1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა, ი ია ბუდუ იმეტ იხ

with 5 comments

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილი ერთჯერადად გამოაცხადა დასვენების დღედ. ამას თავიდან ყურადღება არ მივაქციე, სულ ვერ გავიაზრე, რომ დღეს წესით მართვის მოწმობის გამოცდა უნდა მქონოდა. როგორც ჩანს, იქ ზემოთ გადაწყვეტილი იყო, რომ დღეს გამოცდაზე არ უნდა წავსულიყავი, აი რამდენი რამე მოხდა ამისთვის ახლა მოგიყვებით. ეს უკვე ნამდვილი ,ზაკონ პოდლოსტია’. უბრალოდ, ბოლომდე ჩაიკითხეთ.

გადაწყვეტილი იყო, რომ 12 საათზე მივიდოდი ტარების მასწავლებელთან და მერე წავიდოდი რუსთავში. უცებ საღამოს მირეკავენ სამსახურიდან და მატყობინებენ, რომ დღეს 14:00-ზე მაქვს რელაივი/ჩანაწერი ნაიმეგენი-აიაქსისა. ეს თამაში არ უნდა მქონოდა წესით, მაგრამ რაღაც შეიცვალა და დამემატა. უარს არ ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდ დროს დაემთხვა. სასწრაფოდ დავურეკე მასწავლებელს და ავუხსენი სიტუაცია… მან მითხრა, რომ 9 საათზე მივსულიყავი გაკვეთილზე, მერე წავსულიყავი რუსთავში და 14:00-სთვის აქ ვიქნებოდი.

ახლა გავთვალე, რეპორტაჟი მაქვს ღამე, მერე ბარსა-რეალს ვუყურებ, ნუ ყველაზე კაი პონტში 3-ზე დავიძინებ, 6 საათიც არ გამომივა ძილი და რა ჩემ ფეხებს ჩავაბარებ ვიცი, მაგრამ რა ვუყოთქო. თუმცა ჯერ სად ხართ, ჯერ შეიცადეთ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა – ვიღაცას ძალიან არ უნდოდა რომ დღეს გამოცდაზე წავსულიყავი და თავისი გაიტანა😀 მე კი ნერვები მომეშალა.

მეგობართან ერთად ცოტა ლუდის დალევისა და სასიამოვნო საუბრისა და ასევე ძალიან სასიამოვნო საჩუქრის მიღების მერე(ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ კიდევ), წავედი სამსახურში. იქამდე მეგობრებმა დამირეკეს, თამაშის საყურებლად და დასალევად მივდივართ წამოდიო, ვერა, რეპორტაჟი მაქვსმეთქი, მაშინ მერე მოდიო… ვერა გამოცდაზე მივდივარმეთქი და კაიო. წუთი-წუთზე მივასწარი თამაშს და რაღა დაგიმალოთ, თამაშიც კაი გამოვიდა და კომენტარიც, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. კომპლიმენტებიც მივიღე და მესიამოვნა. ტოტენჰემი-არსენალი 3:3 მორჩა და რომ მორჩა ბარსა-რეალის ყურებაზე გადავერთე.

უცებ რატომღაც ფორუმზე მართვის მოწმობის თემაში შევიხედე და ერთ იუზერს ეწერა, ხვალ ხო დასვენების დღეა და არ იქნებიანო. მაააგრად გამიტყდა, რადგან ლოდინს ვერ ვიტან და ფსიქოლოგიურად უფრო მერხევა მერე, ახლაც ფსიქოლოგიური პრობლემის გამო ვერ ვაბარებ, თორე ისე რა… ბიჯო მომეშალა ნერვები და იასნია, თამაშის დამთავრებისთანავე დავურეკე მეგობრებს – სად ხართ, ხვალ დასვენება ყოფილა და არსადაც აღარ მივდივარ დილით, მოვალ თქვენთანთქო. იასნია კიო, ანდრო საერთოდ იქამდე იმასაც მეუბნებოდა, დაიკიდე ეგ გამოცდა ამჯერადო😀 თან მომაძახა პირველად რო გელაპარაე მეგონა იცოდი ხვალ რო დასვენების დღე იყოო(არადა თურემ როგორ კიდიათ ეს შენი დასვენების დღე საპატრულოში).

თან, მასწავლებელს დავუმესიჯე, ხვალ დასვენების დღე ყოფილა და ამიტომ აღარ მოვალთქო. ფეხბურთს უყურებს ხოლმე კაცი, მაგრამ ჯინაზე გუშინ არ უყურებდა და ეძინა ალბათ, თორემ გადმომირეკავდა ეგრევე, რადგან გარკვეული ჰქონია, რომ მაინც იყო დღეს გამოცდა. მე კი ღამის ორისკენ მომერიდა დარეკვა და ამიტომ გავგზავნე მესიჯი. მეგობრებთან მისულს კი ცოტა დამეზარა, თან უკვე სახლთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი ძალიან შორს, ძებოს ფაქტობრტივად ,ქალაგარეთ’ სახლში😀
იქ ცოტა დავლიეთ და ბევრი მოვწიეთ😦 აი ამ ნაგვობას ვერ ვეშვები მთვრალზე, ფხიზელზე ვთქვი და აღარ მოვწევ! მთვრალზეც უნდა შევეშვა და ისევ ერთწლიანი პაუზა დავდო.

7-ს წუთებზე მივხვდი, რომ თუ არ დავიძინებდი ცოტას, ძალიან გათიშულს მომწიევდა ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერის წაყვანა და გამოვედი ტრასაზე. ტაქსის ლოდინში გავიყინე. კიდევ კაი ნორმალური ტაქსისტი შემხვდა და არა ,ძია’, ,ძია’ რომელსაც ანდრომ ტვინი მოუხნა უმაღლეს დონეზე და ეს საერთოდ ცალკე ისტორიებია და არ გადავწვდები. კაცს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ისე დალევის მიზეზი ცხადია, ჟოზე მაურინიუს(თან კრისტიანას გოლით) გამარჯვება იყო სეპარატიზმზე და სახლში მისულმა რაღაც კომენტარებზე ვიხალისე ინტერნეტში და დავწექი…

8:10-ზე ანუ სადღაც ერთ საათში, ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. მასწავლებელი მირეკავს – არიან დღეს გამომცდელები, გადავამოწმე ორჯერ სააგენტოშიო… თან მესიამოვნა და თან გამიტყდა. ნეტა ღამე მესიჯი ენახა და დაერეკათქო ვიფიქრე, ხო არ შევიცვლიდი გეგმებს. ვუთხარი, ახლა შანსი არ მაქვს გაკვეთილზე მოსვლის და მაშინ რეპორტაჟის მერე წავალ გამოცდაზეთქო. კაი კაი, წადი გაკვეთილის გარეშე, ეს ჯერი არ ჩააგდო, ცადეო. მაღვიძარა 12:00-ზე დავაყენე, ავდექი და დავრეკე ,სააგენტოში’, მითხრეს მარტო 2-მდე ვართო, საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი… ვინანე, ნეტა მცოდნოდათქო ან ეს რეპორტაჟი საიდან მოვიდამეთქი. გავთვალე და წასვლა მოსვლას ვერ ვასწრებდი, ცოტა ადრეც არ ავდექი ამის გამო, აზრი არ აქვსთქო.

დიდი ამბით ავიკრიფე, მოვედი სამსახურში და 14:00-ს 10 წუთი რომ დააკლდა ჩემი მეწყვილე მოვიკითხე, თამაში რომ გვაქვს იციმეთქი. როგორ არაო მითხრეს. აბა 10 წუთი აკლია და არჩანსთქო. დავხედე გამოკრულ განრიგს და აშკარად 14:00 წერია, იქიდან მქონდა ამოწერილი.  უი ეგ შეიცვალა და 15:00-ზეა დღეს ჩანაწერიო😀😀😀 აი ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ნერვები დამაწყდა და დავიწყე დამეწერა, ცოტა მაინც რომ დავმშვიდებულიყავი😀 ხო შეიძლებოდა ამ ცვლილების შესახებ მეც მცოდნოდა  და წავიდოდი კიდეც გამოცდაზე, მოვასწრებდი ან იმდენი ცუდი დამთხვევა არ მომხდარიყო და წავუსლიყავი დღეს გამოცდაზე? მაგრამ არა, როგორც ვთქვი იმენნა არ უნდოდათ, ალბათ იქ, ზემოთ😀

გამოდის რა? პირველ ჯერზე გამოცდამდე ვერ მივედი, საკითხი ვერ დავიწყე ისე ჩავიჭერი. მეორე ცდაზე, ყველაზე ადვილ რამეში, რვიანში ჩავიწერი, ფსიქოლოგიაა… დ ავერ ვამუღამებ ამ კვერცხობას. მესამე ჯერი გამიკატავდა დღეს. მეოთხეზე, თუ არ გამიმართლა, ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ ჩავიჭრები. მეხუთე ჯერზე ხო იასნია, ფსიქოლოგიური მომენტია, ბოლო და რამე და იქაც ჩავიჭრები. მათხოვარი მანჩესტერი ხომ არ ვარ, რომ ბოლო წუთზე გოლი გავიტანო. ანუ წავალ ალბათ მეორე წრეზე🙂 სამწუხაროდ. დამატებით გასვლაში ფულის გადაყრა არ მინდა, მაგას მირჩევნია თეორია გადავაბარო და კიდევ 5 უფასო შანსი მქონდეს. პრავას კი ავიღებ აუცილებლად, მაგრამ როდის, საკითხავი აი ეგაა😀 არც მანქანა მყავს და არც მეჩქარება ამ პონტში, მაგრამ რამეს რო ვიწყებ, გაწელვას ვერ ვიტან და ლოდინს😦

აი უბრალოდ, რო გადავხედოთ, რამდენჯერ ამერ-დამერია უაზროდ გეგმები და რამდენი დამთხვევა მოხდა ჩემს საწინააღმდეგოდ. პარალელურად კი შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოოდ დავასკვენი – მარშრუტკის მძღოლების 90% არის ნაგავი, უნდა ცემო ეგენი მწარედ, რო ცოტა მოვიდნენ აზრზე. ხალხის ბრალია საჭესთან რო ზიან და ერთი და იგივე წრეებს ურტყამენ? უზრდელი, სოფლელი, გოიმები. ამოვიდა ყელში მაგათი ნერვოზი, უზრდელობა, ხამობა და ყველაფერი, ხალხს მართლა ხურდებივით უყურებენ და ვინმემ 10-თეთრიანები ან 5-იანები რომ მისცეს რა პრეტენზიები აქვთ უნდა ნახოთ. სულ მინდება ხოლმე რო შემოვარტყა, ვიღაცას რო ეჯუჯუღუნებიან, ერთხელ გამოვალ წყობიდან😀

დეტალებზე და ,პრავის’ ღადაობებზე, მერე მოვყვები, როცა ავიღებ😀 ნუ ბევრი არც არაფერია, მაგრამ რამდენიმე პრიკოლი არის და ასევე საგამოცდო საკითხებზე, ჩემი თეორიები მაქვს უკვე😀
ახლა კი წავედი, მალე ,წყეული’  ნაიმეგენი-აიაქსის ჩანაწერი იწყება😀😀😀

ჰო, მართლა. ამ ,პრავის’ საქმეს რაც შევუდეექი, ეს ქვეტექსტიანი წინადადებაც ,მოვიფიქრე\ – ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა! და მერე დავამატე ,ი ბუდუ იმეტ იხ’. ერე კი იქნება – ია იმეიუ იხ😀

Written by 1myway1

April 21, 2011 at 10:40 am

Posted in Uncategorized

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პრავის გამოცდაზე გასვლა:/ ბრრ…
    2 წელია ვემზადები და ვერ მივაღწიე საპატრულომდე, არადა ფანჯრიდან ვხედავ (იდეაში/მომავალში ჩემ დამღუპველ) საპატრულოს. ეგეც ფსიქოლოგიური მომენტია, ალბათ და უფრო მაშინებს😀
    ჯერ ხომ მამაჩემს წავუღე ტვინი, ბოლოს მანქანიდან გადმომაგდო, უნიჭო ხარო😀 ფული მომცა და კურსებზე გამიშვა😀 უაზროდ გადავყარე იქაც 200 ლარი და მერე აღმოჩნდა, რომ გამოცდისთვის ფული აღარ მქონდა, როცა ფული მქონდა, ისევ მეშინოდა გასვლა და… დავრჩი ასე უპრავოდ.
    ვუყურებ ახლა ერთი ფანჯრიდან საპატრულოს, მეორედან მანქანას ეზოში და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები😐

    რატო დავწერე ეს ვაფშე😀 რას ვწუწუნებ😀 წაშალე ეს კომენტარი თუ რამე :დ

    knuti

    April 21, 2011 at 10:56 am

  2. me ukve 300 lars avcdi ,gadayris’ ambavshi😀
    teoriazec viare

    1myway1

    April 21, 2011 at 2:36 pm

    • მეც ვიარე თეორიაზე…
      და ეჭვი მაქვს, რომ უკვე დამავიწყდა😀

      knuti

      April 21, 2011 at 2:53 pm

  3. მათხოვარი მანჩესტერი ხომ არ ვარ, რომ ბოლო წუთზე გოლი გავიტანო.

    lool egre ifiqre shen da kide didxans ver aigeb (pravas)😀😀

    me

    April 22, 2011 at 4:19 pm

  4. kai😀

    1myway1

    April 22, 2011 at 6:35 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: