1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რანი ვართ… საიდან მოვედით? თოვლი მოდის, არე მარეეე…

with 10 comments

ადვოკატის როლში შესული, ჩემი სახლის ასე თუ ისე სიახლოვეს მდებარე ,საქსეროქსოში’ წავედი პრინტერიდან რამდენიმე ფურცლის ამოსაბეჭდად და საჭირო დოკუმენტებისთვის ქსეროასლების გადასაღებად. იქ მისულს, რუსული აქცენტის მქონე ტიპი, რომლისაც არის ეგ ,საქსეროქსო’ გასიებული თავით დამხვდა, ტელეფონზე საუბრობდა და აჩქარება არც უფიქრია, არადა მე ცოტა არ იყოს მეჩქარებოდა. გავიგე, რომ გუშინ სადღაც დალია ძმაკაცებთან ერთად. მერე გზაში ერთად ორნი დარჩნენ და უყიდიათ კიდევ თითო ლუდი ბალტიკა, ბოლოს კი პოპულიში თითო არგო. ახლაც არგო ედგა და წრუპავდა, იმ მესამე ძმაკაცსაც ურჩია, სიკვდილს ჯობია შენც დაითრიო ლუდიო. ისე შემომხედა, მივხვდი უნდოდა, რომ რამე მეთქვა და მეც, განსაკუთრებული აქცენტით ვკითხე – პახმელია? – უუუფ, ტიჟოლაიაო მიპასუხა.

ამ დროს, შემოვიდა ქალი… უცებ ძალიან მომაგონა ვიღაცა… მანანა არჩვაძე გამსახურდია? ვიფიქრე… მაგრამ არა, როგორც ჩანს უბანში მინახავს იქამდეც, ვიღაცას მაგონებდა ძალიან და ვერ გავიხსენე ვის. მიესალმა იმას(სახელს არ ვიტყვი მაინც), ტკბილად გაცვალეს ერთი-ორი სიტყვა, რუსულნარევი ცხადია. ქალმა გამოაცხადა ტრიოხკრატნაია ბაბუშკა გავხდიო(თუ რაღაც ეგეთი, იტოგში მესამე შვილიშვილი მეყოლაო), იმან მიულოცა. ამასობაში ძალიან ,პლავნად’ გადავიწიე მე მეორე პლანზე, არანაირ რიგის დაცვაზე, ბოდიშის მოხდაზე, მადლობაზე და მსგავსებზე საუბარიც კი არ იყო, ვითომ ასეც უნდა მომხდარიყო…

ნუ კაი, ეს გავატარე, ცოტა მინახავს მსგავსი სიტუაციები ან უარესები თუ რა? თან მაინც ,ჩაგრულ წესიერად’ ვრჩები ხოლმე და იშვიათად გამოვდივარ ასეთ დროს წყობიდან, რომ იქვე რამე ვთქვა და გადავწყვიტე ნერვების მოშლას აზრი არ აქვსმეთქი. მობილურს დავხედე და ვიფიქრე, თუ რამე დიდს გააძრობს, ჩუმად წავალ სხვა ადგილასთქო, მაინც გავბრაზდი. ორი ფურცელი მინდა სულო, ,საშობაო ეპისტოლეო’ და ფლეშკა მიაწოდა… ძლივს იპოვეს ეს ფაილი, რაღაც უკბილო, უნიჭო ხუმრობები გაცვალეს და ბოლო ბოლო პრინტზე გაუშვეს. თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო მთავარი…

ქალი იცით რა მასტი იყო? აი, შარიანი ბიჭები რომ ევასება, მუშტის მბრახუნებელი, ცოტა წამალი, ცოტა ისა, ცოტა ესა… ,ნამდვილი კაცი’ რა რასაც ჰქვია ქართული გაგებით და სულ რო ტანჯული ყოფნა მოსწონს, მერე ამ თემის გარჩევა და ასე შემდეგ, როლშია ერთი სიტყვით. უჭირავს მედიდური, პატივცემული ვიდი, აგოიმებს ამ ქსეროქსას, ესეც თავის პონტში როლშია, არ უტეხავს და მოწიწებით ელაპარაკება და ის ჭკუაზე არ არის სიხარულისგან, იფერებს. ერთი სიტყვით, ეს მარაზმი გავშიფრე უცებ და ამ დროს ქალმა დაიწყო საუბარი:
-მესამეც ბიჭია, წარმოგიდგენია? სამი შვილიშვილი მყავს და მესამეც ბიჭი, არადა გოგოზე ვოცნებობდი, როგორ ვთქვა და ცოტა მეწყინა კიდეც.
-ეტა ნიჩივო, თავად მშობლებს ტუ გაუკარდათ? – აქცენტით იკითხა ქსეროქსამ.
-იმათთვის სულ ერთი იყო.
-ხო, ჩემი ძმაკაციც გოგო უნდოდა და მეოთხე ბიჭი შეეძინა, გაგიჟდა კინაღამ, მაგრამ რა ქნას.

აი აქ, პაუზა უნდა ავიღოთ და ესოდენ საინტერესო დიალოგი გავწყვიტოთ. ქსეროქსას ძალიან უყვარს სიტყვა ,ძმაკაცების’ გამოყენება, თან სასაცილოდ ამბობს ამ სიტყვას. ნუ ვაბშეტა ცუდი ტიპია არაა, ჩუვაკია, პროსტა გამოყლევებული. მთავარი კი ის არის, რომ სინამდვილეში ეგ შენი ძმაკაცები ჰყავს 2-3, არადა ისე ამბობს ხოლმე და ისე ყვება, გეგონება ჯარზეა საუბარი. ამაში ცუდი არაფერია, მეც 2-3 თუ მყავს ჭეშმარიტი ძმაკაცი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ სასაცილოა ის, თუ როგორ საუბრობს ,ძმაკაცებზე’ თავად ქსეროქსა.

დავუბრუნდეთ დიალოგს, სადაც კულმინაციას მივუახლოვდით. ქალის პასუხი იყო ისეთი, რომ მუხლები მომეკვეთა ლამის: ,,ხო, სულ ბიჭები მოდიან… გარკვეული კანონზომიერებაცაა. რას ამბობ კაცო, აფხაზეთში ისეთი ვაჟკაცი და ანგელოზივით ბიჭები ამოწყდნენ, ისეთი კარგები რომ… ისინი რომ ყოფილიყვნენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ესენი ესე ვერ იბლატავებდნენ… ვინ არიან საერთოდ ესენი, საიდან მოვიდნენ…”. ეს ბოლო სიტყვები ისე დამცინავად და ჩირქიანად თქვა, რომ წიხლისქვეშ მომინდა გაგდება ამ ქალის, არ ვმალავ, რა ვქნა. ვიფიქრე, დავუწყებ ახლა ლაპარაკს, შენნაირების ბრალია ამ ქვეყანას დედა რომ აქვს მოტყნულითქო, მაგრამ მივხვდი არ ღირდა, მაინც ვერ შეიგნებდა, მეც ნერვები მომეშლებოდა და მერე კიდევ მე გამამტყუნებდნენ ეს ბნელები. რატომღაც შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვიფიქრე, რომ მისი სიძის გარდა, ეს ბოღმა და ჩირქი მეც მეხებოდა და ბევრ თქვენგანსაც, ვინც ახლა ამას კითხულობთ. საერთოდ აღარ მინდა აფხაზეთზე და დაღუპულებზე საუბარი, ნარკომანებზე, მანქანის ქურდებზე და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ მართლა ბევრი კარგი ბიჭიც დაიღუპა და იმათი ხათრით არ ღირს ამის გარჩევა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს ამაზრზენი ქალი ,კარგებში’ სწორედ ცუდებს გულისხმობდა და არა კარგებს. როგორც ამბობენ, იქ უნდა ყოფილიყავით, რომ ეს ყველაფერი კარგად აღგექვათ, რა საშინელი აურა თუ რაღაცა იყო.

ვინ ჩვენი ფეხები ვართ? საიდან მოვედით? ,კაი ბიჭების’ ადგილები რატო დავიკავეთ და სულ ბიჭები რატომ გვიჩნდება? მოკლედ ბანძებმა წამოვიწიეთ წინა პლანზე რა… წარმოგიდგენიათ რა ჩამყაყებული ფსიქიკის მატარებელი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში? წარმოგიდგენიათ როგორი იყო ის თაობა და როგორია ბევრი დღესაც? და კიდევ გიკვირთ რომ ამ ქვეყანას არაფერი შველის? მე არა, დიდი ხანია არა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, სანამ მე კბილებს ვაკრაჭუნებდი და ბრაზს ვიკლავდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ის ქალი უცებ გადახტა ,იკრაზე’ და ხიზილალაზე საუბარი გააბეს. გაირკვა, რომ ქალს შავი უყვარდა, ქსეროქსას წითელი. გაირკვა რომ აბსოლუტურად ყველა ხიზილალა ნაგავია, გარდა რუსეთიდან ჩამოტანილისა და როგორც ხდება ხოლმე უცებ გაიხსენეს გენიალური ფილმი ,ივან ვასილევიჩ მენაიტ პროფესიუ’. რასაკვირველია ფილმი გაიხსენეს არა იმიტომ, რომ მართლა რამე კარგი ეთქვათ და ნამდვილად ბრწყინვალე ფილმის რომელიმე მომენტით სწორი კუთხით დამტკბარიყვნენ, არამედ… ,იკრა ზამორსკაია’ რომ ეხსენებინათ პატარა რომ არის და ამის ხსენება რატომ იყო საჭირო? დიააახ, სწორად მიხვდით, ქართველების საყვარელი მომენტი, როცა ამბობენ, რომ – მამაჩემს(როგორც წესი მამა ფიგურირებს) ვედროობით ჩამოჰქონდა, იმდენი იყო, რომ დედაჩემი ყრიდა, არავინ ჭამდა და ფუჭდებოდა… ეს თუ რ ითქვა რაა მამული. თუ დამწყები ხართ ვინმე და გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ყრიდნენ და ვინმეს რატომ არ ეხმარებოდნენო, არ დასვათ ეს კითხვა, სატოპკეა – მაშინ ხომ ყველას ყველაფერი ჰქონდა🙂

იმ ქალმა დაამატა – უფასოდ ვსწავლობდით, უფასოდ ვისვენებდით, ცხელი წყალი გვქონდა, სინათლე გვქონდა, გაზი გვქონდა, ყველაფერი კაპიკები ღირდა, იკრა გვქონდა, მაგრამ… მაინც არ გვინდოდა, მონები ვიყავითო ამბობენ და ახლა სამაგიეროდ ხომ ვართო… და აღარ დაამთავრა. ამოიოხრა და გააჯვა. დიახ, გააჯვა, ზოგადად არ ვარ უზრდელი, თუ დამიჯერებთ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ჩამყაყებული ტექსტის მეათასედ მსომენით შეუგნებელი ადამიანებისგან და იმ მომენტში რაც იმ ქალმა გააკეთა, სწორედ ეს იყო – გააჯვა.

ბოლო ბოლო, ჩემი რიგიც მოვიდა. ჩუვაკს იმ წუთას ფეხებზე ეკიდა ეპისტოლეც, იკრაც, აფხაზეთიც… იმენნა პახმელიაზე სურდა საუბარი და გუშინდელ ღამეზე, რადგან მისი ორი ძმაკაციდან ერთს ისევ ეძინა, მეორემ კი წეღან ნახუიზე გაუშვა. შესაბამისი პოზით და ჯღანვით წრუპავდა თავის არგოს და მელაპარაკებოდა – ძველი ბიჭები კიდევ თუ არსებობდნენ არ ვიცოდი – სასაცილო აქცენტითა და ბავშვური აღშფოთებით მითხრა. მე სრული სერიოზულობით ვუპასუხე – კი, ახალი ტალღაა წამოსული, ისევ წამოყვეს თავიმეთქი. არაო, ჩემზე ერთი წლით პატარებიო, საუბარში გავარკვიე გუშინო. საქმე რაში ყოფილა:

-კაროჩე, პლეხანოვზე, აი ბავშვების თეატრი რომ არის ხომ იცი? (მე თავს ვუქნევ) მანდ ცხოვრობს სამი ზანგი მაგარი მუტელი. პლეხანოვზე სულ სეირნობენ და ჩვენც ზაკაზად, დალევის მერე დავაწექით, გაიჩითნენ და გავყევით. ეზოში რომ შეუხვიეს, ვიღაც ბიჭები იდგნენ და იმათ ვკითხეთ, ეს მუტლები ვინ არიანო, თან იცი რა მაგრა აცვიათ?(და მითხრა რაღაც კრეტინობები, რაც დავასკვენი, ელასტიკები აცვიათ, შემოტკეცილი და ჭრელი რაღაცეები) ჰოდა, დაიწყეს კაჩაობა, რა უბნელები ხართო და რაღაცეები… ჰეჰ, მეთქი თქვენ სად იყავით მე რომ ვკაჩაობდი. – აი ამ ბოლო სიტყვებზე ვერაფრით ვერ შევიკავე ღიმილი, მაგრამ ვერ დაინახა.

რას კაჩაობდი, სად კაჩაობდი… 5 თეთრს იღებ ქსეროქსში შეჩემა, იცხოვრე ნორმალური ადამიანივით და დაეტიე შენს კანში რა. ისეთ ტიპებს უნდა ჯობდე და ერეოდე, ის კი არ უნდა გინდოდეს რომ ჰგავდე… კი არსებობენ ეგეთებიც ,გამოსწორებულები’, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ქსეროქსა არაფერსაც არ კაჩაობდა არასდროს არა? თან ისე სასაცილოდ თქვა ესეც… ხომ ვამბობ, კაი ჩუვაკია, პროსტა ცოტა გამოყლევებული.

ბოლოს სინანულით დაამატა: ,,ჩემი ძმაკაცი დაჟე იქსპიატით მივიდა იმ ზანგებთან, თან მაგან ინგლისური მაგრა იცის, მაგრამ არაფერი გამოვიდა”. ბოლომდე გავმხიარულდი, სულ აღარ მახსოვდა აფხაზეთი. თუ ,დაჟე იქსპიატით’ მივიდა და თან ინგლისური მაგრა იცის, იასნია ,შოკოლადკები'(ასეც უწოდა) მანქანაში ჩაუხტებოდნენ ეგრევე. როგორ ბნელა ეს დედამოტყნული ჰა?😀
გავიგეთ, მიშას ჩამოუყვანია ეგენიო და სამინისტროში თუ სადღრაც მუშაობენო, ჩაიცინა, მერე ისევ დასევდიანდა და ფიქრი გააგრძელა, ალბათ იმაზე თუ X5-ის მერე რითი უნდა მისულიყვნენ ,ძმაკაცები'(ლოგიკურად X6-ით). მე წამოვედი, სასამართლოში მეჩაქრებოდა. სამართალი… ეს კიდევ ცალკე თემაა, სასაცილო ან სატირალი.

პ.ს.
გუშინ ღამე ჩემი ქუჩის დასაწყისში პური ვიყიდე, ბარდნიდა, ქუჩის შუაში რომ ვიყავი მისული, ვიღაც გოგო, სადღაც ,ტრიცატსჩემტა’ მიუახლოვდა თავის ბმვ-ს, თან ტელეფონი მიიტანა ყურთან და უცებ დაბოხებული, აცეტებული და ტყლარჭია ხმით თქვა: ,,თოვლი მოდის არე მარეეე… განა მართლა, რას შვები? ა პატომ? კაი, მაშინ მოვდივარ”. ეს ყველაფერი თქვა დაახლოებით 6-8 წამში. იმ მონაკვეთში და შესაძლოა მთლიანად ქუჩაზეც, მხოლოდ ჩვენ ვიყავით იმ მომენტში. არ ვიცი ქალს ელაპარაკებოდა თუ კაცს, არც აქვს ამას მნიშვნელობა.  კითხვებს სვამდა და პასუხებს არ ელოდებოდა, ძალიან აცეტებული იყო, ხმას იცვლიდა, იტყლარჭებოდა, თან ბმვ ჰყავდა ანუ ყველა წინა პირობა ჰქონდა ქალს იმისა, რომ მე არ მომწონებოდა, თან ძალიან არ მომწონებოდა, მაგრამ გულიანად გამეცინა და გავხალისდი… ეს იყო მშვენიერი არსება. შეიძლება მაგარი ქენქერა გოგო იყო, შეიძლება უპასუხისმგებლო, ბოროტი, შტერი(ბევრი ცუდი შეიძლება ვივარაუდოთ, ყველაზე უარესიც რომ ყოფილიყო)… შემეცით და აი ისეთ ქალებს მირჩევნია, მილიონჯერ მირჩევნია!

პ.პ.ს.
და საერთოდ, ბოლო დროს მოკლეთმიანი გოგოებიც მომწონს, ადრე არ მომწონდა… მაინც ვთვლი, რომ ქალში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გრძელი სწორი თმაა, მაგრამ ბოლო დროს აშკარად დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე, რომ თუ გოგოს კარგად აქვს თმები მოკლედ, უხდება, ძალით პროტესტის და ძალით რაღაცეების გამო არ აქვს შეჭრილი, ძალიანაც მომწონს. ვაბშე გემოვნება შემეცვალა, შაქრიან მაკარონს ვეღარ ვჭამ ამის დედა ვატირე.

Written by 1myway1

January 19, 2012 at 7:11 pm

Posted in Uncategorized

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გუდმენ ჩემი დაქალი სადაა :დ კარგად ხარ :დ

    Kristi Nea

    January 19, 2012 at 10:56 pm

  2. ეგ გადატანითი მნიშვნელობით გითხარი კაცო, ხისთავიანი ხო არ ხარ არა?😀

    1myway1

    January 19, 2012 at 11:02 pm

  3. gadatanitac da pirdapirac sheni dakalicaa da zmakacic tu kaia😀

    Kristi Nea

    January 20, 2012 at 12:11 am

  4. kinagam gamikvirda me egeti “vishi klasis” dakalebi rodis myavda (chuckle)

    Kristi Nea

    January 20, 2012 at 12:12 am

  5. შაქრიანი მაკარონი😀

    კარგი პოსტია🙂

    დათა

    January 20, 2012 at 6:17 am

  6. ცქნაფა დაიკარგე აქედან😀

    ბავშვობაში როგორ მიყვარდა შაქრიანი მაკარონი…

    1myway1

    January 20, 2012 at 3:03 pm

  7. მომეწონა, მართლა ვიხალისე ამ პოსტის წაკითხვისას😀 განსაკუთრეებით ის მომენტი მომეწონა, როცა ქსეროქსა იმ გოგოების უბნელებზე ყვებოდა :))

    alix96

    January 21, 2012 at 12:54 am

  8. )))

    1myway1

    January 22, 2012 at 5:11 pm

  9. share funqcia daamate ra😀

    EveLin

    February 6, 2012 at 8:10 pm

    • შენი ხათრით გავოგებ როგორ ხდება და დავამატებ )))

      1myway1

      February 8, 2012 at 12:37 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: