1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ოქტომბრის კალენდარი

with 17 comments

ერთ ძველ ჩანაწერს ვეძებდი და შემთხვევით ამ ,კალენდარს’ გადავაწყდი და პირობითად ,ოქტომბრის კალენდარი’ ვუწოდე. ეს ლეგენდარული რამეა, ფასდაუდებელი, რელიქვია… კარგად ყოფილა შენახული.

ყველას გვქონია ბავშვობაში და არცთუ ბავშვობაში(თითქმის სრულწლოვანი ვიყავი ეს კალენდარი რომ გავაკეთე) სურვილები, რომელსაც ვერ ვახორციელებდით და მშობლებს მივმართავდით თხოვნებით. ბაბუაჩემი ამ სურვილს არ ამისრულებდა(კიდევ ორი ოჯახით იყო უფრო გართული😀 R.I.P.), დედაჩემი ვერ და იდეაში ვერც ბებიაჩემი, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველაზე მეტი შანსი მასთან მქონდა, იქნებ რამე ეჯადოქრა კიდევ ერთხელ ან რამე გაეყიდა ან ვინმესთვის გამოერთმია და ეყიდა ის რაც მე მინდოდა. მაშინ კი მე კომპიუტერი მსურდა და ვარწმუნებდი, რომ აუცილებლად მჭირდება, თან თუ გინდა მუშაობა დავიწყო მალეთქო. სინამდვილეში კი ისიც ხვდებოდა, რომ მაშინ 70%-ზე მეტად სათამაშოდ მსურდა კომპიუტერი, რომელსაც ,სატანის ყუთსაც’ ეძახდა/ეძახის ხოლმე გურჯულად😀

ამ დროს არის სხვადასხვა ხერხები, გოგოები მამიკოს ეხუტებიან და ეფერებიან ხოლმე, ბიჭები ტკბილ სიტყვას აპარებენ, ძირითადად დედას უფრო. თუმცა მე თქვალთმაქცი ადამიანი არ ვარ და ეგეთები არ შემიძლია, გარდა ამისა, ამას აზრიც არ ჰქონდა, რადგან ეგ ჭრის როცა არის ფული და უნდა დასცინცლო, ხოლო როცა არ არის…😀 ამიტომ რადიკალური ზომები იყო საჭირო. თან  ერთხელ წამოცდა, თუ დაიწყებ მუშაობას ეგებ როგორმე გიყიდო ,რამე კომპიუტერიო’ და მეც სიტყვაზე დავიჭირე.

თუ სტერვა გოგოები ისტერიკებს მიმართავენ, მე ყვირილს ვამჯობინებდი და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახდენდი. სულსწრაფი ვარ და იმ მომენტში უკვე ვეღარ ვითმენდი, როგორმე მოახერხემეთქი ვუებნებოდი, შანსი არ არისო… ბევრი არ მიფიქრია, რადგან ფანტაზიას რიგ შემთხვევებში არ ვუჩივი, თავისით მომივიდა ეს იდეა და მეც გავაკეთე… დამატებითი ზეწოლის ხერხი, საბოლოო დარტყმა!😀 სად იყვნენ ლექსსენი და ყუბანეიშვილი, მე რომ სცენაზე გამოვედი😀😀

მაშინ სარბიელში სტაჟორად დავდიოდი და ძველი ფურცლები ბევრი მქონდა შენახული, ასევე ტოტალიზატორის პროგრამები, ჰოდა ავიღე ეგ ფურცლები, ვეცადე მაქსიმალურად ერთ ზომაზე დამეხია და გავაკეთე ეს ეპოქალური კალენდარი, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. კალენდარი დაიწყო 2 ოქტომბრიდან(რადგან 2-ში გავაკეთე) და დასრულდა 31 ოქტომბერს, საბოლოო ვადად დავუთქვი ოქტომბრის ბოლო და საწოლის თავთან ჩამოვუკიდე, ყოველდღე ვუფურცლავდი. გაბრაზდა თავიდან და ჩამოგლიჯა, ისევ გავუკარი და მკაცრად გავაფრთხილე არ შეეხომეთქი😀 მერე იცინოდა გულიანად, მაგამ პერიოდულად მაინც ,მაქოქოლავებდა’😛 და მლანძღავდა, ბებიას რომ ასეთ რამეს გაუკეთებ, სულ გაგიჟდიო…

დიახ! მე სახლში უფრო ვხმარობ ხოლმე უზრდელურ სიტყვებს, ვიდრე გარეთ. დიახ! შემიძლია ვიყვირო, გავბრაზდე და ხელები ვიქნიო აქეთ-იქით, რადგან უსამართლობის დროს წყობიდან მარტივად გამოვდივარ და ნერვები გაწეწილია. დიახ! მე მაქვს კომპლექსები, მაგრამ არა ასეთი რომ ამის გამოქვეყნება მიტყდებოდეს, ის სხვა სახის კომპლექსებია და სხვა მიზეზებით გამოწვეული😀 ამ შემთხვევაში კი, მართლა ვინმე კომპლექსიანი და გოიმი რას იტყვის არ მაინტერესებს და ვერც ვერაფერს ცუდს ვხედავ ამაში, პირიქით, მაგრად ვიხალისე, რომ გადავიკითხე და მე მგონი თქვენც გაერთობით.
მაქვს ბებიაჩემთან ისეთი ურთიერთობა რომ ძმაკაცივით ველაპარაკებოდე, ესაა და ეს🙂

რამდენიმე მექანიკურ, არამექანიკურ და რითმისთვის დაშვებულ შეცდომას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნურც ერთ ორ კოჭლ-რითმს😀 მთავარი ხომ იდეაა )))
ეს მართლაც გენიალური რამაა, თან თუ სიტუაციას წარმოიდგენთ კარგად. თავადვე ბებიაჩემმა შეინახა საგულდაგულოდ🙂

,კანცოვკა’ მეც არ მომწონს, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე😀 ,გაყიდე სულში’ სხვა რამ იგულისხმებოდა😀 საქმე ისაა, რომ როცა შეგროვილ ბოთლებს ან ძველ ტანსაცმელს(რასაც ახლაც იცავს ხოლმე გამალებით – ვინმეს გამოადგებაო) გადაუგდებდი, სულში მაფურთხებთო ბრაზდებოდა, ხოლო მე ვეკითხებოდი – შენს სულში ბოთლებია?. ხოლო ,მამამისის აშენებული სახლის’ გაყიდვაზე თუ ჩამოვარდება საუბარი, ხომ საერთოდ აღეგზნება ხოლმე და იგივეს იმეორებს, ჰოდა ,გაყიდულ სულშიც’ ეს იგულისხმება😀 სახლი, რომლის განაწილებასაც არ დაადგა საშველი, გასანაწილებელი რომ არ იყოს რაღა მიჭირდა, მაგრამ სულ ისე რომ იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, საინტერესოც ხომ აღარ იქნებოდა😀

ამ ყველაფრის შედეგი?
მოხდა სასწაული და ნოემბერში ჩემი პირველი კომპიუტერი ვიყიდე. ზუსტად მახსოვს 550 დოლარი გადავიხადე და ამოვათრიე ალექსანდროვის ბაღთან ხელით, რომ რამე ტრანსპორტი დამეჭირა ცოტა მოშორებით.გადაკეტილი იყო გზა და შეძახილები მესმოდა – მიშა! მიშა! მიშა! მეც იქ ვიყავი გულით, მაშინ ნამდვილად😀 მაგრამ ერთი სული მქონდა კომოპიუტერს როდის ჩავრთავდი და ფეხბურთს ვითამაშებდი. რამდენიმე დღეში ,ვარდების რეცოლუციაც’ მოხდა. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა აღარ მახსოვს, რამდენჯერ გადამეწვა და რამდენჯერ გამოვცვალე კომპიუტერი. მალევე მუშაობაც დავიწყე და კომპიუტერს დავაბრალე, რომ გული არ დაწყვეტოდა, სათამაშოდ მაყიდიანო – აი საქმეშიც წამადგამეთქი )))

რასაკვირველია, შეპირებული ვიყავი, რომ ვალს დავაბრუნებდი და რასაკვირველია, ვერ/არ დავაბრუნე😀 რაღაც ნაწილი ნათესავებსა და მეგობრებს გამოართვა, ხალხს ეგონა ოპერაციას ვიკეთებდი😀 თავის დროზე რომ არ/ვერ გავიკეთე ოპერაცია იმიტომ გამეზარდა ასე თვალში მინუსი, თუმცა მაშინაც ცოტა გვიანი იყო უკვე, მაგრამ არც ასეთი ცუდი მდგომარეობა იყო, და ჯობდა ალბათ ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ… ნუ რაც იყო და კიდევ ერთხელ ,იყო’ !:D თან მე რომ რამეს ამოვიჩემებ… ნაწილი კი ბანკიდან გამოიტანა, დღემდე ვიხდით ლომბარდს, ვიხდით რა, იხდის… სამჯერ იზარალა, არ დამიჯერა, ეგ რაღაცაც გაყიდემეთქი და არაო, ჰოდა მე გავბრაზდი და აღარ გადავიხადე და ამდენი ხანია ამდიდრებს ბანკს😀 იმის მერე მლანძღავს სულ😀 ახლა უნდა გამოვისყიდო ბოლომდე🙂
მთავარი კი ამ ისტორიაში კალენდარია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ცხოვრება მშვენიერია და ღირს, თანაც როგორი და როგორ😉

პ.ს.
ამას წინად ვნახე ეს და გული ამიჩუყდა. მართლა ვტიროდი, უბრალოდ ცრემლი არ მოდიოდა, დამშრალია ეს ოხერი😀
ძალიან მაგარი რამეა და ბოლომდე უყურეთ და უსმინეთ🙂

http://www.myvideo.ge/?video_id=1266412

Written by 1myway1

April 11, 2011 at 5:56 pm

Posted in Uncategorized

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბოლო ათი დღე რო წითელი მელნით გაქვს ნაწერი😀

    p.s. ჩემს გარდა თუ ვინმე ეგეთ ო-ებს წერდა არ მეგონა🙂

    lomski

    April 12, 2011 at 8:55 am

  2. goodman კარგი ხარ, როცა გინდა : )) მაგრამ კარგად დამალე არ შეგეტყოს ; ))) ძალიან კარგი პოსტია,🙂

    ana

    April 12, 2011 at 11:46 am

  3. lomski
    ბოლო ათი დღე რო წითელი მელნით გაქვს ნაწერი😀

    xo eg magari dvijeniaa😀

    ana
    kargi komenti iyo😀
    me sul kargi var, magram xandaxan vmalav, tumca nichierma da mondomebulma adamianma mashinac unda dainaxos😛
    meiidan gamomdinare ana giguashvili xar?😀

    1myway1

    April 12, 2011 at 1:05 pm

  4. yochag😀

    1myway1

    April 12, 2011 at 6:16 pm

  5. […] რომ ჩაერთოს. ერთ-ერთ მათგანს – ოქტომბრის კალენდრის სახით – გუდმენას ბლოგზე შეგიძლიათ […]

  6. batoni baqaris namoqmedars hgavs es😀

    1myway1

    April 18, 2011 at 5:45 pm

  7. გამაცანი რა დალი – მოგირჩება მარცხენა თვალი!😀

    ikadoriano

    April 21, 2011 at 7:46 pm

  8. ikadoriano😀😀
    იდეაა ფრიად კარგი

    ფრთებს შევასხამთ მომავლაში
    ბურთი თუ არ მომხვდა თავში
    😀

    1myway1

    April 21, 2011 at 8:09 pm

  9. 😀 ჰოდა,

    ძელთან უძრავად თუ არ დადგები,
    გადაქცეული ჩვეულ სტატისტად,
    შენ შემოგრჩება საღი თვალები,
    და კვლავ შეგვრაცხავ ჩვენ – ზვიადისტად!

    ikadoriano

    April 21, 2011 at 10:43 pm

  10. არ გადავუხვევ მე არჩეულ გზას
    დიახ შეგრაცხავთ კვლავ ზვიადისტად
    თუ გაუყვებით ისევ იმავ ხაზს
    მე არ ვიქცევი არც ცრუ არტისტად
    და არც მელიად, ვინც შენატრის ვაზს
    მაშ, ძელი იქცეს თავად სტატისტად!

    1myway1

    April 21, 2011 at 11:12 pm

  11. 😀😀

    ikadoriano

    April 22, 2011 at 12:57 am

  12. ჰაჰ..კარგ ხასიათზე დამაყენა : ))

  13. ძალიან კარგი🙂

    1myway1

    May 8, 2011 at 2:37 pm

  14. რა საყვარლობაა :))))

    Katiee

    May 28, 2012 at 9:07 pm

  15. მაგარი ხარ (თავში ავარდნებს არ ვართ დაგასწარი), მაგრად გავერთე რა, საერთოდაც ხშირად გაიზიარე ხოლმე სხვადასხვა პოსტები ფბ-ზე, თორემ ისე მეზარება შემოსვლა და ძებნა :))

    karamelka

    July 17, 2012 at 10:45 am

  16. გამამხიარულა თქვენმა კალენდარმა :):)

    პატენტა

    August 2, 2013 at 9:26 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: