1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რადიოთავი და ,პატარა სიხარულები’

with 2 comments


ასეთ დროს როგორ მიყვარს ეს ოხერი ცხოვრება. ისეთი გრძნობა მაქვს ვერც გადმოვცემ და ზოგადად ამბის გადმოცემა გადავწყვიტე, თან სანამ აჟიტირებული ვარ. ასეთი შემთხვევა/დამთხვევბი საშინლად მიყვარს. ისევე როგორც დეჟავუს მაგვარი ეპიზოდები, როცა ზუსტად იცი, რომ აი ახილა იმ კარიდან გამოვა ასე და ასე ჩაცმული კაცი და ეს მართლაც ხდება. მერე კი ფიქრობ იმაზე თუ საიდან იცოდი, სად ცხოვრობ, ვინ ხარ და ასე შემდეგ. ადრე სხვათა შორის ხშირად მომდიოდა, ახლა კაი ხანია აღარ მქონია. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, მაგრამ სხვა რამე უნდა მოვყვე ახლა, ბევრად უფრო მარტივი რამ და თითქოს არაფერი, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანები გვაგრძნობინებენ ხშირად თუ რა საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი რედიოჰედია, ალბათ ყველაზე ხშირად ბოლო წლებში ამ ჯგუფს ვუსმენ და დიდი ხანია მინდა ერთი ვრცელი პოსტიც მივუძღვნა, ალბათ ეგ დროც მოვა. თან ახლა ამინდს უხდება ძალიან და საერთოდ მიყვარს, ზეჯგუფია, არადამიანურად მაგარი, ერთი თუ შეჯექი მორჩა მერე. არც დეპრესიას იწვევს ჩემთვის და არაფერს, პირიქით, მაძლიერებს, სიამოვნებას მანიჭებს. ჰოდა ბოლო დღეებში ძირითადად ამ ვეშს ვუსმენდი – You and Whose Army? ჩახვევა ვიცი საერთოდ, ერთ სიმღერას შემიძლია დღეში უამრავჯერ მოვუსმინო. ბოლო რამდენიმე დღეა სულ მაგ სიმღერას, ირაკლი ჩარკვიანის ორ ვეშს და ზემფირას ბესკანეჩნოსტს ვუსმენ, აი ძალიან ბევრჯერ ვრთავ მაგ სიმღერებს და პერიოდულად სხვებიც ეპარაება.

ჰოდა, ამ You and Whose Army?-ს მოვუსმინე წეღანაც, ერთი მერვედ დღეს, დასაწყისზე საერთოდ ვჭედავ. მორჩა სიმღერა და ფილმის ყურება გადავწყვიტე. მინდა გასულ ოსკარებზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი ყველა კინო ვნახო და მერე მოკლედ შევაფასო, ცემი საყვარელი ნომინაციაა ოსკარების და ერთი ფილმი მაქვს დარჩენილი. ეს არის Incendies. დღეს დავქაჩე ეს ფილმი და გავუშვი… დაიწყო და უცებ მესმის ნაცნობი მუსიკა, ცოტა შორიდან. დავაკვირდი და რედიოჰედია, ვიფიქრე იმენჯერ მოვუსმინე უეჭველი მეჩვენებათქო, მაგრამ არა. ვახ! მაშინ ნაღდად იუთუბზე ჩართული დამრჩათქო ვიფიქრე, იუთუბზე მქონდა გახსნილი რადგან Fეისბუქზეც დავაგდე დილით კიდევ ერთხელ და იმის მერე იქვე ვუსმენდი გაუთავებლად. გადაცვამოწმე და იუთუბზე არ მიდის, გომის ფანჯარა აშკარად ერთია გახსნილი, არც სხვა რამეა… მხოლოდ ამის მერე დავიჯერე, რომ ფილმი ამ სიმღერით იწყება😀 მაინც გადავამოწმე ინტერნეტში, ბოლომდე კიდევ არ მჯეროდა და… აქამდე გამომყვა ,აი ის’ გრძნობა, რომელსაც ვერ აღწერ და გადმოცემ და ცხოვრებას რომ ორმაგად გაყვარებს.

ხალხი სულ გაგიჟდა, გაბოროტებულები და დასლევებულები არიან სხვადასხვა მიზეზით. ამინდმა ტვინი წაიღო. ბანკი მწეწავს. გაციებული ვარ, უიღბლო დღე მქონდა, ათასი პრობლემა კიდევ, მაგრამ… ერთი ასეთი მელკი რამე და ეს ყველაფერი უკან დარჩა. ეს იყო სერიიდან – ,პატარა სიხარულები’ – ამაზე სხვა დროს. სასტიკად მესიამოვნა და დიდი ეჭვი მაქვს, არც ფილმი გამიცრუებს იმედებს, წავედი გავაგრძელო.

პ.ს.
ისე amnesiac კარგი ალბომია, თან თემატური ახლა ჩემთვის, რადგან ბოლო დროს, 20 წამის წინ რაზე ვფიქრობდი ის მავიწყდება ზოგჯერ. სერიოზულად დამერხა ამ მხრივ, არ ვიცი უძილობის და ყველაფრის ერთად ბრალია თუ რა არის, მაგრამ ელემენტარული და დაღეჭილი რაღაცეები მავიწყდება. ფილმები ხო საერთოდ, ზოგის კანცოვკა არ მახსოვს, ზოგის მთავარი სცენები, ზოგი ერთმანეთში მერევა… რაღაც უნდა მოვიქმოქმედო😀
ისე კი რედიოჰედის შემოქმედებაში ჩემი საყვარელი ალბომი OK Computer (1997)-ია, რადგან სიტყვამ მოიტანა, ბარემ გეტყვით😀

ეს კი თქვენ… კი, უკეთესი ვეშები აქვს რედიოჰედს და ყველაფერი, მაგრამ ამ წუთას ეს მსოფლიოს საუკეთესო სიმღერაა.

Written by 1myway1

April 20, 2011 at 3:18 pm

Posted in მუსიკა

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიყვარს რადიობაშკები, მაგრამ ჩემთვის წაროუდგენელია რომელიმე 1 ჯგუფზე შეჯდე და უსმინო უკუნითი უკუნისამდე.😀

    ..მაგრამ the national anthem-ის ბას რიფებს დღემდე მაგარ მუხტზე მოვყავარ😀

    ika

    April 22, 2011 at 9:24 pm

  2. 😀
    ara me tu rame momwons, to eta na dolga😀
    sul siaxleebis zieba da mobezrebebi ar miyvars😀

    1myway1

    April 22, 2011 at 9:44 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: