1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პინტურიკიო მიდის…

with one comment

ამის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი გარდაუვალია და ოდესმე, ალესანდრო დელ პიეროც წავიდოდა ფეხბურთიდან. იუვეს მერე, სადმე რომც ითამაშოს ეს მაინც ფეხბურთიდან წასვლას ნიშნავს უკვე🙂

იუვენტუსის, იტალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სულ მალე, 9 ნოემბერს 37 წლის გახდება, ბოლო სეზონს ატარებს კლუბში, ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმაც დაადასტურა. მას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებენ. სწორი გამოდგა ჩემი ვარაუდიც იმის შესახებ, რომ ზუსტად კონტეს ხელში წავიდოდა ალე. თუმცა აქ კონტე ნაკლებად არის შუაში, ხელმძღვანელობაა უფრო დამნაშავე. მათ დელ პიერო სათანადოდ ვერ დააფასეს და ახლაც… ეს აბსოლუტურად უდროო და რაც მთავარია ძალიან მშრალი განცხადება ანიელისი, უცნაური და მოულოდნელი იყო. ბოლო ბოლო, სეზონის მიწურულისკენ ეთქვათ. ამის გამო, ლუჩანო მოჯიმ გააკრიტიკა ანიელი და სწორადაც მოიქცა, აბსოლუტურად მართალია მოჯი, ამ შემთხვევაშიც.

არადა, ალესანდრო დელ პიეროს კიდევ შეეძლო სასარგებლო ყოფილიყო იუვესთვის, მაგრამ არ უნდათ და გვართმევენ მისი სერია ა-ში ხილვის სიამოვნებას, ხოლო დელ პიეროს ართმევენ შედეგების გაუმჯობესების შანსს. თუმცა ეს ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო, უბრალოდ ფორმაა გამაღიზიანებელი🙂 თავად დელ პიეროს კომენტრი ჯერ არ ჩანს…🙂

დელ პიერო, იუვეს შემდეგ არცერთ იტალიურ გუნდში აღარ ითამაშებს. ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა უცხოეთში კარიერას, დათანხმდება თუ არა კლუბში დირექტორის პოსტს (ამ ეტაპზე ალბათ არა) თუ უბრალოდ, დაისვენებს ცოტა ხნით. კარიერის მანძილზე, მათ შორის ტრავმირებულსაც მას უამრავი წინადადება მიუღია, მაგრამ სულ ერთგჰული იყო იუვესი, სერია ბ-შიც. ახლა ამბობენ, რომ ისევ პრემიერლიგიდან არის ინტერესი… ასევე, ყველასთვის ცნობილია მისი პოპულარობა ამერიკაში, მისი დამოკიდებულება ამერიკასთან და ამ ქვეყნის სიყვარული, რაც არ გამორიცხავს კარიერის მეიჯორლიგაში გაგრძელებას.

მიუხედავად ამისა, იუვენტუსს აქვს ახალი მშვენიერი სტადიონი. ჰყას ნამდვილი იუვენტინო მწვრთნელად, ემოციური და მებრძოლი. გუნდი იბრუნებს იმ ცნობილ, იუვენტუსურ ,მებრძოლ სულს’, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. მოკლედ, არის სასიკეთო ძვრები და იმედია, კუთვნილ ადგილზე დაბრუნდება იუვე. თუმცა ალესანდრო დელ პიეროს გარეშე იუვენტუსიც სხვაა და ზოგადად ფეხბურთიც. კიდევ ერთი ლეგენდა მიდის😦
იუვენტუსის გულშემატკივრებს კი კლაუდიო მარკიზიო სულ ოდნავ თუ გადაგვატანინებს ალექსის წასვლას. იმიტომ კი არა, რომ ,პატარა პრინცი’ ალესავით ნიჭიერია, მისი 30%-იც არ არის. მოჯის თქმის არ იყოს, დელ პიერო ტექნიკის თვალსაზრისით ახლაც საუკეთესოა იუვენტუსში(და არა მარტო იქ🙂 ). არამედ იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტი იუვენტინო და მომავალი კაპიტანია, ამით კი ყველაფერი ნათქვამია, ასეთებს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ.
ალეს სიდიადე კი წასვლის მერე კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანია🙂

ახლა წერის ხასიათზეც არ ვარ და ანიელისა არ იყოს, მეც მაპატიეთ ეს მშრალი ნაწერი. მერე, როცა ნამდვილად დრო მოვა, გამოვაცხობ პოსტს. ის ჯერ კიდევ თამაშშია და ადრე ნუ გამოვეთხოვებით🙂

Fორცა ალე!

ალესანდრო დელ პიერო, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანია.
პინტურიკიო მართლაც ხატავდა და ხატავს მინდორზე🙂

Del Piero to leave Juve in 2012
Juventus President Andrea Agnelli has confirmed that this will be Alessandro Del Piero’s final season at the club.

Speaking at a shareholders meeting on Tuesday, the Signora chief admitted that the No 10’s playing career with the outfit will end in the summer.

“Our captain Alessandro Del Piero really wanted to stay with us for what will be his final year in Bianconero,” Agnelli noted.

“Let’s dedicate a massive round of applause to him.”

There has yet to be a comment from the Del Piero camp, but it was widely accepted before today’s announcement that the Italian would leave in 2012 at the end of his contract.

The veteran, who signed a new 12-month deal earlier in the year, will celebrate his 37th birthday in November.

The Azzurri international joined the Turin giants in 1993 from Serie B side Padova and he’s gone on to break numerous club records.

He’s also won just about every major trophy with the side, as well as staying loyal to the Old Lady following their demotion to Serie B in 2006.

It’s unclear whether Del Piero will retire from the game next year or go and play his football in a foreign country.

He’s already underlined that he wouldn’t play for another Italian team after Juve.

Moggi blasts Juve over Del Piero
Luciano Moggi has questioned the manner in which Juventus announced that this will be Alessandro Del Piero’s final season at the club.

President Andrea Agnelli confirmed the news at a shareholder meeting on Tuesday, but the player himself has yet to make a comment.

“I didn’t understand Agnelli’s statement,” Moggi, the club’s former director general before the Calciopoli storm, told Radio Mana Mana.

“When Alessandro plays he always produces problems for the opposing team and he’s still the best player at Juventus in terms of technique.

“The club should have said these things in March or April. It made no sense to make this statement now.

“Whoever advised Agnelli to do so has made a terrible error.”

Moggi added that he fears yesterday’s announcement could impact on the performances of the almost 37-year-old.

“It’s dangerous, as this could demotivate the forward,” the ex-official continued. “This was the wrong way to deal with a player who has given so much to the club.

“Everyone can behave in the manner which they think is appropriate, but I’m convinced that Alex can still give a lot to Juventus.”

Del Piero expected to go abroad
Alessandro Del Piero’s first agent, Claudio Pasqualin, believes he’ll want an experience abroad before returning to Juventus as a director.

Brio expected Del Piero exit
Former Juventus defender Sergio Brio is unsurprised by the news that this will be Alex Del Piero’s last season with the club.

Torricelli questions Del Piero timing
Moreno Torricelli was left surprised by the timing of today’s announcement that Alex Del Piero will leave Juventus in 2012.

ესეც ანიელის მშრალი ვიდეო

პ.ს.
და აი ვიდეო, რომელშიც დელ პიეროს ოსტატობის ძალიან მცირე ნაწილია შესული. აკლია უამრავი მომენტი და ბევრი სუპერგოლი, მაგრამ იმდენ ვიდეოსა და გადაცემას შორის, რაღაც ყველაზე კარგად გადმოსცემს საერთო სურათს, ჩინებული მუსიკით.
სამწუხაროდ, უკეთესი ხარისხით იდო ადრე და ვერ ვნახე, ესეც ძლივს ვიპოვე. ძველ ვინჩესტერზე მაქვს და  თუ აღვადგინე, მერე იმას დავდებ
ყველამ ნახეთ🙂

* * *

Written by 1myway1

October 19, 2011 at 3:24 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მართლაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი, საწყენია რომ მიდის მაგრამ სხვა რა გზაა ასაკი თავისას შვება

    jimmy page

    October 19, 2011 at 5:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: