1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მართვის მოწმობა და მანჩესტერი

with 6 comments

ხომ ვამბობდი ია ბუდუ იმეტ იხთქო?😀 ,პრავა’ ავიღე და ძალიან მიხარია, მართლა მაგარი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც მაგარი ქენი, რაღაცას მიაღწიე, რამე მოიგე… რა უცნაურია ისე რატომ იწვევს ადამიანებში მართვის მოწმობის აღება ასეთ სიხარულს, არადა ბევრის ცხოვრებაში ეგ დღე დამღუპველიც არის, მაგრამ ახლა ცუდზე საუბარი არ გვინდა. თითქოს  მომეშვა, გულიდან ლოდი მომეხსნა, დავისვენე, გავიხარე… მაგრამ ისე მაინც ვერ გავიხარე, როგორც შეიძლებოდა, რადგან რამდენიმე დღის წინ ერთ ცუდ დაწესებულებას ნახევარი ხელფასი ვუსახსოვრე და საკუთარი თავი შემძულდა, ხოლო გუშინ, როცა ბევრად უფრო ფხიზელმა, შედარებით საღ გონებაზე იგივე შეცდომა გავიმეორე, და გამოვიდა რომ უკვე თითქმის მთელი ხელფასი დავკარგე, თავი კიდევ უფრო შემძულდა და სინდისი ძალიან მქენჯნის, ჩემი თავისაც მრცხვენია და ჩემებისაც, ყველაფერს აღარ მოვყვები ახლა😀 თავი კიდევ იმიტომ შემძულდა, რომ მაგალითად ბოლო ორ დღეში პაჩკანახევარი სიგარეტი მოვწიე🙂 მოკლედ ავუშვი, ცუდი დღეები მაქვს.

სამაგიეროდ, გაკვეთილად გამომადგება… სადღაც ერთი წელი მაინც. საშინელება ვქენი, რამდენ რამეში მჭირდებოდა და გამომადგებოდა ის ფული ან ტოტალიზატორში მაინც მეთამაშა ან პოკერი მეთამაშა(ოღონდ არა იქ), გარანტიას ვიძლევი არ წავაგებდი, ეგრე უაზროდ მაინც. ნუ არა უშავს, ხდება ხოლმე, როგორმე გადავიტან, დავმშვიდდები და მერე წაგებულსაც დავიბრუნებ😛 ცხოვრებაა რა, თან შეცდომებზე ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ.
თავის დასჯის მექანიზმად სუხოი ზაკონის შემოღება გადავწყვიტე და აქედან რამდენიმე საათში კონიაკი დავლიე, კაი კონიაკი იყო. დალევა საერთოდ კარგია, მაგრამ მართლა ვაპირებ რომ კრეპკი სასმელზე რაღაც პერიოდი უარი ვთქვა, მაქსიმუმ 1-2 ბაკალი ლუდი ისიც ხანდახან. ოღონდ 1-2 პირდაპირი გაგებით😀 არადა სულ არ ვარ ლუდისტი.

მოკლედ, ცოტა თემას გადავუხვიე და დავუბრუნდეთ საკითხს. როცა თვითგვემას ვეწეოდი, ხუმრობით ვთქვი აი ახლა ყველაზე ღადაობა ის იქნება ხვალ გამოცდა რომ ჩავაბაროთქო. როცა ყველაფერი თავდაყირა დამიდგათქო(სხვა რაღაცეებშიც დამერხა ცოტ-ცოტა)  და თურმე…😀 მოვყვეთ როგორ მოხდა ყველაფერი:
პირველ რიგში, ძალიან დიდი ხნით ადრე ვიყავი დარწმუნებული, რომ ბოლო ცდაზე ვერ ჩავაბარებდი, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი. თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ სწრაფად და პირველივე ეტაპზე და ასეც მგონია, თუ რამეს აკეთებ რაღა ბოლოს უნდა გააკეთო? სულსწრაფიც ვარ და შეიძლება ესეთი მიდგომაც მინუსია ჩემი, მაგრამ რა ვქნა, მე ასე მგონია სწორი. თან ასეთი ნანერვიულები, გაბრაზებული, ცუდ ხასიათზემყოფი, უძინარი, პახმელიაზე, წინასწარ შეგუებული რომ ჩავიჭრები და უკვე მომზადებული მომავალ კვირაში თეორიის გადასაბარებლად… თან არანაირი გაკვეთილი აღარ ავიღე გამოცდის წინ, აზრი არ აქვს, მაინც ჩავიჭრები და თეორიას რომ გადავაბარებ, იმ პირველ ცდაზეც ჩავიჭრები, აი მერე ავიღებ კიდევ გაკვეთილსთქო, ასე მქონდა გეგმები დაწყობილი.

ფსიქოლოგიური განწყობა იქ მთავარია, სწორედ ამიტომ ვერ ჩავაბარე აქამდე, თორემ გაკვეთილებზე ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდი, გარდა რვიანისა😀😀 ამაზეც ვისაუბრე უკვე, რაც ადვილია, ის მიჭირს ხოლმე სწორედ. თან იზმენის, თვალების პრობლემის გამო თავის დაკომპლექსებისა და სხვა მიზეზების გამო იმ რვიანში უფრო ვიბნევი, მგონია, რომ ახლოს ვარ ბოძთან და ადრე ვატრიალებ, არადა არაა ასე. ყველაზე კარგად გაკვეთილებზე ვაკეთებდი პარალელურ პარკირებას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გარაჟს, დაჟე მაქსიმალურად შევიწროვებულშიც კი შევაყენე, მაგრამ გამოცდაზე სხვაა🙂

იმ ყველაფერს რაც ვილაპარაკე, ემატება ძალიან დამთრგუნველი გზა რუსთავამდე, რომ გეზარება წასვლა, თან თუ იქ ლოდინი მოგიხდა ხომ საერთოდ კოშმარია(მაგრამ ამაში გამიმართლა პირველი მისვლის გარდა სხვა მისვლებზე). დღეს კი დაემატა ისიც, რომ მაქსიმალუროდ კულტურულად რომ ვთქვათ, თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ძლივს მივაღწიე საპატრულომდე, მის არცთუ სასიამოვნო ტუალეტშიც შევედი, რომელშიც უნიტაზი ისე შეირყა და ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ვიფიქრე გატყდებათქო და თავი ბორატი მეგონა, რატომღაც ბორატი გამახსენდა იმ დროს. ვინმე გურჯი იტყვის ეგ რა მოსაყოლი იყოო, მაგრამ იყო, რადგან უფრო მეტად დაიხატოს სურათი და ის თუ რა პირობებში ჩავაბარე😀 იქიდან გამოსულმა ცივი წყალი შევისხი სახეზე და გავეშურე უჟმურად და განწირულად საგამოცდო მოედნისკენ.

ჰო, ხელისშემშლელი ფაქტორები ნელნელა მახსენდება კიდევ და შეიძლება ყველა ვერც გავიხსენო😀 წვიმდა, იმ პერიოდში საშინლად, საერთოდ გიჟი დღე იყო, ხან წვიმდა ხან მანიაკალური მზე გამოდიოდა. წვიმაში კი უფრო რთულია, მით უმეტეს ახალბედასთვის. ჰო კიდე ისა, ამჯერად რუსთავში აქვე ფალიაშვილიდან წავედი, ადრე სხვანაირად მიწევდა და ვიფიქრე ახლაც სხვა ადგილიდან წავალ, აბა სანამ აქ მოვა, მეზარება ლოდინითქო… მე ხომ რამის და ვინმეს ლოდინს ვერ ვიტან, მირჩევნია რამე სხვა და უფრო ცუდი მოვიფიქრო, ოღონდ რამე ვაკეთო და ვიმოძრაო. თუმცა დღეს ისეთი განადგურებული ვიყავი, სხვაგან წასვლაც დამეზარა და როცა მოვა მოვათქო, რამდენიმე წუთში მოვიდა და უფრო მალეც ჩავედი რუსთავში, ვიდრე ადრე ჩავდიოდი, მაგრამ რა ვქნა ვერ ველოდები უაზროდ რაღაცას და მირჩევნია გზა გავირთულო ხოლმე. ამ კაცმა კი შეღავათი რომ გააკეთო, არ გირჩევნია ცოტა წინ ჩამოხვიდე და 3 ნომერ მარშრუტკას გაჰყვე, შეღავათიაო… ეჰ ძია 2 ლარს დავეძებ იმდენი გავანიავეთქო კინაღამ ვუთხარი, მაგრამ ჭკუაში დამიჯდა და მართლა ეგრე მოვიქეცი, აბა აფერისტი ტაქსისტებისთვის 2 ლარი რატომ უნდა მიმეცა. ვერ ვიტან გაჩერებულ ტაქსებს. მოკლედ, რუსთავში ყოველ წასვლაზე რაღაც ახალს ვიგებდი და ახლა ეს ახალი 3 ნომერი მარშრუტკა იყო, თავისი პრიკოლი ახალგაზრდა პუსკუნა მძღოლით და ცუდი კარით, რომლის გამოწეული რკინაც თავში მომხვდა ცოტათი და დავპანიკდი, მაგრამ ამ მინი მგზავრობის დეტალების მოყოლა მეზარება, არადა იმ მცირე მონაკვეთშიც მოხდა სახალისო რამ.

ისევ გადავუხვიე… მოკლედ, მივედი ასეთ მდგომარეობაში მოედანთან და ერთი კაცი აბარებდა მარტო იმ დროს, მაგრამ არცერთი გამომცდელი არ მოვიდა ჩემთან პირადობის გამოსართმევად. ცოტა ხანში ერთმა დაიძახა მოდიო… რაღაც ისეთი უჟმური ტონი მეჩვენა, თან შორიდან როგორც წესი არ იძახდნენ სანამ პირადობას არ გამოგართმევდნენ და მაინც ჩავეკითხე მემეთქი? ხოო. ვიფიქრე, ამაშიც არ გამიმართლა რა ცუდ პალასაზე ვართქო, თურმე მწარედ(ან ტკბილად) ვცდებოდი😀

პირადობა გავუწოდე, ღვედი შევიკარი, ფარებს გავხედე… ამ დროს მეუბნება – გიორგი გენაცვალე, ხო იცი ბოლო ცდა გაქვს და ყურადღებით იყავი – ვაა… უკვე ეს ადამიანური მიდგომა მომეწონა და ვეცდებიმეთქი ვუთხარი. კიდე ცოტა დრო გავწელე, რადგან შორ გარაჟში მინდოდა შესვლა, ის უკეთესია ოდნავ, ნაკლები აღმართია და ის ერთი ტიპი, ჩემთან ერთად რომ იყო, საბედნიეროდ დროულად გამოვიდა. შორში წავალთქო, როგორც გინდაო. მივედი, სერიული მკვლელივით გავაჩერე, ზედმეტად წინ მე მგონი და იქიდან გამოსვლაზეც ვიწვალე მერე. მოკლედ, ამ ზადნიზე/გარაჟზე ჩემს მოსაზრებას კიდევ დავწერ ქვემოთ და აქ მოკლედ ვიტყვი რომ იღბალია რა, ახალბედა კაცისთვის. ჯოხი დამემალა, ისე, რომ ასე არასდროს მომსვლია არც გაკვეთილზე და არც გამოცდაზე, პანიკაში ჩავვარდი და რული ვატრიალე უაზროდ, რატო დამემალა ვერ მივხვდი, ვიღაცამ ამოიღო და მერე ისევ ჩადო ალბათ😀 მოკლედ უაზრო ტრიალის დროს მანქანაც გამექცა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მეც ვატორმუზებდი, მაგრამ იმან დამასწრო. ნუ რო დაატორმუზა ვიფიქრე ვსიო, იასნია ჩავიჭერითქო. ამ დროს ნახეო მეუბნება და სარკე გაასწორა. სარკეში ვხედავ, რომ თურმე შემოვსულვარ, მაგრამ ტრაკი ლამისაა ბოძს გაედოს უკვე. ვეჯახებითქო? უაზროდ ვკითხე, რამე ხომ უნდა მეთქვა. მე დაგანახე და მეტი რა ვქნა, ახლა შენ იციო. შოკში ვიყავი, ვბურდღუნებდი რატო გამექცა მანქანათქო და რამდენიმე წამში მივხვდი რაც უნდა მექნა, დავატრიალე რული და გავასწორე მანქანა, მერე კი ცხვირიც დავუმალე. კი ამოვისუნთქე, მაგრამ თან უფრო ავნერვიულდი😀

რაღაი ზადნი გავიარე რაღა მომკლავსთქო ვიფიქრე, მაგრამ ჩემი განწყობა მაინც თავისას შრვებოდა. ზიგზაგი ასე ცუდად არასოდეს გამივლია, უბრალოდ იმხელა მანძილებია იქ, რომ ძალიან უნდა მოინდომო, რომ გაედო რამეს. ძაან შორს ვუშვებდი მანქანას, მეკიდა, მაგრამ მაინც გავიარე. ამ ჩუვაკმა მითხრა ცოტა თამამად გაუშვი მანქანა რა გჭირსო, მე ვუთხარი ვნერვიულობ, გაკვეთილზე ყველაფერს კარგად ვაკეთებ აქ კი ვნერვიულობმეთქი, ჰოდა ნუ ნერვიულობ ეგრე, თან ხო ხედავ მეც მინდა რო ცოტა მოგეხმაროო. ჩუვაკიხართო გულში ჩავილაპარაკე, მაგრამ მაინც არ ავუჩქარე.

მივადექი ჩიხს, ჩიხი რვიანთან ერთად ყველაზე იოლია, მაგრამ წინაზე ძლივს გავედი, რადგან არ ვიცოდი, რომ მარტო ერთხელ მქონდა უკუსვლაში გადართვის უფლება. ამჯერადაც იგივენაირად მოვიქეცი, ღრმად არ შევედი და იქვე დავატრიალე, მგონი თავისუფლად შეეძლო ეთქვა რატომ არ შეხვედი ღრმადო და ჩავეჭერი, მაგრამ არ ქნა, თან ამჯერად მშვიდად და კარგად მოვატრიალე, ღრმადაც რო შევსულიყავი არ გავედებოდი(აი წინაზე ისე ნაადრევად დავატრიალე, რომ ღრმად რომ ვყოფილიყავი მაშინ გავედებოდი ჯოხს).

დავიძარი რვიანისკენ და ოპააა… ისევ ფეხი ამიკანკალდა ცეპლენიაზე და კინაღამ ჩამიქვრა მანქანა. საერთოდ პირველად გავიგე დღეს რა ყოფილა ეს ,ლეგენდარული’ ფეხის კანკალი, რა რა და აქამდე ეგ არ მომსვლია გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ძალიან ვნერვიულობდი. ჯერ გარაჟზე ამიკანკალდა და ახლა აქ, მუხლზე ჩავირტყი მუშტი, გავაგიჟე ის კაცი. მაინც მიკანკალებდა და იმაზე ვფიქრობდი ეს აღმართზე არ მომივიდესთქო, ყველაზე ცუდი აღმართზეა, თუ დაზეპირებული მეთოდით აბარებ აღმართს😀 არადა, რა დროს ეს იყო, ჩემი აქილევსის ქუსლს რვიანს ვუახლოვდებოდი. უცებ დამავიწყდა როგორ უნდა შევსულიყავი და რაც არის არისთქო… აი ისე ვიარე, რომ რასაც ჰქვია ფეხებზე მეკიდა და რობოტივით ვატრიალებდი რულს, რადგან სხვანაირად უეჭველი ჩავიჭრებოდი ამ სისულელე რვიანში, ვერ ვიტან. რაღაც მომენტში მეგონა რომ დავაგვიანე დატრიალება და გავედებითქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ასე არ მოხდა და რვიანიდან რომ გამოვედი არ მჯეროდა… თუმცა იმან გამახარა რომ პოხუისტურმა მეთოდმა გაამართლა, დავიკიდე და გავიარე.

მივადექი აღმართს, გაზი მივახმარე და სტოპ ხაზთან ისე დავატორმუზე რომ ღვედი რომ არა…😀 ამოვწიე რუჩნოი და აქ ახალი ქვესტი მელოდა. მანქანა მე არ მყავს, ახლო მომავალში არც მეყოლება და არც სიარულს ვაპირებ შესაბამისად ჯერ. ხოლო როცა დავაპირებ ისედაც უნდა ვიარო და ქალაქში რამდენიმე გაკვეთილი ავიღო, აბა ისეთი უპასუხისმგებლო და გურჯი არ ვარ რომ მანქნას მივახტე ეგრევე. ამიტომ, ცუდს ვერაფერს ვხედავ ამ შემთხვევაში ე.წ. დაზეპირების მეთოდში ანუ აღმართი მქონდა დაზეპირებული – ამდენ გაზს რომ მიცემ, ცეპლენია წამოიღე და აქამდე რომ ჩამოვა ფეხი გააშეშე, მერე დაუშვი რუჩნოი და მანქანა წავა, შეიძლება ცოტა გაზიც მიახმარო. პრობლემა რაში იყო, დავიზეპირე ისე რომ ფეხი უნდა გავაშეშო როცა ისარი ჩამოვა 10-ზე ერთი ხაზით თავზე, მაგრამ ფაბიაზე პატარა ხაზები არაა, მარტო ერთი ხაზია შუაში, შესაბამისად ფაბიაზე თვალით უნდა მოზომო და წარმოიდგინო ის პატარა ხაზი 10-ს თავზე და ამაზე ვნერვიულობდი, თან აღმართი გარაჟთან ერთად ყველაზე რთულად ითვლება და… თან წვიმს და ვფიქრობ უფრო რთული იქნებათქო, იტოგში ცოტა ვიწვალე, გავაშეშე ფეხი და რაც იქნება იქნებათქო, აი რუჩნოი რო დავუშვი და მანქანა წავიდა იმენნა არ მჯეროდა😀 თუმცა უცებვე გაუჭირდა, ამ დროს ცოტა დავიბენი გაზი მივეცი და ცეპლენიიდან ოდნავ წამოვიღე ფეხი, არ მახსოვდა ეს უნდა მექნა თუ არა, მაგრამ როგორღაც ავიდა…

ავიდა და მეთქი ნუთუ? მაგრამ არა გიორგი, არ აცეტდე, ჯერ პარალელური პარკირება წინაა! რაღაცეებს ველაპარაკები ჩემ თავს და რა თქმა უნდა, ვწყვეტ რომ პარალელურ პარკირებაზე ჩავიჭრები, რაც არცერთხელ არ შემშლია გაკვეთილზე(პირველი გაკვეთილის გარდა, როცა არაფერი არ ვიცოდი), რასაც როგორც იტყვიან თვალდახუჭული აკეთებდი, მაგრამ ჩემი ბოლო დღეების პალასის ბოლოც ხომ ეგ იქნებოდა, იდელური გაგრძელება.

წითელი აინთო, გავაჩერე, მერე ლიანდაგებთან ხმამაღლა ვთქვი მიმოვიხედოთქო და დიდად არ მიმოვიხედე, უკვე ჩუვაკის იმედი მაქვს, რომ ასეთ რამეზე არ ჩამჭრის😀 ნუ შედარებით ნელა კი გავიარე და გავაჩერე როგორც კი ბოლო ჯოხს გავცდი, ამოვისუნთქე და დავიწყე. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ნასწავლი მქონდა, ერთადერთი მაშინ დავორჭოფდი, როცა ბორბალი ხაზს მიუახლოვდა, დავატორმუზე და რულის ტრიალი რო უნდა დამეწყო უკვე, ჩავთვალე რომ ჯერ არ იყო ხაზთან ბორბალი და კიდევ მივეცი ზადნი ცოტა, აი მერე დავატრიალე რული და თან შემეშინდა, ზედმეტად შიგნით არ შევიდეთქო, კაროჩე იზმენები მაქვს ვინ მოთვლის… თუმცა შედის მანქანა, ვიწყებ რულის სწორებას და კაი გეყოფაო მეუბნება…

არც შევიმჩნიე და არაფერი, არ მჯერა, გაოგნებული ვარ. მივდივარ დაახლოებით იქ საიდანაც დავიწყე და ჩავაქროთქო ვეკითხები, ჩააქვრეო, შეეძლო ეთქვა არ ჩააქრო, მაგრამ ეგენი აღარ შემეშლებოდა😀 ჰოდა, ვეკითხები მორცხვად და შეშინებული – ჩავაბარე? – თან ტონი მაქვს ისეთი, გაკვირვებული😀 რაღაც თბილად გაეცინა და თავი დამიქნია, მაგრად მესიამოვნა ეგ მომენტი და არასოდეს დამავიწყდება😀 როდის აიღებ, დღეს თუ ერთ კვირაშიო, მეთქი ერთ კვირაში(დღეს და 50 ლარის გადაყრა რად მინდა ან სად მეჩქარება, რაც ვყარე ისიც დიდი ხანი მეყოფა თან :D), ახლა სადმე უნდა მივიდეთქო? არაო, ერთ კვირაში ქავთარაძეზე აიღებო. ალბათ დამიმესიჯებენთქო ვუთხარი და ამაზე რა მიპასუხა აღარ მახსოვს, უკვე ასტრალში ვიყავი. დიდი მადლობა გადავუხადე ორჯერ და დავემშვიდობე. მერე მართვის მასწავლებელს დავურეკე და მადლობა გადავუხადე. ტრასამდე ფეხით ჩავისეირნე, საოცრად ნასიამოვნები ვიყავი და წაგებულ ფულზე ნაკლებს ვფიქრობდი, თან ამ შხამ სიგარეტს ვეწეოდი და საკაიფოდ მივაბიჯებდი. დროულად ჩამოვედი, წავედით ბავშვთა სახლში წყნეთში, ჩამოვედით და ახლა ამას ვწერ.

კაი ხანი მეცინებოდა ჩემ თავზე და სიტუაციაზე, ახლაც არ მჯერა ბოლომდე😀 და ცხოვრება მართლა მაგარი რამეა რა, როცა არ ელოდები, როცა ყველაზე ნაკლებად გგონია, როცა მაგარი გატისკული ხარ და ცხოვრების ერთ წიხლს მეორე ემატება, ბოლოს, უცებ, მოულოდნელად, რაღაც კარგი ხდება და ეს მშვენიერია. არადა, თითქოს რა, ისე მიხარია თითქოს ფერარი მელოდებოდეს ქვემოთ ან რამე განსაკუთრებული იყოს ეს პრავა და მანაქანა საერთოდ, მაგრამ…🙂 ამიტომაცაა მშვენიერი ეს ოხერი ცხოვრება😀🙂

რამდენიმე პუნქტს გამოვყოფდი:
1. არავინ არ ინერვიულოს და ეს არის ძალიან ადვილი რამ. ამ გამოცდების ჩაბარება მართლა ადვილია თუ ოდნავ ნერვებს მოთოკავ და ასევე ოდნავ მომზადებული მიხვალ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტარება იცი ადამიანმა🙂 ქალაქშიც უნდა აიღო ამდენიმე გაკვეთილი მერე და მარტო არ გახვიდე. ეს უბრალოდ მართვის მოწმობის აღებაა და მართვის ცოდნა ცოტა სხვა რამეა. ამ მხრივ უაზრობაც არის ეს გამოცდები.

2. არ მოუსმინოთ ხალხს ვინც გეტყვით – ,ნინჩომ ჩააბარა და შენ რა გჭირს’ , ,ამდენი ცდიდან მერაბაც ჩააბარებდა’ , ,ზვიადამ აიღო პრავა და შენ როგორ ვერ იღებ, რით ვერ ჩააბარე’ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ყური არ დაუგდოთ და სერიოზულად არ მიიღოთ. კი შეიძლება ვინმე ცანცარამ, უცნაურმა, გიჟმა, ყველანაირმა… პირველივე ცდით ჩააბაროს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კაკრაზ სამაუვერინი ბალვანები, ნასტირნი უსინდისო ტიპები, ცივსისხლიანი პრაგმატული რობოტები და ქენქერა გოგჩოები(მცირე ნაწილი) შეიძლება ვინმეზე მალე აბარებდნენ, მაგრამ ეს მათი ბუნებიდან და ხასიათიდან გამოდის და ეს არ უნდა გაინტერესებდეთ. მე იმიტომ მიყვარს ჩემი დაღუპული ქვეყანა, იმიტომ მიყვარს იტალია, იმიტომ მიყვარს სამხრეთი, რომ აქ გრძნობს ხალხის რაღაც ნაწილი მაინც რაღაცას და დიახაც ვნერვიულობ გამომცდელის გვერდზე რადგან მისდამიც ვგრძნობ პასუხისმგებლობას და საერთოდ ნერვები და გრძნობა მაქვს და არც პრგამატული სლე ვარ და არც რამე ეგეთი. ამიტომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, იმათ თავისი. მთავარი იცოდეთ რომ აიღებთ ,პრავას’. არ უნდა აიკიდო იზმენა ერთი-ორჯერ თუ ჩაიჭერი და გაკვეთილზე ყველაფერს აკეთებ და იქ ვერა. გაივლის და ჩააბარებ მაინც.

3. თუ ძალიან კარგი მძღოლი არ არის ვინმე, ახლაბედა მძღოლისთვის გარაჟი არის იღბლის მომენტი. არავინ თქვას, რომ თუ კარგად ისწავლი ყველა ვარიანტში ჩააბარებო. ბევრ ფაქტორზეა გარაჟი დამოკიდებული, ახლოში მოხვდები თუ შორში(შორი ჯობია, ნაკლები აღმართია), ნერვები როგორ გექნება იმ მომენტში, რა ამინდი იქნება და ა.შ. საერთოდ, სულ მცირე იღბალს ითხოვს ეს გამოცდები, მაგრამ თუ გარაჟი გაიარე ადამიანმა, მერე რაც არ უნდა მოგივიდეს არის შენი ბრალი, ასე ვუყურებ მე. დამთრგუნველია მგზავრობა, ლოდინი, გარემო, ზოგიერთი ნასტირნი პოლიციელი, მაგრამ კარგებიც არიან. 50% მაინც ამ პროცედურისა ფსიქოლოგიური მომენტებია. შესაბამისად ვინც ასეთ რამეებს ყურადღებას აქცევთ მომზადებული უნდა შეხვდეთ და დაიკიდოთ.

4. რაც შეეხება სხვა საკითხებს: ზიგზაგი – იმხელა დაშორებებია, რომ ძალიან უნდა მოინდომო რომ ჩაიჭრა. ჩიხი – არც ისეთი ხელწამოსაკრავია, მაგრამ რეალურად თუ ყურადღებით იქნები, არასდროს ჩაიჭრები ამაში. რვიანი – ამის დედა ვატირე მე, თვალდახუჭული გადის ხალხი, თუმცა თავისი მინი სირთულეები ამასაც აქვს, მე თან ფსიქოლოგიურად ავიკიდე რვიანის იზმენა და ალბათ ამიტომ გამიჭირდა. აღმართი – გარათან ერთად ყველაზე რთულიაო, მაგრამ დაზეპირების ხერხით გაკვეთილებზეც არ შემქმნია სერიოზული პრობლემა და დღესაც არ ვიცი გამიმართლა თუ რა იყო, მაგრამ ავედი რა… კი ბატონო გარაჟთან ერთად ყველაზე რთულია, მაგრამ არც ისეთი რა. პარალელური პარკირება – ეს ელემენტარულია თუ გაიაზრებ და დაიზეპირებ რასაც აკეთებ. ნუ ეხლა შუქნიშანზე და რკინიგზის გადასასვლელზე არ უნდა ჩაიჭრა კაცი რა😀 და მოკლედ გავიმეორებ, ჩემი აზრი ასეთია, რომ თუ გარაჟი გაიარე მერე ყველაფერი შენი ბრალია და გარაჟში შეიძლება ყველაფეერი მთლად შენი ბრალი არ იყოს, ცოტა იღბალიც უნდა😛

5. საქართველო საოცარი ქვეყანაა. ეიძლება იხილოთ გოგო გამოცდაზე უზარმაზარი ქულებით, აი შანსი რომ არ აქვს ისეთი. შეიძლება იხილოთ და გაიგოთ, რომ ზოგიერთ გოგოს ეხმარებიან, ასეც არის🙂 თუმცა ზოგიერთებს არ ეხმარებიან და მაინც ბატებივით დადიან, ამიტომ ეს მთავარი პრობლემა ალბათ მაინც არ არის, რადგან ეს გამოცდები გინდა არ გინდა ჯამში მაინც რაღაც ნიტოა, ამიტომ გოგოების დახმარება მაშინ იქნებოდა ძალიან აღმაშფოთებელი, ქალაქში ტარებაზე რომ იყოს შემოწმება და იქაც დაეხმარონ. რაც შემეხება მე, კეთილგანწყობა ამ კაცისა მომეწონა და ვთვლი, რომ არა უშავს, რადგან ჯერ ერთი მაინც ჩავაბარებდი მერე, მერე მეორე, დაჯდომამდე გაკვეთილების აღებას ისედაც ვაპირებ, მესამე ის რომ, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს მიქმნიდა გვერდზე მჯდომი გამომცდელი და ამ ჩუვაკმა აანაზღაურა ეს გამომცდელების ,დანაშაული’😀 ასე რომ ეს დახმარება არაა.
კიდევ საქართველო იმიტომ არის საოცარი ქვეყანა, რომ მე რომელსაც -20 და -18 მაქვს თვალებში, უფსიქოოდ ავიე პრავა, რადგან ლინზებს ვატარებ და დალტო ტესტი გავიარე, ხოლო საწყლები ვისაც -1ები და -2ები აქვთ, ფსიქო მიაქვთ, რადგან სათვალეს ატარებენ😀 და საერთოდ პრავა გვაქვს ისეთ ხალხს, ვინც ტარება არ ვიცით😀

6. თეორიაში გადავიხადე 100 ლარი, რეალურად 6-7 გაკვეთილი დამჭირდა და ტყუილა დავხარჯე ამდენი ფული, მაგრამ თეორიაზე მაინც მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი. თავადაც შეგიძლიათ ყველას სწავლა, ნორმალური წიგნით, მაგრამ რო გესმის და ვიღაც რო გეუბნება, მაინც ცოტა სხვა ეფექტი აქვს, თან რამდენიმე მელკი ნიუანსია, კარგად აქვთ მასწავლებლებს ამორჩეული და უფრო მარტივად იგებ.
მართვის გაკვეთილზე ვიყავი 10-ჯერ, მაგრამ რეალურად 4-5 გაკვეთილის მერე წყალს ვნაყავდი, რადგან რაც 4-5 გაკვეთილის მერე ვიცოდი და რასაც ვაკეთებდი, მერეც იგივე იყო. უბრალოდ, ნერვიულობის გამო ვერ ვაბარებდი და გამიგრძელდა. აგერ ბოლოს სულ აღარ ავიღე გაკვეთილი და ჩავაბარე… ეს ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება 3 გაკვეთილი ეყოს, ზოგს 5, ზოგს 10 დასჭირდეს. ერთხელ საათიანი გაკვეთილი(20 ლარი) ავიღე, 9-ჯერ 45 წუთიანი(15 ლარი) ანუ ამაში დავხარჯე 155 ლარი. თეორია და მოწმობა 57 ლარი ჯამში, რომელსაც გამოცდამდე იხდი. ამას გზის ფულიც😀 და ასე 350 ლარი დამიჯდა ეს ამბავი. შეიძლება ბევრად იაფიც დაგიჯდეს კაცს და ბევრად მეტიც, მთავარი მიზანია )))

7. პირველი გასვლა ყოველთვის ემოციებითაა სავსე, თან თეორია ახალი ჩაბარებული რომ გაქვს, ამიტომ შანსი ცოტა ნაკლებია, მაგრამ პოხუისტურად ვინც გავა, ის უფრო ჩააბარებს. მე ვერც დავიწყე გამოცდა ისე ჩავიჭერი პირველ ცდაზე, მოვყევი ამაზე უკვე და აღარ გავაგრძელებ. ამიტომ პირველ ცდას არ ვთვლი. მეორე ცდაზე ჩავიჭერი რვიანში. მესამე ცდა გამიცდა😀 ვერ წავედი. მეოთხეზე გარაჟში ჩავიჭერი, რადგან ვიმორცხვე და პუტკუნა გამომცდელს არ ვუთხარი რომ საზურგე მოეწია, რომელიც უკან შუშას მიფარავდა, ამიტომ ბოძს საერთოდ ვერ ვხედავდი და ბრმად დავატრიალე საჭე, შესაბამისად ჩავიჭერი. როგორ ცუდად მახსოვს, არაფერი რომ არ ითქვამს და წინასწარ მოიხსნა ღვედი მივხვდი ეგრევე, მაგრამ გავაგრძელე სანამ არ ჩავეხუტებოდი ბოძს😀 მეხუთე ცდაზე კი ჩავაბარე🙂 შესაბამისად, პირველს არ ვთვლი, ერთი გავაცდინე… გამოდის, რომ სამ ცდაში ჩავაბარე.

8. პირველ ჯერზე ნორმალური გამომცდელი შემხვდა, მაგრამ მაინც თითქოს ცოტა უჟმური ტიპია, ყოველ შემთხვევაში მასზე უკეთესებიც ყოფილან😀 მეორეზე ის პუსკუნა გაუგებარი ჩუვაკი იყო, ნე რიბა ნე მიასა. აი ეს დღევანდელი გამომცდელი კი, თავიდან რომ ნასტრინი ტიპი მეგონა(ჰყავთ ერთი ეგეთი, შორიდან ასე ჩანს აშკარად, შეიძლება იმაშიც ვცდები) გამოდგა ყველაზე ჯიგარი და რასაც ჰქვია ადამიანი🙂 ამ საკითხზე ვიფიქრე და დასკვნა ულაპარაკოა:
ეგ გამომცდელი უნდა გახდეს პოლიციის უფროსი!

მოკლედ, დავისვენე რა. მადლობა მართვის მასწავლებელ ვანოს და მადლობა თეორიის მასწავლებელ თაკოს. მადლობა იმ უჩუვაკეს გამომცდელს, მადლობა მეგობრებს რომლებიც მამხნევებდნენ და მადლობა იმ მეგობრებსა და ნაცნობებსაც, რომლებიც მეკაიფებოდნენ ან მგრუზავდნენ. სხვათა შორის, რომ ჩავაბარე და ტრასამდე მივსეირნობდი, პირველი ფრაზა რაც გამახსენდა ეს იყო – არა… ბაჩო კაი მძღოლია – ამას მარტო ბაჩო და კიდევ რამდენიმე ადამიანი მიხვდება😀 თქვენ მთავარია მანქანა იგრძნოთ😀😀😀 (ესეც ახალი საკულტო ფრაზა ვისწავლე, მაგარი პრიკოლია – შენ მთავარია მანქანა იგრძნო, მიხვდი? მასწავლებლებმა იციან :D)

და რა შუაშია მანჩესტერი?😀 სულ იმას გავიძახოდი, შანსი არ მაქვს, ჯერ ჩემი ხასიათი რო ვიცი და თან არც გაკვეთილს ვიღებ და არც ხასიათზე ვარ, თანაც მანჩესტერი ხომ არ ვარ ბოლო წუთზე გოლი გავიტანოთქო…😀 ხანდახან ყველაფერი ხდება, ხანდახან ისიც ხდება, რომ მანჩესტერს ვქომაგობ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასე ნელნელა დავუახლოვდი MU-ს და ეს საშიშია, რამე უნდა ვიღონო😀 თუმცა თავის დროზე ამ გუნდისადმი ანტიპათია სწორედ უსამართლობის გრძნობის გამო გამიჩნდა და ახლა ანალოგიურად განვეწყვე ბარსლონას მიმართ, რომელიც დიდი გუნდია და ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ჰყავ, მაგრამ უბრალოდ ძალიან დაგროვდა ბოლო წლებში შეცდომები ბარსას სასარგებლოდ, ძალიან გაბურღეს ტვინი მისმა სექტანტმა ქომაგებმა(როგორებიც ბევრი ჰყავს და ყველას არ ეხება ესეც ცხადია), თან უკვე საფეხბურთო კლუბია თუ თეატრალური დასი ვეღარ გაიგებ, ამაზრზენი ტიპაჟებიც არიან – ბუსკეტსი, დანი ალვეში და ა.შ. ამიტომ – მანჩესტერ ბლიად😀
ამაზე Fეისბუქზე შედარებით ვრცლად ვილაპარაკე და თავს აღარ შეგაწყენთ

ია იმეიუ პრავა!

Written by 1myway1

May 5, 2011 at 6:31 pm

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გუდმენ როგორც ვატყობ შენც ბუთქუნასი არ იყოს უარყოფ ატროშანს და ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებ.
    დროებით მაინც.

    longbowman

    May 5, 2011 at 6:47 pm

  2. იძულებული ვარ ბნელეთისკენ გადმოვინაცვლო დროებით, რადგან ერთ დროს არაბნელეთი ახლა უკუნეთმა მოიცვა და ცუდსა და უარესს შორის ყოველთვის ცუდს ვირჩევ, სამწუხაროდ ამ წუთას ბარსა უარესია😀

    1myway1

    May 5, 2011 at 7:42 pm

  3. ბოლო 1 კვირაა ინტერნეტში ვსწავლობ თეორიას, საშინაელებაა, დავიტანჯე.. 5 ცდიდან 2–ს ვაბარებ მარტო😦 ისიც თუ გამიმართლა.

    ერთი სული მაქვს ავიღო. მამაჩემს რო ვთხოვ დამსვიმეთქი, პრავა არ გაქვსო მეუბნება, ხოდა ავიღებ და შემდეგშიც იგივეს რო მიპასუხებს გადმოვაფრიალებ პრავას, ვოცნებობ მაგ მომენტზე😀

    ხვალ მივდივარ პირველ პრაქტიკულზე, ვნახავ ერთი რამდენი გაკვეთილი დამჭირდება, იმედია 350 ლარზე მეტი არ დამიჯდება სულ, თორე ვერ გამიქაჩავს ჩემი სტუდენტური ჯიბე მაგდენს😀

    p.s. რაც არ უნდა გრძელი პოსტი გქონდეს, მაინც კოკა–კოლა ლაითივით მიდის😀

    ika

    May 5, 2011 at 9:49 pm

  4. 😀😀
    ეგრე თეორია გაგიჭირდება, ჩინურად წერია მაქ, ოფიციალური ტერმინებით😀 კარგი წიგნი მაინც ითრიე, შეღავათია. კარგი წიგნია რომლის ავტორებიც არიან – გახოკიძე და ქერქაძე. 16 ლარი ღირს. განმარტებებიც არის და უფრო გასაგებადაა. მაქ პროსტა რამდენიმე ნიუანსია და სულ არ უნდა მასწავლებელი, უბრალოდ ის თავში გიდებს რა.
    მე მაგიტო მივედი, ფული მენანებოდა, მაგრამ თეორიაში მინდოდა იმენნა მშვიდად ვყოფილიყავი, რომ ჩავჭრილიყავი გავგიჟდებოდი, ისიც მეყოფა სანერვიულოთქო😀
    პროსტა 100 ლარი ნამეტანი დამიჯდა, ეგრე უჯდებათ ნულიდან რო იწყებენ იმათაც და მე რაღაცეები ვიცოდი😀

    პრაქტიკაზე ალბათ არ გექნება შენ პრობლემა, რატომღაც ეგრე მგონია😀

    პ.ს.
    კოკა კოლა ჩუვაკური სასმელია😉😀

    1myway1

    May 5, 2011 at 11:31 pm

  5. “Ti imeesh prava” bolet za Manchester United!🙂

    ikadoriano

    May 6, 2011 at 8:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: