1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემი ოთახი

with 13 comments



ოთახი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რამაა და მესმის კიდეც თუ რატომ, რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს ოთახს და რა კარგია, როცა შენი ოთახი გაქვს. თუმცა მე გართულება ამაზე არასდრს მქონია და მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი დადებითი რაც ჩემს ძველ სახლს აქვს, შედარებით დიდი ფართია, როგორც ასეთი პირადად ჩემი ოთახი არასდროს მქონია, აი როგორც უცხოურ ფილმებშია, კარი რომ იკეტებოდეს ან მარტო შენი მაგიდა და ნივთები იყოს ოთახში. საინტერესოა ისიც, რომ ვთქვი როგორც ასეთი ჩემი ოთახი არ მქონიათქო, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოთახი ჩემი იყო.

ერთი სიტყვით, ოთახი, რომელიც ,ჩემ ოთახად’ არის ცნობილი არის ის, რომელიც შესასვლელშივეა და იქ ძირითადად ბებიაჩემთან ერთად ვიყავი ხოლმე, ახლა დედა და ბებია არიან იქ, მე კი სასტუმრო ოთახი დავიპყარი😀 ვყოფილვარ იმ ოთახშიც, რომელიც თავიდან დედაჩემის იყო და შუშაბანდშიც მიცხოვრია საკმაო ხანი ანუ სახლში ყველა ოთახში გამიტარებია საკმაოდ დიდი დრო, მაგრამ ,ჩემ ოთახად’ მაინც ის პირველი მოიხსენიება. თუ ბევრის ფსიქიკაზე, აღზრდაზე, თავისუფლებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს საკუთარი ოთახი, ჩემთვის ის პირველ რიგში თავისი სივრცით და კედლებით იყო მნიშვნელოვანი, რადგან საშუალება მომეცა უამრავი პოსტერი გამეკრა, ფაქტობრივად შპალერის ნაცვლად.

ყველაფერი 1999 წლის იანვარში დაიწყო, როცა ერთმა ძველმა ნაცნობმა ჟურნალ ,ფეხბურთის’ პირველი ნომერი მოიტანა და ალესანდრო დელ პიეროს პოსტერი მიჩვენა, თან იუვენტუსის ,წარდგენა’ იყო პირველ ნომერში -ლეგენდა რომელსაც ჰქვია იუვე – და ამ ჟურნალით მოვიხიბლე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წლის ვიყავი და ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, პოსტერების გაკვრით აქტიურად დაკავებული არ გახლდით, არადა კი მქონდა სახლში რამდენიმე.

ასეა თუ ისე, ეს პოსტერი იყო პირველი, რომელიც გაიკრა იმ ,ჩემს ოთახში’. ამას მოჰყვა დიდი აზარტი და მონდომება, ჩემი ბინა სიმაღლეში 3 მეტრზე ცოტა დიდია და ფაქტობრივად ბოლომდე ,პლაკატებით’ ავავსე. ჩემები მიხვდნენ, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერ გადამაფიქრებინებდნენ და მსუბუქ წინააღმდეგობებს თუ არ ჩავთვლით (როგორიც არის მაგალითად: ,,კარადაზე რაღატო აკრავ, არ რა უნდა, სულ გაგიჟდი…”), ხელი არ შეუშლიათ. თან არაფერს ვაფუჭებდი, რადგან სახლი ძველია, პლუს მეზობლისგან დაზიანებული და გაურემონტებელი, ასე რომ პირადად ჩემთვის ეს პოსტერები ალამაზებდა კიდეც იქაურობას.

ერთი შეხედვით შთამბეჭდავია, მაგრამ სინამდვილეში მაინც ვერ გაიაზრებთ თუ რამდენი წელი დასჭირდა ამ კედლების შევსებას, რამდენი წვალება, სხვადასხვა სასურველი პოსტერების მოძიებას და თავის დროზე რამხელა იდეები იყო ჩაქსოვილი ამა თუ იმ პოსტერისთვის ადგილის მიჩენაში. რამხელა ემოცია ახლდა თან ზუსტად იმ ოთახში, იმ გარემოში ფეხბურთის ყურებას… შემდეგ, ცხადია, ბევრი რამ და ბევრი პოსტერის ადგილი შეიცვალა. სამწუხაროდ, მათი რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კარებებზეა დაზიანდა და სულ ვეჩხუბები ჩემებს, ახლაც კი, არ უფრთხილდებითმეთქი ))) ჩემებს კი სულ ეცინებათ, ჩვენზე მეტად პლაკატები გიყვარს, ნეტა ასე საკუტარ თავს უფრთხილდებოდეო.
აბა მე ახლა იშვიათად შევდივარ იმ ოთახში და სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ პოსტერებს, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არიან!

მთავარი კი იმიტომაა, რომ იყო ირონიული ღიმილები, როგორც უფროსების მხრიდან, ასევე თანატოლების, მეგობრების ნაწილის მხრიდან. ერთი განსაკუთრებით გადამეკიდა – გაიზრდები ცოტა და ჩამოხსნი შენი ხელით ამ პლაკატებსო. მე ვეუბნებოდი არათქო, ის მაინც თავისას აწვებოდა, აბა ვინ გამოდგა მართალი? )) მესმის რომ ძირითადად ასე ხდება, მაგრამ ეს ხალხი ყველაფერს ასაკს რატომ უკავშირებს? ჩამოხსნით ის მომღერლების და მსახიობების პოსტერები ჩამოვხსენი, რომელიც იქამდე მქონდა გაკრული და მართლა ბავშვობის ამოჩემება იყო. ეს კი ბევრად მეტია, ზოგი ვერ იგებს რას ნიშნავს ,ფეხბურთით ცხოვრება’ და ეცინება. მე კი მკიდია ეს, მე ვიცი ეს რაც არის და სულ ასე იქნება, მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე ფეხბურთი ცოტა გაირყვნა, ცოტა ინტერესიც განელდა, ისეთი ყოვლისმომცველი, როგორიც ადრე იყო, და მიუხედავად იმისაც,რომ დიდი ხანია პოსტერი აღარ გამიკრავს ))) სამწუხაროდ, გარშემო ბევრი მყავს ისეთი ადამიანი, ვინც იტყვის ,ბოლო ბოლო ფეხბურთია მაგის დედაც…’, ,ფეხბურთიოს გამო ის ხო არ უნდა ქნა…’ და ა.შ. არადა, ამ ხალხს პრეტენზია აქვს ფეხბურთის ქომაგობაზე და სიყვარულზე. მე კი ეს არასოდეს მესმოდა, თუ რამეს ვაკეთებ და მიყვარს, მაშინ ბოლომდე უნდა იყოს და არა ნახევრად… ვერასდროს ვერ ვიტყვი ,ბოლო ბოლო ფეხბურთია…’. ფეხბურთი დაარსების დღიდანვე უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ  სპორტი და გართობა და ასე იქნება სულ.

მოკლედ, არ ვიცი შურდა ზოგს თუ მართლა ეცინებოდა(ალბათ ორივე ერთად იყო), მაგრამ რამდენიმემ დაიჟინა მოხსნი მოხსნი მაგ პლაკატებს, მაქსიმუმ 2-3 წელიწადშიო. წლები გადიოდა, პოსტერები კი მოხსნის მაგივრად ემატებოდა და ემატებოდა. მაშინვე ვიცოდი რომ არ მოვხსნიდი, თუნდაც იმიტომ რომ მეუბნებოდნენ მოხსნიო და არც მომდომებია მოხსნა, ესაა მთავარი🙂 ერთადერთი რაც არის, რაღაც პერიოდია უკვე აღარ ვაკრავ, მაგრამ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ადგილიც აღარ არის ))) ნუ ის ოთახი და შუააბანდი გავავსე და სხვა ორ ოთახზე არ გადავდივარ. სამაგიეროდ ვინახავ პოსტერებს, რომლებიც ხელში მივარდება ხოლმე, ჩემით აღარ ვეძებ, მხოლოდ გამორჩეულებს.

ერთ, დღესაც იმ ოთახის კედლები გაივსო და კარადებზე და კარებებზე გადავედი… ამას ცოტა ხანში მოჰყვა შუშაბანდის კედლები, რომლებიც ასევე ბოლომდე გავავასე, მერე იქ რაღაც გადანაცვლებები მოხდა და რაღაც ნაწილის ჩამოხსნა მომიხდა, რომ არ გაფუჭებულიყო. შუშაბანდშივე მოვაწყვე სპეციალური კუთხე, სადაც მხოლოდ იტალიელებისა და იტალიური კლუბების პოსტერებია, ასევე იტალიისა და იუვენტუსის ბრელოკები და საქართველოსა და იტალიის ჩემი დახატული დროშები (ორი პატარა დროშა იმ ძველ ოთახშიც მაქვს, ჯერ კიდევ ძველი საქართველოს დროშა და იტალიის, ისინიც ჩემით დავჯღაბნე).

ბებიაჩემი ხუმრობდა კიდეც, მერიდება ხოლმე გამოცვლა ამდენ კაცებშიო. ბევრი გაოცებული რჩება ხოლმე ოთახში შემოსვლისას. ყველაზე გაოცებული ერთი მღვდელი იყო, რომლის შესახებაც მეხუთე ვიდეოში ვყვები. ერთი სიტყვით, ეს პატარა საფეხბურთო სამყაროა. პირადად ჩემი აზრით და ხედვით, ამას ასაკი არ აქვს და ცუდი ამაში არაფერია, ცუდი ის დამოკიდებულებაა რომელიც ზოგს აქვს, რომ პოსტერს აუცილებლად პატარა უნდა აკრავდეს და არასერიოზულია ან ცუდი ის იქნებოდა მე რომ ვფიქრობდე საპირისპიროდ, რომ თუ პოსტერს არ გააკრავ ე.ი. ცუდი როჟა ხარ და მაგალითად ფეხბურთი არ გიყვარს.

კიდევ ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორია უკავშირდება ამ ოთახებსა და პოსტერებს. საერთოდ, დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა და სულ მეზარებოდა, ასეთ დროს კი როგორც ხდება ხოლმე, პოსტი გემრიელი არ გამოვიდა, როგორც მაშინ გამოვიდოდა, როცა პირველად მომინდა დაწერა, მაგრამ რაც არის ეს არის. ვცადე საერთო სურათი გადმომეცა მოკლედ და იგივეს ვცდილობ პატარა ვიდეოებში, სულ ნახევარი საათიც არ იქნება მგონი, 5 ვიდეოა, თავისი კომენტარით. ხარისხი საუკეთესო არაა, რისთვისაც ბოდიში. სულ არაფერს სჯობია.
ასევე ოთახების სურათები ავტვირთე, გარემო რომ უკეთ აღიქვათ
ისიამოვნეთ ფეხბურთით და ზოგადად ცხოვრებით, რომელიც კაი ხალხისთვის ჭირს, მაგრამ ნამდვილად მშვენიერია.

Written by 1myway1

June 13, 2011 at 3:04 pm

Posted in Uncategorized

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. mec maqvs aseti kutxe, qutaishi😀 chems otaxshi gakvris ufleba ar momces, samagierod qveda sartulis ert otaxshi momces kutxe😀 ramdenime palkati vicani, mec mqonda😀 hoidonki da dede😀 zusted isini maqvs me😀 zidanis plakatis, msoflio sportidan😀

    fexburts mec vkitxulobdi😀 otxhsbatobit gamodioda, 1 lari girda😀

    რატი შუბლაძე

    June 13, 2011 at 3:16 pm

    • batistutac😀 wiqit xelshi rom dgas😀

      რატი შუბლაძე

      June 13, 2011 at 3:20 pm

  2. სურათები დავამატე

    რატი შუბლაძე
    xo, bevri nacnobi posteri iqneba😀 sul tavidan 80 tetri girda😛

    1myway1

    June 13, 2011 at 3:53 pm

  3. გაგიძვირეს სკუდეტო?😀

    garxoza

    June 13, 2011 at 4:23 pm

  4. თვალს რომ გაახელ და ამდენ კაცს დაინახავ,რა საშინელებაა😦

    ჯი-ნია-ნი

    June 13, 2011 at 4:46 pm

  5. garxoza
    მალდინი კანს იჭიმავს

    ჯი-ნია-ნი
    თუ ფეხბურთი გიყვარს არა😀

    1myway1

    June 13, 2011 at 4:49 pm

  6. მალდინის პლაკატი მეც მქონდა, იტალიის სავარჯიშო ზედაში როა, ჩვენი დროშის გვერდით

  7. როგორც არ უნდა მიყვარდეს,ამდენს რა აიტანს..
    აი ახლა გოგოების სურათები რომ გავაკრა,აშკარად გადავიხრები =))

    ჯი-ნია-ნი

    June 13, 2011 at 5:47 pm

  8. ანდრია მერაბიშვილი
    da shen icodi, maldini ro kans ichimavs da fexburtshi brundeba?
    cvatas shedevria😀 da kidev kitxva – gagizvires skudeto?😀

    ჯი-ნია-ნი
    me sul ar magizianebs😛
    gadaxra kaia😀

    1myway1

    June 13, 2011 at 5:59 pm

  9. chemi otaxi gamaxsenda😦 mec mqonda posterebit da cnobili xalxis suratebit mochedili kedlebi, ufro scorad exlac aris da erti suli maq rodis vixilav kvlav

    Jimmy Page

    June 14, 2011 at 1:57 pm

  10. კარგი პოსტია, რამდენი ნაცნობი პოსტერია🙂 ჩემი ოთახი გამახსენდა 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ. მოკლედ, მომეწონა პოსტი.

    IR

    June 19, 2011 at 5:59 pm

  11. როგორ გავს ჩემი ოთახის კედლებს

    მსგავსი პლაკატებიც ვიპოვე

    და სულაც თავიდან ჩემს ოთახში მეგონა თავი🙂🙂🙂🙂

    მაიტო

    June 21, 2011 at 11:48 pm

  12. madloba megobrebo, madloba
    kargia rom sakutar otaxebtan gichndebat asociaciebi

    1myway1

    June 22, 2011 at 9:31 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: