1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

პაზორ ნაციი

with 26 comments

არასდროს მომწონდა ურაპატრიოტიზმი და გეთანხმებით, გამაღიზიანებელია. საერთოდ სირცხვილია როცა კომენტატორს ურეკავ ეთერში და აკრიტიკებ იმის გამო, რომ რუსეთის ნაკრებს აქებდა. აქებდა იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან კარგად ითამაშა და კომენტატორიც თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ რეკავდნენ და აკრიტიკებდნენ. გურჯების გამოსავალი ხო თვალის დახუჭვაში, ართქმაში, დამალვაში, თავზე ხელის გადასმაში, ჩემია ზნაჩიტ ყველა პონტში კაია და ასეთ მიდგომებშია. თუმცა ეს სირცხვილია, იმდენად სირცხვილი და სიბნელე, რომ ვინც ამას აკეთებდა მაინც ვერ გაიგებს და ახნას არ დავიწყებ, დანარჩენები კი ისედაც ხვდებით, ერთადერთი შეიძლება იმას ვერ ხვდებოდეთ რომ იმაზე ბევრად მეტად ბნელა, ვიდრე ერთი შეხედვით ,ჩანს’.

ოღონდ ვთქვათ ისიც, რომ არც მეორე მხარესაა ყველა მართალი(კიდევ ერთი ჩვენი პრობლემა, აუცილებლად უნდა იყოს ერთი და მეორე მხარე, შუალედის, ერთმანეთის აზრის გათვალისწინების და ეგეთების დედაც მოვტყან. ვითომ ძმობა, ვითომ ერთობა, ამ დროს გასაჭირში ხელს არავინ გაგიმართავს ან იმისნაირი ქლიავი უნდა იყო, ოდნავ განსხავებული თუ ხარ ბოლომდე ახლოს არ მოგიშვებს…). თქვენი აზრით ეს სწორია? ეს მიდგომა სწორია? – მე რატო უნდა გავუშვა ჩემი ,ვანიკო’ ჯარში, იმათმა გაუშვა თავისი შვილები, რო არიან მომჯდრები…  ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ,ისინი’ ასეულები არიან, შეიძლება არც, ხოლო ვანიკოები ათიათასობით. ჯარი კი ყველგან და ყოველთვის საბოლოოდ მაინც ვანიკოებისგან შედგებოდა(ისრაელის გარდა). კაი, არ გვინდა ჯარზე.

მოკლედ – ღრუსები, მონღოლოიდები, უჯიშოები – ეს და მსგავსი გამოთქმები ყოველ წამს, არაადეკვატურად და უაზროდ არ მომწონს. თუმცა გინდა ურაპატრიოტიზმი უწოდეთ და გინდა გურჯობა, მაგრამ ის რაც ახლა უკრაინა–პოლონეთში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ხდება, არის მარაზმი. საფრანგეთი–ინგლისი თავისთავად ცუდი თამაში იყო, მაგრამ ორმაგად გააცუდა გაუთავებელმა სკანდირებამ ტრიბუნებიდან – რასია, რასია! რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, პროვინციალიზმის გამოვლინებაა. ისევ იქ არიან ტო, ამათ არაფერი ეშველებათ. ესენი არიან იმპერიალისტი, ტერიტორიაზე, ფართზე დახამებული ტიპები(მონღოლებისგან აქვთ ეს), ასე რომ იმ შეურაცხადი გურჯების სიტყვებშიც არის ხანდახან სიმართლის მარცვალი,ოღონდ მათდა გაუაზრებლად.

ეს არის ხალხი, რომელსაც პუტინი უნდა მართავდეს, ეგეთი ტიპი რა, თავად მითხრა რამდენიმე ახალგაზრდა რუსმა. ასე აზროვნებს მასა და ეს გადამწყვეტია. ეს არის დიშოვი ერი, გინდა გაგეცინოთ და გინდა არა, მაგრამ ასეა. უშნო(მოპარული პროექტებით გაკეთებული) მანქანებით, შიზოიდური იდელოგიით, ყაყაჩო ფასეულობებით და მაგარი ქალებით. ქალებით, რომლებითაც ჩვენ ვგოიმდებით ანუ გოიმების გოიმები ვართ? მე მგონი კი. არა უშავს ბრატცი, ქურდის ქურდი ცხონდა!

მუსიკა,მხატვრობა, კინო… ხო ამდენი მაგარი მწერალი ჰყავდათ, ხო ღადაობდნენ საკუთარ ერზე(ნუ დოსტოევსკი არანორმალურად შეყვარებული იყო მატ რადნაიაზე და ეს შეიმჩნევა კიდეც, მაგრამ თავს ნაკლებად გახვევს. ნუ რუსეთზე შეიძლება ცოტა გახვევს, რელიგიაზე არანაირად), ხო ბოლო წერტილამდე შიფრავენ ადამიანის ფსიქოლოგიას. ხელოვნება ხო აქვთ. ხო ამდენი შეუძლიათ… მაგრამ არა, ისევ იქ არიან და ასე იქნება სულ. ასეთი ხალხია და მორჩა. იესლი ჩილავეკ დირევნია, ტო ეტა ნა დოლგა.

არ გეგონოთ სპორტსა და პოლიტიკას ვურევ, პირიქით, წინააღმდეგი ვარ ამის და რუსეთის ნაკრები ხშირად ძალიან სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს. ტიხონოვის, ალენიჩევის, ციმბალარის სპარტაკი საერთოდ მიყვარდა. მოსტოვოი ერთ–ერთი გამორჩეული ტალანტი იყო, ძალიან ტონკი იგროკი, სიამოვნებას რო განიჭებს. თუმცა ეს სპორტი არ არის, ეს სკანდირება გამოხატავს ერის სახეს. ჩვენ(რაღაც ნაწილს) იმაზე გვეშლება ნერვები 20 წელზე მეტი რუსთაველზე ჯოს ჯოს ჯოს რო ისმის და არაფერი კეთდება, ჯოსში მაგრები ვართ. თუმცა ეს უარესი არაა? უკრაინაში(გასაგებია რომ ნახევარი უკრაინა რუსეთია, ესეც ყლეობაა) საფრანგეთი და ინგლისი თამაშობენ და გაუთავებლად რასია რასიას გაიძახი… ეს სამხრეთაფრიკელები ყოფილან გენიოსები, სათითაოდ ვუვუზელები უნდა გათხარო მაგ რასია რასიას ,მყვირალებს’. შეიძლება კარგიც არის ხელი რომ მოვიტეხე და იქ არ ვარ, შეიძლება მეჩხუბა – ვსიო ჩტო სლუჩაიტსა, კლუტშემუ(ესეც თავის დამშვიდებაა, ღმერთი რო არ არსებობდეს უნდა მოგვეგონას ბაზარი :დ).

თუმცა ჯერ შეიცადეთ, ქართველები ხო ყველაფერში პირველები ვართ! მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა! არის ერთი შემთხვევა, სადაც ჩვენ უფრო ,მაგრად’ მოვიქეცით:

ეს რასია რასია, მთლად ისეთი არა, მაგრამ თითქმის ისეთივე პაზორია ეგზალტირებულმა გურჯობამ ბორის პაიჭაძეზე მატერაცის დანახვაზე ზიზუ ზიზუ–ს ყვირილი რო დაიწყო.

გემახსოვრებათ ეს სამარცხვინო ფაქტი, ვისაც არ გრცხვენიათ შეგერგოთ ბატონო. ზიდანი–მატერაცის ცნობილი ამბის მერე, იტალია რომ ჩამოვიდა საქართველოში, დინამოზე ათიათასობით ,გულშემატკივარმა’ ძარღვები დაბერა და შეუბერა მადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი… ანუ ზიზუ ზიზუს სკანდირება დაიწყო. ასე მწყობრად ნაკრებისთვის არ გვიქომაგია არადროს🙂 წამოსვლა მინდოდა, არ წამოვედი.
პრობლემა ერშია, პრობლემა მენტალიტეტშია, ეს კი ასე მარტივად არ იცვლება. არც ჯოს ჯოს–ებით, არც დროშებით სირბილით, არც გრანტებით. უბრალოდ, თითქმის ერთი და იგივე ხალხი(პლუს მინუს 10%) სივდება და სივდება. ესაა და ეს.

აი მაგალითად, არის ერთი გიო. მარტო მისი ბრალი არ არის რომ ასეთია, ასეთ გარემოში, ასეთ მენტალიტეტში გაიზარდა. ცოტა გაათამამეს, არაფერი არ მოკლებია, რო ჩააბარა მამიკომ ჯიპი უყიდა ,გიო–777′(ან უყიდის, იქნებ ჯერ არ ჩაუბარებდაუმთავრებია კაცს). გიო ,მაგარი ტიპია’, მდიდარი მამიკოების ოჯახებში ტრიალებს, ცოტა ქუჩაც იცის, ცოტა სახლიც, ქიციც და ქიცმაცურიც. ლექსებიც, დაჟე წერს(რას არ აქვს მნიშვნელობა, უაზრო გოგოშკებს უხარიათ), სიმღერაც, ცეკვაც. გიოს მოძღვარი ჰყავს, მაგრამ არ იცის სწამს თუ არა რამის, იცის რომ ეკლესიის დანახვაზე პირჯვარი უნდა ,გადაიწეროს’ და 5 ლარი ჩააგდოს ყუთში(თუ გაიმეტა). გიო უკომპლექსოა(ჰგონია რომ უკომპლექსოა), ყველაფერი ჰქონდა და… ხოლო ვისაც ყველაფერი არ ჰქონდა ან კომპლექსიანია ის არ მოსწონს, მისთვის გაუგებარია ასეთი რამ, რა გიოს ბრალია. მერე მამიკომ სამსახურში მოაწყო. იქ გათამამდა, ყველგან ცხვირს ჰყოფს, ეკვეტება, თან ტყუილებსაც არ ერიდება მიზნის მისაღწევად(ან არ გაათამამდა და არ იქცევა ასე, ორნაირი გიო არსებობს ნაგლი და პოუხისტი. პოუხისტი ამ ისტორიაში უფრო მოსაწყენია, ამიტომ ნაგლზე ვისაუბროთ – ნაგლი ფრაერ, ხუჟე ტანკა). ამბიციები გაუჩნდა, თან გაუვიდა და რატომაც არა? აბა გაამტყუნეთ გიო, მერე რა რომ აზრზე არ არის რეალურად, გასდის😉 ეს გიორგიაა…

მოდი გავამრავალფეროვნოთ და საქმეში გურჯი ხათუნიც ჩავრთოთ. ხათუნის მშობლების მშობლები კოჭებამდე კაბებით დადიოდნენ და მარტოხელა დედებს ბოზებს ეძახდნენ, ისევე როგორც  გოგონებს, რომლებიც ქორწინებამდე დაკარგავდნენ ძვირფას ქალიშვილობას(ანუ ქართველობას) და გოგონებს, რომლებიც სახლში გვიან ბრუნდებოდნენ, 9–ის მერე(რას იტყვიან მეზობლები, ჯემალი და ჯუმბერი). ნელნელა ხათუნის წინაპრებმა გახდა დაიწყეს, მაგრამ ქალიშვილობის ინსტიტუტი ძალაში დარჩა(ჰეე, ქართველობას ეგრე ადვილად ვერ წაგვართმევენ დამპალი ამერიკელები). ხათუნს ახლა გახეული ჯინსები აცვია, ტყლარჭვით ლაპარაკობს,  კაფე–ბარების ხშირი სტუმარია… ფული საიდან მოდის არ აინტერესებს, თუნდაც მოპარული იყოს, ლიჟბი იყოს – ქართველების კიდევ რამდენიმეი თვისება: (მკვლელია, ნარკომანია, განდონია,  სლეა – არ აქვს მნიშვნელობა),,რა ვიცი, ჩემთან კაია(და სხვისი… დაასრულეთ ფრაზა)”. ,,ჩემ ოჯახს არაფერს მოვაკლებ, სხვას ყელს გამოვჭრი და სახლში შევიტან ფულს/საჭმელს”, ,,მთავარია მამა არაფერს მაკლებდა, საიდან მოქონდა არ მაინტერესებს”. თუმცა ხათუნი ჯერ კიდევ ისეთი წყალწაღებული არ არის(ჩვენი ხათუნი, თორემ უმეტესობა უიმედოა). მას ბევრი ,პაკლონიკი’ ჰყავს, მათ შორის გიო. რეალურად გიო არ მოსწონს ხათუნს, გიო ყველაზე ნაკლებია, მაგრამ დედიკომ(აი შედარებით თავისუფალი კაბები რომ ეცვა იმან, ურჩია, რომ ის მასზე კარგად უნდა ცხოვრობდეს და არაფერი მოაკლდეს, აბა ქოხში ხო არ იცხოვრებს? სიყვარული? ეჰ, სიყვარული შვილო… დედიკოს აქ რაღაც გაახსენდა, მაგრამ არა უშავს თუ მისმა შვილმა უკეთ უნდა იცხოვროს, დაე თან ესეც იტანჯოს როგორც ის იტანჯება, მთავარი პირობებია, კომფორტი, მეტი კომფორტი…(ხო თავის მხრივ დედიკოს თავისმა დედიკომ ასწავლა ასე, აი კოჭებამდე კაბა რომ ეცვა იმან). გიო დარბის ამასობაში პრიმიტიული საჩუქრებით, ჯიპით, მეგობრებით… ხათუნმა ბევრი იარა თუ ცოტა(ცოტა – არანაირ ცხრა მთას და ცხრა ზღვას არ დადიან ეგენი, ქალია, მეტი საქმე არა აქვს), ბევრი იტირა თუ ცოტა(ტირილით ბევრს ტირიან, ტრაგიზმი უყვართ), ბოლო ბოლო გიო აირჩია. აბა მართლა ქოხში ხო არ იცხოვრებდა? ნუ ქოხში თუ არა ჯიპი არ ეყოლებოდა და… თან მშობლებს გაუწია ანგარიში, კალთა ტყუილა ხო არ ჰქონდათ გადაფარებული, ამაგი ამაგი… თან მეზობლები, ჯუმბერი და ჯემალი რას იტყვიან ამას ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხათუნი კარგად გათხოვდაო, ქმარი არაფერს აკლებსო, სათქმელად ხო უნდა იყოს. პლუს საჩვენებელი ქორწილი 300-400 კაცზე, სვადებნი, კილოიანი ,კალიცო'(მაჟრიალებს ამ სიტყვაზე) და მთელი ამბავი, ისე როგორ ეკადრება. ის კი ვისთვისაც ტიროდა ნელნელა გულის სიღრმეში გადაწია, მერე ხანდახან კიდევ იტირა, მერე კი პატარა დაყლევებული გიო ჯუნიორი გაჩნდება და ეგაა – დელა ვშლიაპე.

სინამდვილეში, ეს ყველაფერი უფრო ვრცლად და საინტერესოდაა, მაგრამ მეზარება. აი ესა ხართ რა🙂 ახლა გიოები იკითხავენ – რამ გაგაბოროტა? არადა ვაბშე არ ვარ გაბოროტებული ან ბოროტი(ნუ ხანდახან გოგოებს ნერვებს ვუშლი, რა მოხდა). იტყვიან, რომ მე დაკომპლექსებული ვარ, დედამ/ბებიამ გამზარდა, ქართველები არ მიყვარს ან რამე ამგვარ სლეობებს, მაგრამ ვაი თქვებნს პატრონს უბედურს ))) აი ასე ლაკონურად ვუპასუხებ . რაღაცნაირად კომპლექსიანები ყველა ვართ, მერე რა. ხოლო აი  საქართველო მე რომ მიყვარს ისე ნეტა ბევრს უყვარდეს(მიუხედავად იმისა, რასაც კიდე  დავწერ ქვემოთ). მე გურჯები და ჩამყაყებული მენტალიტეტი მეზიზღება. ყველა მხარე ნერვებს მიშლის, იმიტომ, რომ დიდი ხანია გაშიფრულები ხართ🙂 დადექით ახლა წვერიანი  თუ უწვერო სლეები, შავლაქიან და შინდისფერდროშიანები თუ ხუთჯვრიან–დროშიანები, გრანტიჭამიები თუ უგრანტოები, მეოცნებენი თუ ილუზიონისტები და შეასკდით ერთმანეთ. ზეციერმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებეთ🙂

ეგა ხართ ეგ და ,ეგ გინდათ, ეგ’. იქნებოდით წყნარად და ბედნიერები. ვიცი ხალხი ლამის პურმარილს შლიდა 2008–ში რუსები თბილისზე მოდიანო რო გაბაზრდა. გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსება. ქართველობას ვერავინ წაგართმევთ, აი იმ ჯიგარს, აი იმ მეობას, ჩახუტებას, ქალიშვილობას, ,კაცობას’, მამა პასპორტი მაჩვენეს, ყველაფერ ახალზე უარის თქმას, ყანწებს, ჭადრებს, სოფელში ყანაში მუშაობის ნაცვლად პლანის მოწევას, ქუჩაში ნაგვის დაყრის კულტურას, პირში სადღიგრძელოს თქმას და ზურგსუკან გინებას, ცუდი გაგებით ბირჟაობას, ,კაი ბიჭობას’, ცრუეტიკეტს, ვითომ ერთობას და სინამდვილეში თავისთავის კაცობას. ჭირიმე თქვენი.

მატ რადნაია, მატუშკა რასია ნუ მოგიშალოთ ღმერთმა(რომლისაც ხან გწამთ და ხან არა).
შჩედრაია დუშა!

სამწუხაროდ, დდტ–ს კონცერტს ვერ დავესწარი, იმავე წყეული მოტეხილობის გამო, მაგრამ გავიგე, რომ  შევჩუკს  ბოლოს უკითხავს – კტო ვი(მი)?’ (პასუხი ,ლიუდი’ უნდა ყოფილიყო)
,ზიზუებმა’ უპასუხეს – გრუზინი!

აი ასეთი მართლები გურჯები არასდროს ყოფილან🙂 კი, ნამდვილი გრუზინები ხართ ბრატცი, თქვენ შემოგევლეთ.

ფორესტ გამპი ქართველი რომ ყოფილიყო ვეტყოდი – Run Forrest Run!

Written by 1myway1

June 11, 2012 at 6:11 pm

Posted in Uncategorized

26 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. hai hai rom udisdesi nawili simartlea, magram yvelafershi radikalizmi, chveni da sheizleba aramarto chveni naciis damaxaisatebeli tvisebaa da shenc iziareb🙂

    Mike

    June 11, 2012 at 7:49 pm

    • tumca msgavsi radikalizmis garehse satkmelis gadmocema albat mxold geniosebis xvedria😛

      Mike

      June 11, 2012 at 7:51 pm

  2. აქ კიდევ ლოიალური ვიყავი ))))

    ისე კი რადიკალიზმი მეც მიყვარს, მაგრამ უფრო სწორი(თუ არსებობს ასეთი). ცოტ–ცოტა მეც ხომ აქაური ვარ და ამდენი ხანია ,გიყურებთ’ :დ

    1myway1

    June 11, 2012 at 7:52 pm

  3. რადუიკალიზმის გარეშე სათქმელის გადმოცემა ყლეობაა ჩემი აზრით როცა საქმე წერას ეხება :დ
    ან უნდა გინდოდეს ეგ და მე ახლა ეს არ მინდა.
    მე სიტყვებით ჩხუბი მიყვარს

    1myway1

    June 11, 2012 at 7:53 pm

  4. eg xo magram brchyalebi shemtxvevit ar dagiweria xo mgoni? cudia :))))

    Mike

    June 11, 2012 at 7:56 pm

    • ups, me mapatiet😀 reply damaviwyda tu arsebobs😀 xshirad ar vwer xolme😀 da wina postshi vigulisxme rac brchyalebshi chasvi, shemtxvevit ar dawere metki?😛

      Mike

      June 11, 2012 at 8:00 pm

  5. ვცდილობ გურჯებში არ გაგატარო :დ

    1myway1

    June 11, 2012 at 7:59 pm

    • yvela vcdilobt😀 magram iseve rogorc shen, me da vigac jumberis bolomde ver gamogvdis🙂
      ex martla guli damwyda sheni xelis ambavze :S

      Mike

      June 11, 2012 at 8:02 pm

  6. გაასწორა🙂

    Tato

    June 11, 2012 at 8:00 pm

  7. ))))

    მაიკ გაიხარე, ვიცოდი რაღაც მავიწყდებოდა. ჯუმბერი და ჯემალი ჩავსვი გურჯ ხათუნში:

    1myway1

    June 11, 2012 at 8:23 pm

  8. პირველად ცხვრებაში ყველაფერში გეთანხმები🙂 გული არ გაიტეხო, მასეთ გიოების ნაცემი და ნაღალატები ცოლები ბევრი მინახავს, აი ბედნიერი ნაკლებად. ზოგს ჯიპი უნდა, ზოგს ბედნიერება, იმ მშობლებს კიდევ ტვინის გამორეცხვა

    Tako Gakhokidze

    June 12, 2012 at 4:41 am

  9. გენაცვალე, გუდმენ. რაშიც საჭიროა, იმაში არანაირი იმუნიტეტი არ აქვს ამ ერს რუსეთის და რუსული მიმართ (აი, ბალტიისპირელებს რომ აქვთ, ისეთ იმუნიტეტს ვგულისხმობ).
    ნაივურად ყლაპავენ ყველაფერს, რასაც იქიდან ჩამოაწვდიან.
    და ახლა ასეთ სირობაში, რომ რუსეთის ნაკრების კაი თამაში არ აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ენთუზიასტები.
    მარა აი არ ეწყინოს არავის, და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობა (შექება ერთია, გულშემატკივრობა — სხვა), ცოტა არ იყოს, უტაქტოდ და არაეთიკურად მეჩვენება.
    შორს ფილოსოფიაში რომ არ გავიჭრათ, მარტივი, ადამიანური, ჰუმანური თვალსაზრისით არაეთიკურია, როდესაც რუსეთის ჯარის მიერ დევნილი და გაუბედურებულია ყოველი მეათე მოქალაქე და ეხლაც, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, დედას უტყნავს შენს ქვეყანას ეს ქვეყანა, ტერიტორიები აქვს დაკავებული და იქ დარჩენილ თანამოქალაქეებსაც ეთნიკური ნიშნით ატერორებს, კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად.
    მოკლედ, არ ვიცი, რისი შედეგია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ატროფირებულია აქ ჯანსაღი პატრიოტიზმი კი არა, ელემენტარული სამართლიანობის შეგრძნება, მე ასე ვიტყოდი.
    ალბათ სახელმწიფოს არქონის შედეგია — სადაც არაა საჭირო, იქ ბრახუნი და ბაგაბუგი, და სადაც საჭიროა და ბუნებრივია — იქ სრული ჩასვრა ან უბრალოდ სირობა.

    struqtura

    June 12, 2012 at 4:43 am

  10. Tako Gakhokidze
    აქამდე რო არ მეთანხმებოდი ეგ უკვე ცუდია )))
    გული უნდა დაგწუვიტო – ცოლს შეიძლება ,არაგიომაც’ უღალატოს ან გაარტყას აფექტის ჟამს, მაგაზე არაა. ეს გიოც ქალის კუთხით არის, მაგრამ სერიოზულ დონეზე მე არ მეხება ამ წუთას(მე მგონი).
    მშობლები ტრაგედიაა😦

    struqtura
    დასტურ ბატონო სანდრო!

    1myway1

    June 12, 2012 at 4:54 am

  11. აზზე არ ხარ რა გუდმენ

    ჯარი ყოველთვის იზიდავდა არა ვანიკოებს (ანუ ატხოდებს) არამედ ელიტას. სწორედ ამიტომ ვითარდებოდა ყველაზე სერიოზულად ტექნოლოგიები სამხედრო საქმეში, ამიტომ იყვნენ ბევრ დიდ ქვეყანაში სამხედროები ელიტის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენლები და ა.შ.
    ეგ აზრი მუშურ-გლეხური არმიის ტრადიციების გაგრძელებაა.

    longbowman

    June 12, 2012 at 6:33 am

  12. პიზდეეცც!..

    მე ზოგჯერ მიხარია, რომ ქართული მარტო ჩვენ ვიცით და სხვებს არ ესმით
    არის რა ზოგჯერ სამარცხვინო მომენტები და იმის უფრო მიტყდება, რომ ჩემი ხალხის მრცხვენია
    არადა საკუთარი ერით ამაყობა რამაგარია : |

    ამიტომ მე მართლა ვაპირებ შეძლებისდაგვარად შევცვალო ჩემს გარშემო მდგომარეობა

    პრობლემა ყველაზე მეტად განათლებაშია და ძალიან ვიწრო მსოფლმხედველობაში,

    ის პუნქტი გამოგრჩა – გოგოს რად უნდა განათლება და საკუთრი ოთახი, გათხოვდება და წავა

    ეგეთი გამოჩერჩეტებული გოგოები რომ არიან და ეგეთივე შვილებს ზრდიან მაგაშია საქმე

    პიზდეეეც!!

    მაგაზე ბევრს ვფიქრობ, როგორ შეიძლება გვეშველოს და რავი, მაინცდამაინც ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე – ერთია – ხალხი სანამ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას არ დაიწყებს, მანამ არავის არ ეშველება

    Mylpi Summer

    June 12, 2012 at 6:55 am

    • არა!
      ქართული მარტო ჩვენ რომ არ ვიცოდეთ, უფრო აკლებად გაგიტყდებოდა, იმიტომ, რომ ლაჩარი ან ქვეცნობიერად კაცი იგინება იმ ენაზე, რომელიც გინების ადრესატს არ ესმის. იგივე კაცი ხშირად ტელეფონით იგინება (ხაზს ვუსვამ გინებას_უხეში მაგრამ კორექტული ლაპარაკი ხშირად ეშლებათ ხოლმე ამ ქვეყანაში და ეს უმეცრების კიდევ ერთი გამოვლინებაა) ხოლმე, ან ინტერნეტით ცხოვრებაში კი ისეთი საყვარელია, რომ… ამდენად, ქართული ყველამ რო იცოდეს ამ ცოდვილ მიწაზე, სამარცხვინო მომენტებიც ნაკლები იქნებოდა.

      barastyr

      June 13, 2012 at 9:03 pm

  13. 🙂 ყველაზე დიდი პრობლემა ესაა დღეს 🙂 და ყველა სხვა პრობლემის წარმომშობი🙂
    არც გიოს ბრალია ეს ყვლაფერი არც ხათუნის. მათი მშობლების!

    გიოს რომ მიაჩვევ ყველაფრის მიღებას, ის მერე ფიქრობს რომ მხოლოდ ის არის სწორი, მხოლოდ მისია ყველაფერი უჩნდება უაზრო ამბიციები, როცა მართლა არაფრის გაგებაში არ არის. თუ ეყოფა სანაცნობო წრე და ფული იცხოვრებს ბოლომდე ასე. ქალო ნასკი გამხადე, ბავშვი გააღვიძე და საჭმელი გამიცხელეც აქედან მოდის.

    ხათუნი უფრო ცოდოა, იმიტომ რომ ძირითადად ასეთი ხათუნები სანამ აზროვნებას დაიწყებენ მანამდე აწეპებენ მშობლები გიოს, და მანამდე აზომბირებენ, უჩიჩინებენ და “უკვალავენ” გზას. მერე კი თუ იწყებს აზროვნებას ხვდება სადაც შეტოპა და როგორც მარა აქ ისევ დაზომბირებული ტვინი აღარ აძლევს სიტუაციის შეცვლის საშუალებას. თუ ვერ ხვდება და ცხოვრობს ისევ ისე როგორც გიოს მსახური და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ხათუნიმ გიოს კიდევ ერთი ახალი გიო უნდა გაუზარდოს და ზუსტად ისეთი.

    სამწუხაროდ მყავს სამეგობროში ასეთები, და ბევრჯერ მიფიქრია რომ ნეტა 2-3 წელი ისე გაუჭირდეს რომ კარგი მოიტყნას იმუშავოს. განა იმიტომ რომ მშურს ჯიპების და ფულების, უბრალოდ იმიტომ რომ გული მტკივა და მინდა შეიცვალოს, თუმცა შეიძლება არც ამან უშველოს რაიცი რას გაიგებ.

    და გული კიდე იმაზე მტკივა რომ, სანამ ისეთ ასაკში იყო გიო, როცა არც უაზრო ამბიციები ქონდა, არც ამხელა წარმოდგენა თავის თავზე, არც გიო-777 ჯიპით დადიოდა, ერთი ჩვეულებრივი, საღი აზროვნების მქონე კარგი მეგობარი იყო და იმის მერე შეიცვალა რაც მშობლებმა გიო-777 ჯიპი აჩუქეს და ა.შ.

    სკოლას და განათლებას კი აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთ სკოლაში სწავლობს ყველა, და ყველა გიო და ხათუნი არ არის. სკოლა და განათლება მშობლებს ჭირდებათ. უკვე ზრდასრულებს. იმიტომ რომ გიო და ხათუნის გაზრდა რთული არ არის. ყველა შეძლებს. რთული არი ასეთების არ გაზრდა, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყველა ბავშვისთვის გიო ბიძია მისაბაძია, იმიტომ რომ ჯიპი ყავს და საჩუქრების ჩუქებაც არ უჭირს.

    cucqa

    June 12, 2012 at 7:37 am

  14. longbowman
    გოგო დაიკარგე აქედან )))) და ვინ დაასკვნა რომ ,ვანიკო’ აუცილებლად გლეხია ხოლო ,იმათი’ ვილი ელიტა? რა სისულელეა
    +ასე რომც იყო, ისინი ცოტანი არიან, სულ ყველა რო ჯარში წავიდეს და შენ გახდე მეთაური, მაინც ვერაფერს იზამთ, ვანიკოების გარეშე

    Mylpi Summer
    მიდგომები და აზროვნება… თორემ ხშირად გაბნათლება არ შველის, არ დაიჯერო.
    ეჰ, თავად რომ შეგვეძლოს შეცვლა ბევრი რამის… დამღლელია და თითქმის შეუძლებელი

    cucqa
    მხეცი ხარ ცუცქა, ეგაა
    ოღონდ გიოს ზედმეტად ნუ გააპრავებ.
    ხათუნები ყოველთვის უფრო ხშირად ხვდებიან, რომ მშობლები ცდებიან და მთლად ეგრე არ არის, მაგრამ ბოლოს მაინც მათ მხარეს იჭერენ. კი, ძნელია, თან ძალიან ძნელი, ამაში გეთანხმები, მაგრამ როცა რაღაცას მიხვდი და არ გაიტანე ბოლომდე… მე ვერასროს გაპატიებ.

    გიოს რაც შეეხება, იმანაც უნდა სცადოს გონზრ მოსვლა, მაგრამ არ უნდა… მსობლები უმეტესობაში კი არიან დამნაშავენი, მაგრამ ერთ დროს ისინიც პატარა გი და ხათუნები იყვნენ. ამიტომ მათზე მთლიანად ჯოხს ვერ გადატეხ. ,ით უმეტეს თანამედროვეობაში. თავად გიოები და ხათუნები უნდა მოვიდნენ აზრზე, მაგრამ ვაი რომ…

    გაჭირვებას რაც შეეხება, ეგ ვისაც არ უნახავს, ძალიან ბევრი რამის აზრზე არაა ცხოვრებაში

    1myway1

    June 12, 2012 at 7:59 am

    • ვაპრავებ იმიტომ რომ გული მტკივა და სადღაც გულის სიღრმეში მინდა რომ ასე არ იყოს.

      გიო გონზე ვერ მოვა, თუ მის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, იმიტომ რომ რასაც აკეთებს ყველა თავს უქნევს და ეუბნება, გიო რა კარგი ხარ, გიო ყველაზე მაგარი ხარ, გიო საუკეთესო ხარ. და თან ეს ის ხალხია ვისაც გიო მაგრად კიდია მაგრამ მისგან სარგებელს იღებს, ხან ფულს, ხან ქეიფს, ხან ჯიგრობას და ნუ სხვა ბლა ბლას. მარა გიომ ეს არ იცის, გიოს გონია რომ კარგია, და ასევე აგრძელებს ცხოვრებას.

      არის ხალხი ვინც გიოს ეუბნება, არ ხარ მართალი ეს ასე არ არის, და ეს ის ხალხია ვისაც გიოზე გული შეტკივა მარა გიო მათ არ უსმენს იმიტომ რომ ასეთი ხალხი ცოტაა მის გარშემო, და ნელ-ნელა კიდე უფრო ცოტავდება.

      ხათუნა მე უფრო მეცოდება გიოს და მშობლების ხელში, და თუდაც იმიტომ რომ უფრო ხვდებიან, და მშობლები მხარს იჭერენ იმიტომ რომ სუსტები არიან, პატარები, და უბრალოდ ვერ ბედავენ საკუთარი გადაწყვეტილების მიღებას, და არც შეუძლიათ იმდენად დაამდაბიოეს ამდენი უაზრო ჩიჩინით.

      მშობლებში კიდე კონკრეტულად გიოს ან ხათუნას მშობლებს კი არა, მშობლების მშობლებს, იმათ მშობლებს, კიდე იმათ მშობლებს და ამ მშობლების გარშემო მოკრების მსგავს ხალხს ვგულისხმობ.

      და გაჭირვებაც კიდე კი შეიძლება იყოს წამალი მარა პირიქითაც შეიძლება იყოს, ზოგს აბოროტებს, ზოგს კიდე ბევრ რამეზე დააფიქრებს და ღირებულებების გადაფასებას დააწყებინებს.

      კაროჩე რა კაცია და გუნება. ფსიქოლოგი მე არ ვარ და რა ეშველებათ ამ ხალხს არ ვიცი. გული რომ ძალიან მტკივა კი ვიცი. და ისიც ვიცი რომ ყველაზე მეტად თუ რამის მეშინია (ჯერ კი არ მყავს მაგრამ) შვილის აღზრდაა. გაკეთება ბევრს შეუძლია, აღზრდა ცოტას :))

      cucqa

      June 12, 2012 at 10:04 am

  15. ბიჭო ნუ იცავთ ამ ქალებს, სუსტია, ცოდოა და ეგეთები
    ვინ არის ბიჭო სუსტი, შეგვჭამეს და გვჭამენ მთელი ცხოვრება ))))))))))))))
    პრაგმატულ აზროვნებაში(სწორი რო გონიათ) და ,ცუდი’ გადაწყვეტყილების გატანაში, სიჯიუტეში ხო მაგრები არიან? :დ

    სიღარიბე რაღაც დოზით, რაღაც ეტაპზე აუცილებელი მგონია. ნუ ზოგს ეგეც ვერ შველის. თუმცა ერთი ვიცი უეჭველი, რასაც გაჭირვებაგამოვლილი ადამიანი გაიაზრებს და იგრძნობს, ისე გიოები და მათთან დაახლოებული თუ გათანაბრებული პირები, ვერასდროს… ეს რა თქმა უნდა აზრ ნუშნავს, რომ სულ ან საერთოდ გაჭირვებაში უნდა იყო.

    რაც შეეხება ბავშვს, ეგ რთული თემაა, მაგრამ არ უნდა გეშინოდეს. შენ შენი უნდა სცადო და რა გამოვა ეგ არავინ იცის, მთავარია მარაზმებს აარიდო, რისკი შეამცირო, მაგრამ გავლენაას იმდენი ფაქტორი ახდენს დაზღვეული არ ხარ. ამიტომ არ მყავდეს გამოსავალი არაა… ბევრი შვილი უნდა ჰყავდეს ადამიანს, ჩე3ი აზრით – რითი შევინახო?-ც არ მგონია გამართლება.

    მთავარი კი ბავშვამდე ის არისდ რომ საკუთარ თავთან იყო მართალიდა სწორად იქცეოდე. თუ ასე არ არის არაფერი გამოვა. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს კაი გაგებით რომ სხვა შეიყვარო სათანადოდ. ჩემი შვილისთვის ყველაფერს ვიზამ და ჩემი დედაც ვატირე – აპრიორი გურჯული და განწირული მიდგომაა, ხშირად პირიქით ღუპავს ბავშვს და ეს ვარ ესმით. ამიტომ იზრდება ამდენი გიო და ხათუნი

    1myway1

    June 12, 2012 at 10:38 am

    • ვამართლებკი არა მეცოდებიან ეს ხათუნებს იმიტო რო ისინი ბოლოს მსახურებად რჩებიან, გიოს და მისი მშობლების მსახურებად.

      შენ ვიზეც ამბობ კიდე ჯიუტებიო და გვჭამენო ეგენი კაკ რაზ რომ ხათუნები არ არიან 🙂 ეგ სულ სხვა განშტოებაა, რომლებიც მუდამ შეგვჭამენ და ყოველთვის თავის მტკიცებას დაიწყებნ, და მაგას უნდა შეეგუო. ეგ ბუნების თემა უფროა ვიდრე აზროვნებისა და სტერეოტიპობისა. ეგეთები თუ გიოსთან არიან, მაშინ იიმიტომ რომ თვითონ უნდათ ეგრე, და თან ძალიან კარგად იციან რატომაც🙂 რავი მე ასე მგონია.

      და მგონი ავცდით🙂

      cucqa

      June 12, 2012 at 10:55 am

  16. უი არა, ავცდით ცოტა კი. თუმცა იმაში გეთანხმები, რომ სხვადასხვა კატეგორიაა და ამ ჩან ახატში ვერ დავწვრილმანდ(ებოდ)ი, ამიტომ ცოტა განვაზოგადე.

    ყველაზე კატეგორიულად იმაში არ გეთანხმები, რომ ერთნი გვიშლიან ნერვებს და მეორენი არა, ყველა, ორივე კატეგორია ნერვებს გვიშლის.

    ნურც მსახურობაში მოტყუვდები, ბევრია ეგრე, მაგრამ ბევრი არა და პირიქით, აქეთ ირგებს სიტუაციას და ბოლოს იმ ტყლარჭიებზე უარესი გამოდის. რაღაც მომენტში აზროვნება-აღზრდის გამო გიოს გაყოლილი გოგო უფრო ცუდია, ვიდრე ბუნბიდს გამო, იმან რა ქანას პრასტუშკაა. თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშველობა და დავაც არ ღირს, მით უმ ეტეს ვარაუდი გამოვთქვი.

    ყველაზე ცუდი არის როცა გოგომ იცის რაზე მიდის და მაინც მიდის, ბუნებით თუ აღზრდით არ აქვს დიდი მნიშვბელობა. ეს მისი არტჩევანია.

    ამიტომ გირჩევ, ნუ გეცოდებიან🙂 ბოლო ბოლო უმეტესობა მაინც ირგებს როლს, ნიღაბს არაფრის დიდებით არ აღიარებს რომ შეცდა, მხოლოდ გულის სიღრმეში, ერთ ადამიანთან, ცრემლებში ან გიოსთვის წამოძახების(სადაც უკვე გიოა მართალი ჩემი აზრით – არ გინდოდა რას მიყვებოიდი… რას აძახე, უმადურობაა)დროს.

    რა ექნა, სხვა გზა არ ჰქაონდა, აიძულეს და ყველაზე მარაზმი – აბა არ მოასვენა იმ ბიჭმა :დ მხოლოდ ატგავორკებია, ჩემი აზით, გულისამრევი.

    ამიტომ, თუ ასე არჩია, თუ გარისკვას და გრძნობას გარანტირებული კომფორტი არჩია, კეთილი ინებოს, იჯდეს მოწყენილი სახით ჯიპში. იაროს მასაჟებზე, პაესტკებში, იშოპინგოს… ეს არ უნდოდა? ჰოდა, ჩემად მიირთვას მთელი ცხოვრება ნეხვი დიდი კოვზებით.

    არ არიუან ეგეთები იმის ღირსნი რომ ცუცქას ეცოდებოდეს )))

    სამწუხაროდ, შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ არ უნდა გეცოდებოდეს, რკინის კაცად(@კახა თარგამაძე) უნდა იქცე.

    1myway1

    June 12, 2012 at 11:38 am

  17. გოგო დაიკარგე აქედან )))) და ვინ დაასკვნა რომ ,ვანიკო’ აუცილებლად გლეხია ხოლო ,იმათი’ ვილი ელიტა? რა სისულელეა
    +ასე რომც იყო, ისინი ცოტანი არიან, სულ ყველა რო ჯარში წავიდეს და შენ გახდე მეთაური, მაინც ვერაფერს იზამთ, ვანიკოების გარეშე’

    ვანიკოების შეყრას უნდა მხოლოდ და მხოლოდ მობილიზაცია და დანაყოფების მეთაურების (რომლებიც ამ ვანიკოების ეფექტურობასაც და არაეფექტურობასაც განაპირობებენ) ყოველთვის არის ელიტა. თორე რა ვანიკოების წაყვანას არაფერი უნდა.

    longbowman

    June 13, 2012 at 5:57 am

  18. დიდ-გოგორი მინც თავისას აწვება
    კაცო მე სხვა რამეს ვამბობ, მაგრამ კაი, თუ გაგისწორდება იყოს ეგრე )))

    1myway1

    June 13, 2012 at 6:52 am

  19. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეგ ”მონღოლური სისხლი” ჩვენც გვაქვს რაღაც (უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც) დოზით.
    თითქმის ვერავინ აკონტროლებს ამ მონღოლური სისხლის ყივილს და მაგიტომ ხდება ბევრი ”გადაცდომა”)

    barastyr

    June 13, 2012 at 8:58 pm

  20. აქაც მე🙂 კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველები ღირსი ვართ კომუნიზმის,ასე მგონია ჩვენთვის შეიქმნა ეს წყობა.დემოკრატია და ლიბერალიზმი რომ გვქონდეს ხომ დავიცავთ “ქართველობას” :დ ვიცი რომ არაფერი გვეშველება,სანამ თითოეული ჩვენგანის აზროვნება და შეხედულებები არ შეიცვლება,ეგ კიდევ არამგონია მოხდეს,ასე რომ კომუნიზმი საქართველოს!🙂 მართალია რამდენჯერ ეს ვთქვი ისე შემომხედეს თითქოს ჭკვა შემცდარი ვიყავი,მაგრამ მე მჯერა ჩემი აზრის და მოწმონს🙂

    csfsgrregeag

    February 26, 2013 at 8:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: