1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჭეშმარიტად დღე!

with 3 comments

უკვე რამდენიმე წელია, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ დღეებად აღდგომის შაბათ-კვირა იქცა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთი ის რომ აღდგომას მართლაც რაღაც შინაგანად მშვიდად ვარ ხოლმე და ეს დიდი ხანია ასეა. არ აქვს მნიშვნელობა აქ ვინ მორწმუნეა, ვინ მორწმუნეობს, ვინ ათეისტია, ვინ ათეისტობს, ვინ აგნოსტიკია, ვინ აგნოსტიკობს, ვინ ბნელეთით მოცულია ფანატიკია და ვინ უაზრობამდე დასული პროტივზე დამდგარი მებრძოლი. აი მეორე და გავრისკავ და ვიტყვი, მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ დღეებში ქალაქი ქალაქს ჰგავს! განსაკუთრებით უშუალოდ კვირა, აღდგომა მიყვარს. ასეთ დროს სიგიჟემდე მიყვარს ქუჩაში გასვლა და სიარული, ასეთ დროს ჩვენი ბინძური და ამავე დროს მაგარი თბილისი კიდევ უფრო მიყვარს და თვით ჩემი უბანი და ქუჩაც კი მიყვარს ახლა.

ამის მიზეზი ის არის, რომ მეშჩანების, გოიმებისა და პროვინციელების უმეტესობა, თავისი ჯიპებით გაიხიზნა ქალაქიდან და ჩემთან ეს კიდევ უფრო იგრძნობა. ქალაქში ჰაერია, ქალაქში თავისუფლება და სიმყუდროვეა. საოცარი სიმშვიდეა და გარეთ რომ გადიხარ ბედნიერი დადიხარ ქუჩებში. ცუდად არავინ გაიგოს, ყველა ვინც თავის სოფელში ან ქალაქში წავიდა სულაც არ იგულისხმება იმ ხალხში ვინც ამძიმებს და აფუჭებს თბილისს. არამც და არამც, პირიქით, ბევრი კარგი ხალხიც მიდის ამ დროს და მათ გარეშე უფერულდება თბილისი. თუმცა მე იმ მასაზე ვსაუბრობ და თუ რომელზე ალბათ თავადაც ხვდებით.

გაუთავებელმა წვიმამაც ვერ დამიკარგა ხალისი, სიამოვნებით ვიარე დღეს ქუჩაში და კიდევ ვივლი. სამსახურში რომ წავედი მაგრად წვიმდა და საჩქაროდ მისასვლელი რომ არ ვყოფილიყავი, ჩავიდოდი იმ სიშორეზე ფეხით. საოცარი გარემო იყო, წვიმის მიერ დამატებული სევდიანად სასიამოვნო სიმყუდროვე, აქა-იქ ადამიანები, ძალიან იშვიათად, ძალიან ცოტა მანქანაც… ველოდებოდი მარშრუტკას და თან გულში მინდოდა დიდ ხანს არ მოსულიყო. მერე სახლში მობრუნებული მაღაზიაში და აფთიაქში გამიშვეს, განგებ ნაწილ-ნაწილ მოვიტანე რაღაცეები, რომ ბევრჯერ გავსულიყავი.

აი ახლახან რომ ვიყავი გასული, თვალის ექიმი შემხვდა, გავესაუბრე, სმა ცუდიაო მითხრა, სიმძიმეები არ აწიო და მოუფრთიხლდი თავსო. მერე მაღაზიის გამყიდველმა უჟმურად მითხრა ქრისტე აღსდგაო, ეგონა მე ვეტყოდი, ზეთი გოგოა და ზეთი ხალხი არ მევასება. ჭეშმარიტადმეთქი.

დავიძარი თონესკენ, გზად ვიღაც გოგო აივანზე იყო გამოსული და ესაუბრებოდა ვიღაც ბიჭს. ასეთი სიტუაცია დაიხატა – ის ბიჭი მთვრალია და გაეხსნა, სიყვარულის ბუშტი ან რაიმე სხვა ბუშტი გაუსკდა ან გაებერა და დაურეკა ამას. ამ გოგოს სკარეე ვსივო ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ გოგო რის გოგოა ტყუილა იმედი თუ არ მისცა ბიჭს და მერე მამა აბრამის ბატკანი არ ითამაშა? იცით როგორ ელაპარაკებოდა? აი, რო იგრძნობა რომ ჰკიდია, მაგრამ შორსაც რომ არ უშვებს, როგორც ღირსეული ადამიანი მოიქცეოდა😀 საბაბს უტოვებს რომ კიდევ დაურეკოს და დაეკონტაქტოს ის გაჭირვებული. ბოლოს სამჯერ გაუმეორა კაი მზრუნველივით, აღარ დალიო, მეტი აღარ დალიო, შენ იციო. ოხ ეს ქალები… ყველაფერი კარგად ისმოდა, რადგან საოცარი სიმუდროვე იყო ამ პატარა ქუჩაზე.

ქუჩის მეორე ნახევრამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მერე იქ ,მომავალი’ თაობა იყო შეკრებილი 16-17 წლის ბიჭები, ერთქ ქალბატონს დაყენებული ხმით უთხრეს ქრისტე აღსდგაო, მერე კი ალბათ შეიგინებოდნენ ან დაიგინებოდნენ. წელში მუდამ მოხრილი ,სტაიანშიკი’ მარტო იდგა მარკეტთან, მისი მოლოთო ბიჭმუჭობა სხვაგან სვამდა დღეს. პური გამომცხვარა და ვიყიდე. ხოლო აფთიაქში მეორედ რომ შევედი საეჭვოდ გამომხედა გოგომ. ვიყიდე ალერფასტი და დიკლოფეროლი. სხვათა შორის, ,ცეტეკი’ ვიყიდე ასევე დღეს, აბა ვნახოთ როგორ შველის ალერგიას.

უკანა გზაზე, რამდენიმე გოგოშკა შეეგება ერთ ბიჭს, წაკბინეს ერთმანეთს და ამ გოგომ უთხრა ჩავაბარეო. აქაც არ მომეშვა ეს მართვის მოწმობა😀 იმ ბიჭმა უპასუხა, შენ როგორ ჩააბარე, თვალი ჩაუკარიო? გოგოს გაეცინა და მეც გამეცინა. ძაღლებს ეძინათ, როგორც ჩანს ,მეხორცის’ გადმოყრილი ძველბი ახალი შესანსლული ჰქონდათ. ამასობაში ძალიან სტრანნი ჩუვაკი გაიჩითა, საკმაოდ ასაკოვანი ბაბუა გოგოსთან ერთად. სანამ მე კიდევ რაღაცის საყიდლად შევჩერდი, გოგო სადღაც გაქრა, დარჩა მარტო ის ბაბუა, ყვითელი პერანგითა და პლაშით, ძალიან აპასნი კაცად მეჩვენა.

ქალი გადმოვიდა მანქანიდან და წინა სახლიდან ვიღაცამ დაუძახა, ამოდი ამოდი, მარტო შინაურები ვართო. ბაშვიც წამოიყვანეო მიაძახა და ამან აბა მანქანაში ხომ არ დავტოვებო. ისე დიდად არ უნდოდა ასვლა ეტყობოდა. ამ დროს ის ბაბუა ორ ახალაშენებულ სახლსშუა ჩატყდა, მოვწვი რა პონტიც იყო, მაგრამ რომ ჩავიარე მაინც შევიხედე, შორსაც არ წასულა, იქვე მიუშვა. ერთადერთმა მანქანამ ჩაიარა ამ დროს და ქალმა ბაშვით. ვერ მივხვდვი, ნამთვრალები იყო, და უჭირდა თუ უბრალოდ უზრდელი მასტია. პირველი შემთხვევა ან ისეთი შემთხვევა როცა თავს ვერ იკავებ კაცი მოსულა და მაგაზე დაძრახვა გოიმების საქმეა. თუმცა მე ეს ჩუვაკი თავიდანვე არ მომეწონა, თავისი მყვირალა პერანგითა და სამნიტელნი პლაშით/ლაბადით.

ბოლო გაჩერებამდე ანუ ბოლო მაღაზიამდეც მივედი, იქაც მეორედ შევედი და ვუთხარი, მაკარონი, ჰერკულესი და ფეტვი მომეცითმეთქი, სანამ არკვევდნენ რა იყო ფეტცი, ბაბუაც იქ შემოვიდა, ნაბეღლავს სტაცა ხელი და მეორე გამყიდველს უთხრა ხურდებით რომ მოგცე ხომ არ გეწყინებაო, მერე ჯიგარიხარო დააყოლა და გაუჩინარდა. ესე იგი, პახმელია, მაგრამ მე მაინც არ დამევასა ეგ ბაბუა, ნიტო ტიპი იყო.

გაღიმებულმა გავხედე ქუჩას, მიმოვიხედე და ამოვედი სახლში. 4-ჯერ უკვე ვიყავი დღეს გარეთ და გვიან სამსახურში მიბრუნებამდე ალბათ კიდევ გავალ. ყველას არ გესმით ალბათ თუ რა დონეზე მაგარი დღეა დღეს🙂 რა სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიამოვნებაა. ჩიტების ჭიკჭიკი, წვეთების ხმა და სიყვარული სუფევს. მხოლოდ აქა იქ თუ ნახავთ მოღუშული სახით ჯიპში მჯდარ ქალბატონს, რომელიც თავის იობარს ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ უბედურია, იხტიბარს არ იტეხს და შემაღლებული ჯიპიდან იყურება სევდიანი თვალებით.

თუ წვიმას ჰგონია რომ ამ დღეებს გააფუჭებს ძალიან ცდება, პირიქით, ამჯერად უფრო მოუხდა. პატარა ალკოჰოლი და მშვენივრად ჩავასეირნებ დღევანდელ დღეს, ნანატრი ქალქით დავტკბები. მერე რეპორტაჟზე წავალ, მერე დავიძინებ, ხვალ დილით მიმოხილვასაც გავაკეთებ და მერე უკვე ბევრი ალკოჰოლი მაქვს გეგმაში, განტვირთვის დროა.

მარშრუტკის მძღოლებმა დღესაც მოახერხეს და ცოტა გამაღიზიანეს. კიდევ ვიღაც შეუგნებელმა ტიპმა, აი ცარიელი იყო აბსოლუტურად ეტყობოდა, ვერაფერს რო ვერ შეაგნებინებ თუ გაგიჭედა – სილა იესტ, უმა ნე ნადა – პროსტა თუ გათიშავ, მაგრამ თავი რო რაღაც ჰგონია. სულ ძმაოებით ელაპარაკა ვიღაც ახლობელს, ბრტყელი, ბანალური მილოცვებითა და ჩახუტებებით. უთხრა რომ ძალიან მაგრად არის, რადგან მთელი ღამე ტაძარში გაატარა და ვაბშე თავისი თავით კმაყოფილია. არადა არც მორწმუნეა, არც ვაჟკაცი, არც კაი ბიჭი, იმენნა ეტყობოდა ტიპს რაც იყო, არიან ეგეთი მასტები, მე კი არ ვიგონებ. ტემრბით, ქცევით, ტექსტით, ყველაფრით რო გაგაღიზიანებენ და წამში რო გაშიფრავ. კიდევ ერთი საინტერესო სცენა და დედა-შვილი იყო მარშრუტკაში, მაგრამ მეზარება მოყოლა.

ერთადერთი ნიტო ის არის, რომ 2 ღერი ისევ მოვწიე და ღამე მატჩისას მესამესაც მივაყოლებ ალბათ, თუ მეოთხეს არა. ხვალ ერთი თვე გადის, რად ვმაიმუნობ ხანდახან იმ ერთწლიანი პაუზის მერე და თუ მაისშიც მოვწიე, უნდა ჩავთვალო რომ დამერხა და განვაახელ მოწევა, მაგრამ ვეცდები ეს არ დავუშვა. დღევანდელ დღეს კი მოწევაც უხდება ისე, იმდენად დღეა.

ესაა და ეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომაა აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაული.
დღეს უმაგრესი დღეა! მართლაც ჭეშმარიტი – ჭეშმარიტად დღეა!

Written by 1myway1

April 24, 2011 at 2:49 pm

Posted in Uncategorized

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. magari simgeraa (inlove) da magari chuvakia shevchuki :))

    da kai postia, xo🙂

    WDC

    April 24, 2011 at 3:58 pm

  2. გენიალური სიმღერაა და მაგარი ჯგუფია, შევჩუკიც ჩუვაკია
    პოსტი წინა ორს კი ჯობია, მაგრამ არის რა… მთავარია ყველა ნამდვილია, რეალური და არა ყალბი და ხელოვნური😀
    კაი პოსტი აი ეს არის😀

    https://1myway1.wordpress.com/2011/04/11/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/

    1myway1

    April 24, 2011 at 4:52 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: