხრა და თუ შეიძლება კონსტანტინეს ძეგლამდე გამოგყვებიო. მძღოლი ამძღნერებული, სოფლელი, გაბოროტებული, ბანჯგვლიანი და ქონიანი კაცი იყო, დაიჯღანა, მაგრამ არაფერი უთხრა. ნუ თუ ქალს ფული ჰქონდა და მოიტყუა თავისი გაჭირვენაც ეყოფა ხო? და თუ არ ჰქონდა ან პროსტა ხურდა არ ჰქონდა მართლა რა მოხდა ამის დედა ვატირე, ძნელია გაიყოლო? 50 თეთრებივით რო გვიყურებენ ეს სლეები და მაგათი დიდი ნაწილი საშინელი ვინმე როა. არ წაიღეს ტვინი… კაროჩე ქალმა ჩასვლისას 7 მადლობა მოიხადა, თან უხერხულად გრძნობდა თავს და ყველამ ვიგრძენით, რომ ერთადერთი რაც უნდოდა გაეგო სიტყვა ,არაფერს’. ნუ იმ ქალის ადგილას დავიკიდებდი და ჩავიდოდი, მაგრამ სანამ ჩავიდა მოასწრო ამდენი მადლობის თქმა… მეთქი ეხლა ეტყვის რამეს, ეხლა ეტყვი… არა ტო, ეს უჟმური სლე, დაჯღანული სახით დაელოდა კარის დახურვას, ხმა არ ამოუღუია და ნერვიულად დაძრა, თავისი ბინძური, მოუვლელი მანქანა. საშინლად მომინდა მეცემა, თან ისე მწარედ რო ყველა უჟმური მძღოლის ჯავრი მაგაზე მეყარა და მაშინ კიდევ ერთხელ დავწრმუნდი, რომ არაფერი გვეშველება, დიდი ხანი მაინც.

სმით რაც არ მქონდა დალეული ერთიანად ავინაზღაურე მგონი😀 არა მართლა ზედმეტად დიდი სიამოვნებაა და სანამ ბოლომდე არ წავიტეხ კისერს, რას რას და სმას ვერ შევეშვები. ერთი დოზების შემცირებაზე უნდა ვიფიქრო და ვცადო ეს, თორემ რაც ჩავიდინე ამ დღეებში ცხოველობა იყო. თუმცა ამ დალევების დიდი წილი ჩემთვის უკვე ძალიან ახლო და ძვირფას ადამიანთან ლომსკისთან ერთად გავატარე, რაღაც უსიამოვნო ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ მალევე სასიამოვნოთი შეიცვლება და მაგრა ვისიამოვნეთ საერთო ჯამში. ასევე ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად დავლიე სხვა დღეებშიც, ანდროსა და ძებოს თამადობით. ასე რომ კაი იყო. თუმცა დოზირების შემცირებაზე ფიქრი მართლაც კაია, თორემ ჯანმრთელ ადამიანს წააქცევს ამდენი, მე კი არა😀

ვნახეთ უკრაინელები, ვნახეთ ფინელი, ვნახეთ ხორვატები! უკრაინელებს არა უშავდათ, ერთი სლე იყო, ერთი კარგი ქლიავი და ერთიც ეშმაკი გოგო. ფინელი მაგარი ცივი და კვერცხი მასტი იყო, თან პროგრამისგტი ვარო რო მითხრა, რაღაცას მივხვდი (ბეზ აბიდ :D), ერთადერთი კარგი რაც თქვა, იტალიელებს და ესპანელებს გამსგავსებთო, გამისწორდა. მერე ხელთათმანები დარჩა, გატრეტილი იყო. გავეკიდე და მივეცი, ძლივს მიბანცალებდა და გამოვკითხე სად მიდიხართქო. მობილურში მაჩვენა მარჯანიშვილზე მიდიოდა ნომრისთვის სურათი ჰქონდა გადაღებული და აქ როგორ მოვხვდები ახლაო, მარტო ტაქსითმეთქი. ოღონდ ჰამბურგერი მინდაო. ტაქსი გავუჩერე და ავუხსენი მძღოლს სიტუაცია, მაკდონალდში წაიყვანე და მერე სახლშითქო, იმედია არ გაქურდავდა )))

აი ხორვატები ცალკე თემაა. უჯიგრესი ხალხია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. 5-6 კაცი იყო, აქედან 3 აქტიურად გვეკონტაქტებოდა, მამენტ მეოთხეც. დახვეწილი ტიპი იყო ერთი განსაკუთრებით, არც სხვები იყვნენ ყანიდან, უდიდესი სიამოვნება მივიღე მათთან საუბრით, ჩემი დამტვრეული ინგლისურით, ძლივს ვაგებინებდი რაღაცეებს. გუშინ მცხეთაში ვიყავითო, ვნახეთ აქაურობა და მართლა ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ, ვგავართ ერთმანეთსო… სერბები არ ევასებათ ცხადია, მაგრამ პატივს ცემენ როგორც ნიჭიერ ხალხს, სპორტში განსაკუთრებით. რუსებიც არ ევასებათ და ბერძნებს ვერ იტანენ😀 ოღონდ თქვენ მაგათ მოუგეთო და… იმდენი ქნეს ამ ბერძნებმა თავისი უაზრო ამპარტავნობითა და სიმყრალით რომ ყველას შეაძულეს თავი😀 დადო პრსოთი დაწყებული მაფიით დამთავრებული რაზე აღარ ვილაპარაკეთ, ყველაფერს ვერ მოვყვები, მიუხედავად იმისა, რომ კარგი რაღაცეები იყო. გეკუთვნოდათ მოგება, იმიტომ რომ ჩვენზე მეტი შემართებით და გულით ითამაშეთო! ასე თუ ითამაშებთ შეიძლება ხორვატიაშიც მოიგოთ და წარმატებებიო. 28-ში დილის ოთხზე მიფრინავდნენ უკან, ისრაელთან წარმატებები გვისურვეს და წავიდნენ.

სიტყვამ მოიტანა და ხვდებით რა მოხდა? იაზრებთ? ხორვატებს მოვუგეთ, უბედნიერესი ვიყავი, ერთ-ერთი საუკეთესო წუთები იყო. იმდენი ვიღრიალე გოლზე, რომ დამეძაბა ყველაფერი, შემეშინდა არ დავბრმავდეთქო😀 საბედნიეროდ გადავრჩი. მეგონა სტადიონი არ შეივსებოდა, ისევ ტყუილა ლაპარაკობენთქო, მაგრამ შევცდი, ერთი პატარა ადგილი იყო თავიდან ცარიელი და ისიც გაივსო მერე. საოცარი ატმოსფერო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქომაგობის კულტურა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე შესვლა ისევ საშინელი ტანჯვაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისეთი ტიპი მოდის ფეხბურთს კი არა ყველაფერს შეგაზიზღებს და კიდევ მიუხედავად ბევრი უარყოფითისა, საოცრება იყო მაინც. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, გარეგნულად შეიძლება ვერ გამოვხატავდი, მაგრამ შინაგანად… საერთოდ ეგეთი ვარ მე, მიჭირს ხშირად გამოხატვა😀

მთავარია ხალხი გულგატეხილი არ წავიდა და სტიმული მიეცათ, ეს კარგია! ქეცბაია საოცარი იღბალაა, მაგრამ შრომის და ნიჭის გარეშე იღბალი ყოველთვის არ მოდის. ვაფასებ ამ კაცს. ძალინ ძლიერ გუნდს მოვუგეთ, ძალიან ძლიერს! შემადგენლობას გადახედეთ უბრალოდ. კიდე გულის სიღრმეში ისიც გამიხარდა, რომ ხაზი გაესვა რაღაც-რაღაცეებს… ხელოვნურად ვერავინ ვერაფერს ჩაანაცვლებს, ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ და ერთი უ-ს დაძახებაზე ხალხი გიჟს გავს სიხარულისგან. ყველა სპორტის სახეობაში წარმატებები ჩვენებს და მხურვალედ ვუქომაგებ, მაგრამ მოდი ნურავინ მოინდომებს ფეხბურთის ოლიმპოდან ხელოვნურად ჩაჩოჩებას🙂 არ გამოვა…

იქამდეც მივედით რომ გოგუა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. კი ჟილკით თამაშობს. ის და მარცვალაძე კარგად შემოვიდნენ. გურჯებსაც მეტი რა უნდათ, გოგუას სკანდირება დაიწყეს, მაგათგან რაღა გამიკვირდეს სადაც მატერაცის დანახვაზე ზიზუ ზიზუო და ეამაყებათ თან🙂 ჰოდა, ქეცბამაც შემოუშვა ეგრევე, გოგუა კი ერთი პროვინციელი ბიჭია და ალბათ ცოტა თავსი აუვარდა, იჩხუბესო და აღარ წაიყვანა ისრაელში ქეცბაიამ… ჩვენ ხო ვერაფერს ვერ ვირგებთ🙂 ამიტომ არ არის საჭირო ეს სკანდირებები, ხამობა და გოიმობა… ჯერ გაიაზრეთ, რომ ასეთი ცუდი შემადგენლობა არ გვყოლია და ფაქტობრივად საუკეთესო სერია გვაქვს ამ შემადგენლობით… ეს უდიდესი პროცენტით მწვრთნელის, მისი გააზრებული ტაქტიკის და დაცვაში ფრთხილი თამაშის დამსახურებაა. ამიტომ მოეშვით ,ჩვენ ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით’ და რაღაც აბსურდების ძახილს და სკანდირებებს, აცალეთ კაცს და ყველაფერი უცებ ნუ მოგვინდა ეხლა.

აუ რო არ წავაგოთ ისრაელთან რა მაგარი იქნება ამის დედა ვატირე… თუმცა იმას ვამბობდი ოღონდ ხორვატებთან არ წავაგოთ სერია არ შეგვიწყდეს და ისრაელს აღარ ვჩივითქო. ეგ განწყობა მაქვს ისევ, მაგრამ მადაც გამეხსნა😛 ვნახოთ, წარმატებები ბიჭებს, ძალიან გაუგებარი თამაშია და ყველაფრისთვის მზად ვარ.

პ.ს.
იმდენი მარაზმი შევნიშნე კიდევ ამ დღეებში, ისევ კომუნიზმში ვცხოვრობთ და ისევ ბნელა, დამიჯერეთ ხალხო😦 მაგრამ ამას მოვეშვათ და ასე დავასრულოთ,  ასეთ განწყობაზე ვარ და ორი ჩუვაკი უნდა დაგიტოვოთ, ერთად და ცალცალკე

ამანაც რა ქნას, უბერავს ცოტა, მაგრამ ალაგალაგ მაინც ჩუვაკია

ეს საერთოდ გენიალური ვიდეოა. სიმღერა მევასება ეს ერთი და მერლინას გამოჩენაა არის ღადაობა, გაუგებრობაში როა, რო არ იცის რა ქნას და უხერხულ მოძრაობებს რომ აკეთებს, თან რო უნდა რო ემინემს მიბაძოს. ძალიან უნიჭოდ რო შემოდებს ფეხს და იგივეს გამეორებს ცდილობს რასაც ემინემი აკეთებს, მაგრად ვკაიფობ ამაზე. ბოლომდე უყურეთ გაერთობით. ის ზანგი რო გამოწევს ტონკად მენსონი რო ხალხს მიუახლოვდება ძალიან, ეე სად მიდიხარო😀

ემინემი პროსტა მიყვარს! ხანდახან შეუცვლელია, ამასაც თავისებურად და კარგად მღერის

Written by 1myway1

March 28, 2011 at 11:38 pm

Posted in Uncategorized

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. gaverte am yvelafris kitxvit😀

    ჩორვენი

    March 29, 2011 at 6:54 am

  2. აუ, ხორვატები იყვნენ ზე-ხალხი, როგორც შენ ამბობ ხოლმე🙂

    დალშე ყველაფერი კარგადაა უკვე…მეკითხება ხალხი სად დაიკარგაო…მეც მხრებს ვიჩეჩ, რაც არ ვიცი არ ვიცი…აწი ავუხსნი ხოლმე🙂

    პ.ს. ავე შენ, კაი დღეები (ღამეები რა) იყო და ავე ალექსის, გაასწორა🙂

    lomski

    April 1, 2011 at 8:55 am

  3. ბიგ-ბენი!🙂

    Freddie Krueger

    April 1, 2011 at 9:09 am

  4. გართობა კაია )))

    ძაან კაი ლომსკი, ხორვატები ზეკაცები.
    ჩვენ დავბრუნდებით. ავე შენ

    ბიგ-ბენს ვაკონტროლებთ!

    1myway1

    April 1, 2011 at 3:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: