1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ცრემლიან სერია ა-ში მთვარეზეც დადიან

with 2 comments

კევინ პრინს ბოატენგმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა და დაადასტურა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. საქმე ისაა, რომ იგი შეჰპირდა მილანის ქომაგების, რომ თუ  როსონერი იტალიის ჩემპიონი გახდებოდა მაიკლ ჯექსონის ცნობილ Moonwalk-ს შეასრულებდა. ცხადია, ამააზე ყველას გაეღიმა და ასე გაღიმებული ელოდებოდა ყველა იმ სახალისო მომენტს, როცა ბოატენგი ,იცეკვებდა’ მუნვოქს და მას მასხრად ავიგდებდით. თუმცა ასევე გაღიმებულები დარჩნენ სკეპტიკოსები, როცა ბოატენგმა კი არ ,იცეკვა’, არამედ იცეკვა! და მერე როგორ, შეარსულა🙂 პირადად მე, პირველად რომ ვნახე გაოგნებული ვუყურებდი და კარგ ხასიათზე დამაყენა, მერე რამდენჯერმე ვუყურე კიდევ. მიუხედავად მისი შემდეგი უხეში მოძრაობებისა და ღრიალისა, იქამდე რასაც აკეთებს საოცარი და ნამდვილად დაფასებას იმსახურებს. ასევე არ შემიძლია(@ზუზუ) ორი სიტყვით არ შევეხო სამპდორიას გავარდნას და პალომბოს ცხარე ცრემლებს, ძალიან გულისამაჩუყებელ კადრებს. დიდი გუნდი გავარდა სერია ა-დან. დორია ისევ გასაჭირში, მაგრამ 92-ე წუთზე, როცა გუნდი 1:2-ს აგებდა და უკვე სერია ბ-ში იყო, დორიას ქომათა ნაწილი ტიროდა, ხოლო ნაწილი ხმამაღლა და გულმოდგინეთ მღეროდა და თავისიანებს ამხნევებდამ ანხნევებდა და აფასებდა ბოლომდე! ამიტოა გენუა დიდი ქალაქი, თავისი სამპდორიათიც და თავისი ჯენოათიც, რომელმაც გაწირა თანაქალაქელი. ამიტომაა, იტალია დიდი ქვეყანა, სერია ა კი განსაკუთრებული ჩემპიონატი. იქ ფეხბურთი რელიგიაა, იქ სხვა ემოციაა, სხვა გრძნობაა.

შეგიძლიათ თავად დატკბეთ მილანის მაიკლ ჯექსონით:

ბოატენგი გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, იქვე გაიზარდა და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ითამაშა, მას შეეძლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მშობლიურ განას მიანიჭა უპირატესობა და ეს დასაფასებელია. იყო თითქოს ფიზიკურად ძლიერი, ცოტა უტვინო და უხეში ფეხბურთელი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვანაირი ვიხილეთ – დაუღალავი, ტექნიკური, მებრძოლი, არც ისე უხეში… მერე გადავიდა მილანში, ჯენოადან ინათხოვრა როსონერიმ და იქ საოცრად ათამაშდა. რამდენიმე თამაში ტრეკუარტისტადაც კი ჩაატარა და ეს სახუმარო საქმე არაა, თან წარმატებით ჩაატარა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში ტრავმამაც ვერ შეუშალა ხელი🙂 ის მხოლოდ 24 წლისაა და ბევრი რამ წინ აქვს.

მილანმა თქვა, რომ აუცილებლად გამოისყიდის ბოლომდე. ჯენოამ კი იხუმრა, რომ აქამდე როგორც ფეხბურთელს ისე ვყიდდით და მოცეკვავეც არანაკლები ყოფილა, ასე რომ ჩვენი ფასი ერთიორად აიწევსო😀 ვინ იცის ამ მუნვოქის გამო მილანს მართლაც გვარიანად მეტის გადახდა მოუწიოს – აი ასე🙂

საერთოდ ძალიან ლამაზი იყო მილანის ცერემონია, რომელიც სან სიროზე/ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ მოიძიოთ და ნახოთ. რაც არ უნდა ვლანძღოთ სილვიო ბერლუსკონი, მისი მილანი ძალიან ლამაზია, ძალიან კლასნია, ძალიან დონეა, ყველაზ ტიტულოვანია… იცის ასეთი რაღაცეების კეთება. მთლიანად სან სირო ლამაზი იყო, ფეხბურთელებმა მშვენიერი შოუ დადგეს, ლამაზი ქალები, გარემო, მუსიკა… ვისიამოვნე, ბრავო როსონერი! ეკუთვნოდათ🙂 და მადლობა ბოატენგს კიდევ ერთხელ.
მადლობა კლარენს ზეედორფს, თავისი დახვეწილობის და კლასისთვის, მადლობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავისი სიგიჟისა და უდიდესი ნიჭისთვის… ამას მე ვამბობ, იუვენტუსის ქომაგი🙂

ამ ამბავმა მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფანჩესკო გვიდოლინმა უდინეზეს თავკაცმა, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს და მის უდინეზეს ,მფრინავი ცირკი’ შეარქვეს, აღნიშნა, რომ თუ უდინელები მართლაც გავლენ მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ისიც შეასრულებს მუნვოქს!!! აი ეს მართლაც დიდი სანააობა იქნება, ვისაც ოდნავი არმოდგენა მაინც აქვს გვიდოლინის რიპაჟზე, მით უმეტეს მიხვდება. იმედია მწვრთნელს არ უხუმრია. სხვათა შორის, უდინეზე ბოლო ტურში უკვე ჩემპიონ მილანს ხვდება და ამბობენ, ამ გუნდებს შორის კარგი დამოკიდებულების გამო, მილანი თავ არ მოიკლავსო. ჩვენც ვთხოვოთ როსონერის, რომ კიდევ ერთი მუნვოქი გვაჩუქოს😀 ბოდიში ლაციოსთან, მაგრამ… დაე უდინეზე გავიდეს.

ჩვენ ყველას გვაქვს პერიოდები ცხოვრებაში, როცა მართლაც მთვარეზე ვართ სიხარულისგან და ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის დარად გულში მაინც ვცეკვავთ. ამიტომაა ცხოვრება მშვენიერი – ეს არის ემოცია, ეს არის ფეხბურთი, ეს არის სერია ა, იტალია, სილამაზე, სიყვარული, სიგიჟე, სევდა, სიხარული, გრძნობა…

ეს ვიდეო, სადაც ჯექსონის და ბოატენგის მუნოქი ერთად ჩანს😀

ესეც მილანის დაქნეული გულშემატკივარი და კომენტატორი ტიციანო კრუდელი, ცდილობს ,გაიმეოროს’ მუნვოქი😀

დაბოლოს

ანჯელო პალომბო, რომლის გნდსაც სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს, რომლის გუნდის ცუდი თამაშის გამოც, მაგრამ პრეზიდენტის შეცდომებისა და უიღბლობის დიდი წილით გავარდა სერია ბ-ში, რომელიც ძალიან გაწონასორებული და მშვიდია, მაგრამ პალერმოსთან შეხვედრაში წყობიდან გამოვიდა, კინაღამ იჩხუბა კიდეც, შემდეგ თავადვე დაამშვიდა ისევ გარემო. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და საფინალო სასტვენის მერე, რასაც ჰქვია იბღავლა, რამდენიმე წუთი ჩამუხლული ტიროდა და ვერავინ ვერ დაამშვიდა(სამწუხაროდ ეს კადრები სრულად არ არის ჯერ ატვირთული და რო მოვახერხებ სრულად დავდებ მერე), ბოლოს კი წამოდგა დორიას ულტრასებისკენ წავიდა, ტირილით მოუბოდიშა, თავის თავზე აიღო ეს წარუმატებლობა და ძლივს გაიყვანეს მინდვრიდან
საერთოდ, რაც იმ წუთებში გენუაში ლუიჯი ფერარისზე/სტადიო მარასიზე ხდებოდა ძნელი გადმოსაცემია და შეუძლებელი იყო ამისთვის მშვიდად გეყურებინა კაცს. ამიტომ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი და რაც მთავარია ცხოვრება🙂

Written by 1myway1

May 16, 2011 at 5:01 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგია, მარა შეაგნებინე ეს მანჩესტერის და რეალის ფანებს, პრინციპში ბარსელონაც შეემატა მათ რიგს

    svani

    May 16, 2011 at 5:35 pm

  2. რად გინდა მერე, წავიდა ინტერი სასამართლოში და წაიღებს მაგ სკუდეტოს😦

    ეეჰ, ბალთაზარ ბალთაზარ…მართლა გარსონ😦

    lomski

    May 17, 2011 at 6:44 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: