1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მე ვიცი რა ჰქვია ვოლანდრის – თქვენ?

with 4 comments

თუ მასხარაობაა, წყალია და წვიმაა, მაშინ, იყოს მასხარაობა და წყალი (წვიმაც იყოს ცოტა ხანი) და კიდევ ერთი პოსტი გამოვაცხოთ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გუშინ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დამავიწყდა და გავბრაზდი მერე საკუთარ თავზე, იმდენად გათიშული ვიყავი და იმდენად გართული საფულის ინციდენტით რომ სულ გამომრჩა, ხოლო როცა გამახსენდა, ჩამატება აღრა გამოვიდოდა, ხალხს უკვე წაკითხული ჰქონდა პოსტი.

აი ფილმებში რომ არის, გაგრძელებას რომ იღებენ(რომელიც როგორც წესი არ ამართლებს) ხომ იცით? თან ისეთ გაგრძელებას, თუ როგორ მოვიდნენ გმირები წინა ნაწილამდე, აქაც ეგ ვარიანტია. ვთქვი ფაქტობრივად უძილო ღამე მქონდათქო და დამავიწყდა აღმენიშნა სიცხის გარდა, კიდევ რამ გამოიწვია ეს უძილო ღამე. საქმე ის არის, რომ უცებ, რატომღაც გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე(ყოველ შემთხვევაში – ჩემს შემთხვევაში) უცებ რომ გახსენდება ადამიანს რაღაც, რადგან სპორტთან და ფეხბურთთან ახლო შეხება მაქვს, სულ მიტივტივდება გონებაში სხვადასხვა გვარები და ხშირად ხმამაღლაც ვამბობ ხუმრობით – აი უცებ, მაგალითად: მიროსლავ/მიოდრაგ ბელოდედიჩი… ვიტყვი და გამეღიმება, ვიღაცა მიხვდება, ვიღაც იფიქრებს გიჟიაო, ვიღაც კი უბრალოდ იკითხავს – რა შუაშია? ამის ახსნა ძნელია და არასაჭირო, თუ ვერ ხვდება ადამიანი. მარტო სპორტსმენებზე არ ვრცელდება ეს თან, მსახიობები და პოლიტიკოსებიც აქტიურობენ. ნუ ისე ადამიანებიც – ერთი სიტყვით ვიცი რაღაცეების ამოჩემება, გახსენება, ტრიალი… ვისაც ეს აღიზიანებს და ცუდი ჰგონია რა ვუყო, ასეთი ვარ და არაფერია ამაში განსაკუთრებული.

ეს შესავალიც საჭირო იყო, ახლა კი გავაგრძელოთ. მოკლედ გამახსენდა იტალიელი მოფარიკავე, რომელიც ბოლო წლებში საუკეთესოა და ხშირად გავუხარებივარ, ოლიმპიადაზე ხშირად იღებს ოქროს. თუმცა გამახსენდა როგორც ტიპი, გარეგნულად, თავისი ემოციებით, დუელებიდან ფრაგმენტებით… მაგრამ სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ. საერთოდ, ბოლო დროს მეხსიერეაში სერიოზული პრობლემები მაქვს და ეს პირველ რიგში უძილობის ბრალია. ხოლო როცა რამეს ვერ ვიხსენებ ძალიან არ მიყვარს და ვცდილობ არც ვნახო ინტერნეტში და არც არავის ვკითხო. მთელი ტანჯვა და სიამოვნებაც პროცესშია, რო იხსენებ, იხსენებ… თითქოს მოდის, მერე ისევ მიდის და ბოლოს რო გაიხსენებ, ზოგჯერ ისეთი სიამოვნებაა რომ… მიმიქარავეს ერთი-ორი კარგი რამ, აღარ ვიტყვი.

ოლიმპიადაზე, როგორც ყველგან და ყველაფერში იტალიას ვქომაგობ ხოლმე. უკვე მივეჩვიე სცენარს – თავიდან ლიდერებში არიან, მერე ერთვება ისეთი სახეობები, სადაც შანსი არ არის, ჩავარდებიან ქვემოთ და საბოლოოდ მე-5 მე-6 ადგილი კარგ შედეგად ითვლება. არის კონკრეტული სახეობები სადაც განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ და ერთ-ერთი მათგანი ფარიკაობაა, როგორც ერთეულებში, ასევე გუნდურში, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფრანგებსაც კარგი ნაკრები ჰყავთ და აქაც ეკვეტებიან, მახსოვს ერთხელ ფინალში როგორ მოუგეს იტალიას და ამ ,იტალიელმა მოფარიკავემაც’ ვერ აიღო ოქრო ცალკე, ტრაურში ვიყავი. ერთი სიტყვით ათასი დეტალი, ათასი დუელი გამახსენდა, მაგრამ გვარი არ მოდის არაფრით…

ვიფიქრე ადრე ვარ ასადგომი და დიდ დროს ვერ დავუთმობ ამას ახლათქო, მაგრამ შიგნიდან რაღაც მაინც მღრნიდა. ამ პროცესში რამდენიმე კარგი მომენტია – 1. როცა სახელსა და გვარს იხსენებ დამახინჯებულად და უცნაურ კომბინაციებს ადგენ 2. როცა ამოიჩემებ რომ რომელიღაც კონკრეტული ასო(მინიმუმ ერთი) ურევია, არადა დიდი შანსია არ ერიოს😀 3. ყველაზე საინტერესო არის ტიპი, რომელიც ,ნიპრიჩომ’ ამოდის გონებაში კონკრეტული ადამიანის გახსნებებისას. აბსოლუტურად სხვა ვინმეა, მაგრამ რატომღაც პირველი ის გახსენდება, რატომღაც აკავშირებს ტვინი. ყოველთვის საინტერესო ,პერსონაჟები’ არიან ესენი. 4. აბსოლუტურად გაუგებარი პირვონებბების და სიტყვების ჩამოთვლით, ნელნელა თავში ქარიშხალივით იწყებს რაღაცა ტრიალს და სწორედ ეს პროცესია ყველაზე სასიამოვნო. გრძნობ რომ გიახლოვდება, გიახლოვდება და გაწვალებს, ახლოს მოვა, მაგრამ მერე ისევ მიდის და ასე, სანამ არ გაგახსენდება. ეს კატეგორია, ორ ქვეკატეგორიად იყოფა ა). როცა ენის წვერზე გიპწკენს რაღაც და ამართლებს გამოთქმას ,ენის წვეზე მადგასო’ ბ). როცა თავში თითქოს რაღაც მართლა ქარიშხალია, ტალღები მძვინვარებენ და აი გამორიყეს ის ვისაც იხსენებ, ახლოს მიდიხარ და იმავე ტალღების ნაკადს ისევ უკან მიჰყავთ.

ამჯერად, ,ნიპრიჩომ’ პერსონაჟი იყო ვინმე მარკო ვოლანდრი. რატომღაც ეს პიროვნება ამომიტივტივდა. უფრო სწორად იმიტომ, რომ ვოლანდრი ჩოგბურთელია და ის გამახსენდა, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ მარკო არ ჰქვია. თუმცა გონება დიდი მონდომებით მტენის ამ მარკო ვოლანდრის… იყო ენის წვერიც, სტიქიაც თავში, ბევრიც ვიწრიალე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ის პიროვნება. ამის მერე, როგორც იქნა და როგორღაც ცოტა ხნით დამეძინა, მაგრამ არც იქ მომასვენა ამ ამბავმა. იმდენად ჩამყვა ეს ჩვენი მოფარიკავე და განსაკუთრებულად ერთი კადრი(როცა ჩხვლეტის მერე დამცავ ნიღაბ მოიხსნის და იტალიური ემოციურობით, ღრიალით ზეიმობს გამარჯვებას), რომ დამესიზმრა. თან ძილში გათამაშდა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია მზის ერთ-ერთი სართულის დერეფანში შემდგარი საუბარი, როცა მე და სანდრო ცნობილაძე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ სხვა თემების გარდა საქართველოს ნაკრების მომავალ ,სიკვდილის ჯგუფზე’. გულისტკივილი გამოვთქვი, რომ ყველა ელე,ეკი,სალი,თიკა, ლიკა, ნუკი, თაკჩო. ანკა და ნიიი ესპანეთის მაისურებით და უაზრო კომენტარებით ტვინს შეჭამდნენ. ასევე დავასკვენით, რომ უმეტესობას გაუკვირდებოდა, რომ სხვა ჰობიტებთან ერთად მინდორზე არ გამოვიდოდა მესი და გადაწყვეტდნენ, რომ მწვრთნელმა უბრალოდ დაასვენა და არ დააყენა შემადგენლობაში. საუბრის ეს მონაკვეთი იგივე იყო, მაგრამ შემდეგ ემატებოდა მოფარიკავეზე, უკვე წარმოსახვითი საუბარი და ბოლო სიტყვა, რომელიც გაღვიძებამდე ჩამესმა იყო – ვოლანდრი.

აბსოლუტურად ოფლიანი ვიყავი და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ვოლანდრი აქ არაფერ შუაშია. ამასობაში კინაღამ დაიწყო მეორე სერია… ,ვოლანდრის ხომ მარკო არ ჰქვია?’ ვკითხე საკუთარ თავს და კინაღამ მისი სახელის გახსენებაზე გადავერთე, მაგრამ ეს არ იყო აქტიუალური, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სანახევროდ მაინც მახსოვდა ეს ჩოგბურთელი და მერე მეორე, მთავარი მოფარიკავე გახლდათ. ამას მოჰყვა ისევ ენის წვერზე პწკენაც, თითქმის გახსენებაც და ყველაფერი, მაგრამ შედეგი ამ ყველაფერმა არ გამოიღო, აი ცოტა დროც რომ მქონოდა… ამას წინად, ძალიან მთვრალი, დაახლოებით 2 საათი ვიხსენებდი დანკან ედვარდსს, არადა ჩემთვის ამ ფეხბურთელის ვერგახსენება დიდი სირცხვილია(მართალია მანჩესტერის ბევრი ,თავგადაკლლული ქომაგისთვის და ფეხბურთის დიდი მცონდეებისთვის’ უცნობი ვინმეა და ჩემთვის, ვითომდა მანჩესტერის მოძულისთვის ძალიან ნაცნობი, მაგრამ არა უშავს), ბოლოს ედვარდ დანკანითქო ვთქვი და გამიხარდა, მაგრამ წამშივე, ტანშივე შეჩერდა ჟრუანტელი და სანამ პირიქით ,გრუსნიაკს’ მოიტანდა, თავადვე გამოვასწორე -დანკან ედვარდსი! ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა ამას გამართლება აქვს, მაშინ ძალიან მთვრალი ვიყავი. ხოლო როცა მთვრალი ხარ და გადაღლილი… რაღა შორს წავიდე, მართლა მავიწყდება ორი კვირის წინ ნანახი ფილმები და მე და არჩილამ იმ დღეს ვინსენ კასელი ვერ გავიხსენეთ ერთი ნახევარი საათი😀 ხოლო ბოლოს, როცა გავიხსენეთ… თუ ვაკის პარკში იყავით ამ ბოლო დღეებში ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამე ვიღაცის ღრიალი შემოგესმათ – ვინსენ კასელიიი – ეს მე ვიყავი.

დრო ნამდვილად არ იყო, და ავიბარგე და ასე ნატანჯი წავედი სამსახურში. მერე კი მოხდა ის ყველაფერი, რაზეც გუშინ გიამბეთ. რაც შეეხება დღევანდელს, დღესაც იყო რამდენიმე საინტერესო დეტალი. 8 საათი პატიოსნად მეძინა, რადგან გრილოდა. გაღვიძებულს გამიკვირდა რომ წვიმას შევესწარი ამ სიცხეების მერე. ხო იცით, რაც მეტი გძინავს უფრო მეტი გინდა  და მაინც გაბრუებული ვიყავი, ასე ზარმაცად გავეშურე სამსახურში და იქ გადაცემაში სტუმარიც მე უნდა ვყოფილიყავი. საჩქაროდ, სპონტანურად რაღაც თამაშები შევარჩიე და ჩავაბულბულეთ გადაცემა. მარშრუტი იგივე იყო, მეორე სამსახური და მომავალი რეპორტაჟი. სიტუაციაც იგივე იყო, უჭმელი წავედი…

და აი, მივადექით ცარიელ საფულესაც. ამჯერად საფულეში 5 ლარი იდო. ეს 5 ლარი, სახლში, კარადიდან მოვიპარე, დიახ დიახ, რასაც ჰქვია მოვიპარე. არ მითქვამს ჩემებისთვის, ვიცოდი სხვისი ფული იყო, მაგრამ მერე დავაბრუნებთქო და თან არ ველაპარაკები ახლა ამათ და უბრალოდ, ავიღე და წავედი. ვიმგზავრე ისევ ბარათით, ხოლო მეორე სამსახურში მისულს მომშივდა და მეც იბისისკენ დავიძარი. ავიღე ერთი ჰოთ დოგი, ერთი კარტოფილის ღვეზელი და ერთი პატარა კოკა კოლა, მივედი სალაროსთან და დიდი ამბით გავუწოდე გოგონას ამექსი, რაც შეეხებათ გამყიდველ გოგონებს, ცაკალელი, გულუბრყვილო პროვინციელი გოგოები იყვენენ, მორცხვად რომ გიღიმიან და ბევრს რო სჯობიან ისეთები, მაგრამ მაინც… უშუალოდ სალაროსთან ვინც დამხვდა, ისე  შეიცხადა – ვაიმე ტერმინალი არ გვაააქვს. თან ამ ,ქვს’-ს თქმისას სადღაც შ-ც გავიგონე და საერთოდ, აი საყვრალად ლაპარაკს რო ცდილობენ, ცოტა ენას ,ჩლიქავენ’ და ინტონაციაც შესაბამისი აქვთ, ასეთი გოგო იყო, მაგრამ იმ სხვაობით, რომ ამას უკვე გამჯდარი ჰქონდა და არ თამაშობდა(სიტყვით ვერ აღვწერ, თქმითაც კი ძნელია, უნდა მოისმინო კაცმა), ამიტომაც არ გამაღიზიანა, ეგეთ რაღაცეებს და მეორე უკიდურესობას ,ჯაან ტაკოი’ გოგოებს ვერ ვიტან, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო და ყურს ცუდად არ მოხვდა, პირიქით.

ბედის ირონიაც ამაშია, გუშინ, მთელი შემართებით დავიძარი იბისიკენ, არიქა, ტერმინალი იქნებათქო და თურმე ამხელა სუპერმარკეტში არ აქვთ წყეული. კიდევ კაი ის 5 ლარი მქონდა, თავადაც ვერ მივხვდი რა გავაკეთე, მგონი მაგარი ტიპი გავითამაშე, რო მერე რა ტერმინალი რო არ გაქვთ, რა პრობლემაა, აგერ ფულითქო(არადა, როგორ საჭირო იყო ის 5 ლარი ხელუხლებლად :D) – ვაიმე არ გაააქვთ? რას ამბოოობ? – წავითამაშე უნიჭოდ, მაგრამ გოგოცუნა კმაყოფილი დარჩა. ჯერ შესაბამისი ინტონაციით და რაღაცნაირი მეტყველებით მკითხა იცოდი ხოო, მერე კი, რამდენიმე წამსი დაამატა, ვითომ არ იცოდა და ღადაობდაო, ამ ყველაფერს ამბობდა ყოვლად უწყინარად და მორცხვად(თორემ როცა ვინმე რამეზე ჩალიჩობს, ამას პირველი ვიჭერ და ვყვირი ხოლმე, ზოგჯერ ვაბრალებ კიდეც😀 ამ გოგოზე ამას ვერ ვიტყვი). მე არაფერი მიპასუხია, უბრალოდ ვიღიმებოდი.

ვჭამე, ვითომ მეყო, დავლიე კოლა და ავედი სამსახურში, თან გემრიელად დავსველდი, მაგრამ წვიმაში სიარული ხომ ძალიან მიყვარს. მოვემზადე რეპორტაჟისთვის, პარალელურად კი სამ გოგოს ვემესიჯებოდი და კაცმა არ იცის რატომ😀 არა კი იცის კაცმა, მაგრამ მაინც, რა მიზნით რა აზრით… რეალურად უაზროდ😀 ესეც საინტერესო მომენტია ხოლმე. აქედან ორს ფეისბუქზე, ეთს მობილურით. მთავარია რამდენიმე დღეა წარმატებით გრძელდება ამჟამად გოგო N(ონგრატა)1-ის ბოლომდე დავიწყების პროცედურა, მოხდა მისი დემონტაჟი Fეისბუქიდანაც(ეს ძეგლებზე გამახსენდა, თან ქუთაისზე😀 ძნელია…).

წამოვედი სახლში, 2 ლარი ჩავრიცხე მეტრომანზე და დამრჩა სულ რაღაც 80 თეთრი, რომელიც ახლა ძალიან ძვირფასია😀 ხო, სულ რაღაც მავიწყდება, კინაღამ დამავიწყდა, რომ ამ საერთაშორისო გამომზეურების პერიოდში, სამი ძალიან კარგი გოგო ვნახე ქალაქში, ხოლო ერთი გენიალური დამა-ქალი მეტროში, მიყვარს მე დამა-ქალები. აი თან ზუსტად ისეთი იყო მე რომ ვგიჟდები – არ არის ძალიან ლამაზი, მაგრამ აქვს რაღაც, რას სასტიკად გიზიდავს. არ არის ვულგალური, მაგრამ არც ჩაკეტილი და ოდნავ გამომწვევადაც იქცევა… აუ გამაგიჟა, ეცვა მინი, წინ, ფეხებშუა აჭრილი ქვედაბოლო. შავი მოსაცმელიც გემრიელად ჰქონდა ჩახსნილი, კაი ვიდზე იდგა და იცოდა, რომ გარშემომყოფების ყურადღებას იქცევდა(ისინი ხო ამაში დიდ კაიფს იჭერენ), ერთი 4-ჯერ თვალი გამისწორა, მაგრამ ეტყვი რამეს და შეიძლება ისე შეიცხადოს და თავი შორს დაიჭიროს(სულ რო (არ) უნდოდეს მაინც), მერე ან დაგიჭერენ ან გაგიტყდება და აზრი?😀 ზოგჯერ კი ღირს, მაგრამ მეტროა, ხიხიაა… რო გამოვედი ვაგონიდან, კინაღამ ჩავხტი რელსებზე და გვირაბში გავეკიდე, მაგრამ სინამდვილეში არ ღირდა😀
უხ, ისე კაი რამე კი იყო, იF…

ხუმრობა იქით იყოს, აი პრობლემები კი მოუგვარებელი დარჩა:
1. როდის იქნება ხელფასი? საიდან ჯობია სესხად ფულის გამოტანა? თუ ტოტლიზატორში გავიარო?
2. რა გვარია ის ჩემი საყვარელი მოფარიკავე?

უნდა ვაღიარო და რამდენჯერმე კინაღამ სულმა წამძლია, გუგლში ვნახავთქო ვიფიქრე, მაგრამ არა, როგორც შევთანხმდით, მთავარი მუღამი იმას აქვს, შენ რომ გაიხსენებ ან იმ კონკრეტულ სიტუაციაში და წრეში რო გაიხსენებს ვინმე, სადაც საუბარი ჩამოვარდა და სადაც ხარ. ერთი ფაქტორიცაა, ეს არც ისე ,ახლო და შინაური’ ვინმეა, რომელზეც მუდამ ვსაუბრობდე ან სულ ვაკვირდებოდე, ამიტომ აპრიორი უნდა გავიხსენოთქო და დანკანისნაირად სირცხვილია რო ვერ გავიხსენოთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც სირცხვილია😦
ასეა თუ ისე, კაი დროს დავუთმობ კიდევ ერთი-ორი დღე და თუ არა, ვნახავ მერე ნეტში, თორემ ნელნელა უკვე ძალიან გრუსნიაკს მოიტანს და თავისი შპაგით ტვინს გამიხვრეტს.
არადა, მაგარი ტიპია

აჰა, ალესანდრო დელ პიერომ რაღაც დაწერა Fეისბუქზე, უამრავ ფანთან ერთად მეც დავუკომენტე და ამის წერასაც მოვრჩი, გარეთ ძალიან მაგრად წვიმს, უშხაპუნებს ))) დღეს არა და ხვალ, საქმეების მერე, დავლევ და დავლევ ბევრს🙂
ორშაბათს ,ამფსონების’ პოვნა ძნელია ამ საქმეში და საერთოდ ბოლო დღეებში ხალხი უცნაურად პასიურობს, მაგრამ მარტო  დავლევ ბოლო ბოლო, ამხელა პაუზა არ შეიძლება მეგობრებო😀

პ.ს.
თუ იცით რომელ მოფარიკავეზეა საუბარი და გეღიმებათ არ მითხრათ, ჩემით უნდა ვქნა🙂

პ.პ.ს.
უი მართლა, თქვენ იცით რა ჰქვია ვოლანდრის?
მე ვიცი

Written by 1myway1

August 7, 2011 at 4:45 pm

Posted in Uncategorized

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეც ვიცი, ფილიპო ქვია :))

    Tato

    August 7, 2011 at 5:53 pm

  2. ))

    არადა რა მეორეხარისხოვანია სინამდვილეში ვოლანდრი
    მთავარია ის მხეცი გავიხსენო

    1myway1

    August 7, 2011 at 6:00 pm

  3. ჰაჰა, ეს გამახსენდა უცებ http://lib.ru/LITRA/CHEHOW/loshad.txt

    Tas

    August 22, 2011 at 11:25 am

  4. რამხელა პატივია )))

    1myway1

    August 22, 2011 at 7:25 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: