1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემი ბლოგის სტატისტიკა – 2011

leave a comment »

ძალიან უცნაური ახალი წელი იყო. ,აფეთქებები’ და ,სროლები’ შეიძლება დროში დიდ ხანს გაგრძელდა, მაგრამ რაოდენობრივად იკლო და ეს იგრძნობოდა. ბებიაჩემიც უჩვეულოდ უფრო კარგ ხასიათზე იყო ახალ წელს, ვიდრე ცუდზე. მე ყოველთვის მიხარია 31(ცოტა პირველი არ მიყვარს), მაგრამ რაღაც დაღლილივიყავი და ორი ვარიანტი მქონდა, ორივე შემტხვევაში საკმაოდ შორს უნდა წავსულიყავი, რაც საბოლოოდ გამოვრიცხე და გავაკეე ის, რაც სვისი მეზიზღება – გამოვრთე ტელეფონი. ოღონდ ეს იმიტომ კი არ ვქენი, რომ ამიფეთქდებოდა რეკვით თუ მესიჯებით ან იმიტომ, რომ მე რო არ მიყვარს იმათ დავემსგავსე. უბრალოდ, შესაძლო იყო იმ ორი ადგილიდან დაერეკათ, მე კი უარის თქმა ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს უტეხავ, რეალურად უსაფუძვლოდ. ინტერნეტით კიდე მიადვილდება მიმოწერაში, ტელეფონით, უფრო მიძნელდება და ლაივში თუ მელაპარაკება ადამიანი, უარს როგორ ვეტყვი😀 თუ მართლა რაღაც გადაუდებელი საქმე არ მაქვს.

ავიღე წიგნი და დავიწყე ,ვეჩნი მუჟის’ კითხვა. იასნია კარგად შევიდა. 3-ზე დავიძინე 13:30-ზე ავდექი. ბოლო სამი დღე ძალიან ჯიგრულად გამოვიძინე, რაც მთელი წინა წელი მაკლდა. ასევე ბოლო სამი დღეა არ მომიწევია 29 რიცხვიდან და დავამთხვიე ახალ წელს, იმედია, 2013-საც ასე შევხვდები )))

ჩავრთე კომპი და მეილზე დამხვდა wordpress-ის ტრადიციული სტატისტიკა. ჰოდა, გადავწყვიტე გამეზიარებინა. ქვვემოთ ლინკს დააჭირეთ და იხილავთ ამ სტატისტიკას. მართალია წინა წელი მიზეზთა და მიზეზთა გამო ძალიან პსიური მქონდა, მაგრამ რაოდენობრივად თითქმის იმდენივე ხალხი შემოსულა, რამდენიც წინა ორი წლის მანძილზე. თურმე ეგვიპტიდან, ახალი ზელანდიიდან, ვენესუელიდან და ერაყიდანაც კი შემოდიან გზააბნეულები. ყველაზე დატვირთული დღე ყოფილა წინა წლის 1 იანვარი ))) სერჩიდან აქ ხალხი ყველაზე ხშირად ხვდება შემდეგი სიტყვების ჩაწერით: 1. წვიმა 2. ლეონი 3. არასერიოზული კაცი 4. ლუზერი😀😀
მოკლედ დანარჩენსაც(ბევრი არც არის) იხილავთ იმ ლინკის მეშვეობით.

მე კი რაღაცეებს მივხედავ, 5-ზე სამსახურში ვიქნები, გავახმოვანებ მარსელს, 7-ზე წავიყვან სანდერლენდი-სიტის და 21:00-დან(ისე კი უფრო ხვალიდან, 2 რიცხვიდან 6 რიცხვამდე), ბევრი სმის, გართობის და მონატრებული თუ არამონატრებული ხალხის ნახვის სეზონს, გახსნილად ვაცხადებ ))

ვნახოთ რას მოგვიტანს 2012🙂 კიდევ ერთხელ წამრატებებს გისურვებთ ყველას და მადლობას გიხდით აქ ხშირი სტუმრობისთვის.

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

The concert hall at the Syndey Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 13,000 times in 2011. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 5 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.

Written by 1myway1

January 1, 2012 at 10:27 am

Posted in Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: