1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for აგვისტო 2011

Keep Gurjing!

with 7 comments

სალამი მეგობრებო, ყველაზე კარგად მე ვგრძნობ, რომ ბოლო დროს ჩემმა ბლოგმა ის ,პეწი’ ცოტა დაკარგა, რომელიც ალბათ ჰქონდა. ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ იმედია გამოსწორდება ყველაფერი. თუმცა ცოტა პაუზა მჭირდება. თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ამ სარჩევი – My Wayმკვლევი – აქედან დაიწყეთ 🙂 პოსტშიც ვისაუბრე მოკლედ. უდროობა, სიზარმაცე, დატვირთული რეჟიმი, ნევროზი და ა.შ.  ეს პოსტიც ვერ ქაჩავს, მაგრამ სათაურად ღირს 😀

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ,სიტყვთა ნაჯვარს’ თუ სიტყვების თამაშს და გაურკვეველი ვადით დაგემშვიდობებით, ვინ იცის, ეგებ მუზამ ამავე ღამეს მოიფრინოს, ეგებ არც.

ბოლო დროს, ხშირად ვიყენებ სიტყვას ჩუვაკი. ალბათ თქვენც… ჩუვიხა და ჩუვაკი ისევ აქტუალურია.
დავაკვირდი და – ჩუვაკი ჩუ-ვაკური სიტყვაა, აი თურმე რაშია საქმე

ტურინის იუვენტუსში სრული ქაოსია, ერთ-ერთი იმედი ალესანდრო მატრია
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,ბებერ ქალბატონში’ მატრიარქატი დამყარდა.

ჩვენს ქვეყანაში კი დიდი ხანია პატრიარქატია

ჰო მართლა, დღეს ჩემმა ფინგალმა ფერი იცვალა და თურმე ფერისცვალება ყოფილა
(შენიშვნა: არ გეგონოთ ხმალამოღებული ათეისტი ან თუნდაც აგნოსტიკი, აქტიური ათეისტები და აგნოსტიკები, პირიქით მაღიზიანებენ კიდეც ზოგჯერ. მე შუალედისტი ვარ 😀 ჩემებური რწმენა, ვერა და ვაკე მაქვს :D)

ისე მართლა მხოლოს ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, რომ მართლა ქვე-ყანაა ეს გურჯისტანი.

ბოლო დროს სკაიპის გატეხვის ფაქტები მომრავლდა, შესაბამისად ძველი სიბრძნე უნდა გავიხსენოთ:
,სკაიპის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო’

ბოლოდროინდელი გამოგონებებეიდან კი საუკეთესო და თითქმის გენიალური, ნამდვილად ეს არის:
Keep Gurjing!

გარშემო სულ ამას ვხედავ და ბევრი მეუბნება, ხშირად ზედმეტი მოგდის ამ გურჯების ძახილითო, მაგრამ რა ვქანა, ეგრეა და… თქვენ კი Keep Gurjing! მეგობრებო 🙂

вера – ბოლოს მომხდარი ჩხუბის მერე, კიდევ უფრო ცინიკური გავხდი ადამიანებისადმი, მათ შორის საკუთარი თავისადმიც, რადგან ბრალი ჩემი დიდი იყო ამ ყველაფერში და მთავარი დამნაშავეც მე ვარ, ამიტომ ყველასთვის ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენო და ე.ი. ესეც საჭირო იყო, რაღც რაღაცეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბეწვზე გადავრჩი 4-1ზე ჩხუბისას და ჯერ გადავრჩი თუ არა ვინ იცის, თვალის სილურჯე კიდ გადის, მაგრამ… რწმენა კიდევ უფრო შემერყა და უნდა ვცადო, რომ მეც ,გავფუჭდე’ 😀 თავის თავის კაცი გავხდე, უაზრო კარიერისტი, ზურგსკუან მოჩურჩულე, სხვების ამბის დამკიდებელი, ,ლიჟბი შეყო ტიპი’ და ვეცდები სხვებიც გავაფუჭო ხოლმე, რავი, არა მგონია გმომივიდეს, მაგრამ ვცდი, მაინც უმეტესობა ასეა. როცა შენ უფრო მეტის გასაკეთებლად ხარ მზად სხვისთვის, ვიდრე სხვა შენთვის და პლუს სხვაები ,სხვებისთვის’ აკეთებენ ბევრს და შენთვის არა – შენ ცდები – როგორც ჩანს. თანაც საბოლოო ჯამში მაინც ყველა თავისთვისაა. გარშემო ბევრ ადამიანზე შემეცვალა ცოტათი ან ბევრით შეხედულება და ვფიქრობ, ადრე ნაძალადევად არჩეული მეთოდი ანუ ,აძინოკი ვოლკობა’ საერთო ჯამში სწორი მიდგომა გამოდგა, ცივი, მაგრამ სწორი, ფარისევლობას სიცივე სჯობია. ამას აფერისტი ექიმი დაემატა, რომელმაც უამრავი წამალი დამიწერა, 5-ს აქტიურად ვსვამ ახლა და იმედია თავის ტკივილები, მსუბუქი შერყევა, თვალზე ფინგალი და ყველაფერი გაგრძელების გარეშე ჩაივლის, ხოლო სექტმებრის ბოლოს, როცა ისევ წავეტანები საყვარელ ალკოჰლოს, გაჭედვა არ მოჰყვება ამას ამდენი წამლებისა და ნევროზის მერე. თუმცა კაცს რო ეტყვი თავი მტკივაო და მკრუნალობაზე მეტს, ეკლესიაზე დაგელაპარაკება… თან რა გასინჯა და რა არა, კაცმა არ იცის, მეც იზმენაში დავრჩი, ჯობდა კომპიუტერული გაშუქება გამეკეთებინა, ცოტა მეტს გადავიხდიდი და იზმენასაც მოვიშორებდი… აღრა გვინდა, სიტყვა გაგრძელდა და ამ ექიმის, ჩხუბისა და დანარჩენის დეტალებს შემოვინახავ, კაი რამე გამოვა დასაწერად.

надежда – იმედი იმისა, რომ რამე რადიკალურად შეიცლვება, დღითიდღე ქრება, სადაცა რ გაიხედავ, ყველგან და ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ აქაურობას და ამ ხალხს დიდი ხანი არაფერი ეშველებათ, მაგრამ ეს ნადეჟდა ყველაზე მაცდური ქალი ყოფილა. სადღაც გულის სიღრმეში მაინც რჩება. წასვლა არის საუკეთესო გამოსავალი, შორს აქედან, რამდენიმე წლით, მაგრამ ჯერ არ გამოვა.

любовь – ეს ამოუცნობი ფენომენია, როდის ჭეშმარიტი და როდის ფსევდო ძნელი გასაგებია, მერე, შორიდან კარგად ჩანს ხოლმე, მაგრამ მომენტში… ვებრძვი და ვამარცხებ როგორც წესი, მაგრამ ცოტა დრო უნდა, ჰოდა ისევ გავიმარჯვე(ბ) და ეგაა. თანაც ,აძინოკი ვოლკობა’ ვინმეს ზედმეტად ახლოს მოშვებას მაინც არ გულისხმობს, ეს პლუსი აქვს.

მე მგონი მართლა შარი ავიკიდე, იმ პროფესორის სახით, აპასნი წამლები დაუწერია 😀 აბა ასეთებს რა დამაწერინებდა ისე.

არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე ცუდი დაავადება ნევროზია, საუკეთესო წამალი კი ოპტიმიზმი და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაა, როგორც შეგიძლიათ ისე
ტყუილა კი არ უთქვამთ – ცხოვრება მშვენიერიაო 😉
პ.ს.
სხვათა შორის, ის მოფარიკავე ვერაფრით ვერ გავიხსენე და დავგუგლე. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, ვერც გავიხსენებდი, სხვაგან ვიყავი )))
ალდო მონტანო 🙂

Written by 1myway1

აგვისტო 19, 2011 at 11:44 AM

Posted in Uncategorized

მე ვიცი რა ჰქვია ვოლანდრის – თქვენ?

with 4 comments

თუ მასხარაობაა, წყალია და წვიმაა, მაშინ, იყოს მასხარაობა და წყალი (წვიმაც იყოს ცოტა ხანი) და კიდევ ერთი პოსტი გამოვაცხოთ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გუშინ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამავიწყდა და გავბრაზდი მერე საკუთარ თავზე, იმდენად გათიშული ვიყავი და იმდენად გართული საფულის ინციდენტით რომ სულ გამომრჩა, ხოლო როცა გამახსენდა, ჩამატება აღრა გამოვიდოდა, ხალხს უკვე წაკითხული ჰქონდა პოსტი.

აი ფილმებში რომ არის, გაგრძელებას რომ იღებენ(რომელიც როგორც წესი არ ამართლებს) ხომ იცით? თან ისეთ გაგრძელებას, თუ როგორ მოვიდნენ გმირები წინა ნაწილამდე, აქაც ეგ ვარიანტია. ვთქვი ფაქტობრივად უძილო ღამე მქონდათქო და დამავიწყდა აღმენიშნა სიცხის გარდა, კიდევ რამ გამოიწვია ეს უძილო ღამე. საქმე ის არის, რომ უცებ, რატომღაც გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე(ყოველ შემთხვევაში – ჩემს შემთხვევაში) უცებ რომ გახსენდება ადამიანს რაღაც, რადგან სპორტთან და ფეხბურთთან ახლო შეხება მაქვს, სულ მიტივტივდება გონებაში სხვადასხვა გვარები და ხშირად ხმამაღლაც ვამბობ ხუმრობით – აი უცებ, მაგალითად: მიროსლავ/მიოდრაგ ბელოდედიჩი… ვიტყვი და გამეღიმება, ვიღაცა მიხვდება, ვიღაც იფიქრებს გიჟიაო, ვიღაც კი უბრალოდ იკითხავს – რა შუაშია? ამის ახსნა ძნელია და არასაჭირო, თუ ვერ ხვდება ადამიანი. მარტო სპორტსმენებზე არ ვრცელდება ეს თან, მსახიობები და პოლიტიკოსებიც აქტიურობენ. ნუ ისე ადამიანებიც – ერთი სიტყვით ვიცი რაღაცეების ამოჩემება, გახსენება, ტრიალი… ვისაც ეს აღიზიანებს და ცუდი ჰგონია რა ვუყო, ასეთი ვარ და არაფერია ამაში განსაკუთრებული.

ეს შესავალიც საჭირო იყო, ახლა კი გავაგრძელოთ. მოკლედ გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, რომელიც ბოლო წლებში საუკეთესოა და ხშირად გავუხარებივარ, ოლიმპიადაზე ხშირად იღებს ოქროს. თუმცა გამახსენდა როგორც ტიპი, გარეგნულად, თავისი ემოციებით, დუელებიდან ფრაგმენტებით… მაგრამ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ. საერთოდ, ბოლო დროს მეხსიერეაში სერიოზული პრობლემები მაქვს და ეს პირველ რიგში უძილობის ბრალია. ხოლო როცა რამეს ვერ ვიხსენებ ძალიან არ მიყვარს და ვცდილობ არც ვნახო ინტერნეტში და არც არავის ვკითხო. მთელი ტანჯვა და სიამოვნებაც პროცესშია, რო იხსენებ, იხსენებ… თითქოს მოდის, მერე ისევ მიდის და ბოლოს რო გაიხსენებ, ზოგჯერ ისეთი სიამოვნებაა რომ… მიმიქარავეს ერთი-ორი კარგი რამ, აღარ ვიტყვი.

ოლიმპიადაზე, როგორც ყველგან და ყველაფერში იტალიას ვქომაგობ ხოლმე. უკვე მივეჩვიე სცენარს – თავიდან ლიდერებში არიან, მერე ერთვება ისეთი სახეობები, სადაც შანსი არ არის, ჩავარდებიან ქვემოთ და საბოლოოდ მე-5 მე-6 ადგილი კარგ შედეგად ითვლება. არის კონკრეტული სახეობები სადაც განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ და ერთ-ერთი მათგანი ფარიკაობაა, როგორც ერთეულებში, ასევე გუნდურში, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფრანგებსაც კარგი ნაკრები ჰყავთ და აქაც ეკვეტებიან, მახსოვს ერთხელ ფინალში როგორ მოუგეს იტალიას და ამ ,იტალიელმა მოფარიკავემაც’ ვერ აიღო ოქრო ცალკე, ტრაურში ვიყავი. ერთი სიტყვით ათასი დეტალი, ათასი დუელი გამახსენდა, მაგრამ გვარი არ მოდის არაფრით…

ვიფიქრე ადრე ვარ ასადგომი და დიდ დროს ვერ დავუთმობ ამას ახლათქო, მაგრამ შიგნიდან რაღაც მაინც მღრნიდა. ამ პროცესში რამდენიმე კარგი მომენტია – 1. როცა სახელსა და გვარს იხსენებ დამახინჯებულად და უცნაურ კომბინაციებს ადგენ 2. როცა ამოიჩემებ რომ რომელიღაც კონკრეტული ასო(მინიმუმ ერთი) ურევია, არადა დიდი შანსია არ ერიოს 😀 3. ყველაზე საინტერესო არის ტიპი, რომელიც ,ნიპრიჩომ’ ამოდის გონებაში კონკრეტული ადამიანის გახსნებებისას. აბსოლუტურად სხვა ვინმეა, მაგრამ რატომღაც პირველი ის გახსენდება, რატომღაც აკავშირებს ტვინი. ყოველთვის საინტერესო ,პერსონაჟები’ არიან ესენი. 4. აბსოლუტურად გაუგებარი პირვონებბების და სიტყვების ჩამოთვლით, ნელნელა თავში ქარიშხალივით იწყებს რაღაცა ტრიალს და სწორედ ეს პროცესია ყველაზე სასიამოვნო. გრძნობ რომ გიახლოვდება, გიახლოვდება და გაწვალებს, ახლოს მოვა, მაგრამ მერე ისევ მიდის და ასე, სანამ არ გაგახსენდება. ეს კატეგორია, ორ ქვეკატეგორიად იყოფა ა). როცა ენის წვერზე გიპწკენს რაღაც და ამართლებს გამოთქმას ,ენის წვეზე მადგასო’ ბ). როცა თავში თითქოს რაღაც მართლა ქარიშხალია, ტალღები მძვინვარებენ და აი გამორიყეს ის ვისაც იხსენებ, ახლოს მიდიხარ და იმავე ტალღების ნაკადს ისევ უკან მიჰყავთ.

ამჯერად, ,ნიპრიჩომ’ პერსონაჟი იყო ვინმე მარკო ვოლანდრი. რატომღაც ეს პიროვნება ამომიტივტივდა. უფრო სწორად იმიტომ, რომ ვოლანდრი ჩოგბურთელია და ის გამახსენდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ მარკო არ ჰქვია. თუმცა გონება დიდი მონდომებით მტენის ამ მარკო ვოლანდრის… იყო ენის წვერიც, სტიქიაც თავში, ბევრიც ვიწრიალე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ის პიროვნება. ამის მერე, როგორც იქნა და როგორღაც ცოტა ხნით დამეძინა, მაგრამ არც იქ მომასვენა ამ ამბავმა. იმდენად ჩამყვა ეს ჩვენი მოფარიკავე და განსაკუთრებულად ერთი კადრი(როცა ჩხვლეტის მერე დამცავ ნიღაბ მოიხსნის და იტალიური ემოციურობით, ღრიალით ზეიმობს გამარჯვებას), რომ დამესიზმრა. თან ძილში გათამაშდა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მზის ერთ-ერთი სართულის დერეფანში შემდგარი საუბარი, როცა მე და სანდრო ცნობილაძე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ სხვა თემების გარდა საქართველოს ნაკრების მომავალ ,სიკვდილის ჯგუფზე’. გულისტკივილი გამოვთქვი, რომ ყველა ელე,ეკი,სალი,თიკა, ლიკა, ნუკი, თაკჩო. ანკა და ნიიი ესპანეთის მაისურებით და უაზრო კომენტარებით ტვინს შეჭამდნენ. ასევე დავასკვენით, რომ უმეტესობას გაუკვირდებოდა, რომ სხვა ჰობიტებთან ერთად მინდორზე არ გამოვიდოდა მესი და გადაწყვეტდნენ, რომ მწვრთნელმა უბრალოდ დაასვენა და არ დააყენა შემადგენლობაში. საუბრის ეს მონაკვეთი იგივე იყო, მაგრამ შემდეგ ემატებოდა მოფარიკავეზე, უკვე წარმოსახვითი საუბარი და ბოლო სიტყვა, რომელიც გაღვიძებამდე ჩამესმა იყო – ვოლანდრი.

აბსოლუტურად ოფლიანი ვიყავი და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ვოლანდრი აქ არაფერ შუაშია. ამასობაში კინაღამ დაიწყო მეორე სერია… ,ვოლანდრის ხომ მარკო არ ჰქვია?’ ვკითხე საკუთარ თავს და კინაღამ მისი სახელის გახსენებაზე გადავერთე, მაგრამ ეს არ იყო აქტიუალური, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სანახევროდ მაინც მახსოვდა ეს ჩოგბურთელი და მერე მეორე, მთავარი მოფარიკავე გახლდათ. ამას მოჰყვა ისევ ენის წვერზე პწკენაც, თითქმის გახსენებაც და ყველაფერი, მაგრამ შედეგი ამ ყველაფერმა არ გამოიღო, აი ცოტა დროც რომ მქონოდა… ამას წინად, ძალიან მთვრალი, დაახლოებით 2 საათი ვიხსენებდი დანკან ედვარდსს, არადა ჩემთვის ამ ფეხბურთელის ვერგახსენება დიდი სირცხვილია(მართალია მანჩესტერის ბევრი ,თავგადაკლლული ქომაგისთვის და ფეხბურთის დიდი მცონდეებისთვის’ უცნობი ვინმეა და ჩემთვის, ვითომდა მანჩესტერის მოძულისთვის ძალიან ნაცნობი, მაგრამ არა უშავს), ბოლოს ედვარდ დანკანითქო ვთქვი და გამიხარდა, მაგრამ წამშივე, ტანშივე შეჩერდა ჟრუანტელი და სანამ პირიქით ,გრუსნიაკს’ მოიტანდა, თავადვე გამოვასწორე -დანკან ედვარდსი! ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა ამას გამართლება აქვს, მაშინ ძალიან მთვრალი ვიყავი. ხოლო როცა მთვრალი ხარ და გადაღლილი… რაღა შორს წავიდე, მართლა მავიწყდება ორი კვირის წინ ნანახი ფილმები და მე და არჩილამ იმ დღეს ვინსენ კასელი ვერ გავიხსენეთ ერთი ნახევარი საათი 😀 ხოლო ბოლოს, როცა გავიხსენეთ… თუ ვაკის პარკში იყავით ამ ბოლო დღეებში ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამე ვიღაცის ღრიალი შემოგესმათ – ვინსენ კასელიიი – ეს მე ვიყავი.

დრო ნამდვილად არ იყო, და ავიბარგე და ასე ნატანჯი წავედი სამსახურში. მერე კი მოხდა ის ყველაფერი, რაზეც გუშინ გიამბეთ. რაც შეეხება დღევანდელს, დღესაც იყო რამდენიმე საინტერესო დეტალი. 8 საათი პატიოსნად მეძინა, რადგან გრილოდა. გაღვიძებულს გამიკვირდა რომ წვიმას შევესწარი ამ სიცხეების მერე. ხო იცით, რაც მეტი გძინავს უფრო მეტი გინდა  და მაინც გაბრუებული ვიყავი, ასე ზარმაცად გავეშურე სამსახურში და იქ გადაცემაში სტუმარიც მე უნდა ვყოფილიყავი. საჩქაროდ, სპონტანურად რაღაც თამაშები შევარჩიე და ჩავაბულბულეთ გადაცემა. მარშრუტი იგივე იყო, მეორე სამსახური და მომავალი რეპორტაჟი. სიტუაციაც იგივე იყო, უჭმელი წავედი…

და აი, მივადექით ცარიელ საფულესაც. ამჯერად საფულეში 5 ლარი იდო. ეს 5 ლარი, სახლში, კარადიდან მოვიპარე, დიახ დიახ, რასაც ჰქვია მოვიპარე. არ მითქვამს ჩემებისთვის, ვიცოდი სხვისი ფული იყო, მაგრამ მერე დავაბრუნებთქო და თან არ ველაპარაკები ახლა ამათ და უბრალოდ, ავიღე და წავედი. ვიმგზავრე ისევ ბარათით, ხოლო მეორე სამსახურში მისულს მომშივდა და მეც იბისისკენ დავიძარი. ავიღე ერთი ჰოთ დოგი, ერთი კარტოფილის ღვეზელი და ერთი პატარა კოკა კოლა, მივედი სალაროსთან და დიდი ამბით გავუწოდე გოგონას ამექსი, რაც შეეხებათ გამყიდველ გოგონებს, ცაკალელი, გულუბრყვილო პროვინციელი გოგოები იყვენენ, მორცხვად რომ გიღიმიან და ბევრს რო სჯობიან ისეთები, მაგრამ მაინც… უშუალოდ სალაროსთან ვინც დამხვდა, ისე  შეიცხადა – ვაიმე ტერმინალი არ გვაააქვს. თან ამ ,ქვს’-ს თქმისას სადღაც შ-ც გავიგონე და საერთოდ, აი საყვრალად ლაპარაკს რო ცდილობენ, ცოტა ენას ,ჩლიქავენ’ და ინტონაციაც შესაბამისი აქვთ, ასეთი გოგო იყო, მაგრამ იმ სხვაობით, რომ ამას უკვე გამჯდარი ჰქონდა და არ თამაშობდა(სიტყვით ვერ აღვწერ, თქმითაც კი ძნელია, უნდა მოისმინო კაცმა), ამიტომაც არ გამაღიზიანა, ეგეთ რაღაცეებს და მეორე უკიდურესობას ,ჯაან ტაკოი’ გოგოებს ვერ ვიტან, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო და ყურს ცუდად არ მოხვდა, პირიქით.

ბედის ირონიაც ამაშია, გუშინ, მთელი შემართებით დავიძარი იბისიკენ, არიქა, ტერმინალი იქნებათქო და თურმე ამხელა სუპერმარკეტში არ აქვთ წყეული. კიდევ კაი ის 5 ლარი მქონდა, თავადაც ვერ მივხვდი რა გავაკეთე, მგონი მაგარი ტიპი გავითამაშე, რო მერე რა ტერმინალი რო არ გაქვთ, რა პრობლემაა, აგერ ფულითქო(არადა, როგორ საჭირო იყო ის 5 ლარი ხელუხლებლად :D) – ვაიმე არ გაააქვთ? რას ამბოოობ? – წავითამაშე უნიჭოდ, მაგრამ გოგოცუნა კმაყოფილი დარჩა. ჯერ შესაბამისი ინტონაციით და რაღაცნაირი მეტყველებით მკითხა იცოდი ხოო, მერე კი, რამდენიმე წამსი დაამატა, ვითომ არ იცოდა და ღადაობდაო, ამ ყველაფერს ამბობდა ყოვლად უწყინარად და მორცხვად(თორემ როცა ვინმე რამეზე ჩალიჩობს, ამას პირველი ვიჭერ და ვყვირი ხოლმე, ზოგჯერ ვაბრალებ კიდეც 😀 ამ გოგოზე ამას ვერ ვიტყვი). მე არაფერი მიპასუხია, უბრალოდ ვიღიმებოდი.

ვჭამე, ვითომ მეყო, დავლიე კოლა და ავედი სამსახურში, თან გემრიელად დავსველდი, მაგრამ წვიმაში სიარული ხომ ძალიან მიყვარს. მოვემზადე რეპორტაჟისთვის, პარალელურად კი სამ გოგოს ვემესიჯებოდი და კაცმა არ იცის რატომ 😀 არა კი იცის კაცმა, მაგრამ მაინც, რა მიზნით რა აზრით… რეალურად უაზროდ 😀 ესეც საინტერესო მომენტია ხოლმე. აქედან ორს ფეისბუქზე, ეთს მობილურით. მთავარია რამდენიმე დღეა წარმატებით გრძელდება ამჟამად გოგო N(ონგრატა)1-ის ბოლომდე დავიწყების პროცედურა, მოხდა მისი დემონტაჟი Fეისბუქიდანაც(ეს ძეგლებზე გამახსენდა, თან ქუთაისზე 😀 ძნელია…).

წამოვედი სახლში, 2 ლარი ჩავრიცხე მეტრომანზე და დამრჩა სულ რაღაც 80 თეთრი, რომელიც ახლა ძალიან ძვირფასია 😀 ხო, სულ რაღაც მავიწყდება, კინაღამ დამავიწყდა, რომ ამ საერთაშორისო გამომზეურების პერიოდში, სამი ძალიან კარგი გოგო ვნახე ქალაქში, ხოლო ერთი გენიალური დამა-ქალი მეტროში, მიყვარს მე დამა-ქალები. აი თან ზუსტად ისეთი იყო მე რომ ვგიჟდები – არ არის ძალიან ლამაზი, მაგრამ აქვს რაღაც, რას სასტიკად გიზიდავს. არ არის ვულგალური, მაგრამ არც ჩაკეტილი და ოდნავ გამომწვევადაც იქცევა… აუ გამაგიჟა, ეცვა მინი, წინ, ფეხებშუა აჭრილი ქვედაბოლო. შავი მოსაცმელიც გემრიელად ჰქონდა ჩახსნილი, კაი ვიდზე იდგა და იცოდა, რომ გარშემომყოფების ყურადღებას იქცევდა(ისინი ხო ამაში დიდ კაიფს იჭერენ), ერთი 4-ჯერ თვალი გამისწორა, მაგრამ ეტყვი რამეს და შეიძლება ისე შეიცხადოს და თავი შორს დაიჭიროს(სულ რო (არ) უნდოდეს მაინც), მერე ან დაგიჭერენ ან გაგიტყდება და აზრი? 😀 ზოგჯერ კი ღირს, მაგრამ მეტროა, ხიხიაა… რო გამოვედი ვაგონიდან, კინაღამ ჩავხტი რელსებზე და გვირაბში გავეკიდე, მაგრამ სინამდვილეში არ ღირდა 😀
უხ, ისე კაი რამე კი იყო, იF…

ხუმრობა იქით იყოს, აი პრობლემები კი მოუგვარებელი დარჩა:
1. როდის იქნება ხელფასი? საიდან ჯობია სესხად ფულის გამოტანა? თუ ტოტლიზატორში გავიარო?
2. რა გვარია ის ჩემი საყვარელი მოფარიკავე?

უნდა ვაღიარო და რამდენჯერმე კინაღამ სულმა წამძლია, გუგლში ვნახავთქო ვიფიქრე, მაგრამ არა, როგორც შევთანხმდით, მთავარი მუღამი იმას აქვს, შენ რომ გაიხსენებ ან იმ კონკრეტულ სიტუაციაში და წრეში რო გაიხსენებს ვინმე, სადაც საუბარი ჩამოვარდა და სადაც ხარ. ერთი ფაქტორიცაა, ეს არც ისე ,ახლო და შინაური’ ვინმეა, რომელზეც მუდამ ვსაუბრობდე ან სულ ვაკვირდებოდე, ამიტომ აპრიორი უნდა გავიხსენოთქო და დანკანისნაირად სირცხვილია რო ვერ გავიხსენოთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც სირცხვილია 😦
ასეა თუ ისე, კაი დროს დავუთმობ კიდევ ერთი-ორი დღე და თუ არა, ვნახავ მერე ნეტში, თორემ ნელნელა უკვე ძალიან გრუსნიაკს მოიტანს და თავისი შპაგით ტვინს გამიხვრეტს.
არადა, მაგარი ტიპია

აჰა, ალესანდრო დელ პიერომ რაღაც დაწერა Fეისბუქზე, უამრავ ფანთან ერთად მეც დავუკომენტე და ამის წერასაც მოვრჩი, გარეთ ძალიან მაგრად წვიმს, უშხაპუნებს ))) დღეს არა და ხვალ, საქმეების მერე, დავლევ და დავლევ ბევრს 🙂
ორშაბათს ,ამფსონების’ პოვნა ძნელია ამ საქმეში და საერთოდ ბოლო დღეებში ხალხი უცნაურად პასიურობს, მაგრამ მარტო  დავლევ ბოლო ბოლო, ამხელა პაუზა არ შეიძლება მეგობრებო 😀

პ.ს.
თუ იცით რომელ მოფარიკავეზეა საუბარი და გეღიმებათ არ მითხრათ, ჩემით უნდა ვქნა 🙂

პ.პ.ს.
უი მართლა, თქვენ იცით რა ჰქვია ვოლანდრის?
მე ვიცი

Written by 1myway1

აგვისტო 7, 2011 at 4:45 PM

Posted in Uncategorized

ცარიელი საფულე

with 14 comments

ასეთი სიცხე მე კაი ხანია არ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში აგრილდა და კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი, მაგრამ გადაღლილი, რადგან ეს გაუთავებელი შეხვედრები… და ასე შემდეგ, როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა ))) რეჟიმი დატვირთულია და იმის გათვალისწინებით, რომ საფეხბურთო სეზონი დაიწყო, ახლა ორმაგად დატვირთული იქნება. ,თავიც დავისაჯე'(რა სასცილოდ ჟრერს ზოგისთვის) და არსად არ მივდივარ, მიყვარს ჩემი ძუნძგლიანი თბილისი, იყოს, კიდევ ერთ მთლიან ზაფხულს გავატარებ აქ.

რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ჯაბას თეორემიდან მხოლოდ ერთი ემთხვევა – ლოგინს ათბობს.
თან ისე ათბობს, რომ ღამე ოფლში გაწურულს და დახუთულს მეღვიძება ან უფრო უარესი, საერთოდ არ მეძინება. ასე იყო .გუშღამაც’. შესაბამისად, ცოტა მოთენთილმა გავიღვიძე, წყალი გადავივლე და პირველ სამსახურში წავედი. სამარშრუტო 195-ს გავყევი, რომელიც 80-ს ნაცვლად 60 გახდა და შესაბამისად 60 თეთრი გადავიხადე(ამ დეტალებს, მნიშვნელობა აქვს). გადაცემის მსვლელობისას, ფურცელი, რომელზეც მაყურებლების ზარებს ვინიშნავ ხოლმე 4-ჯერ დამივარდა, ნახევრად გათიშული ვიყავი, ყავა მაინც დამელია.

წავედით მეორე სამსახურში და რეპორტაჟისთვის მზადება დავიწყე. ცოტა ხანში მოვრჩი და დრო მომრჩა, მივხვდი რომ მომშივდა. ახალგაღვიძებული ვერ ვჭამ ხოლმე თუ რამე განსაკუთრებული და სასიამოვნო არაა, ჰოდა უჭმელი ვიყავი (საზამთრო არ ითვლება), დავამთქნარე და ჩავედი ქვემოთ. ხელფასს ორივე სამსახური აგვიანებს და ცუდადაა საქმე, ჩავხედე საფულეს და აღმოვაჩინე რო ერთი ლარი და რაღაც ხურდები მქონია. წინ ჯიხურში, კარტოფილის ღვეზელი და ლობიანი არ იყო, წავედი იბისიში… თან ტერმინალიათქო ვიფიქრე, იქამდე კი შევამოწმე ბარათები – თიბისიში 757 ლარი მქონია დასაფარი. ამერიკან ექსპრესზე 15 ლარი და 10 თეთრია გახარჯული. ბანკი რესპუბლიკა – ხელფასი ისევ არ ჩარიცხულა. საქ. ბანკის სახელფასო აღარ ვნახე, მესიჯი მომივიდოდა, რომ ჩაერიცხათ. აი ტაოს საკრედიტო აღარ შემიმოწმებია, მაქაც რამე იქნება ნაღდად გახარჯული ))) მოვიმარჯვე ამექსი და შევედი იბისიში. დამხვდა ნაირსახეობა საჭმლისა, მაგრამ უაზროდ გაბერილი ფასებით, ნაყინი ქებულიც არ იყო(რატომღაც ეგ მინდოდა) ყველაზე არაგაბერილი ფასის ჰოთ-დოგი მეჩვენა, რომელიც იქამდე არ შემიმჩნევია და 80 თეთღი ღირდა, ვიფიქრე თავს მოვიტყუებთქო და ავიღე, მაგრამ ბარათით გადახდა მეუხერხულა და ძვირფას 80 თეთრსაც შეველიე. უცებ შევსანსლე ჰოთ დოგი და შევედი მარკეტში, სადაც აღმოვაჩინე ქებული-სუპერი და ვიკითხე ფასი – 70 თეთრიო რო მითხრეს ისე შევწუხდი, რომ ქალები იფიქრებდნენ ვერ არის ვიღაცააო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგდენი ხურდა აღარ მქონდა, იქვე ამოვქექე და ხანდახან ,ზაკონ პოდლოსტი’ ხო არ მოქმედებს, ძალიან იშვიათად ხო გვიმართლებს ხოლმე? წესით 10 თეთრი უნდა დამკლებოდა, მაგრამ არა, ზუსტად 70 თეთრი იყო, და სიამოვნებით მივუგე გამყიდველებს მომეცითმეთქი.

სანამ ნაყინს ვჭამდი, ვუყურებდი როგორ წვალობდნენ დახმარება.გე-ს თანამშრომლები გაფუჭებული ლიმუზინის წასაგორებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ვერ გამოდგა მათი მანქანა ამ საქმისთვის. ეს ლიმუზინები და ჯიპები ცალკე ტრაგედიაა. მოვიდა რეპორტაჟის დროც, მოთენთილობა იქაც დამეტყო, რამდენჯერმე ენა დამება, რაც არ ხდება ხოლმე, ეს არ მესიამოვნა, მაგრამ რა გაეწყობა, დღე იყო ასეთი. იქ ორჯერ დამივარდა პასტა და ა.შ. ერთი სიტყვით, აშკარად არ ვიყავი ,ხოდზე’.

მეტრო-ავტობუსის კომბინაცია გავითამაშე აქაც ბარათმა ,მეტრომანმა’ მიშველა. სახლში მოსული პოპულისკენ დავიძარი, ვიყიდე პური, ნაყინი, ლიკანი… მივაწოდე გამყიდველს ბარათი, ქვითარზე ხელი მოვაწერე და გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთი გამყიდველსი ხმა შემომესმა(ორი მარკეტია საქართველოში – პოპული და დიპლომატი, სადაც სიმპათიურ გამყიდველებს არასდროს არ უმუშავიათ) – ბარათი გრჩებათ – ეს იქნებოდა აღარც მახსოვს მერამდენე შემთხვევა, როცა დავკარგავდი ბარათს, უკვე ახალ ვითარებაში. ორივე ხელში პარკი მეჭირა, უხერხულად ამოვიღე საფულე, ამ დროს იქვე მყოფი ჭეშმარიტი ლოთები(და არა ისეთი, როგორიც მე ვარ მაგალითად) მიყურებდნენ, მიდი და დააჯერე რო კაპიკი არ გაქვს. ცოტა წინ წავიწიე და მერე დავიწყე ჩალიჩი – ბარათის ჩადება მინდოდა საფულეში – ჩემი მთელი ღამისა და დღის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ უცებ საფულე დამივარდა და სანამ მე ,გადავეწყობოდი’, პატარა ბავშვმა სტაცა ხელი და ცოტა წინ გაიქცა, ოღონდ უცნაურად, ხტუნავ-ხტუნავით, თითქოს სათამაშო წაერთმია თანატოლისთვის და აღარ უბრუნდება.

ვერ გავარჩიე ეს ბავშვი ციგანი იყო თუ ძალიან დაუბანელი ქართველი, ლაპარაკთ ნორმალურად კი ლაპარაკობდა. გაბრაზების თავიც არ მქონდა, არც დავბნეულვარ, სხვა დროს ძალიან გავბრაზდებოდი, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩავიღიმე, სიმწრისგან ალბათ ან არც, ამას ხომ მიჩვეული ვარ, რომ ყველაფერი ერთად ხდება. მოდი აქ ბიჭო, ვაბშე ფული არ არის შიგნითთქო მივაძახე. გაკიდება არც მიფიქრია, პარკებით მაინც ვერ დავეწეოდი. არადა, ყველა წყეული ბარათი, პირადობა, მართვის მოწმობა და ერთი საჭირო ფურცელი მქონდა შიგნით. როგორც მერე ვიფიქრე, მე მგონი ამ ბავშვს თავადვე შერცხვა საკუთარი თავის, რომ ფულის თხოვნიდან ქურდობაზე გადავიდა ან უბრალოდ, ხუმრობდა და თავიდანვე არ აპირებდა გაქცევას ან ჩემი ,ამოძახილი’ იმდენად ალალი ეჩვენა რომ… ასეა თუ ისე, ჩასახვევთან მობრუნდა, უაზროდ გაიკრიჭა და ეშმაკური თვალებით მიყურებდა. ტკბილად ვუთხარი, მოდი მოდი, ჩემი ,საბუთები რად გინდა’, ფული კი მაინც არ არის შიგნითთქო. ლოთებმა ,ვირიშვილიო’ თუ რაღაც ჩაილაპარაკეს. ბავშვმა რაღაც უნიჭო მოძრაობით გაშალა საფულე, თან ღიმილი არ მოშორებია სახეზე, დაინახა რომ შუაგული ცარიელი იყო, ბევრი აღარ უმოწმებია და სიცილით მომიახლოვდა, ცოტა კი ეშინოდა მგონი. ხო გითხარი ცარიელიათქო – ვუთხარი და ღიმილით გამოვართვი. არაფერი უთქვამს, გული დამწყდა, რომ ფული საერთოდ არ მქონდა, ერთადერთი რაც მოვახერხე ნაყინი ,სენდვიჩი’ ვაჩუქე და რადგან მეორე ბებიაჩემს ვუყიდე, ხოლო შებრუნება გამოვრიცხე, მე უნაყინოდ დავრჩი. იმიტომ კი არ ვაჩუქე, რომ დაიმსხურა, შემეცოდა ან რამე, უბრალოდ, რაღაცნაირად კაი ტიპი იყო, და თან ის გამიკვირდა რომ საერთოდ არ გამოვსულვარ წყობიდან, არადა ნერვები მაქვს სრულ მზადყოფნაში. ღიმილით ჩამოვბრუნდი სახლში და კარგ ხასიათზეც ვიყავი, სანამ რამდენიმე დღის წინ პოპულიშივე სემოსული ტლუ-ნარკომანი არ გამახსენდებოდა, გამყიდველს რომ უთხრა ,აუ გეხვეწები ცოტა ხნით მოდი რააა, ძაან ცივი წყალი მინდააა’ და მერე ტელეფონით ,ახლობელ გოგოს’ რომ ელაპარაკებოდა ნერვიულად, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი მერე. ეგეთები უწამლოდაც მარაზმები არიან და მით უმეტეს… სახლში მოსულმა გამოვთვალე, რომ რადგან ხელფასი იმედია, უახლოეს ერთ კვირაში ჩაირიცხება იქამდე მისვლის ორი ვარიანტია – საკრედიტოდან ქეშის გამოტანა, რაც წეწვაა და რომელიღაც ტოტალიზატორის ანგრიშზე შესვლა, სადაც მცირე თანხა უნდა იყოს დარჩენილი და იქიდნ გამოტანა. ჯერაც არ შემიმოწმებია, წერას შევუდექი.

კიდევ რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ასეთი სიცხე იმიტომ ყოფილა კარგი, რომ უსაშველოდ დიდი დოზით გავიდა ხალხი ქალაქიდან, აქამდე ასე არ მახსოვს. რამდენიმე დღის წინ ,სასტუმრო საქართველოს’ წინ მივაბიჯებდი და საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ 15-20 წამი აბსოლუტური სიმშვიდე იყო ქალაქში, რამდენიმე ადამიანი ვმოძრაბდით მარტო. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები ამ ზაფხულს. გინდა ,ნუდნი’ მიწოდეთ, გინდა ,ზანუდა’ და გინდა სნობი, მაგრამ უტკბილესი მომენტი იყო, ბევრ 3-4-დღიან დასვენებას სჯობდა, დიდ დროს მაინც გზაში რო ატარებ და იტანჯები. საერთოდ, სოფლელებიც და ქალაქელებიც გაიხიკნენ და პერიოდულად ისეთი სიმშვიდეა ხოლმე, რომ ერთი სიამოვნებაა გარეთ გასვლა, თან ეს ორი დღეა ოდნავ აგრილდა და ჰაერიც არის, ნეტა სულ ასე იყო.

სამაგიეროდ, დამღალეს კალიებმა, მართლა შემოსევაა, მუტაციაც განიცადეს, ასე უპრობლემოდ ვერ დაფრინავდნენ ადრე და რო მოკლა იმდენი უნდა ურტყა, რომ შეიძლება დაიღალო და ხელი ან ფეხი იტკინო. კიდევ ბევრმა ვინმემ და რამემ დამღალა…
დამღალა თვალთმაქცობამ, დამღალა ტყუილმა, დამღალეს პროვინციელებმა, დამღალეს სამსახურში ზოგიერთება, ზოგმა უსაფუძვლოდ ამბიციურმა, ზოგმა უაზროდ პრინციპულმა, ზოგმა უპასიხისმგებლომ, ზოგმა გუშინ მოსულმა, ზოგმა თავი მაგარი რო ჰგონია, თან შენზე მაგარი რაღაცეებში და რო არ არის. დამღალეს უაზრო წესებმა და დოგმებმა, მთლიანად ქვეყანამ და ხალხმა, გარშემო მყოფების უმეტესობამ, რომლებმაც არ იციან კარგი საქმის, კარგი ადამიანის, ცოხვრების ფასი. რაც გასაკვირი არ არის უკვირთ, რაც გასაკვირია არ უკვირთ. დამღალეს უგემვონებო გურჯებმა, ჯიპებმა, მეშჩანებმა და ხამებმა. დამღალეს რესპექტაბელურმა და ეგოისტმა სლეებმა, თავის შეწუხება რო არ უნდათ წამით სხვისი გულისთვის. დამღალეს ვითომ მეგობრებმა, ზურგსუკან ჩურჩულებმა, დაცინევბმა, შეძრომებმა და ასე შემდეგ. დამღალეს ნათესავებმა, მეგობრებმა, უცხოებმა, უგემოვნო, უჭკუო გოგოებმა და ქალიშვილმა ქალებმა. დამღალეს მხოლოდ გამორჩენაზე შენიანებმა. დამღალეს ვიღაცეებმა რომ ჰგონიათ ჭკუაში გატყუებენ და ამ დროს, შენ წესიერებაზე თამაშობენ. დამღალეს ნაკითხმა და ნასწავლმა ფალოსებმა, იმის იქით რომ ნულები არიან. დამღალეს სათვალიანმა სლეებმა, თავი ცინიზმის მამა და ყველა საქმეში პროფი რომ ჰგონიათ, კინო იქნება, მუსიკა, პოლიტიკა, სპორტი თუ სხვა რამე. დამღალა იმან რომ ხალხს გემოვნება საერთოდ არ აქვს და ინერციით, პიარს ან რაიმე სხვასაა აყოლილი, თუნდაც ბლოგზე… აბსოლუტურად არაფრით გამორჩეულ ნაწერს შეიძლება მოჰყვეს 200 ლაიქი(ხო, ფეისბუქმაც დამღალა ისე) და 420 კომენტარი, არადა მე ბოლომდე ვერ ჩავამთავრო კითხვა იმდენად ჩვეულებრივი ნაწერი იყოს, მაგრამ რადგან ,გოჩამ, პეტრემ, პავლემ’ დაწერა, ე.ი. მაგარია… ესეც ნაგავია, რაც ახლა მე დავწერე, მაგრამ ზოგიერთ ნაგავს ბევრად სჯობია.

,მარშუტკებმაც’ დამღალეს… კაი 0 თეთრი გახდა, ჯანდაბას, პირველ დღეებში ბარათის აპარატს რო არ რთავდენ ძალით ეგეც არა უშავს, მაგრამ… სხვა ,მარშუტკებმა’, რომლებიც ისევ ძველი ჯაბახანა მანქნაებით დადიან რა პონტში გახადეს 80 თეთრი? სად არის ლოგიკა, რა სინაგლეა, რა სლეობაა… ძალიან ცუდი ხალხი ვართ, ძალიან.
აი 195 ჩუვაკია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური… 60 თეთრღი გახდა(ესეც რის საფუძველზე, როცა ისევ ძველი მანქანებით მოძრაობენ ვერ გავიგე :D). ნაღდად ვინმე ხისთავიანმა გურჯმა თქვა მიქცეულად – მე რა წითელი კოჭი ვარ? ის თუ 80 თეტღი გახდაო – ამას ომახაიანად აყვებოდა სრულიად მძღოლთა საგურჯეთი და… მოგიდგანთ მიდგომა.

ხალხია ცუდი ხალხი, ქვეყანას რას ვერჩი. გადავიწვი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ამითაა საინტერესო, კარგი და მშვენიერი ეს .ოხერი’ )))
დავივიწყო გოგო N1, არ გავიხედო გოგოსკენ N2, ახლა ესაა მთავარი ))) სიგარეტი არ მომიწევია 30 ივნისის მერე და თავისფულად სუნთქვაც კაია, ვნახოთ როდის მოვწევ ისევ.

და საერთოდ, დალევა კარგია, იმაზე კარგი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ 🙂 აი ახლაც დალევდა კაცი და სანამ ვწერდი ვარიანტი გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ლუდი და ლუდით წუწაობა არ მიყვარს მე, ასეთ დროს ,კრეპკი’ გინდა კაცს 🙂 თუმცა სულ არაფერს ლუდი ჯობია, თან რამდენიმე ისეთ ადამიანთან, ვინც არ დამღალა, თორემ მეგობრების უმეტესობაც ყელშია, ნელნელა ილექება, კარგი მეგობარი ხომ ცოტაა, ასეც უნდა იყოს.

ახლა მე მინდა გზის ფული ანუ მომიწევს, მაინც საკრედიტოდან გამოტანა ან თუ დროულად გავედი, ავტობუსით მოძრაობა და ტერმინალი.
თქვენ კი ჭკუით იყავით, ნაკლები თვალთმაქცობა და მეტი თავისუფლება.
უამრავი რაღაც ჩავინიშნე და ეგებ დრო გამოვნახო, დავწერ რამეს, ახლო მომავალში, აბა ეს რა არის, მასხარაობაა.

——————————————————–

…მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!

პ.ს.
უაზროდ მალე გავიდა ზაფხული

Written by 1myway1

აგვისტო 6, 2011 at 6:35 PM

Posted in Uncategorized