1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for აპრილი 2011

ჭეშმარიტად დღე!

with 3 comments

უკვე რამდენიმე წელია, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ დღეებად აღდგომის შაბათ-კვირა იქცა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთი ის რომ აღდგომას მართლაც რაღაც შინაგანად მშვიდად ვარ ხოლმე და ეს დიდი ხანია ასეა. არ აქვს მნიშვნელობა აქ ვინ მორწმუნეა, ვინ მორწმუნეობს, ვინ ათეისტია, ვინ ათეისტობს, ვინ აგნოსტიკია, ვინ აგნოსტიკობს, ვინ ბნელეთით მოცულია ფანატიკია და ვინ უაზრობამდე დასული პროტივზე დამდგარი მებრძოლი. აი მეორე და გავრისკავ და ვიტყვი, მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ დღეებში ქალაქი ქალაქს ჰგავს! განსაკუთრებით უშუალოდ კვირა, აღდგომა მიყვარს. ასეთ დროს სიგიჟემდე მიყვარს ქუჩაში გასვლა და სიარული, ასეთ დროს ჩვენი ბინძური და ამავე დროს მაგარი თბილისი კიდევ უფრო მიყვარს და თვით ჩემი უბანი და ქუჩაც კი მიყვარს ახლა.

ამის მიზეზი ის არის, რომ მეშჩანების, გოიმებისა და პროვინციელების უმეტესობა, თავისი ჯიპებით გაიხიზნა ქალაქიდან და ჩემთან ეს კიდევ უფრო იგრძნობა. ქალაქში ჰაერია, ქალაქში თავისუფლება და სიმყუდროვეა. საოცარი სიმშვიდეა და გარეთ რომ გადიხარ ბედნიერი დადიხარ ქუჩებში. ცუდად არავინ გაიგოს, ყველა ვინც თავის სოფელში ან ქალაქში წავიდა სულაც არ იგულისხმება იმ ხალხში ვინც ამძიმებს და აფუჭებს თბილისს. არამც და არამც, პირიქით, ბევრი კარგი ხალხიც მიდის ამ დროს და მათ გარეშე უფერულდება თბილისი. თუმცა მე იმ მასაზე ვსაუბრობ და თუ რომელზე ალბათ თავადაც ხვდებით.

გაუთავებელმა წვიმამაც ვერ დამიკარგა ხალისი, სიამოვნებით ვიარე დღეს ქუჩაში და კიდევ ვივლი. სამსახურში რომ წავედი მაგრად წვიმდა და საჩქაროდ მისასვლელი რომ არ ვყოფილიყავი, ჩავიდოდი იმ სიშორეზე ფეხით. საოცარი გარემო იყო, წვიმის მიერ დამატებული სევდიანად სასიამოვნო სიმყუდროვე, აქა-იქ ადამიანები, ძალიან იშვიათად, ძალიან ცოტა მანქანაც… ველოდებოდი მარშრუტკას და თან გულში მინდოდა დიდ ხანს არ მოსულიყო. მერე სახლში მობრუნებული მაღაზიაში და აფთიაქში გამიშვეს, განგებ ნაწილ-ნაწილ მოვიტანე რაღაცეები, რომ ბევრჯერ გავსულიყავი.

აი ახლახან რომ ვიყავი გასული, თვალის ექიმი შემხვდა, გავესაუბრე, სმა ცუდიაო მითხრა, სიმძიმეები არ აწიო და მოუფრთიხლდი თავსო. მერე მაღაზიის გამყიდველმა უჟმურად მითხრა ქრისტე აღსდგაო, ეგონა მე ვეტყოდი, ზეთი გოგოა და ზეთი ხალხი არ მევასება. ჭეშმარიტადმეთქი.

დავიძარი თონესკენ, გზად ვიღაც გოგო აივანზე იყო გამოსული და ესაუბრებოდა ვიღაც ბიჭს. ასეთი სიტუაცია დაიხატა – ის ბიჭი მთვრალია და გაეხსნა, სიყვარულის ბუშტი ან რაიმე სხვა ბუშტი გაუსკდა ან გაებერა და დაურეკა ამას. ამ გოგოს სკარეე ვსივო ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ გოგო რის გოგოა ტყუილა იმედი თუ არ მისცა ბიჭს და მერე მამა აბრამის ბატკანი არ ითამაშა? იცით როგორ ელაპარაკებოდა? აი, რო იგრძნობა რომ ჰკიდია, მაგრამ შორსაც რომ არ უშვებს, როგორც ღირსეული ადამიანი მოიქცეოდა 😀 საბაბს უტოვებს რომ კიდევ დაურეკოს და დაეკონტაქტოს ის გაჭირვებული. ბოლოს სამჯერ გაუმეორა კაი მზრუნველივით, აღარ დალიო, მეტი აღარ დალიო, შენ იციო. ოხ ეს ქალები… ყველაფერი კარგად ისმოდა, რადგან საოცარი სიმუდროვე იყო ამ პატარა ქუჩაზე.

ქუჩის მეორე ნახევრამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მერე იქ ,მომავალი’ თაობა იყო შეკრებილი 16-17 წლის ბიჭები, ერთქ ქალბატონს დაყენებული ხმით უთხრეს ქრისტე აღსდგაო, მერე კი ალბათ შეიგინებოდნენ ან დაიგინებოდნენ. წელში მუდამ მოხრილი ,სტაიანშიკი’ მარტო იდგა მარკეტთან, მისი მოლოთო ბიჭმუჭობა სხვაგან სვამდა დღეს. პური გამომცხვარა და ვიყიდე. ხოლო აფთიაქში მეორედ რომ შევედი საეჭვოდ გამომხედა გოგომ. ვიყიდე ალერფასტი და დიკლოფეროლი. სხვათა შორის, ,ცეტეკი’ ვიყიდე ასევე დღეს, აბა ვნახოთ როგორ შველის ალერგიას.

უკანა გზაზე, რამდენიმე გოგოშკა შეეგება ერთ ბიჭს, წაკბინეს ერთმანეთს და ამ გოგომ უთხრა ჩავაბარეო. აქაც არ მომეშვა ეს მართვის მოწმობა 😀 იმ ბიჭმა უპასუხა, შენ როგორ ჩააბარე, თვალი ჩაუკარიო? გოგოს გაეცინა და მეც გამეცინა. ძაღლებს ეძინათ, როგორც ჩანს ,მეხორცის’ გადმოყრილი ძველბი ახალი შესანსლული ჰქონდათ. ამასობაში ძალიან სტრანნი ჩუვაკი გაიჩითა, საკმაოდ ასაკოვანი ბაბუა გოგოსთან ერთად. სანამ მე კიდევ რაღაცის საყიდლად შევჩერდი, გოგო სადღაც გაქრა, დარჩა მარტო ის ბაბუა, ყვითელი პერანგითა და პლაშით, ძალიან აპასნი კაცად მეჩვენა.

ქალი გადმოვიდა მანქანიდან და წინა სახლიდან ვიღაცამ დაუძახა, ამოდი ამოდი, მარტო შინაურები ვართო. ბაშვიც წამოიყვანეო მიაძახა და ამან აბა მანქანაში ხომ არ დავტოვებო. ისე დიდად არ უნდოდა ასვლა ეტყობოდა. ამ დროს ის ბაბუა ორ ახალაშენებულ სახლსშუა ჩატყდა, მოვწვი რა პონტიც იყო, მაგრამ რომ ჩავიარე მაინც შევიხედე, შორსაც არ წასულა, იქვე მიუშვა. ერთადერთმა მანქანამ ჩაიარა ამ დროს და ქალმა ბაშვით. ვერ მივხვდვი, ნამთვრალები იყო, და უჭირდა თუ უბრალოდ უზრდელი მასტია. პირველი შემთხვევა ან ისეთი შემთხვევა როცა თავს ვერ იკავებ კაცი მოსულა და მაგაზე დაძრახვა გოიმების საქმეა. თუმცა მე ეს ჩუვაკი თავიდანვე არ მომეწონა, თავისი მყვირალა პერანგითა და სამნიტელნი პლაშით/ლაბადით.

ბოლო გაჩერებამდე ანუ ბოლო მაღაზიამდეც მივედი, იქაც მეორედ შევედი და ვუთხარი, მაკარონი, ჰერკულესი და ფეტვი მომეცითმეთქი, სანამ არკვევდნენ რა იყო ფეტცი, ბაბუაც იქ შემოვიდა, ნაბეღლავს სტაცა ხელი და მეორე გამყიდველს უთხრა ხურდებით რომ მოგცე ხომ არ გეწყინებაო, მერე ჯიგარიხარო დააყოლა და გაუჩინარდა. ესე იგი, პახმელია, მაგრამ მე მაინც არ დამევასა ეგ ბაბუა, ნიტო ტიპი იყო.

გაღიმებულმა გავხედე ქუჩას, მიმოვიხედე და ამოვედი სახლში. 4-ჯერ უკვე ვიყავი დღეს გარეთ და გვიან სამსახურში მიბრუნებამდე ალბათ კიდევ გავალ. ყველას არ გესმით ალბათ თუ რა დონეზე მაგარი დღეა დღეს 🙂 რა სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიამოვნებაა. ჩიტების ჭიკჭიკი, წვეთების ხმა და სიყვარული სუფევს. მხოლოდ აქა იქ თუ ნახავთ მოღუშული სახით ჯიპში მჯდარ ქალბატონს, რომელიც თავის იობარს ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ უბედურია, იხტიბარს არ იტეხს და შემაღლებული ჯიპიდან იყურება სევდიანი თვალებით.

თუ წვიმას ჰგონია რომ ამ დღეებს გააფუჭებს ძალიან ცდება, პირიქით, ამჯერად უფრო მოუხდა. პატარა ალკოჰოლი და მშვენივრად ჩავასეირნებ დღევანდელ დღეს, ნანატრი ქალქით დავტკბები. მერე რეპორტაჟზე წავალ, მერე დავიძინებ, ხვალ დილით მიმოხილვასაც გავაკეთებ და მერე უკვე ბევრი ალკოჰოლი მაქვს გეგმაში, განტვირთვის დროა.

მარშრუტკის მძღოლებმა დღესაც მოახერხეს და ცოტა გამაღიზიანეს. კიდევ ვიღაც შეუგნებელმა ტიპმა, აი ცარიელი იყო აბსოლუტურად ეტყობოდა, ვერაფერს რო ვერ შეაგნებინებ თუ გაგიჭედა – სილა იესტ, უმა ნე ნადა – პროსტა თუ გათიშავ, მაგრამ თავი რო რაღაც ჰგონია. სულ ძმაოებით ელაპარაკა ვიღაც ახლობელს, ბრტყელი, ბანალური მილოცვებითა და ჩახუტებებით. უთხრა რომ ძალიან მაგრად არის, რადგან მთელი ღამე ტაძარში გაატარა და ვაბშე თავისი თავით კმაყოფილია. არადა არც მორწმუნეა, არც ვაჟკაცი, არც კაი ბიჭი, იმენნა ეტყობოდა ტიპს რაც იყო, არიან ეგეთი მასტები, მე კი არ ვიგონებ. ტემრბით, ქცევით, ტექსტით, ყველაფრით რო გაგაღიზიანებენ და წამში რო გაშიფრავ. კიდევ ერთი საინტერესო სცენა და დედა-შვილი იყო მარშრუტკაში, მაგრამ მეზარება მოყოლა.

ერთადერთი ნიტო ის არის, რომ 2 ღერი ისევ მოვწიე და ღამე მატჩისას მესამესაც მივაყოლებ ალბათ, თუ მეოთხეს არა. ხვალ ერთი თვე გადის, რად ვმაიმუნობ ხანდახან იმ ერთწლიანი პაუზის მერე და თუ მაისშიც მოვწიე, უნდა ჩავთვალო რომ დამერხა და განვაახელ მოწევა, მაგრამ ვეცდები ეს არ დავუშვა. დღევანდელ დღეს კი მოწევაც უხდება ისე, იმდენად დღეა.

ესაა და ეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომაა აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაული.
დღეს უმაგრესი დღეა! მართლაც ჭეშმარიტი – ჭეშმარიტად დღეა!

Written by 1myway1

აპრილი 24, 2011 at 2:49 PM

Posted in Uncategorized

ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა, ი ია ბუდუ იმეტ იხ

with 5 comments

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილი ერთჯერადად გამოაცხადა დასვენების დღედ. ამას თავიდან ყურადღება არ მივაქციე, სულ ვერ გავიაზრე, რომ დღეს წესით მართვის მოწმობის გამოცდა უნდა მქონოდა. როგორც ჩანს, იქ ზემოთ გადაწყვეტილი იყო, რომ დღეს გამოცდაზე არ უნდა წავსულიყავი, აი რამდენი რამე მოხდა ამისთვის ახლა მოგიყვებით. ეს უკვე ნამდვილი ,ზაკონ პოდლოსტია’. უბრალოდ, ბოლომდე ჩაიკითხეთ.

გადაწყვეტილი იყო, რომ 12 საათზე მივიდოდი ტარების მასწავლებელთან და მერე წავიდოდი რუსთავში. უცებ საღამოს მირეკავენ სამსახურიდან და მატყობინებენ, რომ დღეს 14:00-ზე მაქვს რელაივი/ჩანაწერი ნაიმეგენი-აიაქსისა. ეს თამაში არ უნდა მქონოდა წესით, მაგრამ რაღაც შეიცვალა და დამემატა. უარს არ ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდ დროს დაემთხვა. სასწრაფოდ დავურეკე მასწავლებელს და ავუხსენი სიტუაცია… მან მითხრა, რომ 9 საათზე მივსულიყავი გაკვეთილზე, მერე წავსულიყავი რუსთავში და 14:00-სთვის აქ ვიქნებოდი.

ახლა გავთვალე, რეპორტაჟი მაქვს ღამე, მერე ბარსა-რეალს ვუყურებ, ნუ ყველაზე კაი პონტში 3-ზე დავიძინებ, 6 საათიც არ გამომივა ძილი და რა ჩემ ფეხებს ჩავაბარებ ვიცი, მაგრამ რა ვუყოთქო. თუმცა ჯერ სად ხართ, ჯერ შეიცადეთ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა – ვიღაცას ძალიან არ უნდოდა რომ დღეს გამოცდაზე წავსულიყავი და თავისი გაიტანა 😀 მე კი ნერვები მომეშალა.

მეგობართან ერთად ცოტა ლუდის დალევისა და სასიამოვნო საუბრისა და ასევე ძალიან სასიამოვნო საჩუქრის მიღების მერე(ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ კიდევ), წავედი სამსახურში. იქამდე მეგობრებმა დამირეკეს, თამაშის საყურებლად და დასალევად მივდივართ წამოდიო, ვერა, რეპორტაჟი მაქვსმეთქი, მაშინ მერე მოდიო… ვერა გამოცდაზე მივდივარმეთქი და კაიო. წუთი-წუთზე მივასწარი თამაშს და რაღა დაგიმალოთ, თამაშიც კაი გამოვიდა და კომენტარიც, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. კომპლიმენტებიც მივიღე და მესიამოვნა. ტოტენჰემი-არსენალი 3:3 მორჩა და რომ მორჩა ბარსა-რეალის ყურებაზე გადავერთე.

უცებ რატომღაც ფორუმზე მართვის მოწმობის თემაში შევიხედე და ერთ იუზერს ეწერა, ხვალ ხო დასვენების დღეა და არ იქნებიანო. მაააგრად გამიტყდა, რადგან ლოდინს ვერ ვიტან და ფსიქოლოგიურად უფრო მერხევა მერე, ახლაც ფსიქოლოგიური პრობლემის გამო ვერ ვაბარებ, თორე ისე რა… ბიჯო მომეშალა ნერვები და იასნია, თამაშის დამთავრებისთანავე დავურეკე მეგობრებს – სად ხართ, ხვალ დასვენება ყოფილა და არსადაც აღარ მივდივარ დილით, მოვალ თქვენთანთქო. იასნია კიო, ანდრო საერთოდ იქამდე იმასაც მეუბნებოდა, დაიკიდე ეგ გამოცდა ამჯერადო 😀 თან მომაძახა პირველად რო გელაპარაე მეგონა იცოდი ხვალ რო დასვენების დღე იყოო(არადა თურემ როგორ კიდიათ ეს შენი დასვენების დღე საპატრულოში).

თან, მასწავლებელს დავუმესიჯე, ხვალ დასვენების დღე ყოფილა და ამიტომ აღარ მოვალთქო. ფეხბურთს უყურებს ხოლმე კაცი, მაგრამ ჯინაზე გუშინ არ უყურებდა და ეძინა ალბათ, თორემ გადმომირეკავდა ეგრევე, რადგან გარკვეული ჰქონია, რომ მაინც იყო დღეს გამოცდა. მე კი ღამის ორისკენ მომერიდა დარეკვა და ამიტომ გავგზავნე მესიჯი. მეგობრებთან მისულს კი ცოტა დამეზარა, თან უკვე სახლთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი ძალიან შორს, ძებოს ფაქტობრტივად ,ქალაგარეთ’ სახლში 😀
იქ ცოტა დავლიეთ და ბევრი მოვწიეთ 😦 აი ამ ნაგვობას ვერ ვეშვები მთვრალზე, ფხიზელზე ვთქვი და აღარ მოვწევ! მთვრალზეც უნდა შევეშვა და ისევ ერთწლიანი პაუზა დავდო.

7-ს წუთებზე მივხვდი, რომ თუ არ დავიძინებდი ცოტას, ძალიან გათიშულს მომწიევდა ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერის წაყვანა და გამოვედი ტრასაზე. ტაქსის ლოდინში გავიყინე. კიდევ კაი ნორმალური ტაქსისტი შემხვდა და არა ,ძია’, ,ძია’ რომელსაც ანდრომ ტვინი მოუხნა უმაღლეს დონეზე და ეს საერთოდ ცალკე ისტორიებია და არ გადავწვდები. კაცს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ისე დალევის მიზეზი ცხადია, ჟოზე მაურინიუს(თან კრისტიანას გოლით) გამარჯვება იყო სეპარატიზმზე და სახლში მისულმა რაღაც კომენტარებზე ვიხალისე ინტერნეტში და დავწექი…

8:10-ზე ანუ სადღაც ერთ საათში, ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. მასწავლებელი მირეკავს – არიან დღეს გამომცდელები, გადავამოწმე ორჯერ სააგენტოშიო… თან მესიამოვნა და თან გამიტყდა. ნეტა ღამე მესიჯი ენახა და დაერეკათქო ვიფიქრე, ხო არ შევიცვლიდი გეგმებს. ვუთხარი, ახლა შანსი არ მაქვს გაკვეთილზე მოსვლის და მაშინ რეპორტაჟის მერე წავალ გამოცდაზეთქო. კაი კაი, წადი გაკვეთილის გარეშე, ეს ჯერი არ ჩააგდო, ცადეო. მაღვიძარა 12:00-ზე დავაყენე, ავდექი და დავრეკე ,სააგენტოში’, მითხრეს მარტო 2-მდე ვართო, საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი… ვინანე, ნეტა მცოდნოდათქო ან ეს რეპორტაჟი საიდან მოვიდამეთქი. გავთვალე და წასვლა მოსვლას ვერ ვასწრებდი, ცოტა ადრეც არ ავდექი ამის გამო, აზრი არ აქვსთქო.

დიდი ამბით ავიკრიფე, მოვედი სამსახურში და 14:00-ს 10 წუთი რომ დააკლდა ჩემი მეწყვილე მოვიკითხე, თამაში რომ გვაქვს იციმეთქი. როგორ არაო მითხრეს. აბა 10 წუთი აკლია და არჩანსთქო. დავხედე გამოკრულ განრიგს და აშკარად 14:00 წერია, იქიდან მქონდა ამოწერილი.  უი ეგ შეიცვალა და 15:00-ზეა დღეს ჩანაწერიო 😀 😀 😀 აი ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ნერვები დამაწყდა და დავიწყე დამეწერა, ცოტა მაინც რომ დავმშვიდებულიყავი 😀 ხო შეიძლებოდა ამ ცვლილების შესახებ მეც მცოდნოდა  და წავიდოდი კიდეც გამოცდაზე, მოვასწრებდი ან იმდენი ცუდი დამთხვევა არ მომხდარიყო და წავუსლიყავი დღეს გამოცდაზე? მაგრამ არა, როგორც ვთქვი იმენნა არ უნდოდათ, ალბათ იქ, ზემოთ 😀

გამოდის რა? პირველ ჯერზე გამოცდამდე ვერ მივედი, საკითხი ვერ დავიწყე ისე ჩავიჭერი. მეორე ცდაზე, ყველაზე ადვილ რამეში, რვიანში ჩავიწერი, ფსიქოლოგიაა… დ ავერ ვამუღამებ ამ კვერცხობას. მესამე ჯერი გამიკატავდა დღეს. მეოთხეზე, თუ არ გამიმართლა, ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ ჩავიჭრები. მეხუთე ჯერზე ხო იასნია, ფსიქოლოგიური მომენტია, ბოლო და რამე და იქაც ჩავიჭრები. მათხოვარი მანჩესტერი ხომ არ ვარ, რომ ბოლო წუთზე გოლი გავიტანო. ანუ წავალ ალბათ მეორე წრეზე 🙂 სამწუხაროდ. დამატებით გასვლაში ფულის გადაყრა არ მინდა, მაგას მირჩევნია თეორია გადავაბარო და კიდევ 5 უფასო შანსი მქონდეს. პრავას კი ავიღებ აუცილებლად, მაგრამ როდის, საკითხავი აი ეგაა 😀 არც მანქანა მყავს და არც მეჩქარება ამ პონტში, მაგრამ რამეს რო ვიწყებ, გაწელვას ვერ ვიტან და ლოდინს 😦

აი უბრალოდ, რო გადავხედოთ, რამდენჯერ ამერ-დამერია უაზროდ გეგმები და რამდენი დამთხვევა მოხდა ჩემს საწინააღმდეგოდ. პარალელურად კი შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოოდ დავასკვენი – მარშრუტკის მძღოლების 90% არის ნაგავი, უნდა ცემო ეგენი მწარედ, რო ცოტა მოვიდნენ აზრზე. ხალხის ბრალია საჭესთან რო ზიან და ერთი და იგივე წრეებს ურტყამენ? უზრდელი, სოფლელი, გოიმები. ამოვიდა ყელში მაგათი ნერვოზი, უზრდელობა, ხამობა და ყველაფერი, ხალხს მართლა ხურდებივით უყურებენ და ვინმემ 10-თეთრიანები ან 5-იანები რომ მისცეს რა პრეტენზიები აქვთ უნდა ნახოთ. სულ მინდება ხოლმე რო შემოვარტყა, ვიღაცას რო ეჯუჯუღუნებიან, ერთხელ გამოვალ წყობიდან 😀

დეტალებზე და ,პრავის’ ღადაობებზე, მერე მოვყვები, როცა ავიღებ 😀 ნუ ბევრი არც არაფერია, მაგრამ რამდენიმე პრიკოლი არის და ასევე საგამოცდო საკითხებზე, ჩემი თეორიები მაქვს უკვე 😀
ახლა კი წავედი, მალე ,წყეული’  ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერი იწყება 😀 😀 😀

ჰო, მართლა. ამ ,პრავის’ საქმეს რაც შევუდეექი, ეს ქვეტექსტიანი წინადადებაც ,მოვიფიქრე\ – ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა! და მერე დავამატე ,ი ბუდუ იმეტ იხ’. ერე კი იქნება – ია იმეიუ იხ 😀

Written by 1myway1

აპრილი 21, 2011 at 10:40 AM

Posted in Uncategorized

რადიოთავი და ,პატარა სიხარულები’

with 2 comments


ასეთ დროს როგორ მიყვარს ეს ოხერი ცხოვრება. ისეთი გრძნობა მაქვს ვერც გადმოვცემ და ზოგადად ამბის გადმოცემა გადავწყვიტე, თან სანამ აჟიტირებული ვარ. ასეთი შემთხვევა/დამთხვევბი საშინლად მიყვარს. ისევე როგორც დეჟავუს მაგვარი ეპიზოდები, როცა ზუსტად იცი, რომ აი ახილა იმ კარიდან გამოვა ასე და ასე ჩაცმული კაცი და ეს მართლაც ხდება. მერე კი ფიქრობ იმაზე თუ საიდან იცოდი, სად ცხოვრობ, ვინ ხარ და ასე შემდეგ. ადრე სხვათა შორის ხშირად მომდიოდა, ახლა კაი ხანია აღარ მქონია. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, მაგრამ სხვა რამე უნდა მოვყვე ახლა, ბევრად უფრო მარტივი რამ და თითქოს არაფერი, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანები გვაგრძნობინებენ ხშირად თუ რა საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი რედიოჰედია, ალბათ ყველაზე ხშირად ბოლო წლებში ამ ჯგუფს ვუსმენ და დიდი ხანია მინდა ერთი ვრცელი პოსტიც მივუძღვნა, ალბათ ეგ დროც მოვა. თან ახლა ამინდს უხდება ძალიან და საერთოდ მიყვარს, ზეჯგუფია, არადამიანურად მაგარი, ერთი თუ შეჯექი მორჩა მერე. არც დეპრესიას იწვევს ჩემთვის და არაფერს, პირიქით, მაძლიერებს, სიამოვნებას მანიჭებს. ჰოდა ბოლო დღეებში ძირითადად ამ ვეშს ვუსმენდი – You and Whose Army? ჩახვევა ვიცი საერთოდ, ერთ სიმღერას შემიძლია დღეში უამრავჯერ მოვუსმინო. ბოლო რამდენიმე დღეა სულ მაგ სიმღერას, ირაკლი ჩარკვიანის ორ ვეშს და ზემფირას ბესკანეჩნოსტს ვუსმენ, აი ძალიან ბევრჯერ ვრთავ მაგ სიმღერებს და პერიოდულად სხვებიც ეპარაება.

ჰოდა, ამ You and Whose Army?-ს მოვუსმინე წეღანაც, ერთი მერვედ დღეს, დასაწყისზე საერთოდ ვჭედავ. მორჩა სიმღერა და ფილმის ყურება გადავწყვიტე. მინდა გასულ ოსკარებზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი ყველა კინო ვნახო და მერე მოკლედ შევაფასო, ცემი საყვარელი ნომინაციაა ოსკარების და ერთი ფილმი მაქვს დარჩენილი. ეს არის Incendies. დღეს დავქაჩე ეს ფილმი და გავუშვი… დაიწყო და უცებ მესმის ნაცნობი მუსიკა, ცოტა შორიდან. დავაკვირდი და რედიოჰედია, ვიფიქრე იმენჯერ მოვუსმინე უეჭველი მეჩვენებათქო, მაგრამ არა. ვახ! მაშინ ნაღდად იუთუბზე ჩართული დამრჩათქო ვიფიქრე, იუთუბზე მქონდა გახსნილი რადგან Fეისბუქზეც დავაგდე დილით კიდევ ერთხელ და იმის მერე იქვე ვუსმენდი გაუთავებლად. გადაცვამოწმე და იუთუბზე არ მიდის, გომის ფანჯარა აშკარად ერთია გახსნილი, არც სხვა რამეა… მხოლოდ ამის მერე დავიჯერე, რომ ფილმი ამ სიმღერით იწყება 😀 მაინც გადავამოწმე ინტერნეტში, ბოლომდე კიდევ არ მჯეროდა და… აქამდე გამომყვა ,აი ის’ გრძნობა, რომელსაც ვერ აღწერ და გადმოცემ და ცხოვრებას რომ ორმაგად გაყვარებს.

ხალხი სულ გაგიჟდა, გაბოროტებულები და დასლევებულები არიან სხვადასხვა მიზეზით. ამინდმა ტვინი წაიღო. ბანკი მწეწავს. გაციებული ვარ, უიღბლო დღე მქონდა, ათასი პრობლემა კიდევ, მაგრამ… ერთი ასეთი მელკი რამე და ეს ყველაფერი უკან დარჩა. ეს იყო სერიიდან – ,პატარა სიხარულები’ – ამაზე სხვა დროს. სასტიკად მესიამოვნა და დიდი ეჭვი მაქვს, არც ფილმი გამიცრუებს იმედებს, წავედი გავაგრძელო.

პ.ს.
ისე amnesiac კარგი ალბომია, თან თემატური ახლა ჩემთვის, რადგან ბოლო დროს, 20 წამის წინ რაზე ვფიქრობდი ის მავიწყდება ზოგჯერ. სერიოზულად დამერხა ამ მხრივ, არ ვიცი უძილობის და ყველაფრის ერთად ბრალია თუ რა არის, მაგრამ ელემენტარული და დაღეჭილი რაღაცეები მავიწყდება. ფილმები ხო საერთოდ, ზოგის კანცოვკა არ მახსოვს, ზოგის მთავარი სცენები, ზოგი ერთმანეთში მერევა… რაღაც უნდა მოვიქმოქმედო 😀
ისე კი რედიოჰედის შემოქმედებაში ჩემი საყვარელი ალბომი OK Computer (1997)-ია, რადგან სიტყვამ მოიტანა, ბარემ გეტყვით 😀

ეს კი თქვენ… კი, უკეთესი ვეშები აქვს რედიოჰედს და ყველაფერი, მაგრამ ამ წუთას ეს მსოფლიოს საუკეთესო სიმღერაა.

Written by 1myway1

აპრილი 20, 2011 at 3:18 PM

Posted in მუსიკა

ოქტომბრის კალენდარი

with 17 comments

ერთ ძველ ჩანაწერს ვეძებდი და შემთხვევით ამ ,კალენდარს’ გადავაწყდი და პირობითად ,ოქტომბრის კალენდარი’ ვუწოდე. ეს ლეგენდარული რამეა, ფასდაუდებელი, რელიქვია… კარგად ყოფილა შენახული.

ყველას გვქონია ბავშვობაში და არცთუ ბავშვობაში(თითქმის სრულწლოვანი ვიყავი ეს კალენდარი რომ გავაკეთე) სურვილები, რომელსაც ვერ ვახორციელებდით და მშობლებს მივმართავდით თხოვნებით. ბაბუაჩემი ამ სურვილს არ ამისრულებდა(კიდევ ორი ოჯახით იყო უფრო გართული 😀 R.I.P.), დედაჩემი ვერ და იდეაში ვერც ბებიაჩემი, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველაზე მეტი შანსი მასთან მქონდა, იქნებ რამე ეჯადოქრა კიდევ ერთხელ ან რამე გაეყიდა ან ვინმესთვის გამოერთმია და ეყიდა ის რაც მე მინდოდა. მაშინ კი მე კომპიუტერი მსურდა და ვარწმუნებდი, რომ აუცილებლად მჭირდება, თან თუ გინდა მუშაობა დავიწყო მალეთქო. სინამდვილეში კი ისიც ხვდებოდა, რომ მაშინ 70%-ზე მეტად სათამაშოდ მსურდა კომპიუტერი, რომელსაც ,სატანის ყუთსაც’ ეძახდა/ეძახის ხოლმე გურჯულად 😀

ამ დროს არის სხვადასხვა ხერხები, გოგოები მამიკოს ეხუტებიან და ეფერებიან ხოლმე, ბიჭები ტკბილ სიტყვას აპარებენ, ძირითადად დედას უფრო. თუმცა მე თქვალთმაქცი ადამიანი არ ვარ და ეგეთები არ შემიძლია, გარდა ამისა, ამას აზრიც არ ჰქონდა, რადგან ეგ ჭრის როცა არის ფული და უნდა დასცინცლო, ხოლო როცა არ არის… 😀 ამიტომ რადიკალური ზომები იყო საჭირო. თან  ერთხელ წამოცდა, თუ დაიწყებ მუშაობას ეგებ როგორმე გიყიდო ,რამე კომპიუტერიო’ და მეც სიტყვაზე დავიჭირე.

თუ სტერვა გოგოები ისტერიკებს მიმართავენ, მე ყვირილს ვამჯობინებდი და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახდენდი. სულსწრაფი ვარ და იმ მომენტში უკვე ვეღარ ვითმენდი, როგორმე მოახერხემეთქი ვუებნებოდი, შანსი არ არისო… ბევრი არ მიფიქრია, რადგან ფანტაზიას რიგ შემთხვევებში არ ვუჩივი, თავისით მომივიდა ეს იდეა და მეც გავაკეთე… დამატებითი ზეწოლის ხერხი, საბოლოო დარტყმა! 😀 სად იყვნენ ლექსსენი და ყუბანეიშვილი, მე რომ სცენაზე გამოვედი 😀 😀

მაშინ სარბიელში სტაჟორად დავდიოდი და ძველი ფურცლები ბევრი მქონდა შენახული, ასევე ტოტალიზატორის პროგრამები, ჰოდა ავიღე ეგ ფურცლები, ვეცადე მაქსიმალურად ერთ ზომაზე დამეხია და გავაკეთე ეს ეპოქალური კალენდარი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. კალენდარი დაიწყო 2 ოქტომბრიდან(რადგან 2-ში გავაკეთე) და დასრულდა 31 ოქტომბერს, საბოლოო ვადად დავუთქვი ოქტომბრის ბოლო და საწოლის თავთან ჩამოვუკიდე, ყოველდღე ვუფურცლავდი. გაბრაზდა თავიდან და ჩამოგლიჯა, ისევ გავუკარი და მკაცრად გავაფრთხილე არ შეეხომეთქი 😀 მერე იცინოდა გულიანად, მაგამ პერიოდულად მაინც ,მაქოქოლავებდა’ 😛 და მლანძღავდა, ბებიას რომ ასეთ რამეს გაუკეთებ, სულ გაგიჟდიო…

დიახ! მე სახლში უფრო ვხმარობ ხოლმე უზრდელურ სიტყვებს, ვიდრე გარეთ. დიახ! შემიძლია ვიყვირო, გავბრაზდე და ხელები ვიქნიო აქეთ-იქით, რადგან უსამართლობის დროს წყობიდან მარტივად გამოვდივარ და ნერვები გაწეწილია. დიახ! მე მაქვს კომპლექსები, მაგრამ არა ასეთი რომ ამის გამოქვეყნება მიტყდებოდეს, ის სხვა სახის კომპლექსებია და სხვა მიზეზებით გამოწვეული 😀 ამ შემთხვევაში კი, მართლა ვინმე კომპლექსიანი და გოიმი რას იტყვის არ მაინტერესებს და ვერც ვერაფერს ცუდს ვხედავ ამაში, პირიქით, მაგრად ვიხალისე, რომ გადავიკითხე და მე მგონი თქვენც გაერთობით.
მაქვს ბებიაჩემთან ისეთი ურთიერთობა რომ ძმაკაცივით ველაპარაკებოდე, ესაა და ეს 🙂

რამდენიმე მექანიკურ, არამექანიკურ და რითმისთვის დაშვებულ შეცდომას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნურც ერთ ორ კოჭლ-რითმს 😀 მთავარი ხომ იდეაა )))
ეს მართლაც გენიალური რამაა, თან თუ სიტუაციას წარმოიდგენთ კარგად. თავადვე ბებიაჩემმა შეინახა საგულდაგულოდ 🙂

,კანცოვკა’ მეც არ მომწონს, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე 😀 ,გაყიდე სულში’ სხვა რამ იგულისხმებოდა 😀 საქმე ისაა, რომ როცა შეგროვილ ბოთლებს ან ძველ ტანსაცმელს(რასაც ახლაც იცავს ხოლმე გამალებით – ვინმეს გამოადგებაო) გადაუგდებდი, სულში მაფურთხებთო ბრაზდებოდა, ხოლო მე ვეკითხებოდი – შენს სულში ბოთლებია?. ხოლო ,მამამისის აშენებული სახლის’ გაყიდვაზე თუ ჩამოვარდება საუბარი, ხომ საერთოდ აღეგზნება ხოლმე და იგივეს იმეორებს, ჰოდა ,გაყიდულ სულშიც’ ეს იგულისხმება 😀 სახლი, რომლის განაწილებასაც არ დაადგა საშველი, გასანაწილებელი რომ არ იყოს რაღა მიჭირდა, მაგრამ სულ ისე რომ იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, საინტერესოც ხომ აღარ იქნებოდა 😀

ამ ყველაფრის შედეგი?
მოხდა სასწაული და ნოემბერში ჩემი პირველი კომპიუტერი ვიყიდე. ზუსტად მახსოვს 550 დოლარი გადავიხადე და ამოვათრიე ალექსანდროვის ბაღთან ხელით, რომ რამე ტრანსპორტი დამეჭირა ცოტა მოშორებით.გადაკეტილი იყო გზა და შეძახილები მესმოდა – მიშა! მიშა! მიშა! მეც იქ ვიყავი გულით, მაშინ ნამდვილად 😀 მაგრამ ერთი სული მქონდა კომოპიუტერს როდის ჩავრთავდი და ფეხბურთს ვითამაშებდი. რამდენიმე დღეში ,ვარდების რეცოლუციაც’ მოხდა. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა აღარ მახსოვს, რამდენჯერ გადამეწვა და რამდენჯერ გამოვცვალე კომპიუტერი. მალევე მუშაობაც დავიწყე და კომპიუტერს დავაბრალე, რომ გული არ დაწყვეტოდა, სათამაშოდ მაყიდიანო – აი საქმეშიც წამადგამეთქი )))

რასაკვირველია, შეპირებული ვიყავი, რომ ვალს დავაბრუნებდი და რასაკვირველია, ვერ/არ დავაბრუნე 😀 რაღაც ნაწილი ნათესავებსა და მეგობრებს გამოართვა, ხალხს ეგონა ოპერაციას ვიკეთებდი 😀 თავის დროზე რომ არ/ვერ გავიკეთე ოპერაცია იმიტომ გამეზარდა ასე თვალში მინუსი, თუმცა მაშინაც ცოტა გვიანი იყო უკვე, მაგრამ არც ასეთი ცუდი მდგომარეობა იყო, და ჯობდა ალბათ ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ… ნუ რაც იყო და კიდევ ერთხელ ,იყო’ !:D თან მე რომ რამეს ამოვიჩემებ… ნაწილი კი ბანკიდან გამოიტანა, დღემდე ვიხდით ლომბარდს, ვიხდით რა, იხდის… სამჯერ იზარალა, არ დამიჯერა, ეგ რაღაცაც გაყიდემეთქი და არაო, ჰოდა მე გავბრაზდი და აღარ გადავიხადე და ამდენი ხანია ამდიდრებს ბანკს 😀 იმის მერე მლანძღავს სულ 😀 ახლა უნდა გამოვისყიდო ბოლომდე 🙂
მთავარი კი ამ ისტორიაში კალენდარია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ცხოვრება მშვენიერია და ღირს, თანაც როგორი და როგორ 😉

პ.ს.
ამას წინად ვნახე ეს და გული ამიჩუყდა. მართლა ვტიროდი, უბრალოდ ცრემლი არ მოდიოდა, დამშრალია ეს ოხერი 😀
ძალიან მაგარი რამეა და ბოლომდე უყურეთ და უსმინეთ 🙂

http://www.myvideo.ge/?video_id=1266412

Written by 1myway1

აპრილი 11, 2011 at 5:56 PM

Posted in Uncategorized