1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

გურჯი ხათუნის სახეები (პაზორ ნაციი 2)

with 39 comments

პოსტმა პაზორ ნაციი საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მის გარშემო  ატეხილი დისკუსიიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლი ამ ,განმარტებითი სახის გაგრძელების’ დაწერას. ეს პოსტი იმ პოსტს კონკურენციას ვერ გაუწევს და არც აქვს ამის პრეტენზია. უბრალოდ, ერთი თემის განვრცობაა, რას საჭირო და აუცილებელი იყო. საქმე ისაა, რომ ადამიანი(კაცი) მაინც კეთილია და ,გურჯ ხათუნებს’ დამცველები გამოუჩნდნენ. მე კი შევეცდები ავხსნა, რომ ისინი რას რას და შეცოდებას ნამდვილად არ იმსახურებენ🙂

,გურჯი ხათუნის სახეებსა თუ შედარებით დახასიათებას” დავიწყებ იმით, რომ გეტყვით – მაქსიმალურად ვეცდები განვაზოგადო და ეს ცუდი არ არის. სუბიექტური არ მინდა ვიყო და საერთოდ ამ თემაზე საუბარი ,ჩემი ამბის’ გამო არ დამიწყია, მაგრამ რაღაც დეტალებს პირადი გამოცდილებიდანაც მოვიყვან, მათ შორის ძველი და ბოლო ურთიერთობიდანაც, სხვანაირად არც იქნებოდა მართალი. თუმცა ვიმეორებ, ძირითადად განვაზოგადებ და ვისზეც ვისაუბრებ, სულაც არ ნიშნავს, რომ აპრიორი გურჯი ხათუნია, მაგრამ რაღაც დამახასიათებელი თვისება კი ექნება.

ქალების უამრავი ტიპაჟი არსებობს და ჩვენ საბოლოოდ მაინც ვერ გავიგებთ ბოლომდე სიმართლეს და ვერ ვეზიარებით ჭეშმარიტებას. თუმცა ახლოს მისვლა ვცადოთ, ყველა ტიპზე ნუ დავწვრილმანდებით, გამორჩეულ და ისეთ სახეებზე ვისაუბროთ, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება. უხეშად, სამ კატეგორიად დავყოფდი გურჯ ხათუნებს: 1. იაფფასიანი მეშჩანკები, პროვინციალკები. 2. პრასტუშკები – კუკლები. 3. აზრზე მოსული, გრუზი გოგოები, ყველაზე საინტერესოები და ამავდროულად ყველაზე აპასნები და ,დამნაშავეები’. შეგახსენებთ, რომ ეს ეხბათ მხოლოდ და მხოლოდ ,გურჯ ხათუნების’ ან ამ გზაზე დამდგრებს(ნუ მხოლოდ და მხოლოდ რა… უმეტესობა  ეგენი არიან :)) )

დავიწყოთ ატგავორკებით:
1). ,რა ექნა გოგოს, აბა იმ გაღლეტილ ბიჭს არაფერი ჰქონდა’. ,საწყალს იმდენი გაჭირვება აქვს ნანახი, რომ…’ – მსგავსი მიზეზებით ამართლებენ ცოტა პროვინციელ ან პროვინციულად მოაზროვნე გოგონებს, რომლებიც ზედმეტი ფიქრის გარეშე(მაგრამ ცრემლებით და ცნობილი ქალური ტრაგიზმით) უარს ამბობენ ეგრეთ წოდებულ სიყვარულზე და ირჩევენ ,გიოს’. ეს, პირადად ჩემთვის ყველაზე უინტერესო კატეგორიაა.

2). ,გენაცვალე, სალიკუნა ბავშვობიდანვე გათამამებული იყო და კომფორტის გარეშე ვერ გაძლებდა’. ,თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შეძლებულ ბიჭს უნდა გაჰყოლოდა, სწორიცაა, თან ბიჭი მშვენიერია, ისეთი საძმაკაცო ჰყავს, ისეთი მშობლები…’ – დაახლოებით ასე ამართლებენ პრასტუშკებს. ადგა, მაკიაჟი გაიკეთა, გამოიპრანჭა და დაიწყო პოზიორობა. ტვინი 0,5 გრამი, ინტერესები შეზღუდული… თუმცა ესენი ბევრს სჯობიან და კიდევ დავუბრუნდებით კუკლებს😉

3). ,ისევ ის უყვარს, ისევ. თუმცა სხვა გზა არ რჩებოდა, ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა’. .ძალაიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ წაიჩხუბეს, მერე ეს ,გიო’ გამოჩნდა, საჩუქრები,. ყურადღება… და ანუკიც დათანხმდა, სწორიც არის შენი ჭირიმე’. ,რა ექნა, ისე იზრდებოდა, გაუჭირდა გარისკვა, როგორ იცხოვრებდნენ მერე?’ – აღარ მინდა სხვა ამაზრზენი და გულისამაჩუყებელი ტექსტები გავიხსენო. ასე ამართლებენ ყველაზე გულდასაწყვეტ კატეგორის. ცოტა აზრზე მოსულ გოგოებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვწყვეტენ გულს თავიანთი გადაწყვეტილებებით და პირადად მე მაიძულებენ ხელი ჩავიქნიო(აქ ჩემზე არ არის საუბარი, როცა ვხედავ, რომ გოგო ასე მოიქცა და მოექცა ვინმეს, ნერვები მეშლება). ეს არის ყველაზე მძიმე კატეგორია, ჭკვიანი, გრუზი და ამავდროულად ,გველი’, მწარე… ნა ზლო, ჯინზე, პრინციპულად შეუძლია ბევრი რამის გაკეთება. ზოგ შემთხვევაში არამარტო კომფორტისთვის და ფულზე გაყიდვისთვის, არამედ ,ნა ზლო’ შეუძლია გაგწიროს, რაღაც ერთი ჩხუბის თუ პრინციპის გამო. ასეა თუ ისე, თავიდან ასეთ გოგოებზე მართლა ყველაზე მეტად გწყდება გული და ამავდროულად ასეთები ყველაზე ნაკლებად არიან შესაცოდნი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეორე და მესამე კატეგორიის ერთგვარი თანხვედრა შესაძლებელია. არსებობენ თან ჭკვიანი და კარგი გოგოები, თან ლამაზები რო არიან, გამოპრანჭვა და ზომიერი კეკლუცი რომ უყვართ, ვაი რომ არსებობენ…

პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ეს ატგავორკა და მიზეზი არის ყლეობა🙂 კიდევ უფრო დიდი მარაზმია ის მიზეზები, რომლებიც თავად მოჰყავთ – ,მიყვარდეს და ქოხში ვიცხოვრებ მიდგომა სისულელეა'(კომფორტი მამაააჰ, კომფორტი). ,ჩემი შვილი ჩემზე უკეთ უნდა ცხოვრობდეს'(ვითომ ამ კრეტინობით რამე ახალს ამბობდნენ, ვის არ უნდა რომ მისმა შვილმა უკეთ იცხოვროს? ვითომ საკუთარ თავს წირავენ ამისთვის, მარაზმ). ,დასაყრდენი ვიგრძენი, ნერვებს არ მიშლიდა და ვიცოდი ყოველთვის გვერდზე დამიდგებოდა'(ძალით ფსიქოლოგიური კვერცხობები) და ასე შემდეგ.

გასაგებია რომ წინ იყურებიან. გასაგებია რომ საქართველოა და ეშინიათ, ვაი და არ გამოვიდეს მერე რა ვქნაო? გასაგებია, რომ პრაგმატიზმი რაღაც დოზით აუცილებელი და სწორია, მაგრამ ასეთი? მოვტყან ასეთი ცხოვრება, ფსიქოლოგია და აბსოლუტურად უგრძნობი ნაბიჯები. რა ნამუსით ეძახიან მერე ,ღამის პეპლებს’ მეძავებს? დიდად შორს არიან მათგან? რაღაც არა მგონია🙂 უბრალოდ, გაპრავებული, ლეგალური ბოზობაა ეს, ჩემი გადმოსახედიდან🙂

ყველაზე მეტად ეს არ ეპატიებათ მესამე კატეგორიის გოგოებს. რას ნიშნავს ასეთ ქვეყანაში და ასეთ გარემოში გაიზარდა? რას ნიშნავს მშობლებს ანგარიში გაუწია? – ეს ყოველთვის ყველაზე დამღუპველია, როცა მშობლებს ზედმეტად რევენ საქმეში. მშობელს გულით კარგი უნდა, მაგრამ სინამდვილეში 90% ცუდს აკეთებს თუ გასაქანი მიეცი და შენი არ გაიტანე. ჯერ ერთი პირველ რიგში მატერიალურ მდგომარებას უყურებს. მერე მეორე ,გაიკითხ–გამოიკითხავს’ და ვიღაცეების  ნათქვამს უჯერებს, რაც ხშირად ბიჭის აბსოლუტურად საპირისპირო სურათს ხატავს. და მესამე, რაც არ უნდა იყოს არანაირად არ არის მშობლის ჩარევა კარგი, გადაწყვეტილება შენი უნდა იყოს და ამით უნდა იცხოვრო მერე რაც არ უნდა მოხდეს, გეცოდინება მაინც, რომ შენ გადაწყვიტე ასე. თუმცა ყველაზე ხშირად სწორედ მშობლების გამო ფუჭდება ყველაფერი, ვერ რისკავენ, ეშინიათ – ამხელა ამაგი აქვთ და როგორ დავუპირისპირდეო – და მსგავს სისულელეებს გაიძახიან, ვითომ ამაგს უკარგავდნენ იმით, თავისი ცხოვრებით თუ იცხოვრებენ. არადა, როცა მშობლებს ვადანაშაულებთ პირველ რიგში, მათ გაზარდეს ასეო, მთლად ასეც არ არის🙂 მაგ ლოგიკით იმ მშობლებმაც რა დააშავეს? ისინი კიდევ უფრო ბნელ დროს გაიზარდნენ და მათმა მშობლებმა ასწავლეს ასე… ჩაკეტილი წრე გამოდის. ამიტომ, თავად გოგომ უნდა გაბედოს და პირველი დამნაშავეც ან ,დამნაშავეც’ ის არის თუ ,გიოს’ ირჩევს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არიან პოლუგამბედავებიც, რომლებიც დიდი გაჭირვებით დგამენ ნაბიჯს, მაგრამ ირკვევა რომ მზად არ ყოფილან და პირველივე პრობლემაზე გარბიან უკან – დედიკო და მამიკო მართლები ყოფილანო, ეს უკვე ორმაგი შეცდომაა🙂

ეს ყველაფერი ჰგავს ძირითადად უნიჭო ფილმებს არც ისე ნიჭიერი კირა ნაითლის მონაწილეობით, თავისი ცრუეტიკეტითა და ტრადიციებით, რომლებიც მოგვითხრობენ გოგონაზე, რომლის ოჯახიც ამ გოგონას სარფიანად გათხოვებაზე ოცნებობს და მუშაობს. რათა მერე გოგონამ მთელი ოჯახი შეინახოს, გადა–არჩინოს. თავად კი ლამაზი კაბები ჰქონდეს და ,პრინცესასავით’ იცხოვროს, მერე რა რომ სინამდვილეში უბედური იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ იქ ვართ და თან ბევრად დაბალი დონის პონტები გვაქვს.
ისე კი ეს ინგლისიც კაი სლეობაა, ასეთი მარაზმებით გაძეძგილი. წინა პოსტს თუ გამოვეხმაურებით – დედა რუსეთი და დედოფალი ინგლისი.

მოკლედ ეს ხალხი ლატენტურად აწვება პროსტიტუციის ლეგალიზაციას!

ეს ისე, გადახვევა იყო, თორემ მარტო ღარიბ ოჯახებზე არ არის საუბარი. არანაკლები შემთხვევაა, როცა ნორმალური ასე თუ ისე ფეხზე დამდგარო ოჯახი ,ათხოვებს’ გოგოს სარფიანად და ასევე ფეხზე დამდგარ ან მდიდარ ოჯახს ეძებს.ღარიბი ოჯახის და პირველი კატეგორიის გოგოს გაგება კიდევ ჰა და ჰა, შეიძლება. ვერ გაუძლო გაჭირვებას და გამოსავალი კარგად გათხოვებაში იპოვნა. ნუ რას ვიზამთ, ასეთ გოგოებზე გული დიდად არც დაგვწყდება ,ჩვენთვის’ არც არიან ეგენი მიმზიდველები, სხვა კატეგორიის ბიჭებისთვის არიან განკუთვნილნი.  აი ეს მესამე კატეგორიის მკვიდრნი კი რაღაცას ტიპობენ, თან ადამიანურად უნდათ, თან გრძნობენ, მაგრამ თან პრაგმატიზმი, მშობლები, სტაბილურობა(მნიშველოვანი სიტყვაა ხათუნებისთვის)… გაწვალებენ გაწვალებენ და ბოლოს უმეტესობა მაინც მიჰქარავს. ყველაზე დასანანიც სწორედ მათგანაა ,ყველაფრის მერე რაც იყო’, იმის მიუხედავად რომ აზრზეა მოსული, ესმის… მაინც ასე გაიყიდოს ან ნა ზლო წავიდეს… ეს უპატიებელია და ამიტომ ვამბობ, რომ ნუ გეცოდებათ. ზუსტად იციან რაზე მიდიან და აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებენ ამას, იმ ბოლო მომაკვდინებელ ბოლო ნაბიჯს დაჟე მივიწყებული კუკლუბზე, პრასტუშკებზე თავდაჯერებულად დგამენ. თან ხშირად გაბოროტებულნი არიან და თავს ირწმუნებენ რომ სწორად იქცევიან. მერეც, თითქმის შანსი არ არის აღიარონ შეცდომა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად ირგებენ ამ ილუზიურ სამყაროს… სახლებს, მანქანებს, ძვირფას სამკაულს… და მართლა პრინცესებად წარმოაჩენენ თავს. შინაგანად კი ჭკნებიან და რჩება გაბოროტებული, უბედური ,სტერვა’ რომელიც ,კარგად ცხოვრობს’, ესაა და ეს.  და ჭკვიანები რომ არიან? საერთოდ აღარაფერს ნიშნავს ეგ, ჭკუაც ისეა, როგორც ნიჭი – გამოყენება უნდა. ვენაცვალე პრაგმატიზმში, ჯიპში კლიმატკონტროლის ჩასართავად გამოადგებათ ეგ ჭკუა.

მე პრასტუშკებთან ურთიერთობა მიჭირს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უბრალო კუკლები ყველაზე კაი ტიპები არიან და მესმის იმ კაცების მათ რომ ირჩევენ. რატომ? იმიტომ, რომ ყოველგვარი დაღლის, ომების და ამბების გარეშე, აგერაა, დახლზეა, ლამაზია, თვალს უხარია, გულსაც(საქმეც იცის სდავარაუდოდ), გინდა? აიღე. არ გინდა წადი… უეჭველი იცი რაზე და რატომ მიდიხარ. პლუს მერწმუნეთ, ადამიანურ ამბავში ხშირად საერთოდ რო ვერ წარმოიდგენ, სწორედ ეგ კუკლები ,გიჯიგრებენ'(მიუხედავად იმისა რომ მე მესამე კატეგორიის ტრფიალი ვრჩები). აბა ისინი? გრუზავიკები, გადაგივლიან, გაგჯეგავენ, გაგჭყლეტენ, სულ რო უყვარდე მაინც, თუ რამე აირია – დელა პრინციპა. სწორედ ეს მესამე კატეგორიის გოგონები თელავენ ყველაზე უმოწყალოდ ჩვენს ნერვებას, გვეჯინებიან, ჯიუტობენ და გვწირავენ.

და ამის მერე, ჩემო კეთილო ხალხო(მეც კეთილი ვარ), ესენი უნდა გვეცოდებოდნენ და გასამართლებელი მიზეზები ვეძებოთ? არა!
აირჩია ,გიო’? უნდაოდა გარანტირებული კომფორტი და ,სტაბილურობა’? არ წავიდა რისკზე? შეეშინდა? ვიღაცეებს დაუჯერა?
ჰოდა, იცხოვროს თავისი ,მშვენიერი’ ცხოვრებით, იაროს პაეზდკებში, შოპინგზე… ცვალოს მანქანები, სოლარიუმები, რესტორნები… ატაროს უსიყვარულოდ დაბადებული ბავშვი წელიწადში რამდენჯერმე დასასვენებლად…
მაგრამ წუწუნი, სინანული… არ გაგვაგონოს! ვინც ეგ გზა არჩია, ჩუმად განაგრძოს მთელი ცხოვრება დიდი კოვზებით ნეხვის ჭამა და იყოს თავისთვის🙂 ჩვენ თავი დაგვანებოს, თქვენ კი მათ შეცოდებას შეეშვით.

აი რატომ მომრავლდა ამდენი არაადეკვატური წყვილი, გარშემოც და ზოგადადაც. წყვილები, რომლებშიც გოგო აააშკარად, უკეთესია(გარეგნობას რა მნიშვნელობა აქვს რომ უყვარდეს კი ბატონო, ხმას არ ამოვიღებდი) და უსიყვარულოდ არის გათხოვილი – სტაბილურობაზე, ფულზე, კომფორტზე ან ნა ზლო.

ხო აქ ორი ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს. უფ რამდენი ხანია ლევანა არ მინახავს იმან მითხრა ადრე .პრობნიკებზე’. მოკლედ, ფაქტორები:

N1 ქალები გიჟდებიან წარმატებულ მამაკაცებზე, ეს ყველამ ვიცით ანუ რა საქმეშიც არ უნდა იყო წარმატებული(მთავარია ჩანდე და ცოტა პრესტიჟული საქმე იყოს), შენი შანსები დიდია, დიდია იმისი რომ ქალს ,დაკერავ’ და შესაბამისად იმისი, რომ ვიღაც შემოგეტენება ,გლორიჰანტერი’, ფრთხილად უნდა იყო(ისევ წინა პოსტს თუ გამოვეხმაურევით – რუსების მონღოლურ ჩერტაზე რო ვთქვით ტერიტორიის სიყვარულთან დაკავსირებით, ასეა ქალების შემთხვევაში წარმატებული მამაკაცი). შეიძლება ადრე ზედ არ გიყურებდა, თუ რამე წარმატებას მიაღწიე ინტერესი გაუჩნდეს… ამიტომ, ფრთხილად მეგობრებო.

N2 ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. არის საინტერესო თეორია ეგრეთ წოდებულ ,პრობნიკებზე’ და მერწმუნეთ სიმართლესთან ძალიან ახლოს მდგარი, ვიტყოდი ჭეშმარიტება. არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იწყებენ ურთიერთობას ქალთან, ინტერესში აგდებენ და ნელნელა მიდის ყველაფერი მომენტამდე როცა… იქ უკვე ამ ტიპის კაცები ირევიან ან სადღაც ძალა უნდა დაეტანებინა, უნდა მიმხვდარიყო, როცა ეწინააღდეგებიდნენ ან პირიქით არ უნდა დაეტანებინა როცა თითქოს უბიძგებდნენ. ან  რაღაცას უნდა მიმხვდარიყო და ვერ მიხვდა, ამათ ხომ პირდაპირ საუბარი და თქმა არ შეუძლიათ, უნდა გაართულონ🙂 მოკლედ, რაღაც ირევა, საქმის ბოლომდე მიყვანა არ ხერხდება, ქალი და კაცი წაიჩხუბებენ და ამ დროს, სცენაზე შემოდის ვინმე ,გიო’ ან ვინმე ,ლიჟბი შევყო’ ტიპი, ასე ვთქვათ ,პრობნიკის’ მიერ ,მომზადებულ ნიადაგზე’ იმ მომენტში კი ნუ გეწყინებათ და ქალი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ლიჟბი დაიკმაყოფილოს სურვილი, თან გაბრაზებული და თითქმის  სულ ერთია ვინ… და მოკლედ, ასე ,გამოსდით’ პრობნიკებს… ეს ვრცელი, რეალური და საინტერესო თეორიაა.

ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ კაცების ბრალია და მაქედან მოდის ყველაფერიო… კი, რაღაც დოზით გურჯი კაცების ბრალიცაა, მაგრამ მხოლოდ რაღაც(ნაკლები) დოზით. ასე რომ გასაპრაველად არც ეს მიზეზი ვარგა. არ დაგავიწყდეთ, რომ თავად ქალების ხელშია ყველაფერი და ისინი აკეთებე არჩევანს. დანარჩენი კი მიზეზებად აქვთ😉 იმ კაცებსაც, მშობლებსაც… ყველას, მხოლოდ თავად თუ შეცვლიან, თუ მოინდომებენ. თუმცა სამწუხაროდ, ხშირად არ ინდომებენ.

ბოლოს კი, არ შემიძლია იმ თემაზეც არ ვთქვა, რომელიც ამდენი ხანია მაწუხებს. ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება და ქალის ბუნებაა ასეთი, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები. საუბარი მაქვს იმ შემთხვევებზე, როცა გოგოს არ მოსწონს ბიჭი(არ მოსწონს ბიჭები, მისი თაყვანისმცემლების უმეტესობა) და მაინც არ წყვეტს მასთან ურთიერთობას და აიმედებს, განგებ თუ უნებურად(მერწმუნეთ, ჯამში არც ისე დიდი სხვაობაა, მაგრამ ეს არ ესმით).

შეიძლება ვცდები და ზოგჯერ აშკარა რამეს ვერ ვხედავ(ამას თავისი მიზეზები აქვს), მაგრამ მაინც მგონია, რომ მაქვს ნიჭი ძალიან მალე, ერთი შეხედვით დავინახო ვის ვინ მოსწონს, ჩემდა უბნებურად. მერე კი მიყვარს ამ თემებზე გოგოებთან საუბარი. ძალიან სახალისოა, როცა პირველი პასუხები მსგავსი შინაარსისაა – რა სისულელეა, მეგობარია ))) არ მინდა შევეხო კატეგორიას, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ყველაფერს ტექსტებით – გინახავს? მერე? (ანუ ვითომ რას ჰგავს და რას ლაპარაკობ ან რას ეჭვიანობო); დაბალია(რა უცნაური მიზეზია) და არ არის საჩემო;  ვაიმე მწყევლი? … და ასე შემდეგ, ბოლოს კი(საკამოდ მალე) ყველაფერი იმით მთავრდება რომ ან შეყვარებული ხდება იმ ბიჭის ვისზეც ასე ლაპარაკობდა ან ცოლი :დ ასეთები ვედრო მანეთადაა და ბოლო კატეგორიაა, მათ არ ვეხები არც არის საინტერესო.

მე მაგიჟებს სიტუაციები როცა მართლა მეგობრად აღიქვამენ ბიჭს, იციან რომ იმას მოსწონს, უშანსოდაა და მაინც არ ეშვებიან. აი ასეთ დროს ვგიჟდები, მე თუ მეხება ხომ საერთოდ, სამწუხაროდ ძალიან ეჭვიანი ვარ🙂 ნუ შორს აღარ წავალ და აგერ ბოლო მაგალითებს მოვიყვან. ხო, არ ვეხები პირადად ჩემთან ურთიერთობას(თორემ სათქმელი ძალიან ბევრია). შეიძლება გავიგო(თან როცა გოგო არც მალავს), რომ ვერ ბედავს, შიშებშია, ცოტა სუსტია ამ კუთხით, ბოლომდე მზად არ არის და ასე შემდეგ, შეიძლება ვერ გავამართლო, მაგრამ შემიძლია გავიგო. რაც მთავარია, ხშირად მართლა თავად არ იციან რა უნდათ, ნუ ასეთები არიან.  თუმცა ტყუილა დაიმედება და გაყურკვევლობაში ყოფნა არ შემიძლია, სამწუხაროდ, ეჭვიანის გარდა სულსწრაფიც ვარ. სამაგიეროდ, ვერადროს ვერ გავიგებ და ვერაფრით გავამართლებ საქციელს, როცა ტყუილა აიმედებენ უშანსოდ მყოფ ბიჭს(მით უმეტეს თუ ამ ბიჭისადმი ადამიანური სიმპათია მაქვს).

კარგი შეიძლება რაღაცაში ვცდები და ქალს რას გაუგებ, ვიღაცას ჰქონდეს შანსი, მაგრამ 920 პაკლონიკიდან ყველას ხომ ვერ ექნება ეს შანსი? ჰოდა რატო პროსტა, რატომ უნდა გქონდეს მათთან ურთიერთობა და რატომ უნდა დააიმედო?

ახლა აქ უნდა აღვნიშნო მორიგი მარაზმი ატგავორკები:
1. მეგობარია – რას ნიშნავს მეგობარია… ჯერ ერთი ქალი ძალიან კარგად გრძნობს  თავიდანვე სიმპათიას მაგრამ სანამ ეს ,მეგობარი’ იმენნა პირდაპირ არ ეტყვის რომ მოსწონს/უყვარს, მანამდე არაფრის დიდებით არ აღიარებს ამას და დაიჩემებს – მეგობარია, მეგობარიაო. ბოლოს კი ერთზე მე დავასწარი, ლამის მე ავუხსენი იმის მაგივრად სიყვარული :დ პასუხად მივიღე – ვერ ვიტან მართალი რომ გამოდგები ხოლმე, ამან და ამან ესე და ესე მითხრაო… ესეც საინტერესო მომენტია, თავიდან ეღიმებათ, მერე ხვდებიან რომ ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და მართალი ხარ. ცოტა ხანი უკვირთ, ცოტა გაურკვევლობაში არიან და მერე, პატარა რაღაცვაზე ბრაზდებიან, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, დამნაშავე ხარ იმაში, რომ  მართალი ხარ🙂 იმათ კი ჰგონიათ, რომ ,შენ ჭკუაზე გინდა ატარო'(არადა ასე არ არის) და გარბიან. დაბოლოს, კაი შენთვის სიტყვაზე მეგობარია, იმათთვის ვინ ხარ შენ?🙂 ხვდები და არ გაღელვებს, რომ ამ უაზრო ვითომ-მეგობრულ კონტაქტებს აგრძელებ? ძალიან არასწორია, იმიტომ, რომ ეს ელემენტარული ,ურთიერთობაც’ ვნებს იმათ.

2. ავუხსენი და იცის რომ არაფერი არ იქნება – თან ამას ამბობენ ბევრ ,მეგობარზე’. ებიჭო, თუ იცი რომ არაფერი არ იქნება და იცი რომ იმას მოსწონხარ, რაღატო გაქვს ურთიერთობა, რატომ აწვალებ? არ ესმით, რომ რაც არ უნდა აუხსნა და ელაპარაკო, ერთი გაღიმება, ერთი ნახვა არ აქვს მნიშვნელობა სად… შეკრებაზე(ბოლომდე აღარ ვიტყვი ყველაფერს :დ), უნივერსიტეტში,  აქ თუ იქ… ამ ადამიანისთვის ,ას ახსნილზე და ნათქვამზე’ მეტად ფასობს. ის ამით ცხოვრობს, ოცნებობს და გამოდის რომ სულ ტყუილად. არადა, მაინც რჩება გულის სიღრმეში იმედი, სანამ მართლა კატეგორიულად არ დაელაპარაკები და ყოველგვარ კონტაქტს არ შეწყვეტ გამარჯობა–ნახვამდის გარდა.

3. საერთო მეგობრები გვყავს/ოჯახებით ვმეგობრობთ – ეს არის მესამე საფეხური, ესე იგი მეგობარია, აუხსნა რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ… რა ქნას ახლა, ხო არ მოკლავს ან ზარებზე, მესიჯებზე როგორ არ უპასუხოს? საერთო მეგობრები ჰყავთ/ოჯახებით მეგობრობონენ. რას იტყვიან მერე რამე უხეშად რომ უთხრას ან კატეგორიულად? … და რა უნდა თქვან ბლიად :დ ან რაც უნდა ის თქვან, რა მნიშვნელობა აქვს ამას? მაგრამ არა, არ ეშვება მაინც, უფრო სწორად ისინი არ ეშვებიან და ამან ხო უნდა უპასუხოს, ზრდილობის საკითხია… )))) ეჰ…

ეს ძირითადი პუნქტებია და კიდევ არის ქვეყანა – რა ვქნა, ხო ვერ გავქრები/ხო ვერ მოვკლავ ყველას; რო შემხვდება გამარჯობა არ ვუთხრა? არ ვუპასუხო?(და მამენტ რო არ უთხრა და უპასუხო რა მოხდა? შეიძლება რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ იმისთვისვე ჯობია)… ეჰ, ნეტა მართლა მარტო გამარჯობა–ნახვამდისით იფარგლებოდნენ და მეტი მიზეზი და ატგავორკები საჭირო არ იყოს. თან სიყვარული რაღაც დოზით მიჩვევაა, გატაცება კი დიდი დოზით მიჩვევაა და ასეთი უაზრო ურთიერთობების დროს მოჩვენებითი გრძნობის ჩამოყალიბების და შეცდომის უფრო დიდი შანსია.

როცა იცი რომელმა როდის დაურეკა და რა უთხრა. ვინ რას ჩუქნიდა ან აჩუქა, ვინ როდის ეპატიჟებოდა რესტორანში, ბარში, თავისი გაკეთებული საჭმელიის დასაგემოვნებლად თუ ნაყინზე. ვინ როგორ მიულოცა დაბადებისდღე(და კიდე  ბევრი არ იცი)… ძნელი ასატანია რა და ვაბშე არ გიწევენ ანგარიშს. ის კი არ ესმით რომ ეს არასწორია, თან როცა გაურკვევლობაში გამყოფებენ. თუმცა ქალის ბუნება ასეთია და ვერ შეცვლი ვერაა :დ

პიკი იყო, ისაო მე  ერთ ადგილას მივდივარო, იმიტომ რომო ,ერთმა’ სადღაც დამპატიჟაო და იქ რო არ წავსულიყავი აქ წასვლა მოვიფიქრეო. მეთქი როდემდე, პირდაპირ არა რო გეთქვა არათქო? ან ვაბშე არ წახვიდე მაგ ერთ ადგილასთქო… არაო, რო გაიკითხავს და გაიგებს არ ვიყავი ხო უხერხულიაო :დ :დ :დ რამხელა ზრუნვა, რამხელა გრძნობა და (ცრუ)ეტიკეტია ამაში ჩადებული :დ და ჩემზე არავინ იზრუნებს? :დ და გაიკითხოს, რაც უნდა ის უქნია, იქნებ მიხვდეს ბოლო ბოლო… ჩემთან არ არის უხერხული ხო? :დ
თუ მართლა უშანსოდაა ადამიანი(და წესით ასე უნდა იყოს, მაგრამ ვინ იცის… ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ…) აბა ახლა ეს ცუდი და არასწორი საქციელი არ არის?
როდემდე უნდა აწვალო. კაი, სიტყვაზე არ იცი რა გინდა, მაგრამ ყველას ასე ,ახლოს’ რომ იტოვებ უნებურად, ესეც ხომ ეგოიზმია? იმათზე, ჩემზე, სხვაზე… ცოტა ხო უნდა იფიქრო ადამიანმა.

თუ მართლა ზრდილობა გინდა, კატეგორიულად , რადიკალურად უნდა შეწყვიტო ასეთ ,მეგობრებთან’ ურთიერთობა, იმტომ რომ მათთვის თითოეული სიტყვა და ეგ სადღაც წასვლაზე ნათქვამი უარიც კი დიდი იმედია და მთლიანად ურევს ტვინს.
მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე… არადა მართლა დიდი ,დანაშაულია’ და ვერასდროს ვერ გავიგებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ქალის ბუნებაა ასეთი, ყურადღება სიამოვნებს თავისთავად და განა განგებ, უნებურად იქცევა ასე. რასაკვირველია არიან ისეთებიც, უფრო ცუდები, რომლებიც განგებ იქცევიან ეგრე, ტიპა ,პავადოკზე მყავდეს’. საბოლოო ჯამში კი იმ ადამიანს ორივე ვნებს, განგებ მოექცევი ეგრე თუ უნებურად.

მოკლედ, ყურადღება სიამოვნებთ და ასე თუ ისე აფასებენ ადამიანებს რომლებსაც უყვართ და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არასწორი!!! ))) ეგოიზმი ჰქვია ამას და მართლა ,დანაშაული’ იმ ადამიანებთან მიმართებაში. მე მაგალითად ყველანაირად ვცდილობ დავიცვა პრინციპები და როცა ვიცი რომ გოგოს მოვწონვარ ხოლო მე არ მომწონს, ძალიან შორს ვიჭერ თავს, მისთვისვე ასე ჯობია და იმიტომ. არადა,  ,ლიჟბი შევყო’ ტიპი უნდა იყო რა, ასე ბევრად ადვილია… ჯამში მგონი ქალებსაც ურჩევნიათ, მათ ხო უყვართ ტიპები რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, რათა არ მოიწყინონ(რას ლაპარაკობენ ზოგჯერ მეორე ხარისხოვანიცაა), ტყუილებს ადვილად ყლაპავენ და მოკლედ, ყველა ბედნიერია, მაგრამ ეს უკვე  სხვა და გრძელი თემაა… მით უმეტეს, მაინც ვერასდროს ვერ და არასდროს არ გავხდები ,ლიჟბი შევყო’.

უფ, კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ ამით დავკმაყოფილდეთ ახლა. ბრწყინვალე გოგოა, მაგრამ დავიღალე და ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ იმედია, ჩემი დაახლოებით ორწლიანი(მძიმე ფორმებში ერთწლიანი) ტანჯვაც და თავის დამცირებაც დასრულდება(გულის სიღრმეში კი, რა თქმა უნდა მინდა, რომ არ დასრულდეს), ხოლო ეს ყველაფერი აი ამიტომ მოვყევი:

მეგობრებო, არცერთი წამით არ იმსახურებენ ეგენი შეცდოდებას, ამიტომ ნუ აპრავებთ და ნუ გეცოდებათ ,გიოს’ გზას დამდგარი გურჯი ხათუნები.
შეიძლება გიყვარდეთ, მაგრამ არ შეიცოდოთ!

პ.ს.
განგებ არ შევეხე მარაზმს სახელად – ქალიშვილობის ინსტიტუტი – ნუ გეშინიათ, ქართველობას ვერ წაგართმევენ.
აი ის რუსი ქალები კი ბოზებს რომ ეძახით(არადა, ზემოთ შევთანხმდითსავით თუ ვინ არის ბოზი რეალურად), ბევრად უფრო უკომპლექსოები და ყველაფერში წინმდგომები არიან🙂

ერთხელაც გამოვეხმაუროთ წინა პოსტს, მაგით დაიწყო ბოლო ბოლო. პოლონეთსა და უკრაინაში გრძელდება რასია რასია–ს ყვირილი და პროვინციალიზმის გამოვლენა. უკრაინა უკრაინას რო სკანდირებენ არც ეს არის დიდა ასაღფრთოვანებელი, მაგრამ ამხელა მოვლენაა, ევროპის ჩემპიონატია მათთან და შევარგოთ. აი რასია რასია კი მართლაც პაზორია. გუშინაც იყო, გერმანია–ჰოლანდიის თამაშზე.

რუსები ასევე 120 ათასით დაჯარიმდნენ, ჩეხეთთნ მატჩისას გულშემატკივრების მიერ მოწყობილი ქაოსისთვის.

ასევე იყო ჩხუბი პოლონეთი–რუსეთის მატჩის წინ, დიდი ქაოსი. ეს მარაზმები გამაღიზანებლად მარშირებდნენ და პოლონელებიც დაბოღმილები არიან საცემრად გამოუდგნენ. შეიძლება არც ისინი არიან მართლები, მაგრამ მთელი მთავრობა რომ ამოუხოცეს და ვითომც არაფერი, არა უშავს?

განვმეორდეთ – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ(ალბათ უფრო მეორე), ფეხბურთი დაარსების დღიდანვე არ იყო უბრალოდ სპორტის სახეობა.

Written by 1myway1

June 14, 2012 at 5:27 am

Posted in Uncategorized

39 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. gio, kargi gogoebi bolomde, sul kargebi, ar arseboben saertod ?😕😕

    anabell

    June 14, 2012 at 6:39 am

    • xo, da kidev, dsalian xshirad maseti wvalebis da gadawyvetili aras tkma imitom uchirt da imitom ar amboben kalebi rom tviton ar ician bolomde ra undat da ras grdsnoben..
      me geubnebi xshirad, da ara yoveltvis : )

      anabell

      June 14, 2012 at 6:40 am

  2. სკლეროტიკი ვარ ამის დედა ვატირე… სულ იმას გავიძახი თავად არ იციასნ რა უნდათ როგორც წესითქო(თან ამ შეთხვევაში…) და დამავიწყდა, ახლა ჩავსვი.

    არსებობენ ანაბელ :დ უბრალოდ ჩვენ აქ გურჯ ხათუნებს ან ამ გზას დამდგარ გოგონებს განვიხილავთ :დ არსებობენ, ოღონდ ძალიან ცოტანი.

    1myway1

    June 14, 2012 at 6:50 am

  3. ეუჰ…რა დროს არ ვსვამ…გრადუსიანი უფრო ჯიგრულად ლაპარაკობ მსგავს თემებზე შენ🙂

    lomski

    June 14, 2012 at 6:58 am

  4. ))))

    კიდე ანაბელ, როცა ზუსტად იციან, მაშინაც არ ამბობენ არას, ზუსტად ვიცი მე ეგ :დ
    +10–დან 10–ზე შეიძლება გაურკვევლობაში იყო? მაშინ დეგენერატი ხარ :დ

    1myway1

    June 14, 2012 at 7:10 am

  5. ლ ო ლ

    Ann Waits

    June 14, 2012 at 7:13 am

    • kii, magaze dagiwere, rom xshirad da ara yoveltvis metki : )) mec vici rom ar eubnebian, da magis mowinaagmdegec var xolme : )

      anabell

      June 14, 2012 at 11:26 am

  6. “არიან პოლუგამბედავებიც, რომლებიც დიდი გაჭირვებით დგამენ ნაბიჯს, მაგრამ ირკვევა რომ მზად არ ყოფილან და პირველივე პრობლემაზე გარბიან უკან – დედიკო და მამიკო მართლები ყოფილანო, ეს უკვე ორმაგი შეცდომაა “- ოპაა:)))), ამით ” ,რა ექნა, ისე იზრდებოდა, გაუჭირდა გარისკვა”-ს რომ გადაუსვი ხაზი? აქ მართლა ვერ გავიგე რა გინდა:დ

    არ ვიტყვი რომ არ ხარ მართალი:) და ისე სულაც არ არიან უბედურევ=ბი და არც წუწუნებენ. ყავთ ქმარი, შვილები. აქვთ სასახლე,ყავთ მანქანა და საყვარელი-ც (თან ორივეს) :დ ჭირი იქა ლხინი აქა :დ

    რას გვიშვება ეს ფეხბურთი?! :დ:დ

    karamelka

    June 14, 2012 at 10:51 am

  7. საყვარელი ყოველთვის არ ჰყავთ და იმ ამბავშო რასაც მე ვჰულისხმობ, ეგეც თავის მოტყუებაა

    1myway1

    June 14, 2012 at 11:05 am

    • მასე ბევრი რამით ვიტყუებთ თავს ზოგადად ადამიანები

      karamelka

      June 14, 2012 at 12:37 pm

      • მართაკია, მაგრამ ეგ უკვე სვა თემაა

        1myway1

        June 14, 2012 at 12:39 pm

  8. kai eg qalebi ho sustebi arian mainc da cherchetebi (mcire gamonaklisebis garda) magram vagiarot rom ”kacebic” edzeben puliani mamikoebis shvilebs rom icxovron uzrunvelad:D eg upro didi ubedureba da marazmia…

    GiGi

    June 14, 2012 at 12:52 pm

  9. არანაირი სუსტები არ არიან ეგენი :დ როცა უნდათ ძალიანაც ძლიერები არიან )))

    უფრო დიდი მარაზმია თუ არა არ ვიცი, მაგრამ მარაზმი რომაა ფაქტია, ეგენი კაცოები არიან :დ

    1myway1

    June 14, 2012 at 12:58 pm

  10. hahaaa vaimee ramxela agresiaa gadmontxeuli qaltmodzulesavit saubrob:D xo chven vart pazor nacii da tqven eris siamayeebi xoici:D sasaciloa raa pirdapir😀

    julia

    June 14, 2012 at 1:30 pm

  11. :ფეისბუქზეროგულისსმაილიკიააიის:

    1myway1

    June 14, 2012 at 2:12 pm

  12. sacyenad ar geubnebi da bevr rameshi getanxmebi,magram ikedan gamomdinare,tu ramdnad negatiur kontekstshi axden zogadad da araertxel “provincialiszmis” diperencirebas,shtabejdileba mrcheba,rom cota geograpiul-etnikur-mentaluri “gamosuloba” gaklia.anu uxeshad rom vtkva,tbiliss iket titqos arc gasulxar da rac migmidam chamosulia da akcentit laparakobs,avtomaturad dabali donis da miugebelia.
    cota ar iyos da vicro rasizmis da aratolerantulobis gamovlinebebi gakvs da “ucxo tvalma” sheizleba snobizmic dagabralos.:)

    temebs ganixilav marto vake-saburtalos da mamrobiti skesis perspektividan(tumca amashi cudi araperia da albat zustad sheni subiekturi azrebis gaziarebis miznit cer da ara mesame pirisgan shepasebul informaciuli shinaarsis statiebis gamokveynebis)

    magram,rac kalebis da kacebis temas sheexeba,igive tipis posti sheizleba mdedrobiti avtorisganac daiceros mamrebis mimart da ara mgonia,pirikit bevrad saxarbielo mdgomareoba gvkondes,chaketilobis,mshoblebis gavlenis,qalishvilobis institutisadmi damokidebulebis tu sexis ziritadi sapuzvlebis codnis mxriv.:)

    da kidev,shen albat bolo dros bevr literaturas kitxulob.shedarebac ar sheizleba shens adrindel postebsa da axlandelebs shoris ceris da gadmocemis stilis tvalsazrisit.:)

    Natie GeorGina

    June 14, 2012 at 3:14 pm

  13. ნათია, ზუსტად ვიცი პროვინციალიზმში რასაც და ვისაც ვგულისხმობ, არასწორად ვინც გაიგებს მისი პრობლემაა. რაღაც შეხედულებები მავს, მაგრამ რასისტი არ ვარ. სნობობას ისედაც მაბრალებენ ხოლმე და ამას ხშირად ის ხალხი აკეთებს ვინც ბევრად უარესია, მართლაცსნობი რომ ვიყო )))

    რაც შეეხება განხილვას… ბევრად დაბალია ,სტატიისა’ თუ ჩანახატის ფასი, სადაც შენი აზრი და ცოტა სუბიექტურობა არ იგრძნობა, როცა საქმე ასეთ თემებს ეხება. გავკარი ბევრ იონფორმაციულ და ცრუობიექტურ სტატიას, მსგავსებთან შედარებით😉
    შეფასებაში არ გეთანხმები, დეტალებში, თორემ პოსტი ვერ ქაჩავს, კი ბატონო.

    აი ტრაც შეეხება კაცებსა და ქალებს. აქ რადიკალურად ვერ დაგეთანხმები. გურჯი კაცები მარაზმები არიან, მაგრამ სწორედ ქალს მოეთხოვება რაიმეს სეცვლა და გარისკვა, სითამამე… იმიტომ რომ ქალი ხვდება ბევრად მეტს. პლუს ხშირად ეს უბრალოდ გასამართლებლად გაქვთ… მე აქ ისეთ შემთხვევებზე ვსაუბრობდი, როცვა გოგოს არაგურჯ ტიპაჟთან აქვს ურთიერთობა და მაინც მიჰქარავს. ამ შემთხვევაში კი ის, რომ მამაკაცების კუთხითაც დიდი პრობლემებია, არაფერ შუაშია.

    წერის სტილი დიდად არ შემიცვლია,. თემას გააჩნია😉

    1myway1

    June 14, 2012 at 3:57 pm

  14. გუდმენ, მევასები და ახლა ვინმე გევასება?🙂

    hoda.

    July 1, 2012 at 9:22 pm

  15. ვაბშეტა კი )))

    რომელი ხარ?

    1myway1

    July 1, 2012 at 9:26 pm

  16. uff guli ise movifxane ro neknebi michans😀

    Anonymous

    July 9, 2012 at 9:11 pm

  17. უფ რამხელა პოსტია,არ წამიკითხავს ბოლომდე,მაგრამ რაც წავიკითე “გურჯი ხათუნების” გათხოვების შემთვევებზე იმაზე დავაფიქსირებ ჩემს სუბიექტურ და ვეცდები კორექტულ აზრს🙂 ხათუნები და მათ კაცებს შენ არ ვიცი რას უწდებ,მე ელგუჯებს ვუწოდებდი,ერთად ქმნიან ამ სიტუაციას.ელგუჯა ფიქრობს,რომ ცოლი უნდა მოიყვანოს,სახლში დასვას და ოჯახის ფინანსები მასზე იყოს დამოკიდებული.ხათუნები ფიქრობენ,რა საჭიროა მუშაობა,დამოუკიდებლობა,დიპლომს სამზარეულოში დავკიდებ.მარტო ფინანსებზე არაა აქ საუბარი,ზოგადად ელგუჯა არ ფიქრობს მეუღლის რეალიზებაზე და ხათუნასთვის ეგ მხოლოდ გათხოვება და ფასადია,ოჯახს არ შევქმნი სანამ არ ვიქნები დამოუკიდებელი და რეალიზებული,თუ შევქმნი შვილს მანამ არ გავაჩენ სანამ საკუთრი ადგილი და ფინანსები არ მექნება და სულ ფეხებზე(კორექტულობა მივაჩოხანე) მკიდია საზოგადოების დაკვეთა შეყვარებულის ყოლაზე და გათოვებაზე,უკვე 22წლის ხარ,რას ელოდები🙂 კაი,ახლა მთლიანად წავიკითხავ პოსტს :))))))

    csfsgrregeag

    February 26, 2013 at 7:47 pm

  18. ხოო,თურმე აქ ავტორი საკუთარ გულისტკივილის ანზოგადებდა🙂 ისე ეს ბოლო პერიოდი სულ ვაწყდები გოგოებისგან გულგატეხილ ჩემს ახლო მეგობარ ბიჭებს და ვცდილობ დავეხმარო. იცით მე მიყვარს ადამიანი,სიგიჟემდე მიყვარს,მაგრამ არ მომწონს მისი აზროვნება,ისიც წაუელგუჯებს,მომავლის გეგმებს აწყობს,სადაც ის ფიგურირებს ოჯახის “თავად”,თან ჩემთვის პრინციპულ საკითებში არ მეთანხმება და არც ცდილობს უბრალოდ მისცეს ჩემს განსხვავებულ აზრს არსებობის უფელბა და საკუთარ კომპლექსებს მათ გაბითურებაში ამჟღავნებს.აი მე რა უნდა გავაკეთო,ეს სიყვარულის ქიმიური რეაქციები რომ გამინელდება 1–2 წელში მერე რა დამრჩება?მოგონებები გრძნობაზე?ის არ აქვს რაც მე მჭირდება,კაცები კი არიან ჩუმად სუსტები ,არ იმჩნევენ,მაგრამ მე რატომ უნდა მიყვარდეს კომპლექსიანი ბიწი “ჩუვაკის” ნიღბით ხალხნო🙂 სასცილო კომენტარია,მაგრამ ოდნავ დავიცალე ემოციებისგან :დ

    csfsgrregeag

    February 26, 2013 at 8:17 pm

  19. ისე მეც კაი ხათუნა გამოვდივარ,ფულში არ ვცვლი სიყვარულს,მაგრამ მაინც უნდა დავივიწყო თვისი ტვინის აპარატის გამო😦

    csfsgrregeag

    February 26, 2013 at 8:20 pm

  20. მარტო საკუთარი „გულისტკივილი“ არ ყოფილა აქ. პორადი მხოლოდ მცირედით იყო.

    ცოტა ქაოსური კომენტარია, ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ რაც გავიგე არფც ისე მომეწონა :დ წინასწარ თუ იცი რომ ერთ-ორ წელიწადში გაგივლის და მერე რაღა ქნა(და თან ჩუვაკები არ მოგწონს), ეგ უკვე ცუდია(ან შეიძლება კარგიც, პრაგმატული ხალხი კომფორტში ცხოვრობს უფრო და ეს აკმაყოფილეთ, მატერიალური მხარე და სტაბილური ერთფეროვნება).

    ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში ისაა, რომ „ელგუჯა“ ყოფილა. მაშინ მით უფრო აფრ ღირს.

    ისე კი, ორი წლის მერე რა ვქნა და ქოხში ხო არ ვიცხოვრებ ბაზარს თუ დაივიწყებ კარგი იქნება. თუ კარგი ბიჭია ღირს.

    1myway1

    February 26, 2013 at 8:42 pm

    • ხო ცოტა ქაოსურია,ისევე როგორც თქვენი პოსტი.მაგრამ ძირითადი აზრი გავიგე.ჩუვაკები მომწონს,პირიქით ანუ ჩემი გაგებით ჩუვაკები🙂 და 1–2 წელში გამივლის ფიზიოლოგიური სიყვარული,ქიმიური რეაქციები ორგნამიზმში და მაის შემდეგ ჭირდება კვება ურთიერთობასთქო ეგ ვიგულისხმე.ალბათ აკმაყოფილებთ,ყველა ისე ცხვორობს როგორც ესმის ბედნიერება.ხო ელგუჯაა ნამდვილი,თან საკმაოდ კომპლექსიანი და სუსტი,რათქმაუნდა მე ისე ვაჩვენებ თითქოს არაა,მაგრამ…2წლის მერე რა ვქნა,ოჯახი არ მიგულისხმია,ეგ ჯერ არ არის პერსპექტივაში.მგონი ვერ მიხვდი რა ვთქვი,ალბათ სწრაფად და ემოციურად დავწერე.იმიტომ რომ საოცარი დილემის წინაშე ვარ.

      csfsgrregeag

      February 26, 2013 at 9:15 pm

    • ისე თარიღს ახლა დავაკვირდი,ზაფხულის პოსტი ყოფილა.თუ ისევ აქტუალურია შენთის განვავრცოთ თუ არა ჩავკლათ🙂

      csfsgrregeag

      February 26, 2013 at 9:17 pm

  21. ჩემი პოსტი არც ისე ქაოსურია :დ

    ელგუჯა თუ არის, უკვე ცუდია. ხოლო ის რომ ელგუჯა მოგწონს, ორმაგად ცუდი.

    ისე კი ნებისმიერთან შეიძლება მოვიდეს დრო, ელგუჯასთანაც და არაელგუჯასთანაც, როცა „რა ვქნა?“, „რაღაც მოსაწყენია…“ – თემა წამოიჭრება. გოგოებს მალე სჭირდებათ სიახლეები და მხოლოდ ცოტას შეუძლია პატარა ჩავარდნების გადატანა.

    არ ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს. ზოგი ელგუჯებს უფრო ეწყობა, ზოგი ჩუვაკებს და ასე,
    იფიქრე და გადაწყვიტე.

    მე თავისთავად მიდგომა – ორი წლის მერე რა ვქნა – არ მომწონს.

    1myway1

    February 26, 2013 at 10:09 pm

    • ჩემი აზრია უბრალოდ შენს პოსტზე.კარგი,მოდი წარმოიდგინე,შეგიყვარდა გოგო,უმიზედოდ,უბრალოდ გიყვარს და მორჩა,მაგრამ ამ გოგოს აქვს შენგან განსხვავებული შეხედულებები და არ ცდილობს გაიგოს შენი.შენთვის ყველაზე საყვრელ თემებზე საუბრისას ეცინება და მეოცნებეს გეძახის,ხომ რთულია.თან როდესაც სიყვარული არაა მარტივი თემა შენს ცხორებაში.მე მზად ვარ ცალფეხაც მიყვარდეს,ოღონდ ჩემთვის ფასეულ ასპექტებში ვეწყობოდე.საერთოდ ჩემი ბრალიცაა,ყველაფერს ჩემებურად ვუყურებ რაც ქართულე რეალობას ვერ ეწყობა,მიუხედავად მისი რუსულ იწარმომავლობის ტიპიური ქართველია.ანუ შენ რას ამბობ,სიყავული არ კვდება და პირველი აჟიტირება უცვლელად რჩება?ეს 2წელი მეცნიერულად არის თუ 3,როდესაც სიყავრული ნელდება.მაშინ გჭირდებათ ურთიერთობის გადახალისება და სხვა სიახლვოე უდნა გაჩნდეს,რაც რთულია შენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან შეძლო

      csfsgrregeag

      February 26, 2013 at 10:35 pm

  22. ყველაფერი ნელდება და აალება უნდა მერე ან ნაკვერჩხლით თბობა და სტრაბილურად გადატამა ჩავარდნების.

    მე სხვა რამ მაკვირვებს. თუ არაფრით არ ეწყობით და თან „ელგუჯაა“ და ფეხებზე გკიდია შენი ყველაფერი… მარტო ფიზიკური ლტოლვა გქონია და მარტო მაგას არ ჰქვია მამენტ სიყვარული. ზოგჯერ კი როცა გვგონია რომ ვინმე გვიყვარს, სულაც არ გვიყვარს და აკვიატება ან გატაცებაა. უნდა ჩამოყალიბდე. იქ სადაც ამდენი ეჭვია და ამდენი პრაგმატული მიზეზი, სიყვარული ნაკლებადაა🙂

    1myway1

    February 26, 2013 at 10:54 pm

    • რათქმაუნდა,ჩავარდნები არამარტო ურთიერთობაში,ზოგადადაც კარგია სწორად აღქმის და დაფასების შემთვევაში.ზოგადად მასეთი აზრი გამოდის ჩემი ნათქვამი “სიბრძნეებიდან”,მაგრამ მასეც არაა.მეც არ მესმის ჩემი თავის,ერთი მხირვ მზად ვარ ამ ადამინის გამო ბევრ რამეზე წავიდე,მაგრამ მეორე მხრივ მისი არ მოწმონს მისი აზრები.მაგრამ ახლა მივხვდი,მე მაქვს საკუთრ თავში პრობლემა,ყველაფერს 2მხრიადნ ვუყურებ და ეს კონტრასტული აზრები მომწონს.ასე რომ ჯობია ჩემთის ვიყო და სხვებს არ მოვუწამლო ტვინი🙂 ან იქნებ ჯობია დავეშვა მიწაზე და ხათუნა გავხდე🙂 ეჰ🙂

      csfsgrregeag

      February 26, 2013 at 11:02 pm

  23. ხო, შენ თავში უნდა გაერკვიო ჯერ. მე საერთოდ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ქალების უმეტესობამ ოდესმე იცის რა უნდა გარკვევით(იშვიათი გამონაკლისების გარდა). თუმცა ის მაინც სცადე, რომ უპირატესობა მიანიჭო რამეს ანუ ბოლომდე თუ არა, ოდნავ მაინც რომ გადაიხარო ან იქით ან აქეთ :დ ეგ მაინც შეგიძლიათ ქალებს.

    მოკლედ გაერკვიე საკუთარ თავში ჯერ, გახათუნებას ყოველთვის მოასწრებ, ეგ ყველაზე მარტივია,
    წარმატებები

    1myway1

    February 26, 2013 at 11:50 pm

    • ნწ,ვიცოდი რაღაც ასეთს რომ დაწერდი ქალების გაურკვეველ ბუნებაზე🙂 ნუ შეხედავ ცალსახად,ქალები და კაცები განვსხვავდებით,მაგრამ შესაძლებლობები თანაბრად გვაქვს,”გადახრა–გადმოხრაზე” გაცილებით მეტი შემიძლია,რომ ვიცოდე რა მინდა :დ (ხუმრობით) დიდი მადლობა,შენც წარმატებები.შენი ბლოგი მშვენიერია,მაგრამ ეს პოსტი ცოტა ცუდად გამომეყენა,საკუთარ თავზე უაზრო წუწუნს მივუძღვენი🙂

      csfsgrregeag

      February 27, 2013 at 7:21 am

  24. მადლობა🙂
    არაფერი არ გამოგიყენებია ცუდად

    1myway1

    February 27, 2013 at 2:05 pm

    • ძალიან კარგი,მაშინ გავაგრძელებ გამოყენებას :დ
      ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
      იმ ერთის პოვნის
      თუ გახდი ღირსი
      არაერთს ისე მოეღო ბოლო, _
      თვალიც ვერ მოჰკრა
      გაჩენილს მისთვის.
      ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
      სად არის იგი! _
      ეს ღმერთმა იცის! _
      იმ ერთის ხილვის, _
      იმ ერთის პოვნის, _
      ათასში ერთი გამხდარა ღირსი
      დაახლოებით ამას ვგულისმობდი აქამდე,მინდა ათასში ერთი ვიყო🙂

      csfsgrregeag

      February 27, 2013 at 5:48 pm

  25. იმედია, იქნები🙂

    1myway1

    February 28, 2013 at 8:56 am

    • მაქსიმუმ ვიპ 4000–ში საქ–ოს მასშტაბით :დ მთლიან რადოენობას გამოკლებული ხათუნ–ელგუჯ–გიოები და დრომოჭმული მეზობელი დოდოები,იმედია კი არა ნამდვილად ვიქნებით სურვილის შემთხვევაში :დდდდდდ

      csfsgrregeag

      February 28, 2013 at 12:03 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: