1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ბებერი ხარის… ფეხებიც დადიანო

with 6 comments

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სამსახურში ხელფასი ჯერაც არ მოუციათ. შესაბამისად, მძღოლმა გამოაცხადა დღეს, რომ ვერ მოვალ ვერავის წასაყვანად, რადგან აღარც ბენზინი მაქვს და აღარც მსესხებელი მყავს ვინმეო. ეს ამბავი საღამოს გავიგე, როცა თითქმის 2 საათში საფრანგეთის მტანჯველად გრძელ მიმოხილვას მოვრჩი და ფრენბურთის რეპორტაჟისთვის ვემზადებოდი. თუმცა როგორც ადამიანს სჩვევია, იმ მომენტში გავატარე, დრო რო მოვა მერე დავფიქრდები რა ვქნათქო. საქმე იმაში არ არის, რომ ფული არ მქონდა, ფული მქონდა არაერთი ტაქსის სამყოფი, მაგრამ პრინციპის საკითხი იყო, რეპორტაჟის ჰონორარის თითქმის ნახევარი ტაქსს თუ მიეცი, რაღა გამოვიდა?

რასაკვირველია წინა ფრენბურთიც 5 სეტი გაიწელა და ამიტომ, ჩემი თამაშის დაწყებაც გადაიდო  ნახევარი საათით და მერე ჩემი თამაშიც მტანჯველად გაიწელა, 5 სეტი. კაი თამაში კი იყო, მაგრმამ გვიან დამთავრდა და დავიწყე ფიქრი რა მექნა. თავიდან სადმე წასვლის და ლუდის დალევის ვარიანტს განვიხილავდი, მაგრამ მალევე ეს აზრი ამოვიგდე, რადგან მაინც ხვალ იმედის ფსონია, მერე ფრენბურთის რეპორტაჟი მაქვს, გვიან ღამით კი ფეხბურთის, ამიტომ ცოტა გამოძინება მჭირდებათქო. სახლში წასვლა ტაქსით ასევე გამოირიცხა, ნაწილს ფეხით გავივლი, ნაწილს ტაქსით, რო იაფად გამოვიდეთქო… მაგრამ ბოლოს რა გამოვიდა? -რა და ის, რომ 300 არაგველს კიდევ ორი გაჩერებით რომ გაცდე ისნისკენ, იქიდან ანუ ჩემი სამსახურიდან, სახლში ფეხით მოვედი😀😀 და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ))) ბებერი ხარისაცო… ბავშვობაში გავდიოდი ასეთ მარშრუტებს და საერთოდ ფეხით ძალიან ბევრი მაქვს გავლილი, ბოლო წლებში მოვუკელი უბრალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყველაფერი კი ასე მოხდა…

2:07-ზე დავიძარი სამსახურიდან და გეგმა მარტივი იყო – ტაქსით გასვლა თავისუფლებამდე ან ფილარმონიამდე და მერე ფეხით სახლში. თავისუფლება ან ფილარმონია იმიტომ, რომ წინა ზაფხულს მთელი თვე ეგ მარშრუტი მქონდა ღამე, კინოთეატრებში 101 ფილმი რო გადიოდა და ნოსტალგია მომეძალა. თუმცა მადა ხომ ჭამაში მოდის და სულ ცოტა ხანში უკვე 300 არაგველის მეტროსთან ვიყავი. იქ, არამიანცის ასახვევთან ჯინჯიკო გამახსენდა, რომელსაც ოპერაცია გაუკეთებია და კარგად არისო. კიდევ არამიანცის ასახვევთან ერთი ღვთაებრივი გოგო გამახსენდა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. თან დედაჩემს დავურეკე, ,იაფიანი ტაქსის’ ნომერი დამავიწყდა, მაგრამ ზარის ხმა ვერ გაიგო, მერე თვითონ მირეკავდა, მე კი ხმა გათიშული მაქვს როგორც წესი.

ამასობაში, თავში გამკრა კანიბალზე აზრებმა, თუ მართლა დადის, სადაც ვითომ და ჩემ სახლთან ახლოს, ყოფილ სკოლასთან დაუნახავთ, აქ რო გაიჩითოს რა მოხდათქო და ჩაბნელებულ ტროტუარს მოვშორდი და ტრასაზე, კიდესთან დავიწყე სიარული. ჩემი სამსახურის წინ სულ ჩხუბებია და აქაც არ გამიკვირდებოდა, აპასნი ადგილია ღამე. მეტეხთან საწყალი ქალი გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ რომ მოკლეს… ნელნელა გავცდი მეტეხსაც და უკაცრიელ ადგილსაც და სადღეღამისო ჯიხურებს მივადექი, იქ სამი ლაწირაკი აბირჟავებდა, ერთის მონოლოგი იყო – გაჭედა, მერე რა მოხდა ბოზის შვილი ვიყო, მე და ვიღაცას(სახელი დამავიწყდა)-აც გაგვიჭედია სიმთვრალეში და შეჩემაში ერთმანეთისთვის გვიგინებია კიდეც, მერე მაგრა გაგვტყდომია ერთმანეთში, მაგრამ მომხდარა, რა მოხდა ბიჭო – მერე ძაან გავცდი და ვეღარ გავიგე, როგორ დაასრულა მონოლოგი ამ ბანძმა ტიპმა და დაარწმუნა თუ ვერა ძმაკაცი, იმაში, რომ არა უშავს. ადრე დანას ვჰყვარობდი ხოლმე და ასეთ დროს ხელს ვკიდებდი ან მოვიმზადებდი, რადგან შანსი არ იყო მსგავს ტიპებს(და კიდევ უარესები იყვნენ ხოლმე ბევრად), რამე რომ არ ეთქვათ და დიდი შანსი იყო შარზე წამოსულიყვნენ, ახლა მთლად ასე აღარ არის. შესაძლოა იმიტომ, რომ ყოველ ორ წუთში ლურჯ-წითელი ფერებით მოელვარა მანქანა ჩაივლიდა ხოლმე და შიგნით მსხდომები იმედიანი თვალებით შესცქეროდნენ სხვა მანქანებს, იქნებ უღვედო ვინმე გამოვიჭიროთო.

აქვე ვიფიქრე იმაზე, რომ ვინმემ შარი აგიტეხოს და ვაი და დანა დაგარტყას ან რამე გაუგებრობა მოხდეს და სიტყვაზე სადმე ეგეთ ადგილას დაიბრიდე. ხო უეჭველი აგაკრავენ რამეს ან იმას, რომ სადმე მიდიოდი, კონკრეტულად ვიღაცასთან ან იმას, რომ პიდარასტი ხარ ან იმას რომ, რამე გარჩევაში იღებდი მონაწილეობას… არადა ყველაფერი მარტივადაა ზოგჯერ… ხელფასი არ ჩარიცხეს, მძღოლი არ მოვიდა, ტაქსში ფულის დახარჯვა არ გინდა და გადაწყვიტე გაისეირნო😀

მეტრო ისანსაც მივადექი, რაღაცას აკეთებდნენ გზაზე, აქეთ გადმოვედი და საათს დავხედე, დედაჩემის ზარებიც ვნახე და გადავურეკე, ტელეფონი ვთხოვე ტაქსის და გაკვირვებულმა მკითხა – მანქანა არ არისო? მერე, მითხრა რას ბოდიალობ ტაქსით წამოდი დროზეო, მაგრამ ლაპარაკს მალე მოვრჩი და გავაგრძელე გზა კოლმეურნეობის მოედნისკენ, თან ვიფიქრე შაურმა დიდი ხანია არ მიჭამია და მერე ლესელიძეზე ჩავივლითქო. გადავხედე ახლადგაკეთებულ ბაღს, სადაც ხალხი იყო. ასევე კიბეებიდან მთვრალები ამოვიდნენ, ორი მთვრალი კი ისედაც იდგა იქვე. ყურებ-ყურებით აღმოვჩნდი ხიდზე, აი სიყვარულის ქანდაკენები თუ რაღაცეები რომ არის. აქეთ უკვე უფრო ჩქეფდა სიცოცხლე. ბევრი ფულიანი მამიკოს ბიჭი იყო, სადღაც შესასვლელად ემზადებოდნენ. ერთი ბომჟიც ვნახე და რამდენიმე მთვრალი. ნუ უამრავი გაჩერებული და მოძრავი ტაქსი ისედაც იგულისხმება.

თავისუფლებაზე სანამ ავიდოდი, ყველაზე მეტად გამიჭირდა, აღმართია მაინც… შესაბამისად ლესელიძეზე ჩასეირნებაც გამოვრიცხე, იქვეც იყო შაურმა, ხაჭაპური და რაღაცეები და კარგი სუნიც იდგა, მაგრამ მაქ ერთხელ კუბდარი ვიყიდე და არ მომეწონა, ამიტომ აღარ გავეკარე. ისე მაგ ადგილზე სულ ლედი დიანა მახსენდება, რადგან მისი დაკრძალვის ცერმონიას, შესახვევი როა იმ სახლში ვუყურეთ ვიღაცასთან და ჩამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ტანჯვა იყო ჩემთვის ლედი დის დაკრძალვის ყურება.

მოძფრაობა საკმაოდ აქტიური იყო, დაახლოებით წუთი თუ მეტი არა ველოდე, სანამ ქუჩაზე თავისუფლად გადასვლას შევძლებდი. ტროლებუსების ყოფილ გაჩერებასთან ავტყდი და გავედი რუსთაველზე, ბაღში წყლის დასალევად შესვლა დამეზარა, შეიძლება არც მოდიოდა. ტაქსის იქ გაჩერება გადავიფიქრე(და გულის სიღრმეში უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბოლომდე ფეხით წასვლა). ჯორდანოს და რაღაცეების მაისურები შევათვალიერე და კინორუსთაველისკენ დავიძარი, თან ცოტა ხნის წინ სხვადასხვა მიზეზებით ეპიცენტრის ტერიტორიას ვათვალიერებდი კარგად. კინოსთან მიახლოვებულმა ბოლო ბოლო ვუპასუხე დედაჩემის ზარს და ვუთხარი რომ აღარ დაერეკა.

რა უცებ და კარგად აღუდგენიათ კინოს შესასვლელი იმ ამბების მერე და ისე ის წითელი ხალიჩაო რო იძახდნენ, პოდიუმი არ იყო? ხალიჩა მე ვერსად დავინახე. ვნახე სიცოცხლის ხის პოსტერი, რომელზეც ალბათ წავალ. ასევე აგვისტოს 5 დღის რეკლამები, მუდმივად მშენებარე სახლის ტერიტორიაზე. ეკლესიიდან აქეთ კი დაიწყო მთვრალი ტიპების პარპაში. იქვე 3 ახალგაზრდა ტიპი იყო გალეწილი და ტაქსის გაჩერებას ცდილობდნენ მგონი, განგებ არ გადავედი იქეთა მხარეს და აქეთ გავაგრძელე სიარული. მერიოტთან, დაახლოებით იგივე სიტუაცია დამხვდა. გალეწილი ტიპი ვიღაც გოგოს ეკაჩავებოდა, სად ადიხარ ეხლა, სახლშიო? ქერა გოგო იყო, მოპუტანკო, არ პასუხობდა, მეორე გოგოც იქვე იდგა. ცოტა მოშორებით ორი მთვრალი ტიპი იდგა და ვიღაცას უსტვენდნენ ან უაზროდ უსტვენდნენ. დაცვამ ალმაცერად შემომხედა. ტაქსები კი განგებ ანელებდნენ ჩემს სიახლოვეს მოძრაობას.

ბოლო ბოლო გადავედი იქეთა მხარეს, წყალი არ მოდიოდა. მივადექი სადღეღამისო ,ფორტოჩკას’ მანდ გემრიელი სემიჩკა ჰქონდათ, კინოებზე რო დავდიოდი მაშინ დავამუღამე. ამჯერად უჟნური ქალი იყო ვიღაც, გავაღვიძე სემიჩკის გულისთის და რკინის ორლარიანი მივაწოდე, დაიჯღანა, ამის ხურდა არ მაქვსო, მაშინ აჰა და ამოაკელითქო, დარწმუნებული ვიყავი რომ 15 თეთრი იყო, თურმე ორი ათთეთრიანი ყოფილა და რა უნდა ამოვაკლოო, სულ გაგიჟდა – აა, ოციამეთქი და წამოვედი, სემიჩკა ისევ ისეთი გემრიელი გამოდგა. ქალს მაგრად გაუტყდა, მამენტ გასაგებია, რისთვის გამაღვიძეო, რამე რო მეთქვა მეტყოდა. მე კიდევ ვუპასუხებდი თუ არ გსსიამოვნებს ნუ მუშაობ ასეთ სამსახურშითქო. იმის მდგომარეობაც გასაგებია, მაგრამ აბა ახლა მე ამეხსნა… რომ 300 არაგველიდან სხალმდე ფეხით მივდიოდი და გასართობად მზესუმზირა მინდოდა…

მერე იყო ევროპულ სტილში გარეთ გამოტანილი კაფეები, ეგ ტერიტორია არ მიყვარს, თუმცა ლუდის დასალევად მაინც სიამოვნებით დაჯდებოდა კაცი, მაგრამ ისეთი კატეგორიის ხალხია, რომ იქ ნაღდად ვერ გავჩერდებოდი. გაიჩითა ზავიდენია შხარა, მაგაზე რამდენიმე რამე და ვინმე გამახსენდა. თუმცა ყველაფერს საჯაროდ ვერ იტყვი, თორემ ამ მოგზაურობისას კიდევ იმდენი რამე გამახსენდა და იმდენის თქმა შეიძლება…😀 იქვე ჩასახვევთან ძალიან ბევრი გატყლარჭული გოგო და ბევრი ფულიანი, ძალით მობლატავე ბიჭუნა იდგა, მათ შორის ერთი ყოჩობდა და აწვებოდა, რომ – კომპლექსების ბაზარია- რაზე იყო ლაპარაკი ვერ მიხვდვი, ერთ გოგოს მოვკარი თვალი, გარეგნულად არა უშავდა და გამოვცდი იქაურობას. მერე სამი ნასვამი ბიჭი ეფიცოებოდა ერთმანეთს ძმობას და ერთი ამბობდა, რომ ვიღაცა, ვინც დაითესა, ახლა რომ ნახოს დედას მოუტყნავს. სადღეღამისო ,პოკერებთან’ კი სამი პროვინციელი რაღაცას ვერ იყოფა, ერთი წუთი მომისმინეს გარდა არაფერი გამიგია რამდენიმე წინადადებიდან.

ამას მოჰყვა ჩემი გადმოსახედიდან ღამის თბილისში, მთავარ მარშრუტზე ყველაზე სახიფათო მონაკვეთი – კინოს სახლიდან ფილარმონიამდე, პრინციპში ვაკემდეც. ჩემდა გასაკვირად, კინოს სახლთან სიწყნარე იყო. უცხოელი წყვილი შემეფეთა, ქერები იყვნენ, საყვარლები, იმედია ვინმე რამეს არ აუტეხავდა. მაკდონალდსთან და მეტროსთან იასნია ერთი-ორი ბირჟა ჩითავდა, ერთი ძაან ბანძი იყო, ზედმეტად ბანძი. ხო ვიღაც ბომჟიც ვნახე გზად, დიდი ჩანთით, პოტენციური კანიბალი და მანიაკი იყო ან მოქმედი. ეგეთებს რომ გავცდები ხოლმე, ერთი სამჯერ მაინც ვიყურები უკან რამდენიმეწამიანი პაუზებით, ხო არ მომყვებას პონტში.

გურჯულად, სემიჩკის ფურთხებით შევაჭერი გვირაბში, სადაც საწყალი გამყიდველი ქალი გვიდა და გამეცინა. იქ აღარ დამიგდია სემიჩკა. ასევე ჩემდა გასაკვირად, მთვრალები არც გამომცემლობის ტერიტორიაზე შემხვედრიან, სამაგიეროდ იქვე, პოპულთან იყვნენ მრავლად. პოპულში შესვლა და ლუდის ყიდვა გადავიფიქრე, ბევრი ხალხი იყო და ღრიანცელის თავი არ მქონდა. ამდენი სენსაცია არ მოხდებოდა და ცხადია, ბითლზ კლუბთან მორიგი რაზბორკა იყო. სადღაც ფილარმონიის ტერიტორიიდან კი დისკოტეკის ,ხმები’ გამოდიოდა, ვითომ კოტონ კლუბი თუ რაღაც? იქ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფეხით ჩავიდოდი სახლამდე – სადაც აქამდეს პრინციპით… ფორმალურად გავაპრავე დაწყებული მსვლელობა.

ბაზსიბანკის წინ მარტო იჯდა ბიჭი და აშკარად ნერვიულობდა, სიგარეტს ეწეოდა გამწარებული. გავუყევი მელიქიშვილს და ავერსთან ვიღავ ბიჭი რაღაც წამლებს ყიდულობდა, მანქანაში ბრატები ელოდებოდნენ. მეორე, წვერიანი მასტი მიადგა უკნიდან, მეც ვიფიქრე სადმე აფთიაქთან ხო არ ისვქნათქო, ალერგიის წამალი დამრჩა სახლში და გამიხურა დღეს ალერგიამ. მერე სასტუმრო საქართველოსთან რომ მივედი, გავიფიქრე, მარტო კაზინო აჭარაში ვარ ნამყოფი, თუმცა სხვაგან დიდი სურვილი არც მაქვსთქო. იქვე ზემოდან გოგო-ბიჭი ჩამოდიოდნენ მხიარულ განწყობაზე. ბიჭი კოცნიდა, გოგო კი წიკვინებდა და იცინოდა, ნაყლაპში იყვნენ, ბედნიერი კაცითქო გავიფიქრე.

მაგარი კაცი ვნახე ალდაგთან, ჩემს წინ რვიანებს ხაზავდა, შორტებში და ჩუსტებით იყო, გრძელი თემბით, ფიზიკურად ძლიერი… ერთი პირობა ნაცნობსაც მივამსგავსე, მაგრამ მერე აღარ შევხედე, რო მივუახლოვდი ისე დაბარბაცდა, გვერდი ძლივს ავუარე. იქვე მარკეტი გაუხსნიათ და გოგომ განწირული თვალებით გამოიხედა, აქ არ შემოვიდესო, მაგრამ გაცდა მარკეტს. ძალიან დამაინტერესა სად მიდიოდა, მაგრამ ხო არ გავყვებოდი. წინ კიდევ უფრო სტრანნი დვიჟენია გაეძრო – ქალი მოცილდა კაცს, კაცი დადგა აი ღვინის სახლი თუ რაღაც რო არის იმ კუთხესთან და დადგა ძეგლივით, თავი ჩაღუნა და არც განძრეულა, არ ვიცი იქნებ დაეძინა, მგონი ორივენი ძაან მთვრალები იყვნენ. ამ ქალის მარტო ზურგხედი დავინახე, ჩაცმულობაზე მეძავს არ ჰგავდა, ზედმეტად დახურული და გურჯული კაბა ეცვა. ან ეს ქალი სად მიდოდა ნეტა, რო გავუსწორდი გამოიხედა, მაგრამ მე არ გავიხედე. იქ ჩაის სახლი რომ არის, რაღაც ტოტალიზატორი ხოა, და ბიჭები იდგნენ პაჩკობით, არაზბორებდნენ რაღაცას. უცებ დავასკვენი, რომ თბილისი ამ თავისი სიბანძით, გაუგებარი პონტებით და უპონტო პონტებით, მაინც მაგარი ქალაქია, თან მართლა, ზიზღით, მაგრამ ვაღიარე კიდევ ერთხელ.

მაგთის ოფისთან, გაჩერებაზე და იმ ტერიტორიაზე, რიკომდე არავინ შემხვედრია. რიკოსთან მივუახლოვდი ლეპტოპ ან უბრალოდ ეგეთჩანთაგადაკიდებულ ტიპს. აი როგორი ტიპი იყო იცით? ჭკვიანები და წესიერები რო არიან, ერთი შეხედვით მაინც. საუბარშიც და ურთიერთობაშიც კარგები თითქოს, მაგრამ სიტყვაზე ერთმა გოგომ რო გაუღიმოს, ნძრვით რო მოკვდებიან და იმ გოგოს გულისთვის ურთიერთობასაც დაიკიდებენ და დაგკარგავენ სამუდამოდ, იმიტომ რომ იმ გოგოსთან რამე გქონდა ან გინდოდა გქონოდა, ხოლო რადგან ამას პატივი მიაგო, შენს ჯინაზე ან არა ჯინაზე, ისე პრაგმატულად, მორჩა, რო გაგიჟდებიან და ყველაფერს იკიდებენ – ერთი სიტყვით ,ნძრეველა’ იყო. ეგეთები, ვსმისლე ლეპტოპგადაკიდებულები ბევრი მყავს გარშემო, მაგრამ არ მინდა დავასახელო, ზოგი არაა ცუდი და ამ კატეგორიის, ზოგი კი კლასიკა ჟანრაა😀 თუმცა როგორც მერე გაირკვა შეიძლება პეძიკიც იყო, რადგან როცა აბგონზე წავედი და დამაფიქსირა, რაღაც ნაძალადევი მთქნარება გაჩითა და უაზრო ხმა გამოუშვა იმენნა ძალით, ყურადღების მიქცევის მიზნით, მე არ გამიხედავს და კაი ხანი არც აღარავინ შემხვედრია ილიაუნიმდე.

სემიჩკა ავრორასთან გამითავდა, რა სიმბოლურია… ავრორას რო გამოცდები გრძნობ რომ სახლში ხარ. მეთასაედ ვიტვყი, მაინც მაგარია ეს წამპალი და დედამოხნული უბანი და რა ვქნა. ფიქრებში წავედი, ერთ ფაქტობრივად დედისტოლ ქალზე ვფიქრობდი, როცა რაღაც ხმები შემომესმა და უნივერსიტეტის ეზოში მოსიყვარულე წყვილი შევნიშნე, პუტკუნა გოგონა კალთაში ეჯდა ვიღაც ბიჭს და ძალიანაც აქტიურობდა, რაც მეამა. გუდვილთან ოთხი გოგოს სხადნიაკი იყო, ორი დაცვის ბიჭი უახლოვდებოდა, შეიძლება გამოლაპარაკება უნდოდათ. 55-ესთან ორმა ბიჭმა ჩამიარა რაღაცა უნდა, წაეცხოთ’ და იმაზე ლაპარაკობდნენ. აი არაყიშვილის ქუჩას რო გადაკვეთ უკვე სახლის სახლში ხარ, ყველაზე მაგარი გრძნობაა )))

არაყიშვილის კუთხეში წყვილი იდგა და კიდევ ვიღაც ბიჭი. მგონი ფული აღარ ჰქონდათ და ფიქრობდნენ სად ეშოვათ და საერთოდ ტაქსის რამდენი დასჭირდებოდა. მერე იყო ისი პარი, უკვდავად მკვდარი ალბატროსი, ვალუტის კურსი და მსგავსი სისულელეები. ასევე ჩიქოვანების სადარბაზო, სადაც მივდიოდით რამდენიმე წლის წინ მე და ერთი უხსენებელი შუაღამისას კაი მთვრალები, თოვლში. იმან მისამართი არ იცოდა, მე კი სადარბაზო დაკეტილი დამხვდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეორე სადარბაზო იქნებოდა, იქ ვიღაც კაცი გავაღვიძე, რომელიც კინაღამ მეჩხუბა, დამიძაბა და ბოლოს მშვიდობით დავშორდით, შენ ვისაც ეძებ იმ სადარბაზოშიაო. იქ მაინც ვერ შევედეთი მაშინ.

ამას მოჰყვა რიგის კუთხის მაღაზაია, სადაც ოხრად დევს იუვენტუსის ბურთები და ერთი ვერ ვიყიდე ამდენი ხანია. მერე იყო სტრანნი მაღაზია, მგონი არავინ არაფერს ყიდულობს, არადა კაი, ძვირიანი სუვენირებია. მერე ჯიპისი, სადაც ჩემი ყოფილი(ფორმალურად მოქმედი) ცოლის ნათესავი მუშაობს და საყვარელ ნივიჟუს ვურტყამთ ხოლმე ერთმანეთს. მერე რონიკო სადაც ტუჩებდაბერილი და მოკლეთმებიანი(იშვიათად რო უხდებათ ეგეთი) გოგო მუშაობს და თვალები უბრწყინავს ხოლმე. მერე ზავიდენია, როემლსაც რა აღარ ერქვა, ახლა შემოიხედე გენაცვალე გააკეთეს, მის წინ ამობურცული რკინაა, ფეხი წამომიკრავს ბევრჯერ, ამიტომ ვეძებდი, ისევ არ წამოვკრთქო, მაგრამ ავცდი.

ბიგ ბენთან საქსაფონისტი არ იდგა სამწუხაროდ და საერთოდ მაგ მონაკვეთში უჩვეულო, ზედმეტი სიწყნარე იყო დღეს. ბიგ ბენში არ შევიდოდი, რადგან გუდვილზე მეტად არ მევასება, სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ერთხელ როცა ახალი გახსნილი იყო, და ვნახე პროსტა. მეორედ იმ ღამეს იმ უხსენებელთან ერთად სადარბაზო დაკეტილი რომ დაგვხვდა და დანარჩენ შემთხვევებში ალექსასთან ერთად ახლახან, უყვარს ბიგ ბენი. ერთ-ერთ აფთიაქში საწყალ ბიჭს სკამზე დამჯდარს ეძინა, კისერი ჰქონდა სასაცილოდ და საწყლად. ჰოდა უცებ პოპულის ვირთხა გამახსენდა და პოპულში შესვლა გადავწყვიტე. ,უბორკასავით’ ჰქონდათ, უჟმური გოგოები იყვნენ, ვიყიდე ორლიტრიანი ლუდი გერმანული და გავაგრძელე გზა, ცოტაღა აკლდა.

გაიჩითა იუნონა და რაღაცეები, მერე იმ წყალზე დამწყდა გული, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი წყალი იყო და გააუქმეს, ის ტოჩკაც ვიცოდი ბავშვობაში, სადაც დააბიჯებდი და წყლის ნაკადს არეგულირებდი. ბანკ სოლოსთან და ახალ ძალით ფოე ფოე კაფესთანაც მივედი. ჩავუხვიე ჩემ ქუჩაზე და უნიკა დიპლომატსაც ალმაცერად გავხედე, არც ეგ მარკეტი მიყვარს, მერე ჩამწკრივებული ჯიპების და იშვითად სხვა მანქანების თვალიერება და კაიფი დავიწყე, ყველა სერია რო თეა, 777, 111, სოფ, ანა, კკკ, ბმვ ან რამე მსგავსი როა😀

მოვაღწიე სახლში, მოვისმინე ჩემების დობრი რეჩები, არაგაბრაზებული სხვათა შორის. შევჭამე საჭმელი, დავისხი ლუდი და დავიწყე ამის წერა😀 დღესაც არ მიწერია გამოძინება სამწუხაროდ, ხვალაც ადრე უნდა ავდგე. ისე ამ მსვლელობას ერთი საათი და 24 წუთი დავახარჯე. სავსებით კმაყოფილი დავრჩი, როგორც ვიპ-სოხუმსკი იტყოდა წითელი ქალაქის ღამის ქუჩებში სერინობით, კრიტიკულ სიტუაციებს ირონიით უნდა შეხედო რო არ დაიგრუზო და მართლა სასიამოვნოც კია. თან სხვათა შორის სულაც არ დავიღალე იმდენად, ჯერ კიდევ ფორმაში ვარ😀 თუმცა ხვალ მძღოლზე რამე უნდა მოვახერხებინო, თორემ სამის ნახევრაზე, დაღლილი და უძინარი ასე აღარ წამოვალ. ასეა თუ ისე, ვისიამოვნე მოკლედ, მიხარია ხოლმე მსგავს ხუშტურებს, ამოჩემებებსა და პრინციპებს რომ გავიტან ბოლომდე.

თან საბლოგე მასალაც ავაგდე და მაქსიმუმი გამოვწურე ამ სიტუაციიდან )))

პ.ს.

სანამ გოგოს ამბებს მოვყვებოდე… სურათის გასართულებლად შეიძლება ითქვას, რომ 4 საათი მეძინა მარტო, გუშინ გვიან მოვედი და დღეს ადრე ავდექი, გაზის საქმეებზე ვიყავი წასასვლელი. ე.ი. გაზში რო ქაოსია, ცისფერი მთები მონაგონია, მერწმუნეთ, ეგეთი ქაოსი მე არსად მინახავს. ძლივს გაზის დაყენებაზე ვფიქრობ და სერიოზული პრობლემა გამოდგა, ათასი საბუთი მომაგროვებინეს, რომელიც საჭირო არ გამოდგა, ამდენი ხანია ტყუილა გვაბოდიალებენ, მერე კინაღამ დაგვაჯკარიმეს ტყუილა, ახლა ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი და ტიპი ადგილის წესიერად ნახვის გარეშე ამბობს, ვიცი უკვე, ზეპირად შევაფასებ და მილები ხელახლა უნდა გავიყვანოო… მაშინ როცა ძველი მილები გაყვანილია… პროსტა ფულს აკეთებენ, ასეთი ტლუ და არეული ხალხი მე მართლა არ მინახავს, არცერთ ორგანოში.

რაც შეეხება გოგოს, ესე იგი ჯმჯ-ში რო მივდიოდი საღამოს, მგონი სადღაც ჩიტაძეზე  ამოვიდა საოცარი ბავშვი, დაბალი კი იყო და რამე, მაგრამ საყვარელი ცხვირპირი ჰქონდა, რასაც ჰქვია. მთავარი კი ის არის, რომ მკერდი ჰქონდა საოცარი, მე არ ვგიჟდები დიდ მკერდზე, მაგრამ ამას ისე ლამაზად და ადრეულად მომწიფებული ჰქონდა რომ დამატყვევა. თან ადგილი მარტო ჩემ გვერდით იყო და რო მომიჯდა ბოტასზე დამაბიჯა, ბოდიშიც მოიხადა და რაღჩნაირად იქცეოდა რა, მერე იყურებოდა და იღიმოდა, ნუ ეს ჩემი ბრალიც იყო. თან ამ მკერდს თვითონვე უყურებდა და ისწორებდა, ზოგმა რო იცის უაზროდ მალვა ეგრე კი არა, პირიქით, უფრო წარემოსაჩენად ისწორებდა, იცის ბავშვმა თავისი კოზირი ალბათ😀 კაროჩე გამაგიჟა, იშვითად ვიცი ხოლმე ეგეთები, მაგრამ ვიფიქრე, მობილურზე ავკრიფავ – რა გქვია? – და მივაწვდითქო. მერე ორი ოფლიანი კაცი გადმოჯდა უკან და ეს წინ გადაჯდა. თან ასაკი მაინტერესებდა ვკვდებოდი. საუკეთესო შემთხვევაში 18-19 წლის იქნებოდა, მაგრამ სავარაუდოდ უფრო პატარაც, იშვითად ვცდები და მაინტერესებდა. თუმცა ვერ გავბედე… ვერ რა, არ, გადავიფიქრე. ეგაა ცუდი, როცა საჭირო არაა, მაშინ ვიცი ხოლმე თავის გამოდება და როცა საჭიროა არ ვშრვები… ნუ აი რაღაც საოცარი ბავშვი იყო, სულ დავბრმავდი მგონი ძუძუების ყურებით. თან არ ჩადიოდა და მე სანამ არამიანცისკენ გადავა იქ ჩამოვდივარ ხოლმე და ფეხით 5 წუთის სავალი სამსახურამდე. ეგრეც ვქენი, ეს მაქსიმუმ ბოლო გაჩერებაზე, არამიანცთან ჩამოსულიყო. მაგრად ვინანე მერე, ნეტა გავყოლოდი ან გამოვლაპარაკებოდი როგორმეთქო, თან აშკარად მონდომებული ბავშვიო იყო და პერსპექტიული. კაროჩე ამიშალა ნერვები.

ხო, მერე ფრენბურთელებმა ამიშალეს ნერვები ამ 5-5 სეტით. თუმცა ფრენბურთი ყოველთვის მევასებოდა(პლაჟის არა) და წასაყვანადაც მშვენიერია, მით უმეტეს, უფრო და უფრო მოვდივარ აზრზე. ქალების ფრენბურთი ვიზუალურადაა კარგი(ხელბურთის მერე საუკეთესო, ჩოგბურთსაც მირჩევნია ორივე ბევრად) და კაცების ტექნიკური თვალსაზრისით. მაგარი საიმოვნება მივიღე ამ მატჩებით. დღეს ჩემი ფავორიტი იყო ამერიკელი მერი სპაისერი, საოცარი გოგოა, იმდენად ლამაზი არა, რამდენადაც ეშმაკი და როგორც გურჯები იტყვიან ,,ცეცხლი,, ან ცუღლუტი😀 იმ მკერდიან გოგოსთან ერთად, დღის ქალია მერი. იტალიელებში საკალელი მარტა ბეკისი მომეწონა ყველაზე მეტად და ასევე ცხენივით გოგო ლაურა საკომანი. ჰოლანდიელებს ჰყავთ ბევრი სიმპათიური გოგო და კიდევ მრავლად არიან მოკლედ.

სხვა რა… მარცხენა თვალში სისხლჩაქცევა არ გადის, რა უცნაური ჩუვაკია ადამიანი, ყველაფერს ეჩვევა, აღარც მაწუხებს, გავაუქმე ფაქტობრივად ეს თვალი😀 სიგარეტზე ვწვალობ, იმედია გამომივა, გუშინ მთელი დღე არ მოვწიე და ღამე ორი ღერი, ეგეც ტაბოს და ანდროს ბრალია😛 იმის მერე არ მომიწევია, დღეს ასეთი დღის მიუხედავად არ გავეკარე. ველოდები ვალების გასტუმრებას, მინდა რომ მანქანა მაჩუქოს ვინმემ😀 და უკვე ველოდები ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას. სკაიპს აღარ ვხმარობ, Fეისბუქის ჩეთშიც არ შევდივარ, მარტო ერთი გოგო მყავს ონლაინში, ისიც ტყუილა საკმაო ხანია აღარ მაინტერესებს, მაინც ,არაა აქაური’ და საჩემო, მაგრამ მაინც ერთია ჩეთში😀 მაქვს ხოლმე არაგასაჭედებზე ლაითად გაჭედვის პერიოდები, ეს კიდევ კაი ვარიანტია მართლა, უარესებიც ყოფილან, რამდენიც გინდათ. სხვა ჯერ ყველაფერი ძველებურად. ბლოგზე დიდი ხანია მინდა ერთი პოსტის – ჩემი ოთახი-ს დაწერა და ვეღარ მოვაბი თავი, ალბათ ამ დღეებში ვიზამ. იქამდე კი ჭკვიანად იყავით

მე კი ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არსებობს ამდენი უპრინციპო, აფერისტი, გაძივერა, ყველაფერზე წამსვლელი და უნიჭოდ ამბიციური ხალხი და თანაც რატომ სწორედ ეგენი აღწევენ ხშირად წარმატებას, მაგრამ ვაი მაგ წარმატებას, მე მაინც ჩემი გზა და ჩემი პრინციპები მირჩევნია😀 ვინ მოიგონა ეს – თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო… რა კვერცხობაა

Written by 1myway1

June 11, 2011 at 1:39 am

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კაი პოსტია🙂 მე რომ მაგდენი ვიარო… არა ვერც ვივლი, სადღაც ფოსტასთან მოვკვდებოდი ალბათ :))

    პ.ს. შენგან გავიგე ეხლა, რომ ხელფასი არ დარიცხულა ჯერ, არადა ხვალ (უკვე დღეს) მჭირდებოდა😦

    Tato

    June 11, 2011 at 2:12 am

  2. kargia, saertod, romc ar gnaxo, aqedan vigeb shens ambebs😀

    blumgardt

    June 11, 2011 at 7:17 am

  3. ხოო, ორშაბათს მეც მაგრად მჭირდება უკვე…

    კოსტა…😀😀😀 იმენნა პაბლო აიმარი მანქანაა
    😀😀 არაა დგიურის პონტსჰი პოსტებს რო ვწერ არ მევასება😀

    1myway1

    June 11, 2011 at 7:50 am

  4. telefonze emc xma sul gamortuli maqvs

    taknatuna

    June 11, 2011 at 6:28 pm

  5. xo, kargia egre😀 magram xandaxan sananebelic mixdeba

    1myway1

    June 11, 2011 at 8:18 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: