1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Keep Gurjing!

with 7 comments

სალამი მეგობრებო, ყველაზე კარგად მე ვგრძნობ, რომ ბოლო დროს ჩემმა ბლოგმა ის ,პეწი’ ცოტა დაკარგა, რომელიც ალბათ ჰქონდა. ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ იმედია გამოსწორდება ყველაფერი. თუმცა ცოტა პაუზა მჭირდება. თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ამ სარჩევი – My Wayმკვლევი – აქედან დაიწყეთ :) პოსტშიც ვისაუბრე მოკლედ. უდროობა, სიზარმაცე, დატვირთული რეჟიმი, ნევროზი და ა.შ.  ეს პოსტიც ვერ ქაჩავს, მაგრამ სათაურად ღირს😀

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ,სიტყვთა ნაჯვარს’ თუ სიტყვების თამაშს და გაურკვეველი ვადით დაგემშვიდობებით, ვინ იცის, ეგებ მუზამ ამავე ღამეს მოიფრინოს, ეგებ არც.

ბოლო დროს, ხშირად ვიყენებ სიტყვას ჩუვაკი. ალბათ თქვენც… ჩუვიხა და ჩუვაკი ისევ აქტუალურია.
დავაკვირდი და – ჩუვაკი ჩუ-ვაკური სიტყვაა, აი თურმე რაშია საქმე

ტურინის იუვენტუსში სრული ქაოსია, ერთ-ერთი იმედი ალესანდრო მატრია
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,ბებერ ქალბატონში’ მატრიარქატი დამყარდა.

ჩვენს ქვეყანაში კი დიდი ხანია პატრიარქატია

ჰო მართლა, დღეს ჩემმა ფინგალმა ფერი იცვალა და თურმე ფერისცვალება ყოფილა
(შენიშვნა: არ გეგონოთ ხმალამოღებული ათეისტი ან თუნდაც აგნოსტიკი, აქტიური ათეისტები და აგნოსტიკები, პირიქით მაღიზიანებენ კიდეც ზოგჯერ. მე შუალედისტი ვარ😀 ჩემებური რწმენა, ვერა და ვაკე მაქვს :D)

ისე მართლა მხოლოს ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, რომ მართლა ქვე-ყანაა ეს გურჯისტანი.

ბოლო დროს სკაიპის გატეხვის ფაქტები მომრავლდა, შესაბამისად ძველი სიბრძნე უნდა გავიხსენოთ:
,სკაიპის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო’

ბოლოდროინდელი გამოგონებებეიდან კი საუკეთესო და თითქმის გენიალური, ნამდვილად ეს არის:
Keep Gurjing!

გარშემო სულ ამას ვხედავ და ბევრი მეუბნება, ხშირად ზედმეტი მოგდის ამ გურჯების ძახილითო, მაგრამ რა ვქანა, ეგრეა და… თქვენ კი Keep Gurjing! მეგობრებო🙂

вера – ბოლოს მომხდარი ჩხუბის მერე, კიდევ უფრო ცინიკური გავხდი ადამიანებისადმი, მათ შორის საკუთარი თავისადმიც, რადგან ბრალი ჩემი დიდი იყო ამ ყველაფერში და მთავარი დამნაშავეც მე ვარ, ამიტომ ყველასთვის ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენო და ე.ი. ესეც საჭირო იყო, რაღც რაღაცეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბეწვზე გადავრჩი 4-1ზე ჩხუბისას და ჯერ გადავრჩი თუ არა ვინ იცის, თვალის სილურჯე კიდ გადის, მაგრამ… რწმენა კიდევ უფრო შემერყა და უნდა ვცადო, რომ მეც ,გავფუჭდე’😀 თავის თავის კაცი გავხდე, უაზრო კარიერისტი, ზურგსკუან მოჩურჩულე, სხვების ამბის დამკიდებელი, ,ლიჟბი შეყო ტიპი’ და ვეცდები სხვებიც გავაფუჭო ხოლმე, რავი, არა მგონია გმომივიდეს, მაგრამ ვცდი, მაინც უმეტესობა ასეა. როცა შენ უფრო მეტის გასაკეთებლად ხარ მზად სხვისთვის, ვიდრე სხვა შენთვის და პლუს სხვაები ,სხვებისთვის’ აკეთებენ ბევრს და შენთვის არა – შენ ცდები – როგორც ჩანს. თანაც საბოლოო ჯამში მაინც ყველა თავისთვისაა. გარშემო ბევრ ადამიანზე შემეცვალა ცოტათი ან ბევრით შეხედულება და ვფიქრობ, ადრე ნაძალადევად არჩეული მეთოდი ანუ ,აძინოკი ვოლკობა’ საერთო ჯამში სწორი მიდგომა გამოდგა, ცივი, მაგრამ სწორი, ფარისევლობას სიცივე სჯობია. ამას აფერისტი ექიმი დაემატა, რომელმაც უამრავი წამალი დამიწერა, 5-ს აქტიურად ვსვამ ახლა და იმედია თავის ტკივილები, მსუბუქი შერყევა, თვალზე ფინგალი და ყველაფერი გაგრძელების გარეშე ჩაივლის, ხოლო სექტმებრის ბოლოს, როცა ისევ წავეტანები საყვარელ ალკოჰლოს, გაჭედვა არ მოჰყვება ამას ამდენი წამლებისა და ნევროზის მერე. თუმცა კაცს რო ეტყვი თავი მტკივაო და მკრუნალობაზე მეტს, ეკლესიაზე დაგელაპარაკება… თან რა გასინჯა და რა არა, კაცმა არ იცის, მეც იზმენაში დავრჩი, ჯობდა კომპიუტერული გაშუქება გამეკეთებინა, ცოტა მეტს გადავიხდიდი და იზმენასაც მოვიშორებდი… აღრა გვინდა, სიტყვა გაგრძელდა და ამ ექიმის, ჩხუბისა და დანარჩენის დეტალებს შემოვინახავ, კაი რამე გამოვა დასაწერად.

надежда – იმედი იმისა, რომ რამე რადიკალურად შეიცლვება, დღითიდღე ქრება, სადაცა რ გაიხედავ, ყველგან და ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ აქაურობას და ამ ხალხს დიდი ხანი არაფერი ეშველებათ, მაგრამ ეს ნადეჟდა ყველაზე მაცდური ქალი ყოფილა. სადღაც გულის სიღრმეში მაინც რჩება. წასვლა არის საუკეთესო გამოსავალი, შორს აქედან, რამდენიმე წლით, მაგრამ ჯერ არ გამოვა.

любовь – ეს ამოუცნობი ფენომენია, როდის ჭეშმარიტი და როდის ფსევდო ძნელი გასაგებია, მერე, შორიდან კარგად ჩანს ხოლმე, მაგრამ მომენტში… ვებრძვი და ვამარცხებ როგორც წესი, მაგრამ ცოტა დრო უნდა, ჰოდა ისევ გავიმარჯვე(ბ) და ეგაა. თანაც ,აძინოკი ვოლკობა’ ვინმეს ზედმეტად ახლოს მოშვებას მაინც არ გულისხმობს, ეს პლუსი აქვს.

მე მგონი მართლა შარი ავიკიდე, იმ პროფესორის სახით, აპასნი წამლები დაუწერია😀 აბა ასეთებს რა დამაწერინებდა ისე.

არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე ცუდი დაავადება ნევროზია, საუკეთესო წამალი კი ოპტიმიზმი და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაა, როგორც შეგიძლიათ ისე
ტყუილა კი არ უთქვამთ – ცხოვრება მშვენიერიაო😉
პ.ს.
სხვათა შორის, ის მოფარიკავე ვერაფრით ვერ გავიხსენე და დავგუგლე. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, ვერც გავიხსენებდი, სხვაგან ვიყავი )))
ალდო მონტანო🙂

Written by 1myway1

August 19, 2011 at 11:44 am

Posted in Uncategorized

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. aseti postebi miyvars me !

  2. Dzalian kargia!!!!

    პარანოიკ

    August 21, 2011 at 9:41 pm

  3. madloba madloba ))

    1myway1

    August 21, 2011 at 10:00 pm

  4. პოსტების კითხვისას ხშირად ვახტები ხოლმე რაღაც ნაწილებს, ეს ბოლომდე გადაუხტომლად წავიკითხე. კარგი იყო! KEEP like that!🙂

    Psycho

    September 2, 2011 at 9:57 am

  5. მადლობის მეტი რა მეთქმის ))

    თუმცა ამ ბლოგზე არის ბევრად უკეთესი პოსტები და იმათზე არ გადახტომა უკეთესია, ეს ვერ ქაჩავს დიდად ))) პოსტიც არ ჰქვია მამენტ, რაღაც გულისძახილია წამიერი
    სათაურად ღირდა😀

    1myway1

    September 2, 2011 at 11:40 am

  6. ჩემებური რწმენა, ვერა და ვაკე მაქვს😀 )
    _____________

    საღოლ შენ😀. შენ ალბათ იმ კატეგორიისა ხარ, თბილისის გარდა “სხვა სამშობლო არ მინდაო”, რომ ამბობენ.

    eeki

    December 18, 2011 at 9:08 am

  7. როგოც ჩანს, მთლად კარგად ვერ გაგიგია პოსტი🙂

    1myway1

    December 18, 2011 at 12:06 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: