1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

სველი პერიოდი

leave a comment »

ახლა მთლიანად სველი ვზივარ და ვწერ ამას,  აბსოლუტურად ჩვეულებრივ პოსტს. ეს იმიტომ ხდება, რომ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ბლოგი კარგი რამეა და გავხსენი. დავიწყე წერა, ზოგჯერ კარგი პოსტების, ზოგჯერ არც ისე.  ხანდახან დღიურად და ძალიან ჩაკეტილი წრისთვის მექცა ბლოგი, მაგრამ ალბათ ესეც საჭიროა და ინფორმაციული და ძალით ოფიციალური ბლოგები არ არის მთავარი და საუკეთესო.  თუმცა ნელნელა, როგორც ყველაფერში ხდება ცოტა ენთუზიაზმი შენელდა, ეს სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა, ძირითადად უდროობა, სიზარმაცე, დაღლილობა… აი ახლაც, მომენატრა ბლოგზე წერა და ამიტომ გადავწყვიტე ამ არაფრით გამორჩეული და ბევრის მსგავსი ისტორიის მოყოლა, მაგრამ ზოგჯერ ხომ სწორედ თითქოს არაფრით გამორჩეულ ისტორიებშია მთავარი🙂 თუ კარგად წერ. ვერ შეგპირდებით, რომ კარგად ვწერ და დავწერ, მაგრამ უნდა დავწერო, რადგან გადავწყვიტე, რადგან მომენატრა, მომინდა და თან გავბრაზდი, გარემოებებზე.

კაი ხაინა აქ არაფერი დამიწერია, მაგრამ ამაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ისე მაქვს რაღაცეები დასაწერი და არ დავიღლები ამის გამეორებით. მაშინვე უნდა დაწერო როცა მოგაწვება, თორე მერე მუხტი იკარგება, ჩანიშვნები კი დავიწყე, მაგრამ მუხტი მაინც იკარგება. ორი კარგი მოთხრობის დარის იდეა მაქვს დიდი ხანია და ვერაფრით ვერ დავაყენე საშველი. არადა, ვგრძნობ რომ მზად ვარ, დროა… არ ვამბობ რომ შედევრებს დავწერ, მაგრამ დაწყებისთვის მზად ვარ. თუმცა როგორც ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, არ დაიჯეროს ზღაპრები ვინმემ იმის შესახებ, რომ ერთეული გენიოსების გარდა, ვინმე ახერხებს რამდენიმე რამის ერთად კეთებას და მართლა კარგი რამის დაწერას, სხვა საქმერების პაალელურადო. როცა სხვა რამეებს მიაქვს შენი დროის უდიდესი ნაწილი და სხვანაირად არ გამოდის, ძნელია… თუმცა ვიცი, რომ ადრე თუ გვიან,დავჯდები და დავიწყებ… ერთი-ორჯერ ხომ ვქენი უკვე, საფუძველი არის. ახლა კი ამ პოსტს მივხედოთ

აი როგორი სველი და გაბრაზებულიც(მაგრამ გულის სიღრმეში ცოტა ნასიამოვნებიც) ახლა ვარ, ზუსტად ასეთი პერიოდი მაქვს ბოლო თვეებში. ბევრ ნაცნობზე და მეგობარზეც კი ავიცრუე გული. ბევრ რამეზე ავიცრუე გული საერთოდ და ნეტა ერთი-ორი წელი სადმე უცხოეთში ჩემთვის ჩამსვათქო ისევ ვფიქრობ. ერთი პირობა ისიც გავიფიქრე ცხოვრებაში პირველად დეპრესია ხომარ მაქვსთქო, თუნდაც მსუბუქ ფორმებში. არცთუ უსაფუძვლოდ გავიფიქრე, რადგან არის რაღაც ნიშნები, მაგრამ იმედია ასე არაა, რადგან მძულს დეპრესია და დეპრესიულები… ეს არის სისულელე, რომელსაც ადამიანი თავისით იმართებს და მე არც ისეთი სულელი ვარ, მგონი. ალბათ უფრო მწვავე ნევროზია, რომელიც მქონდა ერთი-ორჯერ ადრეც, ქრონიკულიც მაქვს, მაგრამ მწვავე იშვიათად. ეს დიდად გასაკვირი ჩვენს რეალობაში და ცხოვრებაში არც არის. აქ, ნევროზისას, შენ არაფერს იმართებ, თავისით გემართება და ხშირად გარდაუვალია, აბა მიმოიხედეთ,  კარგად დააკვირდით რა ხდება, დაფიქრდით და…🙂

მიზეზებიც ბევრია, ჰონორარმა იკლო, სეზონში პაუზაა, ბევრმა ადამიანმა აურია ჩემს თვალში, ბევრი ისევ უგემოვნებო რჩება, ბევრი ბევრს ტლიკინებს და საცემია, ჩემებს ვეჩხუბე, ბანკში ისევ ცოტა ვალი ავიღე, რათა რაღაცეები მეყიდა სახლისთვის და სექტემბრამდე ვერ გავისტუმრებ, ისევე როგორც რამდენიმე ადამიანის ძველ ვალს. ერთი გოგოც მომწონს და ვერ ვისწავლე ჭკუა, რომ გოგო რომელიც შენი ღირსი არ არის (ან შენ არ ხარ მისი ღირსი, არ აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი, შევარბილოთ თუ გინდათ), გოგო რომელიც შენი არაა, რომელიც ,აქაური’ არაა, პატარაა, როგორც შეხედულებებით ასევე ცხოვრებისეულად(ასაკი ყოველთვის მთავარი არ არის), არ უნდა მოიწონო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხალისიანი და სიცოცხილმომგვრელი გოგო ალბათ არასდროს მომწონებია და ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რაც გამიკეთებია ხოლმე, მაინც… დიდი შეცდომა დავუშვი და შეცდომა ჩანასახშივეა, როცა იცი, რომ ამ სახით ამ ეტაპზე მაინც(ეს სულ მინიმუ), შენ არ შეგეფერება, არ უნდა მოიწონო… მაგრამ აბა როგორ უბრძანებ ცხოვრებას😀 ისე უინტერესოც იქნებოდა.

ამას დაემტა ის, რომ ჯანმრთელობა სულ თავს მახსენებს, მამენტ ბოლო დღეებში იმდენს ვსვამდი, შემახსენებდა. აი, რამდენიმე დღის წინ, იმდენი დავლიე(გავათენე, როგორც ხდება ხოლმე და ესაა ყველაზე ცუდი), რომ ბევრს გაუჭირდებოდა. შეიძლება მალე დავთვრე, მაგრამ შემიძლია იმავე კონდიციაზე დავრჩე და უზომოდ დავლიო მერე, ჰოდა ასე ხდება ხოლმე. იმ დღეს, როგორც იტყვიან, მართლა გული ხელით მეჭირა. ,მარშუტკაში’ მიმოვიხედე ვინმე ისეთი მაინც თუ არის, სასწრაფს რო გამოუძახოს რამე რო დამემართოსთქო, მივხვდი რომ სანამ გონზე მოვიდოდნენ ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. რამდენჯერმე მეგონა რო გული მირტყამდა, იქაც და სახლშიც(ნუ ისეთ მდგომარეობასი სამსახურში აღარ უნდა წავსულიყავი, დაძინება ძალიან გავწელე). დავთქვი, ოძღონდ ახლა გადავრჩე და ამდენს აღარ დავლევთქო. 2-3 დღე მოვახერხე სიტყვის შესრულება, აი ერთხელ მაინც ვერ შევასრულე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი სასმელი მაინც არ ავურიე და მთლად იმდენიც არ დამილევია, მაგრამ ბევრიც არ დააკლდა. ასეა თუ ისე, იმ ,ცოტათი ნასიამოვნებიც’-თქო რომ ვახსენე, სწორედ ეს არის, რადგან საკმაოდ კარგ ხალხთან ერთად ვსვამდი ძირითადად და საეთოდ კაი იყო. თუმცა ცოტა დასტოპებაც საჭიროა, მაგრამ არა სულ, რადგან თუ გინდა რომ წერამ აგიტანოს, თუ გესმის და გრძნობ, ხშირად ცოტა(ან ბევრი) სასმელის გარეშე წარმოუდგენელია.
კარგი კიდევ ამ სმების დროს ის იყო, რომ მიუხედავად ამდენი სმისა 30 ივნისის მერე სიგარეტს არ გავკარებივარ, ეს კი უკვე იმის ნიშანია, რომ ისევ სწორ გზაზე ვარ🙂 უბრალოდ, შარიკი უნდა გადაატრიალო თავში და ნასვამზეც იოლად აკონტროლებ სიგარეტის ამბავს. სამაგიეროდ, რამდენიმე ისეთი ადამიანი შევაწუხე სიმთვრალის ჟამს, ვისი შეწუხებაც არ ღირდა, მაგრამ არა უშავს, ესეც საინტერესოა🙂 კაი ადამიანი კარგად გაიგებს და არც მე დავწყვეტ გულს საბოლოოდ, თორემ უკვე ვიზამდი🙂 არადა მეორეს მხრივ, არ არის ეს სწორი შეიძლება, როცა სხვა არ გიფრთხილდება, ყველა გოგოს შენ რატო უნდა გაუფრთხილდე😀 საკუთარ თავში, ზედმეტი ,პატიოსნების’ დამარცხებაზე მუშაობაც დავიწყე, ვნახოთ რა გამოვა ))

ავიღე და მეგობარს დოსტოევსკის რამდენიმე ტომი გამოვართვი. უნდა ამოვწურო, მერე ბულგაკოვსაც მივადგე(ბულგაკოვის ბოლომდე ამოწურვას არ ვაპირებ, მაგრამ რაღაცეები უნდა წავიკითხო, მაგრამ ასე მგონია, რომ უკეთესს ვეღარ წავიკითხავ, ვიდრე პიატი პროკურატორ იუდეი, ვსადნიკ პონტიი პილატია🙂 ). ერთ დღეს პარკში გავედი, კინკლაობის მერე, ჩემთვის მშვიდად, დაბნელებამდე ვკითხულობდი. ძმები კარამაზოვები დავიწყე, არა მგონია ეს დოსტოვსკის საუკეთესო იყოს(მით უმეტეს იდიოტი წაკითხული მაქვს), მაგრამ გენიოსი იყო დოსტოვსკი-ც, რამდენიმე თავზე ორგაზმი მქონდა და დიდი ნაწილი წინაა, მაგრა იმასაც მეუბნებიან მეორე ნაწილი ნიტოაო. თუმცა შესავალში თავადვე გააპრავა კაცმა, თავად უნდა გადაწყვიტოთ წაიკითხოთ თუ არაო და აწი კი წავიკითხავ ბოლომდე. თან მეშინია, როცა ცოტა გაქვს წაკითხული ის პლიუსიც აქვს, რომ გავლენას არ ახდენს არავინ და მერე რამე გავლენა არ შემომეპაროს, რამეს რო დავჯღაბნითქო😀 მით უმეტეს, დამბრალებლების მეტი რა არის(ახლა იმასაც დამაბრალებს ვინმე, რა ხალხთან აიგივებს თავსო, არადა ასე არაა😀 ).

აი, თუნდაც მოკლე მონაკვეთი თავიდან ,სემინარისტ კარიერისტ’. ამის მსგავსი რამ არაერთხელ მიქვამს და მსგავსად დაწერასაც ვაპირებდი, მასინ როცა წაკითხული არ მქონდა და რამდენი იტყოდა, წაიკითხა და იმეორებს, სასაცილოაო, არადა… ამიტომაა გენიოსი დოსტოევსკი, ადამიანის ფსიქოლოგიას აუპატიურებს. აი ეს მოკლე მონაკვეთი თავიდან, მართლა ორგაზმია🙂 თუმცა ამისთვის сладострастник-ობაა საჭირო ან უბრალოდ უნდა გრძნობდე🙂

Тут… тут, брат, нечто, чего ты теперь не поймешь. Тут влюбится человек в какую-нибудь красоту, в тело женское, или даже только в часть одну тела женского (это сладострастник может понять), то и отдаст за нее собственных детей, продаст отца и мать, Россию и отечество; будучи честен, пойдет и украдет; будучи кроток – зарежет, будучи верен – изменит. Певец женских ножек, Пушкин, ножки в стихах воспевал; другие не воспевают, а смотреть на ножки не могут без судорог. Но ведь не одни ножки… Тут, брат, презрение не помогает, хотя бы он и презирал Грушеньку. И презирает, да оторваться не может.

ბევრი გენიალური მომენტი ვნახე კიდევ, მიუხედავად იმისა,რომ მესამედი წავიკითხე, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ მინდა, სხვა პოსტის, სხვა თემაა. +მაშინ ჩემ საყვარელ მასტერ ი მარგარიაზე რომ დავიწყო, ვეღარც დავამთავრებ. სხვა დროს იყოს ეს ყველაფერი. მე კი სულ უბრალო რამის მოყოლა მინდოდა, იმის, თუ როგორ გავილუმპე, არადა სადამდე გავედი…

მოკლედ, სადღაც 22:30-ზე ჯერ კიდევ სახლში ვიყავი, გრუხუნის ხმა მესმოდა და მსიამოვნებდა, რადგან მთელი დღე ისეთი სიცხე იყო, ვერც წავიკითხე, სხვა რამეებიც დამეზარა. მეთქი ცოტას გავგრილდებითქო. პლუს ორი თუ სამი დღეა არ დამილევია და ამდენი თავგდასავლების მერე, ფხიზელზე ამ არეული ქვეყნის ყურება ორმაგად ძნელია. ვიფიქრე, გავგრილდები მაინც სანამ სამსახურში მივალთქო. ნაცნობს ვუთხარი, დავსველდები ცოტასთქო და ეგ როგორ მოგწონს, სამსახურში რო მიხვალ არა მგონია კაი იყოსო. ვუპასუხე, ძალიან დასველებას არც ვაპირებთქო, მაგრამ თითქოს დამთარსა )))

დაიწყოთ იმით, რომ კი გრუხუნებდა კაი ხანი, მაგრამ როგორც კი სახლის კარიდან გამოვედი, მხოლოდ მაშინ დაიწყო წვიმა და თან ისეთი წვიმა, ხანდახან გახურების გარეშე, პირდაპირ კოკისპირული რომ იწყება ხოლმე ხომ იცით? სანამ გაჩერებაზე ავედი, ცოტათი დავსველდი, სულ ხეებია. ავტობუსში ყველაზე კარგი ისტორია გურამიშვილის ძეგლის საპირიპირო მხარეს გაჩერებაზე გადამხდა(გადაგვხდა), ტრასაზე, ზუსტად გაჩერების წინ გოგო-ბიჭი გამალებული კოცნიდნენ ერთმანეთს, თავიდან ვერც დავინახე, არ ამიხედავს, სანამ მძღოლი არ დაიყვირებდა დაიხრჩოო. არც უფიქრიათ განძრევა, ძლივს ააცილა ავტობუსი და გააჩერა. ერთმა გოგომ ისტერიული სიცილი ატეხა ამის ყურებზე, უკანაც იყო ხალისი და არაადეკვატური რეაქციები, უცებ კი ეს წყვილი ჩვენს ავტობუსში ამოვიდა და იგივე გააგრძელეს, ზუსტად შუა კარის წინ. ძლივს იკავებდა ზოგი თავს, რო ეცინება და ამ დროს ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი და თავისუფლება რო არ აქვს, სატირლადაა მისი საქმე. მე კი ეჭვი გამიჩნდა, რომ რაიმე ,მოძრაობის’, ,აქციის’, ფლეშმობის მსგავსი რამაა ან უბრალოდ, ჯინაზე გადაწყვიტა ამ წყვილმა, პროტესტის ნიშნად კოცნაობა(სიტყვა ზასაობას უფრო ვერ ვიტან). არც არის გასაკვირი ორი უცნაური კანონის მერე, რომელიც მივიღეთ, იმედია, მხოლოდ ქაღალდზე და მართლა, დებოშიორებისთვის’🙂

წყვილი ორი გაჩერების მერე ჩავიდა და ამან ჩემი ეჭვები გააღვივა. თუმცა მალე დამავიწყდა ეს, რადგან კინოს სახლს მივუახლოვდით. აქ ის ვერ გავთალე, რომ თავისუფლებამდე შემეძლო გავყოლოდი ავტობუსს, მაინც მეტროში მივდიოდი და იქ უფრო ახლოს არის და თან იქნებ გადაეღო წვიმას, მაგრამ მე ხო წვიმაში გასეირნება მსურდა, აი ზუსტად ამ ხასიათზე ვიყავი. ჩასული იმ წუთასვე მივხვდი, რომ ჩემი საქმე მთლად კარგად არ არის, რადგან ასეთ წვიმას არ ველოდი და ასე დასველებაც არ მინდოდა🙂 მიუხედავად ამისა, თითქმის არასდროს არ გავქცეულვარ ასეთ დროს, ნელი ნაბიჯებით წავედი მეტროსკენ. მაშინ როცა ხალხი თავქუდმოგეჯილი გარბოდა, კინოს სახლს ეფარებოდადა ა.შ. მე კი სანამ მაკდონალდსთან მივედი, უკვე აბსოლუტურად სველი ვიყავი, მერე იქ იმხელა გუბები იყო, მუხლებამდე მომესხა წყალი, მეტროს ქვეშაც ბევრი ხალხი იდგა, ელოდებოდნენ გადღებას ალბათ. მეტროში შევედი და უკვე ისე ვიყავი, აი თითო ნაბიჯი რო არ გსიამოვნებს, სველი ტანსაცმელი რო გეხება და ცუდად ხდები. მთელი გზა ხელი წელთან მედო, ჩემი ჭკუით წელი მაინცა რ გამიცივდესთქო. რაც შეეხება მეტროს, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე დააგვიანა.

უცებ გავბრაზდი, ოღონდ ვისზე და რაზე არ ვიცი, ცოტა ჩემ თავზეც, ცოტა გარემოებებზეც. რა აღარ ვიფიქრე, ახლოს არავინ ახლობელი არ ცხოვრობს, რომ მშრალი ტანსაცმელი გამომერთმია. სახლში მიბრუნება და ტაქსებით სირბილიც გამოვრიცხე. ერთი ბიჭი კი დავლანდე მშრალი მაიკა ჰქონდა გადაკიდებული, აი სულ რაღაც რო აქვთ მოკიდებული და ლეპტოპის ჩანთა თუ რაღაც მსგავსი რომ აქვთ გადაკიდებული იმ კასტიდან იყო, მაგრამ ისეთი მოდებილო სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდა ეგ, არ მივედი, მეთქი ვითხოვებ მაისურსთქო, მაგრამ არა, გდავიფიქრე. აი ასეთ ცუდ მდგოარეობაში არასდროს ვყოფილვარ, რადგან ამ პერიოდში გაციება არანაირი ლოგიკით არ მაწყობს + 01:30-ზე რეპორტაჟი მაქვს და ვფიქრობ იმაზე, რო რა გამაძლებინებს და ხო უეჭველი გავცივდები საუკეთესო ვარიანტში და უარესში ფილტვების ანთება… რაც არანაირად არ მაწყობს )))

გადავწყვიტე, რომ სამსახურში მისვლისას არაყი მეყიდა და ერთი სამი ჭიქა დამელია, გადარჩენის მიზნით, მაგრამ მეტროდან ამოსულმა გადავიფიქრე და მხოლოდ ყავა ვიყიდე, რომელიც კი დავლიე ახლა, მაგამ რას მიშველის. იმდენად ცხელა, ის აბსოლუტურად სველი საროჩკა ცოტა კი გაშრა, მაგრამ არა ბოლომდე, ახლა სკამზე გადავკიდე. გაიხადე,რისი გერიდებაო, მეც გავიხადე. თუმცა მგონი უარესია, კონდიციონერიდან ცივი ჰაერი აღწევს, ფანჯარაც ღიაა და წერაში გართულს დაკეტვა დამავიწყდა, ორპირში ვარ, ტიტველი😀😀 წელიც წამომტკივდა, მთავარია ფილტვების ანთებას გადავრჩე და დანარჩენს ვინ ჩივის, მათ შორის იმასაც, რომ ფეხები აბსოლუტურად სველი მაქვს. ერთმა კოლეგამ მითხრა, რატომ გიყვარს წვიმაში სეირნობა, არავინ არ სეირნობს ასეთ წვმაშიო, პრაგმატული და თითქოს აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა, კარგი ადამიანისგან, მაგრამ…🙂

რა ვიცი, ბევრ რამეს ვიტყოდი კიდევ, ბევრი დეტალი გამომრჩა ამ დღეების ამბების, ბევრიც განგებ გამოვტოვე. თუმცა დავიღალე კლავიატურაზე კაკუნით, თან შემცივდა, ახლა ჯობია ის საროჩკა მოვიცვა მაინც, ერთი ყავაც დამრჩა და იმასაც დავლევ. მალე რეპორტაჟიც დაიწყება და რაც არის, არის რა🙂
მთავარი ისაა, რომ მეტროდან ამოსულს წვიმა გადაღებული დამხვდა, რადგან მაშინ დაიწყო როცა გამოვედი და მაშინ გადაიღო, როცა მეტროში შევედი და სხვა ბევრი დეტალიც დამეთხვა, ესე იგი, ასე იყო საჭირო, ასე უნდა ყოფილიყო და მე მიყვარს, როცა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს🙂

უF, მომნატრებია წერა!

Written by 1myway1

July 9, 2011 at 8:50 pm

Posted in Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: