1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რა? სად? როდის? – როგორც ასეთი

with 36 comments

გადავწყვიტე ყველას გაგაცნოთ ოდნავ დაწვრილებით თუ რა არის სინამდვილეში რა? სად? როდის? და ვინც კარგად იცით, იმათ უბრალოდ გაგამხიარულებთ. მე მგონი გამომივა…

ხალხის უმეტესობისთვის, რსრ(რა? სად? როდის?) ასოცირდება 6 ბანტიან კაცთან(და შიგადაშიგ, უბანტო ქალბატონებთან). ამ ხალხის უმეტესობაში კი ასევე უმეტესობას, ვერც კი წარმოუდგენია, რომ იმ ადგილის გარდა, ეს ადამიანები(და მით უმეტეს სხვებიც, რომლებიც არ ჩანან) კიდევ სადმე იკრიბებიან და თამაშობენ. როცა იგებენ რომ რსრ–ს თამაშობ, გისვამენ სამ სტანდარტულ კითხვას, რომლებსაც შემდეგ მოჰყვება ეგრეთ წოდებული ,პრიკუპები’, გაგრძელებები. ჩვენც ავიღოთ ეს სამკითხვიანი პაკეტი(ასე ეძახიან რსრ–შნიკები კითხვათა ერთობლიობას, რამდენიმე კითხვას ერთად – პაკეტი ))) ) და მივყვეთ.

1). ტელევიზორში როდის იქნები? – შემთხვევების 90 პროცენტში პირველი კითხვა არის ეს. როდესაც პასუხობ, რომ სატელევიზიოში არ ხარ, იბნევიან. ჰგონიათ რომ ატყუებ და არაფერსაც არ თამაშობ. შენ უხსნი, რომ სატელევიზიო არის შოუ, გუნდებიც ,სხვანაირად’ იკრიბება და საერთოდ, ბევრად უფრო საინტერესოა სპორტულის თამაში… აი აქ, აწყდები მეორე პრობლემას, მოსაუბრეს ჰგონია, რომ მიხვდა რაშიც არის საქმე(თან მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში)… ზოგი არც გეკითხება და თავისთვის აკეთებს დასკვნას(ამ დროს თუ ხვდები, თავად უნმარტავ), ზოგი კი გეკითხება – ააა, სპორტზეა კითხვები ხო? – შენ პასუხობ რომ არა და ამ დროს კიდევ უფრო იბნევა, ვიდრე იქამდე იყო დაბნეული. მერე უხსნი, რომ უბრალოდ სპორტული ჰქვია სტილს, თორემ ისე კითხვები სხვადასხვა თემატიკიდან არის(სამწუხაროდ ყველაზე ნაკლები სწორედ სპორტიდან). მერე ზოგი გეკითხება – 6–მდეა? შენ უხსნი, რომ იქ სხვა სისტემაა, ბევრი გუნდი ჯდება ერთ დიდ დარბაზში და თითოეულ გამოცნობილ კითხვაზე, ჩვეულებრივად თითო ქულას იღებს, ხოლო საბოლოოდ ვინც მეტს აგროვებს, ის იგებს. იმართება ჩემპიონატები, რამდენიმე ტურად და ასე შემდეგ. აქ არის კიდევ ერთი განშტოება, ზოგს უკვირს, რომ ყველა გუნდი ერთი და იგივე კითხვებზე თამაშობს, მაგრამ ეს მალე დაძლევადი ბარიერია.

მოსაუბრე საბოლოოდ მაინც გაკვირვებული რჩება იმით, რომ ტელევიზორში არ გამოჩნდები და იწყება მეორე ეტაპი – თავისი აზრის გაცნობა, რომელიც ხშირად არ გაინტერესებს, რადგან სინამდვილეში რეალური წარმოდგენა მას შიდა სამზარეულოზე არ აქვს. გეუბნება რომ არ ევასება ბაქრაძე, რადგან ზედმეტად გაბღენძილია ან პირიქით, გეუბნება რომ მაგარი კაცია ბაქრაძე, ყველაფერი იცის. პროცენტულად პირველი გვარი რომელიც ფიგურირებს ბაქრაძეა. მერე გეტყვის, სხვებზე, გეტყვის, რომ სამი კითხვა გამოიცნო ან იმას, რომ იდიოტური შეკითხვებია, ასევე ხშირად ფიგურირებს მამა – მამაჩემმა იმათზე მეტი კითხვა გამოიცნო. ეთანხმები თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა ენაზე საუბრობთ იმ მომენტში. ამიტომ, ცდილობ, ეს მონაკვეთი ყველაზე მალე გაიარო და საერთოდ მორჩეს ამ თემაზე ლაპარაკი.

პასუხი: ახლა კი ვცადოთ მოკლედ და შედაებით სერიოზულად ვუპასუხოთ ამ კითხვას. დიახ, მეგობრებო სატელევიზიოს გარდა არსებობს რსრ–ს სპორტული ვერსია, ჭეშმარიტი რსრ, როგორც შეიძლება ვუწოდოთ. ამ შემთხვევაშიც გუნდში 6 მოთამაშეა, რომელთაგან ერთ–ერთი კაპიტანია, არჩევს ვერსიებს და წერს საბოლოო პასუხს. დიდ დარბაზში სხდებიან გუნდები, წამკითხველი კითხულობს კითხვებს, გუნდს ეძლევა 1 წუთი. როცა რჩება ბოლო 10 წამი, წამკითხველი იწყებს ხმამაღლა ათვლას ათიდან ნულამდე. გუნდმა პასუხი უნდა დაწეროს ფურცელზე და ჩააბაროს ,ლასტოჩკას'(ამაზე მერე), დაგვიანებული პასუხი არ მიიღება. არის სპეციალური ,ორგკომიტეტი’, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ჩატარებას.  წელიწადში ორჯერ იმართება თბილისის ჩემპიონატი, ამჟამად 4–ტურად. თითო ტურში ამჟამად 48 კითხვაა(რაოდენობა ხშირად იცვლება). არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა და ასე შემდეგ. ამ ლიგებში ისმება სხვადასხვა კითხვები, ყველა ლიგას ჰყავს თავისი რედაქტორი(ადამიანი ვინც არჩევს და ზოგჯერ ადგენს კიდეც კითხვებს). იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რსრ–ს ბუმია, საქართველოში ოფიციალურად ყველაზე მეტი გუნდია დარეგისტრირებული. აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის და აბსოლუტურად ყველა თამაშობს, თუ როგორ თამაშობს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი ლიგა და ძალიან ბევრი გუნდია. სხვათა შორის, ეს არ არის ცუდი. ასევე წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, იმართება ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი და ბათუმში ამიერკავკასიის ჩემპიონატი, სადაც ჩამოდიან აზერბაიჯანელები და სომხები. ამ ტურნირზე ჩვენ და ისინი ერთმანეთს ვეჯიბრებით რსრ–ში, ბრეინში, სვაიაკში, ფეხბურთშიც კი… ამ თქვენთვის უცნობ სიტყვებს მერე აგიხსნით, ქვემოთ. რაღაც მასპინძელივით კი ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში სტუმარი ვარ და რიგითი მოკვდავი გახლავართ, ამიტომ, სხვანაირად არ გაიგოთ. ისე კი კლუბში ბევრნი არიან ღმერთები, ნახევარღმერთები, უკვდავები… ეს ნახევრად ხუმრობით, თავისი სიმართლის მარცვლით. აქ არიან ადამიანები, ვისაც სასაცილოდ დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ჰგონიათ, რომ ,რაღაც ისეთების’ ცოდნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ბლაბლაბლა. თუმცა არიან ძალიან კარგი ადამიანებიც, ჩვეულებრივი მოკვდავებიც. ერთი სიტყვით სექტაა, ჯამში დადებითი და კარგი სექტა🙂

2). რო მოიგებ რას გაძლევენ? – ეს ასევე ერთ–ერთი პოპულარული კითხვაა. პასუხობ რომ არაფერს… და ცოტა ხანი არის დუმილი. მოსაუბრეს უკვირს – ისე თამაშს რა აზრი/მუღამი აქვს? – ფიქრობს თავისთვის. მთავარი დეტალი ამ დროს არის, რომ პასუხობ – არაფერს – მაგრამ იმას აღარ ეუბნები, რომ ფულს აქეთ იხდი რათა ითამაშო, რადგან მოსაუბრე უბრალოდ და მარტივად ჩათვლის, რომ დებილი ხარ.  ამას მოჰყვება გარკვეული პროტესტი, უფრო სწორად ძნელია დაარქვა სახელი იმას, რასაც ფიქრობს და გრძნობს ის. იმ დღესვე თუ არა, მერე მაინც იგი აუცილებლად დაგისვამს რაღაც კითხვებს ან კროსვორდის შევსებისას ან უბრალდო ისე, ,გამოცდის’ მიზნით(აბა ერთი რა იცის, ჩემზე მეტი რა უნდა იცოდეს ამანო და ცხადია, კითხვა იქნება აბსოლუტურად არა რსრ–ს ფორმატის). ახლა კი იმ სისულელე ტრივიადორის ბუმია და ესეც დამატებითი მიზეზი და წყარო ,იმ კითხვების’ დასმისა. გეტყვის – აი ხო თამაშობ ,იმას’ და აბა მითხარი რომელი ქიმიური ელემენტი ბლაბლაბლა… შენ რა თქმა უნდა, ეტყვი, რომ არ იცი(აქ ჩემნაირ მოკვდავებზე მაქვს საუბარი, თორემ არის ხალხი ვინც ეტყვის, ეგრე სულაც არ არის აუცილებელი რსრ–ს სექტაში იყო, ეგ რომ იცოდე), შეიძლება ისიც აუხსნა, რომ საერთოდ არ გაინტერესებს ეგ თემა და კიდევ ბევრი თემა არ გაინტერესებს და არ იცი, ცოტა ხანში აუცილებლად გკითხავს, რა ჰქვია უგანდის დედაქალაქს, რამდენია ბიგ–ბენის სიმაღლე, ან რამე მსგავსს… შენ ისევ უპასუხებ, რომ არ იცი და ამას მოჰყვება მისი გულწრფელი აღშფოთება და გაბრაზება – აბა რა რა? სად? როდის?–სს თამაშობ ვერ გავიგე…

თუ ვსიოზნაიკა არ ხარ და ყველაფერზე ან უმეტესობაზე არ უპასუხე, თვლიან რომ არაფერი არ იცი(ზოგჯერ ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის და ამ შემთხვევაში არა ))) ). თუ გაგიმართლა და ,შენი თემატიკა’ მოვიდა და პასუხი გაეცი, უცებვე დაიჯერებენ საბოლოოდ, რომ თამაშობ და თან მაგარი ხარ.  გეკითხებიან რომელ ადგილზე ხარ, წააგე თუ მოიგე(მერე ხვდებიან, რომ მთლად სწორი ფორმულირება არ არის წააგე თუ მოიგე, მაგრამ ატარებენ ამას). თუმცა რაღაც აქაც რჩება – ნუთუ მართლა არაფერს არ აძლევენ გუნდს რომელიც იგებს?

პასუხი: მეგობრებო, მართლაც რომ არაფერს არ აძლევენ როგორც წესი მოთამაშეებს მოგების შემთხვევაში. თუ აძლევენ პირველ სამ გუნდს, ძირითადად წიგნებს, ესეც მხოლოდ ზოგიერთ ტურნირზე. გადასახადი ყველა ტურნირზე მერყეობს კაცზე 5–დან სადღაც 12 ლარამდე. სხვა პატარა გადასახადებია სვაიაკში, რომელიც ცალკე თემაა და ვრცლად არა, მაგრამ მოკლედ, როგორც შეგპირდით ქვემოთ გეტყვით. ბრეინი, როგორც ასეთი არ ტარდება, იშვიათად. მოკლედ, პატარა გადასახადი ყველგან არის. რაც შეეხება ჯილდოს, სულაც არ გახლავთ აუცილებელი რამის მოგება, მთავარი ჯილდო თამაშისგან მიღებული სიამოვნებაა და თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ხოლმე ზოგჯერ ეს სიამოვნება… მეც ვერ წარმომედგინა, სანამ დაახლოებით 3 წლის წინ შემთხვევით არ მოვხვდებოდი ამ თამაშში. ზოგჯერ ადრენალინის ზღვაა. მეც კი მისწორდება, რომელსაც თავმდაბლობის გარეშე მგონია რომ ჭკუა და აზროვნება არ მაკლია,  მაგრამ ფაქტობრივი ცოდნის დიდი ბაგაჟით ნამდვილად ვერ გამოვრიჩევი და კითხვების უმეტესობაში შანსი მცირე მაქვს(რადგან სამწუხაროდ, კარგი კითხვა დიდი რაოდენობით ჭირს და აქცენტი უფრო ცოდნაზე(+ჭკუა და აზროვნება) კეთდება და არა ჭკუაზე/აზროვნებაზე. თუმცა ვისთვის როგორ, მოკლედ დაახლოებით ასეა), მაგრამ ამ შემთხევაშიც კი, შეიძლება იყო სასარგებლო გუნდისთვის და თან სიამოვნება მიიღო, იმიტომაც არის გუნდური ეს თამაში.  სამაგიეროდ წარმომიდგენია, ვინც ამით ცხოვრობს, იმათთვის კიდევ რა სიამოვნება მოაქვს… დამიჯერეთ, ასეთები ბევრნი არიან. ამ ყველაფრის ძააალიან ზედმეტად სერიოზულად მიღება ცუდია თუ კარგი, ნუ ჩავეძიებით, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. თუმცა ფაქტია რომ ასეთები ბევრნი არიან და ჩვენც უნდა მივიღოთ ისინი, თავიანთი პატარა სამყაროთი. მეტის მოყოლას აზრი აღარ აქვს, რადგან შეიძლება ითამაშო რამდენჯერმე და ვერ მიხვდე ამ მუღამს(თუ მიხვდი ხომ მოაქვს და მოაქვს…), აი მოყოლით კი, მით უმეტეს ბევრს ვერაფერს გაიგებთ.

3). კავეენი გაქვს?/კავეენში რა ქენი? – ესეც მესამე და სამართალი. რატომღაც ხალხის დიდ ნაწილში ხდება რსრ–სა და კავეენის ერთმანეთში არევა. თან ბოლოს შეიძლება ხვდებოდეს კიდეც მოსაუბრე, მაგრამ აღარ გამოასწოროს და მაინც კავეენი იძახოს სულ. შენც ხვდები რომ აზრი  არ აქვს და პასუხობ: ,,ხო, ხო…”. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კავეენი არამარტო შედარებით მოზრდილი ხალხის მასაში შეინიშნება, არამედ საკმაოდ ახალგაზრდებშიც. როგორჩ ჩანს, რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია და კავშირია, უცებ თავისით აკეთებს ასოციაციას და აგდებს სიტყვა კავეენს, თან უფრო ადვილია და მერე სულ ერთმანეთში ერევათ. ოღონდ როცა მოსაუბრე გეუბნება ამ სიტყვას – კავეენი – როგორც წესი ეს ხდება ღიმილის თანხლებით და შეიმჩნევა რაღაც შორეული, არაგამაღიზიანებელი და არაშეურაცხმყოფელი, მაგრამ მაინც მცირე ირონია.

ამოჩემებაზე თუ მიდგა საქმე, რსრ–შიც არის ამოჩემებული თემები და ფაქტები… საერთოდ ამ თამაშში გამოცდილება ბევრს ნიშნავს, სხვადასხვა მუღამებსაც იჭერ მერე, ,გარე დამხმარე ფაქტორებს’  ჩაავლებ. ანგარიშს უწევ ვინ არის კითხვების ავტორი ან რედაქტორი, ამის მიხედვით ხვდები რომ აქტუალური შეიძლება იყოს რომი, საფრანგეთი, ბეგბედერი და ასე შემდეგ. მე მაგაზე არ ,ვმუშაობ’ ხოლმე, მაგრამ ,სერიოზული ხალხი’ ბევრს მუშაობს, მათ შორის ვარჯიშებზეც, რომელსაც ყველა ნორმალური გუნდი(ეჰ…) ატარებს. არის რამდენიმე აქსიომა, აი ერთ–ერთი მაგალითად: არ იცი პასუხი? დაწერე პუშკინი. აუცილებლად მოვა რომელიმე პაკეტში შრედინგერის კატა, ჰამელნი, აზიმოვი, ვარსკვლავური ომები და ასე შემდეგ. ახლა ეშხში თუ შევედი, შორს წავალ და ცოტა თემასაც გადავუხვევ. ამას ნელნელა აგროვებ და ეს გამოცდილება და ბაზა გეხმარება თამაშში, მერე უკვე ინსტინქტურად იღებ კითხვებს, თუ ძალიან მონდომებული ხარ მით უმეტეს. მე მასე სულ არ ვიყავი მონდომებული და ,მობიუსის(თუ ვიღაც ჩუვაკის) ლენტა’ ისე გამოვიცანი, რომ წესიერად არც ვიცოდი მაშინ რა იყო, იმიტომ რომ სხვა ტურნირზეც მოვიდა ამაზე კითხვა და ჩამრჩა, ხოლო მეორედ რო დაისვა, ამოტივტივდა. არის ხალხი, ვინც წიგნების სათაურებს და მოკლე შინაარს იზეპირებს და ბევრი სახეობაა მოკლედ😀 წლებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მე მაგალითად წლები კარგად არასდროს მამახსოვრდებოდა, არადა თამაშში ძალიან გადგება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გიხარია ლოგიკურად გამოცნობილი კითხვა(არა შენი თემატიკიდან, სხვა თითქოს უცნობი თემატიკიდან აღებული უფრო გიხარია), ლამაზი კითხვის აღება, რთული კითხვის აღება… თუ ისეთია, რომ მარტო შენ გამოიცანი(რაც არც ისე ხშირად ხდება და გაკვირვებანარევი სიამაყით ვიტყვი, რომ ერთხელ თუ ორჯერ მეც შემემთხვა), ხომ საერთოდ ორგაზმნარევი შეგრძნებაა.

ახლა კი დავუბრუნდეთ თემას და… ამავდროულად, თანამედროვე პერიოდში პოპულარულია გედევან ფოფხაძე – ბატონი გედი(ღადაობაა რა). მაგალითად, ჩემს სამსახურში(ტელეკომპანია GMG) უფროსობა ხშირად გვეკითხება ხოლმე მე და ჩემს მეგობარსა და კოლეგას ტატო ბაციკაძეს, რომელიც ასევე არის რსრ–ში, თუ როდის გვიწევს თამაში, რადგან კომენტატორებისა და რეპორტაჟების განრიგის შედგენისას გრაფიკი გაითვალისწინონ. კითხვა ასე ჟღერს ხოლმე – როდის გაქვთ გედევან ფოფხაძეობა? გედევან ფოფხაძესთან მიდიხართ? ესენი ბატონ გედისთან მიდიან – და ასე შემდეგ. ამის დასტურად გთავაზობთ, ძალიან სახალისო სურათს, ეს არის დაფაზე გამოკრული განრიგი, რომელმაც საბოლოოდ მიბიძგა კიდეც ამ პოსტის დაწერისკენ. ყურადღება მინაწერს უნდა მიაქციოთ ))))

,,გიორგი ბაქანიძე წავიდა, ტატოს და გირგის კვირას გედევანობა აქვთ. თვალიას ბავშვის კონცერტი, გიგას კი დინამოს მატჩი”.

პ.ს.

მოკლედ – ამ სექტაში ბევრი გრძნობაა, ბევრი ემოცია, ბევრი ქვედა დინება, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, შური, მტრობა და ის ყველაფერი, რაც ზოგადად ყველგან, ცხოვრებაში. თუმცა ჯობია არ დავწვრილმანდეთ და დაე დარჩეს ასე უცნაურად მიმზიდველი, ბუნდოვანი და დამაინტრიგებელი ,სპორტული რა? სად? როდის?’. ბევრს წარმოუდგენია, რომ რაღაც განსაკუთრებული გარემოა, ფრაკები, ბანტები და სხვა დანარჩენი, სინამდვილეში კი ყველაფერი იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ხოლო რთული და ჩახლართული ისეთი რამეებია, რასაც ზუსტად რომ არ ფიქრობთ და ვერც წარმოიდგენთ. მოკლედ, ეს არის და ეს. ბუნებრივია, ნახევრად ხუმრობით და ყველას არც ეხებოდა აქ მოყვანილი მაგალითები, ზოგადი ,ფოტორობოტი’ დავხატე.

ბოლოს კი, გაგაცნობთ ელემენტარულ ტერმინოლოგიას, რადგან თუ შემთხვევით ამ სექტის ცოტა ისეთ წევრებთან მოხვდით, ზემოდან ყურების, დაცინვის და მარიაჟობის საშუალება არ მისცეთ, თავი დაძაბულად არ იგრძნოთ და მომზადებულნი იყოთ. ესეც მცირე ლექსიკონი:

რსრ – როგორც ხვდებით და როგორც გითხარით, ეს უბრალოდ აბრევიატურაა – რა? სად? როდის?

კლუბი – ასე ეძახიან მთელ ამ კომუნას. ინტელექტკლუბიდან ძირითადად მარტო კლუბი რჩება.

პაკეტი – კითხვების ერთობლიობა, რომელიმე ტურნირისთვის, ერთი ტურისთვის. მაგალითად ტურში არის 48 კითხვა და ამ 48 კითხვას ერთად ჰქვია კიდეც – პაკეტი.

სვეჩკა – ეს ერთ–ერთი პირველია რაც უნდა იცოდეთ, როცა კლუბში მიდიხართ. ხშირია რუსული სიტყვები, ისევე როგორც მანქანის ნაწილებში მაგალითად. სანთელს როგორც წესი არავინ იტყვის. სვეჩკა ნიშნავს ისეთ კითხვას(ან კითხვაში გამოყენებულ  ფაქტს), რომელიც უკვე სხვა ტურნირზე დაისვა(ან ის ფაქტი იყო გამოყენებული), კითხვის ფორმულირებაც დაახლოებით იგივეა და მოთამაშეთა გარკვეულმა რაოდენობამ იცის მასზე პასუხი. ასეთი კითხვები შეცდომით და უყურადღებობით ხვდება პაკეტში, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის, რადგან იმდენი კითხვაა დასმული განსაკუთრებით რუსულენოვან რსრ–ში, რომ შეიძლება ავტორს ან რედაქტორს კითხვის შექმნის მერე, შემოწმებისას გამოეპაროს.

ვაპროსნიკი – ესეც მარტივია ანუ თარგმანში – მეკითხვე. ადამიანი, რომელიც კითხვებს ადგენს. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, მაგრამ რთული საქმეა😀 თან ისეთი კითხვის დაწერა რომ მუდმივად უკმაყოფლო პუბლიკას მოაწონო. ტელევიზიასავით არის, დაახლოებით 30%–ს  თუ მოეწონა ესე იგი მაგარია😀 თუმცა კარგი კითხვის დაწერა ნამდვილად სიამოვნებაა(ხშირად ტამაშზე არანაკლები) და იმის ყურებაც, როგორ თამაშობენ შენს კითხვაზე.

რედაქტორი – ადამიანი, რომელიც ვინმეს მიერ დაწერილ კითხვას საბოლოოდ აყალიბებს და უფრო დახვეწილი სახით წარმოაჩენს, რამე ფაქტს უმატებს ან აკლებს და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში რედაქტორი თავადაც არის მეკითხვე, მაგრამ ყოველთვის არა. ამჟამად კითხვების უმეტესობა რუსულიდან ითარგმნება. ჩვენთან ვაპროსნიკები ჭირს, უფრო სწორად ბევრი კარგი კითხვა ჭირს, რადგან თუნდაც ერთი სეზონისთვის ძალიან ბევრი კითხვაა საჭირო.

ლასტოჩკები/მერცხლები – უფრო იხმარება რუსულად – ლასტოჩკა, ლასტოჩკები. აი თუ ქართულად იტყვის ვინმე 99% მარტო მრავლობითში – მერცხლები – მერცხალს არავინ იტყვის. ესენი არიან ადამიანები(უფრო ხშირად გოგონები), რომლებიც თამაშის დროს გუნდების მიერ დაწერილ პასუხებს აგროვებენ და მიაქვთ ,ჟიურისთან’. ხშირად თავად მოთამაშეები(რომლებიც იმ ლიგაში არ თამაშობენ) ლასტოჩკობენ, მაგრამ არსებობენ ,პროფესიონალი ლასტოჩკების’😀
რო იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ხალხია.

დასარიგებელი მასალა/რაზდატკა – ანუ ფურცელი, რომელსა თამაშის დროს მოგიტანენ. შეიძლება იყოს სურათი, წარწერა, ბანერი ან რამე მსგავსი, შეიძლება მასზე რამე იყოს წაშლილი ან არც იყოს. შემდეგ ამაზე აეწყობა კითხვა, შენ კი გუნდელებთან ერთად უყურებ, ფიქრობ და უნდა გამოიცნო.

სვაიაკი – ეგრეთ წოდებული ,სვაია იგრა’. თამაში რომელსაც სხვა პრინციპი აქვს. ძალიან შორს წავალთ დეტალურად რომ ავხსნა, ძნელი არაფერია, მაგრამ ახლა არ გვინდა. მოკლედ გეტყვით, რომ თამაშობს სამი ადამიანი, მოსაფიქრებლად არის დაახლოებით 3 წამი კითხვის დასმის მერე(თუმცა დარტყმა ანუ პასუხის უფლების მოპოვება ნებისმიერ წამს შეგიძლია, სანამ კითხვა დამთავრებულია მანამდეც თუ მიხვდები პასუხს) და არის დასწრებაზე. ყველა კითხვას აქვს თავისი ქულა (5 ნომინალია თითო თემაში), თუ სწორად პასუხობ იმდენ ქულას იწერ რამდენიანი კითხვაც არის, ხოლო თუ არასწორად, პირიქით იმდენი მინუსი გეწერება. თამაში კიდევ უფრო დიდ ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს, რადგან აქ რსრ–სგან განსხვავებით სწორედ ამაზეა აგებული ყველაფერი, კონკრეტულად უნდა იცოდე რაღაც. გამოგიტყდებით და მუღამიანი რამეა, მაგრამ ჯობია არ მოიწამლოთ, მოარიდეთ ბავშვები ამ თამაშს😀 იმიტომ, რომ აგიჟებს ადამიანებს, რყვნის :D ზოგს აფუჭებს კიდეც, მე რამდენიმე ადამიანზე ცოტა აზრი შემაცვლევინა😀 და ძალიან იცის ჩათრევა, იწვევს ნარკოტიკივით დამოკიდებულობას და ლომკას. მოკლედ აპასნი რამეა. თან სპეციფიური, მოითხოვს სხარტ აზროვნებას და თამაშის ცოდნას(სტატეგიულად, რაც რთულია). შეიძლება რაღაცეები იცოდე და უბრალოდ ვერ ასწრებდე, არ იყო ამ სტილის და ასე შემდეგ. ასევე ბოლოს ისმება ეგრეთ წოდებული სვაიაკის კითხვა რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, უნდა გათვალო აღებულიდან რამდენი ქულა დადო და შეიძლება ვინმეს ჩამორჩებოდე გვარიანად ქულებით და იმ ერთი კითხვის აღებით(ხო რო იცოდეთ, კითხვა გამოვიცანის ხმარობენ იშვიათად – კითხვას იღებ :D) გაასწრო ან პირიქით.

ბრეინი – ბრეინ რინგის შესახებაც მოგეხსენებათ ალბათ. არანაკლებ მუღამიანი თამაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვაიაკისა და რსრ–ს ნაზავია. მოსაფიქრებლად უფრო მეტი დრო გაქვს ვიდრე სვაიაკში და უფრო ნაკლები ვიდრე რსრ–ში. სვაიაკისგან განსხვავებით, სანამ კითხვა არ დასრულდება პასუხის უფლება არ გაქვს, როგორც კი წამკითხველი დაასრულებს კითხვას და იტყვის დროს, გაისმება რაღაცნაირი ხმა და მისი დამთავრებისთანავე უნდა დააჭირო ღილაკს(იქ კნოპკას ეძახიან), თუ ადრე დააჭირე ფალსტარტია ანუ ვეღარ უპასუხებ და მეორე გუნდს 20 წამი ეძლევა მშვიდად მოსაფიქრებლად. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მინუსი არ გეწერება. ამ თამაშში ორი ასევე ექვსკაციანი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. კითხვებიც შესაბამისად ნაჯვარია, ცოდნაზეც და სააზროვნოც. თუ რსრ და სვაიაკი აქტიურად ტარდება საქართველოში და თან არამარტო ქართულად, რუსულადაც კი, ბრეინი სერიოზული პრობლემაა სამწუხაროდ. მარტო აპარატურა(თითის დასაჭერი) არ არის პრობლემა, სხვა რამეებიც, რაც ბრეინს ეხება(მაგალითად სათანადო კითხვები).

წამკითხველი – ქეით უინსლეტი არაფერ შუაშია. წამკითხველი არის ადამიანი ვინც კითხულობს კითხვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წამკითხველი წესითა და რიგით კარგად უნდა მეტყველებდეს, თან სწორ ადგილებზე აკეთებდეს აქცენტს, არც ზედმეტად სწრაფად კითხულობდეს და არც ზედმეტად ნელა და ასე შემდეგ. ბოლო დროს აქტუალური და მტკივნეული გახდა კარგი წამკითხველი. ხო, ცოტა სხვაა წამკითხველი სვაიაკში, იქ ოღონდ იპოვონ(რადგან იქ არაერთი, არამდედ ბევრი წამკითხველია საჭირო) და არც მეტყველებას ექცევა ყურადღება და არც არაფერს, მეტიც შეიძლება სხვადასხვა ,ქრთამები’ შემოგთავაზონ, ოღონდ პაკეტი წაიკითხო, რაც რასაკვირველია ნორმალურ ადამიანს ეზარება.

ვადამდელი – ანუ კითხვა რომელსაც მის დასრულებამდე ან დასრულებისთანავე იღებ/იცნობ.

პასი – პასი არის მინიშნების მაგავარი ან რაიმე, ისე ნათქვამი(წესი N1 აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ვერსია უნდა თქვა რაც განხილვის დროს თავში მოგდის, იმიტომ, რომ რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს, შეიძლება ეს მაინც სასარგებლო გამოდგეს), რაც შენს გუნდელს კითხვის ბოლომდე გახსნაში და აღებაში დაეხმარება. გუნდში მინიმუმ ერთი კარგი მეპასე ხშირად გამომცნობზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

დუალი – დუალი არის როცა კითხვას აქვს მეორე პასუხიც, რომელიც თავისუფლად ჯდება კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე და ასეთ შემთხვევაში ითხოვ პასუხის ჩათვლას, რასაც გიკმაყოფილებენ თუ მართლა დუალია ან იქვე გიკმაყოფილებენ ან წერ აპელაციას, რომელსაც შემდეგ განიხილავს ჟიური და გუნდის დასაბუთებისა და თავისი შეხედულების მიხედვით გადაწყვეტს სამართლიანია თუ არა მოთხოვნა.

დუპლეტი – ეს არის კითხვა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი ანუ რეალურად გისვამენ ორ კითხვას ორივეს პასუხი რაღაცით დაკავშირებულია ერთმანეთთან და თითოეულზე საპასუხოდ გაქვს 30 წამი. ფურცელს აბარებ მხოლოდ ორივე კითხვის მოსმენის და სავარაუდო პასუხის დაწერის შემდეგ, ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ ერთი გამოიცნო და ამან მიგახვედროს მეორის პასუხი.

გრობი – გრობი არის კითხვა, რომელიც ვერავინ ვერ გამოიცნო, რომლის გამოცნობაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, არ ჰქონდა კარგი მინიშნება, არ იყო კარგად ფორმულირებული ან რამე მსგავსი. არის კითხვები რომელსაც ვთქვათ ერთი გუნდი იღებს, მაგრამ ზოგჯერ ასეთებიც გადის გრობთა კატეგორიაში თუ ის ყველაფერი თან ახლავს კითხვას რაზეც თავში ვისაუბრე(იმ ერთმა გუნდმაც გამოიცნო იმიტომ, რომ ზეპირად იცოდა ფაქტი ან უბრალოდ გაარტყა სიტყვაზე).

მამა–მარჩენალი – ასე მოიხსენიებენ გიორგი მოსიძეს. კლუბის მმართველსა და ,ბატონ წამყვანს’. ხშირად ეს პატივისცემით ან სიყვარულით არის ნათქვამი, ხშირად ქილიკით.

კიდევ არის რაღაც–რაღაცეები, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია😀 მიუხედავად მინუსებისა, პლუსებიც ბევრია(სვაიაკი არ გეგონოთ). ასე რომ მე მიყვარს ეს სექტა და ეს თამაში…
ეს სწორი პასუხია! – ბატონო წამყვანო🙂

Written by 1myway1

February 24, 2012 at 4:02 pm

Posted in Uncategorized

36 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩუვაკი პოსტია. კარგი ხარ გუდმენ

    Isaac Clarke

    February 24, 2012 at 4:30 pm

  2. კარგი გუდმენ : ))) მცირე განმარტებითი ლექსიკონი : ))
    გესმის საკითხი : )))

    mylpi

    February 24, 2012 at 4:39 pm

  3. ჩუვაკურია ჩუვაკ :)) კუბრიკმა ვოობშე გააჩუვაკა🙂

    Psycho

    February 24, 2012 at 5:00 pm

  4. ველოდებოდი ამ პოსტს! კარგი იყო ! : ))
    გუდმენ : )) გაგრძელებას დადებ? ; )))

    anabell

    February 24, 2012 at 5:02 pm

  5. )))

    გაგრძელებას ალბათ კი ან ,დასაწყისს’ ჯერ

    იმიტომ, რომ რაღაცეების თქმა მინდოდა და ვერ/არ ვთქვი

    1myway1

    February 24, 2012 at 5:29 pm

  6. კარგია🙂 ზედგამოჭრილია იმათთვის, ვინც მარტო სატელევიზიო რსრ წარმოუდგენია, უნდა გავამრავლოთ და გავავრცელოთ😀
    ნუ არის ტრადიციული რაღაცეები, რასაც სხვანაირად ვუყურებ, მარა ეს ხო შენც იცი :))))
    პს მანჩესტერის თამაში აღარ წაიყვანო რა :)))))))))

    WDC

    February 24, 2012 at 6:53 pm

  7. რატო დაგთარსეთ?😀

    1myway1

    February 24, 2012 at 7:01 pm

    • -თ ნაკლებად :))))))))) სრულიად შენი დამსახურებაა ეს “დიდი” საქმე :))))))

      WDC

      February 24, 2012 at 7:05 pm

      • გავიყვანე გუნდი, მეტი რა მექნა😀

        1myway1

        February 24, 2012 at 7:14 pm

  8. მე სად ვარ?🙂

    gorgiladze

    February 24, 2012 at 7:11 pm

  9. ცალკე სტატიაა საჭირო ))))

    1myway1

    February 24, 2012 at 7:13 pm

  10. ნუ, გუნდი ბეწვზე გადარჩა, ისიც დროზე გამოიყვანა ფერგიმ რიჟა და ევანსი :))))))

    ერთ მომენტზე მაგრად გამეცინა, სერ ალექსიო თქვი და აშკარად გეტყობოდა რო დროზე მოასწარი გადაკეთება :))))))

    WDC

    February 24, 2012 at 7:16 pm

    • )))
      მაგარია ეს რიჟიკა რა
      ეგრევე მოკლა თამაში

      1myway1

      February 24, 2012 at 7:22 pm

  11. რიჟიკა ოქროა🙂 ახლა გიგზიც 900-ს გადააბიჯებს და ასე :)))

    WDC

    February 24, 2012 at 7:34 pm

    • გიგსი გენიოსია… ძალიან მიყვარს

      მაგრამ ის იყო კაიფი, თან მაგარი
      მე ტერის რო ,ვიცავდი’ ასე უ ისე, როგორ ლანძღავდით თიტქმის ყველა და ყველგა
      და თურმე ,ლომივით კაცი’ აგერ ყოფილა გუნდში, ანგელოზის იერით😀

      1myway1

      February 24, 2012 at 8:22 pm

      • აშკარად დავტოვე კომენტარი არადა გიგზზე :))))) ხოდა არ დაიპოსტა, ეტყობა, და განვმეორდები🙂 გიგზი იმ ეპიზოდში ტერიზე უარესი გამოდგა სამწუხაროდ და თავის დროზე დავწერე კიდეც ეს🙂 თან, რაკი გიგზია, კიდევ უფრო გამიტყდა :((

        WDC

        February 24, 2012 at 9:33 pm

  12. “გედევანობა”–ზე საავტორო უფლებები ლევანს ეკუთვნის :)))

    Tato

    February 24, 2012 at 9:23 pm

  13. ვოტ, ამჯერად ნაღდად დაიპოსტა :))))
    პს კსტატი, პოგბაზე რა აზრის ხარ, რაკი ჭორები დადის რო მიგყავთო?

    WDC

    February 24, 2012 at 9:34 pm

    • იმ შექმნილი სიტუაციიდან(რაც ჩვენ ვიცით) გამომდინარე, ტერიზე საერთოდ ტყუილა ატყდა ამბავი, არაფერი ისეთი არ უქნია
      გიგზის საქციელზე კი ლაპარაკი შეიძლება, ვერ გამოუვიდა კარგად ნამდვილად(მაგრამ არც აქ იქნებოდა მარტო გიგზი დამნაშავე)
      + ყველაზე სასახილო ის არის, რომ ხალხის არაობიექტურობაზე და სტერეოტიპებზე მეცინება, ტერიზე გადადგეს ქვეყანა და ამან უარესი გააკეთა, მაგრამ იმის ნახევარი ამბავიც არ ამტყდარა, მაინც გაუკატავეს რადგან გიგზია…

      პოგბა მე მომწონს და სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში, ცდა ღირს

      1myway1

      February 24, 2012 at 9:49 pm

      • ნუ ახლა მთლად “არაფერი არ უქნია”-ც არაა, თუმცა ხო, შედარებითია ყველაფერი და გიგზმა უარესი ქნა. და საკმაო ამბავი ატყდა სინამდვილეში, პროსტა სეზონი დასრულებული იყო (ლიგის ფინალიღა იყო დარჩენილი, მგონი) და პრესამ იმხელა აქცენტი არ გააკეთა, როგორც შუა სეზონში იზამდა. პლიუს ამას, გიგზი ვიღაც მოდელსაც ხო ჟიმავდა თურმე და ამაზე ინჯაქშენი მიიღო, ანუ ჩერეზ სასამართლო მოაკეტინა გაზეთებს, პროსტა მერე მაინც გასკდა ეს ამბავი და მოუხსნეს. თან, ტერის ინგლისურ პრესაში მაინც ლაითად ექცევიან, რასაც თვალს ვადევნებდი, ნაკრების კაპიტანი და მისტერ ჩელსი და ბლაბლა :)))

        პოგბა მეც მომწონს, და თუ არ ათამაშა ფერგიმ კი წავა სადმე. მთავარია სიტიში არ წავიდეს, თქვენი იყოს :)))))))

        WDC

        February 24, 2012 at 9:58 pm

  14. მაინც გაუტარეს გიგზს, პრესამაც და ზოგადად ადამიანებმაც, იმიტომ რომ გიგზია :დ
    ტერის მეტი რაღა უქნან, ისევ ტყუილა მოუხსნეს კაპიტნობა, ეს რასიზმთან ბრძოლა სიგიჟემდეც არ უნდა მივიდეს კაცო… ნამეტანი მოსდით :დ შე თეთროო თეთრს რო უთხრან ხო არ უნდა ეწყინოს არა? თუ უნდა ეწყინოს სხვა ხალხისგან რატო გამომარჩევო… სიგიჟეა რა :დ
    ეს ნახევრად ხუმრობით და კაპელო დავაფასე რა, სწორად მოიქცა, შიზოიდები არიან ეს ასოციაცია

    პოგბა სიტიში არ წავა ალბათ, ნუ სიტის არც უნდა მხოლოდ ნა ზლო თუ იყიდის, არც ათამაშებს, გაუჭირდება იქ დამკვიდრება
    წამოვიდეს აქეთ

    1myway1

    February 24, 2012 at 10:09 pm

    • ნუ ხო, გიგზი გიგზია, ლეგენდა და რამე :)))

      რასიზმზე და პოლიტკორექტულობაზე გეთანხმები, მაგრამ იმათი გადმოსახედიდან ეს სერიოზული პრობლემაა და პრინციპში მესმის, თუ რატმოაც აგორდა ასეთ ამბავი. მარტო ინგლისზეც არაა, მთელი დასავლეთია მასე, პოლიტკორექტულობა მარაზმში რო გადასდით.

      ასოციაცია სირების ჯოგია, მარა კაპელოს დიდი იმედი აღარ მქონდა, და თვითონაც რაღაც პონტში თავი დაიზღვია :)))

      სიტი ნაზლო რო ყიდულობს ხალხს, ახალი ამბავია?🙂 ჰარგრივზი აბა რა ჯანდაბად უნდოდათ, თუ არა ნაზლო :)))) თორე ვინ უნდა ამოაგდოს პოგბამ, ტურე, სილვა თუ ბარი თუ დე იონგი ან მილნერი :)) ისევ ჩვენთან მეტი სათამაშო დრო ექნება.

      WDC

      February 25, 2012 at 7:42 am

      • კაპელო ჭკვიანია😀 ასოციაციას არაფერი ეშველება
        და პოგბას იმედია დავიხსნით ბნელეთიდან

        1myway1

        February 25, 2012 at 10:43 am

      • ასოციაცია ძაან ბნელია, ხო😦 აბა სიტის ყოფილი შეფი უფროსი თუ რაღაც რო იქნება, სხვანაირად როგორ იქნებოდა😀

        პოგბას კი არ იხსნით ბნელეთიდან, იქითკენ უბიძგებთ😀

        გედი ოქრო კაცია🙂

        გაფიცებ, ამაზე “გეუბნება რომ არ ევასება ბაქრაძე, რადგან ზედმეტად გაბღენძილია ან პირიქით, გეუბნება რომ მაგარი კაცია ბაქრაძე, ყველაფერი იცის” რას პასუხობ ხოლმე? :))))) ალალად :))) უფრო პირველს ეთანხმები, სავარაუდოდ, მითუმეტეს, რომ მეც და შენც იმ აზრის ვართ, რომ ცოდნა და მაგარიკაცობა არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან :))))

        WDC

        February 25, 2012 at 11:13 am

  15. ისკიარადა, რომელიღაც ქვედა ლიგაში ხო არის გუნდი “ბატონი გედი”?😀

    WDC

    February 25, 2012 at 7:45 am

    • კი არის ეგ გუნდი, აღარ ვახსენე
      გულანთებულმა მამულიშვილებმა მკითხეს რა პონტში კაიფობთო და მე ვუთხარი, მე რას ვაიფობ… საკაიფოდ სხვები მირჩევნია, ხალხშია პოპულარული, აგერ გუნდს ჰქვია ბატონი გედითქო )))

      1myway1

      February 25, 2012 at 10:44 am

  16. “რას პასუხობ ხოლმე? )))) ალალად )) უფრო პირველს ეთანხმები, სავარაუდოდ, მითუმეტეს, რომ მეც და შენც იმ აზრის ვართ, რომ ცოდნა და მაგარიკაცობა არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან )))“

    რავი, ზოგადად ამ თემებზე არ ვსაუბრობ ხოლმე, თავს ვაქნევ და ვცდილობ არ ვილაპარაკო, ვინც ჩახედული არაა საქმეში. ვინც ჩახედუია იმას ისედაც თავისი აზრი აქვს
    ხოლო თუ ვინმეს რამეს ვეუბნები, იმას რაც არის😀

    უპირველეს ყოვლის ნაკითხობა/ცოდნა და ჭკუა არ არის აუცილებლად კავშირში და თანხვედრაში
    ასევე, ადამიანობა და ჭკუა ან ცოდნა
    იდეალური ადამიანებიც ცოტანი არიან😀

    კაცობა და ასეთი სიტყვები არ მიყვარს😀 მაგარი კაცი, დღევანდელი გაგებით კაია, მაგრამ ზოგადად კაცობა და ძარღვების ბერვა კრეტინობაა

    1myway1

    February 25, 2012 at 11:33 am

    • “უპირველეს ყოვლის ნაკითხობა/ცოდნა და ჭკუა არ არის აუცილებლად კავშირში და თანხვედრაში
      ასევე, ადამიანობა და ჭკუა ან ცოდნა
      იდეალური ადამიანებიც ცოტანი არიან ”

      ნუ ხო, ეს რა თქმა უნდა მასეა🙂 მარა, ეჭვი მაქვს, კლუბის უმეტესობა ასე თუ ისე იზიარებს ამ აზრს.

      “კაცობა და ასეთი სიტყვები არ მიყვარს მაგარი კაცი, დღევანდელი გაგებით კაია, მაგრამ ზოგადად კაცობა და ძარღვების ბერვა კრეტინობაა”

      შენი ციტატა იყო და მაგიტო დავწერე ასე, თორე ხო, ეგეც მასეა :)) სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, რო ისევ წამოწია თავი ამ დვიჟენიებმა

      WDC

      February 25, 2012 at 11:47 am

      • ერთია დათანხმება და მეორე ,შესრულება’😀
        კი, ისევ გააქტიურდნენ ბოლო დროს😦 იმედია, კიდევ უფრო არ შემოვა მოდაში

        1myway1

        February 25, 2012 at 11:50 am

      • :))))) შენ უფრო “ცუდად” უყურებ კლუბის სასტავს, იმჰო :))) მე მაგალითად სულ ერთი-ორიი ადამიანი ვიცი, რომელიც ერთმანეთში ნაკითხობას/ცოდნას/ადამიანობას შეიძლება ურევდეს. არიან, იასნია, მარა არა იმდენი შენ რომ (ჩემის აზრით :)) გგონია.

        90-იანების დასაწყისის ძველი ბიჭების შვილები წამოიზარდნენ😦 საბედნიეროდ ჯაბასნაირი “მისაბაძი” არ ჰყავთ ახლა…

        WDC

        February 25, 2012 at 12:08 pm

  17. მთლად მასეც არ მგონია, რაღაცეებს ვხედავ უბრალოდ😀
    ეგ ალღა კი ოგორმე უნდა დავაცხროთ, თორემ ვეღარასდროს ვერაფეს მიაღწევს ეს ქვეყანა

    1myway1

    February 25, 2012 at 12:15 pm

    • ხო, ახალი ტალღა დაღუპავს ქვეყანას ნაღდად😦

      WDC

      February 25, 2012 at 12:20 pm

  18. კარგა გვარიანად ვიცინე!
    მაგ კითხვებს ვინც გვისვამს იმას ღვთის რისხვა არ ასცდება!
    სვაიაკები ეგენი!

    barastyr

    February 25, 2012 at 9:45 pm

  19. ტელევიზორში როდის იქნები ^^
    მუდმივი კითხვა და მუდმივი იმედგაცრუება იმისა რომ ტელევიზორში არ ვიქნები :დ

    ინფორმაციული პოსტი იყო )) როდის მოვა სექტემბერი :შ

    agatha

    July 23, 2012 at 5:33 pm

  20. es triviadoris chakvexeba a iyo : D

    kamiuze kitxva rom mova da rsreli rom 1872 wels dagiwers ki unda shegrcxves: D

    Anonymous

    August 1, 2015 at 9:29 am

    • ბევრი გაქვთ კამიუს შემოქმედებიდან წაკითხული?

      Anonymous

      January 19, 2016 at 2:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: