1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ცარიელი საფულე

with 14 comments

ასეთი სიცხე მე კაი ხანია არ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში აგრილდა და კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი, მაგრამ გადაღლილი, რადგან ეს გაუთავებელი შეხვედრები… და ასე შემდეგ, როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა ))) რეჟიმი დატვირთულია და იმის გათვალისწინებით, რომ საფეხბურთო სეზონი დაიწყო, ახლა ორმაგად დატვირთული იქნება. ,თავიც დავისაჯე'(რა სასცილოდ ჟრერს ზოგისთვის) და არსად არ მივდივარ, მიყვარს ჩემი ძუნძგლიანი თბილისი, იყოს, კიდევ ერთ მთლიან ზაფხულს გავატარებ აქ.

რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ჯაბას თეორემიდან მხოლოდ ერთი ემთხვევა – ლოგინს ათბობს.
თან ისე ათბობს, რომ ღამე ოფლში გაწურულს და დახუთულს მეღვიძება ან უფრო უარესი, საერთოდ არ მეძინება. ასე იყო .გუშღამაც’. შესაბამისად, ცოტა მოთენთილმა გავიღვიძე, წყალი გადავივლე და პირველ სამსახურში წავედი. სამარშრუტო 195-ს გავყევი, რომელიც 80-ს ნაცვლად 60 გახდა და შესაბამისად 60 თეთრი გადავიხადე(ამ დეტალებს, მნიშვნელობა აქვს). გადაცემის მსვლელობისას, ფურცელი, რომელზეც მაყურებლების ზარებს ვინიშნავ ხოლმე 4-ჯერ დამივარდა, ნახევრად გათიშული ვიყავი, ყავა მაინც დამელია.

წავედით მეორე სამსახურში და რეპორტაჟისთვის მზადება დავიწყე. ცოტა ხანში მოვრჩი და დრო მომრჩა, მივხვდი რომ მომშივდა. ახალგაღვიძებული ვერ ვჭამ ხოლმე თუ რამე განსაკუთრებული და სასიამოვნო არაა, ჰოდა უჭმელი ვიყავი (საზამთრო არ ითვლება), დავამთქნარე და ჩავედი ქვემოთ. ხელფასს ორივე სამსახური აგვიანებს და ცუდადაა საქმე, ჩავხედე საფულეს და აღმოვაჩინე რო ერთი ლარი და რაღაც ხურდები მქონია. წინ ჯიხურში, კარტოფილის ღვეზელი და ლობიანი არ იყო, წავედი იბისიში… თან ტერმინალიათქო ვიფიქრე, იქამდე კი შევამოწმე ბარათები – თიბისიში 757 ლარი მქონია დასაფარი. ამერიკან ექსპრესზე 15 ლარი და 10 თეთრია გახარჯული. ბანკი რესპუბლიკა – ხელფასი ისევ არ ჩარიცხულა. საქ. ბანკის სახელფასო აღარ ვნახე, მესიჯი მომივიდოდა, რომ ჩაერიცხათ. აი ტაოს საკრედიტო აღარ შემიმოწმებია, მაქაც რამე იქნება ნაღდად გახარჯული ))) მოვიმარჯვე ამექსი და შევედი იბისიში. დამხვდა ნაირსახეობა საჭმლისა, მაგრამ უაზროდ გაბერილი ფასებით, ნაყინი ქებულიც არ იყო(რატომღაც ეგ მინდოდა) ყველაზე არაგაბერილი ფასის ჰოთ-დოგი მეჩვენა, რომელიც იქამდე არ შემიმჩნევია და 80 თეთღი ღირდა, ვიფიქრე თავს მოვიტყუებთქო და ავიღე, მაგრამ ბარათით გადახდა მეუხერხულა და ძვირფას 80 თეთრსაც შეველიე. უცებ შევსანსლე ჰოთ დოგი და შევედი მარკეტში, სადაც აღმოვაჩინე ქებული-სუპერი და ვიკითხე ფასი – 70 თეთრიო რო მითხრეს ისე შევწუხდი, რომ ქალები იფიქრებდნენ ვერ არის ვიღაცააო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგდენი ხურდა აღარ მქონდა, იქვე ამოვქექე და ხანდახან ,ზაკონ პოდლოსტი’ ხო არ მოქმედებს, ძალიან იშვიათად ხო გვიმართლებს ხოლმე? წესით 10 თეთრი უნდა დამკლებოდა, მაგრამ არა, ზუსტად 70 თეთრი იყო, და სიამოვნებით მივუგე გამყიდველებს მომეცითმეთქი.

სანამ ნაყინს ვჭამდი, ვუყურებდი როგორ წვალობდნენ დახმარება.გე-ს თანამშრომლები გაფუჭებული ლიმუზინის წასაგორებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ვერ გამოდგა მათი მანქანა ამ საქმისთვის. ეს ლიმუზინები და ჯიპები ცალკე ტრაგედიაა. მოვიდა რეპორტაჟის დროც, მოთენთილობა იქაც დამეტყო, რამდენჯერმე ენა დამება, რაც არ ხდება ხოლმე, ეს არ მესიამოვნა, მაგრამ რა გაეწყობა, დღე იყო ასეთი. იქ ორჯერ დამივარდა პასტა და ა.შ. ერთი სიტყვით, აშკარად არ ვიყავი ,ხოდზე’.

მეტრო-ავტობუსის კომბინაცია გავითამაშე აქაც ბარათმა ,მეტრომანმა’ მიშველა. სახლში მოსული პოპულისკენ დავიძარი, ვიყიდე პური, ნაყინი, ლიკანი… მივაწოდე გამყიდველს ბარათი, ქვითარზე ხელი მოვაწერე და გამოვედი. ამ დროს ერთ-ერთი გამყიდველსი ხმა შემომესმა(ორი მარკეტია საქართველოში – პოპული და დიპლომატი, სადაც სიმპათიურ გამყიდველებს არასდროს არ უმუშავიათ) – ბარათი გრჩებათ – ეს იქნებოდა აღარც მახსოვს მერამდენე შემთხვევა, როცა დავკარგავდი ბარათს, უკვე ახალ ვითარებაში. ორივე ხელში პარკი მეჭირა, უხერხულად ამოვიღე საფულე, ამ დროს იქვე მყოფი ჭეშმარიტი ლოთები(და არა ისეთი, როგორიც მე ვარ მაგალითად) მიყურებდნენ, მიდი და დააჯერე რო კაპიკი არ გაქვს. ცოტა წინ წავიწიე და მერე დავიწყე ჩალიჩი – ბარათის ჩადება მინდოდა საფულეში – ჩემი მთელი ღამისა და დღის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ უცებ საფულე დამივარდა და სანამ მე ,გადავეწყობოდი’, პატარა ბავშვმა სტაცა ხელი და ცოტა წინ გაიქცა, ოღონდ უცნაურად, ხტუნავ-ხტუნავით, თითქოს სათამაშო წაერთმია თანატოლისთვის და აღარ უბრუნდება.

ვერ გავარჩიე ეს ბავშვი ციგანი იყო თუ ძალიან დაუბანელი ქართველი, ლაპარაკთ ნორმალურად კი ლაპარაკობდა. გაბრაზების თავიც არ მქონდა, არც დავბნეულვარ, სხვა დროს ძალიან გავბრაზდებოდი, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩავიღიმე, სიმწრისგან ალბათ ან არც, ამას ხომ მიჩვეული ვარ, რომ ყველაფერი ერთად ხდება. მოდი აქ ბიჭო, ვაბშე ფული არ არის შიგნითთქო მივაძახე. გაკიდება არც მიფიქრია, პარკებით მაინც ვერ დავეწეოდი. არადა, ყველა წყეული ბარათი, პირადობა, მართვის მოწმობა და ერთი საჭირო ფურცელი მქონდა შიგნით. როგორც მერე ვიფიქრე, მე მგონი ამ ბავშვს თავადვე შერცხვა საკუთარი თავის, რომ ფულის თხოვნიდან ქურდობაზე გადავიდა ან უბრალოდ, ხუმრობდა და თავიდანვე არ აპირებდა გაქცევას ან ჩემი ,ამოძახილი’ იმდენად ალალი ეჩვენა რომ… ასეა თუ ისე, ჩასახვევთან მობრუნდა, უაზროდ გაიკრიჭა და ეშმაკური თვალებით მიყურებდა. ტკბილად ვუთხარი, მოდი მოდი, ჩემი ,საბუთები რად გინდა’, ფული კი მაინც არ არის შიგნითთქო. ლოთებმა ,ვირიშვილიო’ თუ რაღაც ჩაილაპარაკეს. ბავშვმა რაღაც უნიჭო მოძრაობით გაშალა საფულე, თან ღიმილი არ მოშორებია სახეზე, დაინახა რომ შუაგული ცარიელი იყო, ბევრი აღარ უმოწმებია და სიცილით მომიახლოვდა, ცოტა კი ეშინოდა მგონი. ხო გითხარი ცარიელიათქო – ვუთხარი და ღიმილით გამოვართვი. არაფერი უთქვამს, გული დამწყდა, რომ ფული საერთოდ არ მქონდა, ერთადერთი რაც მოვახერხე ნაყინი ,სენდვიჩი’ ვაჩუქე და რადგან მეორე ბებიაჩემს ვუყიდე, ხოლო შებრუნება გამოვრიცხე, მე უნაყინოდ დავრჩი. იმიტომ კი არ ვაჩუქე, რომ დაიმსხურა, შემეცოდა ან რამე, უბრალოდ, რაღაცნაირად კაი ტიპი იყო, და თან ის გამიკვირდა რომ საერთოდ არ გამოვსულვარ წყობიდან, არადა ნერვები მაქვს სრულ მზადყოფნაში. ღიმილით ჩამოვბრუნდი სახლში და კარგ ხასიათზეც ვიყავი, სანამ რამდენიმე დღის წინ პოპულიშივე სემოსული ტლუ-ნარკომანი არ გამახსენდებოდა, გამყიდველს რომ უთხრა ,აუ გეხვეწები ცოტა ხნით მოდი რააა, ძაან ცივი წყალი მინდააა’ და მერე ტელეფონით ,ახლობელ გოგოს’ რომ ელაპარაკებოდა ნერვიულად, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი მერე. ეგეთები უწამლოდაც მარაზმები არიან და მით უმეტეს… სახლში მოსულმა გამოვთვალე, რომ რადგან ხელფასი იმედია, უახლოეს ერთ კვირაში ჩაირიცხება იქამდე მისვლის ორი ვარიანტია – საკრედიტოდან ქეშის გამოტანა, რაც წეწვაა და რომელიღაც ტოტალიზატორის ანგრიშზე შესვლა, სადაც მცირე თანხა უნდა იყოს დარჩენილი და იქიდნ გამოტანა. ჯერაც არ შემიმოწმებია, წერას შევუდექი.

კიდევ რა სარგებლობა მოაქვს სიცხეს?
ასეთი სიცხე იმიტომ ყოფილა კარგი, რომ უსაშველოდ დიდი დოზით გავიდა ხალხი ქალაქიდან, აქამდე ასე არ მახსოვს. რამდენიმე დღის წინ ,სასტუმრო საქართველოს’ წინ მივაბიჯებდი და საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ 15-20 წამი აბსოლუტური სიმშვიდე იყო ქალაქში, რამდენიმე ადამიანი ვმოძრაბდით მარტო. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები ამ ზაფხულს. გინდა ,ნუდნი’ მიწოდეთ, გინდა ,ზანუდა’ და გინდა სნობი, მაგრამ უტკბილესი მომენტი იყო, ბევრ 3-4-დღიან დასვენებას სჯობდა, დიდ დროს მაინც გზაში რო ატარებ და იტანჯები. საერთოდ, სოფლელებიც და ქალაქელებიც გაიხიკნენ და პერიოდულად ისეთი სიმშვიდეა ხოლმე, რომ ერთი სიამოვნებაა გარეთ გასვლა, თან ეს ორი დღეა ოდნავ აგრილდა და ჰაერიც არის, ნეტა სულ ასე იყო.

სამაგიეროდ, დამღალეს კალიებმა, მართლა შემოსევაა, მუტაციაც განიცადეს, ასე უპრობლემოდ ვერ დაფრინავდნენ ადრე და რო მოკლა იმდენი უნდა ურტყა, რომ შეიძლება დაიღალო და ხელი ან ფეხი იტკინო. კიდევ ბევრმა ვინმემ და რამემ დამღალა…
დამღალა თვალთმაქცობამ, დამღალა ტყუილმა, დამღალეს პროვინციელებმა, დამღალეს სამსახურში ზოგიერთება, ზოგმა უსაფუძვლოდ ამბიციურმა, ზოგმა უაზროდ პრინციპულმა, ზოგმა უპასიხისმგებლომ, ზოგმა გუშინ მოსულმა, ზოგმა თავი მაგარი რო ჰგონია, თან შენზე მაგარი რაღაცეებში და რო არ არის. დამღალეს უაზრო წესებმა და დოგმებმა, მთლიანად ქვეყანამ და ხალხმა, გარშემო მყოფების უმეტესობამ, რომლებმაც არ იციან კარგი საქმის, კარგი ადამიანის, ცოხვრების ფასი. რაც გასაკვირი არ არის უკვირთ, რაც გასაკვირია არ უკვირთ. დამღალეს უგემვონებო გურჯებმა, ჯიპებმა, მეშჩანებმა და ხამებმა. დამღალეს რესპექტაბელურმა და ეგოისტმა სლეებმა, თავის შეწუხება რო არ უნდათ წამით სხვისი გულისთვის. დამღალეს ვითომ მეგობრებმა, ზურგსუკან ჩურჩულებმა, დაცინევბმა, შეძრომებმა და ასე შემდეგ. დამღალეს ნათესავებმა, მეგობრებმა, უცხოებმა, უგემოვნო, უჭკუო გოგოებმა და ქალიშვილმა ქალებმა. დამღალეს მხოლოდ გამორჩენაზე შენიანებმა. დამღალეს ვიღაცეებმა რომ ჰგონიათ ჭკუაში გატყუებენ და ამ დროს, შენ წესიერებაზე თამაშობენ. დამღალეს ნაკითხმა და ნასწავლმა ფალოსებმა, იმის იქით რომ ნულები არიან. დამღალეს სათვალიანმა სლეებმა, თავი ცინიზმის მამა და ყველა საქმეში პროფი რომ ჰგონიათ, კინო იქნება, მუსიკა, პოლიტიკა, სპორტი თუ სხვა რამე. დამღალა იმან რომ ხალხს გემოვნება საერთოდ არ აქვს და ინერციით, პიარს ან რაიმე სხვასაა აყოლილი, თუნდაც ბლოგზე… აბსოლუტურად არაფრით გამორჩეულ ნაწერს შეიძლება მოჰყვეს 200 ლაიქი(ხო, ფეისბუქმაც დამღალა ისე) და 420 კომენტარი, არადა მე ბოლომდე ვერ ჩავამთავრო კითხვა იმდენად ჩვეულებრივი ნაწერი იყოს, მაგრამ რადგან ,გოჩამ, პეტრემ, პავლემ’ დაწერა, ე.ი. მაგარია… ესეც ნაგავია, რაც ახლა მე დავწერე, მაგრამ ზოგიერთ ნაგავს ბევრად სჯობია.

,მარშუტკებმაც’ დამღალეს… კაი 0 თეთრი გახდა, ჯანდაბას, პირველ დღეებში ბარათის აპარატს რო არ რთავდენ ძალით ეგეც არა უშავს, მაგრამ… სხვა ,მარშუტკებმა’, რომლებიც ისევ ძველი ჯაბახანა მანქნაებით დადიან რა პონტში გახადეს 80 თეთრი? სად არის ლოგიკა, რა სინაგლეა, რა სლეობაა… ძალიან ცუდი ხალხი ვართ, ძალიან.
აი 195 ჩუვაკია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური… 60 თეთრღი გახდა(ესეც რის საფუძველზე, როცა ისევ ძველი მანქანებით მოძრაობენ ვერ გავიგე :D). ნაღდად ვინმე ხისთავიანმა გურჯმა თქვა მიქცეულად – მე რა წითელი კოჭი ვარ? ის თუ 80 თეტღი გახდაო – ამას ომახაიანად აყვებოდა სრულიად მძღოლთა საგურჯეთი და… მოგიდგანთ მიდგომა.

ხალხია ცუდი ხალხი, ქვეყანას რას ვერჩი. გადავიწვი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ამითაა საინტერესო, კარგი და მშვენიერი ეს .ოხერი’ )))
დავივიწყო გოგო N1, არ გავიხედო გოგოსკენ N2, ახლა ესაა მთავარი ))) სიგარეტი არ მომიწევია 30 ივნისის მერე და თავისფულად სუნთქვაც კაია, ვნახოთ როდის მოვწევ ისევ.

და საერთოდ, დალევა კარგია, იმაზე კარგი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ🙂 აი ახლაც დალევდა კაცი და სანამ ვწერდი ვარიანტი გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ლუდი და ლუდით წუწაობა არ მიყვარს მე, ასეთ დროს ,კრეპკი’ გინდა კაცს🙂 თუმცა სულ არაფერს ლუდი ჯობია, თან რამდენიმე ისეთ ადამიანთან, ვინც არ დამღალა, თორემ მეგობრების უმეტესობაც ყელშია, ნელნელა ილექება, კარგი მეგობარი ხომ ცოტაა, ასეც უნდა იყოს.

ახლა მე მინდა გზის ფული ანუ მომიწევს, მაინც საკრედიტოდან გამოტანა ან თუ დროულად გავედი, ავტობუსით მოძრაობა და ტერმინალი.
თქვენ კი ჭკუით იყავით, ნაკლები თვალთმაქცობა და მეტი თავისუფლება.
უამრავი რაღაც ჩავინიშნე და ეგებ დრო გამოვნახო, დავწერ რამეს, ახლო მომავალში, აბა ეს რა არის, მასხარაობაა.

——————————————————–

…მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?!

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!

პ.ს.
უაზროდ მალე გავიდა ზაფხული

Written by 1myway1

August 6, 2011 at 6:35 pm

Posted in Uncategorized

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰმ, შენ კი ამბობ მასხარაობააო, მაგრამ მე ერთობ მომეწონა და ბევრი რამე ისეთი ვნახე, რაც მეც მიფიქრია. განსაკუთრებით მომხიბლა ხალხის დახარისხება-დახასიათებამ🙂 ნუ ჯიპებიც, რა თქმა უნდა

    katerina

    August 6, 2011 at 6:52 pm

  2. ))) Zalian kargi
    magram mainc masxaraobaa )))

    edited
    chaemata:
    ,მარშუტკებმაც’ დამღალეს… კაი 0 თეთრი გახდა, ჯანდაბას, პირველ დღეებში ბარათის აპარატს რო არ რთავდენ ძალით ეგეც არა უშავს, მაგრამ… სხვა ,მარშუტკებმა’, რომლებიც ისევ ძველი ჯაბახანა მანქნაებით დადიან რა პონტში გახადეს 80 თეთრი? სად არის ლოგიკა, რა სინაგლეა, რა სლეობაა… ძალიან ცუდი ხალხი ვართ, ძალიან.
    აი 195 ჩუვაკია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური… 60 თეთრღი გახდა(ესეც რის საფუძველზე, როცა ისევ ძველი მანქანებით მოძრაობენ ვერ გავიგე :D). ნაღდად ვინმე ხისთავიანმა გურჯმა თქვა მიქცეულად – მე რა წითელი კოჭი ვარ? ის თუ 80 თეტღი გახდაო – ამას ომახაიანად აყვებოდა სრულიად მძღოლთა საგურჯეთი და… მოგიდგანთ მიდგომა.

    1myway1

    August 6, 2011 at 7:26 pm

  3. დავიწყებ იმით რომ აქ ბლოგზე მეტად შინაური, არაყალბი გარემო შეგიქმნია. თითქმის ყველაფერი გადავიკითხე. მომწონს შენი დაკვირვებები. დროს არ კარგავ. და ყველაზე მთავარი, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. კარგია როცა დეტალებს უკვირდიბი და თან ამ ყველაფერს იმახსოვრებ და წერ. მოხარული ვარ რომ შემთხვევით აღმოგაჩინე:))
    რაც შეეხება ამ ნაწერს. ისევ და ისევ თბილისური მოწყენილობაა მაგრამ ათჯერ უფრო საინტერესოა ამის კითხვა ვიდრე ნახვა. მეც ქალაქში მომიწევს მტელი ზაფხულის გატარება. ამიტომ სანამ გარეთ გასასვლელად რაიმე საბაბს არ ვიპოვნი შემოვივლი და დაგაკვირდები :))

    martian17

    August 7, 2011 at 5:04 am

  4. გაიხარე, მადლობა🙂
    აი დროს კი ხშირა დვკარგავ სამწუხაროდ, ზოგჯერ ძალით ზოგჯერ უნებურად😀

    კიდევ რა, შენი ერთი პოსტი გადავიკითხე, თიტქმის ბოლომდე, თავი გალანძღულად ვიგრძენი😀
    1. ლოთი ვარ(ნუ კლასიკური არა, აი შენ რო გულისხმობ იმ გაგებით)
    2. ვაკელი ვარ (ოღOნდ შენ რო გულისხმობ ისეთი არა, ისეთები მეც მეზიზღება, მაგრამ მაინც და ცოტა სნობიც :D)
    3. ცოლი ადრე მოვიყვანე და გავშორდი (ამაზეც გქონდა მგონი ლაპარაკი :D)

    ლოთები ისე კარი ხალხი ვართ ხშირად😀 ცუდად ნუ გვიყურებ 😀

    1myway1

    August 7, 2011 at 10:53 am

    • 😀😀 მე ღიპიანი “მეზობლებო გამოდით დაგთვალოთ” ხალხი არ მიყვარს. მთელი დღე რომ დასალევ პონტს ეძებენ და თუ ვერ ნახეს სახლში არყით ადიან და მარტო სვამენ. და ისეთები თავი საცხოვრებელი ადგილმდებარეობისამებრ რომ აქვთ მოწყობილი. თორემ 4 წელია მეც ვაკეში ვარ და კარგი ადამიანებიც მინახავს:)) აი ცოლი სად მოასწარი ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ 😀 შენს პოსტებს რომ ვკითხულობ წესით საერთოდ არ უნდა მოგეყვანა.😀

      martian17

      August 7, 2011 at 1:41 pm

  5. რატო, მე მიყვარს ქალები😀
    და მარტოც ვწრუპავ ზოგჯერ, სხვა მუღამი აქვს😀

    1myway1

    August 7, 2011 at 4:51 pm

    • ქალე’ბი’ რომ გიყვარს მეც მაგას ვამბობ😀
      მე კიდევ მეგონა კაცები მაშინ სვამენ როცა ერტად არიან და სასაუბრო თემა არ აქვთ.
      აუჰ რატომ უნდა დალიო მარტო როცა გარშემო ყველა დალევაზე ფიქრობს.
      მგონი ზედმეტად ვდარდობ შენს მარტო სმაზე😀 ცოლგაყრილობასაც კი ფარავს😀

      martian17

      August 7, 2011 at 5:27 pm

  6. პატარა ხარ ჯერ😀

    ცოლგაყრილობასაც კი – რა გურჯული ფრაზაა😀
    უფრო გაგაოცებ მაშინ და… მართალია კონტაქტი არ მაქვს სამი წელია ყოფილ ცოლთან, მაგრამ ოფიციალურად ჯერ გაყრილი არ ვარ😀 თუმცა გაყრაა აბა რა არის, უარესია კიდევ😀
    აი ასეთებიც ხდება, წარმოიდგენდი?😀 ზოგჯერ მარტოც სვამენ და ტიტველი ქალებიც არსებობენ😀😀

    ყველასთან დალევას მარტო ჯობია😉
    ხანდახან მარტო კაია და ისე რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად უკეთესია

    1myway1

    August 7, 2011 at 5:34 pm

    • მე მხოლოდ დალევაზე მაქვს გართულება თორემ ტიტველი ქალები მეც მინახავს😀😀
      გაყრას რაც შეეხება კარგი მოფიქრებაა მაგრამ მე გაყრის ფაქტი კი არ მაკვირვებს არამედ ის რომ საერთოდ დაქორწინებული იყავი ოდესრაც. ექსპერიმენტებს აკეტებდი ალბათ. და საერთოდაც რატომ უნდა ეკონტაქტო ყოფილ ცოლს ნატესავია თუ რა😀
      მთლად ეგეთი პატარაც არ ვარ და ნუ მჩაგრავ 😀
      ისა აი სხვებთან როცა სვამ ხომ დადებითი მუხტი მოდის და შენც კარგი ხასიათი გემატება.
      მარტოს კიდევ ათასი უცნაური აზრი გიტრიალებს ტავში
      თუმცა ალბათ ადამიანსაც გააჩნია

      martian17

      August 7, 2011 at 5:45 pm

  7. შენ დაჟე სვამ და ტიტველი ქალებიც გინახავს?😀 ვაა😀😀😀
    მალადეც!😀

    აი ქესპერიმენტებზე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება მერე, არის შენში რაღაც…😀
    არა ცოლთან რად მინდა კონტაქტი, ეგ კი არა გოგოსკენ ცალი თვალით თუ გამიხედავს და მერე აღარ გჰამიხედავს, ისეთებს აღარ ველაპარაკები ხოლმე და…😀
    სხვა ამბავია უბრალოდ აქ

    მარტო კარგია იშვიათად და წრუპვა🙂
    ადამიანსაც გააჩნია, სიტუაციასაც, მიზანსაც, მიზეზსაც და ყველაფერს😀
    გაიზრდები, მიხვდები😀

    1myway1

    August 7, 2011 at 5:58 pm

    • კარგი რომ გავიზრდები დავბრუნდები ამ პოსტში😀

      martian17

      August 7, 2011 at 6:13 pm

  8. ჩქარა ქენი😀

    1myway1

    August 7, 2011 at 6:15 pm

  9. მოვკეთდები და ჩავუსხდეთ ერთი ჩვენებურად, ადამიანურად…მომენატრე თან🙂

    პ.ს. რა კაი კაცის დაპატიჟებულს ვერ გამოვეხმაურეთ გუშინ😦

    lomski

    August 8, 2011 at 7:06 am

  10. აბაა აბაა, მაგრამ არა უშავს, შენ მომჯობინდი და გამოვასწორებთ ყველაფერს )))

    1myway1

    August 8, 2011 at 8:13 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: