1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მე-9 სართული

with 9 comments

რა სახის ბნელი, გოიმი და მეშჩანი არ მინახავს და ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზნად თუ ჩვეულებად იქცა, მათთან ბრძოლა ან უბრალოდ, მათზე გაბრაზება და ტყუილა ნერვების მოშლა, იმის მიხვედრის მერე, რომ ძალიან შორს ვართ და დიდი ხანი არაფერი გვეშველება. თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ და მაინც გამოვდივარ ხოლმე წყობიდან.აი რამდენიმე დღის წინ კი ისეთ რამეს შევესწარი, რომ ულაპარაკოდ მოწინავე პოზიციებზე გადავიყვანე რეიტინგში. მოთხრობის დაწერა მინდოდა, კარგი მასალაა, მაგრამ ვერ მოვითმინე და უნდა გაგიზიაროთ, მოთხრობად შეიძლება მერე გადავაკეთო. მივყვეთ ეტაპობრივად, ოღონდ გთხოვთ, რომ კულმიაციასთან მისვლამდე სულ რომ არ დაგაინტერესოთ და დაგეზაროთ, მაინც ბოლომდე წაიკითხეთ, თორემ არნახულ სიამოვნებას გაუშვებთ ხელიდან.

1. ფსიქოლოგიური ფონი: აუცილებელია გითხრათ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა ეს მოხდა. ვეცდები, მოკლედ მოგითხროთ. მას მერე რაც ამჟამინდელი ლინზებით ისე ვეღარ ვხედავდი და ჩავთვალე, რომ მხედველობა კიდევ უფრო გამიუარესდა, ჩვენში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკას მივაშურე. დამჭირდა, სამსაათნახევრიანი პროცედურები. განსაკუთრებული და ახალი ფაქტობრივად არაფერი უთქვამთ. ერთადერთი, ხანდახან ფეხბურთი ითამაშე მსუბუქად(თავით თამაშის გარეშე, დარტყმულის მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტია), აბა სულ ისე ხომ არ იქნებიო, თუ არ ისუნთქე რაღა გამოვიდაო. ოღონდ თავის ტრავმებს ერიდე, მკვეთრ მოძრაობებს, ხტუნაობას და ასე შემდეგო. არ შეიძლება, მოტოციკლეტი, ველოსიპედი(მხოლოდ ტრენაჟორი ან ტრეკზე, სწორ გზაზე), ცურვა კი ბატონოო, ოღონდ ყვინთვის გარეშე(ცურვა არ ვიცი კსტატი). კომპიუტერი შეზღუდე, ეცადე ფილმებს ტელევიზორში, შორიდან უყუროო. ალკოჰოლი მაქსიმალურად შეზღუდეო, არაყი განსაკუთრებითო(კიდევ ერთი მძიმე დარტყმა). თან ცხრა პარასკევი აქვთ, ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. თურმე ზომიერი ვისკი სასარგებლოც კი ყოფილა თვალებისთვის🙂 გამიხარდა. მოკლედ, ალკჰოლი ცოტ-ცოტა და ასე თუ ისე ხშირადაც მოსულაო, მთავარია ბევრი არ იყოს და არაყს ერიდეო(მეორემ თქვა სულ თუ არ დალევ კაიაო). უპირველეს ყოვლისა, არ ინერვიულო და რაც მთავარია, სიმძიმე არ აწიოო, გამორციხეო, მაქსიმუმ 2 კილოო. რაც მთავარია, არანაირი ოპერაცია რაიმეს გასაუმჯობესებლად არ არის, ეს ბადურა, ყველაზე მარაზმი რამეა. უბრალოდ, უნდა მოუფრთხილდეო. კიდევ უფრო წვრილმანებზე აღარ გადავალ, თორემ ბევრი იყო. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მარჯკვენა თვალში -25 ყოფილა უკვე მარცხენაში -27 და ზემოთო😀 სისცხლჩაქცევა მარცხნივ გაწოვილია, მაგრამ ნაკვალევი რჩება, რაც გამოსახულებას ბრიცავს, მოკლედ მარცხენა თვალში პოლნი პიზდეცია. კონტაქტური ლინზის მერკებითაც მომიმატა მინუსი ექიმმა, მარჯვენაში -14 და მარცხენაში -16. თან დამამშვიდა, კი არის -25 და მეტი, მაგრამ სამაგიეროდ კომპენსირებული გაქვს, ლინზით მაინც ხედავ ასე თუ ისე და ზოგს -10 აქვს და ვერაფერს ხედავსო. ჩვეულებისამებრ კინაღამ წამომცდა – მაგარი კომპენსირებულია შეჩემათქო – მაგრამ არ წამომცდა და უბრალოდ, გავიღიმე. ამ მომატებული ლინზებით, წესით რეპორტაჟების წაყვანა არ უნდა გაგიჭირდეს და ნომრები უნდა დაინახოო… ვნახოთ, ვნახოთ. ფაქტია, პროგრესირებს, უფრო ნელა, მაგრამ მაინც და როდის სადამდე წავა ვინ იცის. მეთქი, თუ არ გაჩერდება 40 წლამდე მაინც მაცალოსთქო და ეწყინათ, რა ხაზი გადაგვისვი, მე მგონი 40 წლიდან იწყება ცხოვრებაო, არადა მე ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე, მაგრამ მაინც ძალიან ისე მომივიდა, 50 უნდა მეთქვა )) ერთხელ ჩემი მეზობელი, თითქოს წერსიერი კაცი დათვრა და ვიღაც მესნი წწ-ს(ანუ ძველ ბიჭს) და წამლის მოყვარულს გაუჭედა – მე რომ 50 წელზე მეტი ვიცხოვრო მაინც გრეხიაო – ეგ ბაზარია რა. ისე გადაცდა უკვე 50-ს.

2. მარაზმის დასაწყისი: მოკლედ, ეს ყვერლაფერი კიდევ ერთხელ მოვისმინე და თვითირონიით გაჟღენთილი, არც ისე კარგ ხასიათზე ვზივარ, რათა ბოლოსწინა პროცედურაზე შევიდე. თავადაც იცით, რომ ადვილი არაა გაძლება სამსაათნახევრიდან ორსაათნახევარი ლოდინი რომ გიწევს, მით უმეტეს ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის. ყველა პრობლემა გავიწყდება და მთავარი სატანჯველი სწორედ ეს უაზრო ლოდინი ხდება. რიგი საკმაოდ დიდი იყო. მე თავს ვირთობდი პატარა საყვარელი კიკინიანი გოგონათი, რომელიც თვალებს მალავდა ექიმის ყოველ გამოჩენაზე და გაუჩერებლად ტიროდა. მერე დედამ თმები გაუშალა და სასწაულად საყვარელი პატარა ქალი იყო, ბოლოს პროტესტის ნიშნად სახლში არ მიყვებოდა დედამისს. თან დერეფანში შავგვრემანი უმა თურმანის მსგავსი ექიმი დადიოდა, გასაწკეპლი, სტერვა გამომეტყველებით და ვათვალიერებდი, ნეტა ამან ჩამიტაროს რამე პროცედურათქო. თან ,ტერმინატორის სათვალეები'(იხ. ჩემი სათვალე სურათზე, ეს კიდევ შეთხელებული შუშებითაა😀 ) მეკეთა, აბა ლინზებით ყოფნა ამ კვლევების დროს არ გამოდის. ამ დროს დერეფანში გამოჩნდა ჩქარა და მტკიცე ნაბიჯებით მომავალი ქალი…

3. მშობელი – დედა: მოვიდა პროვინციელი ქალი, ჯერ იკითხა ქალბატონი რ ამ კაბინეტშიაო? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კარი ეგრევე შეაღო. იქ უთხრეს ერთი წუთითო. ცოტა ხანში, ცეტი და ნერვიული ექთანი გამოვიდა და ქალბატონს უთხრა გისმენთო – ამან დაიწყო რაღაცის სწრაფად მოყოლა და აუხსნასავით, რომ ,დარეკილია’ და სასწრაფოდ უნდა მიიღონ ,ბავშვი’. იმიტომ, რომ ცუდად ხედავს და ურჩიეს რ რაც მთავარია დარეკილია. ექთანმა გასაგებიაო, ცოტა ხანი დაგვიცადეთო. მერე, ეს ექთანი სადღაც წავიდა და ეს ,დედა’ ხომ ხედავს, რომ გარშემო ამდენი ხალხი ვსხედვართ არა? მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს და დაახლოებით 3 წუთში მივიდა ისევ იმ კართან, შორს გასძახა შვილს – მოდი დედიკო აქ დავიცადოთო და შეაღო კარი… ნუ აი ჯერ, ცოტა რამის რიდი ან შეგნება ხო უნდა გქონდეს? შიგნით პაციენტი ხომ არის? ხო შეიხედე და ნახე რო ადგილი არც ისე დიდია თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ გითხრეს მოიცადეო? რატო არიან ეს დედანაქაჩები ასეთი ნაგლები ამიხსენით რა? და რატომ არ გამოდის სხვანაირად ამ ქვეყანაში? უცებ დერეფანში ექთანი გამოჩნდა და რასაც ჰქვია დაიჩხავლა, ქალბატონო ხომ გითხარით ცოტა ხანი დამიცადეთ არაო… უი, უი ბოდიში გენაცვალეო და გამობუნძულდა უკან. უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

4. ვახ სოფელო, რა შიგან გაქვს: სიტუაცია თავიდანვე არ მომეწონა, რადგან საკმაო ხანი მქონდა რაღაც საშინელება ჩაწვეთებული, თან მეჩქარებოდა და ვერ ვიტან როცა ვინმე ურიგოდ ცდილობს გაძრომას. თანაც როცა დარწმუნებულნი არიან რატომღაც, რომ მათ გარდა პრობლემა არავის არ აქვს და სხვებზე მაღლა დგანან და სხვებზე წინაც უნდა წავიდნენ. ძირითადად ეს ამბიციურ პროვინციალებს ახასიათებთ. ძვირფასმა დედამ დაიწყო რეკვა. ჯერ დაურეკა მეუღლეს, ააფორიაქა, არაფერი არ მომხდარა და უკვე პანიკას ტეხდა. ბოლოს მიაძახა, რამე რომ მოხდება დაგირეკავო, არაფერი არ გვინდა ყავა წამოიღე მარტოო. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ბავშვი, მოჰყავდა, ვიღაც ბიჭს(როგორც შემდგომ გაირკვა ქმარს). მთელი დერეფანი ააწრიალა კვნესით და კუთვით – ვაიმე რა ცუდად ვარ, ვაიმე როგორ მტკივა, ვაიმე რა ვქნა, ვაიმე სახლში მინდა, ვაიმე თვალი, ვაიმე ვერაფერს ვხედავ. შემიძლია დავიფიცო, რომ მინიმუმ ნახევარი აქედან იყო გამუქებული, რადგან როცა უნდოდა ძალიან ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. დაჯდა ზუსტად ჩემს პირდაპირ და რასაც ჰქვია ყველა შეაწუხა, არცერთი წამით არ გაჩერებულა. თან რომ ატყობ ყალბ რეაქციებს და ნერვები უმაღლეს დონეზე გეშლება + ეგეთი ტიპაჟის გოგოების ატანა არ მაქვს. ქუდის ნერვიულად თამაში დავიწყე, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რამე არ წამომცდეს ჯობია წავიდეთქო, მაგრამ ამდენ ნაწვალებს წყალში ხომ არ გადავყრიდი.

5. გონორი: სწორედ ასეთ ხალხს აქვთ ყველაზე არანორმალურად გამაღიზიანებელი გონორი, აი ისეთი აბსოლუტურად წყნარად რო იყო, და ბოროტება არასდროს რომ არ გქონდეს ჩადენილი, რამეს გაგაკეთებინებენ. ვერ აღვწერ რამდენი იწუწუნა ამ გოგომ, ტვინი გახვირტა უმაღლეს დონეზე. ამას ისევ, იმ ასაკოვანი წყვილების მოსმენა მერჩივნა, რომლებიც საყვარლად განიხილავდნენ, რას ნიშნავს ლოთი – იმას, ვინც ხშირად სვამს თუ იმას, ვისაც აკანკალებს სასმელის გარეშე თუ ორივეს? ერთი ბებო ძალიან პრადვინუტი იყო სხვათა შორის და იცავდა ვიღაც ტიპს, რომელსაც თურმე დიდი ხელფასი აქვს და როგორ შეიძლება ლოთი დაუძახო, მართლა ლოთი რომ იყოს ვინ გააჩერებდა სამსახურში და ვინ მისცემდა ამხელა ხელფასსო, მე ის ტიპი შორიდან დიდად არ დამევასა, მაგრამ ამ ბებოს ვბალელშიკობდი. ჩვენ კი დავუბრუნდეთ ,ბავშვს’, რომელმაც ახლა უკვე თავად დაურეკა მამამისს და აცნობა, რომ ჯერ კიდევ ელოდებიან! მერე დაამატა, რომ 2 ლარი ჩაურიცხოს 593-ზე, თან არანორმალურად რბილი ლ-ებით მეტყველებდა და გული შემეკუმშა, ჰაერი აღარ მყოფნიდა.

6. ისტერიჩკა ექთანი: რა ვქნა, ცოტა ,ვულგარული’ მხარე გავუღე ჩემს ფანტაზიას და მომეჩვენა, რომ ამ ანერვიულებული ექთნის მთავარი პრობლემა სექსის უკამრისობა იყო. გამოვიდა თუ არა ოთახიდან, იმ წუთას ვკითხე აღარ დამადგება საშველითქო? ასე ,გოიმურად’ არასდროს ვიქცევი(და ხშირად ამის გამო ვიჩაგრები), მაგრამ ეს ახლა სპეციალურად გავაკეთე, ჯინაზე, იმათ გასაგონად. ხო უნდა გამოვიდეს პაციენტი, რომ შეხვიდეთო – ნერვიულად მიპასუხა ექთანმა, მერე კი მიუბრუნდა დედას და უთხრა, ცოტა ხანი უნდა დაიცადოთო. აი აქ ატყდა პანიკა… ,დედა’ ელაპარაკებოდა უცნობ დედა-შვილს ამ თავისი ,ბავშვის’ თ-ს პრობლემაზე(სახელი და გვარი დავიმახსოვრე ამ გოგოსი), უცებ ეს შენი ბავშვი გასტერვდა და მიახტა დედამისს – მოკეტე ეხლა, რო წაგიგდია ენა და ელაპარაკები მაგათ, ვითომ შენი დაქალი იყოსო, მოეთრიე აქ და დაჯექიო(ზუსტად ასე) – არანაირი პატივისცემა ან არანაირი მორიდება არავის მიმართ… მარტო თვითონ იყო იქ ვითომ, მარტო თვითონ ჰქონდა პრობლემა(იმ წუთას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაბშე არაფერი სჭირდა, მაქსიმუმ -1 ან -2, დიდი შანსია ასეც იყოს, მაგრამ მერე, რაღაცეები გაირკვა). თან სწორად გამიგეთ, იმას კი არ ვამბობ, რომ – როგორ გაუბედა უფროსს – და მსგავს სისულელეებს, უბრალოდ, რატომ? რისი გულისთვის?

ბოლო ბოლო არ გრცხვენია შეჩემა? ორი შენხელა სათვალე მიკეთია. გვერდზე მოხუცია, საერთოდ ვერ იყურება თვალებიდან… კარგიი რა – ვფიქრობდი ჩემთვის და წარმოვიდგენდი, როგორ არ აწყენდა გემრიელი მიტყეპა ამ არსებას.

7. ,დარეკილიამ’ არ გაჭრა: გაგრძელდა რეკვები. დედასაც არ მოეწონა, რომ თურმე რაღაც ანკეტაა შესავშები და თან რიგის გარეშე არ იღებენ ,ბავშვს’. დაურეკა იმას, ვინც გამოუშვა აქ. იმას ეტყობოდა, რომ ესენი ასევე ვიღაცამ მიუგზავნა და უარი ვერ უთხრა, აქ კი იმხელა ვლასტი არ ჰქონდა, რომ ეგრევე მოეყომარებინა ყველაფერი და რაღაც გაუგებარ წინადადებებს ეუბნებოდა ტელეფონში ანუ როგორც ხდება ხოლმე – კლასიკა ჟანრა. დედა მიხვდა, რომ სხვა გზა არ იყო, მადლობები გადაუხადა, ბოდიშიც მოუხადა შეწუხებისთვის და დაემშვიდობა – მერე უკმაყოფილომ დაამატა, მასე ,ჩემთანაც'(ეს სად არ ვიცი), არ იყო  ცუდი ექიმიო, რაზეც მონსტრი ,ბავშვისგან’ მიიღო თვალების ბრიალი. როცა უკვე მემილიონედ იწუწუნა ამ გოგომ და პრეტენზიულად იკითხა – როგორ, ესენი ყველანი უნდა შევიდნენ და მერე უნდა შევიდე მეო? – ძალიან ცუდად გავხდი, ენაზე ვიკბინე, რომ არაფერი მეთქვა. ის ის იყო რამე წამომცდებოდა(თან წინადადებებს ვალაგებდი თავში, დელიკატურად მიმესხა თუ აგრესიულად, ვერ გადავწყვიტე), ექთანმა კარი გააღო და თქვა – შემობრძანდით და მშობელიც შემოვიდესო. თ-მ ისევ ვერ მოითმინა და აუ წავედით წავედითო ატეხა წივილ-კივილი, მისი საცოდავი ქმარიც კი გამოვიდა წყობიდან და ლამის იყვირა – ხო, მოიცადე ცოტა ხანი და წავალთო.

8. კულმინაციის მოახლოება: შევედი თუ არა რ-სა და მის ექთანს განვუცხადე, კიდევ კარგი მიშველეთ, თორემ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, რა ძნელია ასეთების ატანამეთქი. ეს საშინელი გოგო ვინ არის, გამაგიჟა ცუდად გავხდიმეთქი და დავამტე, ძალიან ძნლები არიან სულით პროვინციელებიმეთქი. აი აქ უკვე საბოლოოდ გაიყარა ჩემი და ექთნის გზები, ჩათვალა, რომ მე ვარ ცუდი, ბოროტი და ასე შემდეგ. კი მაგრამ რა მოხდაო… მეთქი ააწრიალა ყველაფერი, თითქოს მის გარდა პრობლემა არავის ჰქონდეს, აქ კინაღამ კარი შემოანგრიეს და ცუდად გამხადესთქო. მე ვიფიქრე რამე კიდევ ხომ არ მოხდა, ასე აგრესიულად რომ განეწყვეთო – არა, ესეც საკმარისი იყომეთქი. რ-მ რომელმაც პირველად ცივად მიმიღო, რადგან ისე უბრალოდ(მეც უაზროდ მომივიდა), რამდენიმე მისი ნაცნობი ადამიანი ვუხსენე, ახლა უკვე დამოკიდებულება შეცვალა და დათბა – ეჰ, თქვენ არ იცით დღეში რამდენი ეგეთის მიღება მიწევსო. მითხრეს აქ დაწექიო და რაღაც საშინელება(თურმე გამაყუჩებელი) ჩამაწვეთეს, თვალები ამეწვა… სკამზე გადმოჯექიო და თან ექთანმა დაიძახა, მშობელი სად არისო(ესენიც მაგრები არიან, ცოტა გაუგებრად კი თქვეს), იმათ ეგონათ, რომ ჩემ მშობელს ეძახდნენ და ,დედამ’, მე მაგისი დედა არ ვარო… ვიცით ქალბატონო, თქვენ გეძახით, რომ აგვიხსნათ რაშია საქმეო.

მე-9 სართული – მარაზმის პიკი: რ.თ.-მ ჰკითხა აბა ქალბატონო, რა არის ასეთი საჩქარო მითხარითო და დაიწყო…

-ბავშვს უცებ გაუუარესდა მხედველობა – დაიწყო დედამ.

-რამდენი წლისაა ბავშვი? – იკითხა რ-მ

-20-ის. რაღაც პერიოდის წინ გვყავდა ექიმთან და ბოლო 2 ხაზი ვერ დაინახა.

-მერე რა – ღიმილით თქვა რ-მ. ბოლო ორი ხაზის ვერდანახვა აი იცით როგორი არაფერი არ არის? ახსნაც ძნელია😀 მარტო ბოლო ორ ხაზს რომ ვერ ვხედავდე რა ბედნიერი ვიქნებოდი😀

-ეს ადრე იყო. ახლა კი ერთი 4 დღის წინ უცებ ვერ დაინახა კარგად და შეგვაშინა. 5 დღეა რაც გათხოვდა ბავშვი, მე კი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ… -აქ რ-მ შეაწყვეტინა.

-მერე აქამდე რატომ არ მოიყვანეთ?

და იცით სად ჰყავდათ პირველ რიგში ,ბავშვი’?

არსად? -არა.

რომელიმე სხვა თვალის ექიმთან? – არა.

ბევრმა შეიძლება დიდი ხანი იფიქროთ და ვერ მიხვდეთ, მაგრამ აი შენ სწორად მიხვდი… დიახ, დიახ – გინეკოლოგთან!

რატომ? როგორ თუ რატომ… ბავშვი ხომ 5 დღის წინ გათხოვდა, ესე იგი სექსი ჰქონდა და ეს ხომ ,ხიხიაა’, ალბათ მაგის გამო დაკარგა მხედველობა, აბა როგორ შეიძლება სექსი, თან დედა წინააღმდეგი იყო😦

მაგრამ ეს ყველაფერი როდია, მთავარი წინ არის მეგობრებო…

-ჯერ გინეკოლოგთან გვყავდა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მერე ნევროპათოლოგთან, ძალიან განერვიულებული იყო ბავშვი – აღნიშნა დედამ. -მე ვერაფერს ვერ ვხედავდი და ყურაბამდე გაღიმებული ვიჯექი, სულ არ მაინტერესებდა მხედავდა თუ არა ის ქალი. ღიმილი ვერც რ-მ შეიკავა.

-კი მაგრამ, ლოგიკურად თუ მივყვებით, როცა გოგონას მხედველობა რადიკალურად გაუუარესდა, ჯერ თვალის ექიმთან უნდა მოგეყვანათ…

-ხო, მაგრამ ბავშვი გათხოვდა, არა მე კი წინააღმდეგი ვიყავი, ქალაქში გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთამენთი და…

-სოფელში გათხოვდა? – იკითხა რ-მ.

-კი, ეს ბიჭი სოფელში ცხოვრობს, არადა დედისთვის როგორია, ხომ წარმოგიდგენიათ, ქალაქში, მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, მაგრამ 4 წელი უყვარდათ ერთმანეთი.

იმ მომენტში, რა მოძრაობები გავაკეთე არ ვიცი, ზურგით შემოვტრიალდი და როგორც შემეძლო სიცილს ვიკავებდი. ყოველგვარმა სიბრაზემ გამიარა. ფხუკუნისგან ცრემლი მომდიოდათქო ვერ ვიტყვი, რადგან ცრემლი ისედაც მომდიოდა წამლისგან. ამას აღარ ველოდი, დავიშოკე – მე-9 სართულზე გაზრდილი ბავშვი, გაზულუქებული გათამამებული გოიმის გოიმი, ქალაქში გაზრდილი, თან თურმე მე-9 სართულზე! და ეს მაგარი რომ ჰგონია. შემიყვარდა ის გოგო და პარალელურად ძალიან შემეცოდა მისი ქმარი, შემეცოდა ჩვენი ქვეყანა…

ცოტა ხანი რ-ც შოკში იყო, მაგრამ ყოჩაღი ქალია. კარგით გასაგებიაო – უთხრა დედას და აუხსნა, რომ მას რაც შეეძლო გააკეთებდა. კონსულტაციის ფულს არ აიღებდა, მაგრამ რაღაც პროცედურები გადასახდელი მაინც იქნებოდა. იმ საწყალმა ქალმა, რაღაც თანხა ამოიღო საფულიდან ამის მეტი არ მაქვსო(მომკალით და მგონია, რომ ფული არ იყო მათი პრობლემა და საერთოდ არც იმ გოგოს მდგომარეობა იყო, საგანგაშო, უბრალოდ, ,ხასიათით’ მოსდიოდათ ასე, მაგრამ თას ვერ დავდებ და ვერც დავრჩებოდი გასარკვევად, მეჩქარებოდა). ესენი დაფაცურდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება შეღავათი გაეწიათ. რ-მ აუხსნა, რომ თავიანთი მოვალეობა უნდა მოიხადონ, უპირველეს ყოვლისა თვალები უნდა შეუმოწმონ და მერე იფიქრონ ნევრეოპათოლოგზე და ასე შემდეგ. ბოლო ბოლო ქალი წავიდა ანკეტის გასახსნელად. ის კი არ იცოდნენ, რომ რაღაცის ჩაწვეთების მერე, მინიმუმ ნახევარი საათი კიდევ დაცდა მოუწევდათ და ესეც მხოლოდ პირველ ეტაპზე🙂

კაკ გავარიტსა – როგორც იქნა დავრჩით მარტო😀 საკმაოდ კარგად ავაყოლეთ მე და რ-მ. ექთანი იბღვირებოდა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექთანზე კეთილი, ყურადღებიანი და სამართლიანი ვარ მეც და რ-ც ეგრე იქნება. უბრალოდ, ობრაზი ეჭირა ამ ექთანს, თან მე აღარ ვევასებოდი. მე და რ-მ კი მართლაც კარგად ავაყოლეთ რაღაცეები, ალბათ გაცივდა მე-9 სართულზეთქო ვთქვი და ბევრი კიდევ მსგავსი და უკეთესი, აღარ მახსოვს, რაც არ უნდ იყოს, პარალელურად თვალზე რაღაც დანადგარი მედო😀 რ-ს ეცინებოდა, თან ამატებდა ღმერთო მაპატიეო, თავის გაჭირება ეყოფათ, ის გოგოც ცოდოა უცებ დაკარგა მხედველობაო, იმედია სერიოზული არაფერი იქნებაო. მეც შემეცოდა ყველა, მთელი ის ოჯახი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი სერიოზული არ იყო, და იმედია ასეცაა. აი კიდევ თუ მივალ ამ კლინიკაში კონტროლზე, ვიკითხავ მერე. გინეკოლოგთან მიყვანამ და მე-9 სართულმა გადაფარა, როგორც შემდეგ რ-მ დაახასიათა ჩემი ,ძალიან სუსტი თვალები’ და ,ძალიან დაზიანებული ბადურა’. კარგ ხასიათზე დავშორდით ერთმანეთს. გადავწყვიტე, რომ თუ სხვა ბინაში გადავალ, აუცილებლად მე-9 სართულზე უნდა იყოს. 3 საათში ლინზების ჩასმის ნებართვა მივიღე და ლუდის დასალევადაც წავედი.

პ.ს.

მონსტრ ბავშვსა და დედას კი, მთელი გულით ვუძღვნი შესაფერის სიმღერას

Written by 1myway1

February 18, 2012 at 12:31 pm

Posted in Uncategorized

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ❤ :333

    Annie IronMan

    February 18, 2012 at 12:45 pm

  2. 😄😄 XD)))

    ჩავიხოცე ))))

    nick_el_son

    February 18, 2012 at 1:32 pm

  3. ეს შენი ბავშვი გასტერვდა და მიახტა დედამისს – მოკეტე ეხლა, რო წაგიგდია ენა და ელაპარაკები მაგათ, ვითომ შენი დაქალი იყოსო, მოეთრიე აქ და დაჯექიო

    ამუქებ :)))

    მეორე

    February 18, 2012 at 2:17 pm

  4. ))))))

    მეორე
    გამუქება რომ მინდოდეს, იმდენია გასამუქებელი, რაღა მაგას გავამუქებდი ))
    შენ რომელი ხარ, ,ბავშვის’ დედა რომ ელაპარაკებოდა ის ქალი ან მისი შვილი? )))))))))))

    1myway1

    February 18, 2012 at 2:23 pm

  5. უჰ, ქმარი რაღას უკეთებდა იმ “ბავშვს” :)))
    წარმომიდგენია გინელოკოგთან რამდენი ხალხი მიჰყვებოდა :)) ალბათ მთელი ნათესაობა :)))

    gijmaj

    February 23, 2012 at 12:59 am

  6. ან პირიქით, გასაიდუმლოებულ ვითარებაში წაიყვანეს გინეკოლოგთან, ეგეთი რამეები ხომ ტეხავს, ყველა გაიგებდა რომ ბავშვს სექსი ჰქონდა ))))

    1myway1

    February 23, 2012 at 9:22 am

  7. ვაჰ, აქამდე მე9-ე სართული გოიმობე მეგონა მე, გავითვალისწინებ აბა:დ:დ:დ

    მომეწონა წერის სტილი, კარგად გადმოსცემ სათქმელს. ვ იტოგე” დაგათვალიერებ, აქამდე რატომ ვერ მოვხვდი ამ ბლოგზე მიკვირს:)

    პ.ს აუ ეგეთი ხალხის ატანა ყოველი თვის დასაწყისში მიწევს რა, ბანკში გადასახადებზე. ერთი ნაბიჟით უკან რომ დგახარ რა რიგში და იმ ერთ ნაბიჟშ რო ეკვეტებიან. მერე “სწერვა” გამოვდივარ კიდე:დ:დ:დ

    karamelka

    June 12, 2012 at 12:29 pm

  8. ვ იტოგე მადლობა )))

    1myway1

    June 12, 2012 at 12:40 pm

  9. vai meh!😀😀😀

    Sali...

    June 28, 2012 at 10:42 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: